განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
210100119003129098
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100119003129098

საქმე № 1/152-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. სიღნაღი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე პაატა ნოზაძემ

მარი მირიანაშვილის მდივნობით

 

პროკურორ _ გიორგი ნადირაძის,ბრალდებულების _ დავით ძმანაშვილისა და გელა ძმანაშვილის,ადვოკატ - ზურაბ ზურაბაშვილის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №034240619001

 

ბრალდებულ დავით ძმანაშვილის მიმართ

 

დაბადებული: 18.05.1997 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 40001039536

განათლება: არასრული საშუალო განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

რეგისტრირებული: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, ტაბიძის ქუჩა №18

ფაქტობრივად მცხოვრები: ფაქტობრივად მცხოვრები: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, დ.აღმაშენებლის მე-7 ჩიხი №4

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულ გელა ძმანაშვილის მიმართ

დაბადებული: 20.09.1971 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

პირადი ნომერი: 40001029562

განათლება: ტექნიკური განათლების მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე (პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი)

რეგისტრირებული: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, ტაბიძის ქუჩა №18

ფაქტობრივად მცხოვრები: სიღნაღის რაიონი, ქ. წნორი, დ. აღმაშენებლის მე-7 ჩიხი №4

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ ე “ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი)

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

1. წარდგენილი ბრალი (გელა ძმანაშვილი):

 

1.1 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით გელა ძმანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართვეკლოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გათვალიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

 

2019 წლის 22 ივნისს, დახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა - ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა გელა ძმანაშვილმა სახისა და მკლავების არეში ხელის რამდენიმე დარტყმითა და იატაკზე დაგდებით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - შორენა ძმანაშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით გელა ძმანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გათვალიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

 

2019 წლის 24 ივნისს, დახლოებით 01:30 საათზე, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოჯახში ძალადოვისთვის ნასამართლევმა - გელა ძმანაშვილმა ხელი კვრით, ლითონის ჭიშკარზე მიხეთქებით და კეფის არეში ხელის რამდენიმე დარტყნმით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის - შორენა ძმანაშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. წარდგენილი ბრალი ( დავით ძმანაშვილი):

2.1 2019 წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოსა და მის გარეთ, ოჯახური კონფლიქტის დროს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა - დავით ძმანაშვილმა, თავის არასრულწლოვან ძმასთან - 16 წლის გიორგი ძმანაშვილთან ერთად ხელებისა და ნიჩბის სხეულის სხვადასხვა ადგილებში არაერთი დარტყმით ძალადობა განახორციელა მამის - გელა ძმანაშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.2 დავით ძმანაშვილმა ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უკეთებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 1055,56 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - მცენარე კანაფს, რაც 2019 წლის 24 ივნისს ამოღებული იქნა შსს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.

 

3. სასამართლომ დაადგინა:

 

3.1. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ:

 

3.1.1 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით გელა ძმანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართვეკლოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გათვალიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

 

2019 წლის 22 ივნისს, დახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ოჯახში ძალადოვისთვის ნასამართლევმა - გელა ძმანაშვილმა სახისა და მკლავების არეში ხელის რამდენიმე დარტყმითა და იატაკზე დაგდებით ძალადობა განახორციელა მეუღლის - შორენა ძმანაშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.1.2 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით გელა ძმანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართვეკლოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

 

2019 წლის 24 ივნისს, დახლოებით 01:30 საათზე, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოჯახში ძალადოვისთვის ნასამართლევმა - გელა ძმანაშვილმა ხელის კვრით, ლითონის ჭიშკარზე მიხეთქებითა და კეფის არეში ხელის დარტყნმით ძალადობა განახორციელა მეუღლის - შორენა ძმანაშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.2 2019 წლის 24 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოსა და მის გარეთ, ოჯახური კონფლიქტის დროს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დავით ძმანაშვილმა, თავის არასრულწლოვან ძმასთან - 16 წლის გიორგი ძმანაშვილთან ერთად, ხელების სხვადასხვა ადგილებში არაერთი დარტყმით ძალადობა განახორციელა მამის - გელა ძმანაშვილის მიმართ, რის შდეგადაც ამ უკანასკლმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.2.1 დავით ძმანაშვილმა ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა და კულტივირებას უკეთებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 1055,56 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - მცენარე კანაფს, რაც 2019 წლის 24 ივნისს ამოღებული იქნა შსს სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა (გელა ძმანაშვილი):

 

4.1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. (ორი ეპიზოდი)

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა (დავით ძმანაშვილი):

 

4.1 ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

4.2 ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

5. მტკიცებულებები, რომელთაც ეყრდნობა სასამართლო:

 

5.1 მოწმე შორენა ძმანაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებული გელა ძმანაშვილი მისი მეუღლეა, ხოლო დავით ძმანაშვილი - შვილი. მომხდარი ფაქტის დროს ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქ.წნორში. 24 წელია რაც ქორწინებაში იმყოფება და მეუღლესთან მას დაძაბული ურთიერთობა აქვს ეჭვიანობის ნიადაგზე, ხშირად აქვთ კონფლიქტები. მოწმემ განმარტა, რომ 2018 წელს როდესაც მეუღლესთან გაშორებული იყო და არ ურიგდებოდა, გელა ძმანაშვილმა მის მიმართ განახორციელა ოჯახური ძალადობა. ბრალდებულ გელა ძმანაშვილს შეურიგდა 2019 წლის 21 ივნისამდე 2 კვირით ადრე, მანამდე ერთად არ ცხოვრობდნენ, მათ ასევე კონფლიქტი ჰქონდათ შვილის - დათო ძმანაშვილის გამო, რომელიც ახალი გამოსული იყო ციხიდან. ბრალდებული გელა ძმანაშვილი ხშირად იღებდა ალკოჰოლს, შერიგებიდან ერთი ორი დღე არ ჰქონდათ კონფლიქტი იმის შემდგომ სულ კონფლიქტი ჰქონდათ, როდესაც ნასვამი იყო იგი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს და ფიზიკური ძალადობა განახორციელა 2019 წლის 22 ივნისს ღამით. ამ დროს სახლში იყვნენ მოწმე, გელა, დათო და შვილიშვილი, რომელსაც ეძინა, გვიან ღამით სახლში დაბრუნებულმა გელამ მოიკითხა შვილები თუ რატომ იყო სახლში მოსული მისი გოგო და ამის ნიადაგზე მოუხდათ შელაპარაკება. გელამ სახეში დაარტყა ხელი მოწმეს. მოწმემ უთხრა, რომ დათო სახლში იყო და რას აკეთებდა. ამის შემდგომ გელა ძმანაშვილი გახდა უფრო აგრესიული მის მიმართ, რის გამოც დაზარალებული დაეჯახა მაგიდას და დაბლა დაეცა. ამის შემდგომ წაქცეულზე დაუწყო გელამ ცემა ფეხებსაც ურტყავდა და ხელებსაც, ტანზე და თავშიც და ამ მოქმედებების შედეგაც დაზარალებულმა განიცადა ტკივილი. ამ დროს, შემოვიდა ოთახში დათო, რომელმაც დაინახა ძირს დავარდნილი დედა. დათოს გამოსვლის შემდეგ, გელა ისევ იწევდა დაზარალებულზე და ახორციელებდა დაზარალებულის მიმართ ძალადობას. ამ დროს მეზობლებიც შემოვიდნენ და მისმა შვილმა ხელი გაშვებინა გელას. ამ დროს იმყოფებოდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის შუშაბანდში. აღნიშნული ძალადობის კვალი დაზარალებულ ეტყობოდა. მეორე დღეს გელა ძმანაშვილი არ იმყოფებოდა სახლში, 24 ივნისს დაბრუნდა საღამოს, იყო ნასვამი. იმ დღეს დათოს და გიორგის შორის ადგილი ჰქონდა კამათს, ამ დროს გელა ძმანაშვილი იმყოფებოდა მეორე ოთახში დანარჩენ ოჯახის წევრები ერთ ოთახში, მოწმემ შევიდა იმ ოთახში, სადაც გელას ეძინა და უთხრა, რომ მან შვილებში შორის კონფლიქტი ჩამოაგდო და თავად ეძინა მშვიდად, ამ დროს გელამ სცადა მისთვის ხელი მოეკიდა, მაგრამ დაზარალებულმა მოასწრო და კიბეზე ჩაირბინა, გელა მას დაეწია და გარეთ გასასვლელ ჭიშკართან დაიჭირა, ხელი მოუჭირა კისერში და „ ქუჩას “ მიახეთქა. შემდგომ გვერდით გაათრია იგი და ნიჩაბის ჩარტყმას აპირებდა, ამ დროს მისმა ქალიშვილმა დაიძახა, რომ გელა დედას ნიჩაბს ურტყავდა, რა დროსაც მისი ვაჟებიც ჩავიდნენ ეზოში. ბიჭებმა ხელების გამოყენებით სცემს გელა, გელას ხელში ეკავა ნიჩაბი, გელა ამ ძალადობის დროს არ წაქცეულა, იმ მომენტში გელას დაზიანებები მოწმეს არ შეუნიშნავს, გელას დაზიანებები სასამართლოზე ნახა, რომ თვალთან გქონდა სისხლჩაქცევა. მოწმემ განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებული მეორე ძალადობის შედეგაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნარკოტიკული საშუალებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ იმ მცენარეებს, რაც ჰქონდა ეზოში დათესილი, ვინ უვლიდა და ვისი იყო არ იცის, მოწმემ განმარტა, რომ მას გამოძიების ეტაპზე არ უთქვამს, რომ მცენარეებს უვლიდა გელა, რადგან მისმა შვილმა დაიბრალა. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც შვილებმა კამათი დაიწყეს შუშები თავად მოწმე ჩამოამტვრია შვილიშვილის საჭმლის ქვაბით, მოწმემ განმარტა, რომ მას მიყენებული დაზიანებები ორი კვირა ეტყობოდა, 22 ივნისს მიყენებული დაზიანებები 24 ივნისს ეტყობოდა, მოწმემ განმარტა რომ 24 ივნისს მხოლოდ თითზე მიიღო დაზიანება ხოლო 22 ივნისის შემდეგ დაზიანებული ჰქონდა მთელი სხეული. მოწმემ განმარტა, რომ შუშები რომ ჩამოამტვრია და გამობრუნდა გაიგო გელას საწოლიდან ადგომის ხმა და მიხვდა რომ იერიშზე იყო, 24-ში გელამ დაზიანება მანამდე მიაყენა სანამ მისი შვილები ჩაერეოდნენ.

 

5.2 ბრალდებულ დავით ძმანაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა რომ 2019 წლის 22 ივნისს ღამის საათებში იმყოფებოდა სახლში, ამ დროს სახლში იყვნენ დედამისი - შორენა ძმანაშვილი და მამა - გელა ძმანაშვილი, მას ჰქონდა კონფლიქტი მამასთან, ჰქონდათ გაწევ-გამოწევა, ამ დროს ერთმანეთს ხელებით შეეხნენ, შუაში ჰქონდათ მაგიდა, რომელიც დაიმტვრა. იქ იყო დედამისი, რომელიც შიგნით მოყვა. ბრალდებულმა განმარტა, რომ რაც მისმა დედამ მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა არ ეთანხმება. შორენა ძმანაშვილი ამ დროს გვერდზე იყო და აშველებდათ, წაბორძიკების დროს მაგიდას რომ დაეცა და ამხელა კაცი დააწვა გადავარდა, ამხელა კაცი რომ დაეჯახა. ამ ჩხუბის შედეგად დედამ რაიმე დაზიანება მიიღო თუ არ იცის, სისხლი არ მოსდოდა, სახეზე არ ჰქონდა დაზიანება. ამ დღეს ლეილო ძმანაშვილი და მისი ძმა მივიდნენ 2 საათში. მოწმემ განმარტა, რომ 22 ივნისს ღამის საათებში მათთან სახლში მეზობლები გია და მაია არ შესულან, ჩხუბის დროს არ შესულან, შემდგომ შევიდნენ, 23 ივნისს მივიდა სახლში ღამით, მისი ძმა და მამასი ლუდს სვავდნენ. ამ დროს ბრალდებულს მოწეული ჰქონდა „პლანი“, ბრალდებულმა მიუთითა, რომ მასზე მამამისი საუბრობდა, რაზედაც დავით გაღიზიანდა და უთხრა თუ რატო საუბრობდა მასზე სხვებთან და რატომ თვითონ არ ესაუბრებოდა. ამის შემდეგ მოუხდათ ჩხუბი ეზოში, რა დროსაც მისმა ძმამ გიორგი ძმანაშვილმა გელა ძმანაშვილს დაარტყა თუ არა არ იცის, გიორგი აშველბდათ თუ მამას ურტყავდა არ იცის. დედამისი აშველბდათ, რა დროსაც გაიქნია თვითონ თუ გელამ არ იცის და კარებს მიეხეთქა, მერე გარეთ გააგრძელეს ჩხუბი. ამის შემდეგ ბრალდებული უკან შებრუნდა შარვალი ჩაიცვა და შემდეგ გამოვიდა, და ისევ გააგრძელეს ჩხუბი, ამ დროს მოვიდა პოლიცია და ჩაატარეს სახლის ჩხრეკა, პოლიციამ წაიყვანა გელა, დავითი თავის ფეხით ავიდა პოლიციაში, დავითი დაკითხვის მერე დააკავეს და სიღნაღში აიყვანეს, შემდეგ გელა გაუშვეს და ისევ დაიჭირეს. მოწმემ განაცხადა. რომ პლანი მისი იყო და მამამისი არ მოიხმარდა. მოწმემ განმარტა, რომ სახლის მეორე სართულზე 23 ივნისს კონფლიქტი არ მოსვლიათ მას და მამამისს. ბრალდებულმა განმარტა რომ მან პირველმა დაარტყა გელას. პროკურორის შეკითხვაზე: “ გელას შორენასთვის არ დაურტყავს თუ არ დაგინახავთ?“ მოწმე უპასუხა, რომ არ დაუნახავს რომ დაარტყა, შეიძლება თავადაც დაარტყა. მოწმემ განმარტა, რომ მას არ გაუგია რომ დედამისს თითი ჰქონოდა დაზიანებული, დედამ თქვა, რომ ხელი იტკინა და გაიარა, მას არ უთქვამს რა დაზიანება ჰქონდა.

 

5.3 ბრალდებულ გელა ძმანაშვილის ჩვენებით დგინდება რომ 2019 წლის 22 ივნისს, სამუშაოდ სახლში დაბრუნდა, მოიკითხა შვილი დავითი, ამ დროს სახლში იყვნენ სამნი, თავად მოწმე, დავითი და შორენა, ხოლო შვილიშვილს ეძინა, სიტყვიერი შელაპარაკება დავითსა და გელას შორის გადაიზარდა ძიძგილაობააში, აშველბდა შორენა, ამ დროს იქვე მდგომი მაგიდა წაიქცა და მოყვა შორენა და მიიღო დაზიანება. შორენას გაშველებისას არ იცის ზუსტად ვისი ხელი მოხვდა, შეიძლება ბრალდებულის ხელიც მოხვდა, მას არ უნახავს მისი მეუღლის დაზიანებები. 22 ივნისს წავიდა და 23 ივნისს დაბრუნდა მოწმე სახლში, ამ დროს იყო ნასვამ მდგომარეობაში, გიორგი ძმანაშვილი და ლეილო რომ დაბრუნდნენ სახლში გელა უკვე სახლში არ იყო, მაგიდა რომ გადაყირავდა სამივე დაეცნენ, გელა წამოდგა და წავიდა. ბრალდებული ვერ ადასტურებს, შეიძლება შორენამ დაზიანება წაქცევისას მაგიდის ქვეშ მოყოლისას მიიღო ან შეიძლება გაშველებისას ხელიც მოხვდა. 23 ივნისს იგი სამუშაოდან რომ დაბრუნდა მივიდა მამისის მხარეს სახლში, ეზოში პატარა შვილთან ერთად სვავდა ლუდს. ამ დროს შევიდა დავითი რომელიც შეაგინა გელამ. დავითი ავიდა ზევით სახლში, ცოტა ხანში დავითი ჩამოვიდა ლანძღვით და ამის გამო მოუვიდათ შელაპარაკება გელას და დავითს. მისი ცოლი 23 ივნისის ფაქტთან არაფერ შუაში არ არის, ჩხუბს დროს გიორგი ურტყავდა თუ არა ხელს ვერ იტყვის, ვერ გაიგო გაშველებაში ვინ წაკრა ხელი. ამ დროს მივიდა პოლიცია, მას ამ დღეს მეუღლესთან კონფლიქტი არ ჰქონია. 22 ივნისს მისი მეუღლე გაშველებისას დაზიანდა, ფანჯრის მინა რა დროს დაიმტვრა არ იცის, 23 ივნისს მას გაშველებისას მეუღლე არ დაუნახავს და არც ფიზიკურად არ შეხებია, 23 ივნისს დაზიანებები მიიღო თუ არა არ დაუნახავს, თითი ჰქონდა თუ არა შორენას დაზიანებული არ უთქვამს. 22-ში დაზიანებები მიიღო მის გამო გაშველებისას, მათ რომ „სპორი“ მოუვიდათ ამიტომ მიიღო დაზიანება, პირველ ეპიზოდში თავს დამნაშავედ ცნობს, გაზრახ არ დაურტყავს, მათ რომ ჩხუბი არ მოსვლოდათ შორენა დაზიანებას არ მიიღებდა.

 

5.4 მოწმე ლეილო ძმანაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ცხოვრობს დედასთან, მამასთან ძმებთან და შვილთან ერთად, ბრალდებული დავითი მისი ძმაა, ხოლო გელა მამა. 2019 წლის 22 ივნისს იგი სამსახურიდან მოიყვანა ძმამ გიორგი ძმანაშვილმა. დედა დახვდა ნაცემი, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და სილურჯეები ჰქონდა სახეზე, და მკლავზე. სახლში დახვდნენ ძმა დავითი და მეზობლები, დედამ უთხარა, რომ ჩხუბი მოუვიდა გელასთან და გელამ სცემა. ეს ხდებოდა მეორე სართულზე მისაღებ ოთახში, ნივთები დაბლა იყო დაყრილი, მაგიდა იყო დაზიანებული, ამ ცემის ფაქტს შეესწრო მეზობელი ქალი მაია, რომლის გვარიც არ იცის მოწმემ. ამ ფაქტს ესწრებოდა ასევე მისი მეუღლე, მათ გააშველს გელა და შორენა, მოწმე თავად ჩხუბს არ შესწრებია, მოწმის მისვლის დროისთვის დათოს იყო მისაღებში, გელა სახლში არ იყო, დედის საუბარს რომ გელამ სცემა მოისმინა ყველამ, მეზობლებმა, დათომ და გიორგიმ, ამის შემდეგ მეზობელმა ყველა თავისთან წაიყვანა რათა გელა არ დაბრუნებულიყო და კვლავ არ ეჩხუბა, 23 ივნისის ღამეს მამა სახლში დაბრუნდა და ლუდს სვავდა ეზოში. მოწმე და შორენა იყვნენ მეორე სართულზე სახლში, დათოს ეძინა, მამა ავიდა მეორე სართულზე დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მაგრამ შორენამ მას ყურადღება არ მიაქცია, ამის შემდგომ გელა წავიდა დასაძინებლად, ცოტა ხანში შორენამ გაბრაზებულმა მინა ჩაამტვრია, ამ დროს მოწმე იყო ეზოში და იქედან უყურებდა ამ ყველაფერს, დედა ჩავიდა ეზოში მას ჩამოყვა გელა და აყენებდა სიტყვიერ შეუარცხყოფას, გელამ ხელი მოკიდა თმაში, ორჯერ ჩაარტყა კეფაში და რკინის კარზე მიახეთქა, გელამ იქვე მიყუდებული ნიჩაბი აიღო და უნდა დაერტყა შორენასთვის და ამ დროს სახლის მეორე სართულიდან ჩამოვიდნენ დათო და გიორგი და მათ დაუწყეს გელას ჩხუბი, ძიძგილაობა იყო, ამ დროს შორენა ეზოში იყო, შორენა სახლში აბრუნდა ბავშვი ტიროდა და ის აიყვანა ხელში, მოწმემ განმარტა რომ დათო და გიორგი გელას სცემდნენ და ურტყავდნენ, ეს ხდებოდა სახლის მოპირდაპირე მხარეს, ჩხუბი დაიწყო მათ ეზოში და გაგრძელდა შემდგომ გარეთ, ამის შემდგომ გამოვიდნენ მეზობლები, მოწმეს პაპა და ბებია, სანამ პოლიცია არ მოვიდა მათი ჩხუბი გრძელდებოდა, მოწმე და შორენაც გარეთ იყვნენ და შორენას ბავშვი ეკავა ხელში, შორენას გელასთვის არ დაურტყავს, მას ბავშვი ეჭირა ხელში, კეფაში ჩარტყმისას და რკინის კარზე მიჯახებისას რა დაზიანება მიიღო არ დაუნახავს, შემდეგ შორენამ თქვა რომ თითი ჰქონდა დაზიანებული. მოწმემ დააზუსტა რომ პირველ დღეს დედას შენიშნა რომ ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ჩასისხლიანებული ჰქონდა ხოლო მეორე დღეს შენიშნა რომ სილურჯეები ჰქონდა მკლავზეც. შორენას ხელში ეკავა ბავშვი და თან აშველებდათ გელას და ბიჭებს, თითზე დაზიანება 23-ში მიიღო და ეს იცის იქედან, რომ დაინახა როგორ მიაჯახა კარზე, ხოლო შემდეგ ნახა რომ თითი დალურჯებული ჰქონდა. უშუალოდ თითის მირტყმის ფაქტი არ დაუნახავს, მოწმეს არ დაუნახავს გაშველებისას ეზოში სხვისგან მოხვედროდა ხელი შორენას.

 

5.5 მოწმემ მარინა კვირჭიშვილის ჩვენებით დგინდება, რომ იგი ცხოვრობს ბრალდებულების მეზობლად დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით მათი სახლი მოპირდაპირე მხარეს, 2019 წლის 23 ივნისი ღამეს გაიგონა ხმაური მეზობლის სახლიდან, ჩხუბის ხმა ფანჯრების მსხვრევის ხმა, ეს ხმაური გამოდიოდა გელას ბინიდან, ჩხუბმა გადაინაცვლა მოწმის სახლთან ამ დროს გამოიხედა და დიანახა რომ გელა, დავითი, გიორგი, შორენა ჩხუბობდნენ, გელას ურტყავდნენ გიორგი და დათო, ადგილზე იყო გელას ცოლი შორენა გოგო ლეილა. მეტი ადგილზე არავინ არ იყო, შორენა მათ აშველებდათ, ჩხუბის დროს ლეილას ბავშვი შორენას ეკავა ხელში, შორენაზე დაზიანები არ დაუნახავს, სახლში შიგნით რა ხდებოდა არ იცის.

 

5.6 მოწმემ ციალა გიორგიანცის ჩვენებიდან დგინდება, რომ გელა ძმანაშვილი მისი შვილია, ხოლო დავითი მისი შვილიშვილი. მოწმის სახლი ბრლდებულების სახლიდან 10-15 მეტრის მოშორებით მდებარეობს მათი სახლის გვერდით, 23 ივნისს ღამით შემოესმა ყვირილის ხმა, გელას სახლიდან გამოსულ მსხვრევის ხმაზე გამოვიდა სახლიდან, მოურა სახლს მაღაზიის მხრიდან სადაც ნახა გელა მარტო მჯდომი სისხლიანი მოწმეს არ უთხრა თუ რა დაემართა, ამ დროს დაინახა რომ გელასკენ მოემართებოდნენ შორენა ბავშვით, ლეილო, დავითი და გიორგი, მათ სურდათ გელას ცემა, გელა გაიქცა და ესენიც გამოყვნენ, ამ დროს პოლიციაც მივიდა და მათ წაიყვანეს გელა, ამ ფაქტამდე 2 დღით ადრე რამე კონფლიქტი მოხდა თუ არა გელას ოჯახში არ იცის. იგი მუშაობს და მთელი დღე გასულია, ხმაურის გაგონებიდან წუთებში მივიდა იქ, გელას ყველა ურტყავდა გიორგიც, დათოც, ლეილოც და შორენაც, შორენას ბავშვი ეჭირა ერთ ხელში და მეორე ხელით აშველება. შორენას არავინ ურტყავდა გელას დარტყმის თავი არ ჰქონდა, მოწმესაც მოხდა ერთი. მოწმეს არ დაუნახავს რომ შორენა ძმანაშვილს დაზიანება ჰქონოდა.

 

5.7 მოწმემ ალექსი გიორგიანცის ჩვენებიდან დგინდება რომ გელა ძმანაშვილი მისი შვილი, დავითი შვილიშვილი, 23 ივნისის კონფქლიტთან დაკავშირებით განმარტა რომ იგი იმ დღეს იყო სახლში მას არაფერი არ დაუნახავს, გაიგო რომ ბავშვების გამო იყო ჩხუბი, ვინ ვის ცემა არ გაუგია.

 

5.8 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის დასკვნიდან გამომდინარე თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქალაქე შორენა ძმანაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები და ნაჭდევები, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმდებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

5.9. მოწმის სახით დაკითხულმა ექიმ-ექსპერტმა თამაზ ზედელაშვილმა მხარი დაუჭირა 2019 წლის 24 ივნისს მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნას შორენა ძმანაშვილის მიმართ და განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩატარდა პირადი გასინჯვის საფუძველზე, თითის ნაჭდევი არ შეიძლება ყოფილიყო ორი დღის წინანდელი, ეს დაზიანება იყო ახალი, ყველა დაზიანება განვითარებულია მკვრივი ბლაგვის საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზარალებულის თითზე დაზიანება შეიძლება განვითარებულიყო შეჯახების ან მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ბრალდებულ გელა ძმანაშვილის შეკითხვაზე:“ სისხლჩაქცევები შეიძლება დაავადება იყოს?“ ექსპერტმა უპასუხა რომ სისხლჩაქცევები შეიძლება განვითარებული იყოს რაიმე დაავადების შედეგად, მაგრამ რაც შეეხება ნაჭდევებს ის განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. ექსპერტმა განმარტა რომ თითზე მიყენებული დაზიანება რომ განვითარებული იყო რაიმე სახის დაავადებით გამორიცხულია.

 

5.10. მოწმე გიორგი ძმანაშვილის ჩვენებიდან დგინდება რომ ბრალდებული გელა ძმანაშვილი არის მისი მამა, დავითი - ძმა. 2019 წლის 21 ივნისს გვიან, დაახლოებით ღამის პირველ საათზე იგი დასთან ერთად დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდნენ დედა, ძმა, დისშვილი და მეზობელი მაია, სხვა ვინმეც თუ იყო არ ახსოვს, იქ შეიტყო რომ დედამ და მამამ იჩხუბეს და მამამ ხელი დაარტყა დედას, დედას ვიზუალურად რამე ეტყობოდა თუ არა არ დაკვირვებია, ამის შემდეგ მეორე დღეს საღამოს გელა დაბრუნდა სახლში, იგი ლუდს სვავდა, მანამდე დედას და მამას კონფლიქტი ჰქონდათ, შემდეგ დამ დაიყვირა, ყვირილის ხმაზე ჩავიდნენ მოწმე და მის ძმა დაბლა და დაინახეს, რომ გელას დედასთან ჩხუბი ჰქონდა, იყო გაწევ-გამოწევა, გელას ხელში ეკავა ნიჩაბი. მივარდნენ მოწმე და მისი ძმა, დავითიც ცდილობდა ნიჩაბის წართმევას, გელას ურტყავდნენ თავად მოწმე და დავითი, ამ დროს შორენას ბავშვი ეკავა და ცდილობდა შვილები და ქმარი დაემშვიდებინა. მოწმემ განმარტა, ჩხუბი რომ მოუვიდა იმის მეორე დღეს დაინახა რომ დედას დაზიანებები ჰქონდა, დედამ თქვა რომ ეს დაზიანებები გელამ მიაყენა ჩხუბის დროს, თითზე ჰქონდა თუ არა დაზიანება არ იცის, მოწმემ გაიგონა მტვრევის ხმა ,ამ დროს გელა მეორე სართულზე იყო ოთახში დასაძინებლად, ნიჩაბის დარტყმის ფაქტი მოწმეს არ დაუნახავს, თითი რომ ჰქონდა დაზიანებული შორენას თავად ანახა ეს იმ ღამეს მოხდა თუ მერე არ ახსოვს, გაშველებისას ჭიშკართან ახლოს არ იყვნენ, ეზოდან გამოვდნენ გზაზე გააგრძელეს ჩხუბი, ყვირილის ხმაზე იმიტომ გავიდნენ რომ დედას დახმარება სჭირდებოდა.

 

5.11 მოწმე გიორგი ტურიაშვილის ჩვენებით დგინდება რომ გელა და დავით ძმანაშვილები მოწმის მეზობლად ცხოვრობენ, მათთან სტუმრად იყო მისული გელა, ცოტა დალიეს, შემდეგ დაიძინა მოწმე და შემდგომ შვილმა გააღვიძა რომ გელას ოჯახში ჩხუბი იყო, მოწმე რომ მივიდა გელასთან, გელა დაბლა იყო იგინებოდა სახლში უნდოდა შესვლა, მას შორენა არ უნახავს, ალბათ ცოლთან ჩხუბობდა არ იცის, ერთხელ შეიგინა გელამ შემდეგ მოწმემ წაიყვანა თავის სახლში დასამშვიდებლად, რომ დამშვიდდა გელა შემდგომ წავიდა მერე შეიტყო რომ მეუღლესთან გქონდა კონფლიქტი, მოწმემ განმარტა რომ მან თავის მეუღლისგან გაიგო რომ შორენას დაზიანებები ჰქონდა გელამ სცემა, მგონი ტუჩზე ჰქონდა დაზიანება თავად მოწმეს არ უნახავს შორენა, ის ფაქტი რომ შორენა გელამ სცემა მოწმის მეუღლემ გაიგო თავად შორენასგან, იგი ამ ფაქტს არ შესწრებია.

 

5.12. არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებებად ცნობილი 2019 წლის 24 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ გელა ძმანაშვილის საცხოვრებელი სახლსა და ეზოში შემთხვეის დაგილის დათვალირების შედეგად ამოღებული იქნა ნიჩაბი და 7 ძირი მცენარე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის საექსპეტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება რომ ამოღებული 7 ძირი მცნარე წარმოადგენს მეცენარე კანაფს საერთო წონით 1055.56 გრამი. ამასთან 2019 წლის 24 ივნისის N90691 ნარკოლოგიური შემოწბეის დასკვნით დგინდება რომ დავით ძმანაშვილი კლინიკურად იმყოფებოდა ნარკოტიკული სასულების ზემოქმედების ქვეშ, მას დაუდგინდა ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარება.

 

5.13 არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებად ცნობილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის დასკვნიდან დგინდება რომ თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებისა მოქალაქე გელა ძმანაშვილს თხემის არეში აღენიშნება ნაჭდევი, ხოლო მარჯვენა თვალბუდის და და მკერდის არეში სისხლჩაქცევა, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხასიხს ჯანრთელობის მოუშლელად ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

5.14 სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით გელა ძმანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართვეკლოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა ქვეპუნქტით, და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გათვალიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი.

 

ამასთან კახეთის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 25 ივნისი წერილიდან დგინდება რომ გელა ძმანაშვილს პირობითი მსჯავრი უმთავრდება 2021 წლის 01 მაისს.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ - შორენა ძმანაშვილის, ბრალდებულების დავით და გელა ძმანაშვილების, ლეილო ძმანაშვილის, ციალა გიორგიანცის, გიორგი ძმანაშვილის ჩვენებებით, უტყუარად დგინდება, რომ შორენა ძმანაშვილი და გელა ძმანაშვილი ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. კერძოდ, შორენა ძმანაშვილი არის გელა ძმანაშვილის მეუღლე, რომლებიც ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

სასამართლო იხმობს 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბულის კონვენცია) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 19 ივნისს. საქართველომ კი აღნიშნულ კონვენციას ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს.

ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ზ” პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ ოჯახის წევრები არიან, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ დაზარალებული შორენა ძმანაშვილი და ბრალდებული გელა ძმანაშვილი როგორც შიდა ისე საერთაშორისო კანონმდებლობით არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები.

6.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატიურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია, აღნიშნული ქმედების ჩადენა არაერთგზის.

მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ - შორენა ძმანაშვილის, ასევე მოწმეების - ლეილო ძმანაშვილის, გიორგი ძმანაშვილის, მარინე კვირჭიშვილის ჩვენებებით, 2019 წლის 24 ივნისის ბრალდებულ გელა ძმანაშვილის დაკავების ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებითა და შეფასებით დადგენილია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, ეჭვის გამომრიცხავად იძლევიან ერთ საერთო სურათს იმის შესახებ, რომ 2019 წლის 22 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ წნორში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მე-7 ჩიხის N4-ში მდებარე ძმანაშვილების საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოჯახში ძალადოbისთვის ნასამართლევმა გელა ძმანაშვილმა სახისა და მკლავების არეში ხელის რამდენიმე დარტყმითა და და იატაკზე დაგდებით ძალადობა განახორციელა თავისი მეუღლის შორენა ძმანაშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნული მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, დაზარალებულად გვევლინება არა მარტო ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, არამედ პირი რომელიც წარმოადგენს ფსიქიკური ძალადობის მსხვერპლს - მისი ოჯახის წევრზე ძალადობა მას უქმნის დაუცველობის შეგრძნებას და მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია ის ვითარება, რომ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაზარალებულ შორენა ძმანაშვილს მიაყენა ბრალდებულმა გელა ძმანაშვილმა. ამასთანავე, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო დაზარალებულის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ გელა ძმანაშვილის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისას მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

რაც შეეხება მაკვალიფიცირებელი გარემოებას - არაერთგზისობას, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისობა ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. საქმეში წარმოდგენილი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით გელა ძმანაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართვეკლოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა ქვეპუნქტით, და 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გათვალიწნებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 წელი. ამასთან კახეთის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის წერილიდან დგინდება, რომ გელა ძმანაშვილს პირობითი მსჯავრი უმთავრდება 2021 წლის 01 მაისს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ გელა ძმანაშვილს ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმდებები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის პერიოდში. შესაბამისად, გელა ძმანაშვილს დანაშაულის ჩადენის დროს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა და მის მიერ ანალოგიური ქმედების ხელმეორედ ჩადენა იძლევა არაერთგზისობის შემადგენლობას.

 

შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

რაც შეეხება, ბრალდებულ დავით ძმანაშვილს მიმართ წარდგენილ, ბრალდებას, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მან სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დავით ძმანაშვილის ბრალდების ნაწილში მხარეებმა ყველა მტკიცებულება უდაოდ ცნეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე დავით ძმანაშვილის ბრალდების ნაწილში ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითად განხილვის დროს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

ამდენად საქმეში არსებული და მხარეების მიერ უდაოდ ცნობილი მტკიცებულებით, კერძოდ მოწმეების ელენა ოთარაშვილის, ციალა გიორგიანცის, ვასილ ჯალიაშვილის, დავით ჩითინაშვილის, შორენა ძმანაშვილის, ლეილო ძმანაშვილის, ალექსი გიორგიანცის, მარინე კვირჭიშვილის, თორნიკე მოლაშვილის, გიორგი ძმანაშვილის და დაზარალებულ გელა ძმანაშვილის გამოკითხვის ოქმებით, გელა ძმანაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებს ოქმით, დავით ძმანაშვილის დაკავების ოქმით, ბრალდებული აღიარებითი ჩვენებით დადგენილია, რომ დავით ძმანაშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

7. მოტივი რომლის თანახმადაც, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარეს პოზიციას იმის თაობაზე, რომ გელა ძმანაშვილს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ორი ეპიზოდი.

 

7.1 სასამართლო არ იზიარებს გელა ძმანაშვილის და მისი დამცველისს პოზიციას, თითქოს და, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება გელა ძმანაშვილის ბრალეულობა მასზედ ბრალად შერაცხულ დანაშაულებრივი ქმედებათა ჩადენაში და ამ მიმართებით, ეჭვქვეშ აყენებენ დაზარალებულ შორენა ძმანაშვილის ჩვენებას თითქოს მას სურს მეუღლეს დაუმძიმოს ბრალი. ამის არგუმენტად მოყავთ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომ მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში დათესილი და კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე მის მეუღლეს ეკუთვნოდა, ხოლო სასამართლო სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულმა განმარტა, რომ იმ მცენარეებს რაც ჰქონდა ეზოში ვინ უვლიდა და ვისი იყო არ იცის. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ დაზარალებულს სურს რაც შეიძლება დიდი ხნით მოიშოროს მეუღლე თავიდან რომ იცხოვროს იმ ცხოვრებით როგორიც მას საჭიროდ მიაჩნია. ბრალდებული თავს ცნობს დამნაშავედ 2019 წლის 22 ივნისს განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, ხოლო რაც შეეხება 24 ივნისის ეპიზოდს არ ცნობს თავს დამნაშავედ. დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ 24 ივნისის ეპიზოდის დროს დაზარალებულს თითი დაუზიანდა, საქმეში არ მოიპოვება. ამ დროს არ შეიძლებოდა დაზარალებულს ფიზიკური ტკივილი განეცადა და დაცვის აზრით ეს ყველაფერი ემსახურება ისევ და ისევ ბრალდებულ გელა ძმანაშვილსითვს ბრალის დამძიმებას. სასამარრთლო ამ პოზიციას არ იზიარებს, რადგან საქმეში წარმოდგენელი და სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება რომ 24 ივნისს გელა ძმანაშვილმა თავისი მეუღლის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.

 

აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, კერძოდ, საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა არც ერთი გარემოება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულ შორენა ძმანაშივილის მიერ სასამართლო განხილვის ეტაპზე მიცემული ჩვენების უტყურობას, ამასთან საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 25 ივნისის დასკვნით დგინდება, რომ შორენა ძმანაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი სისხლჩაქცევები და ნაჭდევები, ეს დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ასევე გელა ძმანაშვილის მიერ შორენა ძმანაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს ადასტურებს მოწმე ლეილო ძმანაშვილის ჩვენება, რომელმაც 22 ივნისი ეპიზოდის შესახებ იცის დედისგან გადმოცემით, ხოლო 24 ივნისის ეპიზოდს თავად შეესწრო. ლეილო ძმანაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ გელამ ხელი მოკიდა თმაში შორენას, ორჯერ ჩაარტყა კეფაში და რკინის კარზე მიახეთქა, გელამ იქვე მიყუდებული ნიჩაბი აიღო და უნდა დაერტყა შორენასთვის და ამ დროს სახლის მეორე სართულიდან ჩამოვიდნენ დათო და გიორგი და მათ დაუწყეს გელას ჩხუბი. 2019 წლის 24 ივნისს ბრალდებულ გელა ძმანაშვილის მიერ დაზარალებულ, შორენა ძმანაშვილის მიმართ განხორციებულ ძალადობის ფაქტს ასევე ადასტურებს თავის ჩვენებაში გიორგი ძმანაშვილი, რომელიც მიუთითებს, რომ დედას და მამას ჰქონდათ კონფლიქტი, რა დროსაც დამ, ლეილომ იგი და მისი ძმა საშველად იხმო, მოწმემ დაინახა რომ დედა-და მამა ძიძგილაობდნენ, გელას ეკავა ხელში ნიჩაბი, რის შემდგომაც ეზოში მყოფ გელა ძმანაშვილს მან და დავითმა ნიჩაბი წაართვეს.

 

8. დასკვნის სახით სასამართლო განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ გელა ძმანაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ ე“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი) ხოლო დავით ძმანაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ ე “ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ ა “ ქვეპუნქტით. წარდგენილი ბრალდება ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლთა ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზი იძლევა საფუძველს უტყუარად და დასაბუთებულად იქნეს მიჩნეული დასკვნა იმის თაობაზე, რომ გელა ძმანაშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით. (ორი ეპიზოდი)

ხოლო დავით ძმანაშვილმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

 

9. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გელა ძმანაშვილს და დავით ძმანაშვილს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

10. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

10.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

10.2. სასჯელის დანიშვნის ზემოთ აღნიშნული ფაქტორთა გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გელა ძმანაშვილის და დავით ძმანაშვილის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს მათთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 255-ე, 258-260, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გელა ძმანაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 22 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გელა ძმანაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის (2019 წლის 24 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს გელა ძმანაშვილის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს გელა ძმანაშვილის მიმართ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ გელა ძმანაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 111 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი სასჯელი.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ გელა ძმანაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6.გაუქმდეს გელა ძმანაშვილის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

7.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გელა ძმანაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან.

 

8. დავით ძმანაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

9.დავით ძმანაშვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 02 (ორი) წელი.

 

10. დავით ძმანაშვილს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

11.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნის დროს დავით ძმანაშვილის მიმართ დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს დავით ძმანაშვილის მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დავით ძმანაშვილს ძირითადი სასჯელის სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 04 (ოთხი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანიშნული სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს - 02 (ორი) წელი.

 

12. დავით ძმანაშვილს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

13. გაუქმდეს დავით ძმანაშვილის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივნისის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა.

 

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დავით ძმანაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 ივნისიდან.

 

15. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ნიჩაბი და 7 ძირი კანაფის მცენარე რომელიც ინახება შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონულ სამმართველოში განადგურდეს.

 

17.აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს ადვოკატთან ასოციაციას. ამ ვადის დინება დაიწყოს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან.

 

18.განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

19.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მისამართი – ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა), სიღნაღის რაიონული სასამართლოს (მისამართი – ქ. სიღნაღი, ც.დადიანის ქუჩა №15) მეშვეობით.

 

მოსამართლე: პაატა ნოზაძე