განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100119002969428
საქართველოსსახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე№1/157-19 6 იანვარი 2020 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031180419003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, ვერიკო ნინიაშვილი
თამთა ჩულუხიძე, ელენე თაგაური
სხდომის სახე : ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ომარ მურადასილოვი, ელგუჯა გავაშელი, მიხეილ ბაიდოშვილი
ბრალდებული: ვ------ ა--------ი
მამის სახელი: ე-–---
დაბადებული: 1-----–-–-----------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი, სოფელი ს----------ი
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვ------ ა--------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
ვ------ ა--------მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ვ------ ა--------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, კერძოდ 1947 წლის ნიმუშის „АКМС“ მოდელის 7.62 მმ კალიბრის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატს. ვ------ ა--------მა ასევე უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 1943 წლის ნიმუშს 7.62 მმ კალიბრის 9 ცალ ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის „АК-47“, „АКС-47“, АКМ“, „АКМС“, კარაბინისათვის „СКС“, ხელის ტყვიამფრქვევებისათვის „РПД“, „РПК“, შაშხანებისთვის „Саига“. 2019 წლის 18 აპრილს, ვ------ ა--------ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომელიც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, იმავე დღეს 16:20 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ მინდორში ჩატარებული ვ------ ა--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1.ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა;
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
2019 წლის 18 აპრილის მარნეულის რაიონული სამმართველოს უბნის-ინსპექტორ გამომძიებელ ლ-–ა დ-------ის პატაკით დგინდება, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია. ინფორმაციის თანახმად მარნეულში, სოფელ ს----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მინდორში ფეხით გადაადგილდებოდა ვ------ ე-–---ის ძე ა--------ი (პ/ნ 2----------), რომელსაც თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი.
მოწმის სახით დაიკითხა ლ-–ა დ-------ე, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა, რომ ნამდვილად მიიღო ოპერატიული ინფორმაციავ------ ა--------თან დაკავშირებული, რის თაობაზეც აცნობა პატაკით უფროსობას და გამოკითხულ იქნა მოწმის სტატუსით. მან განმარტა, რომ პატაკი არის როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული სახით.ვ------ ა--------ს იცნობდა, თუმცა არა პირადად. რა სახის იარაღით გადაადგილდებოდა ვ------ ა--------ი მოწმისთვის ცნობილი არ იყო.
2019 წლის 18 აპრილის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მინდროში, 16:20-16:35 საათების შუალედში ვ------ ა--------ს ჩაუტარდა პირდი ჩხრეკა. ვ------ ა--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად, მისი ნაჭრის ჟილეტის ქვეშ, მარჯევნა მხარეს ბეჭზე, იარაღზე შებმული ნაჭრის მომწვანო ფერის თასმით გადაკიდებულ მდგომარეობაში, ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი იარაღი, ერთი ლითონის შავი ფერის მჭიდით, რომელშიც მოთავსებულ-- 9 ცალი ვაზა. იარაღს მარცხენა გარეთა მხარეს კორპუსზე აქვს ამოტვიფრული ასოები და ციფრები: ,,SV8696 11991”. ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი წესით. პირადი ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე ვ------ ა--------მა განცხადა უარი.
2019 წლის 18 აპრილის დაავების ოქმის თანახმად, მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მინდროში, 16:38 საათზე მოხდა ვ------ ა--------ის დაკავება. დაკავების ოქმის ხელმოწერაზე ვ------ ა--------მა განცხადა უარი.
ვ------ ა--------ის პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმები შეადგინა გამომძიებელმა ი----------–--ემ, ჩხრეკა ჩაატარეს ვ----– ქ---–--ემ და ს----- ი-----–---მა, ესწრებოდა თარჯიმანი ვ----- პ------–---ი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ი----------–--ე. მან განმარტა, რომ ლ-–ა დ-------ის ინფორმაციული პატაკის საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად კერძო ავტომანქანით წავიდა სოფელ ს----------ის განაპირა მხარეს, დასახლებული პუნქტიდან გაირა დაახლოებით 500-600 მეტრი. სამ საათზე, თანამშრომლებთან ერთად ჩაუსაფრდა ვ------ ა--------ს. როდესაც ვ------ ა--------მა გამოიარა მოხდა მისი შეჩერება. მას ეცვა ნაჭრის ჟილეტი, რომელიც იყო გახსნილი და ჩანდა იარაღი. კერძოდ, მარჯვენა მხარზე ჰქონდა ჩამოკიდებული უკონდახო იარაღი. ვ------ ა--------ს ჩაუტარდა ჩხრეკა, ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდით და 9 ვაზნით. ი----- ქ---–--ის მიერ ადგილზე იქნა შედგენილი ჩხრეკის ოქმი. ვ------ ა--------მა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე განცხადა უარი. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ვ----– ქ---–--ე, ს----- ი-----–---ი და თარჯიმანი ვ----- პ------–---ი. ვ------ ა--------ი დაკავების შემდეგ გადაყვანილი იქნა სამმართველოში. მოწმემ განმარტა, რომ იარაღს ჰქონდა ნომერი. იარაღი აღმოჩნდა დაკარგული, რომელიც იძებნება აჭარის პოლიციის მიერ, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება.
მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი ვ----– ქ---–--ე. მოწმემ განცხადა, 18 აპრილს მიღებული იქნა ოპერატული ინფორმაცია, საიდანც ირკვეოდა, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ს----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა ვ------ ა--------ი. ოპერატიული ჯგუფი, თარჯიმან ვ----- პ------–---ის, გამომძიებელ ი----- ქ---–--ისა და ს----- ი-----–---ის მონაწილოებით გავიდნენ სოფელ ს----------ში. ს----------ში, სოფლის ბოლოდან გადაუხვიეს მინდვრებში. იქ, დგას ბუჩქები. აღნიშნულ ადგილზე მოხდა ვ------ ა--------ის ჩხრეკა, რომელსაც ეცვა ქურთუკი და მარჯვენა მხარეს ჰქონდა დაკიდებული სავრაუდოდ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი ამოღების შემდეგ დაილუქა. ჩხრეკის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა, რაზეც ვ----– ქ---–--ემ მოაწერა ხელი. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ თარჯიმან ვ----- პ------–---ს იცნობს, რადგან იგი არის მისი თანასოფლელი და მუშაობდა პოლიციაში.
მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის უბნის-ინსპექტორ გამომძიებელი ს----- ი-----–---ი. მან ჩვენებაში განმარტა, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია - მოქალაქის იარაღით მიდორში გადაადგილების შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე, 18 აპრილს სამსახურის ავტომანქანით ვ----- პ------–---თან და ვ----– ქ---–--ესთან ერთად, წავიდა სოფელ ს----------ში. კერძოდ, მივიდნენ ცენტრალური გზის მარჯვენა მხარეს მინდორში, სადაც დაიმალნენ და დაელოდნენ ვ------ ა--------ის გამოჩენას. მინდორში ვ------ ა--------ი გადაადგილდებოდა ფეხით. ეცვა უსახელო ჟილეტი, რომლის შიგნით ჰქონდა იარაღი. ავტომატი იყო გრძელი და მასში იყო ვაზნები. გამომძიბელმა ი----------–--ემ ადგილზე შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, მასზე ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი, გარდა ბრალდებულისა. ვ------ ა--------მა განაცხადა, რომ იარაღი არ იყო მისი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თარჯიმანი ვ----- პ------–---ი, რომელმაც თავის ჩვენებაში მიუთითა: იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა წაიყვანა შემთხვევის ადგილას -სოფელ ს----------ში. იყო დღე. მივიდნენ მინდორში, სადაც იყო ბუჩქები და ხეები. ადგილზე იმყოფებოდა გამომძიბელი, ორი თანამშრომელი და ბრალდებული. მოწმის განმარტებით, როგორც შეიტყო ამოღებული იყო შავი კალ-–ნიკოვი, უკონდახო. გამომძიებელმა ი----------–--ემ მათი თანდასწრებით შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები. ბრალდებულს ოქმებზე ხელი არ მოუწერია. ამოღებული იარაღი დაილუქა, რაზეც მოწმემ მოაწერა ხელი. ვ----- პ------–---ს არ ახსოვს, თუ რა ეცვა ამ დროს ბრალდებულს და ამოიღეს თუ არა ტანსაცმელი.
2019 წლის 21 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად, ვ------ ა--------ისგან ამოღებული იქნა შავი ფერის უმკლავო ნაჭრის ჟილეტი, რომელსაც აღენიშნება ცვეთის კვალი და ნაწილობრივ აღენიშნება დაზიანებები და ჭუჭყი. საყელოს შიდა მხარეს, იარლიყზე აქვს უცხოური წარწერა ,,BAIERAOFEIVG”; ყავისფერი პულოვერი, რომელსაც აღენიშნება ცვეთის და გამოყენების კვალი, საყელოს შიდა მხარეს აქვს იარლიყი უცხოური წარწერით ,,T–M-A”;ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი ტყავისმაგვარი ქამრით, რომელსაც აღნიშნება ცვეთის კვალი. შარვალს გააჩნია საფირმო უცხოური წარწერა ,,DENIM RENCH”. ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა შესაბამისი წესით.
2019 წლის 19 აპრილის ბალისტიკური ექსპერტიზის N447/ბ დასკვნის თანახმად, 1.2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი #SV 8696 1991 ავტომატი არის ქარხნული წესით დამზადებული, 1947 წლის ნიმუშის „АКМС“ მოდელის, 7,62 მმ კალიბრის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის;
- ერთი ცალი მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული, 30 ვაზნის ტევადობის, რომელიც განკუთვნილ-- 1947 წლის ნიმუშის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის;
4. 6. 9 (ცხრა) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის, რომელიც განკუთვნილ-- ამავე კალიბრის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის: „АК-47“, „АКС-47“, АКМ“, „АКМС“, კარაბინისათვის „СКС“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის „РПД“, „РПК“, შაშხანებისთვის „Саига“. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მარინა გაბუნიამ დაადასტურა, რომ ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა და მის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა.
2019 წლის 20 მაისის ქიმიური ექსპერტიზის N177/რან დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარდგენილ ვ------ ა--------ის ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ლ-- კ-–--–ვილი, რომელმაც დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე. ლ-- კ-–--–ვილმა განმარტა, იმისათვის,რომ დაფიქსირდეს მეტალიზაციის კვალი საჭიროა ხანგრძლივი და მჭიდრო შეხება, დაახლოებით ნახევარი საათი, თუ შეხება ძალ--ნ მჭიდროა შესაძლებელ-- უფრო მცირე დროშიც დაფიქისირდეს მეტალიზაცია.
2019 წლის 23 მაისის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის მამუკა ნათიძის წერილიდან ირკვევა, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ,,АКМ“, მარკა-მოდელის NSV-8696 ავტომატი ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზასი ფიგურირებს ,,დაკარგული“ სტატუსტით, შსს მინისტრის N1258 ბრძანების თანახმად. აღნიშნული იარაღის ძებნაზე აყვანის თარიღია: 15.10.2009 წელი.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები: 6 ცალი ვაზნა, 1 მჭიდი, კონდახის გარეშე და იარაღი. ტანსაცმელი: შავი ჟილეტი, ლურჯი ჯინსის შარვალი, ყავისფერი სვიტრი. ტანსაცმელთან დაკავშირებით ბრალდებულმა ვ------ ა--------მა განმარტა, რომ ტანსაცმელი მას ეკუთვნის.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები:
მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებულის დედა ს---------------ა. მან ჩვენებაში მიუთითა, რომ 2019 წლის 18 აპრილს ვ------ ა--------ი 09:00 საათზე გავიდა მინდორში მოსარწაყავად. ორი საათი იქნებოდა დაწყებული ვ------ ა--------ი დაბრუნდა სახლში და მიირთვა საჭმელი. სახლში ვ------ ა--------მა დაყო დაახლოებით ერთი სააათი. მან დედას უთხრა, რომ წყლისთვის უნდა შეეცვალა ადგილი და დაბრუნდებოდა. სევდა სადიგოვამ, ვ------ ა--------ს სთხოვა სახლში მალე დაბრუნებულიყო, რადგან საქონელი წყალზე უნდა გაეშვათ. სახლიდან გასვლისას, შვილს უთხრა ჟილეტი მოეცვა, რადგან არ გაციებულიყო. ვ------ ა--------ი სახლიდან გასვლის შემდეგ შევიდა მაღაზიაში. დაახლოებით 5 საათზე, ვ------ ა--------ი სახლში რომ არ დაბრუნდა, ს---------------ამ თვითონ გაუშვა საქონელი და როდესაც დაბრუნდა სახლთან დახვდა ხალხი. მათ უთხრეს, რომ ვ------ი დაიჭირეს. ვ------ ა--------ს მითითებულ დღეს ეცვა ჩექმები, ჟაკეტი და ჟილეტი. ჟილეტი, რომელიც ეცვა ვ------ ა--------ს, ეკუთვნოდა მის ძმას. ჟილეტი იყო უმკლავო, არ ჰქონდა შესაკრავი და მკლავთან იყო მორღვეული. სევდა სადიგოვას მითითებით, სარწყავთან მისასვლელად საჭიროა, რომ გახვიდე სოფლიდან. მათ ოჯახში იარაღი არ ჰქონიათ. ვ------ ა--------ი ჯარშიც კი არ არის ნამყოფი და სროლა არ იცის.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე ს-------- გ-------ი. მან განმარტა, რომ ვ------ ა--------ი არის მისი მეზობელი. 2019 წლის 18 აპრილს რწყავდა მინდორს, 10-11 საათზე მივიდა ვ------ი ა--------ი, რადგან მასაც უნდა მოერწყა მიწა. ამ დროს, ვ------ს ეცვა სპორტული ფეხსაცმელი, პატარა უმკლავო ქურთუკი, რომელსაც არ ჰქონდა შესაკარავი. ვინაიდან, ჯერ ს-------- გ-------ი რწყავდა მიწას, ვ------მა უთხრა, რომ წავიდოდა სახლში და მოგვიანებით დაბრუნდებოდა. ვ------ი წავიდა და დაახლოებით 5-6 საათისთვის, რომ აღარ დაბრუნდა, მოწმემ თავისი წყალი ვ------ის მხარეს გახსნა და წავიდა. ს-------- გ-------მა მიუთითა, რომ 300-400 მეტრის მანძილზე, დაახლოებით 3 საათზე დაინახა თეთრი ფორდი. დაახლოებით 10-15 ადამინი ჩხუბობდნენ. მან იფიქრა, რომ წყლის გამო ჩხუბობდნენ. თუმცა მოგვიანებით შეიტყო ვ------ ა--------ის დააკავების შესახებ და აღნიშნული დაუკავშირა დაკავების ფაქტს. ს-------- გ-------მა მიუთითა, რომ ვ------ ა--------ი იარაღით არასოდეს დაუნახავს.
მოწმის სახით ასევე დაიკითხა ა–----- ბ-----–---ი, რომელმაც ჩვენებაში განცხადა, ვ------ ა--------ი არის მისი თანასოფლელი. ვ------ის სახლთან, 50 მეტრში მდებარეობს ჩაიხანა, რომლის ერთ მხარეს არის მაღაზია. შემთხვევის დღეს იყო ჩაიხანაში, იქნებოდა დაახლოებით სამი საათი დაწყებული ან სამი საათი, ვ------ი მათ მიესალმა და შევიდა მაღზიაში. ვ------ ა--------ს ეცვა უმკლავო ქურთუკი, რომელიც იყო წინ გახსნილი. ხელში ეჭირა სიგარეტი და მხარზე გადაკიდებული ჰქონდა მათრახი. მათრახი იყო წვრილი ხის და თავი ჰქონდა თმის ფერი. ვ------ს მათრახის გარდა თან არაფერი არ ჰქონია. ა–----- ბ-----–---მა გამარტა, რომ ვ------ი მუშაობს მონდორში ყარაულად და რწყავს ლ---–-ს ნაკვეთს. მოწმემ დაახლოებით 6-7 საათზე შეიტყო, რომ ვ------ ა--------ი დაიჭირეს.
მოწმის სახით დაიკითხა ლ---–- ა----–---ა,მან განმარტა, რომ ვ------ ა--------ს და მის ოჯახს იცნობს დაახლოებით ხუთი წელ--. ვ------ი რწყავს მის ნაკვეთს, რომელიც მდებარეობს სოფელ ს----------ის მეზობლად. აპრილის თვის შუა რიცხვებში, ვ------ ა--------ს მის მიწაზე, მორწყვის მიზნით წყალი ჰქონდა გაშვებული. მოწმემ დამატებით მიუთითა რომ, არასდროს არ დაუნხავს ვ------ ა--------ის ხელში იარაღი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე რაგიმ ფ-–---ი, რომელმაც განმარტა რომ ჩაის სვავდა, როდესაც გაირა ვ------ ა--------მა. ამ დროს იქნებოდა შესვენების დრო, 2-3 საათი. ვ------ს მხარზე მათრახი ჰქონდა გადაკიდებული, თუმცა რომელ მხარზე არ ახსოვს. მან იყიდა ერთი კოლოფი სიგარეტი და წავიდა.
მოწმის სახით დაიკითხა შ------ ჯ-------ი, რომელმაც სასამართლოს მოახსენა რომ მუშაობს ს----------ში მდებარე მაღაზიაში. მაღაზია გაყოფილ-- და ნახევარი არის ჩაიხანა. შემთხვევის დღეს, დაახლოებით 2-3 საათზე ვ------ ა--------ი შევიდა მაღზიაში და იყიდა სიგარეტი ,,პირევლი“. მას ეცვა ჟილეტი გახსნილ მდგომარეობაში. ვ------ს მხარზე ეკიდა მათრახი, რომელიც არის ხის და აქვს კიდევ გრძელი. ფერი ზუსტად არ ახსოვს, არც თეთრია და არც ყავისფერი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ტ-----------ი ჯ-------მა განმარტა, რომ 18 აპრილს დაახლოებით 2-3 საათზე დაინახა ვ------ ა--------ი, რომელიც შევიდა მაღაზიაში. მას ეცვა შავი ჟილეტი, რომელსაც არ ჰქონდა შესაკრავი. ვ------ს მხარზე ჰქონდა გადაკიდებული მათრახი. ვ------ ა--------მა შეიძინა სიგარეტი და ჩაურა 2 მეტრის მოშორებით და მიესალმა. იგი მიდიოდა მინდვრისკენ. მინდვრამდე მანძილი არის დაახლოებით 500-600 მეტრი და ვ------ს, იქ მისასვლელად დასჭირდებოდა 10-15 წუთი.
მოწმეებმა მ----- ა--------მა და ი----- ჯ-------მა, სასამართლო სხდომაზე ასევე განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს 2-3 საათზე დაინახეს ვ------ ა--------ი, რომელიც არის მათი მეზობელი. ვ------ა--------ს ეცვა ქურთუკი, რომელიც იყო წინ გახსნილი და მხარზე ჰქონდა გადაკიდებული მათრახი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბრალდებული ვ------ ა--------ი. მან თავის ჩვენებაში განმარტა შემდეგი: დილით მივიდა მინდორში ლ---–- ა----–---ას ნაკვეთის მოსარწყავად. მინდორში დახვდა სარდარი, რომელიც თავის ნაკვეთს რწყავდა. სარდარმა, ვ------ს უთხრ, რომ მოსარწყავად მისულიყო 2 საათისათვის. ვ------ ა--------ი 12 საათვისათვის დაბრუნდა სახლში და მიირთვა საჭმელი. სახლიდან როდესაც გადიოდა, ქარის გამო დედამისმა მისცა ქურთუკი ჩასაცმელად. მან, გაირა ჩაიხანა და შევიდა მაღაზიაში. მათრახი, რომელიც ხელში ეჭირა მხარზე გადაიკიდა და შეიძინა სიგარეტი. დაახლოებით 5-10 წუთი ესაუბრა ჩაიხანაში მყოფ თანასოფლელებს. როდესაც გზა გააგრძელა დაახლოებით 10 მეტრში იდგა თეთრი ფორდი. ფორდის მარკის ავტომანქანიდან გადმოვიდა სამი ადამიანი, დაიჭირეს ვ------ ა--------ი და მანქანაში შეაგდეს. მანქანაში იმყოფებოდა ს-----ი, რომელმაც უთრხა რომ არის პოლიციელი. მანქანით გაირეს დაახლოებით 1 კილომეტრი და 5 საათამდე იმყოფებოდა ფორდში. შემდეგ 2 ავტომანქანით, ერთი იყო ,,პიკაპი“ მივიდენენ პოლიციელები. შემდეგ, რაღაც დაწერეს და ვ------ ა--------ეს უთხრეს ხელი მოეწერა. 6-7 საათისკენ მიიყვანეს პოლიციაში. ჯერ აიყვანეს მეშვიდე სართულზე და შემდეგ ჩაიყვაენეს დაბლა. ვ------ ა--------მა დამატებით მიუთითა, რომ შემთხვევამდე ერთხელ იმყოფებოდა პოლიციაში, რადგან დაიკარგა საქონელი და მის თაობაზე ეკითხებოდნენ.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საგამოძიებო მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულ-- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ვ------ ა--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა დალუქულ-- სათანადო წესით, რაც დადასტურებულ-- საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით (გარდა ბრალდებულისა). გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ--, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლ--ნობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვიშეიტანოს სასამართლოს ხდომაზე დაკითხული ბრალდების მოწმეების თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად, ვ------ ა--------მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღს და საბრძოლო მასალას. ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას, რაც მარნეულის რაიონული თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა 2019 წლის 18 აპრილს ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ------ ა--------მა კატეგორიულად უარყო მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ფლობა.
სასამართლომ შეაფასა როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის მიერ წარამოდგენილ მტკიცებულებათა ურთიერთშესაბამისობა და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდართით შეძლო დაედასტურებინა ვ------ ა--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება. სასამართლო განხილვისას დაიკითხნენ ვ------ ა--------ის პირადი ჩხრეკის და დაკავებაში მონაწილე პოლიციელები, ი----------–--ე, ვ----– ქ---–--ე და ს----- ი-----–---ი. სასამართლომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა შეაფასა კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ მოწმეებს ს---------------ას, ს-------- გ-------ს, ა–----- ბ-----–---ს, რაგიმ ფ-–---ს, შ------ ჯ-------ს, ტანვერდი ჯ-------ს, მ----- ა--------ს, ი----- ჯ-------ს, თითოეული მათგანი მიუთითებს, რომ მათ, სოფელში მდებარე ჩაიხანასთან, სადაც არის მაღაზიაც, შუადღისით 2-3 საათის შუალედში ნახეს ვ------ ა--------ი. იგი შევიდა მაღაზიაში და შეიძინა სიგარეტი. ცოტა ხნით ესაუბრა ჩაიხანაში მყოფ მეზობლებს და გააგრძელა გზა მინდვრისაკენ. თითოეული მოწმე, ვინც ნახა ვ------ ა--------ი ცალსახად მიუთითებს, რომ იარაღი არ დაუნახავთ. სასამართლოც იზიარებს აღნიშნულ გარემობას და განმარტავს, მოწმეებმა ვ------ ა--------ი ნახეს საკმაოდ ახლოდან, დეტალურად აღწერეს მისი ჩაცმულობა, მიუთითეს რომ ჟილეტი, რომელიც ეცვა ვ------ ა--------ს იყო გახსნილ მდგომარეობაში და შეუძლებელ-- ვერ დაენახათ იარაღი, რომელიც არის საკმაოდ დიდი ზომის. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მეზობლებთან შეხვედრის დროს ვ------ ა--------ს იარაღი ნამდვილად არ ჰქონია.
ვ------ ა--------ი მეზობლებთან საუბრის შემდეგ გზას აგრძელებს მინდვრისაკენ მარტო დაახლოებით 500-600 მეტრი. აღნიშნულს ადასტურებს დაცვის მხარის მიერ დაკითხული მოწმეები და თავად ბრალდებული. იმავე დღისით, 18 აპრილს პოლიციელები მინდორში აჩერებენ ვ------ ა--------ს და 16:20 საათზე იწყებენ პირად ჩხრეკას და მისგან იღებენ იარაღსა და საბრძოლო მასალას.
სასამართლოში გამოკვლეული იქნა ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, საიდანც დგინდება რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ ვ------ ა--------ის ტანსაცმელზე რკინის მეტალიზაციის კვალი არ დაფიქსირდა. ამასთან ექსპერტმა დაკითხვისას განმარატა, იმისათვის რათა დაფიქისრდეს მეტალიზაციის კვალი საჭიროა ხანგრძლივი და მჭიდრო შეხება. დაახლოებით ნახევარი საათი. ასევე, თუ არის მჭიდრო შეხება შესაძლებელ-- უფრო მცირე დროშიც დაფიქისირდეს მეტალიზაცია.
სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა ერთობლიობაში და განმარტავს, რომ ის ფაქტი, რომ ვ------ ა--------ის ტანსაცმელზე არ დაფიქსირდა იარაღის მეტალიზაციის კვალი, მიუთითებს რომ ვ------ ა--------ი სწორედაც მეზობლებთან განშორების შემდეგ ეუფლება იარაღს და იწყებს გადაადგილებას, რა დროსაც მალევე, დროის მოკლე მონაკვეთში პოლიციელების მიერ ხდება მისი შეჩერება. ამასთან გასათვალისწინებელ--, რომ ოპერატიული ინფორმაციით,, რომელიც მიღებული ჰოქნდა პოლიციას, ვ------ ა--------ი სწორედაც მინდორში გადაადგილდებოდა იარაღით.
საქმეში წარმოდგენილ-- საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის იარაღის აღრიცხვის განყოფილების უფროსის წერილი იმის თაობაზე, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით ,,АКМ“, მარკა-მოდელის NSV-8696 ავტომატი (ამოღებული იქნა პირადი ჩხრეკის დროს) ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს ,,დაკარგული“ სტატუსტით და აღნიშნული იარაღი იძებნება 2009 წლის 15 ოქტომბრიდან. შესაბამისად, დაცვის მხარის განმარტება, იმასთან დაკავშირებით რომ ვ------ ა--------ს იარაღი პოლიციამ ჩაუდო მოკლებულ-- საფუძველს, არ არის გამყარებული მტკიცებულებებით და მიმართულ-- ბრალდებულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისაკენ. მითუმეტეს, რომ არც დაცვის მხარეს და არც თავად ბრალდებულს არ უსაუბრიათ რაიმე კონკრეტულ მოტივზე, რის გამოც შესაძლებელ-- პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ დაინტერესებული ვ------ ასკეორვის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმეს თან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულეჭვსმიღმა“, სსსკ-ისმე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვსმიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტაშემდეგი: „წერილობითი და ზეპირიმტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
ადამიანისუფლებათაე ვროპულმა სასამართლომ საქმეზე ბარან იდა ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
შესაბამისად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დაცვის მხარის პოზიციას ვ------ ა--------ის უდანაშულობასთან დაკავშირებით ვერ გაიზიარებს, რადგან სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევისას, რაიმე გარემოება რაც ბრალდებულის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა არ გამოვლენილა. ბრალდებული საუბრობს ზოგადად ვერსიებზე, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა მას არ ჰქონია, რაც არ არის გამყარებული რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ამგვარი პოზიცია მიმართულ-- პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობისაკენ.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლ--ნი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილ-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულ--, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს ,,იარაღის შესახებ‘‘ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მის მოპოვებას, რაც გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ, მის ყიდვაში, სხვა ნივთში გაცვლ-–ი, ნაჩუქარის მიღებაში, ნაპოვნის დაუფლებაში და ა.შ. იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა დადგენილი, თუ როდის და რა ვითარებაში განხორციელდა ვ------ ა--------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულად ითვლება, როდესაც პირს ეძლევა იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს მისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, თუმცა მისი სურვილის შესაბამისად შეუძლ-- იარაღი გამოიყენოს მაშინ, როდესაც დასჭირდება. შენახვა შეიძლება განხორციელდეს საცხოვრებელ ბინაში, სარდაფში, ეზოში და ა.შ. მის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რაც თავისთავად შენახვასაც მოიცავს, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირი ამას კანონით მინიჭებული უფლების გარეშე ახორციელებს. აღნიშნული ქმედება შესაძლებელ-- განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც პირი მოძრაობს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის და მისი ვარგისიანობა დადასტურებულ-- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება საზოგადოებისათვის და ცალკეული პირებისათვის მომეტებული საშიშროების შემცველ--, ვინაიდან არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მას, ვინც უკანონოდ ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს, აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს გამოიყენოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, ვ------ ა--------ი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ იარაღს უკანონოდ ინახავდა და უკანონოდ ატარებდა ს----------ში მინდვრებში გადაადგილებისას, რა დროსაც მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მოხდა დანაშაულის შეწყვეტა.
,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ტ‘‘ პუნქტის მიხედვით, იარაღის ბრუნვას განეკუთვნება იარაღის რეგისტრაცია, შეძენა, შენახვა და ტარება, ხოლო, ამავე მუხლის ,,ფ‘‘ პუნქტის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა ვ------ ა--------ს რომელსაც, ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ჰქონდა მინიჭებული იარაღის ფლობის, განკარგვისა, იარაღით სარგებლობისა და ტარების უფლება.
მითითებული კანონის მე-19 მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებსაც გააჩნიათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ-- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. ასეთი ნებართვა ვ------ ა--------ს არ გააჩნდა, შესაბამისად, მას ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი ჰქონდა, ინახავდა და ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,იარაღის შესახებ‘‘ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იარაღის სახეებს, არეგულირებს იარაღის ბრუნვასთან და მასზე კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, იარაღის ბრუნვის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ტერმინში ,,იარაღი‘‘ იგულისხმება მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილ-- ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, ან სიგნალის მისაწოდებლად. ამავე მუხლის ,,ბ‘‘ პუნქტის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილ-- ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვ------ ა--------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იარაღი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ერთი ცალი მჭიდი არის ქარხნული წესით დამზადებული, 30 ვაზნის ტევადობის, რომელიც განკუთვნილ-- 1947 წლის ნიმუშის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის; 9 (ცხრა) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1943 წლის ნიმუშის, 7,62 მმ კალიბრის, რომელიც განკუთვნილ-- ამავე კალიბრის კალ-–ნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის: „АК-47“, „АКС-47“, АКМ“, „АКМС“, კარაბინისათვის „СКС“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის „РПД“, „РПК“, შაშხანებისთვის „Саига“. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------ ა--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ვ------ ა--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გაჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ--ნობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ვ------ ასკეორვის მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას(არაა ნასამართლევი), მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას და ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ვ------ ა--------ს 236-ე მუხლის მესამე ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, ხოლო 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით. საბოლოოდ, ვ------ ა--------ს სასჯელი დაენიშნება დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------ ა--------ის მიმართ ზემოაღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულ-- გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება.
საქმეზე ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ბედი უნდა გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ვ------ ა--------ის ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს ვ------ ა--------ს.
სარეზოლუციონაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დაადგინა:
ვ------ ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით.
ვ------ ა--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ვ------ ა--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
ვ------ ა--------ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2019 წლის 18 აპრილიდან.
ვ------ ა--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ბედი გადაწყდეს გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ვ------ ა--------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ვ------ ა--------ს.
განაჩენი კანონიერ ძალ-–ი შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე