გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2020
საქმის ნომერი
330210018002586532
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
27.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23882 -18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ა---–---–-------

წარმომადგენელი ნ----------–--, ჯ--------------–---

მოპასუხე დ----------–-–---–-

წარმომადგენელი ვ----–-------–-–---–-

მესამე პირი მ-----–-----–-–---–- (არასრულწლოვანი)

მესამე პირი სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მ------------–---–-, გ----------------–---–-

დავის საგანი არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

201--–-–------------------ს დაბადებული მ-----–-----–-–---–-ს საცხოვრებელ ადგილად დედის, ა---–---–-------ს, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

ა---–---–------- და დ----------–-–---–- 2010 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 201--–-–------------------ს დაბადებული მ-----–-----–-–---–-. 2017 წლიდან მხარეთა შორის თანაცხოვრება შეწყვეტილია, რის შემდეგაც არასრულწლოვანი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა დედასთან, თუმცა ამ ეტაპზე არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- ცხოვრობს მამასთან - დ----------–-–---–თან, მისამართზე: თბილისი, ჯ-------------------. მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება შეხვდეს მ-----–ს მარტო, სხვების თანდასწრების გარეშე. ა---–---–------ს პერიოდულად აქვს ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან მოპასუხის საცხოვრებელ ადგილის მიხედვით, დ----------–-–---–-ს ან სხვა პირის თანდასწრებით. გარდა ამისა, მოსარჩელე პერიოდულად ნახულობს მ-----–ს სხვადასხვა გასართობ ცენტრებში, თუმცა დედასთან მარტო, მამის გარეშე არ რჩება, ასევე უარს აცხადებს დედის საცხოვრებელ სახლში დროებით მისვლაზე. აღნიშნულის მიზეზად მოპასუხე ასახელებს არასრულწლოვანის სურვილს, რომ მ-----–ს არ სურს დედასთან ცხოვრება. მოპასუხის მიერ მ-----– ა---–-–---–ზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა სრულად უგულებელყოფს არასრულწლოვანის ინტერესებს. მამის მხრიდან ხდება მისი, როგორც მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება. შეუძლებელია, დედაზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდება უარყოფითად არ აისახოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. მოპასუხე ერთპიროვნულად იღებს არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. მოპასუხე არათუ ხელს უწყობს არასრულწლოვანი მ-----–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას, პირიქით, მიზანმიმართულად უშლის ხელს აღნიშნული პროცესის პოზიტიურად განვითარებას. ბავშვი გამოირჩევა დედის მიმართ აგრესიით, ადანაშაულებს მას ოჯახის დანგრევაში, რაც მამის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგია. ფსიქოლოგიურ ძალადობასთან მიმართებით მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც უკავშირდება სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან განხორციელებულ შეხვედრებს. მოპასუხე განგებ უშლიდა ხელს არასრულწლოვანის ფსიქოლოგიურ გამოკვლევასა და მესამე პირებთან შეხვედრებს, რომელთაც შეეძლოთ აღედგინათ დედასა და შვილს შორის დარღვეული კავშირი. მოპასუხე უგულებელყოფს არასრულწლოვანი მ-----–ის საჭიროებას ფსიქოლოგიური გამოკვლევისა და შესაბამისი რეაბილიტაციის მიზნით. მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება მ-----– ა---–-–---–ზე განხორციელებული სისტემატიური ხასიათის მქონე შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის მუხლით. მ-----–-----–-–---–-ს ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები არ შეიძლება ჩაითვალოს მის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც არ ხდება დედასთან ურთიერთობის წახალისება ცხადია, რომ არასრულწლოვანი მუდმივად არის დათრგუნული. არასრულწლოვანის უპირატეს ინტერესს წარმოადგენს ორივე მშობელთან ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნება. მოპასუხე და მისი ოჯახი, უმეტესწილად მოპასუხის დედა, მ-----–ს უკარგავენ მესამე პირებთან ურთიერთობის სურვილსაც, ბავშვი მეტწილად დროს ატარებს კომპიუტერთან და თანატოლებთანაც ნაკლებად ურთიერთობს. ა---–---–------- ცხოვრობს მშობლებთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად, მამის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე მისამართზე: თბილისი, ხ----–--–----------------------. მოსარჩელე დასაქმებულია შპს „-–--------ში“ დიჯიტალ-მენეჯერის პოზიციაზე და აქვს საკმარისი შემოსავალი შვილზე ზრუნვისათვის. ა---–---–------- ი-–---------–-----------–-–---------------------ის მაგისტრატურის სტუდენტია. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის შემთხვევაში, მოსარჩელე არ შეუზღუდავს მამას მ-----–თან ურთიერთობას.

(სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხე დ----------–-–---–- მოთხოვნას არ ეთანხმება.

მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება. არასრულწლოვანი მ-----–ი 2018 წლის თებერვლის თვიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან - დ----------–-–---–თან. ბავშვის მამასთან ცხოვრება გამომდინარეობს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან და გამომდინარეობს სწორედ მ-----–-----–-–---–-ს სურვილიდან. მოსარჩელე არასწორად მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ დ----------–-–---–- და მისი ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ არასრულწლოვან მ-----–ზე. მამა ყველა საშუალებას აძლევს მ-----–ს იმისთვის, რომ არასრულწლოვანი გარკვეული დღეების განმავლობაში დარჩეს დედის საცხოვრებელ მისამართზე, თუმცა აღნიშნულზე უარს აცხადებს თავად არასრულწლოვანი. მ-----–ი დადიოდა საბავშვო ბაღში „-----“-ში. არასრულწლოვანს, 2018 წლის თებერვლის თვიდან სექტემბრის თვემდე პერიოდის განმავლობაში, ბაღში არ უვლია. აღნიშნულის მიზეზი კი ა---–---–-------ს მიერ განხორციელებული ქმედებები გახდა, რადგან მ-----–ს რამდენჯერმე შეუცვალა ბაღის ადგილმდებარეობა. მოპასუხისათვის ცნობილია ასევე, რომ ბავშვი არაერთხელ დარჩა ბაღში გვიანობამდე, მ-----–ი ხშირად გამოჰყავდათ დედის მეგობრებს. სწორედ მოცემულმა განაპირობა მ-----–ის უარყოფითი დამოკიდებულება ბაღის მიმართ, რის პოზიტიურად შესაცვლელადაც მოპასუხეს დიდი ძალისხმევა დასჭირდა. არასრულწლოვანს დროულად უტარდება ყველა აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევა. დ----------–-–---–- სრულყოფილად ახორციელებს შვილის რჩენა-აღზრდას, შეძლებისდაგვარად უქმნის მას ყველა იმ პირობას, რაც მიზანმიმართული იქნება არასრულწლოვანის სწორად აღზრდა-განვითარებისკენ, მისი ინტერესებისკენ. არასრულწლოვანი კმაყოფილია მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილით, შეჩვეულია მას და არ სურს დედასთან ცხოვრება. ა---–---–------ს არ ექმნება არანაირი დაბრკოლება, მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს ნახოს არასრულწლოვანი და მამასთან ერთად იზრუნოს საკუთარი შვილის აღზრდაზე. მოპასუხე მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს არასრულწლოვანის ურთიერთობას ორივე მშობელთან, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ვერ ხედავს საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის აუცილებლობას. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გარემოებებს, თუ რატომ უნდა განისაზღვროს საცხოვრებელი ადგილი დედასთან და რა კონკრეტული საფრთხის შემცველია ბავშვის მამასთან ცხოვრება. გარდა ამისა, მოსარჩელე ვერ ადასტურებს მამის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს. ამ ეტაპზე მ-----–ი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დადის საჯარო სკოლაში და მის ჯანმრთელობასა და სხვა ინტერესებს სათანადო ყურადღება ექცევა მამისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან. მ-----–მა დაიწყო შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი ნ----------ს ფსიქოლოგიურ ცენტრში, ფსიქოლოგ ს----------------თან, თუმცა დღეის მდგომარეობით, არასრულწლოვანის სურვილიდან გამომდინარე, ფსიქო-რეაბილიტაცია აღარ ხორციელდება. მოპასუხე დ----------–-–---–-სა და მის ოჯახს აქვს სტაბილური შემოსავალი, რომელიც შეადგენს თვეში საშუალოდ 5000 ლარს. აღნიშნულ თანხას მოპასუხე იღებს საცხოვრებელი და კომერციული ფართების გაქირავებით. მოპასუხესა და მის ძმას - ლ---------–-–---–ს თანასაკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: თბილისი, ჯ-------------------, სადაც დღეის მდგომარეობით ცხოვრობს კიდეც მოპასუხე არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–თან, ძმასთან და დედასთან ერთად.

(შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

მესამე პირი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ეთანხმება თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის დასკვნებს, 2019 წლის 11 აპრილის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის უფლებებიდან და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდეთ როგორც მამასთან, ასევე დედასთან. თუმცა, ამ ეტაპზე, დედასთან არსებული გაუცხოვების აღმოფხვრისა და მის მიმართ ნეგატიური ხასიათის დამოკიდებულების პოზიტიურით შეცვლის მიზნით, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.

არასრულწლოვანისა და დედის ურთიერთობის აღდგენის მიზნით სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულების ფარგლებში, ურთიერთობაზე დაკვირვებასა და აღსრულებაში მონაწილეობას ახორციელებდა სოციალური მუშაკი ნ----------–--–---–-, რომელიც იძლეოდა რეკომენდაციას, რომ არასრულწლოვან მ-----–სა და ა---–---–------ს უნდა მისცემოდათ დამოუკიდებელად, მამის თანდასწრების გარეშე ურთიერთობის საშუალება. ცხადია, არასრულწლოვანი განიცდის დედის დეფიციტს მის ცხოვრებაში. ამასთან, ცალსახაა მამის მიმართ არასრულწლოვანის „არაჯანსაღი“, უჩვეულოდ მჭიდრო დამოკიდებულება, რაც გამოიხატება მუდმივად მამასთან სიახლოვის სურვილში, მ-----–ი ეძებს თვალებით მამას და ცდილობს არ დაარღვიოს სიახლოვის „ჯაჭვი“ მასთან, რაც არ ქმნის ჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდას არასრულწლოვანისა მამის მიმართ. ა---–---–------- შეძლებისდაგვარად ცდილობს მონაწილეობა მიიღოს მ-----–ის სწავლის პროცესში და ყოველდღიურად აცილებს არასრულწლოვანს სკოლაში. მ-----–ი მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს მამის მხრიდან განხორციელებული ზეგავლენისაგან გათავისუფლებას და დედის - ა---–---–-------ს მხარდაჭერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ა---–---–-------ს საცხოვრებელი ადგილი.

 

არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა 2020 წლის 06 თებერვალს და გამოთქვა მოსაზრება თავისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–ს სურს, იცხოვროს მამასთან. ბავშვი განმარტავს, რომ როდესაც დედამ წაიყვანა მამის სახლიდან ნაქირავებ ბინაში, მისთვის არ უკითხავს, სურდა თუ არა წასვლა დედასთან ერთად. მ-----–ის თქმით, დედას მშობლებმა ის და დედა სახლიდან გააგდეს, რადგან დედა „ცუდად“ მოიქცა. მ-----–ის თქმით, დედა ხშირად ნახულობს მას, თუმცა მამა სულ მასთან ერთად არის და სამივე ერთად სეირნობენ. არასრულწლოვანი იხსენებს, რომ თავდაპირველად დედასთან ერთად ცხოვრების პერიოდში, ბაღიდან ხშირად გამოყავდათ დედის მეგობრებს, რადგან დედა სულ მუშაობდა და მისთვის ვერ იცლიდა. მ-----–მა გამოხატა წყენის განცდა დედის მიმართ და განმარტა, რომ დედამ მას და მამას „ცხოვრება დაუნგრია“. რაც შეეხება სკოლაში დედის ვიზიტებს, მ-----–მა მიუთითა, რომ არც უხარია და არც სწყინს დედის მისვლა. თუმცა, დედასთან ერთად მამის გარეშე სეირნობას, მასთან სახლში თუნდაც დროებით დარჩენას, არასრულწლოვანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

(სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები 2010 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 2017 წლიდან ა---–---–------- და დ----------–-–---–- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- 2018 წლის თებერვლის თვემდე ცხოვრობდა დედასთან ა---–---–------თან. 2015 წლის 07 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე მ-----–-----–-–---–- ირიცხებოდა ქ. თბილისი 45-ე ბაგა-ბაღში, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე მ-----–ი იყო ააიპ თბილისის N160-ე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი, ხოლო 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე ირიცხებოდა ქ. თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ ააიპ თბილისის N160-ე საბავშვო ბაგა-ბაღის 2018 წლის 17 სექტემბრის ცნობა N03/296 (ტომი 1, ს.ფ. 80);

_ქ. თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღის 14.09.2018 წლის ცნობა N0------- (ტომი 1, ს.ფ. 81);

_ააიპ ქ. თბილისის N45-ე საბავშვო ბაგა-ბაღის 14.09.2018 წლის ცნობა N------ (ტომი 1, ს.ფ. 82);

_ქ. თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ე-------–--- 15.10.2018 წლის ახსნა-განმარტება (ტომი 1, ს.ფ. 124).

3.1.3. მ-----–-----–-–---–- 2018 წლის 01 თებერვლიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან დ----------–-–---–თან. დ----------–-–---–სა და საბავშვო ბაღი „----ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი 4--------) შორის გაფორმებული იყო ხელშეკრულება მ-----–-----–-–---–-ს ბაგა-ბაღში აღსაზრდელად დარეგისტრირების შესახებ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ შპს „----სა“ და დ----------–-–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 53-55);

_ შპს „-----ს“ მიერ 20.09.2018 წელს გაცემული ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 56).

3.1.4. დ----------–-–---–- არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–თან, დედასთან ბ--–--------–---–თან და ძმასთან - ლ---------–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ჯ-------------------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით აღრიცხულია დ----------–-–---–სა და ლ---------–-–---–ის (დ----------–-–---–-ს ძმა) თანასაკუთრების უფლებით.

ბ--–--------–---–ის (მოპასუხის დედა) საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, მ---–---–----------- (საკადასტრო კოდი 0----------------------), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ვ---------–--------------- (საკადასტრო კოდი 8-----------), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ს-----------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 5-----------), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ს-----------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 5-----------). დ----------–-–---–-ს სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ქ---------------------------------------------------- (საკადასტრო კოდი 0-------------------------).

დ----------–-–---–ს აქვს შემოსავალი უძრავი ნივთის გაქირავების (ქირავნობის ხელშეკრულების) საფუძველზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 02.03.2016 წელი (ტომი 1, ს.ფ. 83);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 03.10.2013 წელი (ტომი 1, ს.ფ. 84-85);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.07.2015 წელი (ტომი 1, ს.ფ. 86-87);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 26.07.2011 წელი (ტომი 1, ს.ფ. 88-89);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 23.03.2018 წელი (ტომი 1, ს.ფ. 90-91).

3.1.5. ა---–---–------- ცხოვრობს მშობლებთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად მისამართზე: თბილისი, ხ----–--–----------------------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხება ა---–---–-------ს მამის - ზ-----–---–-------ს სახელზე.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნის N20421 თანახმად, ა---–---–------- ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოთხოთახიან ბინაში, რომლის პირობებიც დამაკმაყოფილებელია, საცხოვრებელი შედგება გარემონტებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი ოთახებისგან, იზოლირებული აბაზანა-ტუალეტისაგან და სამზარეულოსაგან, სახლში ყველგან სისუფთავე და წესრიგია. საცხოვრებელში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის განვითარებისათვის. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა არასრულწლოვანი უზრუნველყოს აუცილებელი საჭიროებებით;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ ა---–---–-------ს დაბადების მოწმობა X------------ (ტომი 1, ს.ფ. 19);

_ ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 20.10.2010 წელი (ტომი 1, ს.ფ. 20-23);

_ამონარიდი ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან (ტომი 1, ს.ფ. 24-25);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნა N-------ტომი 1, ს.ფ. 97-99);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 135-137);

3.1.6. ა---–---–------- 2016 წლის 10 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს „ა-–--------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) დისტანციური მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე, სადაც მისი ხელფასი შეადგენდა დაახლოებით 700 ლარს.

სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ა---–---–-------ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1787.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1325.98 ლარს, მარტის თვეში - 1222 ლარს, აპრილის თვეში - 1212.88 ლარს, მაისის თვეში - 1195.31 ლარს, ივნისის თვეში - 987.5 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლოს სხდომის ოქმი);

_შპს „ა-–--------ს“ მიერ 31.07.2018 წელს გაცემული ცნობა N------- (ტომი 1, ს.ფ. 16);

_სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია I-------- (ტომი 1, ს.ფ. 18).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ა---–---–------სა და დ----------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 201---–-–------------------ს დაბადებული მ-----–-----–-–---–-;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 11 ოქტომბერს გაცემული მ-----–-----–-–---–-ს დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N----------- (ტომი 1, ს.ფ. 15).

3.2.2. ა---–---–------სა და დ----------–-–---–ს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა, ასევე დაძაბულია ურთიერთობა დ----------–-–---–-ს ოჯახის წევრებსა და მოსარჩელეს შორისაც. ა---–---–-------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ა---–---–-------ს განცხადების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება მ-----–-----–-–---–-ს მიმართ დ----------–-–---–-სა და ბ--–--------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით N---------- ა---–---–-------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა---–---–-------ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის VIII განყოფილების 05.04.2019 წლის მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 237);

_საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების 09.05.2019 წლის მომართვა (ტომი 2, ს.ფ. 1-2);

_ლ---------–-–---–თან 02.04.2019 წლის გასაუბრების ოქმი N------ (ტომი 2, ს.ფ. 3-4);

_ბ--–--------–---–თან 02.04.2019 წლის გასაუბრების ოქმი N------ (ტომი 2, ს.ფ. 5-7);

_დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი N----------, შედგენის თარიღი 05.04.2019 წელი (ტომი 2, ს.ფ. 8-11);

_არასრულწლოვანი დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი N----------, შედგენის თარიღი 05.04.2019 წელი (ტომი 2, ს.ფ. 12-14);

_დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი N----------, შედგენის თარიღი 20.04.2019 წელი (ტომი 2, ს.ფ. 15-17);

_დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმი N----------, შედგენის თარიღი 23.04.2019 წელი (ტომი 2, ს.ფ. 18-19);

_საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების 05.06.2019 წლის მომართვა და თანდართული სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალები (ტომი 2, ს.ფ. 115-231);

_საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის I განყოფილების 20.10.2019 წლის მომართვა და თანდართული სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალები (ტომი 3, ს.ფ. 133-248);

_თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინება N---------- (ტომი 4, ს.ფ. 27-42);

_ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ნოემბრის განაჩენი N--------- საქმეზე (ტომი 4, ს.ფ. 64-73).

3.2.3. არასრულწლოვანი მამასთან ცხოვრების პერიოდში უზრუნველყოფილია სათანადო სოციალური, საცხოვრებელი პირობებით, აქვს საკუთარი კუთხე, სახლში შექმნილია ყველა პირობა მისი განვითარებისათვის. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნით, დ----------–-–---–- ცხოვრობს ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოთხოთახიან ბინაში. ბინა შედგება მოწესრიგებული და გარემონტებული საცხოვრებელი ოთახებისაგან და აბაზანა-ტუალეტისაგან. სახლში სისუფთავე და წესრიგია. ოჯახს შექმნილი აქვს ყველა პირობა ბავშვის განვითარებისათვის.

მ-----–ი აყვანილია აღრიცხვაზე კლინიკა „მ------–--ში“, სადაც პერიოდულად უტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. დ----------–-–---–მა შეიძინა ცურვის პაკეტი მ-----–-----–-–---–-ს სახელზე შპს „ჯ----------ში“. არასრულწლოვანის სამედიცინო გამოკვლევების თანხებს პერიოდულად იხდის ა---–---–-------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნა N-------ტომი 1, ს.ფ. 97-99);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის დასკვნა N----- (ტომი 1, ს.ფ. 135-137);

_დ----------–-–---–-ს 12.09.2018 წლის განცხადება შპს „მ------–------------ს“ (ტომი 1, ს.ფ. 57);

_შპს „მ------–------------ს“ 14.09.2018 წლის დანიშნულება, 01.08.2018 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 08.12.2017 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 27.10.2017 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 05.07.2017 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 16.10.2016 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 14.09.2016 წლის პაციენტის გასინჯვის ფურცელი, 14.09.2018 წლის მუხლის სახსრის გამოკვლევა, 01.08.2018 წლის ლაბორატორიული ტესტირებები, 27.10.2017 წლის ლაბორატორიული ტესტირებები, 04.07.2017 წლის ლაბორატორიული ტესტირებები, 16.10.2016 წლის სისხლის საერთო ანალიზი, 16.10.2016 წლის ლაბორატორიული ტესტირება, 13.09.2016 წლის ლაბორატორიული ტესტირება (ტომი 1, ს.ფ. 57-79);

_შპს „ჯ-----------ს“ 14.09.2018 წლის ცნობა N-------- და თანდართული პროგრამული ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 93-94);

_სს „ს----------–---------ს“ ანგარიშიდან ამონაწერი, ოპერაციები კატეგორიების მიხედვით 01.07.2017-31.07.2019 პერიოდში (ტომი 2, ს.ფ. 34).

3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა---–---–-------ს (პირადი №-----------) შუამდგომლობა დროებითი განკარგულებით არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე: 1. განესაზღვრა ა---–---–------ს (პირადი №-----------) მ-----– ა---–-–---–თან (დაბადების თარიღი 201--–-–------------------ი) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, განჩინების გამოცხადებიდან პირველი სამი კვირის, ასევე მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე კვირის კვირა დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დ----------–-–---–-ს (პირადი №-----------) თანდასწრებით, ქალაქ თბილისში შემდეგ ტერიტორიაზე: სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთი“ (თბილისი, ალ. თვალჭრელიძის N2), „გალერეა თბილისი“ (თბილისი, რუსთაველის გამზირი N2/4), მთაწმინიდის პარკი (თბილისი, ფუნიკულიორის ზედა პლატო), თბილისის ზოოპარკი (თბილისი, კოსტავას გამზირი N64); 2. განესაზღვრა ა---–---–------ს (პირადი №-----------) მ-----– ა---–-–---–თან (დაბადების თარიღი 201--–-–------------------ი) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი, განჩინების გამოცხადებიდან მეოთხე, მეექვსე და მერვე კვირის კვირა დღეს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას ( თბილისი, რ-------–--–------------) წაყვანის უფლებით, დ----------–-–---–-ს (პირადი №-----------) თანდასწრებით; 3. განესაზღვრა ა---–---–------ს (პირადი №-----------) განჩინების გამოცხადების მეათე კვირიდან მ-----– ა---–-–---–თან (დაბადების თარიღი 201--–-–------------------ი) ურთიერთობისათვის ყოველი კვირა დღის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთი თავის საცხოვრებელ ადგილას (თბილისი, რ-------–--–------------), წაყვანის უფლებით (დ----------–-–---–-ს თანდასწრების გარეშე), დ----------–-–---–-ს საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. დროებითი განკარგულებით ა---–---–-------ს (პირადი №-----------) მ-----– ა---–-–---–თან (დაბადების თარიღი 201--–-–------------------ი) განსაზღვრული ურთიერთობა პირველი კვირის კვირა დღეს განხორციელდა სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ (თბილისი, ალ. თვალჭრელიძის N2) ტერიტორიაზე. დროებითი განკარგულებით დადგენილ ურთიერთობას ზედამხედველობას უწევდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკი.

დროებითი განკარგულებით დადგენილი ურთიერთობა სრულყოფილად არ განხორციელებულა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის ამონაწერი სასამართლოს სხდომის ოქმიდან სასამართლოს დროებითი განკარგულების შესახებ (ტომი 1, ს.ფ. 160-161);

_ა---–---–-------ს 28.01.2019 წლის, 05.02.2019 წლის, 13.02.2019 წლისა და 18.02.2019 წლის განცხადებები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (ტომი 1. ს.ფ. 203-208);

_ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 22 მარტის დასკვნა N---- (ტომი 1, ს.ფ. 225-226; ტომი 2, ს.ფ. 71-73);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 25 იანვრის მიმართვა N------- და თანდართული დოკუმენტები (ტომი 2, ს.ფ. 58-64);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 31.01.2019 წლის შეტყობინება N0-----------, 2019 წლის 17 აპრილის სააღსრულებო მოქმედების ოქმი და სატელეფონო გასაუბრების ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 65-69);

_ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 02 აგვისტოს დასკვნა N----- (ტომი 3, ს.ფ. 45-46);

-სოციალური მუშაკის ი-------–-----ას მიერ 2091 წლის 25 ნოემბერს შედგენილი ინფორმაცია ბავშვთან და/ან ბავშვთან დაკავშირებულ პირებთან შემდგარი სოციალური მუშაკის კონტაქტების შესახებ N-----, 2019 წლის 06 ნოემბრის ინფორმაცია N-----, 2019 წლის 18 დეკემბრის ინფორმაცია N----- (ტომი 4, ს.ფ. 79-86).

3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე განხილვისათვის საქმის მომზადების მიზნით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში და ფსიქოლოგის წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა.

არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ ჩატარდა ფსიქოლოგიური გამოკვლევა. აღნიშნული კვლევის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: მ-----–ი მთელი ვიზიტების მანძილზე უნდობლობას ავლენდა ფსიქოლოგის მიმართ, თავს არიდებდა თვალით კონტაქტს, უნდობლად და ეჭვის თვალით უყურებდა. ყოველ ვიზიტზე ჯდებოდა მამასთან ერთად ერთ სავარძელში და არ გადადიოდა თავისუფალ ადგილზე. ვიზიტებზე და განსაკუთრებით ბოლო ვიზიტზე გაღიზიანებასაც ავლენდა. მეორე ვიზიტზე მან მოკლე დროში უარი თქვა საუბრის გაგრძელებაზე, წამოდგა და ოთახი დატოვა. ბოლო ერთობლივ ვიზიტზე კი სრულად იგნორირებული იყო ფსიქოლოგი ბავშვის მიერ. მ-----–თან გამოხატული ემოციური სირთულეები მის ოჯახში მიმდინარე მოვლენებთან და ცვლილებებთან არის დაკავშირებული. მას სწორად არ მიეწოდება ახალი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მიჯაჭვულობის ერთ-ერთ ძირითად ობიექტთან დედასთან შეზღუდული ურთიერთობა აქვს, მშობლებს შორის არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა, რაც მ-----–ისათვის შესამჩნევია. ყოველივე ეს ბავშვისათვის რთული და მატრამვირებელი გამოცდილებაა. შედეგად დარღვეულია მისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განცდა, ვლინდება უნდობლობა, დაძაბულობა, გაღიზიანებულობა. სამომავლოდ კი ყოველივე ამას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის. მამა ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესახებ ამბობს, რომ არის გულჩათხრობილი მასთანაც კი, მით უმეტეს, თუ საუბარი დედას შეეხება. დედასთან ცხოვრების პერიოდში, მცირე შეფერხებების მიუხედავად, ბავშვს რეგულარულად, ღამე დარჩენითაც ჰქონდა ურთიერთობა მამასთან. ხოლო, მამასთან გადასვლის შემდეგ, მართალია დედასთანაც რეგულარულია ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ მამის საცხოვრებელ გარემოში, ბავშვი დედასთან არ მიდის.

ბავშვის მამა დედას ახასიათებს, როგორც უყურადღებოს და ამბობს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ძირითადად სწავლით და კარიერით იყო დაკავებული და ბავშვის მოვლაში ბებია (მამის დედა) ეხმარებოდა. ხოლო მაშინ, როცა ბავშვთან ერთად მარტო ცხოვრობდა, „ბაღიდან ხან მეგობარს გამოყავდა, ხან უცხოსთან ერთად იყო სახლში“, შესაბამისად, „იქ არ იყო ბავშვი კარგად, დედას დრო არ ჰქონდა“. მეორეს მხრივ, ამბობს, რომ დედას ბავშვი მოწესრიგებული ჰყავდა ყოველთვის. დასვენების დღეებს ბავშვთან ატარებდა, ერთად უყურებდნენ ტელევიზორს, ერთობოდნენ, ერთად მიდიოდნენ სტუმრად. ასევე ამბობს, რომ დედა ძალიან ყურადღებიანი იყო ბავშვის ჯანმრთელობის და განვითარების მიმართ.

ამჟამინდელ მდგომარეობაზე ამბობს, რომ ბავშვს ნდობა აქვს დედის მიმართ დაკარგული და ამიტომ არ მიდის მასთან, თუმცა „ძალიან განიცდის, მე მოგეხმარებიო, რომ დედა მოვიყვანოთო“; „რომ ვეუბნები წადი, არ მინდაო, დედა მინდა დაბრუნდესო“. დედა ბავშვის ამჟამინდელ მდგომარეობას გავლენებით ხსნის და ამბობს „ბავშვი ჯიუტია და მეშინია - იქ მელოდება. მეუბნება, მე თუ არ წამოვალ, შენ ხომ დაბრუნდებიო“; „ფიქრობს, რომ თუ იქ იქნება, მეც მივალ. თუ ჩემთან იქნება - მამას ვერ ნახავს“; „იქ რომ მივდივარ, ძალიან ბედნიერია, თუმცა მეორე დღეს შეიძლება ტელეფონი გამითიშოს“.

მ-----–მა მამისაგან იცოდა შემდეგი: „ფსიქოლოგთან ილაპარაკებ, დედასთან გინდა თუ არაო“. ფსიქოლოგის შეთავაზებაზე მოეყოლა ის, რისი თქმაც უნდოდა, არასრულწლოვანმა აღნიშნა: „დედა ძალადობს რომ წამიყვანოს“. დაზუსტებისას „ძალადობა“ განმარტა შემდეგნაირად: „ყოველდღე მოდის. ერთხელ ცუდი სიტყვა უთხრა მამას. ხელი კრა ბებოს. გაბრაზებული ვიყავი ძალიან“. მან აგრეთვე აღნიშნა: „ 4 წლის დედამ წამიყვანა ჩემი სახლიდან, სადაც დავიბადე. მე გამოვიქეცი და მოვედი მამასთან. თითქმის ერთი წელია მამასთან ვარ“. ბავშვის დამოკიდებულება ფსიქოლოგთან ვიზიტების და მასთან საუბრის მიმართ თანდათან გაუარესდა, ბოლოს კი, ზურგშექცევით იდგა ფსიქოლოგთან და აღარ დაეკონტაქტა მას. ცდილობდა მისთვის არ ყოფილიყო შესამჩნევი მისი ემოციები და ინტერესები.

დედასთან შესახვედრად მოსული მ-----–ი, მივიდა მასთან, აკოცა და მამასთან ერთად დაჯდა სავარძელში. დედამ დაიწყო ხატვა, მ-----–იც ნელ-ნელა ჩაერთო, გახალისდა და დედის მიმართ ემოციური და ფიზიკური სიახლოვე და სითბოც გამოხატა. დედასთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა, გამოხატავდა კმაყოფილებას. დედა ადეკვატურად, ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესატყვისად რეაგირებდა, შესატყვისი იყო მისი ხმის ტემბრი, გამოხატული რეაქცია, თხოვნა, აქტივობების შეთავაზება, შექება. მან მ-----–ს შესთავაზა, მამაც ჩაერთოთ თამაშის პროცესში და მამის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდა. მოკლე დროში მ-----–მა თვითონაც დაიწყო ხატვა, სათამაშოებითაც დაინტერესდა, იცინოდა გულიანად. მ-----–ი დედასთან თავისუფლად დარჩა მამის გარეშე, თუმცა მოგვიანებით რამდენჯერმე მოიკითხა.

ორივე მშობელი აღნიშნავს, რომ მ-----–ი დედას ხშირად სთხოვს დარჩენას. მისი უპირველესი სურვილი, სწორედ ორივე მშობელთან ერთად ცხოვრებაა. მ-----–ს ორივე მშობლის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა. ამ ეტაპზე ეს მიჯაჭვულობა მამის მიმართ შედარებით ძლიერია, რაც არსებული მდგომარეობით არის განპირობებული. დედასთან იგი თავს ისე გრძნობს, როგორც შეეფერება დედა-შვილის ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ენატრება დედა და აქვს მასთან ინტენსიური ურთიერთობის სურვილი, უარს ამბობს მასთან წასვლაზე. უარის მიზეზებზე ჩაღრმავება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, დედასთან ურთიერთობის ხელშეწყობა არ ხდება. ბავშვის მიერ გაკეთებული აქცენტები დედის შესახებ საუბრისას კი გავლენებზეც ბადებს ეჭვს.

არასრულწლოვანს შექმნილი აქვს არასწორი წარმოდგენები ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის ცნობიერებაში არსებობს არასწორი ინფორმაცია ოჯახის დანგრევის მიზეზებთან დაკავშირებით, რაშიც დედას ადანაშაულებს. აღნიშნული ემოცია კი დედის მიმართ უყალიბებს უარყოფით დამოკიდებულებას, აქცევს მას მიუღებელ, ნეგატიურ პირად, რაც საზიანოა არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის. ამ ეტაპზე არასრულწლოვანი თრგუნავს თავის პოზიტიურ ემოციას დედის მიმართ. ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დედა დაბრუნდება სახლში, რაზეც თავადაც იღებს „პასუხისმგებლობას“ და ცდილობს აღნიშნულის მიღწევას. მიაჩნია, რომ თუ თავად არ წავა დედასთან, დედას აიძულებს დაბრუნებას. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ახსენა, რომ „დედამ მამას ცხოვრება დაუნგრია“. მ-----–ი არ არის იმ ასაკში, რომ შეძლოს ამა თუ იმ ქმედების განსჯა და შეფასება დამოუკიდებლად. ერთი მშობლის მიერ მეორის მიმართ არასწორი წარმოდგენის შექმნა არასრულწლოვანის ფსიქიკისათვის საზიანოა და შეიძლება ამით გამოუსწორებელი ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე, მამის მხრიდან გამიზნულად თუ მიზნის გარეშე, ხორციელდება დედის „უარყოფითი ხატის“ შექმნა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინება, საქმე N2/23882-18 (ტომი 1, ს.ფ. 162-164);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლ--–------–-----–---–-ს 2019 წლის 11 აპრილის ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები N---------- (ტომი 1, ს.ფ. 252-255);

_სპეციალისტი ლ--–------–-----–---–-ს ჩვენება (2020 წლის 06 თებერვლის ჩვენება).

3.2.6. საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა არასრუწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-კონსულტირების საჭიროება შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ოჯახს სოციალური მუშაკის მიერ რამოდენიმეჯერ მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ მცირეწლოვანის ჩართვა მოხდეს კერძო ფსიქოლოგის მომსახურებაში. მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც დ----------–-–---–ს მოვალეობად განესაზღვრა არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, კერძოდ ფსიქოლოგთან კონსულტაციაში. ასევე, დაევალა ხელი არ შეუშალოს არასრულწლოვანის სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან და დედასთან - ა---–---–------თან განცალკევებით კომუნიკაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა---–---–-------ს (პირადი N0----------) შუამდგომლობა და არასამეწარმეო იურიდიულ პირს „გ----------------------–---------------–-----–------ს“ (საიდენტიფიკაციო N---------) დაევალა (სპეციალისტის თ-----------–---–-ს პირადი N0-----------, ან სხვა შესაბამისი სპეციალისტის გამოყოფის წესით) წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. ამავე განჩინებით, განემარტათ მხარეებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ არასამეწარმეო იურიდიული პირი „გ----------------------–---------------–-----–------ის“ და მისი შესაბამისი სპეციალისტის მითითებანი ფსიქოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნულის უზრუნველყოფის მიზნით ხარჯები გაიღო ა---–---–------მა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 22 მარტის დასკვნა N---- (ტომი 1, ს.ფ. 225-226; ტომი 2, ს.ფ. 71-73);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 16 მაისის მომართვა #------------- (ტომი 2, ს.ფ. 75-76);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგის ლ--–------–-----–---–-ს 2019 წლის 27 მაისის წერილი N----------- (ტომი 2, ს.ფ. 89);

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 28 მაისის მომართვა #------------- და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს (ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს) საბჭოს 25.02.2019 ერთპიროვნული გადაწყვეტილება ოქმი N-------- (ტომი 2, ს.ფ. 75-76; ტომი 3, ს.ფ. 22-26);

_ჯ--------------–--ის 17.04.2019 წლის განცხადება, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 16.05.2019 წლის განცხადება N------------- (ტომი 2, ს.ფ. 53-56);

_ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2019 წლის 02 აგვისტოს დასკვნა N----- (ტომი 3, ს.ფ. 45-46);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინება საქმე N2/23882-18 ფსიქოლოგიური გამოკვლევის დანიშვნის შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 52-65);

_2019 წლის 04 ოქტომბრის შემაკავებელი ორდერი N------ და შემაკავებელი ორდერის ოქმი (ტომი 3, ს.ფ. 229-235);

_თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის დასკვნა #----- (ტომი 4, ს.ფ. 77-78);

_სს „თ----------ის“ 20.09.2019 წლის საგადახდო დავალება #----------, 25.08.2019 წლის საგადახდო დავალება #1---------, 22.08.2019 წლის საგადახდო დავალება #1--------- (ტომი 4, ს.ფ. 10-14).

3.2.7. „გ----------------------–---------------–-----–------ის“ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესისათვის ერთ-ერთ არსებით კომპონენეტს წარმოადგენდა ბავშვის ინტერვიურება, რისი განხორციელებაც ვერ მოხერხდა. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ფსიქოლოგის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაკვირვებოდა ბავშვისა და დედის ინტერაქციას მათი შეხვედრის ფარგლებში. ბავშვი არ მისულა დედასთან მისი დანახვისთანავე, თუმცა მას შემდეგ რაც ა---–---–------მა ხელში აიყვანა იგი, ბავშვი ჩაეხუტა და აკოცა დედას. აღნიშნულ დღეს დ----------–-–---–- და სპეციალისტი ისხდნენ გასართობი ცენტრის ერთ-ერთ სკამზე, ბავშვი კი დაახლოებით ორი საათის განმავლობაში დედასთან ერთად გადაადგილდებოდა გასართობი ცენტრის ტერიტორიაზე. დ----------–-–---–მა ფსიქოლოგთან საუბრისას დაადასტურა, რომ ა---–---–------- ყოველ მეორე დღეს ნახულობს ბავშვს მამის საცხოვრებელ გარემოში და ასევე აქვთ სისტემატიური სატელეფონო კონტაქტი („მოდის, ფილმებს უყურებენ, სხედან ცალკე, საუბრობენ. დღეში შეუზღუდავი რაოდენობით ურეკავს.“); ასევე აღნიშნა, რომ ბავშვი გამოხატავს სითბოს დედის მიმართ „ის რომ ეუბნება „ძილინებისა, მიყვარხარო“, ესეც ეუბნება „მიყვარხარო“, დამშვიდობებისას „ჩაეხუტება დედას და მიდის ჩვეულებრივად“. თუმცა, დ----------–-–---–-ს განცხადებით, ბავშვს აქვს დედასთან მარტო დარჩენის შიში, რომელიც მას შემდეგ დაეწყო, რაც ა---–---–------მა სცადა მამის საცხოვრებელი სახლიდან ბავშვის ძალით წაყვანა. ფსიქოლოგის კითხვაზე, ხედავდა თუ არა რაიმე რისკებს ბავშვის დედის გარემოში დარჩენასთან დაკავშირებით, დ----------–-–---–მა უარყოფითად უპასუხა. ბავშვი ხალისით ჩაერთო ფსიქოლოგთან საუბრის პროცესში და პასუხობდა მის შეკითხვებს. რამდენიმე წუთში, ა---–---–------მა განუცხადა ბავშვს რომ მასთან ერთად ესტუმრებოდნენ ფსიქოლოგს, რასაც მოჰყვა ბავშვის უეცარი გაღიზიანება და აგრესიული შეძახილი „შენ ჩემს მაგივრად ვერაფერს გადაწყვეტ! მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე!“. ა---–---–-------ს მტკიცებით, მ-----–ისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტი ასოცირდება მამისა და მამის ოჯახის წევრებთან განშორების საფრთხესთან. მისი მტკიცებით, ბავშვმა განუცხადა მას „შენ იმიტომ გინდა ფსიქოლოგთან რომ მატარო, რომ მერე შენთან წამიყვანოო. მიშოს გონია, მე რომ წამოვიყვან, არც ბებიას ვანახებ და არც მამას.“

შეფასების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მ-----– ა---–-–---–ს აქვს დედასთან მჭიდრო ემოციური კავშირი, ავლენს მის მიმართ დადებით ემოციებს და კომფორტულად გრძნობს თავს მის გარემოცვაში. აღნიშნული არ არის თავსებადი მამის განცხადებებთან, რომ ბავშვს აქვს დედასთან მარტო დარჩენის შიში და ბადებს ეჭვს თუ რამდენად გამოხატავს ბავშვის უარი დედასთან დარჩენასთან დაკავშირებით მის თავისუფალ ნებას. ბავშვის მწვავე რეაქციები, რომელსაც იგი ავლენს ფსიქოლოგის ხსენებაზე, მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს შიში და უკიდურესად უარყოფითი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოჰყვება მის ვიზიტს სპეციალისტთან. დ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მ-----–ი „დედაზე არ საუბრობს ჩემთან, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დედამ მითხრა წამოდი ჩემთანო, არაფერს არ მეუბნება. მოდის კვირა დღე და არ მითქვამს რომ დედასთან მივდივართ, რატომ უნდა შევახსენო?! არც ბავშვი არ ამბობს, არ ახსენებს, ისედაც იცის სად მივდივართ, ყოველ კვირას დავდივართ.“. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ერთ-ერთ ინდიკატორს, რომ ბავშვი არ არის წახალისებული ისაუბროს დედის შესახებ. ბავშვი საჭიროებს სპეციალისტის ჩართულობას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფსიქოლოგის მუშაობა საჭიროებს ბავშვის მშობელთან ან ბავშვზე მზრუნველ სხვა პირთან აქტიურ თანამშრომლობას და პრაქტიკულად შეუძლებელია შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვა და წარმატებით განხორციელება , როდესაც ბავშვი იმყოფება ისეთ გარემოში, სადაც არათუ ხელს უწყობენ სპეციალისტის მუშაობას, არამედ ბავშვის წინაშე ღიად აფიქსირებენ ნეგატიურ დამოკიდებულებას სპეციალისტისა და მისი მუშაობის მიმართ.

დ----------–-–---–- არ არის მოტივირებული, გაიგოს არასრულწლოვანი შვილის ფსიქო-ემოციური პრობლემა და ფსიქოლოგის დახმარებით შეეცადოს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას. მამის მხრიდან განხორციელებული ქმედებები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბავშვი იმყოფება გარკვეული ზეგავლენის ქვეშ, ხოლო დ----------–-–---–- ხელს უწყობს აღნიშნული ზეგავლენის არსებობას და დედის მიმართ ჩამოყალიბებულ ნეგატიურ ემოციას. შესაძლოა, დ----------–-–---–- თავადაც ვერ აცნობიერებს არასრულწლოვანზე განხორციელებულ ზეგავლენას. მამის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ბავშვისა და დედის ურთიერთობის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის იმ ფაქტთან, რისი მომსწრეც გახდა თავად ფსიქოლოგი. კერძოდ, ბავშვი ეხუტება დედას, ეუბნება რომ უყვარს. თუმცა ამის შემდეგ ეუბნება მას, რომ ის ვერაფერს გადაწყვეტს მის ნაცვლად. ბავშვის ქცევები დედის მიმართ ალოგიკური და გაორებულია. ბავშვი იმყოფება ე.წ. „ამბივალენტურ“ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ დედის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო, დადებითი და უარყოფითი ემოციები ერთდროულად;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_“გ----------------------–---------------–-----–------ის“ ფსიქოლოგის თ-----------–---–-ს 2019 წლის 16 სექტემბრის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა (ტომი 3, ს.ფ. 74-82);

_ ისანი-სამგორის სერვის ცენტრის სოციალური მუშაკის 04.02.2020 წლის დასკვნა #-------- (ტომი 4, ს.ფ. 156-157);

_ მოწმე თ-----------–---–-ს ჩვენება (2020 წლის 24 იანვრის ჩვენება).

3.2.8. დ----------–-–---–მა 2019 წლის ოქტომბრის თვეში მიმართა შპს „ფ------–------------------–---–-------------------------–-------ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------- ფსიქოლოგ ს----------------ს არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გავლის მიზნით. აღნიშნული დაწესებულების დასკვნის თანახმად: მ-----–ი, მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის გამო, პერმანენტულად იმყოფება მწვავე სტრესულ მდგომარეობაში. წარსულში განცდილმა არასასურველმა, მატრამვირებელმა გამოცდილებამ, მ-----–ში განავითარა მამის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა და დედის მიმართ დაუცველობისა და შიშის გრძნობა. გამომდინარე იქიდან, რომ მ-----–ის მშობლებს შორის ურთიერთობა მეტად დაძაბული და არაკეთილგანწყობილია, რაც თვალნათლივ ვლინდება პირდაპირი და ირიბი, ვერბალური და არავერბალური სახით ურთიერთობის პროცესში, ბავშვი ამ ნეგატიური ემოციური ველის გამო, გარემოს განიცდის მის მიმართ მტრულად განწყობილად, რაც ვლინდება ამ გარემოში დაუცველობის, საფრთხის განცდის და საკუთარი თავის მნიშვნელობის გაუფასურების მტანჯველი ემოციური ფონით. ბავშვის ნეგატიური ემოციური ფონი ცალსახად გამოიწვევს ბავშვის თვითშეფასების დაქვეითებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროთა განმავლობაში გახდება თვითდანაშაულის განცდის აღმოცენების პირობა. რეკომენდაციის სახით, საჭიროა მშობლებმა გაიარონ კონსულტაცია, თუ როგორ უზრუნველყონ ბავშვისათვის ხელსაყრელი ფსიქოლოგიური გარემო. მეორეს მხრივ, ოჯახის წევრებს შორის საჭიროა ჩამოყალიბდეს ურთიერთობის ახალი კონსტრუქციული ენა და ველი, რომელიც საჭიროა ბავშვის ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის. ზემოაღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება დაწყებულია.

მ-----–ი ა---–-–---–ის უკანასკნელი ვიზიტი ფსიქოლოგთან აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა 2019 წლის დეკემბრის თვეში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს “ფ------–------------------–---–-------------------------–-------ს“ ფსიქოლოგის სოფო მახარაძის დასკვნა (ტომი 4, ს.ფ. 18-20);

_შპს “ფ------–------------------–---–-------------------------–-------ს“ 25.10.2019 წლის ცნობა (ტომი 4, ს.ფ. 25).

3.2.9. საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ დ----------–-–---–- ხელს არ უწყობს არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დედის მიმართ ჩამოყალიბებული შიშის, ნეგატიური ემოციების დათრგუნვასა და მის მიმართ მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას, რაც დაეხმარება არასრულწლოვანს საზოგადოების ჯანსაღ და სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–ზე დედის ა---–---–-------ს მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ზეგავლენის კვალი. მ-----–-----–-–---–- დადებით ემოციებს ამჟღავნებს დედის ა---–---–-------ს მიმართ;

აღნიშნულ გარემოებაზე მსჯელობისას სასამართლო მიუთითებს სპეციალისტ ლ--–------–-----–---–-სა და მოწმე თ-----------–---–-ს დასკვნებსა და ჩვენებებზე. კერძოდ, ბავშვის დედასთან ცხოვრების პერიოდში, მცირე შეფერხებების მიუხედავად, ბავშვს რეგულარულად, ღამე დარჩენითაც ჰქონდა ურთიერთობა მამასთან. ხოლო, მამასთან გადასვლის შემდეგ, მართალია დედასთანაც რეგულარულია ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ მამის საცხოვრებელ გარემოში. მამისა და ბავშვის მიერ ნაამბობი წარსული მოვლენები არსებითად ერთი შინაარსის მატარებელია და აღწერს ისეთ ფაქტებს, რომელიც უკავშირდება მ-----–ის მცირე ასაკს („4 წლის დედამ წამიყვანა ჩემი სახლიდან, სადაც დავიბადე“, „დედა ძალადობს რომ წამიყვანოს“, „ბაღიდან მის მეგობრებს გამოვყავდი ხოლმე“). მ-----–მა დედის მიმართ ემოციური და ფიზიკური სიახლოვე და სითბოც გამოხატა. დედასთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა, გამოხატავდა კმაყოფილებას. ბავშვი დედასთან თავისუფლად დარჩა მამის გარეშე. დედასთან იგი თავს ისე გრძნობს, როგორც შეეფერება დედა-შვილის ურთიერთობას. ბავშვის მიერ გაკეთებული აქცენტები დედის შესახებ საუბრისას კი გავლენებზეც ბადებს ეჭვს. არასრულწლოვანს შექმნილი აქვს არასწორი წარმოდგენები ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის ცნობიერებაში არსებობს არასწორი ინფორმაცია ოჯახის დანგრევის მიზეზებთან დაკავშირებით, რაშიც დედას ადანაშაულებს. აღნიშნული ემოცია კი დედის მიმართ უყალიბებს უარყოფით დამოკიდებულებას, აქცევს მას მიუღებელ, ნეგატიურ პირად, რაც საზიანოა არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის. ამ ეტაპზე არასრულწლოვანი თრგუნავს თავის პოზიტიურ ემოციას დედის მიმართ. ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დედა დაბრუნდება სახლში, რაზეც თავადაც იღებს „პასუხისმგებლობას“ და ცდილობს აღნიშნულის მიღწევას. მიაჩნია, რომ თუ თავად არ წავა დედასთან, დედას აიძულებს დაბრუნებას. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ახსენა, რომ „დედამ მამას ცხოვრება დაუნგრია“. მ-----–ი არ არის იმ ასაკში, რომ შეძლოს ამა თუ იმ ქმედების განსჯა და შეფასება დამოუკიდებლად. ერთი მშობლის მიერ მეორის მიმართ არასწორი წარმოდგენის შექმნა არასრულწლოვანის ფსიქიკისათვის საზიანოა და შეიძლება ამით გამოუსწორებელი ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე, მამის მხრიდან გამიზნულად თუ შესაბამისი მიზნის გარეშე, ხორციელდება დედის „უარყოფითი ხატის“ შექმნა.

ფსიქოლოგი განმარტავს, რომ დ----------–-–---–- არ არის მოტივირებული, გაიგოს არასრულწლოვანი შვილის ფსიქო-ემოციური პრობლემები და ფსიქოლოგის დახმარებით შეეცადოს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა. მამის მხრიდან განხორციელებული ქმედებები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბავშვი იმყოფება გარკვეული ზეგავლენის ქვეშ, ხოლო დ----------–-–---–- ხელს უწყობს აღნიშნული ზეგავლენის არსებობას და დედის მიმართ ჩამოყალიბებულ ნეგატიურ ემოციის არსებობას. შესაძლოა, დ----------–-–---–- თავადაც ვერ აცნობიერებს არასრულწლოვანზე განხორციელებულ ზეგავლენას. ბავშვი ეხუტება დედას, ეუბნება რომ უყვარს. თუმცა ამის შემდეგ ეუბნება მას, რომ ის ვერაფერს გადაწყვეტს მის ნაცვლად. ბავშვის ქცევები დედის მიმართ ალოგიკური და გაორებულია. ბავშვი იმყოფება ე.წ. „ამბივალენტურ“ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ დედის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო, დადებითი და უარყოფითი ემოციები ერთდროულად.

3.2.10. არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ცხოვრება დედასთან, ა---–---–------თან არ იქნება ბავშვისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მისი, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას;

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, არასრულწლოვანი განიცდის დედის დეფიციტს მის ცხოვრებაში. ამასთან, ცალსახაა მამის მიმართ არასრულწლოვანის „არაჯანსაღი“, უჩვეულოდ მჭიდრო დამოკიდებულება, რაც გამოიხატება მუდმივად მამასთან სიახლოვის სურვილში, მ-----–ი თვალებით ეძებს მამას და ცდილობს არ დაარღვიოს სიახლოვის „ჯაჭვი“ მასთან, რაც არ ქმნის ჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდას არასრულწლოვანისა მამის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი არ ცხოვრობს მოსარჩელესთან, ა---–---–------- ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და თითქმის ყოველდღე აცილებს მას სკოლაში. მ-----–ი მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს მამის მხრიდან განხორციელებული ზეგავლენისაგან გათავისუფლებას და დედის - ა---–---–-------ს მხარდაჭერას. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოკვეთილა ა---–---–-------ს უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რაც შესაძლოა საფრთხის შემცველი ან საზიანო ყოფილიყო არასრულწლოვანის აღზრდის პროცესში. ამასთან, საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა. მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება ზეგავლენის მოხდენა გამიზნულია, თუ უნებლიედ, გაუცნობიერებლად ახორციელებს მოპასუხე, აღნიშნული უარყოფითად აისახება არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და არ უზრუნველყოფს მის საუკეთესო ინტერესებს, მისი საზოგადოების სრულყოფილ, ჯანსაღ წევრად ჩამოყალიბებას.

მოსარჩელე ა---–---–------მა წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი დისკის სახით (ტომი 2, ს.ფ. 35), სადაც ასახულია არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ურთიერთობა დედასთან. აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერით გადმოცემული დედა-შვილს შორის არსებული ურთიერთობა ქმნის საფუძველს იმისას, რომ ა---–---–------სა და არასრულწლოვან მ-----–ს შორის აღდგეს ნორმალური, ჯანსაღი და მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის ა---–---–-------ს საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენითაც. დედასა და შვილს შორის არსებულ მიჯაჭვულობასა და ემოციურ კავშირზე აპელირებენ საქმის განხილვაში მონაწილე ფსიქოლოგები, რომელთაც უშუალოდ განახორციელეს დაკვირვება არასრულწლოვანისა და დედის ურთიერთობაზე. აღნიშნულს ადასტურებს თავად მოპასუხეც და განმარტავს, რომ მ-----–ს დედა უყვარს და თავს კარგად გრძნობს დედის გარემოცვაში. ფსიქოლოგის კითხვაზე, ხედავდა თუ არა რაიმე რისკებს ბავშვის დედის გარემოში დარჩენასთან დაკავშირებით, დ----------–-–---–მა უარყოფითად უპასუხა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, მ-----–-----–-–---–-ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ა---–---–-------ს საცხოვრებელი ადგილი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1202-ე, მე-20 მუხლები.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენციის (21.04.1994წ.) მე-12, მე-13, მე-3, მე-18, მე-14 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე ა---–---–------მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 201--–-–------------------ს დაბადებული მ-----–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მშობლის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლი.

 

დადგენილია, რომ მხარეები 2010 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. 2017 წლიდან, ა---–---–------- და დ----------–-–---–- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. ა---–---–------სა და დ----------–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 201---–-–------------------ს დაბადებული მ-----–-----–-–---–- (3.1.1., 3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

მოსარჩელე ა---–---–------მა მოითხოვა არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- 2018 წლის თებერვლის თვემდე ცხოვრობდა დედასთან ა---–---–------თან. 2015 წლის 07 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 სექტემბრამდე მ-----–-----–-–---–- ირიცხებოდა ქ. თბილისი 45-ე ბაგა-ბაღში, 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრამდე მ-----–ი იყო ააიპ თბილისის N160 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელი, ხოლო 2017 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე ირიცხებოდა ქ. თბილისის სმენადაქვეითებულთა საბავშვო ბაგა-ბაღში. მ-----–-----–-–---–- 2018 წლის 01 თებერვლიდან დღემდე ცხოვრობს მამასთან დ----------–-–---–თან (3.1.2., 3.1.3.). მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გამოკვლეულია ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. ა---–---–------- ცხოვრობს მშობლებთან და არასრულწლოვან და-ძმასთან ერთად მისამართზე: თბილისი, ხ----–--–----------------------. აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრის მონაცემებით საკუთრების უფლებით ირიცხება ა---–---–-------ს მამის - ზ-----–---–-------ს სახელზე. ა---–---–------- ოჯახთან ერთად ცხოვრობს ოთხოთახიან ბინაში, რომლის პირობებიც დამაკმაყოფილებელია, საცხოვრებელი შედგება გარემონტებული და მოწესრიგებული საცხოვრებელი ოთახებისგან, იზოლირებული აბაზანა-ტუალეტისაგან და სამზარეულოსაგან, სახლში ყველგან სისუფთავე და წესრიგია. საცხოვრებელში შექმნილია ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის განვითარებისათვის. ოჯახს აქვს საკმარისი შემოსავალი, რათა არასრულწლოვანი უზრუნველყოს აუცილებელი საჭიროებებით (3.1.5). ა---–---–------- 2016 წლის 10 ოქტომბრიდან დასაქმებული იყო შპს „ა-–--------ში“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------) დისტანციური მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე, სადაც მისი ხელფასი შეადგენდა დაახლოებით 700 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ა---–---–-------ს მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 30 ივნისამდე მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1787.5 ლარს, თებერვლის თვეში - 1325.98 ლარს, მარტის თვეში - 1222 ლარს, აპრილის თვეში - 1212.88 ლარს, მაისის თვეში - 1195.31 ლარს, ივნისის თვეში - 987.5 ლარს (3.1.6.). დადგენილია, რომ ა---–---–------სა და დ----------–-–---–ს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა, ასევე დაძაბულია ურთიერთობა დ----------–-–---–-ს ოჯახის წევრებსა და მოსარჩელეს შორისაც (3.2.2.).

დ----------–-–---–- არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–თან, დედასთან ბ--–--------–---–თან და ძმასთან - ლ---------–-–---–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, ჯ-------------------. მოპასუხის ოჯახს საკუთრებაში აქვს რამდენიმე უძრავი ქონება, კერძოდ: საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბ--–--------–---–ის (მოპასუხის დედა) საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, მ---–---–----------- (საკადასტრო კოდი 0----------------------), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ვ---------–--------------- (საკადასტრო კოდი 8-----------), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ს-----------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 5-----------), უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ს-----------------------------–----------- (საკადასტრო კოდი 5-----------). საჯარო რეესტრის მონაცემები დ----------–-–---–-ს სახელზე ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: თბილისი, ქ---------------------------------------------------- (საკადასტრო კოდი 0-------------------------). აღნიშნული უძრავ ქონებათა გაქირავების შედეგად დ----------–-–---–-სა და მისი ოჯახის შემოსავალი შეადგენს თვეში საშუალოდ 5000 ლარს (3.1.4.). არასრულწლოვანი მამასთან ცხოვრების პერიოდში უზრუნველყოფილია სათანადო სოციალური, საცხოვრებელი პირობებით, აქვს საკუთარი კუთხე, სახლში შექმნილია ყველა პირობა მისი განვითარებისათვის. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2018 წლის 20 სექტემბრის დასკვნით, დ----------–-–---–- ცხოვრობს ოჯახის საკუთრებაში არსებულ ოთხოთახიან ბინაში. ბინა შედგება მოწესრიგებული და გარემონტებული საცხოვრებელი ოთახებისაგან და აბაზანა-ტუალეტისაგან. სახლში სისუფთავე და წესრიგია. ოჯახს შექმნილი აქვს ყველა პირობა ბავშვის განვითარებისათვის. მ-----–ი აყვანილია აღრიცხვაზე კლინიკა „მ------–--ში“, სადაც პერიოდულად უტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი (3.2.3.).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.

 

არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- (დაბადებული 201--–-–------------------ს) სასამართლოს განჩინებით ჩაბმულ იქნა საქმეში. სასამართლომ მოუსმინა მ-----–ს 2020 წლის 06 თებერვალს გამართულ სხდომაზე მეურვეობისა მზრუნველობის ორგანოს და ფსიქოლოგ ლ--–------–-----–---–-ს მონაწილეობით (თანდასწრებით). არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–ს სურს იცხოვროს მამასთან. ბავშვი განმარტავს, რომ როდესაც დედამ წაიყვანა მამის სახლიდან ნაქირავებ ბინაში, მისთვის არ უკითხავს, სურდა თუ არა წასვლა დედასთან ერთად. მ-----–ის თქმით, დედას მშობლებმა ის და დედა სახლიდან გააგდეს, რადგან დედა „ცუდად“ მოიქცა. მ-----–ის თქმით, დედა ხშირად ნახულობს მას, თუმცა მამა სულ მასთან ერთად არის და სამივე ერთად სეირნობენ. არასრულწლოვანი იხსენებს, რომ თავდაპირველად დედასთან ერთად ცხოვრების პერიოდში, ბაღიდან ხშირად გამოყავდათ დედის მეგობრებს, რადგან დედა სულ მუშაობდა და მისთვის ვერ იცლიდა. მ-----–მა გამოხატა წყენის განცდა დედის მიმართ და განმარტა, რომ დედამ მას და მამას „ცხოვრება დაუნგრია“. რაც შეეხება სკოლაში დედის ვიზიტებს, მ-----–მა მიუთითა, რომ არც უხარია და არც სწყინს დედის მისვლა. თუმცა, დედასთან ერთად მარტო სეირნობას, მასთან სახლში თუნდაც დროებით დარჩენას, არასრულწლოვანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არასრულწლოვანი დედაზე, ა---–---–------ზე საუბრისას აქცენტს სვამს უარყოფით მოვლენებზე. მამისა და ბავშვის მიერ ნაამბობი წარსული მოვლენები არსებითად ერთი შინაარსის მატარებელია და აღწერს ისეთ ფაქტებს, რომელიც უკავშირდება მ-----–ის მცირე ასაკს („4 წლის დედამ წამიყვანა ჩემი სახლიდან, სადაც დავიბადე“, „დედა ძალადობს რომ წამიყვანოს“, „ბაღიდან მის მეგობრებს გამოვყავდი ხოლმე“). ბავშვის მიერ გაკეთებული აქცენტები დედის შესახებ საუბრისას კი გავლენებზეც ბადებს ეჭვს. როგორც ფსიქოლოგმა განმარტა, არასრულწლოვანს შექმნილი აქვს არასწორი წარმოდგენები ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მ-----–ის საუბრიდან ნათელია, რომ ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დედა დაბრუნდება სახლში.

 

არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დროს სასამართლომ უნდა დაიცვას ორივე მშობლის ინტერესი, მაგრამ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის ინტერესებს.

ბავშვების ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა, მათი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.

 

არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება განხორციელდა 2019 წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეში, რა დროსაც, არასრულწლოვანმა მამის მიმართ გამოავლინა მჭიდრო ემოციური კავშირი, დედისადმი მიჯაჭვულობა მ-----–ს დარღვეული არ აქვს, თუმცა მეტ-ნაკლებად გაუცხოებულია და დისტანციას ინარჩუნებს მის მიმართ. ბავშვის მიერ მოთხრობილი ფაქტები არსებითად უარყოფითი შინაარსის მატარებელია და უკავშირდება მ-----–ის მცირე ასაკს („4 წლის დედამ წამიყვანა ჩემი სახლიდან, სადაც დავიბადე“, „დედა ძალადობს რომ წამიყვანოს“, „ბაღიდან მის მეგობრებს გამოვყავდი ხოლმე“). ბავშვის მიერ გაკეთებული აქცენტები დედის შესახებ საუბრისას კი გავლენებზეც ბადებს ეჭვს. როგორც ფსიქოლოგმა განმარტა, არასრულწლოვანს შექმნილი აქვს არასწორი წარმოდგენები ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის ცნობიერებაში არსებობს არასწორი ინფორმაცია ოჯახის დანგრევის მიზეზებთან დაკავშირებით, რაშიც დედას ადანაშაულებს. აღნიშნული ემოცია კი დედის მიმართ უყალიბებს უარყოფით დამოკიდებულებას, აქცევს მას მიუღებელ, ნეგატიურ პირად, რაც საზიანოა არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის. მ-----–ის საუბრიდან ნათელია, რომ ბავშვს აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დედა დაბრუნდება სახლში, რაზეც თავადაც იღებს „პასუხისმგებლობას“ და ცდილობს აღნიშნულის მიღწევას. მიაჩნია, რომ თუ თავად არ წავა დედასთან, დედას აიძულებს დაბრუნებას. გასაუბრებისას არასრულწლოვანმა ახსენა, რომ „დედამ მამას ცხოვრება დაუნგრია“. მ-----–ი არ არის იმ ასაკში, რომ შეძლოს ამა თუ იმ ქმედების განსჯა და შეფასება დამოუკიდებლად. ორივე მშობელი აღნიშნავს, რომ მ-----–ი დედას ხშირად სთხოვს დარჩენას. მისი უპირველესი სურვილი, სწორედ ორივე მშობელთან ერთად ცხოვრებაა. მ-----–ს ორივე მშობლის მიმართ აქვს მიჯაჭვულობა. ამ ეტაპზე ეს მიჯაჭვულობა მამის მიმართ შედარებით ძლიერია, რაც არსებული მდგომარეობით არის განპირობებული. დედასთან იგი თავს ისე გრძნობს, როგორც შეეფერება დედა-შვილის ურთიერთობას. მიუხედავად იმისა, რომ ენატრება დედა და აქვს მასთან ინტენსიური ურთიერთობის სურვილი, უარს ამბობს მასთან წასვლაზე. უარის მიზეზებზე ჩაღრმავება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, დედასთან ურთიერთობის ხელშეწყობა არ ხდება. ერთი მშობლის მიერ მეორის მიმართ არასწორი წარმოდგენის შექმნა არასრულწლოვანის ფსიქიკისათვის საზიანოა და შეიძლება ამით გამოუსწორებელი ზიანიც კი მიაყენოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამ ეტაპზე, მამის მხრიდან გამიზნულად თუ მიზნის გარეშე, ხორციელდება დედის „უარყოფითი ხატის“ შექმნა. მ-----–მა მამისაგან იცოდა შემდეგი „ფსიქოლოგთან ილაპარაკებ, დედასთან გინდა თუ არაო“. ფსიქოლოგის შეთავაზებაზე მოეყოლა ის, რისი თქმაც უნდოდა, აღნიშნა - „დედა ძალადობს რომ წამიყვანოს“. დაზუსტებისას „ძალადობა“ განმარტა შემდეგნაირად - „ყოველდღე მოდის. ერთხელ ცუდი სიტყვა უთხრა მამას. ხელი კრა ბებოს. გაბრაზებული ვიყავი ძალიან“. მან აგრეთვე აღნიშნა „4 წლის დედამ წამიყვანა ჩემი სახლიდან, სადაც დავიბადე. მე გამოვიქეცი და მოვედი მამასთან. თითქმის ერთი წელია მამასთან ვარ“. დედასთან შესახვედრად მოსული მ-----–ი, მივიდა მასთან, აკოცა და მამასთან ერთად დაჯდა სავარძელში. დედამ დაიწყო ხატვა, მ-----–იც ნელ-ნელა ჩაერთო, გახალისდა და დედის მიმართ ემოციური და ფიზიკური სიახლოვე და სითბოც გამოხატა. დედასთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა, გამოხატავდა კმაყოფილებას. დედა ადეკვატურად, ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესატყვისად რეაგირებდა, შესატყვისი იყო მისი ხმის ტემბრი, გამოხატული რეაქცია, თხოვნა, აქტივობების შეთავაზება, შექება. მ-----–ი დედასთან თავისუფლად დარჩა მამის გარეშე, თუმცა მოგვიანებით რამდენჯერმე მოიკითხა. (3.2.5).

 

საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა არასრუწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-კონსულტირების საჭიროება შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ოჯახს სოციალური მუშაკის მიერ რამოდენიმეჯერ მიეცა მკაცრი რეკომენდაცია, რომ მცირეწლოვანის ჩართვა მომხდარიყო კერძო ფსიქოლოგის მომსახურებაში. მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველზეც დ----------–-–---–ს მოვალეობად განესაზღვრა არასრულწლოვანის ჩართვა სარეაბილიტაციო პროგრამებში, კერძოდ ფსიქოლოგთან კონსულტაციაში. ასევე, დაევალა ხელი არ შეუშალოს არასრულწლოვანის სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან და დედასთან - ა---–---–------თან განცალკევებით კომუნიკაციაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ა---–---–-------ს (პირადი N0----------) შუამდგომლობა და არასამეწარმეო იურიდიულ პირს „გ----------------------–---------------–-----–------ს“ (საიდენტიფიკაციო N---------) დაევალა (სპეციალისტის თ-----------–---–-ს პირადი N0-----------, ან სხვა შესაბამისი სპეციალისტის გამოყოფის წესით) წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა. ამავე განჩინებით, განემარტათ მხარეებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, შეასრულონ არასამეწარმეო იურიდიული პირი „გ----------------------–---------------–-----–------ის“ და მისი შესაბამისი სპეციალისტის მითითებანი ფსიქოლოგიური გამოკვლევის ჩატარების ხელშეწყობის მიზნით (3.2.6.).

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არის დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც უარყოფითად აისახება მ-----–ის ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე, მის დამოკიდებულებაზე დედის მიმართ. „გ----------------------–---------------–-----–------ის“ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად, შეფასების პროცესისათვის ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენდა ბავშვის ინტერვიურება, რისი განხორციელებაც ვერ მოხერხდა. დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ფსიქოლოგის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაკვირვებოდა ბავშვისა და დედის ინტერაქციას მათი შეხვედრის ფარგლებში. ბავშვი არ მისულა დედასთან მისი დანახვისთანავე, თუმცა მას შემდეგ რაც ა---–---–------მა ხელში აიყვანა იგი, ბავშვი ჩაეხუტა და აკოცა დედას. დ----------–-–---–მა ფსიქოლოგთან საუბრისას დაადასტურა, რომ ა---–---–------- ყოველ მეორე დღეს ნახულობს ბავშვს მამის საცხოვრებელ გარემოში და ასევე აქვთ სისტემატიური სატელეფონო კონტაქტი („მოდის, ფილმებს უყურებენ, სხედან ცალკე, საუბრობენ. დღეში შეუზღუდავი რაოდენობით ურეკავს“); ასევე აღნიშნა, რომ ბავშვი გამოხატავს სითბოს დედის მიმართ „ის რომ ეუბნება „ძილინებისა, მიყვარხარო“, ესეც ეუბნება „მიყვარხარო“, დამშვიდობებისას „ჩაეხუტება დედას და მიდის ჩვეულებრივად“. თუმცა, დ----------–-–---–-ს განცხადებით, ბავშვს აქვს დედასთან მარტო დარჩენის შიში, რომელიც მას შემდეგ დაეწყო, რაც ა---–---–------მა სცადა მამის საცხოვრებელი სახლიდან ბავშვის ძალით წაყვანა. ფსიქოლოგის კითხვაზე, ხედავდა თუ არა რაიმე რისკებს ბავშვის დედის გარემოში დარჩენასთან დაკავშირებით, დ----------–-–---–მა უარყოფითად უპასუხა. ა---–---–------მა უთხრა ბავშვს რომ ერთად ესტუმრებოდნენ ფსიქოლოგს, რასაც მოჰყვა ბავშვის უეცარი გაღიზიანება და აგრესიული შეძახილი „შენ ჩემს მაგივრად ვერაფერს გადაწყვეტ! მე უკვე ყველაფერი გადავწყვიტე!“. ა---–---–-------ს მტკიცებით, მ-----–ისთვის ფსიქოლოგთან ვიზიტი ასოცირდება მამისა და მამის ოჯახის წევრებთან განშორების საფრთხესთან. მისი მტკიცებით, ბავშვმა განუცხადა მას „შენ იმიტომ გინდა ფსიქოლოგთან რომ მატარო, რომ მერე შენთან წამიყვანოო. მიშოს გონია, მე რომ წამოვიყვან, არც ბებიას ვანახებ და არც მამას.“ შეფასების ფარგლებში გამოიკვეთა, რომ მ-----– ა---–-–---–ს აქვს დედასთან მჭიდრო ემოციური კავშირი, ავლენს მის მიმართ დადებით ემოციებს და კომფორტულად გრძნობს თავს მის გარემოცვაში. აღნიშნული არ არის თავსებადი მამის განცხადებებთან, რომ ბავშვს აქვს დედასთან მარტო დარჩენის შიში და ბადებს ეჭვს თუ რამდენად გამოხატავს ბავშვის უარი დედასთან დარჩენასთან დაკავშირებით მის თავისუფალ ნებას. ბავშვის მწვავე რეაქციები, რომელსაც იგი ავლენს ფსიქოლოგის ხსენებაზე, მიუთითებს იმაზე, რომ მას აქვს შიში და უკიდურესად უარყოფითი მოლოდინები იმასთან დაკავშირებით თუ რა მოჰყვება მის ვიზიტს სპეციალისტთან. დ----------–-–---–მა განაცხადა, რომ მ-----–ი „დედაზე არ საუბრობს ჩემთან, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დედამ მითხრა წამოდი ჩემთანო, არაფერს არ მეუბნება. მოდის კვირა დღე და არ მითქვამს რომ დედასთან მივდივართ, რატომ უნდა შევახსენო?! არც ბავშვი არ ამბობს, არ ახსენებს, ისედაც იცის სად მივდივართ, ყოველ კვირას დავდივართ.“. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ერთ-ერთ ინდიკატორს, რომ ბავშვი არ არის წახალისებული ისაუბროს დედის შესახებ. ბავშვი იმყოფება ისეთ გარემოში, სადაც არათუ ხელს უწყობენ სპეციალისტის მუშაობას, არამედ ბავშვის წინაშე ღიად აფიქსირებენ ნეგატიურ დამოკიდებულებას სპეციალისტისა და მისი მუშაობის მიმართ. დ----------–-–---–- არ არის მოტივირებული, გაიგოს არასრულწლოვანი შვილის ფსიქო-ემოციური პრობლემა და ფსიქოლოგის დახმარებით შეეცადოს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას. მამის მხრიდან განხორციელებული ქმედებები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბავშვი იმყოფება გარკვეული ზეგავლენის ქვეშ, ხოლო დ----------–-–---–- ხელს უწყობს აღნიშნული ზეგავლენის არსებობას და დედის მიმართ ჩამოყალიბებულ ნეგატიურ ემოციას. ბავშვი ეხუტება დედას, ეუბნება რომ უყვარს, თუმცა ამის შემდეგ ეუბნება მას, რომ ის ვერაფერს გადაწყვეტს მის ნაცვლად. ბავშვის ქცევები დედის მიმართ ალოგიკური და გაორებულია. ბავშვი იმყოფება ე.წ. „ამბივალენტურ“ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ დედის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს არათანმიმდევრული, ურთიერთსაწინააღმდეგო, დადებითი და უარყოფითი ემოციები ერთდროულად (3.2.7.).

 

არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, ბავშვი დაშორდეს ერთ-ერთ მშობელს და ასეთი დაშორება გამოწვეული უნდა იყოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ემსახურებოდეს მისი აღზრდა-განვითარებისათვის უკეთეს გარემო-პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფას. ბავშვისა და მშობლის დაშორება აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, მშობელთან დაშორებას საფუძვლად უნდა დაედოს უპირველეს ყოვლისა მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ შესწავლილია ორივე მშობლის საცხოვრებელი პირობები და სოციალური მუშაკის მიერ მიჩნეულია ისინი არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისად. საქმეში წარმოდგენილია სოციალური სამსახურის მიერ გაცემული დასკვნები, რომელთაც დადებითად შეაფასეს ორივე მშობლის საცხოვრებელი პირობები. ამდენად, სასამართლომ უპირატესად უნდა შეაფასოს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და იმოქმედოს მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავით ა---–-–---–ი ხელს არ უწყობს არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებას მეორე მშობლის მიმართ, დედის მიმართ ჩამოყალიბებული ნეგატიური ემოციების დათრგუნვას, რაც დაეხმარება ბავშვს საზოგადოების ჯანსაღ და სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებაში. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან მ-----– ა---–-–---–ზე დედის ა---–---–-------ს მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ზეგავლენის კვალი (3.2.9.).

ფსიქოლოგიური კვლევის პროცესშიც და სასამართლო სხდომაზე ბავშვთან გასაუბრებისას, გამოიკვეთა არასრულწლოვანის მხრიდან მცდელობა დედის თაობაზე ნეგატიური ინფორმაციის გაჟღერებისა. მ-----–ი ცდილობს სასამართლოს, ფსიქოლოგს და საქმესთან დაკავშირებულ ყველა პირს, მიაწოდოს მხოლოდ უარყოფითი ინფორმაცია ა---–---–-------ს შესახებ („დედა ძალადობს რომ წამიყვანოს“). ფსიქოლოგის განმარტებით, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი თრგუნავს თავის პოზიტიურ ემოციას დედის მიმართ. თუმცა, ფსიქოლოგთან ვიზიტებისას დედის მიმართ ემოციური და ფიზიკური სიახლოვე, სითბო გამოხატა, დედასთან თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობდა, გამოხატავდა კმაყოფილებას, იცინოდა გულიანად (მოპასუხე თავადვე განმარტავს თამთა საამიშვილთან: „ის რომ ეუბნება „ძილინებისა, მიყვარხარო“, ესეც ეუბნება „მიყვარხარო“). საქმის განხილვისას ასევე გამოიკვეთა არასრულწლოვანის სურვილი, მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად „დააბრუნოს“ დედა, მას აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან დედა დაბრუნდება სახლში, რაზეც თავადაც იღებს „პასუხისმგებლობას“. მისი უპირველესი სურვილიც სწორედ ორივე მშობელთან ერთად ცხოვრებაა („ძალიან განიცდის, მე მოგეხმარებიო, რომ დედა მოვიყვანოთო“, „ბავშვი ჯიუტია და მეშინია - იქ მელოდება. მეუბნება, მე თუ არ წამოვალ, შენ ხომ დაბრუნდებიო“).

საქმეში ჩართულმა ფსიქოლოგმა დაადასტურა არასრულწლოვანზე განხორციელებული ზეგავლენა მამის - დ----------–-–---–-ს - მხრიდან. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მნიშვნელოვან გარემოებას, რომელიც მიუთითა ფსიქოლოგმა, არასრულწლოვანს შექმნილი აქვს არასწორი წარმოდგენები ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის ცნობიერებაში არსებობს არასწორი ინფორმაცია ოჯახის დანგრევის მიზეზებთან დაკავშირებით, რაშიც დედას ადანაშაულებს. აღნიშნული ემოცია კი დედის მიმართ უყალიბებს უარყოფით დამოკიდებულებას, აქცევს მას მიუღებელ, ნეგატიურ პირად, მამის მხრიდან გამიზნულად თუ მიზნის გარეშე, ხორციელდება დედის „უარყოფითი ხატის“ შექმნა. მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტები ბადებს ეჭვს თუ რამდენად გამოხატავს ბავშვის უარი დედასთან დარჩენასთან დაკავშირებით მის თავისუფალ ნებას, ბავშვი არ არის წახალისებული ისაუბროს დედის შესახებ, რაც ასევე მამის მხრიდან განხორციელებული გამიზნული თუ „გაუმიზნავი“ მოქმედების შედეგია. დ----------–-–---–- არ არის მოტივირებული, დაადგინოს არასრულწლოვანი შვილის ფსიქო-ემოციური პრობლემა და ფსიქოლოგის დახმარებით შეეცადოს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრას. მამის მხრიდან განხორციელებული ქმედებები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბავშვი იმყოფება გარკვეული ზეგავლენის ქვეშ, ხოლო დ----------–-–---–- ხელს უწყობს აღნიშნული ზეგავლენის არსებობას. მშობლებს შორის არსებულმა კონფლიქტურმა დამოკიდებულებამ ასახვა არ უნდა ჰპოვოს არასრულწლოვანის ურთიერთობაზე, ან მის ემოციურ მდგომარეობაზე რომელიმე მშობელთან მიმართებაში და თითოეული მშობელი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მეორე მშობელთან ბავშვის ურთიერთობას. სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

ზემოთჩამოთვლილი გარემოებები, ბავშვის დედასთან არსებული გაორებული, არათანმიმდევრული დამოკიდებულებისა და მის მიმართ არსებული გაუცხოება, ქმნის ისეთ მოცემულობას არასრულწლოვანის ამჟამინდელ საცხოვრებელი ადგილთან მიმართებით, რაც არაჯანსაღი და შეუფერებელია ბავშვის საიმედო გარემოში აღზრდა-განვითარებისათვის.

ფსიქოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ მ-----–ის ამჟამინდელი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დედის მიმართ უნდობლობა საზიანოა არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისათვის. ამასთან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დედასთან ცხოვრების პერიოდში, მცირე შეფერხებების მიუხედავად, ბავშვს რეგულარულად, ღამე დარჩენითაც ჰქონდა ურთიერთობა მამასთან. ხოლო, მამასთან გადასვლის შემდეგ, მართალია დედასთანაც რეგულარულია ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ მამის საცხოვრებელ გარემოში. ზემოაღნიშნული გარემოებები თავის მხრივ წარმოშობს ეჭვს იმ მშობლის და მისი ოჯახის მიმართ, რომელთანაც ბოლო პერიოდში ბავშვი იზრდება. არასრულწლოვანი თავისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოუმწიფებლობის გამო ადვილად ექცევა გავლენის ქვეშ, რა დროსაც ადვილია მათი შეხედულებებისა და მოსაზრებების მართვა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“ (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ).

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- იზრდება მამასთან ნორმალურ საყოფაცხოვრებო პირობებში, სწავლობს სკოლაში და აქვს აღზრდისათვის ყველა საჭირო ნივთი თუ ინვენტარი. ბავშვი ინტეგრირებულია მამის საცხოვრებელ სახლში არსებულ გარემოში და მისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა გამოიწვევს ჩვეულ გარემოსთან მოშორებას, თუმცა, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს დედასთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენასა და ზეგავლენის „მომხდენი“ პირისაგან თუ გარემოსაგან არასრულწლოვანის განცალკევებას, უპირველესად ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობელს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთ შემთხვევაში, აღსანიშნავია ბავშვის უფლება რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს განშორებულ მშობელთან.

 

დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მშობლების, არამედ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მათ განვითარებაზეც. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მამის მხრიდან არ ხდება დედასთან ურთიერთობის წახალისება, ბავშვი იმეორებს ისეთ ფრაზებს, იხსენებს ისეთ ფაქტებს დედის შესახებ, რომელიც მის ასაკსა და კოგნიტურ შესაძლებლობებს არ შეესაბამება. ბავშვი არ რჩება დედასთან ღამით, გაუცხოებულია მის მიმართ, გაორებულია დედის მიმართ ემოციებში, თრგუნავს დადებით და პოზიტიურ ემოციას მის მიმართ. ყოველივე აღნიშნულს კი უზარმაზარი ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნული ზიანის თავიდან ასაცილებლად და მ-----–ის ფსიქოლოგიური, სულიერი და ემოციური კავშირის აღსადგენად აუცილებელია დედასთან, ა---–---–------თან საერთო გარემოში ცხოვრება, მასთან სტაბილური ურთიერთობა. მით უმეტეს, რომ აღნიშნული ხელს არ შეუშლის არასრულწლოვანის მამასთან ურთიერთობას. დედასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მ-----–ისათვის შესაძლოა გახდეს დედასთან დამაკავშირებელი აუცილებელი ძაფის, მის მიმართ ნდობის აღდგენის საფუძველი, მით უმეტეს, რომ დედასთან ემოციური მიჯაჭვულობა არასრულწლოვანს აქვს. მოცემული ხელს შეუწყობს მ-----–ის ე.წ. „ამბივალენტური“ მდგომარეობიდან ჯანსაღ, სწორ ემოციურ მდგომარეობაში აღდგენას, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანის საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებისა და ფსიქო-ემოციური მდოგმარეობის აღსადგენად.

არასრულწლოვანისათვის აუცილებელია ორივე მშობელი და მისი არჩევანის წინაშე დაყენება ან რომელიმე მშობელზე უარის თქმა შესაძლებელია გახდეს გამოუსწორებელი ტრავმის გამომწვევი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე, არასრულწლოვანი მამასთან არ უნდა დარჩეს საცხოვრებლად და მის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, ა---–---–-------ს საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს.

 

სასამართლო მიუთითებს, არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ცხოვრება დედასთან, ა---–---–------თან არ იქნება ბავშვისათვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას, სოციალიზაციას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ მისი, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას (3.2.10.) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანი არ ცხოვრობს მოსარჩელესთან, ა---–---–------- ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და თითქმის ყოველდღე აცილებს მას სკოლაში. მ-----–ი მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს მამის მხრიდან განხორციელებული ზეგავლენისაგან გათავისუფლებას და დედის - ა---–---–-------ს მხარდაჭერას. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოკვეთილა ა---–---–-------ს უარყოფითი პიროვნული მახასიათებელი, რაც შესაძლოა საფრთხის შემცველი ან საზიანო ყოფილიყო არასრულწლოვანის აღზრდის პროცესში. მოპასუხის მიერ მითითებული და აპელირებული გარემოებანი მოსარჩელის მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მის არაკეთილსაიმედო პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით, უკავშირდება წარსულ მოვლენებს და არ ასახავს ამჟამინდელ ფაქტებს. ამასთან მოპასუხეს არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებდა. აქვე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ დედასა და შვილს შორის არსებობს მიჯაჭვულობა და ემოციური კავშირი, რაზეც მიუთითებენ საქმის განხილვაში მონაწილე ფსიქოლოგები, რომელთაც უშუალოდ განახორციელეს დაკვირვება არასრულწლოვანისა და დედის ურთიერთობაზე. ამასთან, აღნიშნულს ადასტურებს თავად მოპასუხეც და განმარტავს, რომ მ-----–ს დედა უყვარს და თავს კარგად გრძნობს დედის გარემოცვაში. ფსიქოლოგის კითხვაზე, ხედავდა თუ არა რაიმე რისკებს ბავშვის დედის გარემოში დარჩენასთან დაკავშირებით, დ----------–-–---–მა უარყოფითად უპასუხა. საქმის მიმდინარეობისას გამოიკვეთა მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანზე განხორციელებული უარყოფითი ზეგავლენა. მიუხედავად იმისა, რომ არ დასტურდება ზეგავლენის მოხდენა გამიზნულია, თუ უნებლიედ, გაუცნობიერებლად ახორციელებს მოპასუხე, აღნიშნული უარყოფითად აისახება არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და არ უზრუნველყოფს მის საუკეთესო ინტერესებს, მისი საზოგადოების სრულყოფილ, ჯანსაღ წევრად ჩამოყალიბებას. მოსარჩელე ა---–---–------მა წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი დისკის სახით (ტომი 2, ს.ფ. 35), სადაც ასახულია არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ურთიერთობა დედასთან. აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერით გადმოცემული დედა-შვილს შორის არსებული ურთიერთობა ქმნის საფუძველს იმისას, რომ ა---–---–------სა და არასრულწლოვან მ-----–ს შორის აღდგეს ნორმალური, ჯანსაღი და მჭიდრო ურთიერთობა, მათ შორის ა---–---–-------ს საცხოვრებელ ადგილას ღამე დარჩენითაც. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–- 2018 წლის თებერვლის თვემდე ცხოვრობდა დედასთან ა---–---–------თან (3.1.2). ამდენად, მისთვის უცხო არ არის დედის გარემოცვაში ცხოვრება.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. . აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

 

საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლიც, რომლითაც სახელწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლო უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით ითვალისწინებს იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გაერთიანებისაკენ, მაგრამ ამასთან, მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, შესაბამისად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის მშობელთან დაბრუნების აუცილებლობა.

სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, ერთ შემთხვევაში ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ სტრესსა და მამასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს. ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება არასრულწლოვანი ბავშვისათვის შედარებით სულიერად, მორალურად ჯანსაღ გარემოში საცხოვრებლად გადასვლის შესაძლებლობას, სადაც ცხოვრობს ბავშვის დედა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი მ-----– ა---–-–---–ს ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ მამასთან, თუმცა აღნიშნული არსებული მდგომარეობითაა განპირობებული. მეორეს მხრივ დგას საშიშროება ბიოლოგიურ დედასთან ურთიერთობის დაკარგვის, მის მიმართ გაუცხოების. ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია მ-----–ის სრულფასოვანი ურთიერთობა დედასთან, რათა დედასა და შვილს შორის აღდგეს ნდობა. საქმეზე დადგენილი გარემოებების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ არა არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად სასამართლოს გადაწყვეტილებით დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და სავარაუდო „ზეგავლენის წყაროსაგან“ არასრულწლოვანის გამოცალკევება, შესაძლებელია დაიკარგოს ბავშვის დედასთან ნორმალური, ჯანსაღი, დადებითი ემოციებით დატვირთული ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობა და მ-----–ს, დროთა განმავლობაში, უფრო მეტი გაუცხოება გაუჩნდეს დედის მიმართ. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არასრულწლოვანი მისი სულიერი, ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე არ იმყოფება მისთვის საუკეთესო გარემოში. სასამართლოსათვის ნათელია არასრულწლოვანის პოზიცია, აშკარად გამოხატული სურვილი იცხოვროს მამასთან, თუმცა მისი აზრი მოცემულ გარემოებებში შეიძლება არ განაპირობებდეს ბავშვის „ნამდვილ“ სურვილს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს არასრულწლოვანის ინტერესთან, იმყოფებოდეს მისთვის ფსიქოლოგიური, ემოციური და სულიერი მდგომარეობისათვის ჯანსაღ გარემოში.

სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციისა და ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების მოსმენის შედეგად, შეექმნა რწმენა იმისა, რომ არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს ა---–---–------თან ცხოვრება, ნაკლებად საზიანო და უარყოფითი ემოციის გამომწვევი იქნება ბავშვებისათვის ვიდრე დარჩენა მამასთან. დ----------–-–---–-, შესაძლოა გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც, მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვზე და ხელს არ უწყობს არასრულწლოვანის დედის მიმართ ჩამოყალიბებული დამოკიდებულების შეცვლას, უფრო მეტიც, იგი ხელს უწყობს ბავშვის იმ ფსიქო-ემოციური მდგომარეობის არსებობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. ბავშვის სრულყოფილი, კოგნიტური განვითარებისათვის და სწორი აღზრდისათვის აუცილებელია მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორივე მშობელთან, თუმცა მშობლების ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში, ერთ-ერთ მშობელთან დაშორება გარდაუვალია. ამდენად, მშობლებს აქვთ რა თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. მშობლები უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის მშვიდი გარემო. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობაც მათი კონფრონტაციის ასახვის გამოც ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზეც. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. დ----------–-–---–ს უნარჩუნდება არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლება და ა---–---–------- მოვალეა ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია), მით უმეტეს მოცემულ შემთხვევაში, ბავშვს სჭირდება მამასთან მჭიდრო, სტაბილური ურთიერთობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობისა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, არსებობს არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე ა---–---–-------ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა---–---–-------ს სარჩელზე კ------------ის მიერ 2018 წლის 10 აგვისტოს გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (ტომი 1, ს.ფ. 29-30).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არაქონებრივ დავაზე – 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე დ----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8. დროებითი განკარგულების საკითხი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ა---–---–-------ს შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ. აღნიშნული განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება უნდა გაუქმდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ა---–---–-------ს (პირადი №-----------) სარჩელი დ----------–-–---–-ს (პირადი №-----------) მიმართ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით:

 

განისაზღვროს არასრულწლოვანი მ-----–-----–-–---–-ს (დაბადებული 201--–-–------------------ს) საცხოვრებელ ადგილად დედის - ა---–---–-------ს (პირადი №-----------) საცხოვრებელი ადგილი მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე;

2. დაუბრუნდეს ა---–---–------ს (პირადი №-----------) კ------------ის (პირადი N-----------) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში (სს "თ----------ი”, საგადახდო დავალება №0, მიმღების ანგარიში №300773150) 2018 წლის 10 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

3. დაეკისროს მოპასუხე დ----------–-–---–-ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დადგენილი დროებითი განკარგულება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე