განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
330100119003309264
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5706-19

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი - ო----------------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნ---------------–-----------------------------------–-------–-–------------–-- რეგისტრირებული: თ--–------------–--------- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–------------------------------–------------------------

 

ადვოკატი - მ--------–------

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი - ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1 2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოვებით 21:00 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში, თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის----------სა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის----------- განაჩენებით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ---------------–---, ქ.თბილისში---------------------ში მდებარე შ--------------------ს სუპერმარკეტში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა სამ ცალ 200 მლ არაყს ,,ცელსი“, ორ ფილა შოკოლადს ,,ალპენ გოლდს“, სამ ცალ შოკოლადს „სნიკერსს“, ერთ ბოთლ ერთლიტრიან მინერალურ წყალ ,,ნაბეღლავს“ და ერთ ბოთლ ერთლიტრიან ზეთს ,,ბარაქას“, თუმცა განზრახვა ვერ მიიყვანა სისრულეში, ვინაიდან შეჩერებული იქნა სუპერმარკეტის თანამშრომლების მიერ მაღაზიის შესავლელ კარებთან. ნ---------------–---- ქმედების შედეგად შ------------------ შესაძლოა მისდგომოდა 50,20 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

2.სასამართლომ დაადგინა:

2.1 2019 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოვებით 21:00 საათიდან 21:30 საათამდე პერიოდში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის----------- განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი ნ---------------–---, ქ.თბილისში---------------------ში მდებარე შ--------------------ს სუპერმარკეტში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაღაზიის დახლიდან ფარულად დაეუფლა სამ ცალ 200 მლ არაყს ,,ცელსი“, ორ ფილა შოკოლადს ,,ალპენ გოლდს“, სამ ცალ შოკოლადს „სნიკერსს“, ერთ ბოთლ ერთლიტრიან მინერალურ წყალ ,,ნაბეღლავს“ და ერთ ბოთლ ერთლიტრიან ზეთს ,,ბარაქას“, თუმცა განზრახვა ვერ მიიყვანა სისრულეში, ვინაიდან შეჩერებული იქნა სუპერმარკეტის თანამშრომლების მიერ მაღაზიის შესავლელ კარებთან. ნ---------------–---- ქმედების შედეგად შ------------------ შესაძლოა მისდგომოდა 50,20 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის.

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.2 ნ---------------–---- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ უდავო მტკიცებულებების ერთობლიობას, მოწმების: ქ---------------–---------.10.2019) (19.10.2019)----------------------.11.2019) და თავად ნ---------------–---- (16.10.2019) (29.10.2019) გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისას, უპირველესად ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი საკანონმდებლო აქტით - საქართველოს კონსტიტუციით, რომლის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

 

4.2 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548, 22/01/2015, §41).

4.3 სასამართლომ დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ ნ---------------–---- ჩაიდინა სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამავე დროს, სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომლის თანახმადაც, ნ---------------–---- ქმედებაში იკვეთება 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.4 თელავის რაიონული სასამართლოს 2005 წლის----------ს განაჩენით, ნ---------------–---- მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია). ამავე სასამართლოს განაჩენით, ნ---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 19,108-ე მუხლით და სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ ნ---------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4.5 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის----------- განაჩენით, ნ---------------–---- 2005 წლის----------ს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, მსჯავრდებულს ამოერიცხა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით და მოცემულ ბრალდებაში გამართლდა. ნ---------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ 19,108-ე მუხლით და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და საბოლოოდ ნ---------------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე სასამართლოს განაჩენით, ნ---------------–---- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (მნიშვნელოვანი ზიანი) ამოერიცხა და მსავრი დაედო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომლისთისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა 3-12 წლამდე და წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს.

4.7 ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის №2937-რს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლში განხორციელდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა - ვადით 3-5 წლამდე. შესაბამისად, განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაუთა კატეგორიას.

4.8 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის-------------–-ს განაჩენით დაკმაყოფილდა ნ---------------–---- შუამდგომლობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის----------- განაჩენში შევიდა ცვლილება, რის შემდეგაც ნ---------------–---- მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია).

4.9 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.

4.10 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;

4.11 სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ---------------–---- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის----------- განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილი აქვს სრულად, რის გამოც იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2012 წლის 24-----------. აღნიშნულიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის-------------–-ს განაჩენით დღეს მოქმედი რედაცქიის შესაბამისობაში მოყვანით, გაუმჯობესდა ნ---------------–---- სამართლებრივი მდგომარეობა, რის საფუძველზეც ქურდობისთვის ნასამართლობა გაუქარწყლდებოდა 2015 წელს კალენდარულად, სასჯელის მოხდიდან 3 წლის შემდეგ.

4.12 სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი”. შესაბამისად, დანაშაულის მცდელობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა და ამგვარად შედეგის დადგომის, ანუ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის კონკრეტული საფრთხე შექმნა.

4.13 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. მოცემულ შემთხვევაში, ნ---------------–--- შეეცადა ფარულად დაუფლებოდა შ--------------------ს კუთვნილ ნივთებს, ჯამში ღირებულს 50,20 ლარად.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

5.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

5.2 საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

5.3 საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4 ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

5.5 ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, ნ---------------–---- დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაკეთილგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლოს თვლის, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას სავსებით უზრუნველყოფს ნ---------------–----ათვის ზემოაღნიშნული სასჯელის 02 (ორი) წლის ვადით შეფარდება, პირობითი მსჯავრის მოხდის პირობებში. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ნ---------------–---- მიერ სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით, წარმოადგენს განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრის საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ---------------–---- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილზე.

ნ---------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 0--------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ---------------–----, სასჯელად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

გაუქმდეს ნ---------------–---- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ ნ---------------–---- ყოფაქცევაზე, დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ ნ---------------–---- დაევალოს, საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).

 

განაჩენის აღსრულებაზე, მსჯავრდებულ ნ---------------–---- მიერ ჯარიმის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. სამი ბოთლი არაყი ,,ცელსი“, ერთი ბოთლი მინერალური წყალი, ერთი ბოთლი ზეთი ,,ბარაქა“, სამი ბატონი შოკოლადი ,,სნიკერსი“ და ორი ფილა შოკოლადი ,,ალპენ გოლდი“ - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე