გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 05.03.2020
საქმის ნომერი
330310018002604987
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
05.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელი

საქმე N3/5448 -18 7 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩხეტია

სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი

 

მოსარჩელე - შპს ,,თ---–-–--ი"

წარმომადგენლები - ქ------–-----------–--ი, თ-------–-–-------ე

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი - ც-----------–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - მ--------–--–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N6------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მასზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა;

1.2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ,,თ---–-–--ის“ სახელზე 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გათვალისწინებული პრივატიზირებული ქონების იდენტიფიცირების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

მოპასუხეების წარმომადგენლებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს მის უსაფუძვლობაზე მითითებით.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარ სამმართველოსა და ქალაქ თბილისის მოიჯარე კოოპერატიულ საწარმოთა ასოციაცია „თ---–-–--ის“ შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას შორის 1996 წლის 18 ივნისს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ამავე მხარეების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარმა სამმართველომ, როგორც მეიჯარემ, წარმოდგენილმა მისი უფროსის - ვ.კ--–---ის მიერ, თბილისის მოიჯარე კოოპერატიულ საწარმოთა ასოციაცია „თ---–-–--ის“ შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას, როგორც მოიჯარეს, გადასცა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, წ-----------–---–ის ქუჩა N90-ში მდებარე, ასოციაცია „თ---–-–--ის“ ბალანსზე არსებული, 22410 აშშ დოლარად ღირებული ქონება 10 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით. მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ასოციაცია „თ---–-–--ის“ შრომითი კოლექტივის ამხანაგობას გადაეცა შემდეგი უძრავი ქონება: ადმინისტრაციული შენობა, სათავსო გ---------------ის ქვეშ, ც--–-ს ქუჩაზე ქვის საამქრო, ქვის დამამუშავებელი საამქრო და საამქროს შენობა.

მტკიცებულება: ხელშეკრულება (ს.ფ. 107-111), მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 112-113), საწაროს ბალანსი და ძირითადი საშუალებების საინვენტარიზაციო აღწერა (ს.ფ. 224-234).

 

3.2. ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 31 ივლისის დადგენილებით განხორციელდა შპს „თ---–-–--ის“, როგორც მოიჯარე კოოპერატიულ საწარმოთა ასოციაცია „თ---–-–--ის“ სამართალმემკვიდრის რეგისტრაცია. სარეგისტრაციო მონაცემებში დაფიქსირდა, რომ შპს „თ---–-–--ის“ ადგილსამყოფელია თბილისი, წ-----------–---–ის ქუჩა N90.

მტკიცებულება: დადგენილება (ს.ფ. 138).

 

3.3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, შპს ,,თ---–-–--ის“, როგორც ყოფილი მოიჯარე კოოპერატიულ საწარმოთა ასოციაციის სამართალმემკვირის შრომითი კოლექტივის ამხანაგობას საკუთრებაში გადაეცა შპს „თ---–-–--ი“, მისი ძირითადი საშუალებების აქტიური ნაწილი, ცალკე მდგომი 786,0 კვ.მ ფართის შენობა და მთაწმინდის რაიონში, გ---------------ის მიწისქვეშა სივრცეში არსებული 535,15 კვ.მ ფართი.

მტკიცებულება: N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ს.ფ. 129).

 

3.4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფროსის კო----------–---ის 2008 წლის 10 აპრილის N1-3/33 ბრძანებით ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემულ N2------- საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილება შევიდა, რომლითაც N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობით გადაცემულ ქონებას დაემატა: 1) საამქრო (მდებარე ც--–-ს ქუჩა N36ა-ში), 2) ქვის დამამუშავებელი საამქრო (მდებარე ც--–-ს ქუჩა N36ა-ში), 3) საამქროს შენობა (მდებარე ც--–-ს ქუჩა N36ა-ში).

მტკიცებულება: 2008 წლის 10 აპრილის N1-3/33 ბრძანება (ს.ფ. 278).

 

3.5. 2016 წლის 21 ნოემბერს შპს ,, თ---–-–--მა“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს N8----------- განცხადებით მიმართა, რომლითაც ქალაქ თბილისში, ც--–-ს ქუჩა N36ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების დარეგისტრირება მოითხოვა.

მტკიცებულება: განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 243).

 

3.6. 2016 წლის 27 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს N3----- წერილით მიმართა, რომლითაც მოითხოვა საინვენტარიზაციო გეგმაზე იმ შენობა-ნაგებობების (ლიტერები) მონიშვნა, რომელიც N2------- საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში შეტანილი დამატების თანახმად შპს ,,თ---–-–--ს“ საკუთრებაში გადაეცა. პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის N6------ წერილით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიეთითა, რომ პრივატიზებული უძრავი ნივთის იდენტიფიცირების მიზნით 2016 წლის 2 დეკემბრის N1------- წერილთან ერთად გადაუგზავნა სააგენტოს არქივში დაცული საპრივატიზებო დოკუმენტაცია, რის გამოც მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა დასმულ საკითხთან დაკავშირებით.

