განაჩენი

სისხლის სამართლის 12.12.2019
საქმის ნომერი
330100119002992448
თარიღი
12.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2140-19

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 დეკემბერი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

 

პროკურორ – ე-- ჭ----ს

ბრალდებულ – ს----- ხ-------ის

ადვოკატ – კ---- ბ--------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

– ს----- გ--- ძე ხ-------ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი #-----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------–----------------------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----- ხ-------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ს----- ხ-------ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

თ-- ც----–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს----- ხ-------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ქალიშვილი - ვ---------- ხ-------ე. 2016 წლის ივნისიდან მოყოლებული, ქ-------–--–----------------------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს----- ხ-------ე მეუღლეს - თ-- ც----–---–ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. 2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ს----- ხ-------ემ მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტის დროს მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი გაარტყა სახის არეში, ჩაარტყა ფეხი და გადააგდო საწოლიდან, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ კონფლიქტს შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი - ვ---------- ხ-------ე.

 

ე.ი. ს----- ხ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით.

 

გარდა ამისა, 2019 წლის 8 აპრილს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ-------–--–----------------------------------–----------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ს----- ხ-------ემ მეუღლესთან მომხდარი კონფლიქტისას დაუმიზნა მას პისტოლეტი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რამაც თ-- ც----–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. ს----- ხ-------ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ს----- ხ-------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას, კერძოდ:

 

ბრალდებულმა ს----- ხ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ 2019 წლის 7 აპრილს, თავდაცვის მიზნით შეიძინა ხმოვანი ეფექტის მქონე იარაღი, რომელსაც ატარებდა დაკავების მომენტამდე. 2019 წლის 8 აპრილს დილით, დაახლოებით 11 საათზე, კლიენტთან შესახვედრად გაემართა გლდანის მიმართულებით. გ-–----------------------------ში იყიდა იარაღისთვის საჭირო ვაზნები, რის შემდეგაც გლდანის მერვე მიკრორაიონში შეხვდა თავის მეგობარ მ-----– ბ---–---–ს, რა დროსაც იარაღიდან განახორციელეს საცდელი გასროლები. ამის შემდეგ, ის და მ-----– ბ---–---–ი წავიდნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „კ-------–-ს“ მახლობლად, სადაც იმყოფებოდა მათი კლიენტი, რომელსაც დახმარება ესაჭიროებოდა ავტომანქანის შესაკეთებლად. ადგილზე მისვლისას მალევე მასთან მივიდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებმაც იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. სწორედ იქ შეიტყო, რომ მას ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა და მუქარა, რამაც ძალიან გააკვირვა. ეს ყველაფერი მისთვის იყო მოულოდნელი, ვინაიდან არავითარ ძალადობას და მუქარას მისი მხრიდან მეუღლის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ამ ბრალდების მოგონებას იგი უკავშირებს მისი მეუღლის მეგობარ ა-----------–-–---–ს, რომელმაც სამაგიერო გადაუხადა იმის გამო, რომ მას არ მოსწონდა ა-----------–-–---–ი და თ--ს სთხოვდა მასთან ურთიერთობის გაწყვეტას, რის გამოც დაემუქრა ანა და უთხრა, რომ ამას არ აპატიებდა.

 

მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა მისი უდანაშაულობის შესახებ, სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადასტურებული ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ:

 

დაზარალებულმა თ-- ც----–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2014 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ს----- ხ-------ესთან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ვ---------- ხ-------ე. მისი მეუღლე ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. უთანხმოების მიზეზი ხდებოდა საყოფაცხოვრებო საკითხები, ასევე მისი მეუღლის მხრიდან ღალატის ფაქტები. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც მათი შვილი გახდა ერთი წლის და მათთან იმყოფებოდნენ სტუმრები, შეპასუხების გამო ს-----მ მას წელის მიდამოში ჩაარტყა ფეხი, ასევე, დეკემბრის თვეში, კვლავ კონფლიქტი მოუვიდა მეუღლესთან, რომელმაც იძალადა მასზე, რასაც შეესწრო მათი მეჯვარე ა-------- შ---------, რომელმაც გააშველა ისინი. ამაზე კიდევ უფრო გაბრაზდა ს----- და ა--------საც დაემუქრა - არ ჩარეულიყო მისი ოჯახის საქმეში. ასევე, 2019 წლის 8 აპრილის შემთხვევამდე, დაახლოებით ერთი თვით ადრე, კვლავ მოუვიდა კონფლიქტი მეუღლესთან, რომელმაც დაარტყა სახეში ხელი, ასევე ძალადობის დროს ელვა შესაკრავით დაუზიანა ყელი, რის შესახებაც მოუყვა თავის მეგობარ ა-----------–-–---–ს.

 

2019 წლის 8 აპრილს, დილით, ს-----მ ხელი გაარტყა მას სახეში და ფეხი დაარტყა სხეულზე და გადმოაგდო საწოლიდან, შემდეგ კი იარაღი მიადო სახეზე და დაემუქრა მოკვლით, ამ ყველაფერს შეესწრო მათი 4 წლის მცირეწლოვანი შვილი, რომელზეც ძალადობამ, მუქარამ და განსაკუთრებით იარაღიდან გასროლის ფაქტმა უარყოფითი გავლენა მოახდინა. ს-----მ იარაღი გაისროლა და სახლიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ყოფილა ძალადობის ფაქტები, მას პოლიციისათვის არ მიუმართავს, მაგრამ ამჯერად იარაღის გამოყენებამ ძალიან შეაშინა და გადაწყვიტა პოლიციისათვის მიმართვა. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი ს-----საგან გრძნობს საფრთხეს.

 

2019 წლის 13 აპრილის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, 2019 წლის 10 აპრილს, პირადი გასინჯვის მონაცემებით, მოქალაქე თ-- ც----–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი კ------------- ც-----–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა-----------–-–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის თ-- ც----–---–ის მეგობარი. თ--ს და ს----- ხ-------ის დაქორწინების შემდეგ, თ--სთან შეწყვიტა ურთიერთობა, რადგან გრძნობდა, რომ ს-----ს არ მოსწონდა მასთან ურთიერთობა. თ--სგან იცის, რომ ს-----მ რამდენჯერმე იძალადა მასზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ვ----------ს დაბადების დღის მეორე დღეს, თ--მ სთხოვა დახმარებოდა ბავშვის მოვლაში, ვინაიდან თავად შეუძლოდ იყო. როგორც მისგან გაიგო, ამის მიზეზი იყო ს-----ს მხრიდან მისი ცემა. ამ შემთხვევაზე ს-----მ უთხრა, რომ თ-- ,,ღირსი იყო და მიიღოო“. 2019 წლის 8 აპრილს თ--მ დაურე-- და მოუყვა ს-----სთან ჩხუბისა და მუქარის შესახებ. მასთან მისვლისას თ-- იყო ძალიან შეშინებული, ხოლო ბავშვი განცდებში იყო და იმეორებდა ,,ს-----მ თოფი ისროლაო“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ა-------- შ---------, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის თ-- ც----–---–ის მეგობარი. დაქორწინების შემდეგ თ--ს და ს-----ს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა. ხშირად გაუგია თ--სგან, რომ ს----- მასზე ძალადობდა. თვითონაც შესწრებია მეუღლეებს შორის რამდენიმე კონფლიქტს და შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებს. ერთ შემთხვევაში მათთან სტუმრობისას, ს-----მ თ--ს ზურგში ესროლა თეფში. თ-- იმ დროს იყო ორსულად. ასევე პირადადაც გაუშველებია მეუღლეები ჩხუბის დროს. 2019 წლის 8 აპრილს მომხდარი ჩხუბისა და მუქარის შესახებ იცის თ--სგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ------ თ----------, რომელმაც განმარტა, რომ არის იმ ბაღის მასწავლებელი, სადაც დადის თ-- ც----–---–ის შვილი - ვ---------- ხ-------ე. ვ---------- ხ-------ეს აქვს ხასიათის ცვალებადობა, უჭირს მეტყველება. 2019 წლის 8 აპრილს ბავშვმა თქვა, რომ ,,დედამ და მამამ იჩხუბეს“, ,,მამამ ისროლა და კედელი გაფუჭდაო“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თ------- ხ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ არის ს----- ხ-------ის დედა. 2019 წლის 8 აპრილს მას დაურე-- გამომძიებელმა და შეატყობინა, რომ მისი შვილი იყო დაკავებული. სასწრაფოდ წამოვიდა სახლში. სადარბაზოში შესვლისას შეხვდა თ--, რომელიც საუბრობდა ტელეფონზე და მხიარულად ამბობდა: ,,როგორც მინდოდა, ისე არისო“. თ-- იყო თავისებური ხასიათის გოგო. მისი შვილის - ს-----ს ხელში, იარაღი არასდროს უნახავს. თ-- და ს----- მხოლოდ სიტყვიერად კამათობდნენ ერთმანეთში. 2016 წლის 26 ივნისის ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც თ-- ც----–---–ი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, მოწმემ განმარტა, რომ ამის მიზეზი იყო არა ს-----ს მხრიდან მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობა, არამედ ის, რომ თ-- იყო ნასვამ მდგომარეობაში და საწოლის კიდეს ჩამოარტყა გვერდითა მხარე. მოწმემ აღნიშნა, რომ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის დღეს მათ სახლში მივიდნენ 14 საათზე და არა 11 საათზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ-----------ე, რომელმაც განმარტა, რომ არის ს----- ხ-------ის მამა. 2019 წლის 8 აპრილს მომხდარ ფაქტს უშუალოდ არ შესწრებია. მის შვილს და თ--ს ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. თ--ს თავისი პრობლემების შესახებ არასდროს უსაუბრია მასთან. თ--ს სხეულზე დაზიანება არასდროს უნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ი-–-------–----–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ არის ს----- ხ-------ის მეგობარი. ს-----ს და თ--ს ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა თ-- იყო ,,ავადმყოფურად“ ეჭვიანი. 2019 წლის 8 აპრილს მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ასევე არ იცოდა, თუ ს-----ს იარაღი ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ ლ---- ზ------–---–ი, შ------ ფ---–-------------------–---–ი და მ----- ა---–--ნი, რომელთაც განმარტეს, რომ არიან ს----- ხ-------ის მეზობლები. მის ოჯახს ახასიათებენ დადებითად. 2019 წლის 8 აპრილის ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იციან. კონფლიქტის ან სროლის ხმა შემთხვევის დღეს არ გაუგიათ, თ--სთვის არასდროს შეუმჩნევიათ რაიმე დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დ----- გ--------–---–ი რომელმაც განმარტა, რომ არის ს----- ხ-------ის მეზობელი. 2019 წლის 8 აპრილს, მეგობრებთან ერთად ისხდნენ ს----- ხ-------ის საცხოვრებელი ბინის წინ მდებარე ე.წ. ბესეტკაში, სადაც თამაშობდნენ კარტს და სვამდნენ ლუდს, რა დროსაც გასროლის ხმა არ გაუგია. მას არასდროს შეუნიშნავს თ--სთვის რაიმე დაზიანება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ-----– ბ---–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ არის ს----- ხ-------ის მეგობარი. 2019 წლის 8 აპრილს, ის და ს----- ერთად იმყოფებოდნენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლიენტს უნდა დახმარებოდნენ ავტომანქანის შეკეთებაში. ადგილზე მისვლიდან მალევე მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს ს-----. მან არ იცოდა, რა მოხდა იმ დილით ს-----ს ოჯახში. ს-----ს მანქანიდან პოლიციელებმა ამოიღეს იარაღი. ეს იარაღი ს-----ს ხელში მასთან შეხვედრისთანავე შენიშნა. ს-----მ უთხრა, რომ აღნიშნული იარაღი მან შეიძინა წინა დღით.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ირკვევა, რომ ქ. თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან ,,კ-------–-ს“ მიმდებარედ, 15:46 საათზე, დ-----------------------------------–--------–-–----------------–--ის გამომძიებელ თ-------- ნ-----–---–ის მიერ, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ს----- ხ-------ე, რომლის პირადი ჩხრეკისას, შარვლის საქამრიდან, ამოღებულ იქნა მოვერცხლისფრო კორპუსის, მოშავო ფერის სახელურის მქონე პისტოლეტის მაგვარი საგანი წარწერით ,,B--------”, B-------------. ასევე, ამოღებულ იქნა პისტოლეტის მაგვარ საგანში მოთავსებული მოშავო ფერის მჭიდი, მასში არსებული ოქროსფერი, მომწვანო ფერის შიგთავსის მქონე 13 (ცამეტი) ცალი ვაზნის მაგვარი საგანი. ს----- ხ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ასევე ფულადი თანხა, ჯამში 10 (ათი) ლარის და 30 (ოცდაათი) თეთრის ოდენობით და მობილური ტელეფონი. ამოღებული საგნები და ფულადი თანხა დაილუქა დიდუბე-ჩუღურეთის პირველი განყოფილების ლუქით.

 

2019 წლის 17 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის #----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის ,,B--------” მოდელის ხმოვანი #B------------- პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცამეტი ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის ფუჭი ხმოვანი ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. წარმოდგენილი ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული რომელიც განკუთვნილია წარმოდგენილი პისტოლეტისათვის. წარმოდგენილ მჭიდზე რაიმე მარკირებები არ იკითხება. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ------ი კ------ე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ თუ ადამიანი ვერ ერკვევა იარაღებში, ს----- ხ-------ის ჩხრეკისას ამოღებულ პისტოლეტს ვერ გაარჩევს ცეცხლსასროლი იარაღისაგან. ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტი არ ისვრის ტყვიებს, მაგრამ აქვს ხმა, მან შეიძლება უფრო მძლავრი ხმა გამოსცეს, ვიდრე ცეცხლსასროლმა იარაღმა.

 

2019 წლის 17 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის #-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი იარაღის მაგვარი საგნიდან, რომელზეც იკითხება: ,,B-------”; #B------------- ბოლო გაწმენდის შემდეგ გასროლა (გასროლები) შესრულებულია. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ--- ფ-–---–-----ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-----------–------------–--ის თანამშრომლები – მ------ ს-----ე, გ------ი გ------–--ე, თ-------- ნ-----–---–ი და მ------- ჩ---–-----ი, რომელთაც დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა. მოწმე მ------ ს-----ემ დამატებით აღნიშნა, რომ ამოღებულ იარაღთან დაკავშირებით ს----- ხ-------ემ განაცხადა, რომ ამ იარაღიდან განახორციელა გასროლა თავის საცხოვრებელ სახლში, რაც დაკავებულმა თავისი ხელით ასახა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში.

 

2019 წლის 8 აპრილს, ს----- ხ-------ის მიერ მეუღლის - თ-- ც----–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რამდენადაც ბრალდების ამ ნაწილში, გარდა დაზარალებულ თ-- ც----–---–ის ჩვენებისა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2019 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლემ - ს----- ხ-------ემ მასზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში, ხოლო ფეხი დაარტყა სხეულზე და გადმოაგდო საწოლიდან, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი; წარმოდგენილია ასევე დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენების სისწორეს, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი ვ---------- ხ-------ე არ დაკითხულა სასამართლო სხდომაზე, მან თავისი გონებრივი და ასაკობრივი შესაძლებლობის ფარგლებში, მის მიერ აღქმული შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ა-----------–-–---–ს და ბაღის მასწავლებელს მ------ თ----------ს. ა-----------–-–---–ის ჩვენებით, შემთხვევის დღეს ბავშვი განცდებში იყო და იმეორებდა: ,,ს-----მ თოფი ისროლაო“, ხოლო მ------ თ----------ს ჩვენებით, ვ---------- ხ-------ემ, რომელიც ბაღში შემთხვევის დღეს იყო, დილით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით თქვა, რომ ,,დედამ და მამამ იჩხუბეს და მამამ ისროლა და კედელი გაფუჭდაო“. გარდა ამისა, თ-- ც----–---–ის მიმართ ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებების არსებობა დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის 10 აპრილს, პირადი გასინჯვის მონაცემებით, თ-- ც----–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ასევე, თ-- ც----–---–ის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შესახებ სასამართლოს ჩვენება მისცეს ა-----------–-–---–მა და ა-------- შ---------მ, რომლებიც პირადად შესწრებიან ამგვარი შეურაცხყოფის ფაქტებს.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის შედეგად, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია ს----- ხ-------ის მიერ თ-- ც----–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელება, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ ს----- ხ-------ე იარაღის გამოყენებით ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, მისი თქმით, მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ს----- ხ-------ე იყო ძალიან გაღიზიანებული და იარაღი მიადო სახეზე, რაც მისთვის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს უფრო მეტად რეალურს ხდიდა. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ს----- ხ-------ის მხრიდან განხორციელებული მუქარა დასტურდება ვ---------- ხ-------ის მიერ ა-----------–-–---–ისთვის და მ------ თ----------სთვის მიწოდებული ინფორმაციით. ბავშვის თქმით, შემთხვევის დღეს ,,ს-----მ გაისროლა თოფი“. ასევე, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილი იარაღის მაგვარი საგნიდან ბოლო გაწმენდის შემდეგ შესრულებულია გასროლა (გასროლები).

 

მსხვერპლში შიშის საფუძვლიანობის შესაფასებლად სასამართლო ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური კრიტერიუმებით, კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მუქარის გამოხატვის ფორმა (მუქარა განხორციელდა პისტოლეტის გამოყენებით), მუქარის სისრულეში მოყვანის საფრთხე (რომლის რეალურობა განპირობებული იყო მანამდე განხორციელებული ძალადობის ფაქტებით) და ბრალდებულის პიროვნება (მისი აგრესიულობა). ამ გარემოებათა ერთობლიობამ დაზარალებულში საფუძვლ----დ გამოიწვია მუქარის განხორციელების შიში, ხოლო რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომლის თანახმად, ს----- ხ-------ისაგან ამოღებული იარაღი არ განეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეტორიას და სინამდვილეში მისი მეშვეობით ვერ განხორციელდებოდა მუქარა და შესაბამისად, დაზარალებულში ეს ვერ გამოიწვევდა შიშს, აღნიშნული პოზიცია უსაფუძვლოა, რადგან მუქარისას საკმარისია დაზარალებულმა რეალურად აღიქვას მის მიმართ გამოთქმული მუქარა და გაუჩნდეს შიში, ხოლო ეს შიში ობიექტურადაც საფუძვლიანი იყოს. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - გ------ი კ------ის განმარტება, რომლის მიხედვით, თუ ადამიანი ვერ ერკვევა იარაღებში, ს----- ხ-------ის ჩხრეკისას ამოღებულ პისტოლეტს ვერ გაარჩევს ცეცხლსასროლი იარაღისგან. ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტი არ ისვრის ტყვიებს, მაგრამ აქვს ძლიერი ხმა, ზოგჯერ კი შეიძლება უფრო ძლიერი ხმაც გამოსცეს, ვიდრე ცეცხლსასროლმა იარაღმა. აქედან გამომდინარე, ს----- ხ-------ის მიერ გამოყენებული იარაღი თ-- ც----–---–ს შესაძლოა ცეცხლსასროლ იარაღად აღექვა და ამ იარაღით განხორციელებული მუქარის გამო მას გასჩენოდა საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმე ს----- ხ-------ის მიმართ აგებულია მხოლოდ დაზარალებულ თ-- ც----–---–ის ჩვენებაზე, რომლის ჩვენებაც თითქოს არის არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია ს----- ხ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დასადასტურებლად. ეს მტკიცებულებებია: ვ---------- ხ-------ის მიერ აღქმული და გარშემომყოფებისათვის გადაცემული ინფორმაცია, რომელიც სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ აღწერილ იმ დღით განვითარებულ მოვლენებთან; წარმოდგენილია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება თ-- ც----–---–ისათვის ფიზიკური დაზიანების მიყენების ფაქტი. აღნიშნული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ს----- ხ-------ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას.

 

დაცვის მხარე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ დგინდება შემთხვევის ადგილზე გასროლის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სხვადასხვა ობიექტური გარემოება (მოწმეთა შემთხვევის ადგილიდან მოშორებით ყოფნა, ასევე შემთხვევის დრო - დილის 11 საათი, როდესაც ღამის საათებთან შედარებით მომატებულია ქუჩაში ხმაური), რის გამოც შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მყოფ პირებს შესაძლოა ვერც გაეგოთ გასროლის ხმა, თუმცა, რომც დავუშვათ, რომ ს----- ხ-------ეს იმ დღით სახლში გასროლა არ განუხორციელებია, ეს არსებითად ვერაფერს შეცვლის ვერც ძალადობისა და ვერც მუქარის ნაწილში, რადგან მუქარის განხორციელება და დაზარალებულში შიშის გამოწვევა შესაძლებელია იარაღის დემონსტრირებითაც და საერთოდ, იარაღის გარეშეც.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შემთხვევის ადგილზე, ს----- ხ-------ის მიერ პისტოლეტიდან გასროლის ფაქტი, რაც დასტურდება ერთის მხრივ დაზარალებულ თ-- ც----–---–ის ჩვენებით, ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა ვ---------- ხ-------ემ, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და რომ არა იარაღიდან გასროლის ფაქტის უშუალოდ ხილვა, მისი ასაკისა და გონებრივი განვითარების თავისებურების გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი მოვლენის მის მიერ მოგონება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბრალდებული იმ დღით ნამდვილად ფლობდა აღნიშნულ იარაღს, რაც დადასტურებულია როგორც მოწმე მ-----– ბ---–---–ის ჩვენებით, ასევე მოწმე პოლიციელების ჩვენებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და თავად ბრალდებულის ნათქვამით, რომელიც არ უარყოფს მის მიერ წინა დღით აღნიშნული იარაღის შეძენის ფაქტს, უფრო მეტიც, დაკავებისას იგი ასევე არ უარყოფდა ამ იარაღიდან თავის საცხოვრებელ სახლში გასროლის ფაქტს, რაც მას თავად ჰქონდა დაფიქსირებული დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმზე გაკეთებული ჩანაწერით.

 

ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----- ხ-------ემ ნამდვილად ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, კერძოდ, მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. მანვე ჩაიდინა მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. ს----- ხ-------ემ ჩაიდინა დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ს----- ხ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულების ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:

 

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში ს----- ხ-------ემ მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და მუქარა განახორციელა მათი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც მუქარასთან მიმართებით წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას (ძალადობის ნაწილში იგი ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამამძიმებელი გარემოებაა ასევე ის, რომ მუქარა ჩადენილია იარაღის გამოყენებით.

 

საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ ს----- ხ-------ის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ესწრებოდა მისი და დაზარალებულის საერთო მცირეწლოვანი შვილი – 4 (ოთხი) წლის ვ---------- ხ-------ე, რომელიც ხედავდა მამის აგრესიულ ქმედებებს, რამაც მასში გამოიწვია შიში და სტრესი. შესაბამისად, არასრულწლოვანი ვ---------- ხ-------ე გახდა მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და მუქარის არაპირდაპირი მსხვერპლი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია მის ფსიქიკაზე. მართალია, ბავშვი უშუალოდ არ გამხდარა ძალადობის ობიექტი, მაგრამ იგი გახდა ძალადობის შემსწრე, რაც თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე.

 

ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნის თანდასწრებით, როგორი ფორმითაც არ უნდა გამოვლინდეს, სავალალო გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მოწყვლადს ხდის აგრესიული ქცევების ათვისებისა და შემდგომში გამოვლინების მიმართ. სწორედ ამის გამო „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „მსხვერპლად მიიჩნევა აგრეთვე ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმეა“. ამასთან, „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის“ განმარტებითი ანგარიშის თანახმად, „მოწმის“ ცნებაში მოიაზრება არამარტო ის ბავშვები, რომლებმაც იხილეს ძალადობის ფაქტი, არამედ ისინიც, ვისაც „ესმით ძალადობით გამოწვეული ყვირილი და სხვა ხმები.“ ამდენად, ბრალდებულის ძალადობრივ ქმედებას შედეგად მოჰყვა არამარტო დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ზიანი, არამედ ამით დაირღვა დანაშაულის თვითმხილველი არასრულწლოვნის სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოსა და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში მისი ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების ფუნდამენტური უფლება („ბავშვთა უფლებათა დეკლარაცია“).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ს----- ხ-------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების ხასიათის, ასევე მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა და ძალადობის განმეორების მაღალი რისკის გათვალისწინებით, მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამასთან, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ იგი არ არის ნასამართლევი.

 

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს მიღებული კანონით (რომელიც ძალაში შევიდა 2019 წლის 4 ოქტომბერს), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილს დამამძიმებელ გარემოებად დაემატა მუქარის განხორციელება ოჯახის წევრის მიმართ, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე და ამ მხრივ მოხდა სასჯელის გამკაცრება, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კანონს უკუძალა ვერ ექნება და ს----- ხ-------ემ 2019 წლის 8 აპრილს განხორციელებული მუქარის გამო პასუხი უნდა აგოს 2019 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----- ხ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ს----- ხ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 4 ოქტომბრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----- ხ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. მსჯავრდებულ ს----- ხ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 8 აპრილიდან.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521-ე მუხლის საფუძველზე, ს----- ხ-------ეს 2 (ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, კერძოდ, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარებისა და გამოყენების უფლება, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს საპატიმრო სასჯელის მოხდის მომენტიდან.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ს----- ხ-------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანაშაულის იარაღი - ,,B--------” მოდელის ხმოვანი #B------------- პისტოლეტი, მჭიდი და ცამეტი ცალი ვაზნა დალუქული ერთ პაკეტად (ინახება საქართველოს შსს დ-----------------------------------–----------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში) და გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

7. ს----- ხ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 10 (ათი) ლარის და 30 (ოცდაათი) თეთრის ოდენობით და მობილური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად (ინახება საქართველოს შსს დ-----------------------------------–----------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი