გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2020
საქმის ნომერი
330210019003330791
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31300-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ნინო ლობჟანიძე

მოსარჩელე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ე------–--ე

მოპასუხე - შპს „ს----------–-----------ა“

წარმომადგენლები - მ------------–--ე, ს--–--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „ს----------–-----------ას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 2359.89 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება, ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან 207 382 136 ლარის ოდენობით, მათ შორის შპს „ს----------–-----------ის“ დავალიანების 2359.89 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

2359.89 ლარის დავალიანება შპს „ს----------–-----------ას“ წარმოეშვა სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, რაც დასტურდება აბონენტის ბარათითა და ქვითრით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს „ს----------–-----------ამ“ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი და მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი. მისი მითითებით, მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

მოპასუხე ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ მიუთითებს მტკიცებულებად დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორული-საექსპერტო დასკვნას, რომლის დანართში აბონენტის დასახელებაში მითითებულია ფ------, ხოლო დავალიანებად 305.43 ლარი. აღნიშნული ჩანაწერით შეუძლებელია „ს----------–-----------ის“ აბონენტად იდენტიფიცირება, ვინაიდან საქართველოში ფუნქციონირებს არაერთი საფოსტო ორგანიზაცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ს----------–-----------ა“ იყო სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ აბონენტი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 20-21, 23).

 

3.1.2. შპს „ს----------–-----------ას“ სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იისათვის“ არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ მისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 20-21).

- ქვითარი (ს.ფ. 22).

 

3.1.3. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის N 1------ ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს „რ-------ის“, სს „გ---------ების კ------ის“, სს „ლ------------ის“, სს „ძ-------–---ის“, სს „შ--------ის“, შპს „ა–---ის“, სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ და შპს „აჭ---------------------იის“ შერწყმა, შეიქმნა სს „ე-----------", რომელიც წარმოადგენს დასახელებული საწარმოების სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 10.10.2007 წლის N 1------ ბრძანება (ს.ფ. 24-25);

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 29-34).

 

3.1.4. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნატურის ფორმით გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და ასევე დებიტორული მოთხოვნები კომერციული სუბიექტებიდან, მათ შორის შპს „ს----------–-----------ას“ 2359.89 ლარის დავალიანების მოთხოვნის უფლება, რაც მოპასუხეს გააჩნდა სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ მიმართ.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-34);

- სს „ე------------ის“ დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორული საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 37-39).

 

3.1.5 დავალიანების გადახდის მოთხოვნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 12 დეკემბრამდე სასამართლოსათვის სარჩელით არ მიუმართავს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „ს----------–-----------ის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური იყო 2054,46 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015).

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება დამოკიდებულია არა მხარის პროცესუალურ როლზე, არამედ მოთხოვნის საფუძვლებზე. მოსარჩელემ, რომელიც ითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს კიდეც ამ ვალდებულების არსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ დავალიანების ნაწილზე პასუხისმგებელი ის არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასების შედეგად სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას.

 

დადგენილია, რომ 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს „ე------------ს“ გაკოტრების მმართველს დავით ბიბიჩაძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121-ე პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც კრედიტორს ნატურით საკუთრებაში გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და დებიტორული დავალიანებები. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 11 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სს ”ე-----------”-ემ გადასცა კომერციული სუბიექტებიდან ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება 207 382 136 ლარის მოცულობით, რომელიც დასტურდება აუდიტორულ-საკონსულტაციო ფირმა როგავას მიერ 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული სს ”ე-----------”-ს დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნებით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მიღებული აქვს შპს “ს----------–-----------ის” მიმართ დავალიანების 2359.89 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

აღნიშნული დავალიანება მოიცავს შპს „ს----------–-----------ის“ წ---–-------ს განყოფილებისათვის 05.10.2006 წლიდან 22.06.2007 წლამდე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს - 2054,46 ლარს, რომლის წარმოშობასაც მოპასუხე სადავოდ არ ხდის (იხ. აბონენტის ბარათი და ქვითარი ს.ფ. 21-22).

 

რაც შეეხება დარჩენილ 305,43 ლარს, საქმეში წარმოდგენილია აბონენტის ბარათი (ს.ფ. 23), რომელიც მოიცავს 01.12.2005 წლიდან 06.06.2007 წლამდე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს. აბონენტის ნომერია 1---------. სხვა მტკიცებულება ამ დავალიანებასთან დაკავშრებით წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო მიიჩნევს ამ ბარათით არ დასტურდება ის გარემოება, რომ N 1--------- აბონენტი „ს----------–-----------ა“ იყო. ბარათში მითითებულია აბონენტის დასახელება „ფ------“ და არასრული მისამართი, რომელიც განსხვავდება შპს „ს----------–-----------ის“ წ---–-------ს განყოფილების მისამართისაგან.

 

ვინაიდან საქართველოში საფოსტო საქმიანობას არა მხოლოდ შპს „ს----------–-----------ა“ ახორციელებს, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ N 1--------- შპს „ს----------–-----------აა“ ან მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეული. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე პერიოდში ელექტროენერგია მიეწოდებოდა ქ. წ---–-------ში რ---------–-------აზე მდებარე შპს „ს----------–-----------ის“ წ---–-------ს განყოფილებას, შესაძლებელია, რომ სხვა განყოფილება ქ. წ---–-------ში მოპასუხეს არც ჰქონოდა.

 

ვინაიდან მოსარჩელემ უტყუარად ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 305,43 ლარი მოპასუხისათვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას მოთხოვნის დათმობის შედეგად 2054,46 ლარის გადახდის მოთხოვნის უფლება აქვს მიღებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულობის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 198-ე, 199-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ N 1--------- აბონენტი „ს----------–-----------ა“ (მისი სტრუქტურული ერთეული) იყო, სასამართლო მიიჩნევს, რომ 305,43 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს არ გააჩნია.

 

რაც შეეხება 2054,46 ლარს, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილთან მიმართებით დადგენილია, რომ შპს „ს----------–-----------ა“ იყო სს „ს----------–-------------------–----------------–-------------------იის“ აბონენტი. ეს უკანასკნელი მას აწვდიდა ელექტროენერგიას, რომლის საფასურიც აბონენტს უნდა დაეფარა.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოქმედი „ელექტრობაზრის მყიდველებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) დროებითი პირობები, წესები და პროცედურების“ თანახმად, აბონენტს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად უნდა დაეფარა.

 

სადავო დავალიანება მოიცავს 05.10.2006 წლიდან 2007 წლის 22 ივნისამდე მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.

 

ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცესიის საფუძველზე გახდა სამართალურთიერთობის კრედიტორი, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე მას გადაეცა შპს „ს----------–-----------ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ახალ კრედიტორზე გადადის იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო თავდაპირველ კრედიტორთან, ხოლო 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

როგორც აღინიშნა, აბონენტს ელექტროენერგიის საფასური ყოველთვიურად უნდა გადაეხადა, ანუ სახეზეა ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრება. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თავიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბოლო დარიცხვისთვისაც კი ხანდაზმულობის ვადის დენა 2007 წლის ივლისიდან დაიწყო და 2010 წლის ივლისში ამოიწურა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში კრედიტორს მოთხოვნის უფლება არ გამოუყენებია, მოვალე კი უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა განუხორციელებელია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამო ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 55-ე, 242-243-ე, 248-250-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი შპს „ს----------–-----------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია