გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.02.2020
საქმის ნომერი
160210119003017846
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210119003017846

საქმე №2/420-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

3 თებერვალი, 2020 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე, ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე: მა-------------ვა

წარმომადგენელი: დი----------–--–-–--ლი

მოპასუხეები: სა-------------ვა, ზე---ბ გუ------ვა

მოპასუხე სა-------------ვას წარმომადგენელი: გიო-----------ი

თარჯიმანი: ირ----–-----–ია

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 13 ივნისის უძრავი ქონების (მდებარე: ქ.მარ-----–ი, 20 ია-----ს ქ N 4, ს/კ 83.--------9) ნასყიდობის ხელშეკრულება ზე---ბ გუ------ვას და სახ----–---------ას (მამ-----ვას) შორის.

 

1.2. უძრავი ქონებიდან , მდებარე: ქ.მარ-----–ი, 20 ია-----ს ქ N 4, ს/კ 83.--------9, 770 კვმ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით N 1, განაშენიანების ფართი 61 კვმ და N 2 განაშენიანების ფართი 54 კვმ აღირიცხოს ზე---ბ გუ------ვას სახელზე.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებზე:

 

1980 წლიდან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ეწეოდნენ მოსრჩელე მა-------------ვა და აქ გარდაცვლილი მირ------------------–-. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს სადავო ქონება. მირ------------------–-ს სამკურნალო ხარჯები გაიღო მოსარჩელემ, ასევე მოსარჩელემ მირ------------------–-ს გარდაცვალების შემდეგ გაიღო მისი დაკრძალვის ხარჯებიც. მირზ ორუჯ ოღლი გარდაიცვლა 2006 წლის 13 თებერვალს. 2015 წლის 17 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა მირ------------------–-ს ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. 2018 წლის 2 მაისის დაუსწრებელლი გადაწყვეტილებით მა-------------ვას სასარგებლოდ ზე---ბ გუ------ვას დაეკისრა მირზ ორუჯ ოღლის დაკრძალვის ხარჯები 4817 ლარი, სახელმწიფო ბაჟი 145 ლარი და ადვოკატის მომსახურების თანხა 192.68 ლარი. ზე---ბ გუ------ვამ და სა-------------ვამ(შარიფოვამ) იცოდნენ რომ მოსარჩელე ითხოვდა მირ------------------–-ს სამკურნალო და დაკრძალვის ხარჯებს, 2017 წლის 13 ივლისს ზე---ბ გუ------ვამ და სა-------------ვამ გააფორმეს თვალთმაქცური და მოჩვენებითი ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე ს/კ 83.--------9, რომ ზე---ბ გუ------ვას მოსარჩელისათვის არ გადაეხადა დაკრძალვის ხარჯები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ზე---ბ გუ------ვამ სასამართლოში შესაგებელი არ წარმოადგინა, იგი არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

მოპასუხე სა-------------ვამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად (1/2-1/2 ნაწილი) თავდაპირველად რეგისტრირებულნი იყვნენ მირ------------------–- და მახბუბა მურსაგულოვა, საიდანაც მახბუბა მურსაგულოვამ 2010 წელს მისი წილი ½ ნაწილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდა სა-------------ვას, ხოლო დანარჩენი ½ წილი, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ზე---ბ გუ------ვამ, მიყიდა სა-------------ვას. ზე---ბ გუ------ვას სახელზე კანონის სრული დაცვით გაიცა სამკვიდრო მოწმობა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილზე, რომელიც ზე---ბ გუ------ვამ ასევე კანონის დაცვით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიყიდა სა-------------ვას. ამასთანავე ზე---ბ გუ------ვამ სადავო უძრავი ქონება გაასხვისა სა-------------ვაზე 2017 წლის ივნისში, ხოლო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ზე---ბ გუ------ვას დაეკისრა მა-------------ვას სასარგებლოდ თანხის გადახდა მიღებულია 2018 წლის 2 მაისს. ამდენად სა-------------ვასათვის ვერ იქნებოდა ცნობილი ზე---ბ გუ------ვას ვალდებულების თაობაზე. სა-------------ვა არის უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მა-------------ვამ და მირ------------------–-მ ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე: ქ.მარ-----–ი, 20 ია-----ს ქ. N 4, ს/კ 83.--------9. მა-------------ვა და მირ------------------–- წარმოადგენდნენ აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

- 02.05.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-24)

 

3.1.2. მა-------------ვას და სახ----–---------ას (მამ-----ვას) შორის 2010 წელს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონების (ს/კ 83.--------9) მა-------------ვას საკუთრებაში არსებული წილის მესაკუთრე გახდა სახ----–---------ა (მამ-----ვა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.1.3. 2015 წლის 17 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ზე---ბ გუ------ვამ მემკვიდრეობით მიიღო მამის - 2006 წლის 13 თებერვალს გარდაცვლილი მირ------------------–-ს სამკვიდრო ქონება, რომელშიც შედიოდა უძრავი ქონების (ს/კ 83.--------9) ½ ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 25)

- სამკვიდრო მოწმობა(ს.ფ. 26-28)

 

3.1.4. ზე---ბ გუ------ვას და სახ----–---------ას (მამ-----ვას) შორის 2017 წლის 13 ივნისს დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე უძრავი ქონების ( ს/კ 83.--------9) ზე---ბ გუ------ვას საკუთრებაში არსებული წილის მესაკუთრე გახდა სახ----–---------ა (მამ-----ვა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 13-16)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34)

 

3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მა-------------ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ზე---ბ გუ------ვას დაეკისრა მა-------------ვას სასარგებლოდ 4817 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.05.2018 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 20-24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ზე---ბ გუ------ვას და სა-------------ვას შორის 2017 წლის 13 ივლისს დადებული, სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ბათილ გარიგებას. არ დასტურდება, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ზე---ბ გუ------ვა და სა-------------ვა ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად მოქმედებდნენ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ - ,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2010 წელს მოსარჩელეს და მოპასუხე სა-------------ვას შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრე გახდა სა-------------ვა. ასევე სადავო არ არის, რომ 2010 წელს, როდესაც მოპასუხე სა-------------ვამ იყიდა სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი, მას სურვილი ჰქონდა მომავალში ასევე ეყიდა უძრავი ქონების დანარჩენი ½ ნაწილიც. დადგენილია, რომ მა-------------ვამ ზე---ბ გუ------ვას მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი აღძრა 2017 წლის 3 ივლისს, 2018 წლის 2 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

დადგენილია, რომ ზე---ბ გუ------ვას და სა-------------ვას შორის სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 13 ივნისს.

 

სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ზე---ბ გუ------ვა და სა-------------ვა ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად მოქმედებდნენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე-54-ე, 56-ე, 170-ე, 183-ე, 319-ე, 477-ე, 709-ე, 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ”ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკუთრების უფლება თავისთავში მოიაზრებს უფლებას ხელშეკრულების თავისუფლების პრირობებში ამ საკუთრების უფლების გასხვისების შესაძლებლობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. რამდენადაც გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს ნამდვილი და ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს. კერძო სამართლის სუბიექტების ავტონომია თავისუფლად დადონ გარიგებები ყოველთვის შეზღუდულია. შეზღუდვა გამომდინარეობს უპირველეს ყოვლისა კანონის მოთხოვნებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად: ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლისა. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს მხარეები ავლენენ, ერთის მხრივ, ნივთის გაყიდვის, მეორეს მხრივ - შეძენის ნებას და ამგვარი ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე ნების გამოვლენის დროს, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ გამყიდველ მხარეს გარიგების დადებისას სრულად ჰქონდა გაცნობიერებული ხელშეკრულების შინაარსი და ის მოსალოდნელი შედეგები, რაც გარიგებას უნდა მოჰყოლოდა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხასიათზე და აღნიშნავს, რომ მოპასუხეებმა სადავო უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს იმ მიზნით, რომ ზე---ბ გუ------ვას თავიდან აეცილებინა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი განსაზღვრავს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების ცნებას. ნორმის პირველი ნაწილით რეგულირებულია შემთხვევა, როდესაც მხარეებს არ სურთ გარიგების სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა აფორმებენ მას სხვა პირის მოსატყუებლად, ვალდებულებისათვის თავის ასარიდებლად და სხვა, ასეთ გარიგებებს კანონი მოჩვენებითად მიიჩნევს. რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც მხარეებს სურთ გარკვეული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მის მისაღწევად მოჩვენებით აფორმებენ სხვა გარიგებას, კანონი მას თვალთმაქცურ გარიგებად მოიხსენიებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ).

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავოდ არ გამხდარა მოპასუხე ზე---ბ გუ------ვას მიერ მამის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი. დადგენილია, რომ ზე---ბ გუ------ვამ მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონების (ს/კ 83.--------9) ½ ნაწილი. დადგენილია, რომ აღნიშნული უძრავი ქონება ზე---ბ გუ------ვამ გაასხვისა 2017 წლის 13 ივნისს სა-------------ვასთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეებმა დადეს ზე---ბ გუ------ვას მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ 2010 წელს თავად მოსარჩელეს და მოპასუხე სა-------------ვას შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა უძრავი ქონების 1/2 ნაწილი, რომელიც იმყოფებოდა მოსარჩელის საკუთრებაში. ამასთანავე თავად მოსარჩელის განმარტებით, სა-------------ვას 2010 წელს უკვე ჰქონდა უძრავი ქონების მეორე ნაწილის ყიდვის სურვილი, რომელიც იმყოფებოდა მოსარჩელის მეუღლის მირ------------------–-ს საკუთრებაში. აღნიშნული კი ასევე მიანიშნებს, რომ სა-------------ვას და ზე---ბ გუ------ვას შორის დადებული ხელშეკრულება არ ატარებდა მოჩვენებით ხაიათს. მოსარჩელეს სასამართლოში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულების მხარეების არაკეთილსინდისიერების ფაქტს. ამასთანავე მა-------------ვამ ზე---ბ გუ------ვას მიმართ სარჩელი სასამართლოში აღძრა 2017 წლის 3 ივლისს, ხოლო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის 13 ივნისს. ასევე არ დასტურდება, სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულებით უძრავი ქონების მყიდველის სა-------------ვას ინფორმირება მოსარჩელის მიმართ ზე---ბ გუ------ვას ვალდებულების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურებდა მოპასუხის არაკეთილსინდისიერება, რაც შეიძლებოდა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობისას არგუმენტად შეეფასებინა სასამართლოს.

ამდენად, არ დასტურდება სადავოდ გამხდარი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე სა-------------ვას აეკრძალა უძრავი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მა-------------ვას სარჩელი მოპასუხეების სა-------------ვას და ზე---ბ გუ------ვას მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხე სა-------------ვასათვის მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, ს/კ 83.--------9 ½ წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე