გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2020
საქმის ნომერი
330210019003243793
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26279-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - ლა-–------------–---–ი

მოპასუხეები - მე------------ე, თა---------------–ი, თა------–---–----ე

დავის საგანი - დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს მე------------ეს, თა------–---–----ეს და თა---------------–ს მოსარჩელე ლა-–------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ დანაშაულით მიყენებული ზიანის 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარის ანაზღაურება.

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 27 იანვარს შპს „სა-------------------------------–ოსთან“ 12 თვის ვადით დადო სარგებლიანი სესხის ორი N8--8 და N8--9 ხელშეკრულება, წლიური 25%-ის დარიცხვით, რომელთა საფუძველზე სალაროს შემოსავლის ორდერებით N8--8 და N8--9 შპს „სა-------------------------------–ოს“ სესხის სახით, თითოეულით, გადასცა 5 320 აშშ დოლარი;

 

2016 წლის 13 აგვისტოს შპს „სა-------------------------------–ოსთან“ 12 თვის ვადით დადო სარგებლიანი სესხის ორი N1---- და N1---5 ხელშეკრულება, წლიური 25 %-ის დარიცხვით, რომელთა საფუძველზე სალაროს შემოსავლის ორდერებით N1---- და N1---5 შპს „სა-------------------------------–ოს“ სესხის სახით, შესაბამისად, გადასცა 3 007 ლარი და 388 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის წინაშე შპს „სა-------------------------------–ოს“ არ შეუსრულებია არც ძირის დაბრუნების და, არც პროცენტის გადახდის ვალდებულებები.

 

მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც მოპასუხეების მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულ იქნა კანონიერ ძალაში შესული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით.

 

2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დადგინდა, რომ: თა------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით;

 

თა---------------–მა ჩაიდინა დახმარება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოსარჩელის მითითებით, მის მიმართ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ჯამში შეადგენს 10 938 აშშ დოლარს და 3 007 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილ შესაგებლებში მოპასუხეებმა: მე------------ემ და თა---------------–მა სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხე მე------------ემ შესაგებელში განმარტა, რომ ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ მტკიცებულებად მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების გამოყენება დაუშვებელია. მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულება გააფორმა შპს „სა-------------------------------–ოსთან“, მან კომპანიისგან თავისი თანხა გაიტანა და კომპანიას მის მიმართ დავალიანება არ გააჩნია. 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის გამოყენებით მოსარჩელე ცდილობს თანხის ხელმეორედ მიღებას ფიზიკური პირებისგან. მე------------ის მითითებით, არც სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენში, არც 2016 წლის 14 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ რა ოდენობით ზიანი მიადგა მოსარჩელეს. სესხის ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს ზიანის ოდენობის დამდგენ მტკიცებულებად. ამასთან, მას მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ დაუდია და არ აქვს კავშირი სესხთან. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მე------------ემ ასევე სადავოდ გახადა ლა-–------------–---–ის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან წარმოდგენილი 2019 წლის 12 ნოემბრის N1--------------- ცნობა.

 

მოპასუხე თა------–---–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსთვის სარჩელთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ უცნობებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 მოსარჩელე ლა-–------------–---–ს და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული სესხის N8--9 ხელშეკრულებით მოსარჩელემ შპს „სა-------------------------------–ოს“ სესხის სახით გადასცა 5 320 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 25 %-იანი სარგებლით.

 

თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია სალაროს შემოსავლის ორდერით N9586.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ.1, ს.ფ 2-22);

- 01/11/2016 სესხის ხელშეკრულება N8--9 გრაფიკით (ტ.1, ს.ფ. 24-27);

- სალაროს შემოსავლის ორდერი N1---- (ტ.1, ს.ფ. 23).

 

3.1.2 ლა-–------------–---–ს და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის 2016 წლის 27 იანვარს გაფორმებული სესხის N8--8 ხელშეკრულებით მოსარჩელემ შპს „სა-------------------------------–ოს“ სესხის სახით გადასცა 5 320 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 25 %-იანი სარგებლით.

 

თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია სალაროს შემოსავლის ორდერით N9587.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ.1, ს.ფ 2-22);

- 01/11/2016 სესხის ხელშეკრულება N8--8 გრაფიკით (ტ.1, ს.ფ. 29-32);

- სალაროს შემოსავლის ორდერი N9587 (ტ.1, ს.ფ. 28).

 

3.1.3 ლა-–------------–---–ს და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის 2016 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული სესხის N1---- ხელშეკრულებით მოსარჩელემ შპს „სა-------------------------------–ოს“ სესხის სახით გადასცა 3 007 ლარი, 12 თვის ვადით, წლიური 25 %-იანი სარგებლით.

 

თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია სალაროს შემოსავლის ორდერით N1----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ.1, ს.ფ 2-22);

- 01/11/2016 სესხის ხელშეკრულება N8--8 გრაფიკით (ტ.1, ს.ფ. 34-37);

- სალაროს შემოსავლის ორდერი N1---- (ტ.1, ს.ფ. 33).

 

3.1.4 ლა-–------------–---–ს და შპს „სა-------------------------------–ოს“ შორის 2016 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული სესხის N11551 ხელშეკრულებით მოსარჩელემ შპს „სა-------------------------------–ოს“ სესხის სახით გადასცა 388 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, წლიური 25 %-იანი სარგებლით.

 

თანხის მსესხებლისთვის გადაცემა დადასტურებულია სალაროს შემოსავლის ორდერით N1---5.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ტ.1, ს.ფ 2-22);

- 01/11/2016 სესხის ხელშეკრულება N8--8 გრაფიკით (ტ.1, ს.ფ. 39-42);

- სალაროს შემოსავლის ორდერი N1---- (ტ.1, ს.ფ. 38).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მე------------ის, თა---------------–ის და თა------–---–----ის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ლა-–------------–---–ს მიადგა მატერიალური ზიანი 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარის ოდენობით.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინება და მასსა და შპს „სა-------------------------------–ოს“-თან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლის ორდერებთან ერთად, რომელთა თანახმად, შპს „სა-------------------------------–ომ“ მოსარჩელისაგან ისესხა 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარი, ასევე წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2019 წლის 12 ნოემბრის N1--------------- ცნობა, რომლის შპს „სა-------------------------------–ოს“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე - 2016 წლის 14 დეკემბერს ლა-–------------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად (ზიანის თანხა 3007 ლარი, და 10938 აშშ დოლარი).

 

ამგვარად, სარჩელი ძირითადად ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენს, რომელზე დადგენილი ფაქტობრივ გარემოებების მიხედვით, მოპასუხეების ერთობლივი მოქმედების შედეგად მოსარჩელეს, სხვა ფიზიკურ პირებთან ერთად, მიადგა ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის მიხედვით, თა------–---–----ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როცა ნივთი იმყოფებდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; მე------------ემ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის წაქეზება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში; თა---------------–მა ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში დახმარება, როცა ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენის მიხედვით, 2013 წლის 14 აგვისტოს განხორციელდა შპს „სა-------------------------------–ოს“ (ს/კ 4--------) რეგისტრაცია. მისი წილების 100 %-ის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორი იყო თა---------------–ი - მე------------ის მეუღლე.

 

შპს „სა-------------------------------–ო“ ეწეოდა აქტიური სარეკლამო კამპანიას მაღალი საპროცენტო სარგებლის (20-დან 35 %-მდე) შეთავაზებით.

 

თა------–---–----ის, როგორც შპს „სა-------------------------------–ოს“ დირექტორის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა ფიზიკურ პირების მიერ შეტანილი ფული. იგი წარმოადგენდა პასუხისმგებელს აღნიშნულ თანხებზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულებაზე.

 

საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით თა-------–---–--იძე ეროვნულ ბანკთან ურთიერთობას აწარმოებდა არა 2013 წელს შექმნილი შპს „სა-------------------------------–ოს“ (ს/კ 4--------) სახელით, არამედ 2008 წელს შექმნილი იგივე სახელწოდების შპს-ს სახელით.

 

მიუხედავად იმისა, რომ მე------------ეს შპს-ში არ ჰქონია რაიმე წილი და არ იყო მისი თანამშრომელი, ის იყო შპს-ს რეალური მმართველი, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიხედვით, დადგინდა მოწმეთა ჩვენებით და ფაქტობრივად დაადასტურა თვითონ მე------------ემაც; სასამართლომ დაადგინა, რომ მე------------ე, როგორც შპს „სა-------------------------------–ოს“ დამფუძნებლის მეუღლე აქტიურად მონაწილეობდა შპს-ს მართვაში; თა------–---–----ე მოქმედებდა მე------------ის მითითებების შესაბამისად და ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებსაც ათანხმებდა მასთან.

 

აღებული ფინანსური ვალდებულებების დროულად და სრულყოფილად შესრულების მიზნით, სესხის სახით განხორციელებული ფულადი შენატანების უფრო მომგებიანი და რეალური ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად გამოყენების ნაცვლად, თა------–---–----ე, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების გარეშე, ფულს სესხად გასცემდა მე------------ეზე და მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. შპს „სა-------------------------------–ო“-დან ფული სესხის სახით მე------------ეს გაჰქონდა იმ დროსაც, როდესაც კომპანიას უკვე ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ვერ უზრუნველყოფდა აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას.

 

კომპანია ფინანსურ ვალდებულებებს უმეტესად ისტუმრებდა ყოველი შემდეგი კლიენტისგან მიღებული ფულით, მე------------ისგან მიღებული საპროცენტო სარგებლით და ლომბარდიდან და სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლით.

 

2013-2016 წლებში შპს „სა-------------------------------–ომ“ მოქალაქეებისაგან ჯამურად სესხის სახით აიღო 34 359 020 ლარი, 70 194 445 აშშ დოლარი და 4 603 089 ევრო.

 

თა------–---–----ემ, როგორც შპს „სა-------------------------------–ოს“ დირექტორმა, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, უზრუნველყოფის გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მე------------ის სახელზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ საწარმოზე. კერძოდ, მე------------ეზე სესხის სახით გაიცა 10 326 096 ლარი, 13 904 534 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს „გა-------ზე“ (ს/კ 4--------) – 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი, რაც უკან არ დაუბრუნებიათ და მე------------ემ გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ.

 

2016 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით შპს „სა-------------------------------–ოს“ მიმართ მე------------ის დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით შეადგენდა 10 326 096 ლარს, 13 292 949 აშშ დოლარს და 796 136 ევროს, ხოლო პროცენტის სახით 155 225 ლარს, 5 360 091 აშშ დოლარს და 381 475 ევროს.

 

სასამართლომ დაასკვნა, რომ შპს „სა-------------------------------–ო“ ფულადი სახსრების დაბანდების არსებული პრინციპით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდებოდა მე------------ის მიერ სესხად აღებული ძირითადი თანხების და დარიცხული სარგებლის შპს „სა-------------------------------–ო“-სთვის დაბრუნება, ეს უკანასკნელი, სხვა შემოსავლებთან ერთად, ვერ უზრუნველყოფდა ფიზიკური პირებისგან აღებული სასესხო ვალდებულებების სრულად შესრულებას.

 

მიღებული თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან გამომდინარე შპს „სა-------------------------------–ომ“ ვეღარ უზრუნველყო აღებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 2 343 პირი, მათ შორის, მოსარჩელე ლა-–------------–---–ი.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მე------------ისა და თა------–---–----ის ქმედებებში სახეზე იყო დანაშაულებრივი თანამონაწილეობა, რაც ნიშნავს მათ განზრახ ერთობლივ მოქმედებას განზრახი დანაშულის ჩადენაში. წამქეზებლის მოქმედება გულისხმობს აქტიურ ფსიქიკურ ზემოქმედებას ამსრულებლის ნებაზე, რაც ამსრულებლის მოქმედებით იქცევა დანაშაულებრივი შედეგის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად. თა------–---–----ეს გააჩნდა მე------------ის მიმართ მაღალი ნდობა, ვინაიდან მე------------ე წარმართავდა შპს „სა-------------------------------–ოს“ საორგანიზაციო და ფინანსურ საქმიანობას. მე------------ემ დაიყოლია თა------–---–----ე, კომპანიის კუთვნილი თანხები განეკარგა მე------------ის ინტერესების და მითითებების შესაბამისად და არა კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით.

 

განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ თა---------------–ი არის თა------–---–----ის მიერ განხორციელებული ქმედების თანამონაწილე. მისი, როგორც შპს „სა-------------------------------–ოს“ დამფუძნებლის უმოქმედობის შედეგად თა------–---–----ემ გაფლანგა კომპანიის კუთვნილი თანხები. ძირითადად თა---------------–ის, როგორც კომპანიის დამფუძნებლის უმოქმედობამ (სხვა აქტიურ ქმედებებთან ერთად) ხელი შეუწყო თამაზ ლობაჟანიძის მიერ დანაშაულის ჩადენას და გამოიწვია დამდგარი შედეგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ თა------–---–----ის და თა---------------–ის ქმედებაში სახეზე იყო დანაშაულში თანამონაწილეობა, ორი პირის განზრახ ერთობლივი მონაწილეობა განზრახი დანაშაულის ჩადენაში; თა---------------–ი დაეხმარა თა------–---–----ეს კომპანიის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხის გაფლანგვაში.

 

სასამართლო ასკვნის, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენიდან გამომდინარე, მოსარჩელეს, ისევე, როგორც საქმეზე დაზარალებულად ცნობილ სხვა პირებს, ზიანი მიადგათ თა------–---–----ის, მე------------ისა და თა---------------–ის ერთობლივი ქმედების შედეგად.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი გამარტივებული წარმოების წესით განსახილველ საქმეთა წრეში ექცევა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელები და მათი განხილვის წესი დადგენილია კოდექსის XXXIV3 თავით. ამ თავში მოქცეული 3093-ე მუხლის შესაბამისად, ამ თავით დადგენილი წესით შეიძლება განხილულ იქნეს სარჩელი დანაშაულის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სარჩელის აღძვრისას მოსარჩელემ, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სასამართლოს წარმოუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი და საკუთარი მოთხოვნები ძირითადად დააფუძნა ამ განაჩენს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დავა განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით დადგენილი წესებით ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით.

 

განაჩენის საპროცესო ძალასა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე, რომლის მიხედვით, „კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (სსსკ-ის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (იხ. სუსგ №ას-176-163-2015, 4 ოქტომბერი, 2016 წელი).“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეების: თა------–---–----ის, მე------------ის და თა---------------–ის მიერ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტები დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით.

 

ამგვარად მოცემულ საქმესთან მიმართებით, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტების გაზიარებით სასამართლო უდავოდ დადგენილად მიიჩნევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ელემენტების: ქმედების მართლწინააღმდეგობის, ბრალის და მიზეზობრივი კავშირის არსებობას.

 

შესაბამისად, მოსარჩელისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება, რაც სასესხო ვალდებულების დარღვევით გამოიხატა, დასტურდება იმ განაჩენით, რომლის საფუძველზე დამნაშავეებად ცნობილი პირები ამ საქმეში მოპასუხეებს წარმოადგენენ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მე------------ის მიერ შესაგებელში ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომ მას მოსარჩელესთან ხელშეკრულება არ დაუდია და არ აქვს კავშირი სესხთან.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელისათვის მოპასუხეთა მხრიდან დანაშაულის შედეგად 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 2016 წლის 27 იანვრის და 2016 წლის 13 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომელთა მიხედვითაც, შპს „სა-------------------------------–ოს“ მოსარჩელისგან ოთხი სესხის სახით, ჯამში გადაეცა 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მე------------ის მიერ შესაგებელში ჩამოყალიბებულ იმ მითითებას, რომ ზიანის ოდენობის სამტკიცებლად სესხის ხელშეკრულებაზე დაყრდნობა დაუშვებელია და, თითქოს მოსარჩელემ სესხის ვადის გასვლამდე უკვე დაიბრუნა თავისი კუთვნილი თანხა შპს „სა-------------------------------–ო“-სგან.

 

ამგვარი შედავების წარმოდგენისას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა წარმოედგინათ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, სასესხო ვალდებულების შესრულების სადავოობისას, მტკიცების ტვირთის მოვალეზე დაკისრება მხოლოდ საპროცესო ნორმით დადგენილი სტანდარტი არ არის, ამგვარ ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის მატერიალური ნორმაც ითვალისწინებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანხმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს შესაბამისი ანგარიშსწორების გზით.

 

„მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. უფრო მეტიც, არაკეთილსინდისიერ კრედიტორს შეუძლია, ასეთი დოკუმენტის გაუცემლობის შემთხვევაში განმეორებით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. სწორედ, ამიტომ კანონი მას ავალდებულებს სათანადო დოკუმენტის გაცემას“ (იხ. სუსგ: N ას-1541-1547-2011, 1/04/2012; N ას-435-407-2017, 07/03/2018; N ას-60-56-2017, 18/12/2017 ).

 

განაჩენით დადასტურებულია, რომ მოპასუხეების ქმედების შედეგად დაზარალდა 2 343 ფიზიკური პირი, მათ შორის, მოსარჩელე ლა-–------------–---–ი. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2016 წლის 14 დეკემბრის დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, სხვა პირებს შორის, დაზარალებულად ცნობილია მოსარჩელე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები: სესხის ხელშეკრულებები და სალაროს შემოსავლის ორდერები, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ განაჩენთან ერთად, საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე ზიანის ის ოდენობა, რაც მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრა, დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო, ასკვნის, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა უტყუარად დადასტურება, ხოლო მოპასუხე მე------------ემ ვერ დაამტკიცა შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეებს არ მიუთითებიათ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს: მე------------ეს, თა---------------–ს და თა------–---–----ეს მოსარჩელე ლა-–------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

აღნიშნული მუხლი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისას პასუხისმგებლობის დამდგენ ზოგად, ძირითად სამართლებრივ საფუძველს და განსაზღვრავს დელიქტური ვალდებულების წარმოშობის აუცილებელ წინაპირობებს. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების წინაპირობად აუცილებელია, დადგინდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ზიანი პირდაპირ უნდა იყოს გამოწვეული ზიანის მიმყენებლის ქმედებით.

 

ქონებრივი ზიანი შეიძლება გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, რის შედეგადაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის წარმოდგენისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს. სამოქალაქო საქმეზე სასამართლო აღარ იკვლევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი ელემენტების არსებობას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ელემენტები ემთხვევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ელემენტებს; სისხლის სამართლის კოდექსის ამ ნორმის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. მოცემულ საქმეზე მოპასუხეთა ქმედებაში ამ ელემენტების არსებობა დადასტურდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ მე------------ის, თა---------------–ის და თა------–---–----ის მიერ ერთობლივი მონაწილეობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ქონებრივი ზიანი მიადგა ათასობით ფიზიკურ პირს, მათ შორის, მოსარჩელეს, რაც გამოიხატა იმით, რომ სხვებთან ერთად, მოსარჩელემ ვერ დაიბრუნა სესხად გაცემული თანხა და შესაბამისად, განიცადა ქონებრივი დანაკლისი.

 

6.2. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვს სოლიდარულად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ამგვარად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისია დადგინდეს რამდენიმე პირის ერთობლივი მონაწილეობა ზიანის გამომწვევ ქმედებაში. ამ მუხლის საფუძველზე ქონებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნისთვის მნიშვნელობა არ აქვს თითოეული მონაწილის როლის მნიშვნელობას ან ბრალეულობის ხარისხს.

 

იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია მოსარჩელისთვის, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, იმ გარემოებას, ერთ-ერთი მოპასუხე იყო, თუ არა იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარე, რომლის მეორე მხარესაც მოსარჩელე წარმოადგენდა, მნიშვნელობა არ აქვს. მოპასუხეთა ერთობლივი მონაწილეობა იმ სქემაში, რომლითაც იურიდიული პირის შპს „სა-------------------------------–ოს“ მეშვეობით მოზიდული ფინანსური სახსრების გაფლანგვის შედეგად, ფიზიკურ პირებს, მათ შორის მოსარჩელეს, მიადგა ქონებრივი ზიანი, მოპასუხეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების: მე------------ის, მეტრეველის და თა------–---–----ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის 10 938 აშშ დოლარის და 3 007 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 3%-ის, მაგრამ არანაკლებ 100 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა სავალუტო კურსის გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით - 1 032 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე და 30921-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლა-–------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს მე------------ეს, თა---------------–ს და თა------–---–----ეს მოსარჩელე ლა-–------------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით 10 938 აშშ დოლარის, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად და 3 007 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს მე------------ეს, თა---------------–ს და თა------–---–----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხის - 1 032 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან - 7 (შვიდი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე