გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.01.2020
საქმის ნომერი
330210019003246762
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/26474-19

330210019003246762

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 იანვარი, 2020 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელეები: მ--------------–---–-, ნ----------–---–-, ნ-----–-----------

მოპასუხე - შპს ,,რ-----------–--–---“

წარმომადგენელი - დირექტორი, ი-----–-------------

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების, საშვებულებო ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელე მ--------------–---–-ს სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით დაეკისროს 1844,03 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეს მოსარჩელე ნ----------–---–-ს სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით დაეკისროს 451,66 ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეს მოსარჩელე ნ-----–------------ სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების სახით დაეკისროს 164,40 ლარის გადახდა;

 

სარჩელის საფუძვლები:

მ--------------–---–- მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში პრობლემური სესხების ოფიცერის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 600 ლარს; ნ----------–---–- - სესხების ოფიცრის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 120 ლარს, ხოლო ნ-----–----------- - დამლაგებლის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 100 ლარს.

მოსარჩელეები 2017 წლის 15 თებერვალს პირადი განცხადების საფუძველზე წამოვიდნენ სამსახურიდან, თუმცა არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურების ნაწილი. კერძოდ, მოპასუხეს, მოსარჩელე მ--------------–---–-ს მიმართ, გააჩნია დავალიანება 1844.03 ლარის, ნ----------–---–-ს მიმართ 451.66 ლარის, ხოლო ნ-----–------------ მიმართ 164,40 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

მოსარჩელეებს ანაზღაურებული აქვთ კუთვნილი ხელფასი სრულად და მოპასუხეს არ გააჩნია არანაირი დავალიანება მოსარჩელეების მიმართ. ამასთან, მოსარჩელეებს არ დაუტოვებიათ სამსახური 2017 წლის 15 თებერვალს, არამედ მარიანა ხარაიშვილმა სამსახური დატოვა 2017 წლის 01 თებერვალს, ხოლო ნანა გიგუაშვილმა 02 თებერვალს. ხოლო რაც შეეხება ნ-----–------------, მას ეკუთვნის მხოლოდ მარტის თვის ანაზღაურება, რომელიც ჩარიცხულია მოსარჩელისთვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მ--------------–---–- მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში პრობლემური სესხების ოფიცრის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 600 ლარს; ნ----------–---–- - სესხების ოფიცრის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 120 ლარს, ხოლო ნ-----–----------- - დამლაგებლის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 100 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საბანკო ამონაწერები (ს.ფ. 19-61);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დამტკიცებულად თვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეებს არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურების ნაწილი. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელე მ--------------–---–-ს მიმართ გააჩნია დავალიანება 1844.03 ლარის, ნ----------–---–-ს მიმართ 451.66 ლარის, ხოლო ნ-----–------------ - 164,40 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- საბანკო ამონაწერები (ს.ფ. 19-61);

- ელექტრონული მიმოწერა (ს.ფ. 62);

- 2017 წლის 2 თებერვლის განცხადება (ს.ფ. 95);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია შრომითი ურთიერთობის დეფინიცია, კერძოდ: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ხოლო 34-ე მუხლით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლით, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს

 

საქართველოს უზენესმა სასამართლომ განმარტა, რომ საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარმოუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამაფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველყოს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15/09/2017წ. განჩინება საქმეზე Nას-682-636-2017).

 

5.2. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა იმ ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომ მოსარჩელეებს სრულად ჰქონდათ მიღებული შრომითი ანაზღაურება.

 

მოსარჩელეებიმა ტავიანთი მოთხოვნის დასადასტურებლად, მტკიცებულებათა სახით წარმოადგინეს ამონაწერები მათი საბანკო ანგარიშებიდან. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე მხარეს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელეების მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მ--------------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1844.03 ლარის, ნ----------–---–-ს სასარგებლოდ - 451.66 ლარის, ხოლო ნ-----–------------ სასარგებლოდ - 164,40 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

6. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით, მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისას განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯამში 2460 ლარისა და 9 თეთრის ანაზღაურება, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 365-ე, 369-ე მუხლებით,გადაწყვიტა:

 

1. მ--------------–---–-ს, ნ----------–---–-სა და ნ-----–------------ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, შპს ,,რ------------–--–---“ მოსარჩელე, მ--------------–---–-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 1844 ლარისა და 3 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. მოპასუხე, შპს ,,რ------------–--–---“ მოსარჩელე, ნ----------–---–-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 451 ლარისა და 66 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

4. მოპასუხე, შპს ,,რ------------–--–---“ მოსარჩელე, ნანული იოსავას სასარგებლოდ, დაეკისროს 164 ლარისა და 40 თეთრის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

5. მოპასუხე, შპს ,,რ------------–--–---“ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

6. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის მისი გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი