განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2020
საქმის ნომერი
010100119002979640
დავის ტიპი
19 - 177 1 , 177 1
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002979640

საქმე #1-350/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ო-–-----------–---–ის

ბრალდებულის - რ------- ჩ---------ს

ადვოკატის - ნ----------------ის

თარჯიმნის - თ-----------–--–------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171240219012 საქმე :

 

ბრალდებული: რ------- ჩ---------

მამის სახელი: ი--–---

დაბადებული: 3--------- წელს

პირადი ნომერი: 6---------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი

ნასამართლობა:არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ---------------------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ--------------–-–---–---------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19; 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით - 07 ეპიზოდი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 12:10 საათზე, ქ. ბათუმში, ი-------------------------ში არსებულ სს „ფ------------“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს----–-“ ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ---------, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ ერთ ბოთლ არაყს.

 

2. 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 17:40 საათზე, ქ. ბათუმში, ი--------------------------ში არსებულ „ფ------------“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს----–-“ ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ ერთ ბოთლ არაყს.

 

3. 2019 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 19:50 საათზე, ქ. ბათუმში, ი--------------------------ში არსებულ „ფ------------“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს----–-“ ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ Jack Daniel”s (ჯეკ დენიელსის) ფირმის ერთ ბოთლ ვისკის.

 

4. 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ბათუმში, ი--------------------------ში არსებულ „ფ------------“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს----–-“ ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ Jack Daniel”s (ჯეკ დენიელსის) ფირმის ერთ ბოთლ ვისკის.

 

5. 2019 წლის 23 თებერვალს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ.ბათუმში, ი--------------------------ში არსებულ „ფ------------“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს----–-“ ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ Jack Daniel”s (ჯეკ დენიელსის) ფირმის ერთ ბოთლ ვისკის.

 

6. 2019 წლის 01 მარტს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ.ბათუმში, ი--------------------------ში არსებულ „ფ------------“ კუთვნილ სუპერმარკეტ „ს----–-“ ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ფ------------“ კუთვნილ Jack Daniel”s (ჯეკ დენიელსის) ფირმის ერთ ბოთლ ვისკის.

 

7. 2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 19:45 საათზე, ქ.ბათუმში, ალ. გრიბოედოვის ქუჩა N6-ში არსებულ სს „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ სუპერმარკეტ "ნიკორაში" ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სს „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ Jack Daniel”s (ჯეკ დენიელსის) ფირმის ერთ ბოთლ ვისკის.

 

8. 2019 წლის 27 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქ.ბათუმში, ალ. გრიბოედოვის ქუჩა N6-ში არსებულ სს „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ სუპერმარკეტ "ნიკორაში" ალკოჰოლური სასმელების დახლიდან, რ------- ჩ--------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად ცდილობდა დაუფლებოდა სს „ნიკორა ტრეიდის“ კუთვნილ Jack Daniel”s (ჯეკ დენიელსის) ფირმის ერთ ბოთლ ვისკის, რა დროსაც წაასწრო სუპერმარკეტის კონსულტანტმა და დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

9. ბრალდებულმა რ------- ჩ--------მა სასამართლოს წინაშე თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დაეთანხმა საქმის ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებები სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------- ჩ---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ :

 

12. დაზარალებულების წარმომადგენლების და მოწმეების ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები და ფოტო-ცხრილები; ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები; რ------- ჩ---------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმი; პირის ამოცნობის ოქმი; სს „ფ------------“ სასურსათო მაღაზია „სპარიდან“ და სს "ნიკორა თრეიდის" მაღაზია "ნიკორადან" გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები.

 

6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

7. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

8. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

9. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ------- ჩ---------ს ბრალდებების დადასტურება.

 

10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

13. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

14. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

15. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

16. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

18. ამდენად, სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ რ------- ჩ--------მა, ჩაიდინა დანაშაულები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შვიდი ეპიზოდი) და 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

19. რ------- ჩ--------ს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

20. რ------- ჩ---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

22. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

23. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

24. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

25. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

26. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

27. სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.

 

28. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის პიროვნების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ რ------- ჩ--------ს, დანაშაულის შვიდი ეპიზოდისთვის უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - ჯარიმა, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბოლო ეპიზოდისთვის - თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული - დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, დაენიშნოს გამოსაცდელი ვადა ერთი წელი და ექვსი თვე. საბოლოო სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

29. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს რ------- ჩ---------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

30. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - რ------- ჩ---------სგან ამოღებული რუხი ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სს „ფ------------“ სასურსათო მაღაზია „სპარიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ორ ცალ DVD-R დისკზე, სს "ნიკორა თრეიდის" სასურსათო მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩცეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული რ------- ი--–---ს ძე ჩ--------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შვიდი ეპიზოდის ჩადენაში და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (მესამე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეოთხე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეხუთე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეექვსე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეშვიდე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

სსკ-ის 19; 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, რ------- ჩ--------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

რ------- ჩ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცებები - რ------- ჩ---------სგან ამოღებული რუხი ფერის ქურთუკი, რომელიც ინახება საქართველოს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო სს „ფ------------“ სასურსათო მაღაზია „სპარიდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ორ ცალ DVD-R დისკზე, სს "ნიკორა თრეიდის" სასურსათო მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ DVD-R დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი