განაჩენი

სისხლის სამართლის 02.03.2020
საქმის ნომერი
330100120003415472
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/122-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 მარტი 2020 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ა------–----ე

ადვოკატი: მ--- ტ--–----ე

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: მ------- მ-------ე

მამის სახელი: ლ-----

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის დროისათვის)

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ვ------------–--–-------–------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–-

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, მ------- მ-------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: მ------- მ-------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ------- მ-------ემ უკანონოდ შეიძინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ADB-FUBINACA, რასაც ასევე პირადად, უკანონოდ ინახავდა 2019 წლის 05 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე, თბილისში, მ---------------------------–----------------------–------–--–-- მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმით ა–----------, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნით, ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებით, მოწმეების გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ მ------- მ-------ემ ჩაიდინა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 05 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არსებობს ბრალდებულ მ------- მ-------ის მიმართ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენი, რომლის თანახმად, მ------- მ-------ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 01(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 03(სამი) წელი ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03(სამი) წელი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მ------- მ-------ეს ბრალად ედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------–-- განაჩენის გამოტანამდე. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2-4 ნაწილებით სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მ------- მ-------ეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 01(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 03(სამი) წელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად უნდა დაუდგინდეს 03(სამი) წელი, მასვე, უნდა ჩამოერთვას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ------- მ-------ე (პ№1----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2-4 ნაწილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განაჩენით მ------- მ-------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 04(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, საიდანაც 01(ერთი) წელი განსაზღვრული აქვს რეალური სასჯელის მოხდით, ხოლო 03(სამი) წელი ჩათვლილი აქვს პირობით, სრულად შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 01(ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, მ------- მ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც 01(ერთი) წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 03(სამი) თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად მ------- მ-------ეს განესაზღვროს 03(სამი) წელი.

 

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მ------- მ-------ეს დაეწყოს - 2019 წლის 18 ოქტომბრიდან.

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ------- მ-------ის მიმართ არცერთი აღკვეთის ღონისძიების სახე არ იქნა გამოყენებული და შესაბამისად, სასამართლო არ მსჯელობს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ------- მ-------ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს 05(ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10(ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

აღნიშნული შეზღუდვების ვადის დენა დაიწყოს საგამოცდო ვადის დინების მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე