განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#010100119002904547
1-212/19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი
პროკურორი - ა----–----–---------
ბრალდებული - ა-----– მ------–---–ი
ადვოკატი - პ------–-----
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N1-----------
ბრალდებული: ა-----– მ------–---–ი
მამის სახელი: გ------
დაბადებული: 22.01.1-------------------------------------------–--------------------–------------–-------–----–---------------–---------------–-----------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. ბრალდების მიხედვით დადგენილი გარემოებები.
2. ა-----– მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
3. 2019 წლის 05 თებერვალს დაახლოებით 19:00 საათზე ქ. ბათუმში ს.----–--–---–------------------------- -ში ა-----– მ------–---–მა არასრულწლოვანი ე-- ს-----–-ას თანდასწრებით, ყელის და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, წინასწარ შეცნობით ორსულ ი----ა ს-----–-ას, რამაც ი----ა ს-----–-ას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
4. მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
5. 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 18:00 საათზე ქ---------–----–----–------------------–- მდებარე ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოებით, თავად ი----ა ს-----–-ასთან მიახლოვებით და მასთან კომუნიკაციით ა-----– მ------–---–მა არ შეასრულა „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ „ საქართველოს კანონის საფუძველზე შემაკავებელი N 0----- ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები.
6. ბრალდების მიხედვით დადგენილი გარემოებები.
7. ა-----– მ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
8. 2019 წლის 05 თებერვალს დაახლოებით 19:00 საათზე ქ. ბათუმში ს.----–--–---–------------------------- -ში ა-----– მ------–---–მა არასრულწლოვანი ე-- ს-----–-ას თანდასწრებით, ყელის და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა წინასწარ შეცნობით ორსულ ი----ა ს-----–-ას, რამაც ი----ა ს-----–-ას ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
9. მანვე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.
10. 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 18:00 საათზე ქ---------–----–----–------------------–- მდებარე ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოებით, თავად ი----ა ს-----–-ასთან მიახლოვებით და მასთან კომუნიკაციით ა-----– მ------–---–მა არ შეასრულა „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ „ საქართველოს კანონის საფუძველზე შემაკავებელი N 0----- ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
11. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის რიგი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნე-- ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
13. გარდა ადაო მტკიცებულებებისა ა-----– მ------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილი და დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით.
14. დაზარალებულ ი----ა ს-----–-ას ჩვენების ანალიზით ირკვე--, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ა-----– მ------–---–ი, რომელთანაც დაახლოვდა. ის აპირებდა ბათუმში საბავშვო სათამაშოების და ავეჯის საამქროს გახსნად ა-----–ის საამქროში დასაქმებას. ა-----–ი ბიზნეს დაწყებისათვის მოლაპარაკებებზე თან დაყვებოდა რადგან თვითო ქართული არ იცოდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე პერიოდი. ირიან ს-----–-ა ცხოვრობდა თავის ბინაში ბათუმში შვილთან ერთად. ბინა სადაც ს-----–-ა ცხოვრობდა იყო მისი. მ------–---–ი მიდიოდა მასთან სახლში და პერიოდულად რჩებოდა. რა ი----ა ს-----–-ას არ მოსწონდა და ახსენებდა რომ სახლი მისი არ იყო და იქ მ------–---–ი არ ცხოვრობდა. ა-----– მ------–---–ი წავიდოდა ხოლმე ბინიდან. ი----ა ს-----–-ა ა-----– მ------–---–ისგან დაფეხმძიმდა, ისინი ერთად მივიდნენ საავადმყოფოში ბათუმში სადაც დაიგეგმა აბორტის გაკეთება, რაც სურვილი იყო ი----ა ს-----–-ასი. ამ ხნის განმავლობაში ამას დაეძაბა ურთიერთობა ა-----– მ------–---–თან ამ უკანასკნელის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე. 2019 წლის 05 თებერვალს დაახლოებით 19:00 საათზე, ბათუმში ხ--–--–---–-----------------------ში ა-----–ს მ------–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ი----ა ს-----–-ა იმყოფებოდა ორსულ მდგომარეობაში მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, წაუჭირა ხელი ყელში, მიათრია კედელთან და დაუწყო დახრჩობა და ცემა. იმის გამო, რომ ი----ა ს-----–-ას აქვს ჩიყვი ყელში ხელის წაჭერამ ძლიერი ტკივილი გამოიწვი ყელი დაუსივდა და წნევა დაეცა. მ------–---–ის ამგვარმა ძალადობა ძლიერი ფიზიკურ ტკივილი გამოიწვია. საშველად უხმო მეზობელს ე-–--------ა ე-------ს რომელმაც გაუსინჯა წნევა. დაახლოებით ორ საათის შემდეგ მ------–---–ი წავიდა ბინიდან, ხოლო მან მომხდარის გამო პოლიციას მიმართა. დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა პოლიციაში. პოლიციიდან შინ დაბრუნებულს დაურეკა გამომძიებელმა და შეატყობინა რომ ა-----– მ------–---–ს აეკრძალა ამასთან მიახლოვება და კონტაქტი. მიუხედავ ამისა ა-----– მ------–---–მა რომელსაც ხელი ქონდა მოწერილი შემაკავებელ ორდერზე დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 18 საათზე ქ. ბათუმში პ--–----ს ქუჩაზე ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ სახლთან ყოფნისას მიუახლოვდა ი----ა ს-----–-ას დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მასინვე შეატყობინა პოლიციას. დაახლოებით ათ წუტში მივიდნენ პოლიციის მუშაკები რომლებმაც წაიყვანეს მ------–---–ი. ი----ა ს-----–-ა განმარტებით ა-----– მ------–---–ი არ არის მის მეუღლე არც ყოფილა და მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდა.
15. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ----–-- თ-----ს ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მოსთვის ცნობილი იყო ა-----– მ------–---–ის მხრიდან ი----ა ს-----–-აზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. 2019 წლის 07 თებერვალს იმყოფებოდა სამსხურში სადაც შევიდა შეტყობინება რომ მოძალადე ა-----– მ------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერი, რომელიც უკრძალავდა მიახლოებას ი----ა ს-----–-ასთან და ყოველგვარს კონტაქტს, ამყარებდა ს-----–-ასთან კონტაქტს და ეს ყველაფერი ხდებოდა ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ სახლთან. დარღვევის დადასტურების ან უარყოფის მიზნით ხელმძღვანელობის დავალებით გამომძიებელ რ---- ხ------------ესთან და ზ----- წ---–-------თან ერთად გავიდა ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ მისამართზე ქ. ბათუმი ალ. პ--–----ს ქუჩა N---. მისვლისას საცხოვრებელი სადარბაზოს შესასვლელთან მართლაც იდგა მოძალადე ა-----– მ------–---–ი, ხოლო იქვე ეზოში გაჩერებულ მანქანაში იჯდა მსხვერპლი ი----ა ს-----–-ა, რომელიც პოლიციელების დანახვისთანავე გადმოვიდა მანქანიდან იყო ნამტირალევი, აღელვებული და სთხოვა პოლიციელებს გაერიდებინათ იქიდან ა-----– მ------–---–ი რადგან ეშინოდა, მ------–---–ის რომელიც ამყარებდა მასთან კავშირს რაც ეწინააღმდეგებოდა შემაკავებელი ორდერის აკრძალვებს, რომელიც უნდა შეესრულებინა მ------–---–ს. ამის გამო ა-----– მ------–---–ი დაკავეს და გადაყვანეს პოლიციაში.
16. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ---- ხ-------------- ჩვენების ანალიზით ირკვე--, რომ 2019 წლის 07 თებერვალს იმყოფებოდა სამსხურში სადაც ხელმძღვანელობის დავალებით გამომძიებელ რ----–-- თ------თან და ზ----- წ---–-------თან ერთად გავიდა ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ მისამართზე ქ. ბათუმი ალ. პ--–----ს ქუჩა N---. მისვლისას საცხოვრებელი სადარბაზოს შესასვლელთან იდგა ა-----– მ------–---–ი, ხოლო იქვე ეზოში გაჩერებულ მანქანაში იჯდა ი----ა ს-----–-ა, რომელიც პოლიციელების დანახვისთანავე გადმოვიდა მანქანიდან იყო ნამტირალევი, აღელვებული და სთხოვა პოლიციელებს გაერიდებინათ იქიდან ა-----– მ------–---–ი რადგან ეშინოდა, მ------–---–ის რომელიც ამყარებდა მასთან კავშირს რაც ეწინააღმდეგებოდა შემაკავებელი ორდერის აკრძალვებს, რომელიც უნდა შეესრულებინა მ------–---–ს. ამის გამო ა-----– მ------–---–ი დაკავეს და გადაყვანეს პოლიციაში.
17. 2019 წლის 02 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელ ზ----- წ---–----ძის მიერ შედგენილი ბრალდებულისა დაკავებისა ოქმით ირკვე--, რომ ა-----– მ------–---–ი დაკავებულ იქნა 18:15სთ ქ. ბათუმში ალ. პ--–----ს N----ში მდებარე ი----ა ს-----–-ა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარედ საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელ რ---- ხ-------------- და რ----–-- თ-----ს მიერ (ფაქტობრივი დამკავებლები).
ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელმა ზ----- წ---–----ძემ, რ---- ხ------------ემ და რ----–-- თებიძემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს დაკავებისა ოქმის მიმდინარეობა შინაარსი და შედეგები.
18. 2018 წლის 06 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-2 განყოფილების გამომძიებლის რ----- ი------ძის მიერ შედგენილი N 0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ მსხვერპლის ი----ა ს-----–-ას განცხადების საფუძველზე მოძალადე ა-----– მ------–---–ს ძალადობის გამო აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება სადაც მსხვერპლი იმყოფება, მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ორდერზე იკითხება მსხვერპლის და მოძალადის ხელმოწერები.
19. შემაკავებელი ორდერის მიმდინარეობა შინაარსი და ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა გამომძიებელმა რ----- ი------ძემ.
20. მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-4 განყოფილების გამომძიებლის ჯ----– ც-–--–-ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას. საქმეში არსებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ამსახველი ოქმები სრულად ასახავენ მოქმედებების მიმდინარეობას შინაარს და შედეგებს, ხელმოწერები ეკუთვნის იმ პირებს ვისი ხელმოწერებიც ასახულია დოკუმენტებზე.
21. სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში. შემაკავებელი ორდერი მოქმედებს გამოცემიდან 1 თვემდე ვადით.
22. ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენის დროს 2019 წლის 06 თებერვალს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა არ იყო გასული სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებაა.
23. ამრიგად სასამართლოში დადასტურებულ იქნა, რომ ა-----– მ------–---–მა განზრახ დაარღვია მასზე შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულება არ მიახლოვებოდა იმ სახლს სადაც მსხვერპლი ცხოვრობდა და სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე დაარღვია აკრძალვა არ დაემყარებინა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მსხვერპლთან. მიუხედავად ამისა ა-----– მ------–---–ი არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით დათქმული ვალდებულება. თუმცა იმავდროულად სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ ა-----– მ------–---–ი არ ითვლებოდა იმ სუბიექტად, რომელიც შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ოჯახური დანაშაულისათვის.
24. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის პირველი ნაწილის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
25. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა ი----ა ს-----–-ამ ა-----– მ------–---–თან ურთიერთობაზე განმარტა, რომ არავითარი ოჯახის წევრი მ------–---–ი არ არის, არ არის მისი მეუღლე ან ყოფილი მეუღლე და ისინი ერთად საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ და ი----ა ს-----–-ას ოჯახს წარმოადგენს თვითონ ი----ა ს-----–-ა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელზედაც თვითონ ირიან ს-----–-ა ზრუნავს. მართალია ა-----– მ------–---–ისგან იყო ფეხმძიმედ და ა-----– მ------–---–ი ხშირად რჩებოდა მის ბინაში მაგრამ ერთან საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ. ი----ა ს-----–-ა ა-----– მ------–---–ი მონაწილეობით მხოლოდ და მხლოდ ბიზნესს გეგმავდა საქართველოში.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ა-----– მ------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის ( პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის ) კვალიფიკაცია და იგი დამნაშავედ იქნას ცნობილი მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 3811 - ე მუხლის პირველი ნაწილით.
27. ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე სრულად არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-----– მ------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ა-----– მ------–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
ძალადობა
28. დაზარალებულ ი----ა ს-----–-ას ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ა-----– მ------–---–ი, რომელთანაც დაახლოვდა. ის აპირებდა ბათუმში საბავშვო სათამაშოების და ავეჯის საამქროს გახსნად ა-----–ის საამქროში დასაქმებას. ა-----–ი ბიზნეს დაწყებისათვის მოლაპარაკებებზე თან დაყვებოდა რადგან თვითო ქართული არ იცოდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე პერიოდი. ი----ა ს-----–-ა ცხოვრობდა თავის ბინაში ბათუმში შვილთან ერთად. ბინა სადაც ს-----–-ა ცხოვრობდა იყო მისი. მ------–---–ი მიდიოდა მასთან სახლში და პერიოდულად რჩებოდა. რა ი----ა ს-----–-ას არ მოსწონდა და ახსენებდა რომ სახლი მისი არ იყო და იქ მ------–---–ი არ ცხოვრობდა. ა-----– მ------–---–ი წავიდოდა ხოლმე ბინიდან. ი----ა ს-----–-ა ა-----– მ------–---–ისგან დაფეხმძიმდა, ისინი ერთად მივიდნენ საავადმყოფოში ბათუმში სადაც დაიგეგმა აბორტის გაკეთება, რაც სურვილი იყო ი----ა ს-----–-ასი. ამ ხნის განმავლობაში ამას დაეძაბა ურთიერთობა ა-----– მ------–---–თან ამ უკანასკნელის მხრიდან ეჭვიანობის ნიადაგზე. 2019 წლის 05 თებერვალს დაახლოებით 19:00 საათზე, ბათუმში ხ--–--–---–-----------------------ში ა-----–ს მ------–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ი----ა ს-----–-ა იმყოფებოდა ორსულ მდგომარეობაში მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, წაუჭირა ხელი ყელში, მიათრია კედელთან და დაუწყო დახრჩობა და ცემა. იმის გამო, რომ ი----ა ს-----–-ას აქვს ჩიყვი ყელში ხელის წაჭერამ ძლიერი ტკივილი გამოიწვი ყელი დაუსივდა და წნე-- დაეცა. მ------–---–ის ამგვარმა ძალადობა ძლიერი ფიზიკურ ტკივილი გამოიწვია. საშველად უხმო მეზობელს ე-–--------ა ე-------ს რომელმაც გაუსინჯა წნე--. დაახლოებით ორ საათის შემდეგ მ------–---–ი წავიდა ბინიდან, ხოლო მან მომხდარის გამო პოლიციას მიმართა. დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა პოლიციაში. პოლიციიდან შინ დაბრუნებულს დაურეკა გამომძიებელმა და შეატყობინა რომ ა-----– მ------–---–ს აეკრძალა ამასთან მიახლოვება და კონტაქტი. მიუხედავ ამისა ა-----– მ------–---–მა რომელსაც ხელი ქონდა მოწერილი შემაკავებელ ორდერზე დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნა 2019 წლის 07 თებერვალს დაახლოებით 18 საათზე ქ. ბათუმში პ--–----ს ქუჩაზე ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ სახლთან ყოფნისას მიუახლოვდა ი----ა ს-----–-ას დაამყარა მასთან კომუნიკაცია, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მასინვე შეატყობინა პოლიციას. დაახლოებით ათ წუტში მივიდნენ პოლიციის მუშაკები რომლებმაც წაიყვანეს მ------–---–ი. ი----ა ს-----–-ა განმარტებით ა-----– მ------–---–ი არ არის მის მეუღლე არც ყოფილა და მასთან ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდა.
29. ი----ა ს-----–-ას სხეულზე არსებული დაზიანებების დასადგენად და მათი ხარისხის განსაზღვრის მიზნით დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც დაადგინა, რომ ი----ა ს-----–-ას მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები ა-----– მ------–---–ის მხრიდან მასზე მიყენებული დაზიანებების შესახებ ზუსტად ემთხვე-- მის სხეულზე განვითარებულ დაზიანებების ადგილმდებარეობას და ლოკალიზაციას. კერძოდ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 001814219 დასკვნის დადგენილია, რომ ი----ა ს-----–-ა ექსპერტიზაზე წარდგენილი იქნა 2019 წლის 06 თებერვალს, რომელსაც სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადსხვა არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ი----ა ს-----–-ას მარჯვენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე, შუა მესამეში აღენიშნებოდა მოიისფრო მოლურჯო ფერის, ოვალური ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით 5.2X3.2 სმ. ასეთივე ხარისხის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის შუა მესამედში ზომით 5.5X4.2 სმ. ასეთივე ხარისხის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის შუა მესამედში წინა ზედაპირზე ზომით 8.2X3.2 სმ. ასეთივე ხარისხის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა შუბლის არეში ცენტრალურად. ქვედა მესამედში ზომით 1.8X2.0 სმ.
30. ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები მთლიანად დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ფ---------ძემ.
31. 2019 წლის 02 თებერვალს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელ გ---- დ------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმით ირკვევა, რომ ქ. ბათუმში ა. აბაშიძის N 14-ში მდებარე საერთაშორის ჰოსპიტალის არქივიდან ამოღებულ იქნა ი----ა ს-----–-ა შესახებ სამედიცინო ისტორია, რომლის მიხედვით ულტრაბგერითი გამოკვლება ჩაატარა ექიმმა თ----ა ხ---–-ძემ. გამოკვლევის მიხედვით 04 თებერვალს 2019 წელს ი----ა ს-----–-ა იყო 5 კვირის ორსული. კონტროლი დაიგეგმა 11 თებერვალს.
32. ამბულატორიული პაციენტის სამედიცო ბარათის მიხედვით, რომელიც შედგენილი იქნა ექიმ ც------ი გ-------ის მიერ ირკვევა, რომ პაციენტი ი----ა ს-----–-ამ გამოთქვა კატეგორიული სურვილი ვადაზე ადრე ორსულობის შეწყვეტით, იგი გაფრთხილებული იქნა შესაბამის ხელწერით მოსალოდნელი გართულებების შესახებ. იმის გამო რომ არ ქონდა სურვილ შვილის გაჩენის მას ჩაუტარდა შესაბამის მედიკამენტოზური მკურნალობა და გაწერილი იქნა 2019 წლის 12 თებერვალს.
33. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულ იქნენ ექიმები თ----ა ხ---–-ძე და ც------ი გ-------ე, რომელთა ჩვენების ანალიზით მთლიანად დადასტურდა ულტრა ბგერითი გამოკვლევისა შედეგები და 2019 წლის 12 თებერვალს ორსულობის შეწყვეტის ფაქტი.
34. ამრიგად სასმართლოში გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ა-----– მ------–---–მა ცემა ორსული ი----ა ს-----–-ა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
35. იმავდროულად სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტიც, რომ ა-----– მ------–---–ი არ ითვლებოდა იმ სუბიექტად, რომელიც შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში ოჯახში ძალადობისათვის.
36. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლის პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის პირველი ნაწილის თანახმად ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
37. სასამართლოში დაკითხულმა დაზარალებულმა ი----ა ს-----–-ამ ა-----– მ------–---–თან ურთიერთობაზე განმარტა, რომ არავითარი ოჯახის წევრი მ------–---–ი არ არის, არ არის მისი მეუღლე ან ყოფილი მეუღლე და ისინი ერთად საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ და ი----ა ს-----–-ას ოჯახს წარმოადგენს თვითონ ი----ა ს-----–-ა და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომელზედაც თვითონ ი----ა ს-----–-ა ზრუნავს. მართალია ა-----– მ------–---–ისგან იყო ფეხმძიმედ და ა-----– მ------–---–ი ხშირად რჩებოდა მის ბინაში მაგრამ ერთან საოჯახო მეურნეობას არ ეწეოდნენ. ი----ა ს-----–-ა ა-----– მ------–---–ი მონაწილეობით მხოლოდ და მხლოდ ბიზნესს გეგმავდა საქართველოში.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ა-----– მ------–---–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის I 1 - ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და იგი დამნაშავედ იქნას ცნობილი ამ მუხლით და განესაზღვროს სასჯელი.
39. ამდენად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე სრულად არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ა-----– მ------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს ა-----– მ------–---–ის ბრალეულობაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სამართლებრივი შეფასება:
40. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა-----– მ------–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ძალადობით, წინასწარი შეცნობით ორსული ი----ა ს-----–-ას მიმართ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I 1 ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით.
41. მანვე ი----ა ს-----–-ას საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოებით, თავად ი----ა ს-----–-ასთან მიახლოვებით და მასთან კომუნიკაციით ა-----– მ------–---–მა არ შეასრულა „ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ „ საქართველოს კანონის საფუძველზე შემაკავებელი N 0----- ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც ა-----– მ------–---–ი გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
42. ა-----– მ------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
43. ა-----– მ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
44. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ა-----– მ------–---–ს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ა-----– მ------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა
ა-----– მ------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე
ბრალდებული ა-----– მ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ბრალდებული ა-----– მ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----– მ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით.
ა-----– მ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2019 წლის 07 თებერვლიდან
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი