გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2020
საქმის ნომერი
080210019003092816
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210019003092816

#2/1724-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.01.2020 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი-სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე- გ------------ე;

წარმომადგენელი- რ---------------–--–--ა;

მოპასუხე- საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

წარმომადგენელი- ქ---------------–--ე, ქ---------------–---–ი;

დავის საგანი- ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 05 ივლისის ბრძანება, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორ გ------------ესთან შრომის ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

 

1.2. გ------------ე აღდგენილი იქნას სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის თა--მდებობაზე;

 

1.3. მოპასუხე მხარეს მოსარჩელე გ------------ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურება გათავისუფლების დღიდან, სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, თვეში 1140 ლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 03.11.2019წ სხდომის ოქმი);

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე გ------------ე წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის თა--მდებობაზე. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N3--------- დასკვნის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ თითქოსდა სკოლის მხრიდან ადგილი ქონდა გადაცდომებს, რაც არ შეესაბამება რეალობას. აღნიშნული დასკვნით სამეურვეო საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი სკოლის დირექტორის გათავისუფლების შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დარღვევები, რომელსაც სკოლასა და სკოლის დირექტორს ედავებოდნენ შეეხებოდა 2-3 წლის წინანდელ ფაქტებს. კერძოდ, თითქოსდა ადგილი ჰქონდა მოსწავლეთა სიაში მოსწავლეების არასწორად ყოფნას, არების არდაფიქსირებას. სამეურვეო საბჭომ განიხილა შიდა აუდიტის დეპარტამენტში მითითებული გარემოებები და სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი #16 მიხედვით მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც არ შეუწყდა შრომის ხელშეკრულება სკოლის დირექტორს. სამეურვეო საბჭოზე დეტალურად იქნა შესწავლილი შიდა აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები, გამოკვლეული იქნა მასში მითითებული გარემოებები და არ დადგინდა დირექტორის მიერ ხელშეკრულების უხეშად დარღვევის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ სამეურვეო საბჭომ არ მიიღო გადაწყვეტილება დირექტორისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, მოპასუხე მხარემ გამოსცა ბრძანება და დირექტორს შეუწყდა ხელშეკრულება. მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 1400 ლარს. (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა წამოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის #3--------- დასკვნაში მითითებულია სკოლის დირექტორის მიერ მოქმედი კანონმდებლობის აშკარად და უხეშად დარღვევის ფაქტები. ქალაქ ქუთაისის საგანმა--თლებლო რესურსცენტრში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო წარმოება. წარმოების ფარგლებში, გამოვლინდა მოქმედი კანონმდებლობის აშკარად და უხეშად დარღვევის ფაქტები, რის თაობაზეც შედგა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა.

 

სსიპ - ქალაქ ქუთაისის №3- საჯარო სკოლას დაევალა რეაგირების მოხდენა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე, გათვალისწინება შემდგომ საქმიანობაში და განხორციელებული ქმედებების შესახებ ანგარიშის წარდგენა (გატარებული ღონისძიებების დამადასტურებელი დოკუმენტებით) საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ერთი თვის ვადაში; ასევე, დასკვნა შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა სამართალდამცავ ორგანოს.

 

სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორ გ------------ისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კენჭისყრის შედეგად გ------------ეს უფლებამოსილება არ შეუწყდა.

 

სამინისტროს მიერ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმში განვითარებული მსჯელობა არ იქნა გაზიარებული და მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ სამეურვეო საბჭოს მსჯელობა მოსარჩელის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით გაქარწყლებული იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათით.

 

რაც შეეხება დირექტორის მიერ ხელშეკრულების უხეშად დარღვევის ფაქტებს, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N3--------- დასკვნაში მითითებულია გარემოებები, რომელიც ადასტურებს სკოლის დირექტორის მიერ მოქმედი კანონმდებლობის აშკარად/უხეშად დარღვევის ფაქტებს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ იმაზე მითითება, რომ არ დადგინდა დირექტორის მიერ ხელშეკრულების უხეშად დარღვევის ფაქტები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

 

სკოლის საქმიანობაში დადგინდა მძიმე ხასიათის სისტემატური, განმეორებადი ხასიათის დარღვევა, რაზედაც სკოლის დირექტორი წლების განმავლობაში არ ახდენდა ჯეროვან რეაგირებას, „ზოგადი გა--თლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 6(1) პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 05 ივლისის N4--/კ ბრძანების საფუძველზე გ------------ესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე გ------------ე სსიპ - გა--თლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2014 წლის 11 სექტემბრის №1.2/1--- ბრძანებით რეგისტრირებულია ზოგადსაგანმა--თლებლო დაწესებულებათა რეესტრში სკოლის დირექტორად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

-11.09.2014 წ. ბრძანება №1.2/1---;

 

3.1.2. 2017 წლის 01 ივნისს საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ქალაქ ქუთაისის საგანმა--თლებლო რესურსცენტრიდან წარდგენილი იქნა განცხადებები სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის შესახებ.

