განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4811-19
(--------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - მ-------–---–------–-------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მ--–-----------------------–-- (დაბადებული - 1----–-–------------ საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ზ----------------------------–-------–---–-----------------------------–- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–------------–----------–---
ადვოკატი : გ-------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ჩადენილი დიდი ოდენობით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2----–-–-------------- განაჩენით, მ--–-----------–-ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2----–-–----------------- დაახლოებით 04:00 საათზე, მ--–-----------–-ამ უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დ---–------------------–- მდებარე მშენებარე სასტუმროში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს ,,პ--------“-ს კუთვნილი ელექტროსადენები და ელექტროხელსაწყოები, რითაც შპს ,,პ--------“-ს მიადგა 11 832 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და მ--–-----------–-ას დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია მ--–-----------–-ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ბრალდებულმა - მ--–-----------–-ამ საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.
3.2. მ--–-----------–-ას მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ მ--–-----------–-ას საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ--–-------–---------ის და მოწმეების: ი----–---------ას, გ--------–------ის, გ--------------–---–ის და თ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–---------------- ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–-----------------ს ოქმს; ბრალდებულის დაკავების 2----–-–------------------ ოქმს; ჩხრეკის 2----–-–----------------- ოქმს; ხელსაწყოების ყუთების დათვალიერების 2----–-–------------------ ოქმს; სა---------–----–------------------------------------------------------–----------------------------- სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნას და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ--–-----------–-ას სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ჩადენილი დიდი ოდენობით.
4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
4.4. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულად კვალიფიკაცია; კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება) და 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა).
4.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სადგომში შესვლას ქურდობის მიზნით. იმისათვის, რომ დამნაშავის მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის სადგომში. სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, მ--–-----------–-ამ უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, დ---–------------------–- მდებარე მშენებარე სასტუმროში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს ,,პ--------“-ს კუთვნილი ელექტროსადენები და ელექტროხელსაწყოები.
4.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ?? ???????? 177-?–186-? ???????? გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-?, 231-?, 237-? და 264-? ???????? გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, მ--–-----------–-ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 0--------- წლის N---------- წერილით ირკვევა, მ--–-----------–-ა თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება ზემოაღნიშნული განაჩენის საფუძველზე და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2----–-–----------------- ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 0--------- წლის N65579 წერილის თანახმად დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, მ--–-----------–-აზე დაკისრებული ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - გადაუხდელია და მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო საქმის წარმოება - N---------. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მ--–-----------–-ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია 2----–-–---------------- - ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის პერიოდში, იგი წარმოადგენს ნასამართლევ პირს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულისთვის, შესაბამისად, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი დამამძიმებელი გარემოება - ქმედების არაერთგზის ჩადენა - სახეზეა (აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული).
4.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 (ათი ათასი) ლარის ზევით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ელექტროსადენების და ელექტროხელსაწყოების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით, შპს ,,პ--------“-ს მიადგა 11 832 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში მითითებულ, დიდი ოდენობისთვის დადგენილ ზღვარს - 10.000 (ათი ათას) ლარს.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებმა მტკიცებულებები უდავოდ ცნეს, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.10. სასამართლო, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში - მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს - სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.11. სასამართლო, ბრალდებულ მ--–-----------–-ას მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში: დაზარალებულის წარმომადგენლის - ვ--–-------–---------ის და მოწმეების: ი----–---------ას, გ--------–------ის, გ--------------–---–ის და თ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2----–-–---------------- ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2----–-–-----------------ს ოქმით; ბრალდებულის დაკავების 2----–-–------------------ ოქმით; ჩხრეკის 2----–-–----------------- ოქმით; ხელსაწყოების ყუთების დათვალიერების 2----–-–------------------ ოქმით; სა---------–----–------------------------------------------------------–----------------------------- სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნით, თავად ბრალდებულის - მ--–-----------–-ას აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2----–-–-------------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ--–-----------–-ამ, 2----–-–----------------- დაახლოებით 04:00 საათზე, უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისშიმ დ---–------------------–- მდებარე მშენებარე სასტუმროში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა შპს ,,პ--------“-ს კუთვნილი ელექტროსადენები და ელექტროხელსაწყოები, რითაც შპს ,,პ--------“-ს მიადგა 11 832 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
4.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
4.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ--–-----------–-ამ ჩაიდინა - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. მ--–-----------–-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
5.2. მ--–-----------–-ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება არ გააჩნია.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ექვსიდან ათ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევმა მ--–-----------–-ამ ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, თუმცა, მისი წარსული ნასამართლობა განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს ქმედების შემადგენლობის მაკვალიფიცირებელ ნიშანს; შესაბამისად, მას სასჯელი არ განესაზღვრება რეციდივის წესით.
6.5. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაული. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ მ--–-----------–-ას არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, მ--–-----------–-ას უნდა დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6.6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, მ--–-----------–-ა ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
6.7. საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–---------------------------- განკარგულებით, შეწყალებულ მ--–-----------–-ას გაუნახევრდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2----–-–------------------------------ გადაწყვეტილებით, მ--–-----------–-ა გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 03 (სამი) თვით და 4 (ოთხი) დღით ადრე. მსჯავრდებული მ--–-----------–-ა პატიმრობიდან გათავისუფლდა - 2018 წლის 13 ნოემბერს.
6.8. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად მ--–-----------–-ას მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ჰუმანური აქტისა და შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მის მიერ, 2----–-–----------------- ჯერ კიდევ გამოსაცდელი ვადის მიმდინარეობისას, ჩადენილი იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაული. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 0--------- წლის N---------- წერილის თანახმად, მ--–-----------–-ა თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენის საფუძველზე და გამოსაცდელი ვადა უსრულდება 2----–-–----------------- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს - აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 0--------- წლის N65579 წერილის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით, მ--–-----------–-აზე დაკისრებული ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - გადაუხდელია და მოვალის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო საქმის წარმოება - N---------.
6.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. განსახილველ შემთხვევაში, მ--–-----------–-ა იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ; შესაბამისად, ჩაიდინა რა მან ახალი განზრახი დანაშაული, მის მიმართ პირობით ვადამდე გათავისუფლება - 2 (ორი) წლის, 9 (ცხრა) თვის და 4 (ოთხი) დღის ვადით უნდა გაუქმდეს; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 9 (ცხრა) თვის და 4 (ოთხი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-----------–-ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
6.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--–-----------–-ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-----------–-ას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
7.1. ბოქლომი ჯაჭვით და რკინის ღეროთი, 2 (ორი) ცალი ბოქლომი; გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული მილების გადასაბმელი უთო, ელ. შედუღების აპარატი, 4 (ოთხი) ცალი დრელ-პერფერატორი, ასევე ქეისში მოთავსებული დრელ-პერფერატორი, შავი პლასტმასის ქეისში მოთავსებული ელექტროხელსაწყო, სხვადასხვა დასახელების წვრილმანი ხელსაწყოები, დრელე დაშლილ მდგომარეობაში, მოთავსებული პოლიეთილენის პარკში, მილების გადასაბმელი უთო, ელ. გამანაწილებელი, მცირე ზომის სადენები და ინსტრუმენტები, წითელი ფერის პლასტმასის ქეისში მოთავსებული ხელსაწყო მეტალის დეტალებთან ერთად, საშაურმე ტოსტერი სრულად დალუქული 8 (რვა) პაკეტად და დალუქული 2 (ორი) ფუთად, რომლებიც ინახება ს----------–----–--------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–---–- - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
7.2. ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დაქტილოფირზე - უნდა ანადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
7.3. მ--–-----------–-ასგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საგამოძიებო ექსპერიმენტისას და გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები 03 (სამი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ--–-----------–-ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ექვსი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის, 9 (ცხრა) თვის და 4 (ოთხი) დღის ვადით და დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–-----------–-ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
4. მ--–-----------–-ას ძირითადი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2----–-–------------------ 18:11 საათიდან.
5. მსჯავრდებულ მ--–-----------–-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ბოქლომი ჯაჭვით და რკინის ღეროთი, 2 (ორი) ცალი ბოქლომი; გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ტომარაში მოთავსებული მილების გადასაბმელი უთო, ელ. შედუღების აპარატი, 4 (ოთხი) ცალი დრელ-პერფერატორი, ასევე ქეისში მოთავსებული დრელ-პერფერატორი, შავი პლასტმასის ქეისში მოთავსებული ელექტროხელსაწყო, სხვადასხვა დასახელების წვრილმანი ხელსაწყოები, დრელე დაშლილ მდგომარეობაში, მოთავსებული პოლიეთილენის პარკში, მილების გადასაბმელი უთო, ელ. გამანაწილებელი, მცირე ზომის სადენები და ინსტრუმენტები, წითელი ფერის პლასტმასის ქეისში მოთავსებული ხელსაწყო მეტალის დეტალებთან ერთად, საშაურმე ტოსტერი სრულად დალუქული 8 (რვა) პაკეტად და დალუქული 2 (ორი) ფუთად, რომლებიც ინახება ს----------–----–--------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–---–- - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დაქტილოფირზე - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- მ--–-----------–-ასგან აღებული ხელის კვლები, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის ელექტრონულ ბაზაში; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, საგამოძიებო ექსპერიმენტისას და გ---------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოები 03 (სამი) ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე