განაჩენი

სისხლის სამართლის 19.02.2020
საქმის ნომერი
180100119003142734
დავის ტიპი
182 2 დ
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N180100119003142734

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/229-19 19 თებერვალი, 2020 წელი ქალაქი მცხეთა

(გამოძიების №0-----------)

 

მოსამართლე - მაია ოშხარელი,სხდომის მდივანი - ეკა გაბიდაური,ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ--------------–---–-;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ი----–----–-----, ინ------–-----ი;

 

ბრალდებული - ვ-–------რ ჯ------ს ძე გ-------ძე (დაბადებული 1--------- წელს, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, შპს „ლ------ ფ----ი“-ის ბუღალტერი, მცხოვრები ქ. რ-------ი, 2--ე მ/რ. კორპ N6, ბინა N7-ში, ამჟამად პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმარი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი -მითვისება, ესე იგი, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რა ნივთიც მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა.

 

სხდომის სახე - ღია,აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. შპს „ლ-------ფ----ი“ რეგისტრირებულია 2008 წლის 15 დეკემბერს საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხორცპროდუქტების წარმოება-რეალიზაცია. კომპანიის იურიდიული მისამართია ქალაქი თბილისი კ------ს ქუჩა N42, ხოლო ფაქტობრივი მისამართია ქალაქი მცხეთა, ს----------ს ქუჩა N73, სადაც განთავსებულია კომპანიის როგორც ადმინისტრაციული შენობა, ასევე წარმოების სრული მიმართულება. დაფუძნებიდან 2012 წლის ივლისის თვემდე კომპანიის დირექტორსა და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა ი-----–ი დ-----ძე, ხოლო 2012 წლის ივლისის თვიდან კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები გახდნენ იგივე ი-----–ი დ-----ძე და დ-------ი ზ----ძე, ხოლო დირექტორი კვლავ ი-----–ი დ-----ძე იყო. 2018 წლის მარტის თვიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა მოწმე დ---თ ზ----ძე, რომელიც 2018 წლის ივლისის თვემდე ასევე წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს, 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის სექტემბრის თვემდე კომპანიის დირექტორის პოზიციაზე დანიშნული იყო ზ-----ბ ზ----ძე, ხოლო 2018 წლის სექტემბრის თვიდან 2019 წლის თებერვლის თვემდე დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა ლია ნ--------ე. ამჟამად კომპანიის დირექტორი არის მოწმე მ-----– ე-–---–---–ი. რაც შეეხება დამფუძნებელს, იგი 2018 წლის მარტის თვიდან დღემდე კვლავ მოწმე დ---თ ზ----ძეა, უცვლელად 100%-იანი წილით.

1.2. აღნიშნული კომპანიის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე 2016 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის თვემდე მუშაობდა ვ-–------რ გ-------ძე, რომელსაც სპეციალური კოდირებული მომხმარებლის მეშვეობით გააჩნდა დაშვება და წვდომა შპს „ლ-------ფ----ი“-ს მიერ სს „საქართველოს ბანკასა“ და სს „თიბისი“ ბანკში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე, რომლის მეშვეობითაც უნდა განეხორციელებინა ფინანსური ტრანზაქციები სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, კომპანიის მიზნობრიობიდან გამომდინარე. მიუხედავად აღნიშნულისა, ვ-–------რ გ-------ძემ მისი უფლება კომპანიის საბანკო ანგარიშებთან წვდომის სახით, გამოიყენა პირადი მიზნებისათვის და სხვადასხვა ტექნიკური მანიპულაციების მეშვეობით განახორციელა შპს „ლ-------ფ----ი“-ს საბანკო ანგარიშებზე არსებული, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება, რაც გამოიხატებოდა ვ-–------რ გ-------ძის მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან საკუთარ ანგარიშზე ფულადი თანხების გადარიცხვით, რომლის დანიშნულებადაც უთითებდა თითქოსდა შპს „ლ-------ფ----ი“-ს საგადასახადო დავალიანებების, სახელფასო ვალდებულებებისა და ნედლეულის მომწოდებელ კომპანიებისაგან კონსიგნაციის წესით მიღებული ნედლეულის ღირებულების ვადადამდგარი დავალიანებების დაფარვას, რითაც ნიღბავდა კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხის მითვისების მექანიზმს.

1.3. 2016 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის იანვრის თვის ჩათვლით, ვ-–------რ გ-------ძემ, მის მართლზომიერ გამგებლობაში და მფლობელობაში არსებული ამავე კომპანიის კუთვნილი, სს „თი ბი სი“-ბანკში და სს „საქართველო ბანკში“ არსებული ანგარიშები, რაზეც მასვე გააჩნდა შეუზღუდავი წვდომა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ გამგებლობაში და მფლობელობაში არსებული, შპს „ლ------ი - ფ----ი“-ს კუთვნილი ფულადი თანხა 2 158 682.57 (ორი მილიონ ას ორმოცდათვრამეტი ათას ექვსას ოთხმოცდაორი და ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა ვ-–------რ გ-------ძემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი, თუმცა ის არ დაეთანხმა ბრალდების ფორმულირებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დადგენილი ზიანის ოდენობას, რომელიც უნდა იყოს ბრალდების ფორმულირებაში მითითებულ ზიანზე 50-100 ათასი ლარის ოდენობით ნაკლები. ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის ჩვენებით, მან 2015 წლის სექტემბრის თვიდან ბუღალტრის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა მაღაზიათა ქსელ „ეკ---------ში“. აღნიშნულ მაღაზიათა ქსელში იმუშავა 2016 წლამდე, ხოლო 2016 წლის იანვრის თვიდან მუშაობა გააგრძელა შპს „ლ-------ფ----ში“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. როდესაც ის მივიდა ლ------ ფ----ში, დირექტორი იყო ი-----–ი დ-----ძე, რომელთანაც ჰქონდა სუბორდინაცია. მან როგორც იცოდა, ამ კომპანიას მართავდა დ---თ ზ----ძის ოჯახი. ლ------ ფ----ში მისვლის შემდეგ მცხეთაში გადასვლამდე მას დ---თ ზ----ძე ჰყავდა ორჯერ ან სამჯერ ნ---ხი. მცხეთაში ხშირად მიდიოდა დ---თ ზ----ძე კომპანიაში და მას შეეძლო ნებისმიერ საკითხში ჩარევა. მის როგორც მთავარი ბუღალტრის ფუნქციას წარმოადგენდა კომპანიის ბუღალტრული ანგარიშგების მართვა, ფინანსური ოპერაციების მართვა და კონტროლი, საგადასახადო ვალდებულებების ფინანსური შესრულება და ა. შ. პოზიციიდან გამომდინარე, ვ-–------რ გ-------ძეს ჰქონდა ინტერნეტ ბანკის კოდირებული ელექტრონული წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე შესაბამისი მოწყობილობის ე. წ. „დიჯიპასის“ მეშვეობით, სადაც ჩატვირთული პროგრამის მეშვეობით ხდება ყოველ მოხმარებაზე ერთჯერადი კოდების დაფიქსირება ინტერნეტ ბანკში შესაღწევად. შპს „ლ-------ფ----ში“ ვ-–------რ გ-------ძის მთავარ ბუღალტრად გადასვლის პერიოდიდან კომპანიას გააჩნდა მხოლოდ ორი საბანკო ანგარიში, ერთი თი-ბი-სი ბანკში, ხოლო მეორე საქართველოს ბანკში, ორივე ანგარიში იყო აქტიური. ვ-–------რ გ-------ძის განმარტებით, წვდომა შპს „ლ-------ფ----ის“ საქართველოს ბანკში არსებულ საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა მხოლოდ მას, ხოლო თიბისი ბანკის ანგარიშზე კომპანიის დირექტორსაც, თუმცა, ანგარიშიდან ფულადი თანხის გადარიცხვას მხოლოდ იგი ახორციელებდა. მისთვის არც ერთ დირექტორს არასოდეს „დიჯიპასი“ არ გამოურთმევიათ, თუმცა შეეძლოთ გამოერთმიათ და შესულიყვენენ ანგარიშებში. ვ-–------რ გ-------ძის განმარტებით, დაახლოებით 2017 წლის დასაწყისიდან, ზუსტი პერიოდი არ ახსოვს, მან დაიწყო ინტერნეტ აზარტული თამაშების თამაში. მისი განმარტებით, სათამაშოდ, იგი ფულად თანხას შპს „ლ-------ფ----ის“ საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშიდან რიცხავდა საკუთარ ანგარიშზე შემდეგი სქემით: როდესაც დადგებოდა თანამშრომელთათვის ხელფასის ჩარიცხვის დრო, რასაც ახორციელებდნენ თვეში ორჯერ ორ-ორ კვირიანი ინტერვალებით, ვ-–------რ გ-------ძე მათ ხელფასებს კომპანიის ბუღალტრულ პროგრამაში ატარებდა ჯამურად ანუ სახელფასო თანხის აღრიცხვას ახორციელებდა ერთიანად, სადაც რეალურად კუთვნილი ხელფასის ოდენობის ნაცვლად აღრიცხავდა მომატებულ თანხას, ზედმეტად წერდა ისეთ ოდენობას, რომ ჯამური ოდენობის ვიზუალური აღქმისას არ ყოფილიყო თვალშისაცემი, მაგალითად, თუ ჯამური ოდენობა რეალურად უნდა ყოფილიყო 200 000 ლარი, ამატებდა დაახლოებით 1000 – 2000 ლარს, რაც ვიზუალურად არ იქნებოდა თვალშისაცემი და ამ ზედმეტ ოდენობას საკუთარ ხელფასთან ერთად რიცხავდა თავისივე ანგარიშზე. გატანილი თანხებით ვ-–------რ გ-------ძე ძირითადად თამაშობდა აზარტულ თამაშებს, ხოლო პერიოდულად იყენებდა სხვადასხვა პირადი მიზნებისათვის. ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის განმარტებით, მას არანაირი სახის ქონება არ შეუძენია, არც მეგობრებს აძლევდა თანხას. თავდაპირველად ვ-–------რ გ-------ძე კომპანიის ანგარიშიდან სქემის მიხედვით საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას ახორციელებდა ხელფასებთან ერთად, ხოლო, თამაშის შემდგომ, თუ რჩებოდა მოგებულ თანხას უკანვე რიცხავდა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო ამონაწერს საბანკო ჩარიცხვებზე ადგენდა excel-ის ფორმატში, სადაც შლიდა მონაცემებს ზედმეტი თანხების თავის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ. ბანკიდან ანგარიშის excel-ში გადატანას სჭირდებოდა 2-3 წუთი. დირექტორი აკონტროლებდა მის მიერ განხორციელებულ ყველა ტრანზაქციას მის მიერ დირექტორისთვის გადაგზავნილი დაკორექტირებული ინფორმაციის საფუძველზე. დირექტორებს შეეძლოთ ანგარიშების გადამოწმების შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოეთხოვათ ბანკებიდან საბანკო ანგარიშები და შეემოწმებინათ, თუმცა არც ერთ დირექტორს რაიმე მიზეზი არ ჰქონია, რომ შეემოწმებინა. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უყურებდნენ მის მიერ მიწოდებულ ანგარიშებს და ენდობოდნენ მას. იგი მათთან გადარიცხვებს მთიანად შლიდა და უჩვენებდა სხვა მონაცემებს, ასევე, მის მიმართ არსებობდა დიდი ნდობა და არასოდეს არ მომხდარა მისი შემოწმება. ბრალდებულის ჩვენებით, მისთვის უცნობია კომპანიის დამფუძნებელს მის მიმართ ჰქონდათ თუ არა ეჭვები, ასევე, მისთვის უცნობია ლია ნ--------ის დავალებული ჰქონდა მისი გადამოწმება ხელმძღვანელების მხრიდან. ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც რამდენიმე კომპანიის მიმართ ავანსები იყო გაცემული მაგრამ მომსახურება არ იყო მიღებული, მაშინ მოითხოვა დ---თ ზ----ძემ ყველა ასეთი კომპანია გადამოწმებულიყო. დროთა განმავლობაში იმატა აზარტმა და ვ-–------რ გ-------ძემაც მეტი ინტენსივობით დაიწყო კომპანიის ანგარიშიდან თავის ანგარიშზე სათამაშოდ თანხების ჩარიცხვა, მათ შორის იყენებდა ასეთ სქემებს - ამბობდა, რომ დღგ-ს გადასახადი 100 000 ნაცვლად ჰქონდათ 150 000, რასაც მის გარდა არავინ ამოწმებდა, ვინაიდან იგი იყო მთავარი ბუღალტერი და ენდობოდნენ. ზედმეტად მითითებულ თანხას ვ-–------რ გ-------ძე რიცხავდა საკუთარ ანგარიშზე და იყენებდა სათამაშოდ, ამასთანავე საბანკო გადარიცხვისას უთითებდა თითქოსდა თანხას რიცხავდა შეძენილი ნედლეულის საფასურად მომწოდებელთან. შესაბამისად, ნებისმიერ პირს რომ შეემოწმებინა საბანკო გადარიცხვა, დანიშნულებაში ჩანდა, რომ ეს იყო კომპანიის მიზნებისათვის - შეძენილი ნედლეულის საფასური ან სხვა მომსახურების საფასური. ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის განმარტებით, იმავე პერიოდში, შპს „ლ------ი ფ----ს“ ხელშეკრულება ჰქონდა დადებული კომპანიებთან, რომლებიც ასრულებდნენ რამდენიმე მილიონიან სამშენებლო სამუშაოს, რის გამოც საკუთარ ანგარიშზე ფულადი თანხების გადარიცხვის დროს, იგი ხშირად დანიშნულებაში აღნიშნულ კომპანიებს უთითებდა, რაც მისი თქმით, ნაკლებ ეჭვს იწვევდა თანხების გადარიცხვასთან დაკავშირებით. დასახელებული სქემების მიხედვით, ვ-–------რ გ-------ძე კომპანია შპს „ლ-------ფ----ის“ კუთვნილი ფულადი თანხების საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვას და მის გამოყენებას ონლაინ აზარტული თამაშებისათვის ახდენდა 2019 წლის იანვრის ბოლომდე. 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დ---თ ზ----ძემ მას შესთავაზა კომპანიის დირექტორობა, რაზეც უთხრა უარი იმის გამო, რა მდგომარეობაშიც იყო - მას აღნიშნული კომპანიის კუთვნილი თანხები აღებული ჰქონდა და თუკი მის ადგილზე დანიშნავდნენ სხვა ბუღალტერს, ყველაფერი გამოაშკარავდებოდა, სწორედ ამ პრობლემის გამო არ სურდა მთავარი ბუღალტრის პოზიციიდან გადასვლა. 2019 წლის იანვრის თვის ბოლო პერიოდში იმის გამო, რომ, პირველ რიგში, ის უფრო და უფრო მეტ თანხებს რიცხავდა და ვეღარ ახერხებდა ამ თანხების უკან დაბრუნებას, ასევე დ-------ი გ----–-ძე ახდენდა კომპანიის აუდ-----რულ შემოწმებას, იგი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კომპანიიდან ფულადი თანხების გატანა უნდა შეეწყვიტა. მან კომპანიის კუთვნილი ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადაირიცხა 50 000 ლარი და წავიდა თბილისის აეროპორტში, შეიძინა ბილეთი და გაფრინდა კიევში, სადაც 2019 წლის 7 თებერვლამდე იმყოფებოდა. ვ-–------რ გ-------ძემ უკრაინაში 50 000 ლარი თან წაიღო, ხოლო კომპანიაში დატოვა შეუნიღბავი მონაცემები იმ მიზნით, რომ ის, ვინც ამ მონაცემებს ნახავდა პირველად, მაშინვე მიმხვდარიყო არსებულ სიტუაციას. ის უკრაინაში იმის გამო წავიდა, რომ ყველას გაეგო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ხოლო სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნებას აპირებდა. მეორე დღეს ხელფასების დარიცხვის დღე იყო. მას წინასწარ არაფერი ჰქონდა დაგეგმილი. ის იმყოფებოდა კიევში, საიდანაც მისი ძმის ა-----– გ-------ძის მეშვეობით იგებდა კომპანიის გარშემო არსებული სიტუაციის შესახებ. ის შეწუხებული იყო დ-------ი გ----–-ძისა და ლია ნ--------ის მდგომარეობით, ისინი პირველად ნახავდნენ ანგარიშებს და მათ მოუწევდათ შეკითხვებზე პასუხების გაცემა, რის გამოც წუხდა და მათ მიმართ გრძნობდა ადამიანურ, მორალურ პასუხისმგებლობას, რომ არ შექმნოდათ პრობლემები. 2019 წლის 7 თებერვალს ვ-–------რ გ-------ძე დაბრუნდა საქართველოში და გამოცხადდა შპს „ლ------ი ფ----ის“ დამფუძნებელთან დ---თ ზ----ძესთან, რომელსაც შესთავაზა ხორბლის იმპორტი, რათა თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონოდა. მას ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინაში ყოფნის დროს უკრაინელ ბიზნესმენებთან ჰქონდა. დ---თ ზ----ძემ მას უთხრა, რომ სურდა პოლიციაში განცხადების გაკეთება, რაზეც მან ასევე უპასუხა, რომ ისიც აპირებდა პოლიციაში მისვლას. შემდგომ ბრალდებული ვ-–------რ გ-------ძე მივიდა საგამოძიებო სამსახურში. ვ-–------რ გ-------ძის განმარტებით, როდესაც იგი დაბრუნდა უკრაინიდან ჩამოიტანა 8200 აშშ დოლარი და 5 883 გრივნა, რაც გადასცეს დ-------ი გ----–-ძეს და მან დაუბრუნა შპს "ლ-------ფ----ის" წარმომადგენლებს. ვ-–------რ გ-------ძემ საგამოძიებო სამსახურში აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, რაც გამოიხატა შპს „ლ-------ფ----ის“ კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებაში, რაც დაახლოებით იქნება 2 100 000 ლარამდე. ბრალდებულის ჩვენებით, შესაძლოა მთლიანი ოდენობა მის ანგარიშზე ზედმეტად ჩარიცხული თანხისა კომპანიიდან იყო დაახლოებით 3 000 000 ლარამდე, თუმცა დაახლოებით 1 000 000 ლარამდე თანხა დაბრუნებული ჰქონდა პერიოდულად. მის მიერ „გაქეშებული“ თანხა ორი-სამი წლის განმავლობაში შეადგენდა 400 000 ლარს, რაც გამოიყენა, აზარტული თამაშებისათვის და პირადი ხარჯებისათვის, რითაც ახორციელებდა კომპანიის თანხის მითვისებას. ვ-–------რ გ-------ძის ჩვენებით, ის ბრალდების მიხედვით მითითებულ თანხას არ ეთანხმება, რადგან ტრენინგის თანხა - 500 ლარი, პრემიები, ასევე, კომპანიის მიერ დაქირავებული საცხოვრებელი სახლის, კომუნალური გადასახადების მის მიერ გადარიცხვა არ იქნა გათვალისწინებული. ბრალდებული ვ-–------რ გ-------ძე დაზარალებულს არ სთხოვს პატიებას, ვინაიდან იცის, რომ თანხის ანაზღაურება არ შეუძლია. ის ბრალის აღიარებით მივიდა პოლიციაში, ხოლო მისი მისვლიდან ერთი საათის შემდეგ მივიდა დ---თ ზ----ძე. მართალია, გარკვეული უზუსტობების გამო ის ზიანს არ ეთანხმება, მაგრამ მიუხედავად ამისა სრულად აღიარებს ბრალს.

2.2. სასამართლო აფასებს რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ და ნაწილობრივ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის პოზიცია, რომ ბრალდების ფორმულირებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დადგენილი ზიანის ოდენობა უნდა იყოს 50-100 ათასი ლარის ოდენობით ნაკლები, რადგან ბრალდების ფორმულირების ყველა შემადგენელი ელემენტი დადასტურებულია ნაწილობრივ, როგორც თავად ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის სასამართლოზე მიცემული ჩვენებით, ასევე მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებებით.

2.3. დაზარალებულ დ---თ ზ----ძის გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლის 12 დეკემბერს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, დააფუძნა შპს „ლ------ი-ფ----ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი - 2--------), რომლის 100% წილის ფორმალურ მესაკუთრედ სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ფორმალურად დაფიქსირდა ი-----–ი დ-----ძე, მისი სიძე, რომელსაც ენდობოდა და ასეთი გათვლა საჭირო იყო კომერციული მიზნებისათვის. ამავდროულად, მოწმე დ---თ ზ----ძემ ისაუბრა ი-----–ი დ-----ძის პიროვნების შესახებ, რომელსაც შპს „ლ------ ფ----ში“ მისვლამდე არანაირი სახსრები არ გააჩნდა და მოწმე დ---თ ზ----ძემ შეუწყო ხელი მის განვითარებას, თუმცა, საბოლოოდ მან განიზრახა კომპანიის და დ---თ ზ----ძის ქონების ხელში ჩაგდება, ამავდროულად, საკუთარი შვილი და შვილიშვილი დაუპირისპირა მას. 2016 წლიდან დღემდე კომპანიის დირექტორები იყვნენ ი-----–ი დ-----ძე, ზ-----ბ ზ----ძე, თავად მოწმე დ---თ ზ----ძე, ლია ნ--------ე და მოწმე მ-----– ე-–---–---–ი, რომელსაც დღეის მდგომარეობითაც უკავია დირექტორის თანამდებობა. 2018 წლის მარტის თვიდან სექტემბრის თვემდე პერიოდში ის და ზ-----ბ ზ----ძე ფორმალურად იყვნენ კომპანიის დირექტორები, რადგან ი-----–ი დ-----ძე კვლავ აგრძელებდა დირექტორის უფლება-მოვალეობების განხორციელებას და ჩვეულებრივ დადიოდა სამსახურში, როგორც წინა პერიოდში, როდესაც იგი ოფიციალურად იკავებდა კომპანიაში დირექტორის თანამდებობას. ხოლო, 2018 წლის სექტემბრის თვეში, დ-------ი გ----–-ძის რეკომენდაციით, შპს „ლ------ი ფ----ი“-ს დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა მისი თანამშრომელი და მინდობილი პირი - ლია ნ--------ე, რომელსაც ასევე იქამდე საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ვ-–------რ გ-------ძესთანაც ჰქონდა. დ---თ ზ----ძის განმარტებით, ვინაიდან, იმ პერიოდში ორგანიზაცია სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა, სწორედ ამ კრიტერიუმებით შეირჩა ლია ნ--------ე, რომელიც იყო ფინანსისტი აუდ-----რული გამოცდილებით და იკისრა ვალდებულება ორგანიზაციის ფინანსური და სხვა მიმართულებებით ხელმძღვანელობის ვალდებულება, რა დროსაც უნდა გაეკონტროლებინა კომპანიის ფულადი თანხების გადინება და შედინების პროცესი. საზოგადოების საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ხორცპროდუქტების წარმოება-რეალიზაცია, საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კ------ს ქუჩა N42, ხოლო ფაქტობრივი - ქ. მცხეთა, ს----------ს ქუჩა N73. ორგანიზაციის საქმიანობას ერთპიროვნულად წარმართავს/წარმართავდა დირექტორი, რომლის უფლება-მოვალეობებში შედის/შედიოდა: საწარმოს ფაქტობრივი მართვა, კომპანიის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში, საქმიანობის კონტროლი და ფინანსური ზედამხედველობა. 2010 წლიდან მის ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------თან“, კერძოდ მის დირექტორთან დ-------ი გ----–-ძესთან, რითაც მას ევალებოდა საწარმოს ყოველთვიური აუდ-----რული შემოწმება, რის ანგარიშსაც აბარებდა პირადად დამფუძნებელს, ანუ მოწმე დ---თ ზ----ძეს. შესაბამისად, მოწმე დ---თ ზ----ძე თვლის, რომ დ-------ი გ----–-ძე, რომელიც საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებდა კომპანიიდან და სარგებლობდა მაღალი ნდობით, დამფუძნებელთა მხრიდან, ვალდებული იყო ეკონტროლებინა ორგანიზაციის ფინანსური მდგომარეობა, მათ შორის ფულადი თანხების ხარჯვის მართლზომიერების საკითხი. 2016 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის იანვრის თვის ბოლომდე ორგანიზაციის ბუღალტრის თანამდებობა ეკავა ვ-–------რ გ-------ძეს, რომელიც კომპანიაში დ-------ი გ----–-ძის რეკომენდაციით მოხვდა, რადგან იყო მისი თანამშრომელი და აკავშირებდა ნათესაური კავშირები. ვ-–------რ გ-------ძის, როგორც მთავარი ბუღალტრის უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა ფირმის სახელით საბანკო ოპერაციების განხორციელება, რასაც აკეთებდა ფირმის დირექტორთან შეთანხმებით. ამავდროულად, ჰქონდა ორგანიზაციის კუთვნილი საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხების განკარგვის და სარგებლობის უფლებამოსილება, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც ათანხმებდა დირექტორთან და დირექტორივე უწევდა კონტროლს თანხების მიზნობრივად ხარჯვის პროცესს. დ---თ ზ----ძის განმარტებით, ორგანიზაციის ანგარიშებზე წვდომა დირექტორსაც ჰქონდა. დ---თ ზ----ძის განმარტებით, ფირმას 2015 წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე მოქმედი საბანკო ანგარიშები გააჩნია სს „საქართველოს ბანკსა“ და სს „თი-ბი-სი“ ბანკში. 2018 წლის სექტემბრის თვეში, როდესაც დ---თ ზ----ძე სწავლობდა ორგანიზაციის მოგება-ზარალის საკითხს, აღმოაჩინა, რომ მის მიერ შეტანილი თანხის - დაახლოვებით 3 600 000 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ არსებობდა, ამავდროულად, მის მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული არ წარუდგინეს არც ვ-–------რ გ-------ძემ და არც სხვა რომელიმე პირმა, მათ შორის დირექტორმა. ამასთან, ფიზიკურად აღნიშნული თანხა ორგანიზაციას აღარ გააჩნდა. თანხის ძიების დროს, ვ-–------რ გ-------ძე ცდილობდა დ---თ ზ----ძის შეცდომაში შეყვანას, რათა დაეჯერებინა მისთვის, რომ იგი ორგანიზაციის საქმიანობის დროს იქნა გახარჯული. ამავდროულად, მოწმე დ---თ ზ----ძემ დაადგინა, რომ ორგანიზაციას რეალიზებული ჰქონდა 1,5 მილიონით მეტი პროდუქცია, რა დროსაც არ იყო გაზრდილი საწარმოს დანახარჯები, მიუხედავად ამისა შპს-ს მიერ მიღებული მოგება იყო გაცილებით ნაკლები. დ---თ ზ----ძის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული ინფორმაციაც არ მისცეს მას არც ბუღალტერმა და არც სხვა რომელიმე პირმა, რის გამოც გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ ფირმის ბუღალტრის ვ-–------რ გ-------ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, ფულადი თანხების მითვისებას, რის გამოც 2018 წლის ბოლოს და იანვრის თვის დასაწყისში, ფირმის აუდ-----რს დ-------ი გ----–-ძესა და ლია ნ--------ეს სთხოვა პირადად გადაემოწმებინათ ორგანიზაციის თითოეული ანგარიში და ოპერაცია, მათვე განუმარტა, რომ ეჭვი ორგანიზაციის ბუღალტერზე ვ-–------რ გ-------ძეზე ჰქონდა და დაავალა კონკრეტულად მის მიერ განხორციელებული გადარიცხვების შემოწმება. დ---თ ზ----ძის მითითების მიუხედავად, დ-------ი გ----–-ძემ და ლია ნ--------ემ, როგორც თავად მოგვიანებით განმარტავდნენ ენდობოდნენ რა ვ-–------რ გ-------ძეს, დაეყრდნენ მის მიერ შედგენილ ბუღალტრულ დოკუმენტაციას და უთხრეს, რომ ყველაფერი იყო წესრიგში. მიუხედავად დ-------ი გ----–-ძის და ლია ნ--------ის განმარტებისა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს დარღვევები არ ჰქონია და ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვაც არ ყოფილა, მოწმე დ---თ ზ----ძემ მაინც გააგრძელა მოცემული საკითხის შესწავლა, რა დროსაც საბოლოოდ დარწმუნდა ვ-–------რ გ-------ძის ბრალეულობაში. დ---თ ზ----ძის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძის საქმიანობის შემოწმების შედეგად, პირველ ეტაპზე დადგინდა, რომ მის მიერ დაახლოებით 3 000 000 ლარის ოდენობით თანხა იქნა გადარიცხული საკუთარ ანგარიშზე, თუმცა როგორც მოგვიანებით დადგინდა, კომპანიიდან გატანილი თანხების ნაწილი მან ისევ უკან ჩარიცხა. ვ-–------რ გ-------ძის საქმიანობის დეტალურად შესწავლის შედეგად დ---თ ზ----ძისათვის გახდა ცნობილი, რომ ვ-–------რ გ-------ძე თანხების მითვისების დროს მოქმედებდა შემდეგი სქემით: მის მიერ თანხების გაწერა ხდებოდა ხელფასების სახით ფიქტიურ პირებზე, პირებზე, რომელთაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონდათ შპს „ლ------ი ფ----ი“-თან. თანხის გადარიცხვებს რეალურად ვ-–------რ გ-------ძე ახდენდა თავის კუთვნილ ანგარიშებზე, ოპერაციის დროს კი უთითებდა მომწოდებლის ინფორმაციას. ამავდროულად, როგორც დ---თ ზ----ძემ მოგვიანებით გაარკვია, ვ-–------რ გ-------ძე უთითებდა, რომ თითქოს ხელფასის სახით რიცხავდა ფულად თანხას სხვა ადრესატთან, თუმცა თანხები მის პირად ანგარიშზე ირიცხებოდა.

დ---თ ზ----ძის განმარტებით, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში, როდესაც კომპანიისათვის ეძებდა დირექტორს, აღნიშნული პოზიცია შესთავაზა ვ-–------რ გ-------ძეს, შესაბამისად, მას შესთავაზა უკეთესი პირობები, მათ შორის ანაზღაურების კუთხით, იმ დროს, როდესაც მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მას ჰქონდა 3000 ლარი, დირექტორის პოზიციაზე აიღებდა 5000 ლარს, რაზეც ვ-–------რ გ-------ძისგან მიიღო უარი. აღნიშნულმა გარემოებამ დააეჭვა დ---თ ზ----ძე და კიდევ უფრო გაუმყარა რწმენა, რომ მისი კომპანიიდან უკანონოდ ხდებოდა ფულადი თანხების გადინება, თუმცა ამის დამადასტურებელი მყარი არგუმენტები იმ პერიოდში ჯერ არ გააჩნდა.

მოწმე დ---თ ზ----ძის ჩვენებით, 2019 წლის 31 იანვარს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავის არიდების მიზნით, ვ-–------რ გ-------ძე წავიდა კომპანიიდან, გაიტანა 50 000 ლარი და გაემართა უკრაინის რესპუბლიკის მიმართულებით, საიდანაც 2019 წლის 7 თებერვალს დაბრუნდა და გამოცხადდა მასთან სახლში, რადგან იცოდა, რომ დ---თ ზ----ძე აპირებდა საჩივრით მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის, ვ-–------რ გ-------ძის, მისი ბიძაშვილის - დ-------ი გ----–-ძის და ახლობლის - ლია ნ--------ის მიმართ. დ---თ ზ----ძემ ასევე განმარტა, რომ როდესაც მომხდარი ფაქტის შემდგომ ისაუბრა ვ-–------რ გ-------ძესთან, მან სრულად აღიარა დანაშაული, დაუდასტურა, რომ 2016 წლიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში მითითებული ხერხებით მიითვისა შპს „ლ------ი-ფ----ის“ კუთვნილი, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხა ჯამში დაახლოებით 3 000 000 ლარის ოდენობით, რაც მისი თქმით, თითქმის სრულად ჰქონდა გახარჯული ონლაინ კაზინოებში თამაშის შედეგად და თითქმის სრულად ჰქონდა წაგებული.

დ---თ ზ----ძის ჩვენებით, ის ემოციურად არის მძიმე მდგომარეობაში, რაც გამოწვეულია მისი ოჯახური ტრაგედიით, სიძის მხრიდან დაპირისპირებით და ფაქტობრივად მოულოდნელი ღალატით. ამავდროულად, დ---თ ზ----ძე, მის ოჯახურ ტრაგედიას უკავშირებს ვ-–------რ გ-------ძესა და სხდომაზე დაკითხულ სხვა პირებს, რომელთაც, მისი განმარტებით, ერთიანი მიზნები ჰქონდათ სხვადასხვა დროს საწარმოში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ნაწილშიც, რა ფაქტზეც ამჟამად ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და მას იმედი აქვს, რომ დაიბრუნებს მისთვის ყველაზე ძვირფას და ღირებულ ფასეულობას - საკუთარ ოჯახს. დ---თ ზ----ძის განმარტებით, მას ქონებრივ ზიანზე უფრო მეტად საკუთარი ოჯახის დაკარგვას განიცდიდა, აშინებდა და სტკიოდა, რის გამოც კიდევ უფრო მკაცრად ითხოვს ვ-–------რ გ-------ძის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას.

2.4. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაზარალებულ შპს „ლ------ი ფ----ი“-ის დირექტორისა და წარმომადგენელის მ-----– ე-–---–---–ის ჩვენებით, დადგენილია, რომ ის სრულად ადასტურებს როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მისთვის, როგორც დაზარალებულის წარმომადგენლისთვის არის ცნობილი, ასევე მოწმე დ---თ ზ----ძის დაკითხვის ნაწილში მოყვანილ გარემოებებს. მანვე, ვრცლად ისაუბრა შპს „ლ------ი ფ----ში“, მისი დაარსების დღიდან მიმდინარე პროცესებზე, რა დროსაც აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია დაფუძნებული და დაფინანსებული იყო დ---თ ზ----ძის მიერ, ფორმალურად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 100% წილის მფლობელად, დამფუძნებლად და ფირმის დირექტორად მითითებული იქნა დ---თ ზ----ძის სიძე (შვილის მეუღლე) ი-----–ი დ-----ძე, რომელსაც პირადად არ გააჩნდა არანაირი სახსრები, რომ ასეთი მასშტაბების პროექტი წამოეწყო და განეხორციელებინა. მ-----– ე-–---–---–ის განმარტებით, ი-----–ი დ-----ძემ ბოროტად გამოიყენა დ---თ ზ----ძის ნდობა და მოგვიანებით, დააპირა შპს „ლ------ი ფ----ი“-ს 50% წილის ხელში ჩაგდება, რასთან დაკავშირებითაც შეიქმნა პრობლემები. მოწმე მ-----– ე-–---–---–ის განმარტებით, 2018 წლის ივნისის თვიდან 2019 წლის მარტის თვემდე შპს „ლ------ი ფ----ში“ მუშაობდა იურისტის პოზიციაზე, ხოლო 2019 წლის მარტის თვიდან დღემდე კომპანიის დირექტორის პოზიციაზე, რა დროსაც მის მოვალეობაში შედის მთლიანად კომპანიის მართვა, მათ შორის ფინანსური კუთხითაც. 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ თებერვლამდე შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ვ-–------რ გ-------ძე, რომელმაც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა მიითვისა კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა. მოწმე მ-----– ე-–---–---–ის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძეს საერთო ჯამში „ლ------ი-ფ----ი“-ში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს ხელფასი 110 000 ლარის და პრემია 500 ლარის ოდენობით (აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ასევე შპს „ლ------ი ფ----ის“ ოფიციალური წერილით, სადაც ანალოგიური თანხებია ნაჩვენები ხელფასის და პრემიის სახით). ასევე, საერთო ჯამში მის მიერ საქვეანგარიშოდ გატანილი თანხა შეადგენს 2195 ლარს. მოწმე მ-----– ე-–---–---–მა ასევე დაადასტურა ვ-–------რ გ-------ძის მიერ ორგანიზაციიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტი, რა დროსაც იგი ,,ლ------ ფ----ის“ სს „საქართველოს ბანკში“ და სს „თიბისი“ ბანკში არსებული ანგარიშებიდან თავის ანგარიშზე ირიცხავდა ფულად თანხებს, ისე, რომ ანგარიშის ნომრის გარდა, სხვა ინფორმაციას აკორექტირებდა, მაგალითად, რიგ შემთხვევაში დანიშნულებაში უთითებდა, თითქოსდა თანხები ხელფასების სახით სხვადასხვა პირებთან ირიცხებოდა, რიგ შემთხვევაში კი მომწოდებლებთან, რეალურად კი თანხების გადარიცხვას საკუთარ ანგარიშზე ახორციელებდა. მოწმე მ-----– ე-–---–---–ის ჩვენებით, კომპანიის იმჟამინდელი ხელმძღვანელი პირების მიერ შესწავლილი იქნა შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს მიერ წინა პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი მასალები, რის გამოც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ვ-–------რ გ-------ძემ და მასთან კავშირზე მყოფმა პირებმა, გარდა ბრალად შერაცხული ფულადი თანხებისა, შპს „ლ------ი-ფ----ი“-დან მითვისეს ასევე დიდი ოდენობით თანხები. კერძოდ, კომპანიის დამფუძნებელთან, დ---თ ზ----ძესთან ერთად მოწმე მ-----– ე-–---–---–მა გამოიკვლია კომპანიის დაფუძნების დღიდან სხვადასხვა პერიოდში შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს მიერ განხორციელებული შესყიდვები, წარმოებული პროდუქციის რეცეპტურები და მისი რეალიზაციის ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულის შედეგად დადგინდა, რომ სავარაუდოდ ვ-–------რ გ-------ძე და მასთან დანაშაულებრივ კავშირზე მყოფი კომპანიის ყოფილი დირექტორები ი-----–ი დ-----ძე და ლია ნ--------ე აუდ-----რ დ-------ი გ----–-ძესთან ერთად აწარმოებდნენ შესყიდული და რეალიზებული პროდუქციის არასწორ აღრიცხვას, რაც გამოიხატებოდა, იმაში, რომ ისინი სწორად არ უთითებდნენ დახარჯული თანხის შედეგად ნაწარმოები პროდუქციის რაოდენობას. არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია ი-----–ი დ-----ძის და ლია ნ--------ის დირექტორობის პერიოდში აწარმოებდა დახარჯული თანხების შეუსაბამო პროდუქციის რაოდენობას. დოკუმენტალურად ნაჩვენები დანახარჯებით შესაძლებელია გაცილებით მეტი პროდუქციის წარმოება ვიდრე ამას აჩვენებს საწარმოში არსებული დოკუმენტები. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გასულ წლებში ნაწარმოები პროდუქციის მისაღებად დახარჯულია იმაზე მეტი ელექტრო ენერგია, რაც საჭიროა რეალურად. ამჟამად კომპანია იგივე რაოდენობის პროდუქციის საწარმოებლად მოიხმარს გაცილებით ნაკლებ ელექტრო ენერგიას და შესაბამისად, პროვაიდერ კომპანიას უხდის გაცილებით დაბალ საფასურს. ამავე ჯგუფის წევრების მიერ ასევე ხდებოდა დოკუმენტების გაყალბებაც, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი კონკრეტული სახეობის სოსისის საწარმოებლად სარეცეპტო დოკუმენტებში უთითებდნენ ისეთ ნედლეულს, რაც რეალურად არ სჭირდებოდა აღნიშნულ სახეობას საწარმოებლად. მაგალითისათვის „ბავარიული“ სოსისის საწარმოებლად რეცეპტურაში მითითებულია ღორის ბეჭი, რომელიც აღნიშნული პროდუქტის საწარმოებლად არ იხმარება. კომპანიაში არსებული ფინანსური სამსახურის დახმარებით, ზემოთ აღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით და შეჯამებით, წლების მიხედვით, გამოთვლილი იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შპს „ლ------ი-ფ----ი“-სთვის მიყენებული ზიანის საერთო ოდენობა, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 13 000 000 - 15 000 000 ლარი. ყოველივე ზემოთ აღნიშნული რამოდენიმე თვიანი კვლევის შედეგები შეჯამებული იქნა კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ. მოწმე მ-----– ე-–---–---–მა დაკითხვის ბოლოს განაცხადა, რომ ლ------ ფ----ისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი ანაზღაურებული ამ ეტაპზე არ არის, რის გამოც კომპანიას და დამფუძნებელს ვ-–------რ გ-------ძის მიმართ გააჩნია პრეტენზია, რის გამოც ითხოვენ მის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას.

2.5. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე ზ-----ბ ზ----ძის გამოკითხვის შედეგად მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2018 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ბოლომდე მუშაობდა შპს „ლ-------ფ----ი“-ს დირექტორის თანამდებობაზე, რომლის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია მოწმე დ---თ ზ----ძე. ზ-----ბ ზ----ძე აღნიშნულ პოზიციაზე დაინიშნა დროებით, დ---თ ზ----ძის თხოვნით, ვინაიდან მანამდე მუშაობდა შპს „შ------–-ს“ დირექტორის თანამდებობაზე, სადაც არის ამჟამადაც მმართველი, აღნიშნულ პოზიციაზე დაბრუნდა 2018 წლის სექტემბრის ბოლოს შპს „ლ-------ფ----იდან“. შპს „ლ-------ფ----ი“ რეგისტრირებულია 2008 წლის 15 დეკემბერს. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხორცპროდუქტების წარმოება-რეალიზაცია. დაფუძნებიდან 2012 წლის ივლისის თვემდე კომპანიის დირექტორსა და 100%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა ი-----–ი დ-----ძე, ხოლო 2012 წლის ივლისის თვიდან კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები იყვნენ იგივე ი-----–ი დ-----ძე და დ-------ი ზ----ძე, ხოლო დირექტორად კვლავ ი-----–ი დ-----ძე დარჩა. 2018 წლის მარტის თვიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა მოწმე დ---თ ზ----ძე, რომელიც 2018 წლის ივლისის თვემდე ასევე წარმოადგენდა კომპანიის დირექტორს, 2018 წლის ივლისიდან 2018 წლის სექტემბრის თვის ბოლომდე კომპანიის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა ზ-----ბ ზ----ძე, ხოლო 2018 წლის სექტემბრის თვიდან დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა ლია ნ--------ე. ზ-----ბ ზ----ძის მიერ შპს „ლ-------ფ----ში“ დირექტორის პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან დასრულებამდე კომპანიის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა ვ-–------რ გ-------ძე, რომელიც კომპანიაში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა 2016 წლიდან უცვლელად. კომპანიას გააჩნდა ორ ბანკში ანგარიშები - საქართველოსა და თიბისი ბანკში. ზ-----ბ ზ----ძეს საბანკო ანგარიშებთან წვდომა არ ჰქონდა, მათზე სპეციალური კოდირებული მექანიზმით წვდომა გააჩნდა კომპანიის მთავარ ბუღალტერს ვ-–------რ გ-------ძეს, რომელიც პერიოდულად აწვდიდა ინფორმაციას, რომელიც საბანკო ანგარიშებიდან გადატანილი იყო ექსელის ცხრილების ფორმატში, რაც იყო მის მიერ შედგენილი და დამუშავებული, შესაბამისად, მონაცემების შეცვლის შესაძლებლობა მასვე გააჩნდა, ხოლო, ვინაიდან, ზ-----ბ ზ----ძეს წვდომა არ ჰქონდა საბანკო ანგარიშებზე ვ-–------რ გ-------ძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას ვერ შეძლებდა. ამავდროულად, შპს „ლ-------ფ----ში“ აუდ-----რულ შემოწმებაზე მომსახურებას ახორციელებდა შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ი“, რომლის ხელმძღვანელია დ-------ი გ----–-ძე, რომელთანაც კომპანია თანამშრომლობდა რამდენიმე წლის მანძილზე. აღნიშნული აუდ-----რული კომპანია პერიოდულად ახორციელებდა შპს „ლ-------ფ----ის“ აუდ-----რულ შემოწმებას, თუმცა არც მათ გააჩნდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე და ისინიც ეყრდნობოდნენ მთავარი ბუღალტრის მიერ წარდგენილ მონაცემებს. ზ-----ბ ზ----ძის განმარტებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ვ-–------რ გ-------ძე შპს „ლ-------ფ----ის“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მოხვდა დ-------ი გ----–-ძის რეკომენდაციით და ასევე დ-------ი გ----–-ძის რეკომენდაციით მოხდა მის შემდგომ შპს „ლ-------ფ----ის“ დირექტორის პოზიციაზე ლია ნ--------ის დანიშვნა. 2019 წლის თებერვლის დასაწყისში ზ-----ბ ზ----ძემ გაიგო, რომ შპს „ლ-------ფ----ის“ მთავარ ბუღალტერს ვ-–------რ გ-------ძეს მიუთვისებია კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხა, დაახლოებით 2 000 000 ლარზე მეტი, წასულა საქართველოდან, რის გამოც თანამშრომლებს ხელფასები არ ჰქონდათ მიღებული.

2.6. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე კ------------ე გ--------ის გამოკითხვის შედეგად მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ ის მუშაობს შპს „შ------–-“-ს წარმოების უფროსის მოადგილის პოზიციაზე. 2010 წლიდან 2018 წლის პირველ მაისამდე მუშაობდა შპს „ლ------ი-ფ----ი“-ში მოლარის პოზიციაზე, ხოლო 2018 წლის პირველი მაისიდან 2019 წლის 15 იანვრამდე ამავე კომპანიაში სუპერვაიზერის პოზიციაზე. შესაბამისად, ის კარგად იცნობს შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს შიდა სამზარეულოს. კ------------ე გ--------ის განმარტებით, იგი იცნობს ვ-–------რ გ-------ძეს, რომლისთვისაც წლების განმავლობაში რაიმე უჩვეულო არაფერი შეუნიშნავს, თუმცა 2019 წლის იანვრის თვეში იგი უფრო მეტად გულჩათხრობილი და მოწყენილი ეჩვენებოდა სხვა პერიოდთან შედარებით. ამავდროულად, მისთვის ცნობილია ვ-–------რ გ-------ძის მიერ კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტის შესახებ.

2.7. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული დ-------ი გ----–-ძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის დასაწყისში მეგობართან - ა-----– მ---------–თან ერთად დააფუძნა აუდ-----რული კომპანია შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ი“, რომლის დირექტორიც დაფუძნების დღიდან დღემდე არის თავად. აღნიშნული კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს აუდ-----რული მომსახურეობა, სხვადასხვა სუბიექტების საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის შესწავლა ფინანსური ოპერაციების გამართულობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხების კუთხით და სხვა მასთან დაკავშირებული მიმართულებები. მისი პარტნიორი ა-----– მ---------–ი კომპანიის საქმიანობაში არ ერევა და საქმიანობას მართავს პირადად დ-------ი გ----–-ძე. დაფუძნების დღიდანვე ფაქტიურად კომპანიაში რიგით აუდ-----რად დაასაქმა მისი ბიძაშვილი - დედის ძმისშვილი ვ-–------რ გ-------ძე. კომპანიის დაფუძნების პერიოდიდანვე - 2010 წლიდანვე ისინი ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით გაურიგდნენ შპს „ლ-------ფ----ს“, რომ გაუწევდნენ აუდ-----რულ მომსახურეობას, რაც გამოიხატებოდა ფინანსური ოპერაციების გამართულობის შესწავლაში და კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეში - საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. იმ პერიოდისათვის შპს „ლ-------ფ----ის“ დირექტორს და 50%-იანი წილის მფლობელს, ასევე 50%-იანი წილის მფლობელ დ-------ი ზ----ძესთან ერთად წარმოადგენდა დ-------ი ზ----ძის სიძე - დის ქმარი ი-----–ი დ-----ძე, ამავე დროს დ-------ი ზ----ძის ძმა ფლობდა მაღაზიათა ქსელ „ეკ---------ის“ წილს. აღნიშნულ მაღაზიათა ქსელში 2015 წელს გაჩნდა ბუღალტრის ვაკანსია, სადაც დ-------ი გ----–-ძის რეკომენდაციით მიიღეს ვ-–------რ გ-------ძე, რომელმაც აღნიშნული მაღაზიების ქსელში იმუშავა 2016 წლის დასაწყისამდე, რის შემდგომაც ვ-–------რ გ-------ძე სამუშაოდ გადავიდა შპს „ლ-------ფ----ის“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. მის გარდა ამავე კომპანიაში არის ოთხი ბუღალტერ-ოპერატორი, რომლებიც ახორციელებენ საბუღალტრო ოპერაციებს - გაანგარიშებებს, დათვლებს და ა. შ. კომპანიის წარმოების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით და მათ გაანგარიშებების შედეგებს უკვე იღებს მთავარი ბუღალტერი, რომელიც ახორციელებს საბოლოო შეჯამებას. დ-------ი გ----–-ძის კომპანიასა და შპს „ლ-------ფ----ს“ შორის არ ყოფილა რაიმე წერილობით გაფორმებული ვალდებულებებისა და მომსახურეობის კრიტერიუმების შესახებ, თუმცა იგი ახორციელებდა აღნიშნული კომპანიის აუდ-----რულ შესწავლას კვარტალური პერიოდულობითა და წლის ბოლოს, შესწავლა დამყარებული იყო კომპანიის ბუღალტერიიდან მოწოდებულ მონაცემებზე, რასაც ადგენდა მთავარი ბუღალტერი ძირითადად შიდა საბუღალტრო პროგრამაში კოდირებული საბანკო ბაზიდან მათ შორის, რომელთანაც, რა თქმა უნდა, დ-------ი გ----–-ძეს წვდომა არ ჰქონდა, ანუ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე, ამაზე ინტერნეტ ბანკის კოდირებული ელექტრონული წვდომა ჰქონდა მხოლოდ კომპანიის მთავარ ბუღალტერს. შესაბამისად, დ-------ი გ----–-ძე მხოლოდ კომპანიის ბუღალტრის მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით ახორციელებდა შესწავლას ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის კუთხით. დ-------ი გ----–-ძის განმარტებით, შპს „ლ-------ფ----ს“ გააჩნდა ორი საბანკო ანგარიში - ერთი საქართველოს ბანკში და ერთიც თიბისი ბანკში. ამათგან, საქართველოს ბანკის ანგარიშზე კოდირებული წვდომა ჰქონდა მხოლოდ მთავარ ბუღალტერ ვ-–------რ გ-------ძეს, ხოლო თი-ბი-სი ბანკის ანგარიშზე კომპანიის დირექტორსაც. 2018 წლის დასაწყისიდან შპს „ლ-------ფ----ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი გახდა დ-------ი ზ----ძის მამა დ---თ ზ----ძე, რომელიც დირექტორის პოზიციაზე იყო 2018 წლის ზაფხულის პერიოდამდე, რის შემდგომაც იგი შეიცვალა როგორც დირექტორი და დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა მისი ძმის შვილი ზ-----ბ ზ----ძე, რომელიც დირექტორად იყო დაახლოებით 2018 წლის სექტემბრამდე, რის შემდგომაც დირექტორად დაინიშნა ლია ნ--------ე. დ-------ი გ----–-ძის განმარტებით, ლია ნ--------ე შპს „ლ------ ფ----ი“-ს დირექტორად ასევე მისი რეკომენდაციით დაინიშნა, რადგან იგი ასევე იყო შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ი“-ს თანამშრომელი. დ-------ი გ----–-ძის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძე შპს „ლ------ი ფ----ში“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე 2019 წლის იანვრის თვის ბოლომდე მუშაობდა. 2019 წლის იანვრის თვეში შპს „ლ-------ფ----ის“ დამფუძნებლის დ---თ ზ----ძისგან ლია ნ--------ეს დაევალა, რომ შეესწავლა კომპანიის საფინასო-საბუღალტრო ოპერაციები და მდგომარეობა, ვინაიდან გააჩნდა გარკვეული ეჭვები კომპანიის თანხების არამიზნობრივი განკარგვის კუთხით. შპს „ლ------ ფ----ის“ კრების ოქმის და მისი გამოკითხვის ოქმების წარდგენის შემდგომ დ-------ი გ----–-ძემ განმარტა, რომ შემოწმების შედეგად ვ-–------რ გ-------ძის მიერ აშკარა არამიზნობრივ ფულადი თანხის ხარჯვას ადგილი არ ჰქონია. 2019 წლის იანვრის თვის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ვ-–------რ გ-------ძე ერთ დღესაც არ გამოცხადდა სამსახურში, მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმირებული არ იყო არც მისი ოჯახი, მათ შორის არც ძმა ა-----– გ-------ძე, რომელიც ასევე აუდ-----რად მუშაობს მის კომპანიაში, თუმცა ვ-–------რ გ-------ძის გაუჩინარების დღეს, გვიან ღამით მისმა ძმამ გაარკვია, რომ ვ-–------რი იმყოფებოდა უკრაინაში, დატოვებული ჰქონდა საქართველოს საზღვარი. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, დ-------ი გ----–-ძე მაშინვე დაუკავშირდა ლია ნ--------ეს და უთხრა, რომ დაებლოკა ვ-–------რ გ-------ძის წვდომა კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. მეორე დღესვე, ვინაიდან საქართველოს ბანკის ანგარიშის დაბლოკვა ბანკის ფილიალიდან უნდა განეხორციელებინა, ლია ნ--------ე მივიდა საქართველოს ბანკში, სადაც ამოიღო კომპანიის ამონაწერი, რომლითაც გაირკვა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს 2019 წლის იანვრის თვის ბოლოს - გაუჩინარების დღეს ანუ წინა დღეს, კომპანიის - „ლ-------ფ----ის“ საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული ჰქონდა, თავის ანგარიშზე 50 000 ლარი, ასევე განხორციელდა კომპანიის ორივე ანგარიშის გაშიფვრა დირექტორის მიერ და აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 2 000 000 ლარის ოდენობის ფულადი თანხა ვ-–------რ გ-------ძეს თავის სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა გადარიცხული კომპანიის ანგარიშიდან, სადაც მითითებული ჰქონდა თითქოსდა მომწოდებელი კომპანიებისათვის დავალიანებების დაფარვა, თუმცა რეალურად ანგარიშის ნომერი იმ კომპანიების ნაცვლად მითითებული ჰქონდა თავისი საბანკო ანგარიში. დ-------ი გ----–-ძემ, მისი ოჯახის მეშვეობით ვ-–------რ გ-------ძეს შეუთვალა, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში, რათა სიტუაცია გარკვეულიყო და არ გამოეწვია ამ ვითარებას რაიმე უსაფუძვლო გართულებები, მათ შორის, დ-------ი გ----–-ძის რეპუტაციის შელახვა. მართლაც, ვ-–------რ გ-------ძემ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დაბრუნდა საქართველოში 2019 წლის თებერვლის 7 რიცხვში. საქართველოში ჩამოსვლისთანავე ვ-–------რ გ-------ძე გამოცხადდა როგორც შპს „ლ-------ფ----ის“ წარმომადგენლებთან, ასევე საგამოძიებო ორგანოშიც, მან დაბრუნებისას მისი ოჯახის წევრებთან და კომპანიის წარმომადგენლებთანაც განაცხადა, რომ ფულადი თანხები გამოიყენა ონლაინ კაზინოებში აზარტული თამაშებისათვის, სადაც წააგო დიდი ოდენობით ფულადი თანხები. დ-------ი გ----–-ძის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძე კომპანიიდან ფულადი თანხების გატანას ახერხებდა შემდეგი სქემის მიხედვით, შპს „ლ-------ფ----ის“ ანგარიშიდან თავის ანგარიშზე ფულის გადასარიცხად - პირველ ეტაპზე ზრდიდა სახელფასო დარიცხვებს, ხოლო შემდგომ ახორციელებდა საკუთარი ანგარიშის მითითებით ვითომდა მომწოდებელი კომპანიების დავალიანებების დაფარვის შესრულებას, რითაც ნიღბავდა თანხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვებს. დ-------ი გ----–-ძის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძეს, როგორც კომპანიის მთავარ ბუღალტერს წვდომა ჰქონდა მხოლოდ კომპანიის ელექტრონულ საბანკო ანგარიშებზე - ვირტუალურ ფულზე, ხოლო ,,ქეშ“ ფულთან მას წვდომა არ ჰქონია, იგი კონტროლდება სალაროს სექციაში საინკასაციო რეჟიმით და მასთან ფიზიკური შეხება არა აქვთ არც მთავარ ბუღალტერს და არც სხვა ბუღალტრებს.

2.8. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ლია ნ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა აუდ-----რული კომპანია შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ში“ სტაჟიორისა და შემდგომ მთავარი აუდ-----რის პოზიციაზე, რის შემდგომაც მუშაობა გააგრძელა სხვადასხვა აუდ-----რულ კომპანიაში, ხოლო 2018 წლის სექტემბრის ბოლოს დ-------ი გ----–-ძის რეკომენდაციით დაინიშნა შპს „ლ-------ფ----ის“ დირექტორის თანამდებობაზე. ლია ნ--------ის უფლება-მოვალეობებში შედიოდა კომპანიის მართვა, კომპანიის ადმინისტრაციული და წარმოების სექტორთა პასუხისმგებელ პირთა კოორდინაცია და კონტროლი. აქვე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლია ნ--------ე, შპს „ლ------ი ფ----ის“ დირექტორად შეირჩა, როგორც ფინანსისტი, ამასთან, მას როგორც დაკითხვის დროს გამოიკვეთა, არ ჰყავდა დამხმარე დირექტორი, რომელიც იმუშავებდა ფინანსური კუთხით. მან უარყო ის გარემოება, რომ კომპანიის ფინანსური კუთხით მართვა და კონტროლი ევალებოდა. ლია ნ--------ის განმარტებით, „ლ-------ფ----ი“ წარმოადგენს ხორცპროდუქტების გადამამუშავებელ და მწარმოებელ ბრენდულ კომპანიას, რომელიც ნედლეულს იღებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ახორციელებს იმპორტსაც, შესაბამისად ჰყავს საკმაოდ მსხვილი მომწოდებლები, როგორც ადგილობრივი სივრციდან, ისე საზღვარგარეთიდან. კომპანიაში ლია ნ--------ეს მისი დანიშვნის დროს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე დახვდა ვ-–------რ გ-------ძე, რომელსაც იცნობდა მანამდეც, ვინაიდან შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ში“ ერთად მუშაობდნენ გარკვეული პერიოდის მანძილზე. როგორც ლია ნ--------ისთვის არის ცნობილი, ვ-–------რ გ-------ძე შპს „ლ-------ფ----ში“ მუშაობდა 2016 წლის იანვრიდან. მთავარი ბუღალტრის გარდა კომპანიაში მუშაობდა კიდევ ოთხი ბუღალტერი - თ----- შ--–--------ე, ს------ ლ---------–---–ი, ი----ა წ------ძე და მ-----– ლ--–--ე. მათ ფუნქციებს წარმოადგენდა საბუღალტრო ოპერაციები - გაანგარიშებები, დათვლები და ა. შ. კომპანიის წარმოების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით და მათ გაანგარიშებების შედეგებს უკვე იღებდა მთავარი ბუღალტერი, რომელიც ახორციელებდა საბოლოო შეჯამებას. ლია ნ--------ის განმარტებით, არც ერთ ამ ბუღალტერთაგანს არანაირი შეხება და წვდომა არ გააჩნდა კომპანიის საბანკო ანგარიშებთან. ანგარიშებზე წვდომა შესაბამისი კოდირებული მექანიზმის მეშვეობით გააჩნდა მთავარ ბუღალტერს ვ-–------რ გ-------ძეს, ხოლო თიბისი ბანკის ანგარიშზე, ვ-–------რ გ-------ძესთან ერთად გააჩნდა ასევე მას, როგორც დირექტორს. ორგანიზაციას აქვს მხოლოდ ორი ანგარიში - საქართველოს და თიბისი ბანკებში, ამავდროულად, საქართველოს ბანკის კოდირებული „დიჯიპასი“ ჰქონდა მხოლოდ ვ-–------რ გ-------ძეს.

ლია ნ--------ისათვის ასევე ცნობილია, რომ ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შპს „ლ-------ფ----ს“ აუდ-----რულ მომსახურეობას უწევდა შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ი“, რაც გამოიხატებოდა კომპანიის სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორეში - საგადასახადო ვალდებულებების შესრულების კუთხით. აუდ-----რული შემოწმებისათვის ძირითადად ხდებოდა მთავარი ბუღალტრის მიერ შიდა საბუღალტრო პროგრამაში შედგენილი მონაცემების წარდგენა, ანალოგიური ხდებოდა ლია ნ--------ესთანაც, კერძოდ, მთავარი ბუღალტერი ვ-–------რ გ-------ძე აწვდიდა შიდა პროგრამაში მის მიერ მომზადებულ მონაცემებს კომპანიის გადარიცხვებისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ. 2019 წლის იანვრის თვეში შპს „ლ-------ფ----ის“ დამფუძნებელმა მოწმე დ---თ ზ----ძემ ლია ნ--------ეს უთხრა, რომ შეესწავლა კომპანიის გადარიცხვები, ვინაიდან გააჩნდა გარკვეული ეჭვები კომპანიის თანხების არამიზნობრივი განკარგვის კუთხით. ლია ნ--------ის განმარტებით, მან შეისწავლა მისი დირექტორად დანიშვნის პერიოდის გადარიცხვები, რაზეც ყოველდღიურად ჰქონდა ინფორმაცია მთავარი ბუღალტრისაგან საქართველოს ბანკის ანგარიშიდან ამონაწერის სახით ექსელის ფორმატში, ხოლო თიბისი ბანკის ანგარიშები გაიარა პირადად. გადარიცხვები განხორციელებული იყო სხვადასხვა მომწოდებლებისათვის შესაბამისი საქონლისა თუ მომსახურეობის, ღირებულების სანაცვლოდ, რაც ჩანდა საგადახდო დავალებებში დანიშნულებებისა და მიმღებების რეკვიზიტების მიხედვით. შესაბამისად, იმ ეტაპზე დარღვევები ვერ იქნა გამოვლენილი მთავარი ბუღალტრის მიერ განხორციელებული სხვადასხვა მანიპულაციების გამო, რაც მოგვიანებით უკვე თებერვლის თვეში გახდა ცნობილი და 2019 წლის 2 თებერვალს შედგენილ პარტნიორთა კრების ოქმში დამფუძნებლის მოთხოვნით შენიშვნის სახით იქნა შეტანილი, რაც დაადასტურეს ხელმოწერით ლია ნ--------ემ, დ-------ი გ----–-ძემ, დ---თ ზ----ძემ და კომპანიის იურისტმა მ-----– ე-–---–---–მა. პარალელურად დაიწყეს შედარების აქტებზე მუშაობა მომწოდებელ კომპანიებთან დავალიანებების დასადგენად. ამ პერიოდში - 2019 წლის 31 იანვარს, სამუშაო დღეს ვ-–------რ გ-------ძემ უთხრა, რომ უნდა გასულიყო პირად საქმეზე შუადღის პერიოდში, მან მანამდე განახორციელა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან 50 000 ლარის გადარიცხვა, რაზეც ლია ნ--------ემ მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება საქართველოს ბანკიდან, თუმცა საეჭვო მასში არაფერი იყო, რადგან ეს ბუნებრივი პროცესი იყო, როდესაც ვ-–------რ გ-------ძე სხვადასხვა მიმართულებებით რიცხავდა ფულად თანხებს. აღნიშნულის შემდეგ ვ-–------რ გ-------ძე გავიდა სამსახურიდან და აღარ დაბრუნებულა. გვიან ღამით ლია ნ--------ეს დაუკავშირდა დ-------ი გ----–-ძე და უთხრა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს დატოვებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და დაებლოკა სასწრაფოდ საბანკო ანგარიშები. ლია ნ--------ემ მართლაც, დაბლოკა თიბისი ბანკის ანგარიში, რომლის „იუზერი“ მასაც ჰქონდა, ხოლო საქართველოს ბანკზე ამას დისტანციურად ვერ შეძლებდა, ვინაიდან მხოლოდ ვ-–------რ გ-------ძეს ჰქონდა მასზე წვდომა და შესაბამისი „იუზერი“, ამიტომ მეორე დღეს დილითვე მივიდა საქართველოს ბანკის მცხეთის ფილიალში და განახორციელა ანგარიშის დაბლოკვა და ახალი „იუზერის“ შექმნა, რის შემდეგაც მივიდა სამსახურში, სადაც შეამოწმა საბანკო ამონაწერები და აღმოჩნდა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს 50 000 ლარი წინა დღით გადარიცხული ჰქონდა საკუთარ ანგარიშზე, რამაც დააეჭვა და მისი ანგარიშის ნომრით განახორციელა ფილტრში შემოწმება საბანკო გადარიცხვების, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მას საქართველოს ბანკის ანგარიშიდან მითვისებული ჰქონდა კომპანიის ფულადი თანხები, ასევე მეორე დღესვე შემოწმდა თიბისი ბანკის ამონაწერები, რა დროსაც გაირკვა, რომ ამ ანგარიშიდანაც ახდენდა ვ-–------რ გ-------ძე კომპანიის კუთვნილი ფულადი სახსრების გადარიცხვას საკუთარ ანგარიშზე სხვადასხვა მანიპულაციებით, რაშიც იყენებდა სქემას, მაგალითად, საქართველოს ბანკის შემთხვევაში ლია ნ--------ეს უგზავნიდა ყალბ საბანკო ამონაწერს ექსელის ფორმატში, სადაც ცვლიდა რეალურ მონაცემებს ოპერაციების შესახებ, რათა შეენიღბა საკუთარ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა და დირექტორს ვერ აღმოეჩინა მის მიერ ორგანიზაციიდან თანხის გატანის ფაქტები, ხოლო თიბისი ბანკის შემთხვევაში, უთითებდა დასახელებაში რომელიმე მომწოდებლის დავალიანების დაფარვას, მიმღებად ამ მომწოდებელს, ხოლო რეალურად ანგარიშის ნომრად ჰქონდა მითითებული თავისი ანგარიშის ნომერი და ფულადი თანხები ირიცხებოდა მის ანგარიშზე. ამ მეთოდებით მის ანგარიშზე გადარიცხულმა თანხამ პირველადი გამოთვლით, საქართველოს ბანკის ანგარიშიდან დაახლოებით 2 600 000 ლარი, ხოლო თიბისი ბანკიდან გადარიცხულმა თანხამ დაახლოებით 337 000 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდებში განხორციელებულია გარკვეული ოდენობის, დაახლოებით 850 000 ლარის დაბრუნება კომპანიის საქართველოს ბანკის ანგარიშზე ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშიდან. ლია ნ--------ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საბანკო ამონაწერებში ვ-–------რ გ-------ძეს მითითებული ჰქონდა საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამის გაშიფვრა შეუძლებელი იყო, ვინაიდან მან ზეპირად არ იცოდა მისი ან და სხვა პირების, მათ შორის მომწოდებლების ანგარიშის ნომრები, ამავდროულად, არც უფიქრია ანგარიშის ნომრების შემოწმება. ლია ნ--------ის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძე საქართველოში დაბრუნდა 2019 წლის 7 თებერვალს, რა დროსაც იგი შეხვდა კომპანიის წარმომადგენლებს და გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოშიც. უკრაინიდან დაბრუნების შემდგომ ვ-–------რ გ-------ძეს თან ჰქონია კომპანიის კუთვნილი ფულადი თანხა 8 200 აშშ დოლარისა და დაახლოებით 5000 უკრაინული გრივნას სახით, რაც დ-------ი გ----–-ძემ გადასცა ლია ნ--------ეს, რომელმაც 2019 წლის 07 თებერვალს შეიტანა შპს „ლ-------ფ----ის“ სალაროში. ლია ნ--------ის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძეს, როგორც კომპანიის მთავარ ბუღალტერს წვდომა ჰქონდა მხოლოდ კომპანიის ელექტრონულ საბანკო ანგარიშებზე, ხოლო სალაროში არსებულ ფულთან მას წვდომა არ ჰქონია, იგი კონტროლდება სალაროს სექციაში საინკასაციო რეჟიმით და მასთან ფიზიკური შეხება არა აქვთ არც მთავარ ბუღალტერს და არც სხვა ბუღალტრებს.

2.9. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–ი დ-----ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2008 წელს დააფუძნა შპს „ლ-------ფ----ი“, 2012 წლის ივლისის თვემდე კომპანიის დირექტორსა და 100 %-იანი წილის მფლობელს წარმოადგენდა თავად, ხოლო 2012 წლის ივლისის თვიდან კომპანიის 50-50%-იანი წილის მფლობელები გახდნენ იგი და მისი ცოლის ძმა დ-------ი ზ----ძე, ხოლო დირექტორად კვლავ ი-----–ი დ-----ძე დარჩა. 2018 წლის მარტის თვიდან კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა ი-----–ი დ-----ძის სიმამრი მოწმე დ---თ ზ----ძე, რომელმაც მისგან და დ-------ი ზ----ძისაგან შეიძინა კომპანიის წილები 1 000 000 – 1 000 000 ლარად, რაც ი-----–ი დ-----ძეს არ მიუღია. ი-----–ი დ-----ძის განმარტებით, შპს „ლ-------ფ----ში“ აუდ-----რულ მომსახურებას ახორციელებდა შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ი“, რომლის ხელმძღვანელია დ-------ი გ----–-ძე, რომელთანაც კომპანია თანამშრომლობდა 2010 წლიდან. აღნიშნული აუდ-----რული კომპანია პერიოდულად ახორციელებდა შპს „ლ-------ფ----ის“ აუდ-----რულ შემოწმებას, თუმცა მათ არ გააჩნდათ წვდომა საბანკო ანგარიშებზე და ეყრდნობოდნენ მთავარი ბუღალტრის მიერ წარდგენილ მონაცემებს. შპს „ლ-------ფ----ში“ კომპანიის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე 2016 წლიდან 2019 წლის თებერვლის თვემდე მუშაობდა ვ-–------რ გ-------ძე. ორგანიზაციას საქართველოსა და თიბისი ბანკში გააჩნდა ანგარიშები, აქედან ორივე მათგანზე წვდომა ჰქონდა კომპანიის მთავარ ბუღალტერს, ამავდროულად, თიბისი ბანკზე წვდომა კომპანიის დირექტორსაც, მათ შორის ი-----–ი დ-----ძესაც ჰქონდა. ი-----–ი დ-----ძის განმარტებით, ვ-–------რ გ-------ძე პერიოდულად აწვდიდა საბანკო ანგარიშებიდან ამოღებულ ინფორმაციას, თუმცა მას კონკრეტული ანგარიშის ნომრების ციფრულ მონაცემებს არ ჩაძიებია. ი-----–ი დ-----ძის განმარტებით, გადარიცხვებსაც, მისი დირექტორობის პერიოდში, ორგანიზაციის ანგარიშებიდან ახდენდა მთავარი ბუღალტერი, რომელიც შემდგომ ინფორმაციას აწვდიდა დირექტორს. ი-----–ი დ-----ძისათვის მოგვიანებით ცნობილი გახდა ვ-–------რ გ-------ძის მიერ ლ-------ფ----ის კუთვნილი ფულადი თანხების მითვისების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც მან გამოთქვა პრეტენზია და ითხოვა მისი დასჯა.

2.10. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე ვ-–------რ გ-------ძის ძმის - ა-----– გ-------ძის გამოკითხვის შედეგად მიცემული ინფორმაციით დადგენილია, რომ 2011 წლიდან მუშაობს შპს „ქართული ბიზნეს კ------–-------------ში“, რომლის ხელმძღვანელია დ-------ი გ----–-ძე. აღნიშნული კომპანია აუდ-----რულ მომსახურეობას უწევს შპს „ლ------ ფ----ს“, სადაც 2016 წლიდან 2019 წლის თებერვლის ბოლომდე მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობდა მისი ძმა ვ-–------რ გ-------ძე. 2019 წლის 31 იანვარს ვ-–------რ გ-------ძე სამსახურიდან სახლში არ დაბრუნებულა. იმავე პერიოდში ა-----– გ-------ძეს დაურეკეს დ-------ი გ----–-ძემ და ლია ნ--------ემ, რომელთაც უთხრეს, რომ ვ-–------რ გ-------ძემ საკუთარ ანგარიშზე 2019 წლის 31 იანვარს გადაირიცხა ლ------ ფ----ის კუთვნილი ფულადი თანხა 50 000 ლარი და წავიდა სამსახურიდან. 2019 წლის პირველ თებერვალს ა-----– გ-------ძეს ტელეფონით, კომუნიკაციის საშუალება ვაიბერის მეშვეობით დაუკავშირდა ვ-–------რ გ-------ძე, რომელმაც უთხრა, რომ ლ-------ფ----ის თანხა ჰქონდა აღებული და იმყოფებოდა უკრაინაში. სატელეფონო მიმოწერის დროს ა-----– გ-------ძემ თავის ძმას უთხრა, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და ეღიარებინა დანაშაული, რაც გააკეთა კიდეც მან, კერძოდ, 2019 წლის 7 თებერვალს იგი დაბრუნდა საქართველოში, იმავე დღეს ა-----– გ-------ძემ თავისი ავტომობილით მიიყვანა ლ------ ფ----ის დამფუძნებელთან დ---თ ზ----ძესთან სახლში, სადაც თავად ვ-–------რ გ-------ძე შევიდა და მათ ისაუბრეს (ა-----– გ-------ძე საუბარს არ ესწრებოდა), რის შემდეგაც ვ-–------რ გ-------ძე გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ამავე დღეს დ-------ი გ----–-ძეს და მის მეგობარს გ------ი ლ-–----ეს ა-----– გ-------ძის მშობლებმა ვ-–------რ გ-------ძის მითითებით გადასცეს ფულადი თანხა 8200 აშშ დოლარი და 5000-ზე მეტი უკრაინული გრივნა, რათა დაებრუნებინათ ლ------ ფ----ისთვის, ვინაიდან ეს თანხა იყო იმ თანხის ნაწილი, რომელიც ბოლოს გადაირიცხა ვ-–------რ გ-------ძემ საკუთარ ანგარიშზე და რაც ვ-–------რმა ჩამოიტანა უკრაინიდან უკან. ა-----– გ-------ძის განმარტებით, როგორც თავად ვ-–------რ გ-------ძისაგან იცის, მას ლ------ ფ----ში მუშაობის მანძილზე კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 3 000 000 ლარამდე ფულადი თანხა გადარიცხა თავის ანგარიშზე, რასაც იყენებდა ონლაინ კაზინო-ტოტალიზატორებში სათამაშოდ, საიდანაც გარკვეული თანხები უკანაც დააბრუნა, ეს იყო თამაშის შედეგად მოგებული ფული. როგორც ა-----– გ-------ძისათვის მისი ძმისგან გახდა ცნობილი, ვ-–------რ გ-------ძე შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს თანხებს თავის ანგარიშზე ინტერნეტ ბანკების მეშვეობით ახორციელებდა. ა-----– გ-------ძე განმარტავს, რომ მას ვ-–------რ გ-------ძისათვის ძლიერი დამოკიდებულება აზარტული თამაშებისადმი არ შეუმჩნევია, თუმცა, იცის, რომ იგი მცირედი თანხებით თამაშობდა პერიოდულად.

2.11. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაზე დ-------ნ თ--------–--სა და ჯ------ გ-------ძის მიერ მიცემული ინფორმაციით დადასტურებულია ა-----– გ-------ძის ზემოაღნიშნული ინფორმაცია, რომელთაც ა-----– გ-------ძის მსგავსად, თავისი შვილის ვ-–------რ გ-------ძისგან გაიგეს, მის მიერ შპს „ლ------ი ფ----ი“-ს კუთვნილი ფულადი თანხების აღებისა და შემდგომ ტოტალიზატორში წაგების შესახებ.

2.12. ვ-–------რ გ-------ძისა და ა-----– გ-------ძის სატელეფონო მიმოწერით დადგენილია, რომ ვ-–------რ გ-------ძის ქვეყნიდან წასვლის მიზეზი მის მიერ შპს „ლ------ი-ფ----იდან“ თანხების მითვისება გახდა, იგი აღიარებს იმ ფაქტს, რომ დაახლოებით 2 000 000 ლარის ოდენობით თანხა აქვს გადარიცხული საკუთარ ანგარიშზე, შემდგომ ტოტალიზატორში და წაგებული. ამავდროულად, ვ-–------რ გ-------ძე ინტერესდება ი-----–ი (ი-----–ი) დ-----ძის, დ-------ი გ----–-ძის (დ-----) და ლია ნ--------ის (ლ---) სამართლებრივი მდგომარეობით და ცდილობს გაარკვიოს თავისი ძმისგან, მათ შეექმნათ თუ არა რაიმე სახის პრობლემები, ამასთან, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძველი მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის, რაზეც ა-----– გ-------ძე არწმუნებდა მას, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაბრუნდებოდა და დ---თ ზ----ძეს დაარწმუნებდა, რომ მის გარდა აღნიშნულში არავინ იყო გარეული, არც ი-----–ი დ-----ძეს, არც დ-------ი გ----–-ძეს და არც ლია ნ--------ეს არანაირი პრობლემები არ შეექმნებოდათ. საუბრისას, ვ-–------რ გ-------ძემ განუცხადა კიდეც ა-----– გ-------ძეს, რომ მას უკვე აღარაფერი ეშველებოდა, თუმცა მოიქცეოდა ისე, როგორც უკეთესი იქნებოდა დასახელებული პირებისათვის. შესაბამისად, ა-----– გ-------ძემ დაარწმუნა ვ-–------რ გ-------ძე, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და მისულიყო დ---თ ზ----ძესთან, რითაც ყველას დაეხმარებოდა, რაც მან გააკეთა კიდეც.

2.13. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე შპს „ლ-------ფ----ის“ ბუღალტრების ირა წ-------ის, ს------- ლ---------–---–ის, თ-----ი შ--–--------ის და ბუღალტრის დამხმარის მ-----– ლ--–--ის მიცემული ინფორმაციებით დადგენილია, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშებთან დაშვება გააჩნდა მხოლოდ ვ-–------რ გ-------ძეს, რომელიც საბუღალტრო გატარებისათვის ბუღალტრებს აწვდიდა საბანკო ანგარიშებიდან არა ავთენტიკური სახით ამოღებულ მონაცემებს გადატანილს ექსელის ფორმატში, სადაც ავთენტური მონაცემების შეცვლა და მანიპულაციური ჩარევა შეეძლო.

2.14. მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, თემატური რევიზიის აქტით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის ნ--- დ--------ს გამოკითხვის შედეგად დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დანიშნული იქნა თემატური რევიზია, რომელიც შესასრულებლად დაევალათ მას და მის თანამშრომელ მთავარ ინსპექტორ დ---თ ამ------–---–ს. ჩატარებული რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ვ-–------რ გ-------ძის სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი ანგარიშებიდან 2016 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაღდებულად ფიქსირდება 231 101.37 ლარი და 27 200 აშშ დოლარი (ანგარიშიდან გატანილია 2019 წლის 30 იანვარს 40 000 ლარი და 2019 წლის 31 იანვარს 50 000 ლარი), ხოლო სს „თიბისი ბანკში“ გახსნილი ანგარიშებიდან 2016 წლის 11 იანვრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით პერიოდში - 167 320 ლარი და 200 აშშ დოლარი, სულ 398 421.37 ლარი და 27 400 აშშ დოლარი. სს „თიბისი ბანკში" შპს “ლ------ი-ფ----ის” ანგარიშსწორების ანგარიშებიდან ნაღდი ფული გატანილია 2016 წლის 16 თებერვალს - 100 000 აშშ დოლარი, დანიშნულებით “ანგარიშიდან უცხოური ვალუტის გატანა" და 2016 წლის 25 ივლისს - 50 000 ლარი, დანიშნულებით “სამეურნეო ხარჯი". ორივე ოპერაციის შემთხვევაში, საბანკო ამონაწერში „დამატებით ინფო" მითითებულია “ი-----–ი დ-----ძე". სს “საქართველოს ბანკის" ანგარიშებიდან თანხის გატანის ოპერაციების განხორციელება წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია - 3 221 761.14 ლარი, საქვეანგარიშოდ გაცემულია - 2 122 018.01 ლარი, ხელფასი - 599 071.52 ლარი, პრემია - 23 525 ლარი, საქონლის ღირებულება - 295 299.36 ლარი, საშემოსავლო - 130 911.02 ლარი, ელექტრო ენერგიის ღირებულება - 45 211.47 ლარი, მომსახურების ღირებულება - 4 799.76 ლარი, დღგ - 925 ლარი. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე ხელფასის სახით გადარიცხულია - 599 071.52 ლარი, პრემიის სახით - 23 525 ლარი. სულ ხელფასი და პრემია - 622 596.52 ლარი; ხოლო ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით “ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის დაბრუნება" გადარიცხულია - 39 501.50 ლარი. სხვაობა “ხელფასის" სახით ჩარიცხულ და დაბრუნებულ თანხებს შორის შეადგენს - 559 570.02 (599071.52-39501.5) ლარს. საქმეში არსებული შპს “ლ------ი-ფ----ის" მონაცემებით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ვ-–------რ გ-------ძეს მიღებული აქვს ხელფასი - 110 000 ლარი, პრემია - 500 ლარი. საბანკო ამონაწერების მიხედვით, სხვაობა ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებზე გადარიცხულ (უკან დაბრუნებულის გათვალისწინებით) და საწარმოს მონაცემებით გათვალისწინებულ თანხებს შორის შეადგენს: ხელფასის შემთხვევაში - 449 570.02 ლარს, ხოლო პრემიის შემთხვევაში - 23 025 ლარს. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე საქვეანგარიშო განაცემის სახით გადარიცხულია - 2 122 018.01 ლარი. ხოლო ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით “საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დაბრუნება" გადარიცხულია - 268 500 ლარი. სხვაობა “საქვეანგარიშო" დანიშნულებით ჩარიცხულ და დაბრუნებულ თანხებს შორის შეადგენს - 1 853 518.01 ლარს. საქმეში არსებული შპს “ლ------ი-ფ----ის" მონაცემებით, ვ-–------რ გ-------ძის მიერ საქვეანგარიშო ანგარიშიდან გადახდილია 2 195 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვ-–------რ გ-------ძისთვის “საქვეანგარიშო" დანიშნულებით ჩარიცხულ (უკან დაბრუნებულის გათვალისწინებით) და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 1 851 323.01 ლარს. “ხელფასისა" და “საქვეანგარიშო" დანიშნულებით დაბრუნებული თანხების გარდა, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია - 542 103.49 ლარი, დანიშნულებით “არასწორად ჩარიცხული თანხის დაბრუნება" - 26 500 ლარი, დანიშნულებით “ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნება" - 6 500 ლარი, დანიშნულებით “შეცდომით ჩარიცხული თანხის დაბრუნება" - 16 000 ლარი, დანიშნულებით “თანხის დაბრუნება" - 493 103.49 ლარი. ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან ზემოთ დასახელებული სუბიექტების მიმართ განხორციელებულია 2 447 629.35 ლარის და 3 070 აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქციები, მათ შორის: შპს “ჩემპიონები 111” - 222 258.31 ლარი, შპს “მ-----” - 291 550 ლარი, www.adjarabet.com - 1 448 203.04 ლარი, www.crystalbet.com - 485 618 ლარი და „ბეთ 365“ - 3 070 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან ასევე ფიქსირდება გადარიცხვები 1XBET-ზე - 2 097 ლარი და 434.7 აშშ დოლარი, B365-ზე - 52 431.25 ლარი და ACHARAPAY-ზე - 693 978.5 ლარი, ჯამში 696 075.5 ლარი და 52 865.95 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული მეწარმეებიდან სხვადასხვა დანიშნულებით ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშზე ჩარიცხული/დაბრუნებულია 392 158.6 ლარი და 8 500 აშშ დოლარი, მ.შ. შპს “ჩემპიონები 111" - 11 494.53 ლარი, www.adjarabet.com - 240 414.07 ლარი, www.crystalbet.com - 104 150 ლარი, ACHARAPAY - 35 800 ლარი, შპს “მ-----" - 300 ლარი, B365 - 8 500 აშშ დოლარი. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ზემოთ დასახელებული სუბიექტების მიმართ ტრანზაქციების განხორციელება წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ დასტურდება. ასევე ანგარიშის მფლობელის დასახელებაში სხვა სუბიექტების მითითებით შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 349 730.36 ლარი, ერთიანი სახაზინო კოდი, დღგ - 925 ლარი, ერთიანი სახაზინო კოდი, საშემოსავლო - 6 025.62 ლარი, შპს “ზღაპარი", მარკეტინგული მომსახურება - 505.29 ლარი, შპს “სანი", მომსახურების ღირებულება - 1 000 ლარი, შპს “უნი 1", მარკეტინგული მომსახურება - 935.81 ლარი, შპს “ჯ-----ი", საქონლის ღირებულება - 30 000 ლარი, შპს “მ-------- ჯორჯია", საქონლის ღირებულება - 60 000 ლარი, შპს “ფლექსო ფ----ი", საქონლის ღირებულება - 110 000 ლარი, შპს “ე---------ბი", საქონლის ღირებულება - 20 000 ლარი, შპს “ზეი", საქონლის ღირებულება - 10 000 ლარი, შპს “ზკ--------–ი", საქონლის ღირებულება - 10 000 ლარი, სს “ენერგო პრო ჯორჯია", ელექტრო ენერგიის ღირებულება - 45 2-1.47 ლარი, შპს “შვიდი მითი", საქონლის ღირებულება - 50 000 ლარი, შპს “ოფის მენეჯერ.ჯი", საქონლის ღირებულება - 3 808.02 ლარი, შპს “მააგონი 2", მომსახურების ღირებულება - 1 319.15 ლარი.

შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე სულ გადარიცხულია 3 22- 761.14 ლარი, ხოლო ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 850 104.99 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე და ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 2 371 656.15 ლარს. ამასთან, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული კუთვნილი ხელფასის და პრემიის, ასევე, საქვეანგარიშოდ მიღებული და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯული თანხის, ჯამში 112 695 ლარის გათვალისწინებით, სხვაობა არის 2 258 961.15 ლარი.

აღნიშნულის შემდგომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს საერთო ჯამში პირადი ანგარიშიდან შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს სასარგებლოდ სხვადასხვა მიზნით გადახდილი აქვს თანხა საერთო ჯამში 100 279,08 ლარის ოდენობით. კერძოდ: მის მიერ სხვადასხვა დროს კომპანიის სასარგებლოდ გადახდილია კომუნალური გადასახადები საერთო ჯამში 91 593.78 ლარის ოდენობით, ასევე ვ-–------რ გ-------ძის პირადი ანგარიშიდან საერთო ჯამში შემოსავლების სამსახურში შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს სასარგებლოდ სხვადასხვა დროს გადახდილი აქვს თანხა 1 060.80 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტს საკუთარ გამოკითხვის ოქმში ადასტურებს შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს წარმომადგენელი და დირექტორი მოწმე მ-----– ე-–---–---–ი. ასევე, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს საკუთარი ანგარიშიდან გადახდილი აქვს ელექტრო ენერგიის საფასური ელექტრო ენერგიის პროვაიდერ კომპანია - სს „თელასი“-ში N 3------ აბონენტის სასარგებლოდ თანხა 7 624.50 ლარის ოდენობით. აღნიშნული აბონენტის ნომერი ეკუთვნის შპს „გერმანელი ყასაბს“, რომლის წარმომადგენელმა რ-------------მ განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც თავდაპირველად შპს „ლ------ი-ფ----ი“ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ეკუთვნოდა მას (ქ. თბილისი, კ------ს ქუჩა N4). მას შემდეგ რაც შპს „ლ------ი-ფ----ი“ გად---და აღნიშნული ტერიტორიიდან, მათ დარჩათ ელექტრო ენერგიის დავალიანება, რომელიც მალევე იქნა დაფარული. სწორედ აღნიშნული დავალიანების დაფარვას წარმოადგენს ვ-–------რ გ-------ძის მიერ საკუთარი ანგარიშიდან N 3------ სააბონენტო ნომრის სასარგებლოდ 7 624.50 ლარის გადარიცხვის ფაქტი. მაშასადამე საერთო ჯამში ვ-–------რ გ-------ძეს პირადი ანგარიშიდან შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს სასარგებლოდ გადახდილი აქვს თანხა 100 279,08 ლარის ოდენობით.

2.15. კორექტირებული თემატური რევიზიის აქტის თანახმად, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე, შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე ,,ხელფასის", ,,პრემიის", ,,საშემოსავლო გადასახადის", ,,საქონლის ღირებულების" და ,,ელ.ენერგიის გადასახადის" დანიშნულებით განხორციელებული გადარიცხვების მიხედვით არ ირკვევა, თუ ვისი ხელფასი, პრემია, საშემოსავლო გადასახადი, რომელი საქონლის და ან რომელი აბონენტის მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულებაა ჩარიცხული.

შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული ხელფასის, ასევე ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებიდან შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებული ხელფასის ოდენობა გაანგარიშებულია საბანკო ტრანზაქციებში მითითებული დანიშნულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებული ,,ხელფასის" და ,,ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის დაბრუნების" მიხედვით ჩარიცხულ და დაბრუნებულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს - 559 570.02 ლარს, ხოლო ,,პრემიის" დანიშნულების მიხედვით ჩარიცხული - 23 525 ლარს.

ამასთან, საქმეში არსებული შპს ,,ლ------ი-ფ----ის" მონაცემებით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის კუთვნილი ხელფასი შეადგენს 110 000 ლარს, ხოლო პრემია - 500 ლარს. საბანკო ამონაწერების მიხედვით, სხვაობა ვ.გ-------ძის ანგარიშებზე გადარიცხულ (უკან დაბრუნებულის გათვალისწინებით) და საწარმოს მონაცემებით გათვალისწინებულ თანხებს შორის შეადგენს: ხელფასის შემთხვევაში - 449 570.02 (559570.02-110000) ლარს, ხოლო პრემიის შემთხვევაში - 23 025 (23525-500) ლარს.

შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე საქვეანგარიშო განაცემის სახით გადარიცხული 2 122 018.01 ლარიდან, ,,სმფ-ის განადგურების" დანიშნულებით გადარიცხულია 856.8 ლარი, ,,ჯარიმების საფასურის" დანიშნულებით - 290 ლარი, ,,ცნობის საფასურის" დანიშნულებით - 400 ლარი, ხოლო 2 120 471.21 ლარი რა სახის ვალდებულებების დასაფარავადაა გადარიცხული, მოცემული საბანკო ამონაწერებით არ ირკვევა.

შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გარდა, ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე განხორციელებულია სხვადასხვა სახის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციები.

შესამოწმებელ პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე შემოსავალმა შეადგინა 1 202 440 ლარი და 39 734 აშშ დოლარი, მ.შ. არასაბანკო სესხები - 20 395 ლარი, ბანკის სესხი - 14 680 ლარი და 25 000 აშშ დოლარი, ჩარიცხვები ფ/პირებიდან - 37 123 ლარი და 2 967 აშშ დოლარი, ტერმინალიდან თანხის შეტანა - 119 543 ლარი და 9 947 აშშ დოლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა ვ.გ-------ძის მიერ - 1 003 840 ლარი და 1 820 აშშ დოლარი (იხ. დანართი), ბონუს ქულების გადაცვლიდან შემოსავალი - 3 919 ლარი, სხვა შემოსავალი - 2 940 ლარი.

ანალოგიურ პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან განხორციელებულია გასავალი 190 875 ლარის და 21 739 აშშ დოლარის ოდენობით, მშ. არასაბანკო სესხებთან დაკავშირებული გადახდები - 43 146 ლარი, საბანკო სესხებთან დაკავშირებული გადახდები - 18 359 ლარი და 16 686 აშშ დოლარი, სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული გადახდები - 50 641 ლარი, კომუნალური გადასახადები - 14 139 ლარი, მობილური კავშირის ოპერატორები - 1 306 ლარი, საწვავი - 8 939 ლარი, ბანკის მომსახურების საკომისიო - 1 968 ლარი, სასტუმროს მომსახურება - 361 ლარი, ფ/პირებთან გადარიცხვები - 51 195 ლარი და 2 380 აშშ დოლარი, ონლაინ მაღაზიები - 2 673 აშშ დოლარი, სხვა გადარიცხვები - 821 ლარი.

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია 3 221 761.14 ლარი. ამასთან, ვლადიმერ გაბრიჭიძის ანგარიშებიდან საწარმოს ანგარიშებზე ,,თანხის დაბრუნების" დანიშნულებით გადარიცხვების განხორციელება იწყება 2017 წლის თებერვლის თვიდან.

გადარიცხული თანხების ანალიზისას ირკვევა, რომ 2016 წელს მხოლოდ ხელფასის დანიშნულებით ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულია 51 332 ლარი, მაშინ როცა მისი კუთვნილი ხელფასი 2016 წელს შეადგენდა 35 000 ლარს. ამასთან, ვ. გ-------ძის ანგარიშზე შპს ,,ლ------ი-ფ----ის" ანგარიშებიდან ხელფასის სახით ზედმეტი ოდენობის ჩარიცხვა და ვ. გ-------ძის ანგარიშებიდან ონლაინ აზარტული თამაშების ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა შეინიშნება 2016 წლის მარტის თვიდან.

2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 თებერვლამდე პერიოდში შპს ,,ლ------ი-ფ----ის" დირექტორები იყვნენ: 2018 წლის 22 მარტამდე ი-----–ი დ-----ძე (პ/ნ 3----------), 2018 წლის 22 მარტიდან - მოწმე დ---თ ზ----ძე (პ/ნ 0----------), 2018 წლის 30 ივლისიდან - ზ-----ბ ზ----ძე (პ/ნ 0----------), 2018 წლის 26 სექტემბრიდან - ლია ნ--------ე (პ/ნ 0----------).

შპს ,,ლ------ი-ფ----ის" დირექტორად ი-----–ი დ-----ძის მუშაობის პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებზე საწარმოს ანგარიშებიდან გადარიცხულია 933 867.15 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული ან/და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია (მ.შ. კუთვნილი ხელფასი) 433 521.8 ლარი, სხვაობა შეადგენს 500 345.35 ლარს; დ---თ ზ----ძის დირექტორად ყოფნის პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებზე გადარიცხულია 825 187.73 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული ან/და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია 347 042.49 ლარი, სხვაობა შეადგენს 478 145.24 ლარს; ზ-----ბ ზ----ძის შპს ,,ლ------ი-ფ----ის" დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 568 272.95 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებულია ან/და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია (მ.შ. კუთვნილი ხელფასი) 179 420 ლარი, სხვაობა შეადგენს 388 852.95 ლარს; ლია ნ--------ის მუშაობის პერიოდში საწარმოს ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 894 433.31 ლარი, ხოლო საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია (მ.შ. კუთვნილი ხელფასი) 103 094.28 ლარი, სხვაობა შეადგენს 791 339.03 ლარს.

წარმოდგენილი მასალებისა და ახლად გამოვლენილი გარემოებების მიხედვით, შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე სულ გადარიცხულია 3 221 761.14 ლარი, ხოლო ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებიდან შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია 1 063 078.57 ლარი. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 2 158 682.57 ლარს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის დისპოზიციის მიხედვით, დასჯადია სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა. აღნიშნული მუხლი ორ დამოუკიდებელ დანაშაულს ითვალისწინებს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. მითვისების შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დამნაშავის მოქმედება კი მიმართულია ამ ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებისკენ. დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა გულისხმობს პირდაპირ განზრახვას. მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს.

3.2. საქართველოს სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

3.3. განსახილველ საქმეში ნაწილობრივ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

3.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, § 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, § 32).

3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის აღიარება, თუმცა ფაქტობრივად ნაწილობრივი აღიარება, რადგან ის არ დაეთანხმა ბრალდების ფორმულირებაში მითითებულ ზიანის ოდენობას და ნაწილობრივ ბრალდების მტკიცებულებების უდავოდ დადგენა, ცალსახად არ ნიშნავს ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის ბრალეულობას. სასამართლო სამართლებრივად აანალიზებს და აფასებს ბრალდების მხარის თითოეულ მტკიცებულებას მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ-–------რ გ-------ძის ბრალეულობის დასადგენად.

3.8. სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილ მხარეების მიერ უდავოდ ცნობილ წერილობით დოკუმენტებს, რევიზიის აქტებსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის ნ--- დ--------ს გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, რომლებითაც დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე დანიშნული იქნა თემატური რევიზია, რომელიც შესასრულებლად დაევალათ მას და მის თანამშრომელ მთავარ ინსპექტორ დ---თ ამ------–---–ს. ჩატარებული რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ვ-–------რ გ-------ძის სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი ანგარიშებიდან 2016 წლის 04 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში განაღდებულად ფიქსირდება 231 101.37 ლარი და 27 200 აშშ დოლარი (ანგარიშიდან გატანილია 2019 წლის 30 იანვარს 40 000 ლარი და 2019 წლის 31 იანვარს 50 000 ლარი), ხოლო სს „თიბისი ბანკში“ გახსნილი ანგარიშებიდან 2016 წლის 11 იანვრიდან 2019 წლის 21 იანვრის ჩათვლით პერიოდში - 167 320 ლარი და 200 აშშ დოლარი, სულ 398 421.37 ლარი და 27 400 აშშ დოლარი. სს „თიბისი ბანკში" შპს “ლ------ი-ფ----ის” ანგარიშსწორების ანგარიშებიდან ნაღდი ფული გატანილია 2016 წლის 16 თებერვალს - 100 000 აშშ დოლარი, დანიშნულებით “ანგარიშიდან უცხოური ვალუტის გატანა" და 2016 წლის 25 ივლისს - 50 000 ლარი, დანიშნულებით “სამეურნეო ხარჯი". ორივე ოპერაციის შემთხვევაში, საბანკო ამონაწერში „დამატებით ინფო" მითითებულია “ი-----–ი დ-----ძე". სს “საქართველოს ბანკის" ანგარიშებიდან თანხის გატანის ოპერაციების განხორციელება წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია - 3 221 761.14 ლარი, საქვეანგარიშოდ გაცემულია - 2 122 018.01 ლარი, ხელფასი - 599 071.52 ლარი, პრემია - 23 525 ლარი, საქონლის ღირებულება - 295 299.36 ლარი, საშემოსავლო - 130 911.02 ლარი, ელექტრო ენერგიის ღირებულება - 45 211.47 ლარი, მომსახურების ღირებულება - 4 799.76 ლარი, დღგ - 925 ლარი. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე ხელფასის სახით გადარიცხულია - 599 071.52 ლარი, პრემიის სახით - 23 525 ლარი. სულ ხელფასი და პრემია - 622 596.52 ლარი; ხოლო ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით “ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის დაბრუნება" გადარიცხულია - 39 501.50 ლარი. სხვაობა “ხელფასის" სახით ჩარიცხულ და დაბრუნებულ თანხებს შორის შეადგენს - 559 570.02 (599071.52-39501.5) ლარს. საქმეში არსებული შპს “ლ------ი-ფ----ის" მონაცემებით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ვ-–------რ გ-------ძეს მიღებული აქვს ხელფასი - 110 000 ლარი, პრემია - 500 ლარი. საბანკო ამონაწერების მიხედვით, სხვაობა ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებზე გადარიცხულ (უკან დაბრუნებულის გათვალისწინებით) და საწარმოს მონაცემებით გათვალისწინებულ თანხებს შორის შეადგენს: ხელფასის შემთხვევაში - 449 570.02 ლარს, ხოლო პრემიის შემთხვევაში - 23 025 ლარს. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე საქვეანგარიშო განაცემის სახით გადარიცხულია - 2 122 018.01 ლარი. ხოლო ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე დანიშნულებით “საქვეანგარიშოდ გაცემული თანხის დაბრუნება" გადარიცხულია - 268 500 ლარი. სხვაობა “საქვეანგარიშო" დანიშნულებით ჩარიცხულ და დაბრუნებულ თანხებს შორის შეადგენს - 1 853 518.01 ლარს. საქმეში არსებული შპს “ლ------ი-ფ----ის" მონაცემებით, ვ-–------რ გ-------ძის მიერ საქვეანგარიშო ანგარიშიდან გადახდილია 2 195 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვ-–------რ გ-------ძისთვის “საქვეანგარიშო" დანიშნულებით ჩარიცხულ (უკან დაბრუნებულის გათვალისწინებით) და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 1 851 323.01 ლარს. “ხელფასისა" და “საქვეანგარიშო" დანიშნულებით დაბრუნებული თანხების გარდა, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია - 542 103.49 ლარი, დანიშნულებით “არასწორად ჩარიცხული თანხის დაბრუნება" - 26 500 ლარი, დანიშნულებით “ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნება" - 6 500 ლარი, დანიშნულებით “შეცდომით ჩარიცხული თანხის დაბრუნება" - 16 000 ლარი, დანიშნულებით “თანხის დაბრუნება" - 493 103.49 ლარი. ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან ზემოთ დასახელებული სუბიექტების მიმართ განხორციელებულია 2 447 629.35 ლარის და 3 070 აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქციები, მათ შორის: შპს “ჩემპიონები 111” - 222 258.31 ლარი, შპს “მ-----” - 291 550 ლარი, www.adjarabet.com - 1 448 203.04 ლარი, www.crystalbet.com - 485 618 ლარი და „ბეთ 365“ - 3 070 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან ასევე ფიქსირდება გადარიცხვები 1XBET-ზე - 2 097 ლარი და 434.7 აშშ დოლარი, B365-ზე - 52 431.25 ლარი და ACHARAPAY-ზე - 693 978.5 ლარი, ჯამში 696 075.5 ლარი და 52 865.95 აშშ დოლარი. ზემოაღნიშნული მეწარმეებიდან სხვადასხვა დანიშნულებით ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშზე ჩარიცხული/დაბრუნებულია 392 158.6 ლარი და 8 500 აშშ დოლარი, მ.შ. შპს “ჩემპიონები 111" - 11 494.53 ლარი, www.adjarabet.com - 240 414.07 ლარი, www.crystalbet.com - 104 150 ლარი, ACHARAPAY - 35 800 ლარი, შპს “მ-----" - 300 ლარი, B365 - 8 500 აშშ დოლარი. შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ზემოთ დასახელებული სუბიექტების მიმართ ტრანზაქციების განხორციელება წარმოდგენილი მასალების მიხედვით არ დასტურდება. ასევე ანგარიშის მფლობელის დასახელებაში სხვა სუბიექტების მითითებით შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 349 730.36 ლარი, ერთიანი სახაზინო კოდი, დღგ - 925 ლარი, ერთიანი სახაზინო კოდი, საშემოსავლო - 6 025.62 ლარი, შპს “ზღაპარი", მარკეტინგული მომსახურება - 505.29 ლარი, შპს “სანი", მომსახურების ღირებულება - 1 000 ლარი, შპს “უნი 1", მარკეტინგული მომსახურება - 935.81 ლარი, შპს “ჯ-----ი", საქონლის ღირებულება - 30 000 ლარი, შპს “მ-------- ჯორჯია", საქონლის ღირებულება - 60 000 ლარი, შპს “ფლექსო ფ----ი", საქონლის ღირებულება - 110 000 ლარი, შპს “ე---------ბი", საქონლის ღირებულება - 20 000 ლარი, შპს “ზეი", საქონლის ღირებულება - 10 000 ლარი, შპს “ზკ--------–ი", საქონლის ღირებულება - 10 000 ლარი, სს “ენერგო პრო ჯორჯია", ელექტრო ენერგიის ღირებულება - 45 211.47 ლარი, შპს “შვიდი მითი", საქონლის ღირებულება - 50 000 ლარი, შპს “ოფის მენეჯერ.ჯი", საქონლის ღირებულება - 3 808.02 ლარი, შპს “მააგონი 2", მომსახურების ღირებულება - 1 319.15 ლარი.

შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე სულ გადარიცხულია 3 221 761.14 ლარი, ხოლო ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 850 104.99 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე და ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან შპს “ლ------ი-ფ----ის” საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 2 371 656.15 ლარს. ამასთან, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული კუთვნილი ხელფასის და პრემიის, ასევე, საქვეანგარიშოდ მიღებული და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯული თანხის, ჯამში 112 695 ლარის გათვალისწინებით, სხვაობა არის 2 258 961.15 ლარი.

აღნიშნულის შემდგომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს საერთო ჯამში პირადი ანგარიშიდან შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს სასარგებლოდ სხვადასხვა მიზნით გადახდილი აქვს თანხა საერთო ჯამში 100 279,08 ლარის ოდენობით. კერძოდ: მის მიერ სხვადასხვა დროს კომპანიის სასარგებლოდ გადახდილია კომუნალური გადასახადები საერთო ჯამში 91 593.78 ლარის ოდენობით, ასევე ვ-–------რ გ-------ძის პირადი ანგარიშიდან საერთო ჯამში შემოსავლების სამსახურში შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს სასარგებლოდ სხვადასხვა დროს გადახდილი აქვს თანხა 1 060.80 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ფაქტს საკუთარ გამოკითხვის ოქმში ადასტურებს შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს წარმომადგენელი და დირექტორი მოწმე მ-----– ე-–---–---–ი. ასევე, ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ ვ-–------რ გ-------ძეს საკუთარი ანგარიშიდან გადახდილი აქვს ელექტრო ენერგიის საფასური ელექტრო ენერგიის პროვაიდერ კომპანია - სს „თელასი“-ში N 3------ აბონენტის სასარგებლოდ თანხა 7 624.50 ლარის ოდენობით. აღნიშნული აბონენტის ნომერი ეკუთვნის შპს „გერმანელი ყასაბს“, რომლის წარმომადგენელმა რ-------------მ განაცხადა, რომ ტერიტორია, სადაც თავდაპირველად შპს „ლ------ი-ფ----ი“ ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას ეკუთვნოდა მას (ქ. თბილისი, კ------ს ქუჩა N4). მას შემდეგ რაც შპს „ლ------ი-ფ----ი“ გად---და აღნიშნული ტერიტორიიდან, მათ დარჩათ ელექტრო ენერგიის დავალიანება, რომელიც მალევე იქნა დაფარული. სწორედ აღნიშნული დავალიანების დაფარვას წარმოადგენს ვ-–------რ გ-------ძის მიერ საკუთარი ანგარიშიდან N 3------ სააბონენტო ნომრის სასარგებლოდ 7 624.50 ლარის გადარიცხვის ფაქტი. მაშასადამე საერთო ჯამში ვ-–------რ გ-------ძეს პირადი ანგარიშიდან შპს „ლ------ი-ფ----ი“-ს სასარგებლოდ გადახდილი აქვს თანხა 100 279,08 ლარის ოდენობით.

კორექტირებული თემატური რევიზიის აქტის თანახმად, წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე, შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე ,,ხელფასის", ,,პრემიის", ,,საშემოსავლო გადასახადის", ,,საქონლის ღირებულების" და ,,ელ.ენერგიის გადასახადის" დანიშნულებით განხორციელებული გადარიცხვების მიხედვით არ ირკვევა, თუ ვისი ხელფასი, პრემია, საშემოსავლო გადასახადი, რომელი საქონლის და ან რომელი აბონენტის მოხმარებული ელ.ენერგიის ღირებულებაა ჩარიცხული.

შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული ხელფასის, ასევე ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებიდან შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებული ხელფასის ოდენობა გაანგარიშებულია საბანკო ტრანზაქციებში მითითებული დანიშნულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ტრანზაქციების დანიშნულებაში მითითებული ,,ხელფასის" და ,,ზედმეტად ჩარიცხული ხელფასის დაბრუნების" მიხედვით ჩარიცხულ და დაბრუნებულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს - 559 570.02 ლარს, ხოლო ,,პრემიის" დანიშნულების მიხედვით ჩარიცხული - 23 525 ლარს.

ამასთან, საქმეში არსებული შპს ,,ლ------ი-ფ----ის" მონაცემებით, 2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის კუთვნილი ხელფასი შეადგენს 110 000 ლარს, ხოლო პრემია - 500 ლარს. საბანკო ამონაწერების მიხედვით, სხვაობა ვ.გ-------ძის ანგარიშებზე გადარიცხულ (უკან დაბრუნებულის გათვალისწინებით) და საწარმოს მონაცემებით გათვალისწინებულ თანხებს შორის შეადგენს: ხელფასის შემთხვევაში - 449 570.02 (559570.02-110000) ლარს, ხოლო პრემიის შემთხვევაში - 23 025 (23525-500) ლარს.

შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე საქვეანგარიშო განაცემის სახით გადარიცხული 2 122 018.01 ლარიდან, ,,სმფ-ის განადგურების" დანიშნულებით გადარიცხულია 856.8 ლარი, ,,ჯარიმების საფასურის" დანიშნულებით - 290 ლარი, ,,ცნობის საფასურის" დანიშნულებით - 400 ლარი, ხოლო 2 120 471.21 ლარი რა სახის ვალდებულებების დასაფარავადაა გადარიცხული, მოცემული საბანკო ამონაწერებით არ ირკვევა.

შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გარდა, ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე განხორციელებულია სხვადასხვა სახის შემოსავლისა და გასავლის ოპერაციები.

შესამოწმებელ პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე შემოსავალმა შეადგინა 1 202 440 ლარი და 39 734 აშშ დოლარი, მ.შ. არასაბანკო სესხები - 20 395 ლარი, ბანკის სესხი - 14 680 ლარი და 25 000 აშშ დოლარი, ჩარიცხვები ფ/პირებიდან - 37 123 ლარი და 2 967 აშშ დოლარი, ტერმინალიდან თანხის შეტანა - 119 543 ლარი და 9 947 აშშ დოლარი, ანგარიშზე თანხის შეტანა ვ.გ-------ძის მიერ - 1 003 840 ლარი და 1 820 აშშ დოლარი (იხ. დანართი), ბონუს ქულების გადაცვლიდან შემოსავალი - 3 919 ლარი, სხვა შემოსავალი - 2 940 ლარი.

ანალოგიურ პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან განხორციელებულია გასავალი 190 875 ლარის და 2- 739 აშშ დოლარის ოდენობით, მშ. არასაბანკო სესხებთან დაკავშირებული გადახდები - 43 146 ლარი, საბანკო სესხებთან დაკავშირებული გადახდები - 18 359 ლარი და 16 686 აშშ დოლარი, სავაჭრო ობიექტებში განხორციელებული გადახდები - 50 641 ლარი, კომუნალური გადასახადები - 14 139 ლარი, მობილური კავშირის ოპერატორები - 1 306 ლარი, საწვავი - 8 939 ლარი, ბანკის მომსახურების საკომისიო - 1 968 ლარი, სასტუმროს მომსახურება - 361 ლარი, ფ/პირებთან გადარიცხვები - 51 195 ლარი და 2 380 აშშ დოლარი, ონლაინ მაღაზიები - 2 673 აშშ დოლარი, სხვა გადარიცხვები - 821 ლარი.

წარმოდგენილი მასალების მიხედვით, შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხულია 3 221 761.14 ლარი. ამასთან, ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებიდან საწარმოს ანგარიშებზე ,,თანხის დაბრუნების" დანიშნულებით გადარიცხვების განხორციელება იწყება 2017 წლის თებერვლის თვიდან.

გადარიცხული თანხების ანალიზისას ირკვევა, რომ 2016 წელს მხოლოდ ხელფასის დანიშნულებით ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულია 51 332 ლარი, მაშინ როცა მისი კუთვნილი ხელფასი 2016 წელს შეადგენდა 35 000 ლარს. ამასთან, ვ. გ-------ძის ანგარიშზე შპს ,,ლ------ი-ფ----ის" ანგარიშებიდან ხელფასის სახით ზედმეტი ოდენობის ჩარიცხვა და ვ. გ-------ძის ანგარიშებიდან ონლაინ აზარტული თამაშების ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვა შეინიშნება 2016 წლის მარტის თვიდან.

2016 წლის 01 იანვრიდან 2019 წლის 01 თებერვლამდე პერიოდში შპს ,,ლ------ი-ფ----ის" დირექტორები იყვნენ: 2018 წლის 22 მარტამდე ი-----–ი დ-----ძე (პ/ნ 3----------), 2018 წლის 22 მარტიდან - მოწმე დ---თ ზ----ძე (პ/ნ 0----------), 2018 წლის 30 ივლისიდან - ზ-----ბ ზ----ძე (პ/ნ 0----------), 2018 წლის 26 სექტემბრიდან - ლია ნ--------ე (პ/ნ 0----------).

შპს ,,ლ------ი-ფ----ის" დირექტორად ი-----–ი დ-----ძის მუშაობის პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებზე საწარმოს ანგარიშებიდან გადარიცხულია 933 867.15 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული ან/და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია (მ.შ. კუთვნილი ხელფასი) 433 52-.8 ლარი, სხვაობა შეადგენს 500 345.35 ლარს; დ---თ ზ----ძის დირექტორად ყოფნის პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის ანგარიშებზე გადარიცხულია 825 187.73 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებული ან/და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია 347 042.49 ლარი, სხვაობა შეადგენს 478 145.24 ლარს; ზ-----ბ ზ----ძის შპს ,,ლ------ი-ფ----ის" დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 568 272.95 ლარი, ხოლო უკან დაბრუნებულია ან/და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია (მ.შ. კუთვნილი ხელფასი) 179 420 ლარი, სხვაობა შეადგენს 388 852.95 ლარს; ლია ნ--------ის მუშაობის პერიოდში საწარმოს ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია 894 433.31 ლარი, ხოლო საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია (მ.შ. კუთვნილი ხელფასი) 103 094.28 ლარი, სხვაობა შეადგენს 791 339.03 ლარს.

საბოლოოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული, წარმოდგენილი მასალებისა და ახლად გამოვლენილი გარემოებების მიხედვით, შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებიდან ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებზე სულ გადარიცხულია 3 221 761.14 ლარი, ხოლო ვ-–------რ გ-------ძის (პ/ნ 3----------) საბანკო ანგარიშებიდან შპს ,,ლ------ი-ფ----ის” (ს/ნ 2--------) საბანკო ანგარიშებზე გადარიცხულია და საწარმოს მიზნებისთვის გახარჯულია 1 063 078.57 ლარი. აღნიშნულ თანხებს შორის სხვაობა შეადგენს 2 158 682.57 ლარს.

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის პოზიციას, რომ ბრალდების ფორმულირებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დადგენილი ზიანის ოდენობა უნდა იყოს 50-100 ათასი ლარის ოდენობით ნაკლები და მიაჩნია, რომ 2016 წლის იანვრის თვიდან 2019 წლის იანვრის თვის ჩათვლით, ვ-–------რ გ-------ძემ, მის მართლზომიერ გამგებლობაში და მფლობელობაში არსებული ამავე კომპანიის კუთვნილი, სს „თი ბი სი“-ბანკში და სს „საქართველო ბანკში“ არსებული ანგარიშებიდან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ გამგებლობაში და მფლობელობაში არსებული, შპს „ლ------ი - ფ----ი“-ს კუთვნილი ფულადი თანხა 2 158 682.57 (ორი მილიონ ას ორმოცდათვრამეტი ათას ექვსას ოთხმოცდაორი და ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის მიხედვით წარმოადგენს დიდ ოდენობას და არის მითვისების დამამძიმებელი გარემოება.

3.10. ვ-–------რ გ-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სადავოდ არ გახადეს მხარეებმა, ასევე მთლიანად გამყარებულია შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულ დ---თ ზ----ძის გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციითა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით; სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულ შპს „ლ------ი ფ----ის“-ს დირექტორისა და წარმომადგენელის მ-----– ე-–---–---–ის ჩვენებით; მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე ზ-----ბ ზ----ძის გამოკითხვის შედეგად მიცემული ინფორმაციით; სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული დ-------ი გ----–-ძის ჩვენებით, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ლია ნ--------ის ჩვენებით, სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითხული ი-----–ი დ-----ძის ჩვენებით, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე ვ-–------რ გ-------ძის ძმის -ა-----– გ-------ძის გამოკითხვის შედეგად მიცემული ინფორმაციით, მხარეების მიერ უდავოდ ცნობილი, გამოძიების ეტაპზე შპს „ლ-------ფ----ის“ ბუღალტრების ირა წ-------ის, ს------- ლ---------–---–ის; თ-----ი შ--–--------ის და ბუღალტრის დამხმარის მ-----– ლ--–--ის მიცემული ინფორმაციით;

3.11. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი. კერძოდ ის, რომ თანხები, რომლებიც ვ-–------რ გ-------ძემ გადაირიცხა საკუთარ ანგარიშზე ეკუთვნოდა შპს „ლ------ი ფ----ს“, შესაბამისად, ისინი ამავე ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენდა. შპს „ლ------ი ფ----ის“ საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის განკარგვის უფლება ჰქონდა ვ-–------რ გ-------ძეს, რაც მის მართლზომიერ გამგებლობაშიც იყო, თუმცა, მას ევალებოდა თანხის ორგანიზაციის მიზნებისათვის გახარჯვა და არა საკუთარი მოსაზრებით.

3.12. ვ-–------რ გ-------ძეს მითვისების ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებად ასევე შერაცხული აქვს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. ვ-–------რ გ-------ძე, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების წინასწარი განზრახვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობისათვის და პირადი კეთილდღეობის მიზნით, ფარულად დაეუფლა - მიითვისა რა შპს „ლ------ი ფ----ის“ კუთვნილი ფულადი თანხები, რომლებზეც ფლობის და გამგებლობის უფლება ამავე კომპანიაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობით იყო განპირობებული და რაზეც მას შეუზღუდავი წვდომა ჰქონდა, შესაბამისად, იგი მოქმედებდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც მხარეების მიერ არ გამხდარა სადავოდ.

3.13. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ნაწილობრივ პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე საქმესთან მათი დამოკიდებულების, უტყუარობისა და ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ-–------რ გ-------ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რა ნივთიც მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში იმყოფებოდა.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი პირველად არის სამართალში, მან თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების ფორმულირებას კომპანიისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ნაწილში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება:

 

5.1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში. გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევისა და ბრალდებულის პიროვნების, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, რა დროსაც სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს ვ-–------რ გ-------ძის მიერ ჩადენილი განგრძობადი დანაშაულის პერიოდს - 3 წელს, ბრალდებულის მიერ კომპანიის კუთვნილი მითვისებული თანხის ოდენობას, რომელიც შეადგენს - 2 158 682.57 ლარს; მან აღნიშნული თანხა გახარჯა კაზინოში აზარტულ თამაშებში, პირადი მიზნებისათვის და არა მძიმე ოჯახური თუ ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც მისი პიროვნული მახასიათებელია - თემატური რევიზიის აქტის მიხედვით, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან ზემოთ დასახელებული სუბიექტების მიმართ განხორციელებულია 2 447 629.35 ლარის და 3 070 აშშ დოლარის მოცულობის ტრანზაქციები, მათ შორის: შპს “ჩემპიონები 111” - 222 258.31 ლარი, შპს “მ-----” - 291 550 ლარი, www.adjarabet.com - 1 448 203.04 ლარი, www.crystalbet.com - 485 618 ლარი და „ბეთ 365“ - 3 070 აშშ დოლარი. გარდა ამისა, ვ-–------რ გ-------ძის საბანკო ანგარიშებიდან ასევე ფიქსირდება გადარიცხვები 1XBET-ზე - 2 097 ლარი და 434.7 აშშ დოლარი, B365-ზე - 52 431.25 ლარი და ACHARAPAY-ზე - 693 978.5 ლარი, ჯამში 696 075.5 ლარი და 52 865.95 აშშ დოლარი; ასევე ის, რომ ვ-–------რ გ-------ძე არ არის შერიგებული დაზარალებულთან და ამასთან არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, კერძოდ, დაზარალებულ შპს „ლ------ი ფ----ი“-ის დირექტორისა და წარმომადგენელის მ-----– ე-–---–---–ის ჩვენებით ლ------ ფ----ისათვის მიყენებული დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი ანაზღაურებული ამ ეტაპზე არ არის, რის გამოც კომპანიას ვ-–------რ გ-------ძის მიმართ გააჩნია პრეტენზია და ითხოვს მის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას, ხოლო კომპანიის დამფუძნებელი დ---თ ზ----ძე ითხოვს ვ-–------რ გ-------ძის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას, რადგან მის კომპანიას ვ-–------რ გ-------ძემ მიაყენა არა მარტო ფინანსური ზიანი, არამედ ასევე ის ჩააყენა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში, რაც მისი განმარტებით, გამოწვეულია მისი ოჯახური ტრაგედიით, სიძის მხრიდან დაპირისპირებით და ფაქტობრივად მოულოდნელი ღალატით იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ის ენდობოდა და თვლიდა თავისი ოჯახის წევრებად. დ---თ ზ----ძე, მის ოჯახურ ტრაგედიას უკავშირებს ვ-–------რ გ-------ძესა და სხდომაზე დაკითხულ სხვა პირებს, რომელთაც, ერთიანი მიზნები ჰქონდათ სხვადასხვა დროს საწარმოში მიმდინარე პროცესებში, მათ შორის დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ნაწილშიც, რა ფაქტზეც ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს და მას იმედი აქვს, რომ დაიბრუნებს მისთვის ყველაზე ძვირფას და ღირებულ ფასეულობას - საკუთარ ოჯახს. დ---თ ზ----ძე ქონებრივ ზიანზე უფრო მეტად საკუთარი ოჯახის დაკარგვას განიცდის, აშინებს და სტკივა, რის გამოც მან კიდევ უფრო მკაცრად მოითხოვა ვ-–------რ გ-------ძის დასჯა.

5.4. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ვ-–------რ გ-------ძის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ამასთან ვინაიდან მისი საქმიანობა დაკავშირებული იყო სამსახურეობრივ მდგომარეობის გამოყენებასთან, მას დამატებით სასჯელად უნდა ჩამოერთვას საბუღალტრო საქმიანობის უფლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–------რ გ-------ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

2. ვ-–------რ გ-------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვას საბუღალტრო საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

3. ვ-–------რ გ-------ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

4. ვ-–------რ გ-------ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2019 წლის 30 მაისიდან.

5. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება: მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს ვ-–------რ გ-------ძის ოჯახის წევრს, ხოლო სდ დისკები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

6. განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ოშხარელი