გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210020003397472
#2/3 -20 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.02.2020 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ნ---- მ-------ე
წარმომადგენელი: მ--–---- ლ-----ი
მოპასუხე: ზ------ ჭ----–--ე
წარმომადგენელი: დ----- კ----–--ე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა 1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ნ---- მ-------ემ (პ/ნ. 5----------) მოპასუხე - ზ------ ჭ----–--ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით; სარჩელში მითითებულია, რომ ნ---- მ-------ის საკუთრებაშია უძრავი ქონება მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით მდებარე ს------- სოფელი ჩ--- თ----- მ----- ქუჩა საკადასტრო კოდი N3-.02.5-.0--. დაზუსტებული ფართობი 2315 კვადრატული მეტრი, შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართობით 1621,12 კვადრატული მეტრი და N2 მშენებარე შენობა. უძრავი ქონება საბანკეტო დარბაზია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მისი ნების გარეშე ფლობს მის ქონებას, რის გამოც იგი ითხოვს აღნიშნული ქონების განთავისუფლებას. მას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი და ამასთან აღნიშნული ქონება იპოთეკითაა დატვირთული.
ნ---- მ-------ის სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, გამოთავისუფლდეს ზ------ ჭ----–--ის უკანონო მფლობელობიდან ნ---- მ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: მდებარე ს------- სოფელი ჩ--- თ----- მ----- ქუჩა საკადასტრო კოდი N3-.02.5-.0-- დაზუსტებული ფართობი 2315 კვადრატული მეტრი, შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართობით 1621,12 კვადრატული მეტრი და N2 მშენებარე შენობა და ნ---- მ-------ეს აღნიშნული უძრავი ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მოსარჩელე მხარე ითხოვს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე მხარე - ზ------ ჭ----–--ე სარჩელს წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს და მიუთითებს, რომ მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა. იგი ამუშავებდა ამ საბანკეტო დარბაზს. მას შემდეგ , რაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ შეეჩერებია დარბაზის მუშაობა 2019 წლის 03 დეკემბრის შემდეგ დარბაზს არ უმუშავია, თუმცა დარბაზი არ დაუტოვებია. მას მიღებული აქვს მონაწილეობა მის მშენებლობაში. ამჟამად იგი ფლობს გასაღებს, მაგრამ გასაღები მოსარჩელესაც გააჩნია. მოპასუხე ადასტურებს, რომ მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ ფლობს დარბაზს. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ეკონომიურად უჭირს, რადგან იგი ფლობს სხვა უძრავ ქონებასაც და აქვს შემოსავალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. მხარეებს მიეცათ დამატებითი ვადა მორიგებისათვის, თუმცა საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ ნ---- მ-------ის სახელზე 2003 წლის 23 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N417 ბრძანების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონება- საკადასტრო კოდით 3-.02.5-.0-- დაზუსტებული ფართობი 2315 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართით 1621,12 კვადრატული მეტრიN02 მშენებარე შენობა.
დადგენილია, რომ უძრავი ქონება დატვირთულია იპოთეკით 2014 წლის 29 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
დადგენილია, რომ ამ მოცემულ უძრავ ქონებას ამჟამად ფლობს მოპასუხე. აღნიშნულ ფაქტს ის არ უარყოფს და ადასტურებს ახსნა-განმარტებაში
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.13-14)
- მხარეთა ახსნა- განმარტება
3.2.2. დადგენილია, რომ ნ---- მ-------ე არის ზ------ ჭ----–--ის აწ. გარდაცვლილი ძმის მეუღლე . დადგენილია, რომ ს.ს. ,,საქართველოს ბანკსა“ და ნ---- მ-------ეს შორის დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება 2019 წლის 18 ოქტომბრიდან 60 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება (ს.ფ.20-24)
- მხარეთა ახსნა -განმარტებები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ უძრავი ქონება - ს.კ. N3-.02.5-.0-- საიდანაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან განთავისუფლებას, წარმოადგენს მოსარჩელე - ნ---- მ-------ის საკუთრებას. მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა საწინააღმდეგო გარემოებას. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ფლობს აღნიშნულ ქონებას მოცემული პერიოდისათვის, თუმცა მას ამ ქონების ფლობის უფლება არ გააჩნიათ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 129-131-ე,170-ე, 172-ე, 312-ე, მუხლები სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
დადგენილია, რომ ნ---- მ-------ის სახელზე 2003 წლის 23 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის N417 ბრძანების საფუძველზე აღირიცხა უძრავი ქონება- საკადასტრო კოდით 3-.02.5-.0-- დაზუსტებული ფართობი 2315 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1 საერთო ფართით 1621,12 კვადრატული მეტრიN02 მშენებარე შენობა.
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება. სადავო შემთხვევაში სამივე პირობა სახეზეა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად ,,თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ნ---- მ-------ე არის უძრავი ნივთის (ს.კ.N3-.02.5-.0-- ) მესაკუთრე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნება შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის, რაც ხელშეკრულებითაც შეიძლება განისაზღვროს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოპასუხე ზ------ ჭ----–--ეს კანონის შესაბამისად გაცემული საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი ან მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მოცემულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნია. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე დღემდე ფლობს მოსარჩელე - ნ---- მ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს აღნიშნული უძრავი ქონების ფლობის უფლება არ გააჩნიათ.
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის შესაბამისად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში მესაკუთრედ აღრიცხულია მოსარჩელე.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებში საკუთრების უფლება არ არის დეკლარირებული, მათში ასახული მთელი რიგი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის აუცილებელია, რომ საკუთრების უფლება იყოს დაცული.
6.6.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
6.7.ამდენად სასამართლო თვლის, რომ არსებობს სათანადო სამართლებრივი საფუძვლები სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება კ) 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი სარჩელებზე არის დავის საგნის სამი პროცენტი,ხოლო მეორე ნაწილის შესაბამისად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით , რის გამოც ზ------ ჭ----–--ეს ნ---- მ-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარი, ხოლო ნ---- მ-------ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 60 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ---- მ-------ის სარჩელი მოპასუხე - ზ------ ჭ----–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს და ზ------ ჭ----–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას (გამოსახლებული იქნას) უძრავი ქონება მდებარე: ს------- სოფელი ჩ--- თ----- მ----- ქუჩა ს.კ. N3-.02.5-.0-- და ნ---- მ-------ეს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
2.ნ---- მ-------ის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. ზ------ ჭ----–--ეს ნ---- მ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარის გადახდა.
4. ნ---- მ-------ეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი-60 ლარის ოდენობით(საგადასახადო დავალება N0, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 120 ლარი, გადამხდელი - მ--–---- ლ-----ი პ/ნ5----------, სახელმწიფო ბაჟი ნ---- მ-------ის სარჩელზე) გადახდის თარიღი: 06.01.2020 წელი) კანონით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით(მდებარე: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ.№3). ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32), ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი