განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2020
საქმის ნომერი
080100119003231272
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
21.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003231272

საქმე №1/891-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

21.02.2020 წელი ქ. ქუთაისი ქუ------- საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: გვ--–-----------ე;

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე

№0-----------

 

ბრალდებული: ნა-------------ე

მამის სახელი: გი-----ი

დაბადების თარიღი: 29.06.1987

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული: კა---ს რაიონი სოფელი სა-------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

საქართველოს სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2019 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუ-----–ი ნი---ს მე-2 შესახვევ №2-----ში, ნა-------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან მუდმივად მცხოვრებ მისი მეუღლის დედას ქე------ ფა-----–--ლს, მასთან მუდმივად მცხოვრები არასრულწლოვანი შვილების მა----------–------ის და მი----–-----–------ის თანდასწრებით. კერძოდ, ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და ტანის არეში. რის შედეგადაც, ქე------ ფა-----–--ლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.2. 2019 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუ-----–ი ნი---ს ქუჩა მეორე შესახვევ №2-----ში, ნა-------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან მუდმივად მცხოვრებ მისი მეუღლის დედას ქე------ ფა-----–--ლს, კერძოდ უთხრა, რომ მოკლავდა. ქე------ ფა-----–--ლს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა-------------ე ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. ქმედებების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ქე------ ფა-----–--ლმა (დაზარალებული) განმარტა შემდეგი - ბრალდებული ნა-------------ე არის მისი რძალი, შვილის ცოლი, რომელიც ცხოვროს მათ ოჯახში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ხოლო მისი ვაჟი იმყოფება საზღვარგარეთ, 2019 წლის 7 აგვისტოს ფაქტის ირგვლივ დაზარალებულმა განმარტა, რომ რძალი - ნა-------------ე, მითითებულ დღეს მეზობელთან აღნიშნავდა უფროსი შვილის ცამეტი წლის იუბილეს, გვიან საღამოს როცა მისი მეუღლე მი----–-----–------ე დაბრუნდა სამსახურიდან ცოლს უთხრა, რომ ნახა ნათია, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და უთხრა, რომ ,,ამაღამ მას სახლში არ შეუშვებდა“ რაზედაც ამ უკანასკნელმა ირონიულად უპასუხა დაეკეტა კარი. მი----–-----–------ემ მართლაც ჩაკეტა საცხოვრებელი ბინის კარი. დაახლოებით 10 წუთში ბავშვებმა კარზე ატეხეს ბრახუნი, ითხოვდნენ სახლში შესვლას და მანაც მეუღლეს უთხრა, რომ გაეღო კარი, თვითონ კი დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, იმ მომენტში, როცა დაზარალებულმა დარეკა 112-ზე და დაუწყო ოპერატორს საუბარი, ესმოდა, რომ ნა-------------ე მის მეუღლეს ლანძღავდა, შეეხო ფიზიკურადაც, მერე მივიდა მასთან დაარტყა სახისა და ტანის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ლანძღავდა უშვერი სიტყვებით და ემუქრებოდა მოკვლით. ფაქტს ესწრებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილიშვილები. ნა-------------ე იყო ნასვამი. დაზარალებულის განმარტებით, როცა შეხედა, რომ ნათიამ მის მეუღლესაც დაარტყა, იძულებული შეიქნა გაეყვანა მეუღლე და დაეტოვებინათ ბინა. მან და მისმა მეუღლემ მი----–-----–------ემ დატოვეს საცხოვრებელი ბინა და პატრულის მოსვლამდე იცდიდნენ ბინის ეზოში, მისი მეუღლე წაიყვანა მეზობლის ძიძამ თავისი ძმის სახლში, ხოლო თვითონ პატრულის ეკიპაჟის თანხლებით დაბრუნდა ბინაში. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში რძალს არ ელაპარაკებოდნენ, ის და მისი მეუღლე იძინებდნენ დაკეტილ კარში, ეშინოდათ ნა-------------ის, რადგან ის ემუქრებოდა მოკვლით (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მი----–-----–------ემ განმარტა შემდეგი - ბრალდებული ნა-------------ე არის მისი რძალი, შვილის ცოლი, რომელიც ცხოვროს მათ ოჯახში, სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მისი შვილი კი იმყოფება საზღვარგარეთ. 2019 წლის 7 აგვისტოს ფაქტის ირგვლივ მოწმემ განმარტა, რომ სამსახურიდან დაბრუნდა დაახლოებით საღამოს 9 საათზე და ნახა, რომ მისი რძალი ნა-------------ე კარის მეზობლის ოჯახში ქეიფობდა, იყო ნასვამი, რაზედაც უთხრა, რომ ასეთ მდგომარეობაში ის სახლში ვერ შევიდოდა, ხოლო თავის მხრივ ნა-------------ემ, ირონიულად უთხრა, რომ ,,დაეკატა“ კარი. მი----–-----–------ე შევიდა შინ დაკეტა კარი და რძლის მდგომარეობის შესახებ მოუყვა მეუღლეს ქე------ ფა-----–--ლს. დაახლოებით ათ წუთში კარზე ატყდა ხმაური, ბავშვები აბრახუნებდნენ და ითხოვდნენ კარის გაღებას, მან მეუღლეს ჰკითხა თუ როგორ მოქცეულიყო, რაზედაც ქე------ ფა-----–--ლმა უთხრა, რომ გაეღო კარი, ხოლო თვითონ დარეკავდა საპატრულო პოლიციაში, რადგან ნასვამი თუ იყო იქნებოდა აგრესიული. წავიდა რა კარის გასაღებად, მისი მეუღლეც გაემართა ტელეფონისკენ. კარი გააღო თუ არა რძალმა ნა-------------ემ დაუწყო ლანძღვა - გინება უცენზურო სიტყვებით, თავად არ გამოელაპარაკა, მხოლოდ უთხრა, რომ შინ შესულიყო, ამასობაში ნათიამ გაიგონა, რომ დედამთილი - ქე------ ფა-----–--ლი ტელეფონით ესაუბრებოდა საპატრულო პოლიციას, აღნიშნულზე გაბრაზებული მივარდა ქე------ ფა-----–--ლს დაუწყო ლანძღვა და დაარტყა რამდენიმეჯერ ხელი, ფაქტს ესწრებოდნენ არასრულწლოვანი მისი არასრულწლოვანი შვილიშვილებიც. მოწმემ განმარტა, რომ ბოლო პერიოდში რძალს, მასთან და მის მეუღლესთან ქე------ ფა-----–--ლთან ჰქონდა ძალიან ცუდი ურთიერთობა, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, ეშინოდათ ნა-------------ის და საძინებლის კარს კეტავდნენ როცა იძინებდნენ, რადგან ნათია მათ ემუქრებოდათ. მოწმის განმარტებით მომხდარ შემთხვევამდე მას, ან მის მეუღლეს პოლიციისთვის არ მიუმართავთ (იხ: სასამართლო სხდომის ოქმი).

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა №1 დადგენილია - ქუ------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილებაში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 7 აგვისტოს ქე------ ფა-----–--ლის მიმართ რძლის, ნა-------------ის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, აგრეთვე სისცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე.

 

დანაშაულის შესახებ შეტყობინების №2------ თანახმად - 2019 წლის 7 აგვისტოს 112-ში შევიდა ინიციატორ ქე------ ფა-----–--ლის შეტყობინება, რომელმაც განაცხადა, რომ რძალმა, ნა-------------ემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

შემაკავებელი ორდერი №0----- თანახმად - 2019 წლის 7 აგვისტოს გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით მასზედ, რომ მოძალადე ნა-------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მსხვერპლს ქე------ ფა-----–--ლს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით - 2019 წლის 10 აგვისტოს 20:00 საათიდან 20:30 საათამდე დროის პერიოდში ქუ------- საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე------ განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ბე------------ს მიერ ექსპერტების და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი დაიწყო ქუ-----–ი, ნი---ს ქუჩა, მეორე შესახვევი №20-ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის წინამდებარე ტერიტორიაზე, მოწმე ქე------ ფა-----–--ლმა მიუთითა №2---- საცხოვრებელ ბინაში, მისაღებ ოთახზე და განმარტა რომ აღნიშნულ ოთახში მას ნა-------------ემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და ტანის არეში, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

3.8. 2020 წლის 21 იანვრის სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებელმა დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: 2.3. ნა-------------ე; 2.7. მა------------–--ე; 2.9. თა-------------–---–--ა.

 

2020 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებელმა წერილობითი მტკიცებულებებიდან მოხსნა 4.1. და 4.2 ექსპერტიზის დასკვნები, ასევე 5.1 დისკი, მასზე ჩაწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოებით, ხოლო დანარჩენი წერილობით მტკიცებულებები გამოიკვლია.

 

ბრალდებულმა - ნა-------------ემ საბოლოო სიტყვაში თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ დანაშაულებრივ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

4. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.

 

საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.

 

საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.

 

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“. (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).

 

„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).

 

აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ნა-------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებები არ არის ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ ნა-------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ნა-------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.

ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა ნა-------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ნა-------------ის მხრიდან ქე------ ფა-----–--ლის მიმართ ძალადობის და მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით ნა-------------ის კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებებთან არ დასტურდება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).

 

მოწმეთა ჩევნებების შეფასების დროს გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ქე------ ფა-----–--ლი - დაზარალებულია, ხოლო მი----–-----–------ე დაზარალებულის მეუღლე - დაინტერესებული პირები. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მიუკერძოებელი მოწმე, რომელიც ობიექტურად გადმოსცემს მომხდარ ფაქტს და არ იქნება დაინტერესებული საქმის შედეგით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენებები (ქე------ ფა-----–--ლის და მი----–-----–------ის) შეიცავენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, არ არის თანმიმდევრული და მიუხედავად ერთგვაროვანი შინაარსისა არის ფაქტობრივად მნიშვნელობანი განსხვავებები. კერძოდ დაზარალებული ქე------ ფა-----–--ლი თავის ჩვენებაში უთითებს, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს საღამოს, როცა მათი რძალი ნა-------------ე მივიდა სახლში და კარზე დააკაკუნა ის მაშინვე გაემართა მეორე ოთახში რათა დაერეკა პოლიციაში, ხოლო მისმა მეუღლემ მი----–-----–------ემ კარი გააღო, მას კარგად ესმოდა, თუ როგორ ლანძღავდა ნათია მის მეუღლეს, აგრეთვე დაზარალებული განმარტავს, რომ ფიზიკურადაც შეეხო მი----–-----–------ეს რძალი, აგრეთვე უთითებს, რომ როდესაც ის ტელეფონზე პოლიციას ესაუბრებოდა, მას დაარტყა ნა-------------ემ სახისა და ტანის არეში, მან ასევე დაარტყა მის ქმარსაც მი----–-----–------ესაც. ,,ჩემს მეუღლესაც რომ დაარტყა, იძულებული შევიქენი ჩემი მეუღლე ეზოში გამეყვანაო“. მი----–-----–------ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით, მასზე ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის განხორციელების ფაქტი არ გაჟღერებულა, მაშინ როცა ქე------ ფა-----–--ლმა ორჯერ განაცხადა აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ, ნა-------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის.

 

ოჯახში ძალადობა:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს აღნიშნული ქმედების არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.

ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არა მხოლოდ ნა-------------ის ბრალეულობა შერაცხულ დანაშაულებში, არამედ თვით ისეთი ძალადობის ფაქტიც კი, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. კერძოდ, ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ან სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის სხეულზე არსებულ ძალადობის კვალს. ასევე ვერ წარმოადგინა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის დამადასტურებელი რაიმე პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება. რაც მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია. წარმოდგენილი არ არის ფიზიკური ზიანის დამადასტურებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული - ქე------ ფა-----–--ლი და მოწმე მი----–-----–------ე არიან ერთმანეთის ოჯახის წევრები, მეუღლეები, რომლებიც საქმის შედეგით დაინტრესებული პირები არიან. შესაბამისად ეს კიდევ უფრო დამაფიქრებელს ხდის მათი ჩვენებების სანდოობის ფაქტს, მით უფრო, რომ ბრალდებულსა და მათ შორის იყო გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები.

 

ოჯახური ძალადობა არ წარმოადგენს ისეთი ტიპის დანაშაულს, რომელიც თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით გამოირჩევა, მსგავსი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

საქმეზე მტკიცებულებითი ძალა მოწმის მიერ მხოლოდ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას აქვს და სწორედ იგი უნდა შემოწმდეს და შეფასდეს ობიექტურად. ამასთან, მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენების თანმიმდევრულობაზე, კატეგორიულობაზე, თანხვედრაზე სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან, ასევე ამოწმებს მოწმის მახსოვრობის უნარს, შეუძლია თუ არა აღიდგინოს არსებითი ფაქტები, რომელთა თვითმხილველიც გახდა.

 

მუქარა:

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემურებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ცნობილია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს პირს თავისი იდეისა თუ აზრის გამო, რომელიც თუნდაც საჯაროდაა გამოთქმული, აზრის და იდეის გამომჟღავნება არ წარმოადგენს დასჯად სტადიას. მოცემულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობა დაფუძნებულია არა რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობრივი ქმედების ჩადენით, ამასთან, მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება.

 

დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში, სხვა სახის მუქარა არ გვაძლევს ამ დანაშაულის შემადგენლობას.

 

რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლს, იგი მიუთითებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ოჯახის წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ჩადენას. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

მოცემულ საქმეზე ბრალდების დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება დაზარალებულ ქე------ ფა-----–--ლის ჩვენება, რომელიც მართალია ადასტურებს სიცოცხლის ხელყოფის შემცველი მუქარის ფაქტს - მაგრამ მუქარის ზოგად ხასიათზე მიუთითებს, კონკრეტულად, თუ რა სახით გამოხატავდა ნა-------------ე მასზე მუქარას, რაც საფუძვლიან შიშს გაუჩენდა დაზარალებულს, ვერ უთითებს. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო განმარტავს: ის ფაქტი, რომ დაზარალებული მუდმივ შიშს განიცდიდა ბრალდებულისგან, ემუქრებოდა მას მოკვლით და სწორედ აღნიშნულის გამო დაზარალებულს საძინებლის კარი საკეტით ჰქონდა ჩაკეტილი, ვერ იქნება სარწმუნო იმასთან მიმართებით, რომ მხოლოდ აბსტრაქტულად გამოთქმული ,,მოგკლავ“ არ წარმოადგენს აუცილებლად მუქარის ფაქტს და აღნიშნული დაზარალებულში უნდა იწვევდეს რეალურ შიშს და მუქარის ასრულების რეალური შეგრძნების საფრთხეს. აღსანიშნავია, რომ რაიმე ქმედითი სამართლებრივი ღონისძიებებისთვის დაზარალებულს არ მიუმართავს. მაგალითად: ეთხოვა დახმარება ახლობლებისათვის, მეზობლებისათვის, ან ეცნობებინა პოლიციისათვის.

აქვე სასამართლო ყუარდღებას გაამახვილებს კონფლიქტის აღმოცენების მიზეზზე, როგორც დაზარალებული, ისე მოწმე მი----–-----–------ე აღნიშნავენ, რომ მათ კარი შეგნებულად დაუკეტეს ნა-------------ეს, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა სამი მცირეწლოვანი ბავშვი, მათი - შვილიშვილები. ქე------ ფა-----–--ლი და მი----–-----–------ე თავიანთ ჩვენებებში უთითებენ, რომ გაისმა თუ არა კარზე კაკუნის ხმა მაშინვე დარეკა ქე------ ფა-----–--ლმა საპატრულო პოლიციაში, თუმცა სატელეფონო ზარის განხორციელების სამართლებრივი მიზეზი ჯერ კიდევ გამოვლენილი არ ყოფილა და კარზე განხორციელებული ბავშვების მიერ გამოწვეული ხმაური არ წარმოადგენდა ოჯახური ძალადობის მანიშნებელ გარემოებას და ის მითითება, რომ ,,ნასვამი ნა-------------ე აგრესიული იქნებოდა“ რაზეც აპელირებდა მი----–-----–------ე თავის ჩვენებაში, არ არის რელევანტური. საქმეში წარმოდგენილი არ არის ნა-------------ის ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმებისა და ექსპეტიზის დასკვნები, რითაც დადასტურდებოდა მისი ალკოჰოლური სიმთვრალე. ის ფაქტი, რომ სანამ ბრალდებული ნა-------------ე სახლში შევიდოდა მანამდე დაერეკა დაზარალებულს პოლიციაში წარმოადგენს დაზარალებულის პრევენციული მოქმედების ფაქტს, რომლითაც შეეცადა წარმოუშვებელი კონფლიქტის, შემდეგში კი უკვე ოაჯახური ძალადობის ფაქტის თავიდან აცილებას. საქმეში წარმოდგენილი გამოძიების აღრიცხვის ბარათითა და შეტყობინებით დადგენილია, რომ შეტყობინების ავტორი ქე------ ფა-----–--ლი ითხოვს დახმარებას ქ.ქუ-----–ი ნი---ს მე-2 შესახვევ №20-ში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე მუქარის ფაქტზე. თუ კი დაზარალებულისა და მოწმე მი----–-----–------ის ჩვენებებს სასამართლო თანხვედრილად მიიჩნევს, დაზარალებული წინმსწრები თავდაცვითი მოქმედებით, შეეცადა საფრთხის თავიდან აცილებას, მის მიერ პოლიციის გამოძახება მოხდა იქამდე ვიდრე კონფლიქტი წარმოიშვებოდა, სწორედ აღნიშნულს უთითებენ დაზარალებული და მოწმე თავიანთ ჩვენებებში, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა სხვაგვარადაა ფორმულირებული: ,,ნა-------------ის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად შეეცადა დაზარალებული პოლიციაში დაერეკაო....“ სასამართლომ საქმის მასალებით ვერ დაადგინა, თუ, რა ქმედება განახორციელა ნა-------------ემ საიმისოდ, რომ სახლში შესვლამდე და ოჯახის წევრებთან კონტაქტის დამყარებამდე საჭირო შეიქმნა პოლიციის გამოძახება.

 

ყველა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ობიექტური კრიტერიუმები იმისა, რომ ნა-------------ის მიერ თავის დედამთილის - ქე------ ფა-----–--ლის მიმართ განხორცილებული სიცოცხლის ხელყოფის მუქარით, მისი დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, დაზარალებულს გასჩენოდა ამ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ ნა-------------ემ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნა-------------ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ქვეპუნქტით და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნა-------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

2. ნა-------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

3. გაუქმდეს ნა-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

4. ნა-------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;

 

5. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

5.1. დისკი, მასზე ჩაწერილი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოებით, რომელიც ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნანა ჯოხაძე