მტკიცებულება: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს 2016 წლის 27 დეკემბრის N3----- წერილი (ს.ფ. 251), სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის N6------ წერილი (ს.ფ. 250).

 

3.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 3 მაისის N8------------20 გადაწყვეტილებით დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 აპრილის წერილიდან გამომდინარე, ვერ მოხდა საკუთრებაში გადაცემული ლიტერების იდენტიფიცირება, რის გამოც წარსადგენი იყო სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომლითაც მოხდებოდა საკუთრებაში გადაცემული ლიტერების იდენტიფიცირება წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზებთან მიმართებით.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის 2017 წლის 3 მაისის N8------------02 გადაწყვეტილება (ს.ფ. 248).

 

3.8. 2017 წლის 14 და 20 სექტემბერს შპს ,,თ---–-–--ის“ წარმომადგენელმა თ-------–-–-------ემ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს N8------- და N8------- განცხადებებით მიმართა ქალაქ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ შპს ,,თ---–-–--ის“ სახელზე 1996 წლის 6 აგვისტოს გაცემული N2------- საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე პრივატიზირებული ქონების იდენტიფიცირების მოთხოვნით.

მტკიცებულება: განცხადებები (ს.ფ. 237-239, 258-259).

 

3.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N6------ წერილით შპს ,,თ---–-–--ის“ წარმომადგენელს თ-------–-–-------ეს განემარტა, რომ განცხადებებში მითითებულ საკითხზე სააგენტოს პოზიცია უკვე ეცნობა 2017 წლის 27 აპრილის N6------ წერილით, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წარდგენილი N8------- და N8------- განცხადებები განუხილველი დარჩა.

მტკიცებულება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N6------ წერილი (ს.ფ. 257).

 

3.10. 2016 წლის 19 ოქტომბერს შპს ,,თ---–-–--მა“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N6------ წერილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის N1------ ბრძანებით შპს ,,თ---–-–--ის“ ადმინისტრაციული საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 სექტემბრის N6------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სააგენტოს შპს ,,თ---–-–--ის“ 2017 წლის 14 და 20 სექტემბერის N8------- და N8------- განცხადებების განხილვა და განცხადებებით დასმულ საკითხთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 17-18).

 

3.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 30 აპრილის N1------ ბრძანების აღსრულების მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 4 მაისის N6------ წერილით შპს ,,თ---–-–--ის“ წარმომადგენელ თ-------–-–-------ეს 2017 წლის 14 და 20 სექტემბერის N8------- და N8------- განცხადებებით წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. აღნიშნული წერილის მიხედვით, შპს „თ---–-–--ის“ საპრივატიზებო დოკუმენტებში დაცული არ იყო საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რის გამოც სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა დაინტერესებული პირის მიერ მითითებული ნაგებობისა (მათ შორის ც--–-ს N36ა-ში) და საპრივატიზებო დოკუმენტაციაში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე მითითებული ლიტერების იდენტურობის დადგენაზე.

მტკიცებულება: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N6------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ს.ფ. 48).

 

3.12. 2018 წლის 15 მაისს შპს ,,თ---–-–--მა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა, რომლითაც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N6------ წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 17-18).

 

3.13. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის №1------ ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მტკიცებულება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის №1------ ბრძანება (ს.ფ. 17-18).

 

3.14. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების თანახმად, მისამართზე - ქალაქ თბილისი, ც--–-ს ქუჩა N36ა, არსებობს ორი სააღრიცხვო ბარათი:

- ერთი სააღრიცხვო ბარათით აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონებაა: 1. ლიტ ,,ა“ - საერთო ფართით 73,57 კვ.მ, 2. ლიტ. ,,ზ“ - გაშენების ფართით 64 კვ.მ, 3. ლიტ. ,,ბ“ - გაშენების ფართით 486 კვ.მ, 4. ლიტ. ,,ვ“ - გაშენების ფართით 840 კვ.მ, 5. ლიტ. ,,გ“ - გაშენების ფართით 488 კვ.მ, 6. ფარდული - გაშენების ფართით 88 კვ.მ, 7. ლიტ. ,,დ“ - გაშენების ფართით 120 კვ.მ, 8. ლიტ. ,,ი“ - გაშენების ფართით 225 კვ.მ, 9. ლიტ. ,,ე“ - გაშენების ფართით 92 კვ.მ, 10. ლიტ. ,,ჟ“ - გაშენების ფართით 110 კვ.მ, 11. ლიტ. ,,ნ“ - გაშენების ფართით 4 კვ.მ, 12. ლიტ. ,,თ“ - გაშენების ფართით 18 კვ.მ, 13. ლიტ. ,,კ“ - გაშენების ფართით 12 კვ.მ, 14. ლიტ. ,,მ“ - გაშენების ფართით 81 კვ.მ, 15. ლიტ. ,,ლ“ - გაშენების ფართით 87 კვ.მ, 16. ლიტ. ,,ფ1“ - გაშენების ფართით 50 კვ.მ, 17. ლიტ. ,,ფ2“ - გაშენების ფართით 210 კვ.მ., 18. ლიტ. ,,ფ3“ - გაშენების ფართით 146 კვ.მ., 19. ლიტ. ,,ფ4“ - გაშენების ფართით 59 კვ.მ, 20. ლიტ. ,,ს“ - გაშენების ფართით 32 კვ.მ. ნაგებობები განლაგებულია 16619 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, საიდანაც ლიტერები ,,ა“, ,,დ“ და ,,ი“ აღრიცხულია შპს ,,მ------ს“ სახელზე, რომელიც არის სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი საიჯარო საწარმოს, ასოციაცია ,,თ---–-–--ის“ მშენებლობის მექანიზაციის სამმართველოს სამართალმემკვიდრე, საფუძველი: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან N03/4-790;

- მეორე სააღრიცხვო ბარათით ც--–-ს ქუჩა N36ა მისამართზე მდებარე უძრავი ქონებაა: 1. ლიტ. ,,ა“ განაშენიანების ფართით 252 კვ.მ, 2. ლიტ. ,,დ“ განაშენიანების ფართით 12 კვ.მ, 3. ლიტ. ,,გ“ განაშენიანების ფართით 610 კვ.მ, 4. ლიტ. ,,ბ“ საერთო ფართით 39 კვ.მ, განლაგებულია 2691 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ლიტ. ,,ბ“ საერთო ფართით 39 კვ.მ რეგისტრირებულია შპს ,,თ---–-–--ი 3-ის“ სახელზე, რეგისტრაციის საფუძველი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N2-----, გაცემული 1996 წლის 19 აგვისტოს, ხოლო დანარჩენი შენობა-ნაგებობები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.

მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2006 წლის 28 ნოემბრის N3-------------- წერილი (ს.ფ. 19), საინვენტარიზაციო გეგმები (ს.ფ. 30, 31).

 

3.15. შპს ,,თ---–-–--ის“ წარმომადგენლის თამარი ლაშაბერიძის დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გამოიკვლია თბილისში, ც--–-ს ქუჩა N36ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და განსაზღვრა მათი შესაბამისობა ამ მისამართზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმაზე ასახულ ნაგებობებთან. ექსპერტიზის 2018 წლის 13 თებერვლის N0-------- დასკვნის თანახმად: დანართ N1-ზე საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებული ლიტერ ,,ა“-ში კვლევისას არსებული მდგომარეობით განლაგებული იყო ლითონის დამამუშავებელი დანადგარები და შესაბამისი ნაგებობა წარმოადგენდა ლითონის დამამუშავებელ საამქროს; დანართ N2-ზე საინვენტარიზაციო გეგმაზე არსებულ ლიტერ ,,გ“-ში კვლევისას არსებული მდგომარეობით განლაგებული იყო ქვის დამამუშავებელი დანადგარები და შესაბამისი ნაგებობა წარმოადგენდა ქვის დამამუშავებელ საამქროს, ხოლო ამავე საინვენტარიზაციო გეგმაზე ლიტერ ,,ბ“-სა და ლიტერ ,,ვ“-ში კვლევისას არსებული მდგომარეობით განლაგებული იყო ხის დამამუშავებელი დანადგარები და შესაბამისი ნაგებობები წარმოადგენდა ხის დამამუშავებელ საამქროს.

მტკიცებულება: ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 20-34).

 

3.16. საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ შპს „თ---–-–--ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და მასთან დაკავშირებით 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანების გამოცემა ემყარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებას.

ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ სამინისტროს წარედგინა პრეტენზიები სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ მასზე, რომ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა შპს „თ---–-–--ის“ ქონების პრივატიზების შესახებ დოკუმენტებით გათვალისწინებული ქონების იდენტიფიცირებაზე. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სადავო უარი ეფუძნებოდა ზოგად მითითებას მასზე, რომ საპრივატიზებო დოკუმენტები არ შეიცავდა საწარმოს კაპიტალში რიცხული უძრავი ქონების (შენობა-ნაგებობების) ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების ამსახველ ინფორმაცია/დოკუმენტაციას (პუნქტი 3.11). დადგენილია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ ქონებაზე - თბილისში, ც--–-ს ქუჩა N36ა-ში მდებარე უძრავ ქონებასა და მის მახასიათებლებზე მონაცემებს შეიცავს უფლების დამდგენი დოკუმენტი - საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (პუნქტები 3.3 და 3.4), რომელშიც შესაბამისი მონაცემები შეტანილია უძრავ ქონებაზე სასამართლო დავის განხილვის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 დეკემბრის N3/2910-07 გადაწყვეტილების საფუძველზე (სააღსრულებო ფურცელი - ს.ფ. 279, ბრძანება - ს.ფ. 278). ასევე, დადგენილია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მოთხოვნილ ქონებაზე - თბილისში, ც--–-ს ქუჩა N36ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე უფლებრივ მდგომარეობაზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია მონაცემები და საინვენტარიზაციო გეგმები (პუნქტი 3.14), აღნიშნული მონაცემებისა და ქონების მისამართზე ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შეფასების შესახებ კი ჩატარებულია ექსპერტიზა (პუნქტი 3.15). აღნიშნული მონაცემების გამოკვლევისა და ერთობლივი შეფასების, ასევე, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული ქონების მისამართზე არსებული მდგომარეობის გამოკვლევისა და შეფასების პირობებში საჩივრის განმხილველ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, დასაბუთებუთებულად მიეჩნია საჩივრის ავტორის პრეტენზიები ან გამოეტანა დასკვნა მათი უსაფუძვლობის შესახებ. ადმინისტრაციული წარმოების მასალები კი, ისევე, როგორც გასაჩივრებული ბრძანება არ შეიცავს იმაზე მეტყველ მონაცემებს, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ იმსჯელა საჩივრის ავტორის მიერ მითითებულ მტკიცებულებებზე ან/და მოიპოვა მონაცემები, რაც შეიძლებოდა, მიჩნეულიყო საჩივრის ავტორის პრეტენზიების საფუძვლიანობის გამომრიცხავად.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტი), რომელიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი). სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ იგი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი).

მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლომ შეამოწმა რა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანების კანონიერება, მიიჩნევს, რომ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).

ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები.

როგორც მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, საქმის მასალებიდან არ ირკვევა, რომ შპს „თ---–-–--ის“ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა და მასთან დაკავშირებით 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანების გამოცემა ემყარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევასა და არსებული მტკიცებულებების სათანადო შეფასებას, ხსენებული ბრძანება კი ზღუდავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას - უდავოა, რომ სახელმწიფომ გადასცა მას საკუთრების უფლება, თუმცა ვერ ხდება ამ უფლების ჯეროვნად რეალიზება, რამეთუ პრობლემურია უფლების ობიექტის იდენტიფიცირება პრივატიზების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს წარმოების ხარვეზების გამო.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია და ამ უფლების შეზღუდვა მხოლოდ საჯარო ინტერესებისათვის დაიშვება კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი არ შეიძლება გახდეს ამ უფლებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების მასალების არასრულყოფილად წარმოება ან/და საჭირო მონაცემების დაუცველობა. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როცა დადასტურებულია მოსარჩელის სასარგებლოდ უძრავი ქონების პრივატიზება და შესაბამისი უფლების დამდგენილი დოკუმენტი არ არის სადავო, გაუმართლებელია მოპასუხის პოზიცია მის მიერ პრივატიზებული ქონების იდენტიფიცირების შეუძლებლობაზე მხოლოდ საპრივატიზებო მასალების არასრულყოფილად წარმოებისა თუ დაცვის გამო. არამედ, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის უფლების დამდგენი დოკუმენტების შინაარსისა და მასთან დაკავშირებული მონაცემების მხედველობაში მიღებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი მის მიერ პრივატიზებული ქონების იდენტიფიცირებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს დასაბუთებულად, თუ საქმის გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად უტყუარ მტკიცებულებებსა თუ მონაცემებზე დაყრდნობით დადასტურებული იქნება დაინტერესებული პირის პრეტენზიის უსაფუძვლობა მის მიერ მოთხოვნილი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტებთან შეუსაბამობის, ამ ქონებაზე რაიმე სახის კანონით დაცული ინტერესისა თუ უფლების არსებობისა თუ სხვა გარემოებების გამო. იმ შემთხვევაში, თუ საქმის განმხილველი ორგანო ვერ გამოავლენს დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და განმარტებების საწინააღმდეგო გარემოებებს, მას ექნება ვალდებულება, დააკმაყოფილოს საჩივარი.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

მითითებული ნორმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს უნდა დაევალოს, ამ გადაწყვეტილებით გაკეთებული განმარტებების მხედველობაში მიღებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დავალების პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 4 მაისის N6------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით (ს.ფ. 35-36). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარის ოდენობით გაღებული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს ,,თ---–-–--ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 27 ივლისის N1------ ბრძანება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს, საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

მოსამართლე ანა ჩხეტია