გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/313-19
311210019003329409
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
06.03. 2020 წ. ქ. ქარელი
შესავალი ნაწილი
ქარელის მაგისტრი სასამართლო
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძირტკბილაშვილი
მოსარჩელე- შპს "გ-–-------"
წარმომადგენელი - სო------------------ვი, ხა--------------–---–ი, სო-------------ძე.
მოპასუხე-გი-------–----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა მოცემული საქმე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა: მოპასუხე გი-------–----ეს შპს "გ-–-------ს" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის N 1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1502.32 ლარის გადახდა, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. და იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 100 ლარის გადახსდა.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით და ითხოვა გი-------–----ეს შპს გ-–-------ს სასარგებლოდ, სესხის N 1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს გადახდის გრაფიკის შესაბამისად ბოლო ორი თვის გადასახდელი თანხის, 249.00 ლარის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 100 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით,2016 წლის 05 ივლისს შპს "ტვინოსა" და გი-------–----ეს შორის გაფორმდა სესხის N 1-------- ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით, 6 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 155.00%. პირგასამტეხლოს განაკვეთი: ყოველდღიური პირგასამტეხლო 1.00 % . ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 124.83 ლარით. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და სასარჩელო წარმოებით მომართა სასამართლოს. 05.07.2016 წ. დადებული N1-------- ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 06.01.2017 წლამდე. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ვადაგადაცილების თარიღიდან (12.01.2017 წ.) 31.07.2018 წლამდე. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს პირველი გადახდის სახით დაფარული აქვს 128.70 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 60.36 ლარი, პროცენტი- 68.34 ლარი. შესაბამისად მისმა დავალიანებამ შეადგინა 1502.32 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 439.64 ლარი, პროცენტი 180.66 ლარი, პირგასამტეხლო 882.02 ლარი.
დათმობის ხელშეკრულების თანახმად 05.07.2016 წლის N 1-------- სესხზე მოთხოვნის უფლება გადავიდა შპს "გლობუსზე" და სესხს მიენიჭა ახალი N 00000589359, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ორგანიზაციებს შემდეგი თანმიმდევრობით: შპს"ტ-----------------), შპს "პ------–-----------------------რო (4-----------–-----------–---------------8).
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის ხანდაზმულობის მოტივით და ითხოვა გი-------–----ეს შპს გ-–-------ს სასარგებლოდ, სესხის N 1-------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ბოლო ორი თვის გადასახდელი თანხის 249.00 ლარის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 100 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გი-------–----ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების თანახმად, რომელიც დაიდო შპს "ტვინო"-სთან 2016 წლის 05 ივლისს, 6 თვის ვადით, პირველი გადახდა უნდა ეწარმოებინა 2016 წლის 05 აგვისტოს 125 ლარის ოდენობით. ბოლო გადახდა 2017 წლის 05 იანვარს 124 ლარის ოდენობით, და ამით მოხდებოდა სესხის განულება. მას 2016 წლის 23 ივლისს წინსწრებით აქვს გადახდილი 05 აგვისტოს თანხა, რის შემდეგ გადახდები აღარ უწარმოებია. იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოცემული ვალდებულება წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად ( უთითებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილეებს) იმ ვალდებულებებზე, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება,ხანდაზმულობის ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის.
იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხის მიერ თანხა ბოლოს გადახდილი იქნა 2016 წლის 23 ივლისს , ხოლო მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მომართა 2019 წლის 10 დეკემბერს, სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია 2016 წლის 05 სექტემბრის, 2016 წლის 05 ოქტომბრის, 2016 წლის 05 ნოემბრის და 2016 წლის 05 დეკემბრის შესასრულებელი ვალდებულებების ნაწილში, ხოლო ხანდაზმული არ არის 2017 წლის 05 იანვრის გადასახდელი თანხის 124 ლარის ნაწილში, რაშიც მოპასუხემ ფაქტობრივად ცნო სარჩელი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 109.39 ლარი და პროცენტი 14.61 ლარი. რაც შეეხება იურიდიული მომსახურების საფასურს, აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად , უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის 4%-ს.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1.2016 წლის 05 ივლისს შპს "ტვინოსა" და გი-------–----ეს შორის გაფორმდა სესხის N 1-------- ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით 6 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 155.00%. პირგასამტეხლოს განაკვეთი: ყოველდღიური პირგასამტეხლო 1.00 % . ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 124.83 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება
- საკრედიტო ხელშეკრულება
3.1.2. დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე 05.07.2016 წლის N 1-------- სესხზე მოთხოვნის უფლება გადავიდა შპს "გლობუსზე" და სესხს მიენიჭა ახალი N 00000589359, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ორგანიზაციებს შემდეგი თანმიმდევრობით: შპს"ტ-----------------), შპს "პ------–-----------------------რო (4-----------–-----------–---------------8).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, მასზე დართული დოკუმენტები
- მხარეთა განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და სასარჩელო წარმოებით მომართა სასამართლოს. 05.07.2016 წ. დადებული N1-------- ხელშეკრულების ვადა -06.01.2017 წლამდე. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ვადაგადაცილების თარიღიდან (12.01.2017 წ.) 31.07.2018 წლამდე. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს პირველი გადახდის სახით დაფარული აქვს 128.70 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 60.36 ლარი, პროცენტი- 68.34 ლარი. შესაბამისად მისმა დავალიანებამ შეადგინა 1502.32 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 439.64 ლარი, პროცენტი 180.66 ლარი, პირგასამტეხლო 882.02 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი,- მხარეთა განმარტება
4.1.2. შპს "ლეგალ კონსულის" ს/კ 404527259 მიერ შპს "გ-–-------"-სათვის გაწეული იქნა იურიდიული მომსახურება , რომლის საფასური შეადგენს 100 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
სამოტივაციო ნაწილი
სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "ემას კრედიტის" სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი.
კანონები, რომლითაც იხელმძღანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 403-ე,404-405-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.
5.სამართლებრივი შეფასება
5.1. მოსარჩელემ თანხის გადახდის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ არსებით გარემოებაზე, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა მოპასუხის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
5.2 დადგენილია, რომ 2016 წლის 05 ივლისს შპს "ტვინოსა" და გი-------–----ეს შორის გაფორმდა სესხის N 1-------- ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი 500 ლარის ოდენობით 6 თვის ვადით. წლიური საპროცენტო განაკვეთი 155.00%. პირგასამტეხლოს განაკვეთი: ყოველდღიური პირგასამტეხლო 1.00 % . ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 124.83 ლარით. მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და სასარჩელო წარმოებით მომართა სასამართლოს. 05.07.2016 წ. დადებული N1-------- ხელშეკრულების ვადა -06.01.2017 წლამდე. პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ვადაგადაცილების თარიღიდან (12.01.2017 წ.) 31.07.2018 წლამდე. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს პირველი გადახდის სახით დაფარული აქვს 128.70 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 60.36 ლარი, პროცენტი- 68.34 ლარი. შესაბამისად მისმა დავალიანებამ კრედიტორის მიმართ შეადგინა 1502.32 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 439.64 ლარი, პროცენტი 180.66 ლარი, პირგასამტეხლო 882.02 ლარი.
დათმობის ხელშეკრულების თანახმად 05.07.2016 წლის N 1-------- სესხზე მოთხოვნის უფლება გადავიდა შპს "გლობუსზე" და სესხს მიენიჭა ახალი N 00000589359, რომელიც მანამდე ეკუთვნოდა ორგანიზაციებს შემდეგი თანმიმდევრობით: შპს"ტ-----------------), შპს "პ------–-----------------------რო (4-----------–-----------–---------------8).
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელე ნაწილობრივ დაეთანხმა მოპასუხეს სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, შესაბამისად დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვა გი-------–----ეს შპს გ-–-------ს სასარგებლოდ, N 1-------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს გადახდის გრაფიკით განსაზღვრული ბოლო ორი თვის გადასახდელი თანხის, 249.00 ლარის გადახდა. მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟისთანხის სახით 50 ლარის და იურიდიული მომსახურების ხარჯის 100 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუქნტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
5.3. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხად მიღებული თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში არ დაუბრუნა შპს "ემას კრედიტს". მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად. კერძოდ, მათ გრაფიკით გათვალისწინებული შესატანი შეეტანა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა, რითაც დაირღვა ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოპასუხეს სადავო არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას ვალდებულება არ შეუსრულებია. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კრედიტორს წარმოეშვა უფლება შეეწყვიტა მოპასუხესთან საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა ვალის დაბრუნება.
5.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება. (შდრ: სუსგ Nას-369-350-2015,30 ივლისი 2015). ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის, ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი სესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას.
სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამდენად ხსენებული ვადა აითვლება ყიოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად. (იხ. სუსგ 19.03.2015 წ.. საქმე N ას-868-830-2-14).
თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება , როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება თავიდან. (იხ. სუსგ 1.12.2010 წ. საქმე N ას-599-562-2010).
სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას უკავშირებს მოთხოვნის წარმოშობის მომენტს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ სემთხვევაში დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორისთვის კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ უნდა მოეხდინა წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა უნდა მოხდეს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს 2016 წლის 05 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული პირველი გადახდა უნდა მოეხდინა 2016 წლის 05 აგვისტოს, ხოლო ბოლო გადახდა 2017 წლის 05 იანვარს. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ 2016 წლის 23 ივლისს შპს"ტვინოს" ანგარიშზე შეიტანა პირველი გადასახადი 125 ლარის ოდენობით, რაც ბუნებრივია ჩაითვალა გრაფიკით გათვალისწინებულ პირველ გადახდად. (2016 წლის 05 აგვისტო). ამის შემდეგ მას გადახდა აღარ უწარმოებია. ანუ შპს გლობუსს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2016 წლის 05 სექტემბრიდან. სასამართლოს სარჩელით კი მომართა 2019 წლის 11 დეკემბერს. ამდენად სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (2019 წლის 11 დეკემბერი) ხანდაზმული იყო სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 11 დეკემბრამდე გადასახდელი თანხის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, 05.09.2016, 05.10.2016, 05.11.2016, 05.12.2016 წელს გადასახდელი თანხების, ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია, ხოლო 2017 წლის 05 იანვარს გადასახდელი 124.00 ლარის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ ჩაითვლება და ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან. ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. შესაბამისად მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა გადახდეს დაკისრებული თანხის და მხარეთა შორის დადებული ხელსეკრულების შესაბამისად.
6.0. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა
იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს "გ-–------- "-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2.მოპასუხე გი-------–----ეს (პ/ნ 4----------) შპს "გ-–-------ს" (ს/ნ 40------- სასარგებლოდ დაეკისროს 126(ასოცდაექვსი) ლარის და 08 თეთრის გადახდა. საიდანაც ძირი თანხაა 109.39 ლარი, პროცენტი-14.61 ლარი და პირგასამტეხლო 2.08 ლარი.
3. მოპასუხე გი-------–----ეს (პ/ნ 4----------) შპს "გ-–-------ს" (ს/ნ 40-------) სასარგებლოდ დაეკისროს 12.50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან.
4.მოპასუხე გი-------–----ეს (პ/ნ 4----------) შპს "გ-–-------ს" (ს/ნ 40-------) სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით დაეკისროს 20 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება, საქართველოს სსსკ-ის 365 მუხლის თანახმად, სააპელაციო წესით არ საჩივრდება.
მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი