განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002333987
საქმე #1-198/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 მარტი, 2020 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ო-–-----------–---–ის
ბრალდებულის - ა-–---- ბ---–----ის
ადვოკატის _ ბ-------------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171210118001 საქმე :
ბრალდებულ ა-–---- ბ---–----ის მიმართ
მამის სახელი: ზ----
დაბადებული: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ-------------–-----------------------------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტები
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა :
1. 2018 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ. ბ------–------------–---–----------------ში მდებარე ი----------------ს საცხოვრებელ ბინა N8-დან ა-–---- ბ---–----ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა--------–----ის კუთვნილ 2850 ლარის ოდენობის ფულად თანხას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა :
2. ბრალდებულმა ა-–---- ბ---–----ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ მითითებულ ბრალდებაში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქმედების აღნიშნულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებული საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–---- ბ---–----ის მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდება დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. დაზარალებულ ა--------–----ის ჩვენება, მოწმეების - ი----------------------------------------------------–-----------------–-----------------–------------–--------–-–---–-----------–---–----------------------------------------------------------–-----–---–---–----------–--------------------------------ის ჩვენებები; 2018 წლის 21 იანვარს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; 2018 წლის 21 იანვარს შედგენილი, ბრალდებულ ა-–---- ბ---–----ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; 2018 წლის 25 იანვარს შედგენილი ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმი; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 11 აპრილის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-272 დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. ბ------–------------–---–---------------, ბინა N8-ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ კი საძინებელ ოთახში საწოლის გვერდით იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმე ა-–---- ზ----ს ძე ბ---–----ისგან (პ/ნ: 6----------) აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
7. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა-–---- ბ---–----ის მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქ/პუნქტით გათვალისწინებული ბრალდების დადასტურება.
8. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
10. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
11. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
12. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
13. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
14. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
კვალიფიკაციის შეცვლა:
16. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა-–---- ბ---–----ეს ბრალი წარედგინა ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისთვის.
17. ბრალდების მხარის ვერსიით:
- 2018 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 21:15 საათზე, ქ. ბ------–------------–---–----------------ში მდებარე ი----------------ს საცხოვრებელ ბინა N8-ში უკანონო შეღწევით ა-–---- ბ---–----ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ა--------–----ის კუთვნილ 2850 ლარის ოდენობის ფულად თანხას.
18. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღნიშნულ ამ კვალიფიკაციას, შემდეგი საფუძვლით:
19. დაზარალებულმა ა--------–----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ბრალდებული ა-–---- ბ---–----ე მისი ძმისშვილია, მისი ოჯახის წევრია, მის ხელში გაზრდილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია მის საცხოვრებელ სახლში მისვლა, თუნდაც სახლში მცხოვრებთა პირდაპირი ნებართვის გარეშე. სახლის გასაღები თვითონ გადასცეს მანქანის გასაღებთან ერთად, მართალია, ა-–----ს იმ მომენტისთვის არ უთქვამს, რომ მათ ბინაში მივიდოდა, მაგრამ არც საჭიროებდა ასეთ ნებართვას და თანხმობის მიღებას მამიდის და მისი ოჯახის წევრებისგან.
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბინაში შესასვლელი კარი გაღებულია მორგებული გასაღებით. ფაქტია, რომ ბინაში შესვლის შემდეგ ბრალდებულის მხრიდან უკვე ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ფარულად დაეუფლა რა მამიდის კუთვნილ ფულად თანხას, რასაც აღიარებს და ინანიებს გულწრფელად, მაგრამ ბინაში უკანონოდ შეღწევა, ბინის მფლობელი პირის - დაზარალებული ა--------–----ის ჩვენების მიხედვით დასტურდებულად ვერ იქნება მიჩნეული. რომ არა ბინაში შესვლის შემდეგ ა-–---- ბ---–----ის მიერ ქურდობის ჩადენა, თავისთავად მხოლოდ ბინაში შესვლის ფაქტი მაშინ, როდესაც არ იმყოფებოდნენ სახლში ოჯახის წევრები, ვერ შეფასდება დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებად, არც ოჯახის წევრები მიმართავდნენ პოლიციას და მოითხოვდნენ რეაგირებას მათი არყოფნისას ახლო ნათესავის მათ ბინაში შესვლის გამო.
21. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ა-–---- ბ---–----ემ ქურდობა ჩაიდინა ბინაში უკანონო შერწევით. ბრალდების მხარის ეს ვერსია ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს პირის დამნაშავედ ცნობას.
22. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
23. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
24. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის ბრალეულობაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
25. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- ბ---–----ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქ/პუქნტით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ და მის მიერ ჩადენილი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქ/პუნქტზე.
სამართლებრივი შეფასება:
27. ამდენად, წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–---- ბ---–----ემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პ-ით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
28. ა-–---- ბ---–----ეს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
29. ა-–---- ბ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულთან.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
30. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
31. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
32. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
33. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
34. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
35. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
36. საქართველოს სსსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
37. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–---- ბ---–----ეს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, შეურიგდა დაზარალებულს, სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა 4 (ოთხი) წელი.
38. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სწორედ აღნიშნული სახე და ზომა უნდა გახდეს საფუძველი მომავალში ბრალდებულმა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
39. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ა-–---- ბ---–----ისგან ამოღებული მისივე ტანისამოსი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის საკეტის გულა, გასაღებთან ერთად, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ა-–---- ბ---–----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ა-–---- ბ---–----ისგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო 2018 წლის 02 და 08 თებერვალს, ქ. ბ------–------------------–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში განთავსებული ზ----------–----------–--------------------------–---–----------------–--------–--- სათვალთვალო კამერის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერი და ბათუმში ე--------–---–--------------- -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეთა (ბინათმესაკუთრეთა) ამხანაგობის კუთვნილი სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, „DVD-R”-ის მყარ დისკებზე - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ ა-–---- ბ---–----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
ბრალდებული ა-–---- ზ----ს ძე ბ---–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 3 (სამი) წლის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ა-–---- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ზა--------–----ეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 იანვრიდან 2018 წლის 01 თებერვლამდე.
კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დაევალოს მსჯავრდებულს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.
ნივთმტკიცებები - საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა, 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ა-–---- ბ---–----ისგან ამოღებული მისივე ტანისამოსი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული კარის საკეტის გულა, გასაღებთან ერთად, რომლებიც ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ა-–---- ბ---–----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ა-–---- ბ---–----ისგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო 2018 წლის 02 და 08 თებერვალს, ქ. ბ------–------------------–---–----------------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში განთავსებული ზ----------–----------–--------------------------–---–----------------–--------–--- სათვალთვალო კამერის მიერ განხორციელებული ვიდეოჩანაწერი და ბათუმში ე--------–---–--------------- -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეთა (ბინათმესაკუთრეთა) ამხანაგობის კუთვნილი სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები, „DVD-R”-ის მყარ დისკებზე - დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი