განაჩენი

სისხლის სამართლის 03.02.2020
საქმის ნომერი
080100119002931541
დავის ტიპი
19 - 177 1
თარიღი
03.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/277-19 (№041140219007)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

3 თებერვალი 2020 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

სტაჟიორ-პროკურორი - პ------ ო-----

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული გ--- ს---–-----–---

მამის სახელი: მ-----–-

დაბადების თარიღი: 2--------- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არმქონე

მცხოვრები: წყალტუბო, სოფელი რ-----

 

ადვოკატი - ს--–---- ს---–-----–---

 

სხდომის სახე: ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი).

 

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით; ქურდობა, ესე იგი სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქუთაისში, ჭ---------------------ში მდებარე აფთიაქ „ა-----–-“ გ--- ს---–-----–--- შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა 6,65 ლარად ღირებულ სამ ცალ თმის საღებავს, რის შედეგადაც შპს „ა------“ მიადგებოდა 19,95 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქუთაისში, ჭ---------------------ში მდებარე აფთიაქ „ა-----–-“ გ--- ს---–-----–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 5,95 ლარად ღირებულ კბილის პასტას.

 

2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 18:30 საათზე, ქუთაისში, ჭ----------------------ში მდებარე აფთიაქ „პ---–-“ გ--- ს---–-----–--- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 17,5 ლარად ღირებულ ორ ცალ ფიქსატორს და 10,47 ლარად ღირებულ მაკრატელს, რის შედეგადაც შპს „პ---ს“ მიადგა 45,47 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

2019 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქუთაისში, ფ--–--–---–-------------–- მდებარე სს „გ-----“ კუთვნილ „ფ------------“ N35-ე აფთიაქიდან გ--- ს---–-----–--- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 100 ლარად ღირებულ „AND-ის“ ფირმის წნევის აპარატს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა, სამართლებრივი შეფასება:

 

წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ გ--- ს---–-----–---- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს გ--- ს---–-----–---მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, გ--- ს---–-----–---- მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით. კერძოდ, მოწმეების ქ------- კ-----–---–--, ნ--- კ----–------, გ--- ხ----–--–--, ი--- დ-----------, დ--------------, გ------- შ------, გ---–- ყ------–----, ს--- ხ------------, ს------- ნ----------, მ--- ჩ--------, ზ---- ჟ----–---–----- გამოკითხვის ოქმებით, პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, მ--- ჩ-------- მიერ წარმოდგენილი სს „გ-----“ კუთვნილი „ფ------------“ N35-ე აფთიაქის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით, გ--- ს---–-----–----გან ამოღებული „AND-ის“ ფირმის წნევის აპარატით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გ--- ს---–-----–---მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და ქურდობა, ესე იგი სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი).

 

3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

 

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: გ--- ს---–-----–---მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების შედეგად არ დამდგარა მძიმე შედეგი ზიანის სახით.

 

თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ჩადენილი დანაშაულების ხასიათიდან, საზოგადოებრივი საშიშროებიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - ჯარიმის გამოყენებით, სამართლიანი ზომით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ სასჯელის უფრო მკაცრ სახეებთან შედარებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--- ს---–-----–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 თებერვლის აფთიაქ „ა-------“ ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 თებერვლის აფთიაქ „პ--“ ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და საბოლოოდ, გ--- ს---–-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

გ--- ს---–-----–---- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ გ--- ს---–-----–---- მიმართ დაკისრებული ჯარიმის აღსრულება დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

გ--- ს---–-----–---- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი ფიქსატორი, კბილის პასტა, მაკრატელი, წნევის აპარატი, ა------- აფთიაქის დათვალიერებისას ამოღებული სამი ცალი თმის საღებავი - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეს.

 

CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოები, CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია „პ--“ ფარმას ვიდეოჩანაწერი, DVD დისკი, რომელზეც ჩაწერილია სს „გ-----“ ვიდეოჩანაწერი - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური