გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2020
საქმის ნომერი
330210019003231505
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/25649 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინ--------–-–---–-

მოსარჩელე ხ--------------–---

წარმომადგენელი კ----------------–---

მოპასუხე ვ-----–------------

დავის საგანი განქორწინება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ხ--------------–---სა და ვ-----–-----------ს შორის 199--–-–---------------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

მოსარჩელე ხ--------------–--- და მოპასუხე ვ-----–------------ დაქორწინდნენ 199--–-–---------------ს. თანაცხოვრების პერიოდში, მხარეთა შორის დაიძაბა ურთიერთობა, მეუღლეთა შორის ხშირი იყო კონფლიქტური სიტუაციები. მხარეებს საერთო შვილი არ ჰყავთ. მოპასუხე ვ-----–------------ ძალადობდა მოსარჩელეზე, აყენებდა მას შეურაცხყოფას. ხ--------------–--- 2019 წლის თებერვლის თვეში წავიდა რუსეთის ფედერაციაში საცხოვრებლად და არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას. მათ შორის ვერ მოხდა შეთანხმება ერთობლივი განცხადებით მიემართათ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის ქორწინების შესაწყვეტად.

(სარჩელი, 2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

ვ-----–------------ წინააღმდეგია მოსარჩელე ხ--------------–---სთან განქორწინების. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია. მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ძალადობის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება, ხ--------------–--ის გამგზავრებას რუსეთის ფედერაციაში, მოპასუხისათვის ცნობილია, რომ იგი აპირებდა საქართველოში დაბრუნებას, რისთვისაც გაუგზავნა კიდეც 2000 აშშ დოლარი. დაახლოებით 2019 წლის მაისის თვის შემდეგ მოსარჩელესა და მოპასუხეს სატელეფონო კონტაქტი აღარ ჰქონიათ. ბოლო კონტაქტი მხარეთა შორის შედგა მოსარჩელის წასვლიდან დაახლოებთ თვენახევრის შემდეგ. მოსარჩელის მხრიდან განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაყენებულია სხვა პირთა გავლენით და არ ასახავს რეალურად მის სურვილს. (შესაგებელი, 2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ვ-----–------------ და ხ--------------–--- 2019 წლის 13 თებერვლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. მხარეებს არ ჰყავთ საერთო შვილი.

მოსარჩელე ხ--------------–--- ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში დედასთან ერთად მისამართზე: რ------------------–-------–----------------–----------------------------------–--------–-----------------–-----------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.2. მოპასუხე ვ-----–------------ ცხოვრობს დედასთან ერთად მისამართზე: თბილისი, ო---------------------------------------.

მოპასუხე დასაქმებულია თ--------------------–---------–---ში ტექნიკოსის პოზიციაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

3.1.3. მოპასუხე ვ-----–------------სათვის ცნობილია მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი, თუმცა ხ--------------–---სთან შერიგების მიზნით არ ჩასულა მასთან.

უკანასკნელი სატელეფონო კომუნიკაცია მხარეთა შორის შედგა 2019 წლის მაისის თვეში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2020 წლის 12 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხ--------------–--- და ვ-----–------------ დაქორწინდნენ 199---–-–---------------ს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2014 წლის 16 ივლისს გაცემული ქორწინების მოწმობა №-----------, აქტის ჩანაწერი №---- (ს.ფ. 18);

_თბილისის ქორწინების სასახლის მიერ 2005 წლის 21 ივნისს გაცემული ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N---- (ს.ფ. 19).

3.2.2. ვ-----–-----------მა მოსარჩელე ხ--------------–---ს გაუგზავნა დაახლოებით 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ W-------------ის 2019 წლის 26 მარტის გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტი, სს „ს----------–---------ს“ 2019 წლის 21 მარტის გზავნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 49-50).

3.2.3. ხ--------------–--ისა და ვ-----–------------ს ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

მხარეთა შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია 2019 წლის 13 თებერვლიდან. სასამართლოს მიერ 2020 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ვ-----–------------ს შუამდგომლობა შესარიგებელი ვადის განსაზღვრის შესახებ;

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუდმივად იყო ვ-----–------------ს მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, ხ--------------–---ს არ ჰქონდა მობილური ტელეფონით სარგებლობისა და ნათესავების მონახულების საშუალება, მოპასუხის თანხმობის გარეშე. მოპასუხე ვ-----–------------ს განმარტებით, ხ-------ს რუსეთის ფედერაციაში წასვლა მისთვის მოულოდნელი იყო და აღნიშნული გამოწვეული იყო მოსარჩელის დედისა და ძმის ცოლის ზეგავლენით ხ--------------–---ზე. მასსა და მოსარჩელეს შორის არასდროს ჰქონია ადგილი კონფლიქტურ დამოკიდებულებას.

სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად მოპასუხის მიერ გამოთქმული სურვილისა, ვ-----–-----------ს არ განუხორციელებია რაიმე კონკრეტული მოქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა ოჯახის შენარჩუნების მიზნით მოსარჩელესთან ურთიერთობის აღსადგენად. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და კატეგორიული უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ხ--------------–--- და ვ-----–------------ დაქორწინდნენ 199---–-–---------------ს (3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ვ-----–------------ და ხ--------------–--- 2019 წლის 13 თებერვლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან საერთო მეურნეობას. მხარეებს არ ჰყავთ საერთო შვილი. მოსარჩელე ხ--------------–--- ამჟამად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში დედასთან ერთად მისამართზე: რ------------------–-------–----------------–----------------------------------–--------–-----------------–----------------- (3.1.1.).

 

მოპასუხის განმარტებით, მან ხ--------------–---ს უკან დასაბრუნებლად გაუგზავნა დაახლოებით 2000 (ორი ათასი) აშშ დოლარი (3.2.2). რაზეც მოსარჩელემ განმარტა, რომ ვ-----–-----------ს ლომბარდში ჰქონდა ხ--------------–--ის კუთვნილი ოქროს ნივთები და სწორედ აღნიშნულის სანაცვლოდ გამოართვა მოპასუხეს მითითებული თანხა. ხ--------------–--- არ აპირებს საქართველოში დაბრუნებას.

მოპასუხე ვ-----–------------სათვის ცნობილია მოსარჩელის ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი, თუმცა ხ--------------–---სთან შერიგების მიზნით მასთან არ ჩასულა სამსახურიდან გამომდინარე. უკანასკნელი სატელეფონო კომუნიკაცია მხარეთა შორის შედგა 2019 წლის აპრილის თვეში, მაისის თვიდან მხარეებს კავშირი აღარ აქვთ (3.1.3). ხ--------------–--ის სარჩელის თაობაზე შესაგებელი მოპასუხემ წარმოადგინა 2019 წლის 04 დეკემბერს და სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მხარი კვლავ დაუჭირა სარჩელს. შესაბამისად, საქმის ზეპირ განხილვამდე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა. მოპასუხეს არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ღონისძიებები განახორციელა

 

ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოვებს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები 2019 წლის 13 თებერვლიდან ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ვ-----–-----------თან ოჯახის შენარჩუნებისა. როგორც მოპასუხე მიუთითებს, მოსარჩელე იმყოფება სხვა პირთა ზეგავლენის ქვეშ, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წამოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ხ--------------–--- და ვ-----–------------ ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ვ-----–-----------ს მეუღლედ აღარ აღიქვამს, არ უშვებს მასთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და კატეგორიული წინააღმდეგია საოჯახო მეურნეობის მასთან ერთად გაძღოლისა. აღსანიშნავია ის პერიოდიც, რა დროის განმავლობაშიც მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. თითქმის ერთი წელია მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება აღარ არსებობს. თავად მოპასუხე მიუთითებს, რომ 2019 წლის მაისის თვიდან მხარეთა შორის გაწყვეტილია ყველანაირი კონტაქტი, მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის, შედეგს ვერ გამოიღებდა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთერთ მხარეს, მოსარჩელეს, არა აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. არ იკვეთება მოსარჩელის ნება მოპასუხე ვ-----–-----------თან ერთ ოჯახად ცხოვრებისა. მოსარჩელის ნების არ არსებობა მოპასუხესთან ქორწინების შენარჩუნებისა ცხადია საქმის განხილვის სრული პერიოდის განმავლობაში (3.2.3).

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი №1” (პარიზი, 1952 წლის 20 მარტი) მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, დაქორწინების დროს, ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ხ--------------–--ის და ვ-----–------------ს ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ხ--------------–--ის სარჩელზე კ----------------–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (ს.ფ. 25-26).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ხ--------------–--ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ვ-----–-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ხ--------------–--ის (პირადი №-----------) სარჩელი მოპასუხე ვ-----–------------ს (პირადი №-----------) მიმართ:

 

შეწყდეს ქორწინება ხ--------------–---ს (პირადი №-----------, დაბადებული 197---–-–---------------ს) და ვ-----–-----------ს (პირადი №-----------, დაბადებული 197--–-–-------------------) შორის რეგისტრირებული 199---–-–---------------ს (ქორწინების მოწმობა №-----------, სააქტო ჩანაწერი №----);

 

2. დაეკისროს მოპასუხე ვ-----–-----------ს (პირადი №-----------) მოსარჩელე ხ--------------–--ის (პირადი №-----------) სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;

 

4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე