გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.02.2020
საქმის ნომერი
411210019003338744
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N41---------------4 (2/1---2---)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2020 წელი ქ. ა--–ა

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ლევან ნუცუბიძე

სხდომის მდივანი თამთა გოგია

მოსარჩელე - ვლ------რ ლი-------ა

წარმომადგენელი - მა-------------ე

მოპასუხე - ნა-------------ა

წარმომადგენელი - რო-–------–----ა

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

სენაკის რაიონული სასამართლოს 09.07.2--- წლის N2/1-- განჩინებით მოსარჩელესათვის არასრულწლოვანი შვილების - ან---- და მა----მ ლი-------ების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის (თითოეულზე 180 ლარის ოდენობით) შემცირება, თითოეულ ბავშვზე 80 ლარის ოდენობამდე.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

მხარეები ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობ-–- იმყოფებოდნენ 2-03 წლიდან 2-08 წლამდე. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ტყუპი შვილები, 2--- წლის 2- დე-------ს დაბადებული მა----მ და ან---- ლი-------ები. 20-2 წლის 06 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, საქმე N2----20-2, ვლ------რ ლი-------ას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. დაკისრებულ ალიმენტს მოსარჩელე იხდიდა კეთილსინდისიერად. მოპასუხე ნა-------------ამ 2--- წელს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის გაზრდა, დამატებით ხარჯებში მხარის მონაწილეობა იმ მოტივით, რომ ამ პერიოდში შეიცვალა ვლ------რ ლი-------ას მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა, რომ მან 2-1- წლის 2- მარტს ქალაქ თბ--–--ში 703-3 ლარად შეიძინა უძრავი ქონება, ბინა, საკადასტრო კოდით 1-.0--.0--.0-.0-.0-- და 20-8 წელს შეიძინა ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალება ,,მ----------”, სანომრე ნიშნით: A------. მოსარჩლე განმარტავს, რომ ვლ------რ ლი-------ამ იმ დროისთვის შექმნა ახალი ოჯახი ნი-------------სთან, უძრავი ქონება ფაქტობრივად წარმოადგენდა ნი------------ის საკუთრებას, მაგრამ დროებით გაფორმებული იყო ვლ------რ ლი-------ას სახელზე. ნა-------------ამ 2--- წელს სასარჩელო განცხადებით ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და ყადაღა დაედო ვლ------რ ლი-------ას სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ვლ------რ ლი-------ას დაეძაბა ურთიერთობა ახალ მეუღლესთან, ვინაიდან ნი------------ის უძრავი ქონება არაფერი შუაში იყო ვლ------რ ლი-------ას ვალდებულებებთან არასრულწლოვანი შვილების მიმართ. სწორედ ამ გარემოებების გამო, ვლ------რ ლი-------ა დათანხმდა ნა-------------ასთან ალიმენტის და დამატებითი ხარჯების გადახდას და მხარეთა შორის გაფორმდა მორიგების აქტი. დაკისრებული ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების გადახდა ერთდროულად ვლ------რ ლი-------ამ ვერ შეძლო და იძულებული გახდა გაეყიდა ავტომანქანა, რითაც მოისპო ერთადერთი შემოსავალი წყარო. ავტომანქანის გასხვისების შემდგომ ვლ------რ ლი-------ამ სრულად დაფარა ნა-------------ას მიმართ ვალდებულება, წინააღმდეგ შეთხვევაში იგი კატეგორიულ უარზე იყო უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნისა. გარდა ამისა, ნა-------------ა და მისი ნათესავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნი-------------ს, როგორც პირად სმს შეტყობინებებში, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით. მოპასუხე ურეკავდა მოსარჩელის დას და უთვლიდა მუქარებს. ამას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი. ამ გარემოებებმა იქონიეს გავლება მოსარჩელესა და ნი------------ის ურთიერთობაზე და საბოლოოდ, ვლ------რ ლი-------ა დაშორდა მის მეორე მეუღლესაც. დღეის მდგომარეობით ვლ------რ ლი-------ას მატერილური და ოჯახური მდგომარეობა მკვეთრად შეცვლილია იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც მხარეთა შორის გაფორმდა მორიგება. იმ დორისთვის ვლ------რ ლი-------ას საკუთრებ-–- ჰქონდა უძრავი ქონება, ავტომანქანა, ქონდა შემოსავალი, რომელსაც იგი იღებდა ავტომანქანის ტაქსაობით და ყავდა მეუღლე. დღეისთვის კი მას არც უძრავი ქონება, არც ავტომანქანა და არც მეუღლე არ ჰყავს. არ მუშაობს და შემოსავალი არ გააჩნია. ასევე შეცვლილია ნა-------------ას მატერიალური მდგომარეობა; მას საკუთრებ-–- აქვს სამი უძრავი ქონება (საცხოვრებელი სახლი და ორი მიწის ნაკვეთი), მუშაობს აბ-–-ს მუნიციპალიტეტში მთ----------–---–-----ს თანამდებობაზე და აქვს მუდმივი სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი 700 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე ვლ------რ ლი-------ამ განაცხადა, რომ ავტომანქანა 2--- წლის ივლისის თვიდან არ ირიცხება მის საკუთრებ-–-, მაგრამ ამის მიუხედავად, ვიდრე დედამისი სამსახურს თავს დაანებებდა, ახერხებდა ალიმენტის თანხის გადახდას დედის მეშვეობით. ამასთან, უძრავი ქონება რეალურად არასდროს წარმოდგენდა ვლ------რ ლი-------ას საკუთრებას, ეს გახლდათ ნი------------ის საკუთრება და იპოთეკის თანხის გადახდას თვეში 4-- აშშ დოლარის ოდენობით ახორციელებდა ნი-------------, რომელსაც ჰქონდა ყოველთვიური შემოსავალი ხელფასის სახით 1--- ლარის ოდენობით. მისი შემოსავალი იყო ავტომანქანით ტაქსაობით მიღებული თანხა, რომელიც მოცემული დროისთვის არ გააჩნია, რადგან ავტოსატრანსპორტო საშულება გაასხვისა ნა-------------ას მიმართ ვალდებულებების შესრულების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ნა-------------ა კატეგორიულ უარზე იყო უძრავი ქონების ყადაღის რეგისტრაციის მოხსნაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე მოითხოვს დაკისრებული ალიმენტის თანხის ოდენობის შემცირებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. ნა-------------ამ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ვლ------რ ლი-------ას ეკო---მიური და ოჯახური მდგომარეობა, ალიმენტის დაკისრების შემდეგ არ შეცვლილა. მოსარჩელე რომ უმუშევარი იყო და შემოსავალი არ ჰქონდა, ეს გარემოება არსებობდა 20-2 წელს, ასევე მორიგების დამტკიცების დროსაც; იმ სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელში, რომლის დროსაც დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, არსად არ არის მითითებული, რომ ტაქსაობს და აღნიშნული გახლდათ მისი შემოსავლის მიღების წყარო, პირიქით, უთითებდა, რომ იყო უმუშევარი. იმავე შესაგებელში უთითებდა, რომ გადასახდელი ჰქონდა იპოთეკის სესხი 4-- აშშ დოლარის ოდენობით, იპოთეკა ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხსნილია და ფაქტობრივად მოსარჩელის მდგოამრეობა გაუმჯობესებულია, არამც თუ გაუარესებული. მხარეთ შორის მიღწეული მორიგების დროს ვლ------რ ლი-------ას უკვე არ ჰყავდა ავტოსატრანსპორტო საშუალება საკუთრებაში, რაც შეეხება ბინას, იგი გავლენას ვერ მოახდენს ალიმენტის თანხის განსაზღვრასთან, რადგან ვლ------რ ლი-------ასათვის მისივე განმარტებიდან გამომდინარე ფაქტობრივი მდგომარეობა ერთი და იგივე რჩება. მოპასუხე ამ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებს, რომ არ არსებობს ალიმენტის შემცირების საფუძველი. შესაგებლის თანახმად, ვლ------რ ლი-------ა არის მუსიკოსი და ის მაღალი ანაზღაურებით მუშაობს რესტორანში. ვლ------რ ლი-------ას ოჯახური და მატერიალური მდგომარეობა არ შეცვლილა გაუარესების კუთხით, პირიქით გაუმჯობესდა. მან მეუღლეზე თვალთმაქცურად გაასხვისა უძრავი ქონება, რომლის ნასყიდობაც თუ კი ნამდვილია, მასში მითითებული ნასყიდობის თანხის მიხედვით, მიიღო მასზე მეტი თანხა, ვიდრე ყიდვისას გადაიხადა და ეს თანხა აუღია როგორც განმარტავს, იპოთეკით დატვირთულ ქონებაში, რაც მატერიალური მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესებაა. ავტომანქანის გაყიდვა არ მომხდარა, პირიქით, მან ახალი უფრო ძვირადღირებული ავტომანქანა შეიძინა, აქვს სხვის სახელზე გაფორმებული. ის ოფიციალური გაფორმების გარეშე მუშაობს, თუმცა მორიგებისას, როცა თავად მოისურვა ალიმენტის იმ ოდენობის გაზრდა, რაც დღემდეა დაფიქსირებული, საქმეში სწორად უმუშევრად ფიგურირებდა და ეს მდგომარეობას არ ცვლის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ვლ------რ ლი-------ას ნა-------------ას ჰყავთ საერთო შვილები - 2--- წლის 2- დე-------ს დაბადებული მა----მ და ან---- ლი-------ები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სენაკის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 09 ივლისის N240--------------- (N2/1--) განჩინება; მხარეთა ახსნა-განმარტება; დაბადების მოწმობები.

 

3.1.2. საქმის განხილვის მომენტისათვის მხარეები განქორწინებულნი ა----ნ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი შვილები იზრდებიან დედასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სენაკის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 09 ივლისის N240--------------- (N2/1--)

განჩინება; მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. მხარეებს შორის სადაო გახდა ალიმენტის გადახდის საკითხი. ნა-------------ამ სარჩელი აღძრა ვლ------რ ლი-------ას მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა ალიმენტის თანხის გადახდა. 20-2 წლის 06 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით, საქმე N2----20-2, ვლ------რ ლი-------ას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ჰქონდა ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით. ნა-------------ამ 2--- წელს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის გაზრდა, დამატებით ხარჯებში მხარის მონაწილეობა; სენაკის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2--- წლის 09 ივლისის მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების თანახმად, მხარეთა შუამდგომლობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: ,,ვლ------რ ლი-------ა პ/ნ 020--0--2-- ნა-------------ას პ/ნ 020--0----- გადაუხდის არასრულწლოვანი შვილების ან---- და მა----მ ლი-------ების სასარგებლოდ ალიმენტს ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 180-180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით, 2--- წლის 0- მ------დან ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. ასევე გადაუხდის დამატებითი ხარჯების სახით 3000 (სამი ათასი) ლარს და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯს 300 (სამას) ლარს, 2--- წლის 30 დეკემბრამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში ვლ------რ ლი-------ას იძულებით გადასახდელად დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) ლარი ნა-------------ას სასარგებლოდ მორიგების აქტი შეესაბამება მხარეთა ნებას.“

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ სენაკის რაიონული სასამართლოს 2--- წლის 09 ივლისის N240--------------- (N2/1--)

განჩინება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეში სადაო ფაქტობრივი გარემოებაა 2--- წლის 09 ივლისის მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შემდგომ ვლ------რ ლი-------ას ეკო---მიური მდგომარეობის გაუარესება.

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი ეკო---მიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. მოსარჩელე, თავისი ეკო---მიური მდგომარეობის საუარესოდ შეცვლის მიზეზად ასახელებს შემდეგ გარემოებებს:

- არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტაქსაობდა და ღებულობდა შემოსავალს;

- არ აქვს ბინა, რომელიც მორიგების დროისთვის მის საკუთრებაში ირიცხებოდა;

- ფაქტიურად დაშორებულია მეორო მუღლეს ნი-------------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. მოპასუხე კატეგორიულად გამორიცხავს მოსარჩელის ეკო---მიური მდგომარეობის საუარესოდ შეცვლას, პირიქით, აპელირებს მის ეკო---მიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი.

 

3.2.3. 2--- წლის 2- თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ქალაქ თბ--–--ში, და-------------–---–-ს გამზირზე N6- მდებარე უძრავი ქონების, 6-კვ.მ. საკადასტრო კოდი 0- 1- 1- 0--/0-- 0-/0-/0--, მესაკუთრეა ვლ------რ ლი-------ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N8----------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.2.4. 2--- წლის 0-----------ს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ქალაქ თბ--–--ში, და-------------–---–-ს გამზირზე N6- მდებარე უძრავი ქონების, 6-კვ.მ. საკადასტრო კოდი 0- 1- 1- 0--/0-- 0-/0-/0--, მესაკუთრეა ნი-------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N882---9----- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

3.2.5. 20-2 წლის 1------სს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომრები 8820-2------, 8820-2------, 8820-2------) ნა-------------ას საკუთრებ-–- რეგისტრირებულია შემდეგი უძრავი ქონებები: ქ. აბ-–-–ი, ჭ--–ის მასივში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.0-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი: 1----/20-2წელი), ქალაქ ა--–ა, მი----–--------ს ქუჩა N25-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 4-.0-.3--0-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი: 1----/20-2წელი) და ქალაქ ა--–ა, ბ----ს მასივში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.0-- (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ნასყიდობის ხელშეკრულება დამოწმების თარიღი: 1----/20-2წელი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- N8820-2------, 8820-2------, 8820-2------ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან.

3.2.6. 2--- წლის 2- ნო------ს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა 4----------0-9------ის თანახმად, ცნობა მიეცა მოქალაქე ვლ------რ ლი-------ას მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - A------, მარკა-მოდელი - მ----------, ფარი-რუხი 1/8, გამოშვების წელი 2-05, შასის ნომერი - L---------, 10.05.20-8წლიდან - 27.07.2--- წლამდე რეგისტრირებული იყო ლი-------ა ვლ------რის სახელზე. 27/07/2---წლიდან -28/07/2--- წლამდე რეგისტრირებული იყო დო----ე ნი---ს სახელზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა 4----------0-9----- .

3.2.7. 2--- წლის 12 დე-------ს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა 4----------0-9------ის თანახმად, ცნობა მიეცა მოქალაქე ნი-------------ს მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - A------, მარკა-მოდელი - მ----------, ფარი-რუხი 1/8, გამოშვების წელი 2-05, შასის ნომერი - L---------, სატრანსპორტო საშულების რეგისტრაციის მოწმობა - AM-------, 28/07/2---წ-დან, გაცემული27.07.2---წ.-28.07.2---წლამდე რეგისტრირებული იყო მა-------–--------------–-----------------ის ქუჩა N2-ში მცხოვრებ დო----ე ნო---ს სახელზე. 28.07.2---წლიდან რეგისტრირებულია თბ--–--ი, ზე-------ის ქუჩა N2--ში მცხოვრებ გი------------–---–ის სახელზე. უფლებრივი შეზღუდვის, ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა 4----------0-9-----

3.2.8. მოწმე ნა---------–---------ას ჩვენების თანახმად, ნა-------------ა იყო მისი შვილის ვლ------რ ლი-------ას ყოფილი მეუღლე, რომელთა თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ტყუპი შვილები მა----მ და ან---- ლი-------ები. ნა-------------ა ცუდად ექცეოდა პირადად მას, ჩაკეტილი ჰქონდა და არ უშვებდა იმ სახლი, სადაც ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. ნა-------------ას ცუდი ხასიათის გამო ურთიერთობა გაუფუჭდა მეუღლესთან და მიუხედავად შერიგებისა, ვლ------რ ლი-------ამ ოჯახი ვერ შეინარჩუნა და დასცილდნენ მოპასუხეს. ვლ------რ ლი-------ა ყოველთვის ყურადღებას აქცევდა მის შვილებს, თუმცა ნათესავის სატირალზე ყოფნისას ბავშვები არ მიესალმნენ მათ. ნა-------------ასთან დაშორების შემდეგ, გარკვეული დროის შემდეგ, ვლ------რ ლი-------ამ შექმნა ახალი ოჯახი ნი-------------სთან. აღნიშნულის გამო ნა-------------ა ემუქრებოდა ვლ------რ ლი-------ას ახალი ოჯახის დანგრევაში, რასაც მიაღწია კიდეც, თვითონ თხოვდა შვილს, რომ მეორე ოჯახი შეენარჩუნებინა, არ დაენგრია, მაგრამ ვლ------რ ლი-------ას მეორე ოჯახიც დაენგრა. ის ბინა, რომელსაც ედო ყადაღა, არასდროს წარმოდგენდა ვლ------რ ლი-------ას საკუთრებას. დღეს ვლ------რ ლი-------ას არ აქვს შემოსავალი, არ არის დასაქმებული, არ ჰყავს მანქანა, თავადაც დღეის მდგომარეობით უმუშევა---- და შემოსავალი არ გააჩნია. სამსახურის ქონის დროს ეხმარებოდა შვილს ალიმენტის თანხის გადახდაში, თუმცა უკვე თვითონაც ვერ შეძლებს დაეხმაროს ვლ------რ ლი-------ას ალიმენტის თანხის გადახდაში. შეკითხვაზე თუ სად ცხოვრობს ვლ------რ ლი-------ა, მოწმემ უპასუხა, რომ ვლ------რ ლი-------ა ცხოვრობს მა-------–ში მეორე მეუღლესთან, ნი-------------სთან და თბ--–--იდან მა-------–ში დადის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ნა---------–---------ას შვენება.

სასამართლო განმარტავს, რომ სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

წინამდებარე შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების შემდეგ ეკონომიური მდგომარეობის გაუარესები მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება. ის ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა. წინამდებარე შემთხვევაში ვლ------რ ლი-------ას ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებას მოპასუხე უარყოფს. ის ამტკიცებს, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოსარჩელის ეკონომიური მდგომარეობა საუარესოდ არ შეცვლილა, პირიქით არ უწევს რა იპოთეკის თანხის 4-- აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა კიდეც. ის, რომ მოსარჩელის ეკონომიური მდგომარეობა საუარესოდ შეიცვლილა, ამ ფაქტს ვერც მოწმის განმარტებით დასტურდება. თუ არ დადგინდა, რომ ვლ------რ ლი-------ას ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა, ეს ნიშნავს მას, რომ ასეთი ფაქტი ბუნებაში არ ყოფილა. მოსარჩელე ის მხარეა, ვინც ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებას ამტკიცებს. შესაბამისად ის უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ჰქონდეს ამ გარემოებათა მტკიცებულება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მისი ეკონომიური მდგომარეობის გაუარესდა იმით, რომ არ აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტაქსაობდა და ღებულობდა შემოსავალს; არ აქვს ბინა, რომელიც მორიგების დროისთვის მის საკუთრებაში ირიცხებოდა; ფაქტიურად დაშორებულია მეორე მუღლეს ნი-------------ს. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გარემოებებით ნამდვილად შეიძლება დადასტურდეს პირის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფაქტი, თუმცა გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია დაზუსტდეს ეს ფაქტორები რამდენად იყო გათვალისწინებული ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინის საკუთრებით ფლობა/არ ფლობა არ შეიძლება გახდეს ალიმენტის შემცირების საფუძველი, რადგან როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ბინა დე ფაქტო წარმოდგენდა და დღეის მდგომარეობით დე იურე წარმოადგენს ნი------------ის საკუთრებას, ბინის ფლობით მხარე რაიმე სახის ქონებრივ სარგებელს არ/ვერ იღებდა. არც ნი-------------სთან ახალი ოჯახის ყოლა/არ ყოლის გარემოება შეიძლება საფუძვლად დაედოს მორიგებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებას საფუძველად. მოწმემ თავის ჩვენებაში ურთიერთგამრიცხავი გარემოებები მიუთითა, კერძოდ, თხრობისას მიუთითა, რომ ვლ------რ ლი-------ას მეორე ოჯახიც დაენგრა, თუმცა კითხვაზე თუ სად ცხოვრობდა ვლ------რ ლი-------ა განმარტა, რომ მა-------–ში მეორე მეუღლესთან და ყოველ დღე დადის თბ--–--იდან მა-------–ში. არაერთი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მა-------–ი, ს. სა------–ო წარმოადგენს ნი------------ის საცხოვრებელ მისამართს, აღნიშნულის თაობაზე არც მხარეები დაობენ, შესაბამისად, მოწმემ ერთის მხრივ მიუთითა, რომ ვლ------რ ლი-------ას დღეის მდომარეობით მეორე ოჯახიც დაენგრა, თუმცა აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მეორეს მხრივ დაადასტურა ვლ------რ ლი-------ასა და ნი------------ის თანაცხოვრების ფაქტობრივი გარემოება.

 

რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის გამო, მგზავრთა ვგადაყვანით მიღებული შემოსავლის დაკარგვის ფაქტს, სასამართლო განმარტავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს მტკიცებულებები და გადაწყვიტოს მხარეთა მიერ მითითებული მტკიცებულება არის თუ არა ის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელე ან მოპასუხე უტყუარად დაადასტურებს თავის არგუმენტებს. ვლ------რ ლი-------ა ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულება და დაადასტუროს რომ იგი ამ საქმიანობით ირჩენდა თავს. მას ასეთი მტკიცებულება არ აქვს. სასამართლო მიუთითებს, რომ ის აღნიშნულ გარემოებას ამტკიცებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით. ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადაოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია. სასამართლო განმარტავს, რომ მორიგებით დასრულებულ საქმეზე ვლ------რ ლი-------ას მიერ წარმოდგენილი შესაგებელში მგზავრთა გადაყვანით შემოსავლის მიღების თაობაზე არსად მითითებული არ ყოფილა, პირიქით, მითითებულია, რომ უმუშევარია, ანუ იმავე გარემოებაზე, რის საფუძვლითაც დღეის მდგომარეობით ითხოვს დაკისრებული ალიმენტის შემცირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მტკიცების ნაწილში თავისი საპროცესო მოვალეობა ვერ განახორციელა და შესაბამისად ვერ დაამტკიცა, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის გამო მისი ეკონომიური მდგომარეობა შეიცვალა/გაუარესდა. უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მითითება ნა-------------ას ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ფაქტის დასადასტურებლად მის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე, რადგან წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ უძრავი ქონებები ნა-------------ას სახელზე დარეგისტრირებულია ჯერ კიდევ მხარეთა შორის მიღწეული მორიგებამდე - 20-2 წელს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

- საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ბავშვის უფლებათა კონვენცია.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობელბისაგან.

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

6.2. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

 

ბავშვთა უფლებებს აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები, რომელებიც ცხოვრობენ და იზრდებიაბ დედასთან. მიუხედავად იმისა, რომ ვლ------რ ლი-------ა არ ცხოვრობს ნა-------------ასთან და შვილებთან ერთად, მას შვილების მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ნა-------------ას. გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის სადაო გახდა ალიმენტის გადახდის საკითხი; სასამართლოს 2--- წლის 09 ივლისის განჩინებით, კი მხარეთა შუამდგომლობა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება შემდეგი პირობებით: ,,ვლ------რ ლი-------ა პ/ნ 020--0--2-- ნა-------------ას პ/ნ 020--0----- გადაუხდის არასრულწლოვანი შვილების ან---- და მა----მ ლი-------ების სასარგებლოდ ალიმენტს ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 180-180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით, 2--- წლის 0- მ------დან ბავშვების სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. ასევე გადაუხდის დამატებითი ხარჯების სახით 3000 (სამი ათასი) ლარს და წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯს 300 (სამას) ლარს, 2--- წლის 30 დეკემბრამდე. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში ვლ------რ ლი-------ას იძულებით გადასახდელად დაეკისროს 5000 (ხუთი ათასი) ლარი ნა-------------ას სასარგებლოდ მორიგების აქტი შეესაბამება მხარეთა ნებას.“ ამჟამად ვლ------რ ლი-------ა მიიჩნევს, რომ 180-180 ლარით მისი მონაწილეობა შვილების აღზრდაში არაა გონივრული და მოითხოვს 80-80 ლარამდე მის შემცირებას.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად მშობელი, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა, მაგრამ ამისათვის უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი საფუძველი. ალიმენტის ოდენობის შეცვლა განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებათა შეცვლით, რომელიც საფუძვლად დაედო თავდაპირველი ოდენობის განსაზღვრას. ასეთად მიჩნეული უნდა იქნეს ახალ გარემოებათა წარმოშობა, რაც არ არსებობდა, მაგრამ წარმოიშვა და ზეგავლენა იქონია შემოსავალზე და ხარჯებზე. ამასთან, ვინაიდან ალიმენტი თავისი სამართლებრივი ბუნებით პერიოდულად, სამომავლოდ შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, ამ ახალი გარემოების არსებობა დროის მცირე მონაკვეთით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და სტაბილურ ხასიათს უნდა ატარებდეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაკისრებული ალიმენტის გაზრდაც შეიძლება და შემცირებაც. ასეთ რეგულაციას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლი. კერძოდ ,,თუ შეიცვალა მშობლების ან შვილების მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სასამართლო დაადგენს იმ თანხის ოდენობას, რომელიც უნდა გადაიხადონ მშობლებმა სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ,ან შვილებმა - შრომისუუნარო მშობლების სასარგებლოდ, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სასამართლოს შეუძლია ერთ-ერთი მათგანის სარჩელით შეცვალოს ალიმენტის დადგენილი ოდენობა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილის ნორმალური რჩენის, აღზრდისა და განვითარებისათვის საჭიროა სოლიდური თანხები. მიუხედავად ამისა უმრავლეს შემთხვევაში ვერ ხერხდება ალიმენტის სახით იმ თანხის დადგენა, რაც შვილის სათანადო რჩენისა და აღზრდისათვის არის საჭირო. მასში იგულისხმება არა მხოლო ტანსაცმელი და საკვები, არამედ ყველა ის აუცილებელი პირობა, რაც შვილის განათლებას, პროფესიის დაუფლებასა და სხვა საკითხებშია აუცილებელია. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ალიმენტის დაკისრების შემდეგ მოსარჩელის მდგომარეობა საუარესოდ არაა შეცვლილი. ასეთ სიტუაციაში ალიმენტის სახით დადგენილი ოდენობის შემცირების საფუძველი არ არსებობს. თავის დროზე ვლ------რ ლი-------ამ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა აღიარა 150 ლარის დაკისრების ნაწილში, საქმე კი მორიგებით დაასრულა თითოეულ ბავშვზე ალიმენტის თანხის - 180 ლარით განსაზღვრით. მორიგების დადების ვლ------რ ლი-------ას ზუსტი და სტაბილური შემოსავალი არ დაუდგინდა, მაგრამ სასამართლომ მისი საალიმენტო ვალდებულება თითოეულ ბავშვზე მხარეთა შორის გამოვლენილი თავისუფალი ნების საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე წარმოდგენილი 180-180 ლარით განსაზღვრა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ არის მისი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ისეთი შეცვლის დამადასტურებელი, რომ ალიმენტის ოდენობა შემცირდეს 80-80 ლარამდე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, მე-8-ე, 53-ე, 243-244-ე; 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვლ------რ ლი-------ას სარჩელი ნა-------------ას მიმართ, ალიმენტის ოდენობის შემცირებაზე არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

2. საქმეზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), აბაშის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (ქ. აბაშა, ს. ცომაიას ქუჩა N6), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს აბაშის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლევან ნუცუბიძე