 

სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის (31.05.2019წ), შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის, ასევე საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 03 ივნისის #737 ბრძანების საფუძველზე, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს დაევალა სკოლის დირექტორის გ------------ისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა და სათა--დო ანგარიშის წარდგენა.

 

3.1.3. 2019 წლის 07 ივნისს, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორ გ------------ისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კენჭისყრის შედეგად გ------------ეს უფლებამოსილება არ შეუწყდა. წარდგენილი ანგარიშის თა--ხმად, სამურვეო საბჭომ მიიჩნია, რომ სკოლაში განხორცილებული დარღვევები აშკარა იყო, თუმცა ექვემდებარებოდა მომავალში გათვალისწინებას, სკოლის დირექტორის დაკავებული თა--მდებობიდან გათავისუფლება იქნებოდა უკიდურესი ფორმა, რაც არ არის დაფიქსირებული დარღვევევის შესაბამისი და თა--ზომიერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 03 ივნისის #737 ბრძანება;

-2019 წლის 07 ივნისის, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ოქმი #16;

- სამეურვეო საბჭოს ანგარიში;

- შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა #3---------;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 05 ივლისის #4--/კ ბრძანებით, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორ გ------------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ზ„ პუნქტის და ზოგადი გა--თლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61-ე და მე-9 პუნქტების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 05 ივლისის #4--/კ ბრძანება.

 

3.2.2. გ------------ის დაკავებული თა--მდებობიდან გათავისუფლებას წინ უძღვოდა საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა #3---------; ასევე შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხსებითი ბარათი. დასკვნაში მითითებული დარღვევები საფუძვლად დაედო მისი თა--მდებობიდან გათავისუფლებას.

 

2019 წლის 01 ივლისის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ--------------–---–ის მოხსენებითი ბარათის თა--ხმად, სკოლის საქმიანობაში დადგინდა მძიმე ხასიათის სისტემატური, განმეორებადი ხასიათის დარღვევა, რაზედაც სკოლის დირექტორი წლების განმავლობაში არ ახდენდა ჯეროვან რეაგირებას, რის შედეგადაც მოხდა მოსწავლეების უსაფუძვლოდ კლასიდან კლასში გადაყვა--, ხოლო ერთ ერთ მათგანზე გაიცა სრული ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი. შიდა აუდიტის დეპარტამენტი არ დაეთანხმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და მიზანშეწონილად მიიჩნია გ------------ისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

-შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გ--------------–---–ის მოხსენებითი ბარათი.

 

3.2.3. საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, შემდეგი გარემოებები:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თა--ხმად, გ------- და ა-- გ--------ეებმა 2015 წლის 24 სექტემბერს გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, 2017 წლის 02 ივლესამდე მათი საქართველოში შემოსვლა არ ფიქსირდება.

 

კლასის დამრიგებლის ლ--–-----–------ას განმარტებით, გ------- და ა-- გ--------ეები 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბრის თვეში რამდენიმე დღე ცხადდებოდნენ სკოლაში. სასწავლო წლის ბოლომდე ისინი სკოლაში არ დადიოდნენ. 2016-2017 სასწავლო წელს გ------- და ა-- გ--------ეები საერთოდ არ გამოცხადებულან სკოლაში. 2015 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში, სკოლის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია მოსწავლეების სკოლაში გამოუცხადებლობის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ გ------- და ა-- გ--------ეები სკოლაში არ ცხადდებოდნენ, სკოლის მე-112 და მე-122 კლასების საკლასო ჟურნალში მათთვის „არა„ არ დაუფიქსირებია, რადგან სკოლის დირექტორისგან მიიღო შესაბამისი მითითება. ამასთან 2015-2016 სასწავლო წლის და 2016-2017 სასწავლო წლის სემესტრული და წლიური ქულები გამოყვანილია და მოსწავლეები შეფასებულნი არიან დირექტორის უშუალო მითითებით.

 

დასკვნის თა--ხმად, 2015-2016 სასწავლო წელს, გ------- და ა-- გ--------ეები არ ცხადდებოდნენ სკოლაში მე-112 კლასში, თუმცა „არა„ არც სკოლის სხვა მასწავლებლებს არ დაუფიქსირებიათ. სკოლის მასწავლებელთა ახსნა-განმარტებების თა--ხმად, კი მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები არ ცხადდებოდნენ სკოლაში საკლასო ჟურნალში ა-- და გ------- გ--------ეებისთვის დაწერილი აქვთ შეფასებები.

 

დასკვნის მიხედვით, თავად სკოლის დირექტორის განმარტებით, 2016-2017 სასწავლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ ა-- და გ------- გ--------ეები სკოლაში არ ცხადდებოდნენ საკლასო ჟურნალში მათთვის „არა„ არ დაუფიქსირებია, რადგან უყურადღებობის გამო გამორჩა. აღნიშნულ სასწავლო პერიოდში, მათ სემესტრული და წლიური შეფასებები არ მიუღიათ.

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სსიპ გა--თლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თა--ხმად, ა-- გ--------ემ და გ------- გ--------ემ 2015 წლის 10 ივლისს ექსტერნატის წესით დაძლიეს დონე და გადავიდნენ მე-10 კლასიდან მე-11 კლასში, 2016 წლის 05 ივლისს მათ დაძლიეს მე-11 კლასი და გადავიდნენ მე-12 კლასში, ხოლო 2017 წლის 25 მაისის ჩა--წერის მიხედვით, მათ ვერ დაძლიეს მე-12 კლასის დონე და 2017 წლის 27 სექტემბერს შეუჩერდათ მოსწავლის სტატუსი. 2016 წლის 04 ივლისის #2-1-- ბრძანების თა--ხმად, კლასიდან კლასში გადავიდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით შესაბამისი კლასისთვის დადგენილი მიღწევის დონე. ამ პერიოდში ა-- და გ------- გ--------ეებს გადაკვეთილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

 

დასკვნაში ასევე აღწერილია, ამავე სკოლის მოსწავლის ბ--------------ის სკოლაში გამოცხადების შესახებ. აღნიშნულია, რომ ბ--------------ე ხშირ შემთხვევაში არ ცხადდებოდა სკოლაში, თუმცა მისთვის „არა„ მასწავლებლებს არ დაუფიქსირებიათ, ბ--------------ეს სასწავლო ჟურნალში აქვს ყოველდღიური შეფასებები. ბ--------------ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი უფიქსირდება შემდეგ თარიღებში: 2014 წლის 25 ივნისს გასვლა, 2016 წლის 30 მაისს შემოსვლა; 2016 წლის 31 ივლისს გასვლა- 2017 წლის 10 იანვარს შემოსვლა; 2017 წლის 27 ივნისს გასვლა- 2017 წლის 02 ივლისის ჩათვლით საქართველოში შემოსვლის ფაქტი არ ფიქსირდება; 2014-2015წ სასწავლო წლის დასაწყისში ბ--------------ე რამდენიმე დღე ცხადდებოდა სკოლაში. ბ--------------ეს ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლაში გამოუცხადებლობის გამო მოსწავლის სტატუსი 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულისათვის უნდა შეჩერებოდა, რაც სკოლას არ მოუხდენია. ბ--------------ეს 2014-2015 სასწავლო წელს ჩაბარებული აქვს ექსტერნატის ფორმის გამოცდები და მე-10 კლასიდან გადასულია მე-11 კლასში, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თა--ხმად, გამოცდის ჩატარების პრიოდში გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ბ--------------ეს 2014-2015, 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლებში დაუგროვდებოდა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გაცდენა უნდა შეფასებულიყო ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ყველა საგანში, რაც არ განხორცილებულა. ბ--------------ეზე 2019 წლის 05 მარტს გაცემულია სრული ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნული გარემოებები ეფუძნება, მასწავლებელთა ახსნა განმარტებებს, ინფორმაციას საზღვრის კვეთის შესახებ, მოსწავლეების ა-- და გ------- გ--------ეების, ბ--------------ის პირად საქმეებს, სსიპ გა--თლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილს; აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენლია საქმის მასალებშიც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა;

-მასწავლებელთა ახსნა განმარტებები;

-ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ;

- მოსწავლეების ა-- და გ------- გ--------ეების, ბ--------------ის პირად საქმეები;

- სსიპ გა--თლების მართვის საინფორმაციო სისტემის წერილი;

 

3.2.4. სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 2015 წლის 06 ივლისის #2-2-- ბრძანებით დადგენილია, რომ მე-10 კლასიდან მე-11 კლასში გადაყვანილი იქნენ ამავე სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, ბ--------------ე, ა-- და გ------- გ--------ეები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 06.07.2015 წ #2-2-- ბრძანება;

 

3.2.5. სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 04.07.2016წ #2-1-- ბრძანებით, ასევე დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის მოსწავლეები, მათ შორის ა-- და გ------- გ--------ეები, რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით შესაბამისი კლასისთვის დადგენილი მიღწევის დონე, გადაყვანილი იქნენ მე-11 კლასიდან მე-12 კლასში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 04.07.2016წ #2-1-- ბრძანება;

 

3.2.6. სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 2016 წლის 04 ივლისის #2-1-- ბრძანების, ასევე 2017 წლის 05 მაისის #2-4- ბრძანების თა--ხამად ბ--------------ემ ექსტერნატის გამოცდების გზით წარმატებით დაძლია 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წელი, მის მიერ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტის გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 04.07.2016 წლის #2-1-- და 05.05.2017წ #2-4- ბრძანებები;

 

3.2.7. სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის, ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების შედეგების გათვალისწინებით, მოსწავლე ა-- გ--------ე დატოვებული იქნა მე-12 კლასში; ხოლო სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 28.09.2017წ #2-2-- და #2-2-- ბრძანებებით დადგენილია, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის მე-12ა კლასის მოსწავლეებს ა-- და გ------- გ--------ეებს, მოსწავლის სტატუსი შეუჩერდათ სტანდარტული ვაუჩერის შესაბამისი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე შეუტანლობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 28.09.2017წ #2-2-- და #2-2-- ბრძანებები;

-სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის გ------------ის 19.05.2017წ #2-58 ბრძანება;

 

3.2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილებით დადგენილია, რომ ბ--------------ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი უფიქსირდება შემდეგ თარიღებში: 2014 წლის 25 ივნისს გასვლა - 2016 წლის 30 მაისს შემოსვლა. 2016 წლის 31 ივლისს გასვლა - 2017 წლის 10 იანვარს შემოსვლა. 2017 წლის 27 ივნისს გასვლა - 2017 წლის 02 ივლისის ჩათვლით ბ--------------ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლის ფაქტი აღარ უფიქსირდება. გ------- და ა-- გ--------ეებმა 2015 წლის 24 სექტემბერს გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, 2017 წლის 02 ივლისამდე მათი საქართველოში შემოსვლა არ ფიქსირდება.

 

იმ პერიოდში, როდესაც #3- სკოლის მოსწავლეები, გ------- და ა-- გ--------ეები, ასევე ბ--------------ე საქართველოში არ იმყოფებოდნენ, არ ცხადდებოდნენ სკოლაში, საკლასო ჟურნალში „არა„ არ უფიქსირდებოდათ. ხოლო მოსწავლეები გადაყვანილი იქნენ კლასიდან კლასში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილები;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება;

 

3.2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს--------------ის განმარტებით (#3- საჯარო სკოლის მასწავლებელი, სკოლის დირექტორის მოადგილე), მოსწავლეთა გამოუცხდებლობის შემთხვევაში მოსწავლეებს უფიქსირდებოდათ „არა„ და აღნიშნულთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორს ყოველთვის ჰქონდა რეაგირება, გაფრთხილებული იყვნენ მასწავლებლები საკლასო ჟურნალის წარმოების წესთან დაკავშირებთ, აღნიშნულზე ტარდებოდა მონიტორინგი, აღნიშნულისთვის მასწავლებლებს დაეკისრათ დისციპლინური სახდელი. ა-- და გ------- გ--------ეებს ასწავლიდა მე-12 კლასში, არცერთი ნიშანი მათთვის დაწერილი არ აქვს, გამოუცხადებლობის გამო დაფიქსირებული აქვს „არა„, სწავლის დაწყების დღეს 15 სექტემბერს არ დაუწერია მხოლოდ. სასწავლო წლის პირველ სემესტრში ა-- და გ------- გ--------ეების შეფასება მოხდა, რაზეც დირექტორმა მოითხოვა ახსნა-განმარტებები და მათ გამოეცხადათ საყვედური. მოწმემ აღნიშნა, რომ მოსწავლეების გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია, რომელმაც მოითხოვა გამოუცხადებლობის გამო მოსწავლეებისთვის დაეფიქსირებინათ „არა„, შესაბამისად არ დაეწერათ შეფასება.

 

ბ--------------ეს ასწავლიდა მე-10 და მე-12 კლასში, მე-10 კლასში ბ--------------ე ოჯახური მდგომარეობის გამო ხშირად არ ცხადდებოდა. მე-10 კლასის პირველ სემესტრში ბ--------------ე შეფასებულია მის მიერ.

 

მოწმე ქ----------------ის განმარტებით, მოსწავლეები დადიოდნენ სკოლაში, ბოლო კლასში აღარ უვლიათ. როცა არ დადიოდნენ, საკლასო ჟურნალში აფიქსირებდა „არა„-ს, დირექტორის მიერ გაფრთხილებული იყო, გამოუცხადებელი მოსწავლის მიმართ დაეწერათ „არა„. საკლასო ჟურნალში „არა„-ს დაუფიქსირებლობის გამო სკოლის დირექტორმა გამოუცხადა საყვედური. ყოფილა შემთხვევა, შეცდომით სხვისთვის დაუწერია „არა„, ან შეცდომით სხვა მოსწავლეს დაუწერა შეფასება, აღნიშნულ შეცდომას თუ შეამჩნევდა ჟურნალში აკეთებდა შესაბამის აღნიშვნას. ბ--------------ე სკოლაში დადიოდა სოფლიდან, ჰქონდა მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და დახმარების მიზნით ზოგჯერ „არა„-ს არ უწერდა. საკლასო ჟურნალის წარმოების წესების დარღვევის გამო მას დაეკისრა დისციპლინური სახდელი.

 

მოწმე ა-–-------------------–--ემ განმარტა, რომ ამჟამად არის #3- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ა-- და გ------- გ--------ეებს, ბ--------------ეს ასწავლიდა მე-11 კლასში. ბ--------------ე დადიოდა სკოლაში, ხოლო ა-- და გ------- გ--------ეები სასწავლო წლის დასაწყისში დადიოდნენ, შემდეგ აღარ უვლიათ, მისთვის ცნობილი იყო, რომ მოსწავლეები საქართველოში არ იმყოფებოდნენ, თუმცა შეღავათის მიზნით „არა„ არ დაუფიქსირებია, ასევე დაუწერა შეფასებაც, რადგან მეზობლები იყვნენ, მოსწავლეების ინტერესებისკენ იხრებოდა და ამ ფორმით ცდილობდა მათ დახმარებას. საკლასო ჟურნალის წარმოების დარღვევის გამო, სკოლის დირექტორმა დააკისრა დისციპლინური სახდელი

 

მოწმე დ--–-------–----ის განმარტებით, #3- საჯარო სკოლაში ასწავლიდა ბ--------------ეს, რომელიც სკოლაში დადიოდა დროგამოშვებით, ა-- და გ------- გ--------ეები სასწავლო წლის დასაწყისში ცხადდებოდნენ, შემდეგ შეწყვიტეს სიარული. როცა არ ცხადდებოდნენ საკლასო ჟურნალში ზოგჯერ არ აფიქსირებდა „არა„-ს, რადგან ითვალისწინებდა მოსწავლეების მძიმე ოჯახურ მდგომარეობას, ამით მოსწავლეებს ეხმარებოდა, რომ დაემთავრებინათ სკოლა. სკოლის დირექტორმა მე-12 კლასში გაიგო, რომ მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებოდნენ და აღნიშნული მოსწავლეების მიმართ გაატარა შესაბამისი ღონისძიება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-მოწმეთა ჩვენებები;

 

საქმეში წარმოდგენილია ს--------------ის, ქ----------------ის, ა-–-------------------–--ის, დ--–-------–----ის ახსნა განმარტებები, რამაც შემდგომ ასახვა ჰპოვა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში, სადაც მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ბ--------------ე სკოლაში არ ცხადდებოდა, საკლასო ჟურნალში მისთვის „არა„ არ დაუფიქსირებიათ. 2016-2017 წ მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები ა-- და გ------- გ--------ეები არ ცხადდებოდნენ სკოლაში, მათთვის „არა„ არ დაუფიქსირებიათ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეზე წარმოდგენილ საკლასო ჟურნალზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე და განმარტავს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ბ--------------ე, ა-- და გ------- გ--------ეები საქართველოში არ იმყოფებოდნენ, საკლასო ჟურნალში „არა„ არ უფიქსირდებათ. ს--------------ე ახსნა განმარტებაში აღნიშნავს, რომ 2014-2015, 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლების განმავლობაში ბ--------------ის, ა-- და გ------- გ--------ეებთან დაკავშირებით, საკლასო ჟურნალის წარმოებაზე, არცერთი მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება არ განხორციელებულა. აღნიშნულს ადასტურებს გ------------ეც შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენება არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის თა--ხმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თა--ხამად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელემ სადავოდ გახადა საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება, მისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე და განმარტა, რომ სკოლის დირექტორის მხრიდან ადგილი არ ჰქონია მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევას, რაც საფუძველი გახდებოდა მისი თა--მდებობიდან გათავისუფლების.

 

სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვანში ასახული მსჯელობა არ უნდა შეფასდეს დირექტორის მიმართ, ხელშეკრულების უხეშ დარღვევად.

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორის მხრიდან ადგილი ქონდა, მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვან შესრულებას. შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თა--ხმად, სკოლაში დარღვევის ფაქტს ჰქონდა განმეორებადი და სისტემატური ხასიათი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105_ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის გა--წილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გა--წილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თა--ხმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენციის თა--ხმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თა--ხმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის გა--წილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათა--ბარი შესაძლებლობები გა--პირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის გა--წილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-12---1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

6.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ა--ზღაურებისა.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის 26.1. მუხლის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით; საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის თა--ხმად, აღნიშნული კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება გა--ხორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ა--ზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

შრომის უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება. შრომა, სოციალური გარემო არის ადამიანის ყოფიერების უმთავრესი ელემენტი, ხოლო ა--ზღაურება - ღირსეული არსებობის მთავარი პირობა.

 

სამართლის საერთაშორისო წყაროები (ისევე როგორც საქართველოს შიდა ეროვნული კანონმდებლობა), აშკარად შეიცავენ დამსაქმებლის შესაძლებლობას შეწყვიტოს შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, მხოლოდ გონივრული საფუძვლისა და საკმარისი, ადეკვატური წინაპირობის არსებობის შემთხვევაში;

 

სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

6.4. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს.

 

საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგა--წესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დამსაქმებელს ენიჭება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების უფლება არა შრომითი ხელშეკრულების ყოველგვარი დარღვევის, არამედ ვალდებულების „უხეში დარღვევის“ შემთხვევაში. ამრიგად, სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას, სასამართლო ამოწმებს დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. ამისათვის კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.

 

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. (იხ. სუსგ №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.)

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის 2019 წლის 05 ივლისის #4--/კ ბრძანებით, სსიპ ქალაქ ქუთაისის #3- საჯარო სკოლის დირექტორ გ------------ესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37.1. მუხლის „ზ„ პუნქტის და ზოგადი გა--თლების შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61-ე და მე-9 პუნქტების საფუძველზე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, თუ რა მიიჩნევა ვალდებულების უხეშ დარღვევად, კანონი არ განსაზღვრავს. ქმედების შეფასება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შეფასების საფუძველზე, დარღვევის სიმძიმის, სიხშირის, შედეგის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით. სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი ბალანსი შრომის უფლებასა და დამსაქმებლის უფლებას შორის, გონივრული სტანდარტიდან უნდა გამომდინარეობდეს. შრომის ხელშეკრულების დარღვევის კონტექსტში, დასაქმებულის ქმედების განსჯა, მისი შეფასება და სანქცირება დამსაქმებლის გადასახედიდან, მის ინტერესებში და, რაღა თქმა უნდა, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით მოწმდება. ამ მიმართებით დგინდება, თუ რა თავისებურებით ხასიათდება ყოველი კონკრეტული სამუშაო, რა პრიორიტეტები აქვს დამსაქმებელს, რა დონის დისციპლინას მოითხოვს შესასრულებელი სამუშაო, რა სახის უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებული ესა თუ ის დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------------ე წარმოადგენდა საგანმა--თლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობის ფარგლები, გარდა შრომის კოდექსისა, რეგულირდება სხვა ნორმატიული აქტებითაც. „ზოგადი გა--თლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თა--ხმად, სკოლის დირექტორი (ა) ახორციელებს სკოლის მართვას; (ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; კანონით მინიჭებული აქვს ასევე სხვა ფუნქციები.

 

სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების საკითხის განსაზღვრისათვის სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო გადაცემული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი, საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში აღწერილი - მოსარჩელის, როგორც სკოლის მმართველის, სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჩადენილი არაერთი, სხვადასხვა სახისა და ხარისხის გადაცდომა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებებულებებით დადგენილია, რომ გ------- და ა-- გ--------ეებმა 2015 წლის 24 სექტემბერს გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, 2017 წლის 02 ივლისამდე მათ საქართველოში შემოსვლა არ უფიქსირდებათ, 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ დაუგროვდათ კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გაცდენა, შესაბამისად ისინი უნდა შეფასებულიყვნენ მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. მიუხედავად ამისა, ა-- და გ------- გ--------ეები სკოლის დირექტორის 2016 წლის №2-1-- ბრძანებით, გადაყვანილ იქნენ მე-11 კლასიდან მე-12 კლასში ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების გარეშე.

 

მოპასუხის მტკიცებით, სკოლის დირექტორი გ------------ე თავად ასწავლიდა ა-- და გ------- გ--------ეების კლასს 2016-2017 სასწავლო წელს, მისთვის 2016-2017 სასწავლო წელს გახდა ცნობილი ხსენებული მოსწავლეების სკოლაში გამოუცხადებლობის შესახებ, თუმცა მათთვის სტატუსის შეჩერება მხოლოდ 2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში მოხდა.

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თა--ხმად, ბ--------------ეს ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში სკოლაში გამოუცხადებლობის გამო მოსწავლის სტატუსი 2014-2015 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასასრულისათვის უნდა შეჩერებოდა, რაც სკოლას არც მაშინ და არც შემდგომ პერიოდში მოუხდენია. ამასთან, ბ--------------ეს 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში ჩაბარებული აქვს ექსტერნატის ფორმით გამოცდები და მე-10 კლასიდან გადასულია მე-11 კლასში, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თა--ხმად, გამოცდების ჩატარების პერიოდში მოსწავლეს გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ამასთან, ბ--------------ეს 2014-2015, 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლებში, დაუგროვდებოდა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გაცდენა და ის უნდა შეფასებულიყო ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე ყველა საგანში, რაც არ განხორციელებულა.

 

სსიპ – გა--თლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული ინფორმაციის თა--ხმად, ბ--------------ეზე გაცემულია სრული ზოგადი გა--თლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „„ექსტერნატის ფორმით მიღებული გა--თლების სერთიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ„ საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის #18 ბრძანებით დამტკიცებული დებულების თა--ხმად, მართვის სისტემა უზრუნველყოფს მე-12 კლასში შემავალი საგნის ზოგადსაგანმა--თლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდების ცენტრალიზებულად ჩატარებას. გადამოწმებული იქნა ზემოთხსენებული დებულების მე-14 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, საგანმა--თლებლო რესურსცენტრებისათვის გაცნობის მიზნით, მიწოდებული შედეგები მოთხოვნილი წლების მიხედვით (2014-2015, 2015-2016, 2016-2017 სასწავლო წლები), სადაც ა-- და გ------- გ--------ეების, ასევე ბ--------------ის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება, ასევე გადამოწმებული იქნა ელექტრონულ პროგრამა მუდლში არსებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული მოქალაქეების გამოცდაზე რეგისტრაციის ფაქტი სისტემაშიც არ ფიქსირდება„...

 

შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის თა--ხმად, ყველა მასწავლებელი, რომელიც 2014-2015, 2015-2016 და 2016-2017 სასწავლო წლებში ასწავლიდა ბ--------------ეს, ადასტურებს, რომ მოსწავლე არ ცხადდებოდა სკოლაში. ის ფაქტი, რომ ბ--------------ე არ ცხადდებოდა სკოლაში დასტუდება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით, რომლის თა--ხმად, ბ--------------ე არ იმყოფებოდა საქართველოში, შესაბამისად ის ვერ შეძლებდა სკოლაში გამოცხადებას. მიუხედავად მოსწავლის ქვეყა--ში არ ყოფნისა და შესაბამისად, სკოლაში გამოუცხადებლობისა, ბ--------------ეს საკლასო ჟურნალში არ უფიქსირდებოდა „არა“ და ეწერებოდა შეფასებები.

 

ა-- და გ------- გ--------ეებს 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში, კერძოდ 2015 წლის 24 სექტემბრიდან, დატოვებული ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ისინი არ ცხადდებოდნენ სკოლაში, თუმცა მიღებული აქვთ შეფასებები. მათ საკლასო ჟურნალში არ უფიქსირდებოდათ „არა„,. მიღებული აქვთ სემესტრული და წლიური შეფასებები. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, სკოლის დირექტორის 2016 წლის 04 ივლისის №2-1-- ბრძანებით, გადაყვანილ იქნენ მე-11 კლასიდან მე-12 კლასში. ასევე, 2016-2017 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში ა-- და გ------- გ--------ეებს, როდესაც ისინი, არ იმყოფებოდნენ საქართველოში, საკლასო ჟურნალში არ უფიქსირდებოდათ „არა„, და მიღებული აქვთ შეფასებები. მოსწავლეებს მხოლოდ 2017 წელს შეუჩერდათ მოსწავლის სტატუსი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიუხედავად მოსწავლეების ქვეყა--ში არ ყოფნისა და შესაბამისად სკოლაში გამოუცხადებლობისა, მათ საკლასო ჟურნალში არ უფიქსირდებოდათ „არა„ და ეწერებოდათ შეფასებები.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ დირექტორი გ------------ე და მოადგილე ახორციელებდნენ მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრებისა და საკლასო ჟურნალის აღრიცხვის მონიტორინგს. შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში გ------------ე აღნიშნავს, რომ ბ--------------ის, ა-- და გ------- გ--------ეებთან დაკავშირებით, საკლასო ჟურნალის წარმოებაზე, არცერთი მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება არ განხორციელებულა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სკოლის დირექტორის მიერ, სკოლის მართვა, ასევე სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზედამხედველობა სათა--დოდ არ ხორციელდებოდა.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ სკოლის დირექტორის მიერ განხორციელებული დარღვევები ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე იზირებს, მოსაზრებას, რომ ასეთმა დარღვევებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს, როგორც სახელმწიფო ფინანსების ჯეროვან ხარჯვაზე, ასევე მოსწავლეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე.

 

„ზოგადი გა--თლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, ვაუჩერი – ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი გა--თლების მიღების დასაფინანსებლად. მოპასუხის მტკიცებით, აქტიური მოსწავლის სტატუსის ქონა ან/და მოსწავლის სტატუსის შეჩერება მნიშვნელოვანია ვაუჩერულ დაფინანსებაზე მყოფი მოსწავლეების კუთხით, რათა სახელმწიფომ არამიზნობრივად არ გახარჯოს მის ხელთ არსებული ფინანსები, თუ მოსწავლე რეალურად არ უნდა ატარებდეს მოსწავლის სტატუსს და არ იღებს ზოგად გა--თლებას.

 

,,ზოგადი გა--თლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს სკოლის ვალდებულებას, მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს №80/ნ ბრძანებით დამტკიცებული სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის თა--ხმად, სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნას სკოლაში. ეთიკის კოდექსის მე-5 მუხლის თა--ხმად, სკოლის დირექტორი ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი გა--თლება.

 

საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის’’ მე-5 მუხლის თა--ხმად, სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თა--სწორობის პრინციპების დაცვას.

 

საქართველოს ზოგადსაგნამანთლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს #114/ნ ბრძანებით გათვალისწინებულია ჟურნალის წარმოების წესი, რომლის მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის თა--ხმად, გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა ხდება გაკვეთილის დაწყებისთა--ვე და გაკვეთილზე მოსწავლის არყოფნის შემთხვევაში ჟურნალში ფიქსირდება „არა„.

 

საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმა--თლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თა--ხმად, სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ, მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაციის თა--ხმად, გ------- და ა-- გ--------ეებმა 2015 წლის 24 სექტემბერს გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, 2017 წლის 02 ივლისამდე მათი საქართველოში შემოსვლა არ ფიქსირდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსწავლეებს, ა-- და გ------- გ--------ეებს, სკოლაში მოსწავლის სტატუსი უნდა შეჩერებოდათ 2015-2016 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისისათვის. ამის მიუხედავად, ა-- და გ------- გ--------ეებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერდათ 2017-2018 სასწავლო წელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სკოლის დირექტორი გ------------ე არ ახდენდა დადგენილი ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო ზომების მიღებას. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტს, რომ მოსწავლეებისათვის ”არების“ დაუფიქსირებლობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე შეფასება, არ უზრუნველყოფს მოსწავლის სამართლიან შეფასებას და ხარისხიანი გა--თლების მიღებას, არ ქმნის ეფექტურ სასწავლო და სამუშაო გარემოს, არ უწყობს ხელს ურთიერთპატივისცემისა და თა--სწორობის პრინციპების დაცვას.

 

საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის’’ 36-ე მუხლის თა--ხმად, თა--მედროვე საგანმა--თლებლო პროცესი მოითხოვს მოსწავლეების მხრივ განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს გულისხმობს მოსწავლეების მიერ არა მხოლოდ აქტიურ მონაწილეობას გა--თლების მიღების პროცესში, არამედ თა--ტოლების სწავლის პროცესში მონაწილეობასაც. გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობისას, პროექტებში მონაწილეობისას, წარმოდგენების დაგეგმვისა თუ განხორციელებისას მოსწავლეები ერთმანეთს ეხმარებიან სხვადასხვა კონცეფციის უკეთესად გაგებაში, უნარ-ჩვევების დაუფლება-განვითარებაში და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში. შესაბამისად, მოსწავლეების გაკვეთილებზე დასწრების უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების’’ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის თა--ხმად, სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს ეროვნული სასწავლო გეგმის, გა--თლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე; ასევე, „ზოგადი გა--თლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას, ხოლო ლ) ქვეპუნქტით ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს.

 

საქართველოს გა--თლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის № 36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თა--ხმად, მოსწავლეთა გაცდენები, აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თა--ხმად, თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა ერთი სასწავლო წლის მანძილზე კონკრეტული საგნისთვის გათვალისწინებული საათების 1/2 და მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ქულას. ამ შემთხვევაში მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების ა--ლიზის საფუძველზე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სკოლის დირექტორის მიერ არასათა--დოდ ხორციელდებოდა სკოლის მართვა და სასწავლო პროცესის ზედამხვედველობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - ”affirmanti, non negati, incumbit probatio”- “მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე, მოქმედებს მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეულწილად „სპეციალური“ წესი. ასეთი დავები მტკიცების ტვირთის გა--წილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათა--ბარი შესაძლებლობები გა--პირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. მით უმეტეს, რომ შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც ერთურთის მიმართ ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის ცვლილებაზე ან მითუმეტეს საერთოდ შეწყვეტასა და დასრულებაზე, სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს, მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია, როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თა--ხმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოვლენილი უხეში დარღვევები ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ ძირითად პრინციპებს და არღვევს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს. აღნიშნული ქმედებები, თავისი შინაარსით გამორიცხავს დამსაქმებლის მხრიდან უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან, სახეზეა სკოლის დირექტორის მხრიდან საკუთარი მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის ზედაპირული და ფორმალური დამოკიდებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ შეესაბამება Ultima Ratio - ს პრინციპს და წარმოადგენს მითითებულ დარღვევებზე ადეკვეტურ, პროპორციულ და თა--ზომიერ რეაგირებას.

 

განსახილველ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია სწორად იქნეს შეფასებული გამოვლენილი დარღვევების ხასიათი და ის შედეგი, რაც სკოლის დირექტორის საქმიანობის სწორად წარმართვაზე პასუხისმგებლობის მქონე პირის, თავად მოსარჩელე გ------------ის მიერ სკოლის მართვისას დადგა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გ------------ისთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, არასათა--დო მენეჯერული, უნარ-ჩვევები, რამაც გამოიწვია ის დარღვევები, რაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმებისას იქნა გამოვლენილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ფაქტები, სკოლის დირექტორის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების „უხეშ“ დარღვევად უნდა იქნას შეფასებული. გამოვლენილი დარღვევები მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე, ვერ უზრუნველყოფდა სკოლის მართვას და სასწავლო პროცესის ზედამხედველობას. ასეთ შემთხვევაში, გ------------ის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო, რის გამოც არ არსებობს მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი გა--ცდურის ა--ზღაურების საფუძველი.

 

სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნისას მოპასუხეს კანონი არ დაურღვევია, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ხოლო იძულებითი გა--ცდურის (მიუღებელი ხელფასის) ა--ზღაურების მოთხოვნა პირდაპირ არის დაკავშირებული პირის სამუშაოზე აღდგენასთან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ა--ზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებლის ბრალით გამოწვეულ იძულებით მოცდენას ადგილი არ ჰქონია.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თა--ხმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წარმოადგინა სამივლინებო (საწვავის) ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ითხოვა მათი ა--ზღაურება მოსარჩელის მხრიდან. კერძოდ, 2019 წლის 14 ნოემბერს- 53,80 ლარი, ხოლო 2019 წლის 25 დეკემბერს- 105,60 ლარი, ჯამში საწვავის ხარჯმა შეადგინა 159,4 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული ხარჯები მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელე გ------------ეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. გ------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

3. გ------------ეს- მოპასუხე საქართველოს გა--თლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს სამივლინებო (საწვავის) ხარჯები 159,4 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე