განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-555-19
(N012041016002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი გიგლემიანი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე,დაცვის მხარე:
ადვოკატი ამირან ბურდული
ბრალდებული: ი-------------ა
დაბადებული: 17.08.1--- წ.
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ. ბათუმი, ა---–-------–---------
ფაქტობრივად მცხ: ქ. რუსთავი, 1---------------------------------------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის.
სხდომის სახე - ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ი-------------ა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 07 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით, მან კვლავ, არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2016 წლის 25 მაისს ი-------------ამ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „გ-------------–------------------------“, რომელიც განთავსებული იყო ქ. რუსთავში, ვ-–----–----–---------ში. ი-------------ას განზრახული ჰქონდა რა სხვისი თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, მოსახლეობაში გაავრცელა ინფორმაცია უსახლკარო მოსახლეობისათვის დახმარებისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ; სარგებლობდა რა ეკონომიურად გაჭირვებული მოქალაქეების ნდობით, მოქალაქეებს ჰპირდებოდა სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გამოყოფას, მათი ამგვარი გზით შეცდომაში შეყვანით განზრახული ჰქონდა რა სარგებლის მიღება, თითქოსდა ადვოკატის მომსახურებისათვის სთხოვდა მათ თანხებს. მეტი დამაჯერებლობისათვის მან მოქალაქეებთან გააფორმა ადვოკატის მიერ შედგენილი ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გამოყოფის პირობების შესახებ, სადაც მან მოაწერა ხელი როგორც ადვოკატის თანაშემწემ, ხოლო ხელშეკრულება დაამოწმა მის მიერ დაფუძვნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „გ-------------–------------------------“ განკუთვნილი ბეჭდით. ამგვარი მოტყუების გზით იგი ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 2016 წლის მაისის თვიდან სხვადასხვა დროს მოქალაქეების კუთვნილ თანხებს, კერძოდ:
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში ვ-–--–---–-----ს გამოართვა 500 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ვ-–--–---–-----ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ვ-–--–---–-----მა მიიღო 500 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 08 ივნისს მ----------------ას გამოართვა 277 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ----------------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მ----------------ამ მიიღო 277 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში ა----------–---–ს გამოართვა 500 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ა----------–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ა----------–---–მა მიიღო 500 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით, 2016 წლის 08 ივნისს მ--------–----ას გამოართვა 277,50 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ--------–----ასათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მ--------–----ამ მიიღო 277,50 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისის თვეში ნ------------–----ეს გამოართვა 276,50 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ------------–----ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ნ------------–----ემ მიიღო 276,50 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით, 2016 წლის ივნისის თვეში ე-–-------–---–--ეს გამოართვა 277,50 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ე-–-------–---–--ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ე-–-------–---–--ემ მიიღო 277,50 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისის თვეში ნ-------------------–---–ს გამოართვა 410 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ-------------------–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ნ-------------------–---–მა მიიღო 410 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2017 წლის მარტის თვეში მ----------–--ეს გამოართვა 2431,32 ლარის ოდენობით თანხა, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ----------–--ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მ----------–--ემ მიიღო 2431,32 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში თ-------–------ს გამოართვა 320 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო თ-------–------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც თ-------–------მა მიიღო 320 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისის თვეში ე-–-------------–---–ს გამოართვა 370 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ე-–-------------–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ე-–-------------–---–მა მიიღო 370 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 05 აგვისტოს შ--------------–-–---–ს გამოართვა 475 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო შ--------------–-–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც შ--------------–-–---–მა მიიღო 475 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში რ----------–-------ას გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო რ----------–-------ასათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც რ----------–-------ამ მიიღო 220 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში ს-------------–---–ს გამოართვა 100 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ს-------------–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ს-------------–---–მა მიიღო 100 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2015 წლის 15 დეკემბერს ე-------–---------–---–ს გამოართვა 400 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ე-------–---------–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ე-------–---------–---–მა მიიღო 400 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში მ-------------–-–---–ს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ-------------–-–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მ-------------–-–---–მა მიიღო 220 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ოქტომბრის თვეში თ------------–--ეს გამოართვა 7022 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო თ------------–--ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც თ------------–--ემ მიიღო 7022 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016-2017 წლის პერიოდში ბ--------–----–---–ს გამოართვა 8173,30 ლარის ოდენობით თანხა, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ბ--------–----–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ბ--------–----–---–მა მიიღო 8173,30 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში ნ------------ეს გამოართვა 436 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ------------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ნ------------ემ მიიღო 436 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 30 მაისს ნ---------ეს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ---------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ნ---------ემ მიიღო 220 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში ფ-----------------–---–ს გამოართვა 410 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ფიაქრია მეზურნიშვილისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ფ-----------------–---–მა მიიღო 410 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში თ---------–--ეს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო თ---------–--ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც თ---------–--ემ მიიღო 220 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში ხ-----------------ეს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ხ-----------------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ხ-----------------ემ მიიღო 220 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისის თვეში ქ--------------–-–---–ს გამოართვა 550 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ქ--------------–-–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ქ--------------–-–---–მა მიიღო 550 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2017 წლის ივნისის თვეში ნ----------–-–---–ს გამოართვა 3500 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ----------–-–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ნ----------–-–---–მა მიიღო 3500 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისის თვეში ა---–---------–---–ს გამოართვა 2892 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ა---–---------–---–ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ა---–---------–---–მა მიიღო 2892 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივლისის თვეში ქ------------ს გამოართვა 300 ლარი, რომელსაც ი-------------ა დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ქ------------ისათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ქ------------მა მიიღო 300 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი.
ამგვარი მოტყუების გზით ი-------------ა მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ზემოაღნიშნულ მოქალაქეთა დიდი ოდენობის თანხას - 30 998,12 ლარს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ი-------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების: მ----------------ას, ა----------–---–ის, მ--------–----ას, ვ-–--–---–-----ის, ნ------------–----ის, ჟ--–----------–ის, ე-–-------–---–--ის, ნ-------------------–---–ის, მ----------–--ის, თ-------–------ის, ე-–-------------–---–ის, შ--------------–-–---–ის, რ----------–-------ას, ს-------------–---–ის, ე-------–---------–---–ის, თ------------–--ის, ბ--------–----–---–ის, ნ---------ის, ფ-----------------–---–ის, თ---------–--ის, ხ-----------------ის, ქ--------------–-–---–ის, ა---–---------–---–ის, ქ------------ის, თ---------------------–--ის, ხ-------------–-–---–ის, მ---------–-–---–ის, მ-------------–-–---–ის, ნ------------ისა და სხვათა გამოკითხვის ოქმებს, გრაფიკური ექსპერტიზის დასკვნას, საქმეზე წარმოდგენილ ხელშეკრულებებს, არასამთავრობო ორგანიზაციის „გ-------------–-------------------------“ წესდებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილს, საჯარო რეესტრის ამონაწერებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.
საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებმა სასამართლოში 2019 წლის 01 ოქტომბერს გამართულ საქმის არსებით განხილვის სხდომაზე უდავოდ გახადეს. დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასა და დაზარალებულს შორის არსებულ ურთიერთობას (ნდობას) და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრეს ადგება ზიანი. ამასთან, ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განხილულ გარემოებებთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების გარდაუვალობას. მოცემულ შემთხვევაშიც თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი ელემენტი - სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, ანუ განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ანდა შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და "გ" ქ/პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ თაღლითობას, დიდი ოდენობით, არაერთგზის. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს სხვისთვის თაღლითობით მიყენებულ დიდი ოდენობით ზიანს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ამავე შენიშვნის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით არაერთგზისობად ითვლება თუ წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. თუ ფასი ვერ დადგინდა, ქონების ღირებულება განისაზღვრება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ი-------------ას შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, დამამძიმებელი გარემოება - საქმეში არ გამოვლენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, ი-------------ას მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ი-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81 მუხლის საფუძველზე საქმეზე დართული ხელმოწერის ნიმუშები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი-------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
2. ი-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 27 ივნისიდან.
3. საქართველოს სსსკ-ის 81 მუხლის საფუძველზე, საქმეზე დართული ხელმოწერის ნიმუშები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი