გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.02.2020
საქმის ნომერი
330210019003187779
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22793-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი ანა ჩიკვილაძე

 

მოსარჩელე - ზ--------------ე

წარმომადგენელი - ზ------------ე

 

მოპასუხე - ი-----------–---–ი

 

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-----------–---–ს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500-500 (ხუთასი - ხუთასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, 2019 წლის 16 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

 

1.2. მოპასუხე ი-----------–---–ს არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ერთჯერადი ფულადი დახმარება 5000 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ზ--------------ე და მოპასუხე ი-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–-----------------დან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ი და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ი. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოპასუხე გასამართლებულ იქნა ზ--------------ის მიმართ ძალადობის ფაქტზე და მისჯილი ჰქონდა პატიმრობა. ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მოპასუხე კი არ ეხმარება ფინანსურად, არ ინტერესდება შვილების ბედით, თავს არიდებს მათ მოვლა-აღზრდას. ზ--------------ემ რამდენჯერმე მიმართა ი-----------–---–ს დახმარების თხოვნით ბავშვებისთვის წამლების შესაძენის მიზნით, მაგრამ უარი მიიღო. მოპასუხეს აქვს მეურნეობა სოფელში, მიწის ნაკვეთები, იყენებს ქორწინების პერიოდში შეძენილ მანქანას მეურნეობისთვის და გააჩნია შემოსავალი, რომელსაც ვერ იმეტებს შვილებისთვის (სარჩელი, 10.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-----------–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იმყოფება პატიმრობაში, რის გამოც, ვერ შეძლებს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდას (10.02.2020წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ზ--------------ე და მოპასუხე ი-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-----------------დან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ი და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები, აქტის ჩანაწერი N----------- და N----------- (ს.ფ. 17, 19);

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15).

 

3.1.2. მოპასუხე ი-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლიც რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - T------, მარკა, მოდელი - „ფორდ ესკეიპ“, გამოშვების წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი - 1----------------, ფერი - წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 05 ოქტომბრის N------------------- ცნობა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან (ს.ფ. 20).

 

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ზ--------------ეს 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 23 სექტემბრამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის მომართვა N------------- (ს.ფ. 35).

 

3.1.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ი-----------–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1102.5 ლარს, თებერვლის თვეში - 43.75 ლარს, მარტის თვეში - 43.75 ლარს, აპრილის თვეში - 43.75 ლარს, მაისის თვეში - 43.75 ლარს, ივნისის თვეში - 1500 ლარს, ივლისის თვეში - 43.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 43.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 43.75 ლარსა და 600 ლარს, ოქტომბრის თვეში - 43.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 43.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 43.75 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 44.64 ლარს, თებერვლის თვეში - 44.64 ლარს, მარტის თვეში - 44.64 ლარს და აპრილის თვეში - 44.64 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 26 სექტემბრის მომართვა N------------- (ს.ფ. 35).

 

3.1.5. ი-----------–---–ი არის მსჯავრდებული, 1 წელია იხდის სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისჯილი აქვს წელიწადნახევარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მომართვა და ხელწერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N----------------------------------–--------------------–--------------- დაწესებულებიდან (ს.ფ. 47-48, 57-58);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომელსაც დაეთანხმა მოსარჩელე (10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.7. ი-----------–---–ის საკუთრებაში, 2----–-–---------–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხებოდა საგარეჯოს რაიონში, სოფელ შ---–---–- 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------), რომელიც 2----–-–----------------, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გასხვისებულ იქნა ი------------–-–---–ზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 30 ივლისის და 2019 წლის 19 აგვისტოს ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 74-76).

 

3.1.8. ზ--------------ე 2019 წლის 16 აპრილამდე მუშაობდა სს „---------------–-----------------------–-------–---––-------–----- პოზიციაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 28 სექტემბრის N------ და 2018 წლის 22 ოქტომბრის N------- საავადმყოფო ფურცლები (ს.ფ.22-23);

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია (10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.9. არასრულწლოვანი ნ--------–---–ი და გ---------–---–ი ცხოვრობენ დედასთან - ზ--------------ესთან. მამა - ი-----------–---–ი არ მონაწილეობს ფინანსურად შვილების რჩენა-აღზრდაში. მოსარჩელეს შვილების რჩენა-აღზრდაში მშობლები ეხმარებიან;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით ზ--------------ეს, ი-----------–---–სა და ს--------–----------ეს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: 1.1. ს--------–----------ე (პ/ნ 0----------) 2----–-–---------------- სანოტარო აქტი N 1--------, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იღებს ვალდებულებას, მასსა და ი-----------–---–ს (პ/ნ 3----------) შორის გადასახდელი თანა 26272 (ოცდაექვსი ათას ორას სამოცდათორმეტი) ლარი გადასცეს ი-----------–---–ს იმდაგვარად, რომ ს--------–----------ე (პ/ნ 0----------) ჩარიცხავს ნ--------–---–ისა (დაბადებული 2----–-–------------, პ/ნ 0----------) და გ---------–---–ის (დაბადებული 2----–-–------------------- , პ/ნ 0----------) (ი-----------–---–ისა და ზ--------------ის საერთო შვილები) საბანკო ანგარიშზე, რომელიც იქნება საბანკო ანაბარი. შესაბამისად მითითებულ ანგარიშზე განთავსებული საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა იქნება არასრულწლოვნების: 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის საკუთრება და იქნება განთავსებული საბანკო ანაბარზე მათ სრულწლოვანებამდე. ორივე მშობელს: ი-----------–---–სა (პ/ნ 3----------) და ზ--------------ეს (პ/ნ 1----------) ეკრძალებათ ზემოაღნიშნული თანხის განკარგვა გარდა წერილობითი ურთიერთშეთანხმებისა რომელსაც წარუდგნენ ბანკს. 1.2. ს--------–----------ის (პ/ნ 0----------) მიერ მორიგების აქტის 1.1. პუნქტის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ს--------–----------ეს დაეკისროს 2----–-–---------------- სანოტარო აქტით სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების N 1-------- გადაცემული თანხის 26272 (ოცდაექვსი ათას ორას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა არასრულწლოვნების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა (პ/ნ 0----------) და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ 2020 წლის პირველ იანვრამდე და პირობის დარღვევის შემთხვევაში განხორციელდეს - ქონების, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ვ---------–------------------------–----------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- რეალიზაცია, წინამდებარე მოთხოვნის (თანხის გადაცემის) უზრუნველსაყოფად, მისი მოთხოვნის უფლება ექნებათ არასრულწლოვნების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის მშობლებს - ი-----------–---–სა (პ/ნ 3----------) და ზ--------------ეს (პ/ნ 1----------) ერთობლივად. მშობლები: ზ--------------ე და ი-----------–---–ი იღებენ ვალდებულებას ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა განათავსონ არასრულწლოვნების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის საბანკო ანგარიშზე, რომლის განკარგვაც ეკრძალებათ ორივე მშობელს ი-----------–---–სა (პ/ნ 3----------) და ზ--------------ეს (პ/ნ 1----------) მათი საერთო შვილების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის სრულწლოვანებამდე, გარდა წერილობითი ურთიერთშეთანხმებისა, ვინაიდან აღნიშნული თანხა წარმოადგენს 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის საკუთრებას. 1.3. არასრულწლოვნების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა (პ/ნ 0----------) და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის (პ/ნ 0----------) საბანკო ანგარიშების გახსნას უზრუნველყოფს დედა - ზ--------------ე (პ/ნ 1----------), რომელიც 05 (ხუთი) დღის ვადაში გადასცემს საბანკო რეკვიზიტებს ს--------–----------ეს(პ/ნ 0----------). 1.4. ს--------–----------ის (პ/ნ 0----------) მიერ მორიგების აქტის 1.1. პუნქტში მითითებული ვალდებულების შესრულების შემდეგ, ი-----------–---–სა (პ/ნ 3----------) და ზ--------------ეს (პ/ნ 1----------) ს--------–----------ისა (პ/ნ 0----------) და ერთმანეთის მიმართ 2----–-–---------------- სანოტარო აქტიდან სესხის, იპოთეკის და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების შესახებ N 1-------- გამომდინარე არავითარი პრეტენზია არ ექნებათ. ასევე მხარეები: ი-----------–---–ი (პ/ნ 3----------), ზ--------------ე (პ/ნ 1----------) და ს--------–----------ე (პ/ნ 0----------) თანხმდებიან, რომ გაუქმდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს--------–----------ის საკუთრებაში არსებულ ბინაზე მდებარე ქ. თბილისი, დასახლება ვ---------–------------------------–----------------------------, საკადასტრო კოდი 0---------------------- სამართლებრივი შეზღუდვა და იპოთეკის ხელშეკრულება, რისთვისაც ს--------–----------ე (პ/ნ 0----------) საჯარო რეესტრს წარუდგენს არასრულწლოვნების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა (პ/ნ 0----------) და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის (პ/ნ 0----------) სახელზე თანხის შეტანის დამადასტურებელ დოკუმენტსა და სასამართლოს განჩინებას მხარეთა შორის აღნიშნული მორიგების დამტკიცების თაობაზე. 1.5. ი-----------–---–ის (პ/ნ 3----------) სახელზე რეგისტრირებული ავტომობილის „ფორდ ესკეიპ“, გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი -1----------------, ფერი - წითელი 5/8. სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 06.01.2018 წელს, სანომრე ნიშნით T------ მესაკუთრეებად რეგისტრირებული იქნან მხარეთა საერთო შვილები 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ი (პ/ნ 0----------) და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ი (პ/ნ 0----------), აღნიშნული ავტომობილის ფლობისა და სარგებლობის უფლება ექნება ი-----------–---–ს (პ/ნ 3----------). 2025 წლის 01 იანვრიდან ზ--------------ე (პ/ნ 1----------) ი-----------–---–ის (პ/ნ 3----------) სურვილის შემთხვევაში თანახმაა გაიყიდოს ზემოაღნიშნული ავტომობილი და არ შეუშლის ხელს გაყიდვაში და ი-----------–---–ს (პ/ნ 3----------) უფლება აქვს ერთპიროვნულად გაყიდოს ავტომობილი „ფორდ ესკეიპ“ , გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი -1----------------, ფერი - წითელი 5/8. სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 06.01.2018 წელს, სანომრე ნიშნით T------. 1.6. ი-----------–---–ი (პ/ნ 3----------) კისრულობს ვალდებულებას ავტომობილი „ფორდ ესკეიპ“, გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი -1----------------, ფერი - წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 06.01.2018 წელს, სანომრე ნიშნით T------ გაყიდვის შემთხვევაში, გასხვისებით მიღებული თანხა განათავსოს არასრულწლოვნების 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა (პ/ნ 0----------) და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის (პ/ნ 0----------) საბანკო საანაბრე ანგარიშზე. ი-----------–---–ი (პ/ნ 3----------) კისრულობს ვალდებულებას ზემოაღნიშნული ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში გააფორმოს წერილობითი ხელშეკრულება ყიდვა/ნასყიდობის შესახებ და განახორციელოს ავტომობილის სანომრე ნიშანის და ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების საკითხებისა და ხარჯების გაწევა ზ--------------ის (პ/ნ 1----------) თანხმობის გარეშე შესაბამის ორგანოებში. 1.7. ი-----------–---–ს (პ/ნ 3----------) უფლება აქვს თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გადასცეს ავტომობილი „ფორდ ესკეიპ“, გამოშვების წელი 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი -1----------------, ფერი - წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A-------- გაცემული 06.01.2018 წელს, სანომრე ნიშნით T------ მამას - გივი ჭამიაშვილს (პ/ნ 36001034591).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განჩინება, საქმე N--------- (ს.ფ. 79-85).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ი-----------–---–ი მუშაობდა შპს „ავანგარდში“ 2----–-–------------------დან. იგი აწყობდა ავეჯს და ხელფასის ოდენობა განესაზღვრებოდა გამომუშავების მიხედვით. შრომითი კონტრაქტის მოქმედების დასრულების თარიღია 2----–-–------------------, ყოველთვიური ხელფასი (გამომუშავების მიხედვით, დაახლოებით) შეადგენდა 625 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ცნობა შპს „------------- მიერ (ს.ფ. 78);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.2. 2020 წლის 15 იანვარს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.1.0 მუხლის საფუძველზე ი-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ორჯერ იქნა დაჯარიმებული 50 ლარით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.02.2020წ. ჯარიმების ამონაწერი jarimebi.png-დან (ს.ფ. 71);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, რომ შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და იხდის ბინის ქირას. არასრულწლოვანი ნ--------–---–ი დაჰყავს საჯარო ბაგა-ბაღში, რისთვისაც ყოველთვიურად 10 ლარი ესაჭიროება. გარდა აღნიშნულისა, ბავშვების კვების, ჩაცმისა და მკურნალობის ხარჯი, თითოეულ ბავშვზე 1000 ლარს შეადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად იხდის ბინის ქირას, არასრულწლოვანი ნ--------–---–ი დაჰყავს საბავშვო ბაღში, სადაც ყოველთვიურად ესაჭიროება 10 ლარი, ასევე ბავშვების რჩენისთვის (ჩაცმის, კვების, მკურნალობის) ყოველთვიურად 1000-1000 ლარის საჭიროების შესახებ.

 

3.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ-----------------–---–ებს ესაჭიროებათ განსაკუთრებული კვება და მკურნალობა, მოსარჩელემ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ი-----------–---–ს შვილებისთვის წამლების შეძენისა და ექიმთან მიყვანის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

ამდენად, მართალია, სამართალწარმოება საოჯახო ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებში ინკვიზიციური პრინციპით წარმოებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ, აღნიშნული პრინციპი არ უგულებელყოფს შეჯიბრებითობის პრინციპს. შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ბავშვებს აქვს რაიმე ქრონიკული ან არაქრონიკული დაავადება, საჭიროებენ განსაკუთრებულ კვებას და მკურნალობას, რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ი-----------–---–ს შვილებისთვის წამლების შეძენისა და ექიმთან მიყვანის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ბავშვებს რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებთ (იხ. 10.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან, აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვების რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანთა საუკუთესო ინტერესი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ამა თუ იმ სადავო ფაქტის არსებობასთან ან არარსებობასთან დაკავშირებით უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის შესწავლასა და მათი იურიდიული ძალის დადგენას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, ვინაიდან, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ, სასარჩელო მოთხოვნა, ერთჯერადი ფულადი დახმარების მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

’’ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1215-ე და 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე ზ--------------ემ 500-500 ლარის ოდენობით ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო ორი არასრულწლოვანი შვილი - 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ი და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ი.

 

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ზ--------------ე და მოპასუხე ი-----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2----–-–-----------------დან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ი და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ი. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ოჯახური ურთიერთობა შეწყვეტილია. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან - ზ--------------ესთან, ხოლო ი-----------–---–ი არის მსჯავრდებული, 1 წელია იხდის სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისჯილი აქვს წელიწადნახევარი და არ მონაწილეობს შვილების რჩენა-აღზრდაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება - მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N14 ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).

 

ამავე კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს, ხოლო 27-ე მუხლით აღიარებულია, ასევე, ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან. სასამართლომ შეისწავლა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა და დადგინა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, ზ--------------ეს 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 23 სექტემბრამდე მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება ხოლო ი-----------–---–ის მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1102.5 ლარს, თებერვლის თვეში - 43.75 ლარს, მარტის თვეში - 43.75 ლარს, აპრილის თვეში - 43.75 ლარს, მაისის თვეში - 43.75 ლარს, ივნისის თვეში - 1500 ლარს, ივლისის თვეში - 43.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 43.75 ლარს, სექტემბრის თვეში - 43.75 ლარსა და 600 ლარს, ოქტომბრის თვეში - 43.75 ლარს, ნოემბრის თვეში - 43.75 ლარს, დეკემბრის თვეში - 43.75 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 44.64 ლარს, თებერვლის თვეში - 44.64 ლარს, მარტის თვეში - 44.64 ლარს და აპრილის თვეში - 44.64 ლარს. ასევე დადგენილ იქნა, რომ მოპასუხის საკუთრებაში, 2----–-–---------–---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხებოდა საგარეჯოს რაიონში, სოფელ შ---–---–- 3440 კვ.მ მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N------------), რომელიც 2----–-–----------------, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გასხვისებულ იქნა ი------------–-–---–ზე. მოპასუხე ი-----------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება, რომლიც რეკვიზიტებია: სანმრე ნიშანი - T------, მარკა, მოდელი - „ფორდ ესკეიპ“, გამოშვების წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი - 1----------------, ფერი - წითელი 5/8, სარეგისტრაციო მოწმობა - A--------.

 

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულებაში მოიაზრება მხარის მოვალეობა, არჩინოს ყველა ის პირი, რომელზე ზრუნვაც მას კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე ეკისრება, მის კმაყოფაზე იმყოფება და რჩენას საჭიროებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს არ გააჩნია ვალდებულებები სხვა პირების მიმართ და ჰყავს მხოლოდ ორი მცირეწლოვანი შვილი - ნ-----------------–---–ები. სასამართლო მიუთითებს იმ სამართლებრივ დანაწესზე, რომ ორივე მშობელი თანაბრად არის ვალდებული არასრულწლოვანი უზრუნველყოს მისი საჭიროებები და აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. დადგენილია, რომ ი-----------–---–ი არ ზრუნავს შვილებზე. მამის მხრიდან ბავშვებისათვის რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. როგორც ზემოთ აღინიშნა, მართალია მოპასუხე ი-----------–---–ი არის მსჯავრდებული და იმყოფება პატიმრობაში, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მის მიერ 2----–-–---------------- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გასხვისებულ იქნა 3440 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რის საფუძველზეც, ლოგიკურია, რომ მიიღო შემოსავალი, ამასთან, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მეშვეობითაც ასევე შეუძლია შემოსავლის მიღება. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვების ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა, თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების - ნ-----------------–---–ების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 130-130 ლარით.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისიწნებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.02.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ--------------ის მოთხოვნა - ი-----------–---–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე ი-----------–---–ის არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–------------ დაბადებული ნია ჭამიშვილისა და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის სასარგებლოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების დაკისრება 5000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).

 

დამატებითი ხარჯების განხორციელება გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თანხებით დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით.

 

იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ბავშვებს აქვთ რაიმე ქრონიკული ან არაქრონიკული დაავადება, საჭიროებენ განსაკუთრებულ კვებას და მკურნალობას, რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ი-----------–---–ს ბავშვებისთვის წამლების შეძენისა და ექიმთან მიყვანის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა, რაც მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, ხოლო მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ ბავშვებს რაიმე ქრონიკული დაავადება არ აწუხებთ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის დაყენების შესაძლო მეორე საფუძველს, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე პუნქტით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.

 

აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერც იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ი-----------–---–ს ბავშვებისთვის წამლების შეძენისა და ექიმთან მიყვანის მოთხოვნით, რაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხე ი-----------–---–ისთვის 5000 ლარის ოდენობით ფულადი დახმარების დაკისრების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ზ--------------ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ვინაიდან მოპასუხე ი-----------–---–მა სარჩელი არ ცნო, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591. 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ--------------ის სარჩელი, ი-----------–---–ის მიმართ, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ი-----------–---–ს (პირადი N3----------) არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–------------ დაბადებული ნ--------–---–ისა (პირადი N0----------) და 2----–-–------------------- დაბადებული გ---------–---–ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა თითოეულისათვის 130 (ასოცდაათი) - 130 (ასოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 16 სექტემბრიდან, მათ სრულწლოვანებამდე;

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე ი-----------–---–ისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების 5000 (ხუთიათასი) ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ი-----------–---–ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა