განაჩენი

სისხლის სამართლის 11.03.2020
საქმის ნომერი
120100120003473067
დავის ტიპი
303 1 , 287
თარიღი
11.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/027-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 მარტი 2020 წელი ქ. ა---––---

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ-------------------–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ს--------------- (დაბადებული 1---------წ., პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ----------, ა----–-----–-- ქ.N-)

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

სხდომის სახე: ღია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

I. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

სასამართლომ დადგინა:

2019 წლის 24 ოქტომბერს ს---------------მ ქ. ბ---------–- ა---------- დასახლებაში ერთ-ერთი ძველ მიტოვებული შენობაში რეგისტრაციის წესების დაუცველად უკანონოდ დაამონტაჟა ე.წ. „ლენტური ხერხი“, რომლითაც ახდენდა ასევე უკანონოდ გაჩეხილი ხე-ტყის მრგვალი მორის გადამუშავებას.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი მოწყობილობის მონტაჟი რეგისტრაციის გარეშე.

 

ე.ი. ს---------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

II. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება

 

სასამართლომ დადგინა:

ს---------------მ 2019 წლის 25 ოქტომბერს ბ----------ს რაიონის დაბა წ--------- სატყეოს ე.წ. „თ--–-----“ ტყის ბუდეში, უკანონოდ გაჩეხა 9.62 კუბური მეტრის ნაძვის ჯიშის ხე-ბუჩქნარი, რითაც გარემოს მიადგა 1058 ლარის და 20 თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ე.ი. ს---------------მ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა ს---------------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ამოღების ოქმი, ზ----------------ს, ნ-------------------ს, ს---------------ს, ლ------------–---ს, პ---–---------–-–---–--, მ-----–----------–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

სასამართლოს დასკვნა ს---------------ს მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2871-ე მუხლის 1-ლი და 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს---------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და ქმედების მონანიება.

 

4.2. ს---------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს ს---------------ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, ამასთან დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით. აღნიშნული კი გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

6. საქმეში არსებული ნივთმტკიცებები:

 

6.1. 1 ცალი ე.წ. „ლენტური ხერხი“, 1 ცალი „ლითონის ხერხის ლენტი“, ერთი წყვილი ე.წ. „ლიანდაგის მოწყობილობა“ , 10 ცალი 3.6 კუბური მეტრი მოცულობის 3 მეტრის სიგრძის წიწვოვანი ჯიშის ნაძვის მრგვალი ხის მორი, 1 ცალი ნახევრად გადამუშავებული 3 მეტრის სიგძის 25X26 დიამეტრის „ხის ძელი“, 35 ცალი 1.6 კუბური მეტრის მოცულობის 3 მეტრის სიგრძის , სხვადასხვა სისქის და სიგანის ჩამოუგანავი „დახერხილი ფიცარი“, 75 ცალი 1 კუბური მეტრი მოცულობის 3 მეტრის სიგრძის, სხვადასხვა სისქის და სიგანის მრგვალი ხის მორის ანაჭრელი ე. წ. „გარბილი“, 1 ცალი ლითონის „ლენტის სალესი დანადგარი“, ერთი ცალი „ლითონის ლენტით,“ თავისივე შავი ფერის „ელსადენით“ (კაბელით), რომელიც ინახება ქ. ა---––---ში საფინანსო მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, ასევე 92 მეტრის სიგრძის შავი ფერის ელ-სადენი, 1 ცალი ლურჯი ფერის როიალის მოდელის ბენზოხერხი, 1 ცალი ხისტარიანი დიდი ზომის „ნაჯახი“ (ცული), რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

6.2. 1 ცალი ავტომანქანის საბურავი, თავისივე ლითონის დისკით, ერთი ცალი შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული სტილის ბოტასი, ერთი ცალი ნაცრისფერი ქურთუკი, ერთი ცალი ნაცრისფერი კაპიშონიანი ქურთუკი, ლურჯი ფერის მაისური, ერთი წყვილი ნაცრისფერი სპორტული სტილის ბოტასი, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, ზ----------------ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ერთი ცალი ნაცრისფერი „FLY“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს--------------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2871-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

ს--------------- (პ/ნ 1----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ს---------------ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, ხოლო 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

 

2. გაუქმდეს ს---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ა-–--------------–-–---–-- (პ/ნ 1----------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ბ----------ს რაიონის სოფელი ყ------, ს.კ. 6----------- (განჩინების N-2/004).

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

4.1. 1 ცალი ე.წ. „ლენტური ხერხი“, 1 ცალი „ლითონის ხერხის ლენტი“, ერთი წყვილი ე.წ. „ლიანდაგის მოწყობილობა“ , 10 ცალი 3.6 კუბური მეტრი მოცულობის 3 მეტრის სიგრძის წიწვოვანი ჯიშის ნაძვის მრგვალი ხის მორი, 1 ცალი ნახევრად გადამუშავებული 3 მეტრის სიგძის 25X26 დიამეტრის „ხის ძელი“, 35 ცალი 1.6 კუბური მეტრის მოცულობის 3 მეტრის სიგრძის , სხვადასხვა სისქის და სიგანის ჩამოუგანავი „დახერხილი ფიცარი“, 75 ცალი 1 კუბური მეტრი მოცულობის 3 მეტრის სიგრძის, სხვადასხვა სისქის და სიგანის მრგვალი ხის მორის ანაჭრელი ე. წ. „გარბილი“, 1 ცალი ლითონის „ლენტის სალესი დანადგარი“, ერთი ცალი „ლითონის ლენტით,“ თავისივე შავი ფერის „ელსადენით“ (კაბელით), რომელიც ინახება ქ. ა---––---ში საფინანსო მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, ასევე 92 მეტრის სიგრძის შავი ფერის ელ-სადენი, 1 ცალი ლურჯი ფერის როიალის მოდელის ბენზოხერხი, 1 ცალი ხისტარიანი დიდი ზომის „ნაჯახი“ (ცული), რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფოს.

 

4.2. 1 ცალი ავტომანქანის საბურავი, თავისივე ლითონის დისკით, ერთი ცალი შავი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, შავი ფერის სპორტული შარვალი, ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული სტილის ბოტასი, ერთი ცალი ნაცრისფერი ქურთუკი, ერთი ცალი ნაცრისფერი კაპიშონიანი ქურთუკი, ლურჯი ფერის მაისური, ერთი წყვილი ნაცრისფერი სპორტული სტილის ბოტასი, ერთი ცალი შავი ფერის ტყავის საფულე, ზ----------------ს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ასევე ერთი ცალი ნაცრისფერი „FLY“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ბ----------ს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––---, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

მოსამართლე ლუიზა თოდუა