გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6956-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
9 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - შპს „ა---–---------“
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი
მოპასუხე – შპს „თბილსერვის ჯგუფი“
წარმომადგენელი - ლ--–------–--–---
დავის საგანი – ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უკანონოდ იქნეს ცნობილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ შპს „ა---–--------ზე“ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი 3013,60 ლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხემ - შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტის თარიღის კორექტირება და დარიცხვის თარიღად განსაზღვროს 2018 წლის 19 იანვარი (უძრავი ქონებით სარგებლობის შეწყვეტის თარიღი).
მოსარჩელის განმარტებით, შპს „ა---–---------ს“ საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1615 კვ.მ. ფართი. აღნიშნული უძრავი ქონება 2012 წლის 30 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა სს „კ------------ს“. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 19 იანვრიდან მითითებული ფართი იყო დაკეტილ მდგომარეობაში და ამ ფართით სარგებლობას ადგილი არ ჰქონია, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ №3------ აბონენტს - შპს „ა---–--------ს“ დააკისრა დასუფთავების მოსაკრებელი 3174,95 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 19 იანვარს, რაც მარეგისტრირებელ ორგანოში აისახა მოგვიანებით.
მოსარჩელის განმარტებით, შპს „თბილსერვის ჯგუფში“ წარდგენილი მოთხოვნა უკანონოდ დაკისრებული მოსაკრებლის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მათთვის უცნობი იყო. მისივე განმარტებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაკისრებული მოსაკრებელი არის უკანონო, ვინაიდან თბილისში ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება ერთიანი ინტეგრირებული და კოორდინებული სისტემის მეშვეობით, ხოლო 2018 წლის 19 იანვრიდან ფართში ადგილი არ ჰქონია ელექტროენერგიის მოხმარებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის - შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება (315 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საერთო ფართით 1613,53 კვ.მ.) წარმოადგენს შპს „ა---–---------ს“ საკუთრებას. აღნიშნული უძრავი ქონება 2012 წლის 30 იანვარს დამოწმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, 10 წლის ვადით, დაქირავებული ჰქონდა შპს „მ-----------------------------–-----------ს“ (ს/ნ: 2--------).
ამონაწერებით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „მ-----------------------------–-----------“ (ს/ნ: 2--------), რომელიც 2016 წლის 9 სექტემბრიდან გარდაქმნილი იყო სააქციო საზოგადოებად, 2017 წლის 26 ნოემბერს აღირიცხა სახელწოდებით სს „კ------------ი“ (ს/ნ: 2--------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 07.12.2016წ. (ს.ფ. 34-35);
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40-44).
3.2. სს „კ------------სა“ და შპს „ა---–--------ს“ შორის 2017 წლის 11 ნოემბრის შეთანხმების საფუძველზე 2018 წლის 18 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, 2012 წლის 30 იანვარის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, 2018 წლის 19 იანვრიდან.
„2012 წლის 30 იანვარის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ“ 2018 წლის 18 იანვრის შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის 22 აგვისტოს სს „კ------------ი“ და შპს „ა---–---------“ შეთანხმდნენ ქირავნობის ხელშეკრულების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმებაზე.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „ა---–---------ს“ მოთხოვნა ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე უძრავ ნივთზე ქირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 ნოემბრის შეთანხმება (ს.ფ. 16);
- 2018 წლის 18 იანვრის შეთანხმება (ს.ფ. 14);
- 2019 წლის 22 აგვისტოს შეთანხმება (ს.ფ. 15);
- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 22 აგვისტოს №8-------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 28);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 22.08.2019წ. (ს.ფ. 38-39).
3.3. აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე უძრავი ქონება აღრიცხულია შპს „ა---–---------ს“ სახელზე, აბონენტის ნომრით 3------. მითითებულ სააბონენტო ნომერზე სხვადასხვა დროს შეიცვალა ფართის მოსარგებლე, კერძოდ, 2012 წლიდან 2 აპრილიდან დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად რეგისტრირებული იყო შპს „მ----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - სს „კ------------ი“ და 2019 წლის 22 აგვისტოდან - შპს „ა---–---------“.
აბონენტის მიერ 2018 წლის 4 აპრილიდან 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი შეადგენდა 0 კვ.სთ-ს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ №1--------- ქვითრითა და აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ №3------ აბონენტისათვის, რომელსაც არ უფიქსირდებოდა ელეტროენერგიის მოხმარების ფაქტი, 2018 წლის 2 მარტიდან 2019 წლის 3 სექტემბრამდე დასუფთავების მოსაკრებელმა შეადგინა 3174,95 ლარი, საიდანაც 161,35 ლარი შეადგენდა ბოლო თვის გადასახადს, ხოლო 3013,60 ლარი - წინა თვეების დავალიანებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თელასის“ აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 20);
- შპს „თბილსერვის ჯგუფის“ აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 83-89);
- №1--------- ქვითარი (ს.ფ. 19).
3.4. შპს „ა---–----------მ“ 2019 წლის 20 აგვისტოს განცხადებით მიმართა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექციას, მისთვის დარიცხული დასუფთავების მოსაკრებლის გაუქმების მოთხოვნით.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2019 წლის 3 სექტემბრის №6------------ გადაწყვეტილებით შპს „ა---–--------ს“ უარი ეთქვა დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვაში ცვლილების შეტანაზე იმ საფუძვლით, რომ ფაქტობრივი მდგომარეობისა და წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით, დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდა 2019 წლის 22 აგვისტოდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს „ა---–---------ს“ 2019 წლის 20 აგვისტოს განცხადება (ს.ფ. 22-23);
- შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2019 წლის 3 სექტემბრის №6------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-30).
3.5. სს „თ-----------ს“ სერვის ცენტრმა 2019 წლის 6 სექტემბრის №7-------- ცნობით დაადასტურა, რომ შპს „ა---–---------ს“ მიმდინარე ანგარიშებზე, სს „კ------------ს“ 2017 წლის 15 დეკემბრის შემდეგ შპს „ა---–---------ს“ სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვა არ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „თ-----------ს“ სერვის ცენტრის 2019 წლის 6 სექტემბრის №7-------- ცნობა (ს.ფ. 18).
3.6. ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, შპს „ა---–----------მ“ გადაიხადა მითითებული პერიოდისთვის №3------ აბონენტის მიმართ არსებული დასუფთავების მოსაკრებელი, 3174,95 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 12 სექტემბრის S---------------- წერილი (ს.ფ. 67);
- სს „თ-----------ს“ 2019 წლის 16 სექტემბრის საგადახდო დავალება (ს.ფ. 68).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ა---–---------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით დამტკიცებული „დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარვის წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა---–---------ს“ მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე და ითხოვს უკანონოდ იქნეს აღიარებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ შპს „ა---–--------ზე“ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი 3013,60 ლარის ოდენობით, ასევე, მოპასუხეს დაევალოს დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტის თარიღის კორექტირება უზრუნველყოფა და დარიცხვის თარიღად 2018 წლის 19 იანვარის (უძრავი ქონებით სარგებლობის შეწყვეტის თარიღი) განსაზღვრა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი საქართველოს კონსტიტუციისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და 121 პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივ მოსაკრებელს წარმოადგენს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის, რომელიც გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით დამტკიცდა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქცია და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი.
მითითებული დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, მათ შორის კერძო საკუთრებაში, წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენს.
ამასთან, ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების მიხედვით, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებული დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ან სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
ამდენად, მითითებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების მიზნით, იურიდიული პირი ვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კონკრეტულ მისამართზე საქმიანობის დაწყება-შეწყვეტის შესახებ აცნობოს ამავე ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ სამსახურს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე, №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, შპს „ა---–---------ს“ კუთვნილი უძრავი ქონება (315 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, საერთო ფართით 1613,53 კვ.მ.) 2012 წლის 30 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცა შპს „მ-----------------------------–-----------ს“ (ს/ნ: 2--------), რომელიც 2017 წლის 26 ნოემბრიდან ჩამოყალიბდა სახელწოდებით სს „კ------------ი“ (ს/ნ: 2--------).
ასევე დადგენილია, რომ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია სააბონენტო ნომრით 3------, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად 2019 წლის 22 აგვისტომდე მითითებული იყო ფართის მოსარგებლე, კერძოდ, 2012 წლიდან 2 აპრილიდან დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დაფიქსირებული იყო შპს „მ----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 12 ოქტომბრიდან - სს „კ------------ი“.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „კ------------სა“ და შპს „ა---–--------ს“ შორის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 19 იანვრის შეთანხმებით, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2019 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით. ამასთან, 3013,60 ლარის ოდენობით დასუფთავების მოსაკრებელი აბონენტს დაერიცხა 2018 წლის 2 მარტიდან 2019 წლის 22 აგვისტომდე პერიოდისთვის, რასაც თავად ადასტურებენ მხარეები.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს სს „კ------------სა“ და შპს „ა---–--------ს“ შორის არსებული შეთანხმებებსა და აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე ფართით სარგებლობას, მათ შორის, ფართის მესაკუთრის მიერ ადგილი არ ჰქონია. სასამართლოს შეფასებით, დავის განხილვისას არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც სადავო პერიოდის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც ზემოხსენებული ინსტრუქციით იქნა დადგენილი, ძველი მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება და მასვე აკისრებს შეტყობინების ვალდებულებას კონკრეტულ ფართში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. აღსანიშნავია, რომ სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს მოსარგებლის ცვლილების პირობებში ახალ მოსარგებლეს, სადავო შემთხვევაში, მესაკუთრეს დაარიცხოს დასუფთავების მოსაკრებელი, თუ ყოფილი მოსარგებლე/პირი, რომელიც რეგისტრირებულია მონაცემთა ბაზაში არ შეასრულებს კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, არ განახორციელებს შესაბამის შეტყობინებას და არ წარადგენს სათანადო დოკუმენტაციას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსაკრებლის ამოღება უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, მიმდინარე დარიცხვის შესაბამისად. იმ პირობებში, თუ არაეფექტური აღსრულების საშუალებების გამოყენებით მიმდინარე მოსაკრებლის თანხა არ იქნა გადახდილი რეგისტრირებული პირის, კერძოდ, უძრავი ქონების მოსარგებლის მიერ, ამ დავალიანების ამოღება უძრავი ქონების მესაკუთრისგან, სავარაუდო ახალი მოსარგებლისგან ეწინააღმდეგება დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციით დადგენილ წესს.
ამდენად, სასამართლოს დასკვნით, უკანონოდ უნდა იქნეს ცნობილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ შპს „ა---–--------ზე“ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი 3013,60 ლარის ოდენობით.
6.3. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტის თარიღის კორექტირება და დარიცხვის თარიღად განსაზღვროს 2018 წლის 19 იანვარი (უძრავი ქონებით სარგებლობის შეწყვეტის თარიღი).
სასამართლო განმარტავს, რომ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნას, შეცვლას და გათავისუფლებას არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების გადახდის ინსტრუქციის მე-4 მუხლი. კერძოდ, მითითებული ნორმის მე-3 პუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე. ამასთან, ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის შესაბამისად, ნარჩენების მწარმოებელი არის მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი.
ამდენად, იმისთვის, რომ პირს დაეკისროს დასუფთავების მოსაკრებელი აუცილებელია ეს პირი წარმოადგენდეს ნარჩენების წარმომქმნელს, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი საქმიანობის შედეგად ადგილი უნდა ჰქონდეს ნარჩენის წარმოქმნას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 19 იანვრიდან მოსარჩელის კუთვნილ ფართში შეწყვეტილი იყო საქმიანობა, როგორც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირის - სს „კ------------ის“ მიერ, ასევე, ნებისმიერი სხვა პირის მიერ. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ კონკრეტულ ფართზე მოხმარებული ელეტროენერგიის, წყლის და დასუფთავების გადასახადი/მოსაკრებელი აღირიცხება ერთი სააბონენტო ნომრით. საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიით დგინდება, რომ ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე ფართში მოხმარებული ელექტროენერგია შეადგენდა 0 კვ.სთ-ს. აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც თვეების მანძილზე ელექტროენერგიის მოხმარებას ადგილი არ ჰქონია, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გადაემოწმებინა, ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა თუ არა ხსენებულ ფართში საქმიანობის განხორციელებას, რაც მას არ განუხორციელებია.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის სარგებლობის ხელშეკრულების შეწყვეტის რეგისტრაცია მარეგისტრირებელ ორგანოში განხორციელდა მოგვიანებით, 2019 წლის 22 აგვისტოს, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში არსებული მასალებზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, მ-------------------–- მდებარე ფართში ნარჩენების წარმოქმნა შეწყდა 2018 წლის 19 იანვრიდან. აღსანიშნავია, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, ზემოხსენებული მოთხოვნა - დასუფთავების მოსაკრებლის შეწყვეტის თარიღის კორექტირების შესახებ კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ შპს „ა---–--------ზე“ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი 3013,60 ლარის ოდენობით და ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტის თარიღის განსაზღვრა ეწინააღმდეგება მარეგულირებელ ნორმებს. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით სახეზეა მხარის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს,7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის ხარჯების განაწილების წესი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე შპს „თბილსერვის ჯგუფს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ა---–---------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. უკანონოდ იქნეს ცნობილი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ შპს „ა---–--------ზე“ დარიცხული დასუფთავების მოსაკრებელი 3013,60 ლარის ოდენობით; ასევე, მოპასუხემ უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტის თარიღის კორექტირება და დარიცხვის თარიღად განსაზღვროს 2018 წლის 19 იანვარი (უძრავი ქონებით სარგებლობის შეწყვეტის თარიღი);
3. მოპასუხეს - შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე