განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
330100119003032496
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/2555-19

(№0------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - გ--------–------------------–-----

სტაჟიორ-პროკურორი - მ----------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - მ---------------------------------, დაბადებული - 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ჭ----------------------------–-------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის).

 

ადვოკატი - მ----–--------–-

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით, მ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი პირობითი მსჯავრი, 6 (ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, მ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 8 (რვა) წლით, 11 (თერთმეტი) თვისა და 3 (სამი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი, 11 (თერთმეტი) თვე და 3 (სამი) ჩათვალა პირობით, 2 (ორი) წლის, 11 (თერთმეტი) თვისა და 3 (სამი) დღის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად კი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენით, მ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 4 (ოთხი) თვისა და 2 (ორი) დღის ვადით განესაზღვრა პირობით - 1 (ერთი), გამოსაცდელ ვადად კი დაუდგინდა 1 წელი, 5 (ხუთი) თვე და 16 (თექვსმეტი) დღე; ასევე დაეკისრა დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, მ------------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 (ოთხი) წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მიუხედავად აღნიშნულისა, 2----–-–-----------, მ------------------ე იმყოფებოდა ქ. თბილისში, რ---–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე შპს „--------“-ის ოფისში შევიდა ფანჯრიდან და ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას, რითაც დაზარალებულს შესაძლებელია მისდგომოდა 857 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ბრალდებულმა მ------------------ემ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილი ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

3.2. მ------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც მ----------------ემ განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: გ----------–---–ის, გ------------–---–ის, ნ---------------ის, შ--–-----------ისა და გ--------------–--ის გამოკითხვის ოქმებს; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2----–-–------------------ შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–------------------ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------, ამავეს სასამართლოს 2----–-–------------ა და 2----–-–------------ განაჩენებს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები (გარდა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მის ჩატარებაში მონაწილე ექსპერტთა ჩვენებებისა) სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მე-2 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3.10. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა მიერ სადავოდ მიჩნეულ, ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–--------------------------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმადაც, მ------------------ეს დაუდგინდა დიაგნოზი: B90.9 ტუპერკულოზის შედეგები; სასუნთქი სისტემის ტუპერკულოზის გადატანის შემდგომი დიდი ნარჩენი ცვლილებები; მარჯვენამხრივი ქვედა ლობექტომიის მარჯვენამხრივი თირაკომიოპლასტიკის, ბრონქორქაფიისა და პლევროქტომიის შემდგომი პერიოდი. გართულებული სუნთქვის მეორე ხარისხის უკმარისობა. მ------------------ე ამჟამად ფტიზიატრიული და პულმონოლოგიური თვალსაზრისით, მძიმე ავადმყოფი არ არის.

3.11. ექსპერტებმა - გ----------–----ემ და ზ---------------–-–---–მა, ასევე მოწვეულმა სპეციალისტმა - ნ----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული, მ------------------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტეს, რომ 2----–--–- ბრალდებულს დაუდგინდა დიაგნოზი - ა-15 ტიპის ტუპერკულოზი. იმ მომენტისთვის, მ------------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე. პაციენტმა გაიარა სპეციალური ანტიტუბერკულოზური მკურნალობა, ქიმიოთერაპიის სრული კურსი და მიიღო თანამედროვე მედიკამენტები, რამაც დადებითი როლი ითამაშა მის გამოჯანმრთელებაში. მ------------------ეს ჩაუტარდა სათანადო ქირურგიული მანიპულაციები და ორგანიზმი განთავისუფლდა ტუბერკულოზის მიკრობაქტერიისგან. ბრალდებულს გააჩნია ტუბერკულოზის განკურნების ან გადატანის შემდგომი დიდი ნარჩენი; არ შეიძლება მ------------------ის დატვირთვა მძიმე სამუშაოთი.

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის.

4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაუმთავრებელ დანაშაულთან, კერძოდ, დანაშაულის მცდელობასთან, რომლის შემთხვევაშიც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და სამართლებრივი სიკეთისთვის შექმნილ საფრთხეს შორის.

4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა); 3) ქმედების განმხორციელებელი ორჯერ უნდა იყოს ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის და 4) აღნიშნულმა ქმედებამ უნდა შექმნას კონკრეტული საფრთხე (დაზარალებულის საკუთრების უფლებისთვის ზიანის მიყენების სახით).

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვლება ქმედების ჩადენა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც შესაძლოა გამოეწვია მ------------------ის ქმედებას. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ------------------ე შპს „--------“-ის ოფისიდან ცდილობდა 857 ლარის დაუფლებას, რაც გაცილებით აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილი 150 ლარიან ნიშნულს; შესაბამისად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქურდობის მცდელობა, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვლება ქმედების ჩადენის მცდელობა სადგომში უკანონო შეღწევით; აღნიშნულ ნაწილში ბრალდებულის დაკავებაში მონაწილე პოლიციელთა გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ მ------------------ე შესული იყო შპს „--------“-ის ოფისში და ცდილობდა ფულადი თანხის დაუფლებას. ამდენად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქურდობის მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით.

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მაკვალიფიცირებელ გარემოებად ითვლება ქურდობის მცდელობა იმისი მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ან გამოძალვისთვის. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. 2----–-–----------- მდგომარეობით, მ------------------ე ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მას აღნიშნული დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში), შესაბამისად, დადასტურებულია მაკვალიფიცირებელი ნიშანი - ქურდობის მცდელობა იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

4.8. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.10. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების, შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.11. სასამართლო ბრალდებულ მ----------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: მოწმეების: გ----------–---–ის, გ------------–---–ის, ნ---------------ის, შ--–-----------ისა და გ--------------–--ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2----–-–----------- ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–----------- ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------, ამავეს სასამართლოს 2----–-–------------ა და 2----–-–------------ განაჩენებით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ს განაჩენით, თავად ბრალდებულის - მ------------------ისს აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით ნასამართლევი მ-------------------------–-–-----------, იმყოფებოდა ქ. თბილისში, რ---–-----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც აღნიშნულ მისამართზე მდებარე შპს „--------“-ის ოფისში შევიდა ფანჯრიდან და ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა 857 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ------------------ემ ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. მ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

5.2. მ------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი პიროვნული მახასიათებელი, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის დროს იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში;

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

6.4. მ------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და შემამსუბუქებელი გარემოებების (მათ შორის ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის) მხედველობაში მიღებით, სასჯელი უნდა იყოს პროპორციული - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

6.5. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განჩინებით, მ------------------ეს სასჯელის მოხდა გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე. მსჯავრდებულს დაევალა წელიწადში ერთხელ ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის მიზნით, ავადმყოფობის ხარისხის გადასაწყვეტად, თავისი ხარჯით, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის შედეგების თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენა.

6.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განჩინებით, მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ გაუქმდა ამავე სასამართლოს 2----–-–------------ განჩინება (განჩინების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო) აღსრულების გადავადების შესახებ და აღსრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით, გადაწყვეტილება მ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადების გაუქმების თაობაზე, დარჩა უცვლელად.

6.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;

6.8. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისას გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ იმავე განაჩენით (განჩინებით) უნდა დაადგინოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის მსჯავრდებულის ხარჯით, წელიწადში სულ მცირე ერთხელ ჩატარებისა და მსჯავრდებულის მიერ ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის პერიოდულობა. თუ მსჯავრდებული გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შესაბამისი პერიოდულობით არ წარუდგენს ექპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.

6.9. მოცემულ შემთხვევაში ლ----------------–--------–-----------------–---------–-–--------------------------- სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მ------------------ე ამჟამად ფტიზიატრიული და პულმონოლოგიური თვალზარზისით მძიმე ავადმყოფი არ არის. შესაბამისად სასამართლო მ------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გადავადებაზე არ იმსჯელებს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

მ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 857 ლარის ოდენობით, საფულე, საათი და ბეჭედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. სახრახნისი და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით;

2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მ------------------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

4. მსჯავრდებულ მ------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2020 წლის 15 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 3 მისის 00:02 საათიდან - 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

5. მსჯავრდებულ მ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- მ------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 857 ლარის ოდენობით, საფულე, საათი და ბეჭედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს. სახრახნისი და ნერწყვის ნიმუში -განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე