გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7656-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - გ--------–--–---–---–ი
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის N------------ სკოლა
წარმომადგენელი - ა---------–---–-
დავის საგანი - სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. აღიარებულ იქნეს გ--------–--–---–---–ის მიერ ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის N------------ სკოლის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და დაადასტურა გ--------–--–---–---–ის მიერ ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლის დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობის თანახმად, გ--------–--–---–---–ი 1983 წლის 3 სექტემბერს ჩაირიცხა ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლა) მეექვსე კლასში, N--- ბრძანების საფუძველზე.
მითითებული ცნობის თანახმად, ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1988 წლის 24 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით გ--------–--–---–---–მა დაამთავრა საშუალო განათლების სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი სერია A------, რაც დასტურდება მშობლის ხელმოწერით და დირექტორის ბეჭდით.
ამონაწერით ქ. თბილისის N-----–----–-- (რუსული) სკოლის 1983 წლის 3 სექტემბრის N--- ბრძანებიდან დასტურდება, რომ 1983 წლის 3 სექტემბერს, გ---------------------–--–---–---–- მეექვსე კლასში ჩაირიცხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლის დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 111);
- სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლის დირექტორის 2019 წლის 4 ივლისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 110);
- სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლის 2019 წლის 8 ივლისის M---------------- წერილი (ს.ფ. 178-179);
- ამონაწერი ქ. თბილისის N-----–----–-- (რუსული) სკოლის 03.09.1983 წლის N--- ბრძანებიდან (ს.ფ. 18);
- საშუალო განათლების ატესტატი (ს.ფ. 15-17);
- საშუალო განათლების ატესტატის გაცემის წიგნი (ს.ფ. 180-187).
3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2019 წლის 5 ივლისს №5--------- განცხადებით მიმართა გ--------–--–---–---–მა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით გ--------–--–---–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე.
გ--------–--–---–---–მა 2019 წლის 26 ივლისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარადგინა №1----- ადმინისტრაციული საჩივარი და „გ--------–--–---–---–ის ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უარის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემა მოითხოვა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით გ--------–--–---–---–ის 2019 წლის 26 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 27-28);
- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-31).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ცი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ--------–--–---–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა არის მოსარჩელის მიერ ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ--------–--–---–---–ი 1983 წლის 3 სექტემბერს ჩაირიცხა ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლა) მეექვსე კლასში, N--- ბრძანების საფუძველზე. ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლის პედაგოგიური საბჭოს 1988 წლის 24 ივნისის N---------- გადაწყვეტილებით გ--------–--–---–---–მა დაამთავრა საშუალო განათლების სრული კურსი და მიიღო საშუალო განათლების ატესტატი სერია A------, რაც დასტურდება მშობლის ხელმოწერით და დირექტორის ბეჭდით.
საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილებით გ--------–--–---–---–ს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის დუბლიკატის გაცემაზე, იმ საფუძვლით, რომ ვერ მოხერხდა მოქალაქე გ--------–--–---–---–ის სკოლაში ჩარიცხვისა და მის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით გ--------–--–---–---–ის 2019 წლის 26 ივლისის №1----- ადმინისტრაციული საჩივარი - „გ--------–--–---–---–ის ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე უარის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 18 ივლისის №0---------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის დუბლიკატის გაცემის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი (დაადასტუროს სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი), წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული საბაზო განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა „ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი“. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 1988 წელს გ--------–--–---–---–ის სახელზე გაიცა ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლის (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის №------------ სკოლა) ზოგადი განათლების ატესტატი, ნომრით A------.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ცი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--------–--–---–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებულ იქნეს გ--------–--–---–---–ის მიერ ქ. თბილისის N-----–----–-- სკოლაში სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი;
3. გ--------–--–---–---–ს დაუბრუნდეს მოცემულ საქმეზე 2019 წლის 8 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ხაზინის ერთიანი ანგარიშის რეკვიზიტები: ბანკის დასახელება - სს ,,თიბისი ბანკი’’; ,,ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური”; ბანკის კოდი - TRESGE22; სახაზინო კოდი: 300773150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის №64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე