განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/6150-19 (0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 თებერვალი 2020 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა
და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი ნატო ზერეკიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------------ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ჯ------ მ-------ე - დაბადებული 1--- წლის 2--------------ს, ი----–--ს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ი----–-------–-------–------–--------------–-----------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი-----–-----–-------------------------ში;
ადვოკატები - ნ---- თ----–---–ი, ს--–---- კ----–-–--ლი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
თარჯიმანი - ნ-------- ს---–-–---–ი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ჯ------ მ-------ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბილისში, დ------------–----------------------------ში კორპუსის შესასვლელში, ჯ------ მ-------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ნ---- შ----------–---–ი მიანარცხა კედელზე, მუშტი დაარტყა მარჯვენა თვალის და თავის არეში, ურტყამდა ხელებს სხეულზე. ასევე ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2.2. ჯ------ მ-------ემ ასევე ჩაიდინა, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ.თბილისში, დ------------–----------------------------ში კორპუსის შესასვლელში, ჯ------ მ-------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, ნ---- შ----------–---–ი ცემა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც ამ უკანასკნელმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა - ჯ------ მ-------ემ თავი სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების ნ---- შ----------–---–ის, ს----- ჟ------ის, ხ-----ნა შ----------–---–ის და ჯ------ მ-------ეს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულის დაკავების ოქმი, ვიზუალური დათვალიერების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები.) ერთობლიობა ჯ------ მ-------ეს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ------ მ-------ემ ჩაიდინა:
1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით;
2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ჯ------ მ-------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ჯ------ მ-------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ჯ------ მ-------ეს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ჯ------ მ-------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯ------ მ-------ეს მიმართ ჯარიმა და 2 (ორი) წლის ვადით იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლების აკრძალვა იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------ მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 9 450 (ცხრა ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;
3. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯარიმა 9 450 (ცხრა ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;
4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ------ მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9 450 (ცხრა ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2019 წლის 22 ნოემბრიდან 2019 წლის 9 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით ჯარიმა შეუმცირდეს 2 450 (ორი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარით და საბოლოოდ ჯ------ მ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად, აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივი საშტატო იარაღის) შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება 2 (ორი) წლის ვადით;
5. ჯ------ მ-------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 4 000 ლარი, განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
6. ჯ------ მ-------ესგან და ნ---- შ----------–---–ისგან ამოღებული ქურთუკები (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს;
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვალერიან ბუგიანიშვილი