განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
080100119003171603
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1/760-19

გამოძიების ნომერი N0-----------

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

 

მოსამართლე - ნიკოლოზ მარგველაშვილი

სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ------ი გ----------ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - გ-- გ---------ე

 

ბრალდებული - ტ------– ჯ--------ს ძე გ---–---–ი - დაბადებული 02.0--1--- წელს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0---------1, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ--------ის რაიონი, სოფელი ქ----ა ზ----ი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1.1. ტ------– გ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 26 ი----ს, საღამოს საათებში, ბ--------ის რაიონის, სოფელ ზ----ში მდებარე სახლში, ტ------– გ---–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან შვილებს - ვ----–---ა გ---–---–სა და თ----ა გ---–---–ს. კერძოდ, ორივე მათგანს სახეში დაარტყა ხელი. ტ------– გ---–---–ის ქმედებების შედეგად ვ----–---ა გ---–---–მა და თ----ა გ---–---–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

1.2. ტ------– გ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 ა--------ს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ--------ის რაიონის სოფელ წ----ში, ბ-----ს მ–---–----ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, ტ------– გ---–---–ი დანით ხელში მომარჯვებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბ-----ს მ–---–----ეს, ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში

1.3. ტ------– გ---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 ა--------ს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ--------ის რაიონის სოფელ წ----ში, ბ-----ს მ–---–----ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, ტ------– გ---–---–მა დანის გამოყენებით განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხელის არეში რ----- ი---------–ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. საქმეში არსებული მტკიცებულებების აღწერა:

2.1. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაღდათის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ---- გ---------მ განმარტა, რომ მას გავლილი აქვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სწავლების კურსი და ვინაიდან აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდნენ არასრულწლოვნები - თ----ა და ვ----–---ა გ---–---–ები, ამიტომ მათი მოწმის სახით გამოკითხვა განახორციელა. მოწმის თქმით, მის მიერ გამოკითხული არასრულწლოვნები არიან ბრალდებულის შვილები და მათი გამოკითხვა საჭირო გახდა იმის გამო, რომ შეტყობინების თანახმად, ბავშვები იყვნენ მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნული შეტყობინება დაადასტურეს არასრულწოვნებმა, რომელთა გამოკითხვა წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელდა. გამომძიებელმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების გადმოცემით 2019 წლის 25 ი----ს ქალაქ ზ-----------დან წაიყვანა მამამ სოფელ ზ----ში, სადაც იძალადა მათზე 2019 წლის 26 ი----ს. კერძოდ, მამამ ბავშვებს სახეში ხელი გაარტყა. მოწმემ აღნიშნა, რომ მას ინფორმაცია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიაწოდა საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა მ----- მ–---–----ემ. მოწმის განმარტებით, არასრულწლოვნები იყვნენ გონებაგახსნილები და მათი მონათხრობი გამომძიებლის მხრიდან ფიქსირდებოდა გამოკითხვის ოქმში.

2.2. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ---- ზ---------მ განმარტა, რომ ის მეუღლესთან ტ------– გ---–---–თან ერთად აღარ ცხოვრობს უკვე 7 წელია, თუმცა ოფიციალურად მასთან კვლავ ქორწინებაშია. 2019 წელს 9 ი----ს იყო მისი უმცროსი შვილის დაბადების დღე, მათთან მივიდა ნ---- ზ---------ს მულისშვილი ბ-–-- ა----–--ე და სთხოვა შვილების თ----ას და ვ---ს მასთან წაყვანა, რაზეც ნ---- ზ---------მ თანხმობა განუცხადა. მოწმემ განმარტა, რომ მისი ყოფილი მამამთილი იკეთებდა ოპერაციას და სწორედ იქ ნახა მამამ შვილები, საიდანაც მის დაუკითხავად წაიყვანა სოფელ ზ----ში. ნ---- ზ---------მ განმარტა, რომ უფროსმა შვილმა ვ----–---ა გ---–---–მა მას ფარულად დაურეკა „მაგთი ფიქსის“ ტელეფონის საშუალებით და უთხრა, რომ მამამ სცემა, არ უშვებდა სახლში და ტელეფონზე დარეკვის საშუალებასაც არ აძლევდა. ამის შემდეგ, მან სთხოვა ბავშვებს, რომ წამოსულიყვნენ და ზ----------ში დახვდებოდა თავად. მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც ბავშვები მივიდნენ ისინი იყვნენ მოუწესრიგებლები, ნაცემები, შეშინებულები. როგორც დედამ შვილებისგან გაიგო დაპირისპირება დაიწყო იმით, რომ ტ------– გ---–---–ის მეორე მეუღლემ, უფროს გოგონას საკუთარ დედაზე არასასიამოვნო რამ უთხრა, კერძოდ „რაც დედაშენია ის იქნები შენცო“. მოწმემ განმარტა, რომ ეს ვერ აიტანა ბავშვმა, მოხდა შელაპარაკება, შემდეგ კი ბრალდებულის მეუღლემ სახლში მოსულ ტ------– გ---–---–ს ყველაფერი უამბო და ამის შემდეგ მამა ფიზიკურად გაუსწორდა შვილებს. მოწმის თქმით, ბავშვს სჭირდებოდა სასწრაფო დახმარება, როგორც დედას უფროსმა შვილმა უთხრა, მაგრამ ბრალდებულმა არ გამოიძახა, ვინაიდან მან იცოდა, რომ თუ მოწმე ამას გაიგებდა აუცილებლად პოლიციაში დარეკავდა. ამიტომ ბავშვი მოასულიერა მეზობელმა ზ----- ზ-------ემ და გამოუშვა სამარშუტო ტაქსით ზ----------ში, სადაც მას თავად დახვდა. აღნიშნულის შესახებ, მოწმემ გაიგო მისი უფროსი შვილის - ვ----–---ა გ---–---–ისაგან. მოწმემ განმარტა, რომ ბავშვებს ძალადობის კვალი, კერძოდ, თითები ეტყობოდა სახეზე და ამის შესახებ განაცხადა კიდეც პოლიციაში. ბავშვების გამოკითხვას პოლიციაში ესწრებოდა მეზობელი ლ-------- გ--–----ე, რომელსაც დასწრების უფლება გამოკითხვის დროს თხოვნის საფუძველზე მისცა გამომძიებელმა, სწორედ ეს მეზობელი გამოჰყვა ბავშვებთან დასახვედრად ნ---- ზ---------ს. გამოკითხვას ლ-------- გ--–----ის გარდა ესწრებოდა თავად მოწმე, გამომძიებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი. მოწმემ განმარტა, რომ მამიდან დაბრუნებული ბავშვების მდგომარეობა იყო საშინელი, კერძოდ, ბავშვები იყვნენ ნაცემები, მოუწესრიგებლები. ასევე, არასრულწლოვანმა ბავშვებმა ასეთ მდგომარეობაში მარტო იმგზავრეს ბ--------იდან ზ----------ამდე. მოწმემ აღნიშნა, რომ სურდა ან ალიმენტი გადაეხადა ტ------– გ---–---–ს მისი შვილებისათვის ან წილი გამოეყო თავისი ვაჟისთვის. მოწმემ განმარტა, რომ არანაირი შურისძიების მოტივი მას არ ამოძრავებს და რომ შურისძიება ნდომოდა ამას აქამდეც გააკეთებდა. მოწმემ გაიხსენა, რომ 7 წლის განმავლობაში არასდროს მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტზე. მოწმეს აღნიშნა, რომ ის განაწყენებული იყო, იმის გამო რომ მამას შვილების მდგომარეობა არ აინტერესებდა.

2.3. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ვ----–---ა გ---–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 26 ი----ს იგი იმყოფებოდა მამიდასთან დასასვენებლად, ბაბუა იკეთებდა თვალის ოპერაციას და მამიდამ წაიყვანა ის და მისი და საავადმყოფოში, სადაც მოვიდა მამა ტ------– გ---–---–ი და უთხრა მათ, რომ წაიყვანდა თავის სოფელში, სოფელ ზ----ში. ასევე, მამა მდინარეზე წაყვანას დაპირდა. ბავშვებიც დათანხმდნენ. როცა სახლში მივიდნენ იქ დახვდათ ტ------– გ---–---–ის მეუღლე ნ----- და სამი წლის ა--------ა. მისვლის დღეს შებინდებული იყო როცა სახლში მივიდნენ და არც მდინარეზე წასვლა და არც ბავშვებთან გასვლა მათ არ მოუთხოვიათ. აღნიშნული ბავშვებმა ითხოვეს მეორე დღეს, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდეგ, ტ------–მა დაიწყო ყვირილი და გინება, ასევე, აუკრძალა მათ ყველაფერი. იმის გამო, რომ მამა ბავშვებს ცუდად ექცეოდა, იქ დარჩენა აღარ ისურვეს და უნდოდათ ისევ მამიდასთან დაბრუნება, რაზეც უარი განაცხადა ბრალდებულმა. ამაზე შეეწინააღმდეგა მოწმე, რასაც მოყვა მასზე და მის დაზე მამის მხრიდან ხელის გარტყმა. დარტყმის შემდეგ ბავშვებმა ტირილი დაიწყეს. მოწმემ განმარტა, რომ მათი ურთიერთობა მამასთან იყო ცივი, ვინაიდან მამა იყო ძალიან უხეში, ვ----–---ა მამას არ ახასიათებს დადებითად. ამბობს, რომ ხშირად იგინებოდა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, ხელის დარტყმაც ახასიათებდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მათ მამას უთხრეს თუ თვითონ არ გაუშვებდა, დედას დაურეკავდა და ის წაიყვანდა. ამის შემდეგ, ტ------– გ---–---–მა სამარშუტო ტაქსით გააცილა ბავშვები და ზ----------ამდე ჩამოვიდნენ, სადაც დახვდათ დედა, რომელსაც უამბო აღნიშნულის შესახებ. მოწმემ განმარტა, რომ მათ მამა ყანაში დახმარებას სთხოვდა, ვინაიდან ისინი უკვე დიდები იყვნენ. ასევე, მამა მათ უზღუდავდა იქ ყოფნის პერიოდში ყველაფერს, ექცეოდა მათ ცუდად. მოწმემ გაიხსენა, რომ მამას ელემენტალურ რაღაცაზე შეეძლო აგრესია გამოეხატა გინებით და ხელის დარტყმით. მოწმემ განმარტა, რომ მამასთან ყოველ ზაფხულს დადიოდნენ ბავშვები და მსუბუქ ცემას ფაქტი ჰქონდა, თუმცა ბავშვები თავიანთი ასაკიდან გამომდინარე თავს დამნაშავეებად მიიჩნევდნენ, რომ ისინი თითქოს პატარები იყვნენ და არ იქცეოდნენ სწორად, ამიტომ მამის მხრიდან აგრესია მართებულად მიაჩნდათ. თუმცა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ისინი თავს დამნაშავეებად არ ცნობენ, ვინაიდან მამის ამოდენა აგრესიის მოტივი მათი არასწორი საქციელი არ ყოფილა.

2.4. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა თ----ა გ---–---–მა განმარტა, რომ ის ცხოვრობს ბაბუა-ბებიასთან, დედასთან და და-ძმასთან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ ზაფხულში მამამ ის დასთან ერთად წაიყვანა სახლში. სამი წელი მანამდე ნანახი არ ჰყავდათ. მამასთან მისულებმა ბავშვებთან გასვლა მოითხოვეს, რაზეც მამამ უპასუხა, რომ „ბავშვებთან არაფერი ესაქმებოდათ“, მეორე დღეს მამამ მათ ყანაში წასვლა მოსთხოვა, ბავშვები არ წაყვნენ და როგორც თ----ა გ---–---–მა თქვა მამამ სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მას ეტკინა, თუმცა მოწმის თქმით მას სახეზე დარტყმის კვალი არ ეტყობოდა. მან ლოყა დედას აჩვენა და მანაც დაუდასტურა, რომ დარტყმის კვალი არ ეტყობოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ მამა მათ ცუდად ექცეოდა, აგინებდა და სცემდა, ამიტომ მასთან დარჩენა არ უნდოდათ.

2.5. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ----- მ–---–----ემ განმარტა, რომ ბაღდათის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ზ-----------ს რაიონული სამმართველოდან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და დაიწყო გამოძიება. სამმართველოში წარმოდგენილ იქნა ბრალდებულის ყოფილი მეუღლე ნ---- ზ---------, თავის ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მოწმემ განმარტა, რომ მან გამოკითხა ნ---- ზ---------, რომელმაც მიუთითა, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ მამასთან სოფელში, რომლებზეც ბრალდებულმა განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მათ ამის გამო განიცადეს ტკივილი. მოწმემ აღნიშნა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით მან დააკავა ტ------– გ---–---–ი, რომელიც გადაყვანილ იქნა დროებითი მოთავსების იზოლატროში და მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით. მოწმემ განმარტა, რომ გამომძიებელმა ზ---- გ---------მ გამოკითხა არასრულწლოვნები, ვინაიდან თავად არ აქვს გავლილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კურსი. მოწმემ ასევე, დანიშნა ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და მონაწილეობა მიიღო შემაკავებელი ორდერის გამოწერაში. ბავშვები გამოიკითხა სოციალურ მუშაკთან ერთად, შესაბამის ოქმში მონაცემები შეივსო ბავშვების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მოწმემ განმარტა, რომ არასრულწლოვნებს ძალადობის კვალი არ ეტყობოდათ.

2.6. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა რ----- ი---------–მა განმარტა, რომ დასასვენებლად ზაფხულობით ჩადიოდა მეუღლე შორენა მ–---–----ესთან ერთად სიმამრთან ბ-----ს მ–---–----ესთან, რომელიც ცხოვრობს ბ--------ის რაიონის, სოფელი წ----ში. მოწმემ აღნიშნა, რომ 2019 წლის 14 ა--------ს იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც შემოესმა ხმა. ცოტა ხანში ეზოს კარები შემოაღო აღელვებულმა და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ტ------– გ---–---–მა, რომელიც წინა დღეს ჰყავდა ნანახი და იცოდა რომ მეზობელი იყო. შემოსვლისას სცადა გარკვევა, თუ რამ ააღელვა გ---–---–ი, მაგრამ მან უთხრა, რომ გვერდით გაწეულიყო და იკითხა თუ სად იმყოფებოდა ბ-----ს მ–---–----ე. ამ დროს სახლის გვერდით მხრიდან გამოვიდა ბ-----სი, ტ------–ი წავიდა მისკენ, მოწმეც უკან გაჰყვა. ეტყობოდა, რომ განაწყებული იყო ტ------–ი, ბ-----ს ემუქრებოდა და თან ეუბნებოდა „რატომ მომეცი შენიშვნა, რომელიც არ მეკუთვნოდაო, ნახავ ეხლა რას გიზამო“ და როდესაც მიუახლოვდა დაიწყეს „ჭიდავი“, ამ დროს მოწმემ დაინახა, რომ ტ------–ს ხელში დანა ეჭირა და უმისამართოდ „იქნევდა“. იმ მიზნით, რომ დაზიანება არავის მიეღო, ასევე, დანის წართმევის მიზნით ჩადგა მათ შორის. ტ------–მა მოწმის შეშინების მიზნით მოუქნია დანა, რა დროსაც მოწმემ მიიღო დაზიანება, ამ დროს უთხრა ტ------–ს „რას აკეთებ? ნახე რა დამემართაო“, ბრალდებულმა სისხლი რომ დაინახა მოდუნდა და მტკივნეული ხელით, როგორც მოწმემ გაიხსენა, შეძლო დანის წართმევა და გადააგდო იქვე ეზოში, რა დროსაც ტ------–ს ძაღლმა უკბინა. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც ტ------–ი დამშვიდდა, ხელი მოჰკიდა და თავად გააცილა გარეთ. როგორც შემდგომ მოწმემ გაარკვია ტ------–მა რამდენიმე დღის უკან სოფელში გაწმინდა წყლის მილი, რის გამოც მოუწია წყლის დაკეტვა და რახან აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სოფლის მაცხოვრებლებს, ამის გამო ბ-----სმა მას უსაყვედურა.

2.7. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ყ---–-------–---–მა განმარტა, 2019 წლის 25 ი----ს მეუღლემ ტ------– გ---–---–მა ქალაქ ზ-----------დან სახლში მოიყვანა ბავშვები ვ----–---ა და თ----ა გ---–---–ები, რომლებიც სტუმრად იმყოფებოდნენ მამიდასთან ი--- ა----–--ესთან. მოწმის თქმით, მან ნებართვა აიღო დედისგან - ნ---- ზ---------საგან და ამის შემდეგ სთხოვა ბავშვებს მათთან მოსვლა, რადგან მამა დიდი ხნის უნახავი ჰყავდათ. ასევე, შვილის 4 წლის ა--------ას სახლში დამტოვებელი არავინ არ ჰყავდათ და მისი ყანაში წაყვანა არ უნდოდათ. მოწმის თქმით, ბავშვები სოფელში სწავლის დაწყებამდე უნდა დარჩენილიყვნენ. მოწმემ განმარტა, რომ 26 ი----ს დილით ტ------–თან ერთად წავიდა ყანაში, როდესაც სახლში დაბრუნდნენ ბავშვებმა მამიკოს უთხრეს „კარტი ვითამაშოთო“. ტ------–იც დათანხმდა და ნახევრად მძინარე ეთამაშებოდა. საღამოს ტ------–ი ისევ წავიდა ყანაში და მოგვიანებით თავადაც. მოწმემ განმარტა, რომ როდესაც სახლში დაბრუნდა ბავშვები რაღაცის თქმას ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გაბედეს, ამ დროს ტ------–იც მოვიდა ყანიდან, ონკანთან იყო მისული და სანამ ხელ-პირს იბანდა, მას (მოწმეს) თ----ა გ---–---–მა უთხრა, რომ დედიკომ დაგვირეკა, დეიდა არის ჩამოსული თურქეთიდან, თბილისში უნდა წაგვიყვანოს „შმოტკების“ საყიდლადო და უნდა წავიდეთო. მოწმემ აღნიშნა, რომ ის დათანხმდა ბავშვებს წასვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ დედა მათ დახვდებოდა ზ----------ში, თუმცა აღნიშნული ფაქტის შესახებ ტ------–ისთვის თქმა არ სურდა. ამის შემდეგ, ბავშვებმა გადაწყვიტეს წასვლის ამბავი თავად ეთქვათ მამასთვის. მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც ტ------–ი ეზოში იმყოფებოდა და ხელპირს იბანდა, იკითხა თუ რაში იყო საქმე, მოწმემ უთხრა, რომ ბავშვები წასვლას აპირებდნენ ტანსაცმლის საყიდლად, რაზეც ტ------–მა უპასუხა, რომ ცოტა ხნით უნდოდა მათი დარჩენა, ვინაიდან აპირებდა მათთვის ფულის მიცემას. ბავშვებს მაინც წასვლა უნდოდათ, ვინაიდან დეიდა სამ დღეში თურქეთში ბრუნდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ როგორც მას, ასევე მეუღლეს არ უნდოდათ ბავშვების წასვლა. დილით ტ------–მა, როგორც მოწმემ აღნიშნა, მას უთხრა რომ მეზობლისთვის გამოერთმია 5 ლარი და თუ ბავშვები წასვლას მაინც გადაწყვეტდნენ არ შეწინააღმდეგებოდა და მიეცა ეს თანხა მათთვის. ამის შემდეგ, ტ------–ი წავიდა ყანაში. მოწმემ განმარტა, რომ 27 ი----ს, დილით, როცა ბავშვებმა გაიღვიძეს მათ შეთავაზა კვლავ დარჩენა, რაზეც მიიღო ცივი უარი. ამის შემდეგ, „მაგთიფიქსის“ ტელეფონის საშუალებით ვ----–---ა გ---–---–მა დაურეკა დედას და უთხრა, რომ წამოსვლას ვაპირებთ და ზ----------ში დაგვხვდიო. ნ----მ მათ უპასუხა, რომ თანხა არ ჰქონდა, ცოტა ხანს დარჩენილიყვნენ და ხელფასს რომ აიღებდა თავად ჩავიდოდა მათ წამოსაყვანად. ამის გამო, ვ----–---ას ცრემლები წამოუვიდა, ანერვიულდა და თქვა „ტყუილად კი არ დაურეკეს და უთხრეს დედას წილი წამოიღე მამიკოსაგან და წამოდი მაქედანო“. ამის შემდეგ, მოწმე შეეცადა გაერკვია თუ ვინ უთხრა აღნიშნული ნ---- ზ---------ს ან ვინ იცოდა მისი ტელეფონის ნომერი, როცა „დამპალი ნასკებივით“ იცვლის ნომრებს და ვ----–---ას პასუხი იყო, რომ მეზობელმა. მოწმე გარეთ გამოვიდა და ანერვიულები იძახდა, თუ რომელმა მეზობელმა უთხრა ნ---- ზ---------ს აღნიშნული სიტყვები. მოწმემ გაიხსენა, რომ ბავშვებმა ტ------–ს უთხრეს, რომ დედას დაურეკა ნათლიამ ზ---- ზ-------ემ. მოწმემ მიუთითა, რომ ბავშვებს უთხრა, სანამ არ ეტყოდნენ რომელმა მეზობელმა უთხრა ნ---- ზ---------ს ზემოთაღნიშნული სიტყვები არსად არ გაუშვებდა. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ დაურეკა ტ------–ს „მაგთიფიქსის“ საშუალებით მობილურზე და უთხრა, რომ სასწრაფოდ სახლში მოსულიყო. როდესაც ტ------–ი დაბრუნდა, მივიდა ვ----–---ასთან, ცრემლები მოსწმინდა, შუბლზე აკოცა და უთხრა, რომ მეორე ავტობუსს გააყოლებდა. მოწმემ განმარტა, რომ მას შემდეგ რაც ბავშვებმა დაურეკეს დედას და გაიგეს რომ დახვდებოდა მათ, დართეს ნება წასვლის. ამის შემდეგ, ბავშვები ჩაიყვანეს გაჩერებაზე, დასვეს მარშუტში, გადაუხადეს თანხა და გაამგზავრეს. გამგზავრების შემდგომ ტ------–მა დაურეკე ნ---- ზ---------ს და მისგან დასტური მიიღო, იმის თაობაზე, რომ ბავშვებს დახვდა. ამასთან, მოწმის თქმით, ნ---- ზ--------- დაემუქრა ტ------–ს „მე შენ გიჩვენებ სეირსო“. მოწმემ განმარტა, რომ მსგავსი სახის მუქარებს ადგილი ადრეც ჰქონდა რამდენჯერმე, ყველა დარეკვაზე ნ---- ზ--------- ემუქრებოდა ტ------–ს. მოწმემ აღნიშნა, რომ ბავშვები მათთან ყოფნის პერიოდში სახლიდან არსად არ გასულან, მხოლოდ სურვილი ჰქონდათ მარტო მდინარეზე წასვლის, რისი ნებაც მოწმემ არ დართო, რის გამოც ბავშვებმა შეზღუდულად იგრძვნეს თავი. მდინარეზე წასვლის ამბავი მამისთვის არ უთქვამთ, ვინაიდან იცოდნენ, რომ ტ------–ი მარტო მათ მდინარეზე არ გაუშვებდა. მოწმემ განმარტა, რომ ბავშვებს ტ------–ი თბილად ექცეოდა, ხშირად ეფერებოდა და კოცნიდა. მოწმემ აღნიშნა, რომ 27 ი----ს საღამოს მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ტ------–ი წაიყვანეს შემაკავებელი ორდერი უნდა ამოვუწერითო ბავშვებზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებითო. მოწმემ განმარტა, რომ ტ------– გ---–---–ის და ბ-----ს მ–---–----ის კონფლიქტს არ შესწრებია და არც არაფერი დაუნახავს. მოწმემ აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით ნ---- ზ---------ს წილი სახლიდან არ მოუთხოვია და არც დავა არ მიმდინარეობს სასამართლოში. მას შემდეგ, რაც ის ტ------–ის მეუღლე გახდა მისი პოზიცია არის რომ „წილიც და კერძიც“ ნ---- ზ---------ს შვილების არის. მოწმემ განმარტა, რომ იმ პერიოდში, როცა ბავშვები იყვენ მამასთან ტ------–ს მათთან კონფლიქტი არ მოსვლია. მოწმემ განმარტა, რომ მეზობლები მას ეუბნებოდნენ, თუ როგორ იყო ტ------–ი ბავშვებზე თანგადაყოლილი, მათთვის კამფეტი, პამპერსი, საჭმელ-სასმელი რომ ეყიდა 15 კილომეტრს ფეხით გაივლიდა, მაგრამ ბოლო ორი წელი ბავშვები ნანახი არ ჰყავდა, არ ჰქონდა საშუალება ფინანსურად რომ წასულიყო ბავშვების სანახავად.

2.8. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ზ-------ემ განმარტა, რომ არის ვ----–---ა გ---–---–ის ნათლია, რომელიც მხოლოდ ორჯერ ჰყავს ნანახი. მას ძირითადად სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტება. მოწმემ აღნიშნა, რომ მას არასდროს გაუგ-- იმის შესახებ, რომ ტ------–ს ეძალადოს ბავშვებზე და მეუღლეზე, მას ყველასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, მოწმემ ტ------– გ---–---–ი დაახასიათა დადებითად. მოწმემ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტ------–თან ახლო-მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს არასდროს არ უთქვამს მისთვის, რომ მეუღლე ნ---- ზ--------- ემუქრება ან წილს სთხოვს. მოწმემ განმარტა, რომ 2019 წლის ი----ის თვეში სოფელში ბავშვები არ უნახავს.

2.9. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად, 2019 წლის 27 ი----ს დაიწყო გამოძიება ბ--------ის რაიონულ სამმართველოში, ბ--------ის რაიონის სოფელ ზ----ში მცხოვრები ტ------– გ---–---–ის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, შემდეგი კვალიფიკაციით - 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

2.10. შეტყობინების (რეგისტრაციის N1------) თანახმად განმცხადებელი პირი არის ნ---- ზ---------. შეტყობინების შინაარსში აღნიშნულია, რომ ინიციატორის განცხადებით, 6 წელია მეუღლესთან გაშორებულია. მე-7, მე-9 კლასის ასაკის, ინიციატორის შვილები იმყოფებოდნენ მამიდასთან ზ----------ში, სადაც მამა მივიდა და წაიყვანა მასთან ბ--------ში. იძალადა, კერძოდ: ცემა, ოთახში ჩაკეტა და შემდეგ მარტო გაამგზავრა ისევ ზ----------ში.

2.11. შემაკავებელი ორდერის (N0-----) თანახმად, მოძალადე ტ------– გ---–---–ს 30 (ოცდაათი) დღით აეკრძალა მსხვერპლ ვ----–---ა გ---–---–თან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია, ასევე მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის შედგენის საფუძველში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 26 ი----ს ტ------– გ---–---–მა მისივე საცხოვრებელ სახლში, სოფელ ზ----ში განახორციელა ფიზიკური ძალადობა შვილის ვ----–---ა გ---–---–ის მიმართ.

2.12. შემაკავებელი ორდერის (N0-----) თანახმად, მოძალადე ტ------– გ---–---–ს 30 (ოცდაათი) დღით აეკრძალა მსხვერპლ თ----ა გ---–---–თან მიახლოება და ყველა სახის კომუნიკაცია, ასევე მოძალადეს აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. შემაკავებელი ორდერის შედგენის საფუძველში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 26 ი----ს ტ------– გ---–---–მა მისივე საცხოვრებელ სახლში, სოფელ ზ----ში განახორციელა ფიზიკური ძალადობა შვილის თ----ა გ---–---–ის მიმართ.

2.13. ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2019 წლის 03 ი--–--ს, 19:00 საათზე შსს ბ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის მ----- მ–---–----ის მიერ ბ--------ის რაიონის, სოფელ ზ----ში ტ------– გ---–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩაში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ტ------– გ---–---–ი.

2.9. ბრალდების მხარემ დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა მოწმეები: ტ------– გ---–---–ი, ლ---------------ა, ვ-–------------------–-----–---------ე, დ--------------ე, ნ----- ყ---–-------–---–ი, მ---------------–------------------–----------------------–---–ი, ასევე წერილობითი მტკიცებულება - სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური დასკვნა.

2.10. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვეულ იქნა ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში. სასამართლო სხდომაზე სხვა მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს საქმის არსებითი განხილვის დროს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვის სხდომაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

2.11. ბრალდებულმა ტ------– გ---–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ტ------– გ---–---–მა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო, რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებას მან აღიარა ჩადენილი ქმედება.

3. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

3.1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159; იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

3.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამავე კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 3-630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

3.6. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს.

3.8. სისხლის სამართლის კანონმდებლობით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას რამაც, გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგ--ნი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის და ორი პირის მიმართ.

3.9. ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა. თუ მსხვერპლს ასეთი ტკივილის განცდა არ გაუჩნდა, დანაშაულის შემადგენლობა არ იარსებებს.

3.10. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი (ამ შემთხვევაში ძალადობის განხორციელებისას), სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.

 

3.11. სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლი ადგენს მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც გულისხმობს, რომ შედეგი გამოწვეული უნდა იყოს კონკრეტული პირის ქმედებით, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენელი მტკიცებულებებით დადასტურებულ იქნა მიზეზობრივი კავშირი ბრალდებულის მიერ განხორციელებულ შესაძლო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

3.12. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა ის ფაქტი, რომ 2019 წლის 26 ი----ს არასრულწლოვნები ვ----–---ა და თ----ა გ---–---–ები ნამდვილად იმყოფებოდნენ მამის ტ------– გ---–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ბ--------ის რაიონის, სოფელ ზ----ში. სასამართლოს მიაჩნია, რომ ორივე არასრულწლოვანმა მსხვერპლმა ვ----–---ა გ---–---–მა და თ----ა გ---–---–მა არა მხოლოდ დაადასტურეს ტ------– გ---–---–ის მხრიდან ძალადობის განხორციელების ფაქტი, ასევე, დაწვრილებით, დამოუკიდებლად, ყოველგვარი ზეწოლის, დახმარების და მინიშნების გარეშე დამაჯერებლად და ლოგიკურად გასცეს მხარეთა მიერ დასმულ სხვა კითხვებს პასუხები. ბავშვებმა ზუსტად განმარტეს როდის და სად, რა ფორმით განახორციელა ტ------– გ---–---–მა მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს მიეცა სრული შესაძლებლობა ფაქტობრივად, შეუზღუდავად ეწარმოებინა არასრულწლოვნების ჯვარედინი დაკითხვა, რითაც უზრუნველყოფილ იქნა ბრალდებულის უფლება ბრალდების მხარის მტკიცებულების ეფექტურად გამოკვლევისა და მათი სანდოობის შემოწმების შესახებ. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმ ნაწილში, რომ ბავშვები ჰყვებოდნენ მისი დედის დარიგებულ ფაქტს, რომ დედას ნ---- ზ---------ს აქვს გარკვეული ქონებრივი ინტერესი და აღნიშნულის გამო არაერთხელ დამუქრებია ტ------– გ---–---–ს. მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით არ იქნა დადასტურებული დაცვის მხარის ზემოთაღნიშნული პოზიცია და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია თავისი პოზიციის დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება. საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ტ------– გ---–---–ის ახლო მეგობარმა და შვილის ვ----–---ა გ---–---–ის ნათლიამ ზ---- ზ-------ემ განმარტა, რომ ტ------–თან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს და მისთვის არასდროს არ უთქვამს ტ------–ს, რომ ნ---- ზ--------- ემუქრებოდა ან ქონებიდან წილს სთხოვდა. ფაქტობრივად იგივე დაადასტურა ტ------– გ---–---–ის მეუღლემ ნ----- ყ---–-------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ნ---- ზ---------ს წილი სახლიდან არ მოუთხოვია და არც დავა არ მიმდინარეობს სასამართლოში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არის უსაფუძვლო და მას სასამართლო ვერ გაიზიარებს. სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნების მიერ გაცემული ლოგიკური, თანმიმდევრული და დამაჯერებელი პასუხები გამორიცხავს არასრულწლოვნების ჩვენებების საეჭვოობას და სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ დამოუკიდებლად აღებული მათი ჩვენებები არის დამაჯერებლი და სარწმუნო, ამასთან, შესაბამისობაშია სხვა მოწმეთა ჩვენებებთან, რაც მათი ჩვენებების სანდოობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის. ბავშვებმა იმავე სიზუსტით, რაც სასამართლოში განმარტეს, მიაწოდეს ინფორმაცია ბ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ზ---- გ---------ს, რომელმაც განმარტა, რომ ბავშვებმა გამოკითხვის დროს უთხრეს, რომ 2019 წლის 26 ი----ს მამამ სახეში ხელი გაარტყა, ასევე, გამომძიებელმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები იყვნენ გონებაგახსნილები. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება არასრულწლოვნების ჩვენებების სანდოობის შეფასების თვალსაზრისით, იმას რომ, მათ დედას ნ---- ზ---------ს გაანდვეს მომხდარი ფაქტის შესახებ, იგივე შინაარსით, რაც სასამართლოში ჩვენების დროს განმარტეს. ნ---- ზ---------მ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც მან ბავშვები ნახა მათ ძალადობის კვალი, კერძოდ, თითების კვალი ეტყობოდათ სახეზე. ანალოგიურს ვერ ვიტყვით ბრალდებულის ამჟამინდელ მეუღლეზე - ნ----- ყ---–-------–---–ზე, რომლის ჩვენებასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. აღნიშნულის საფუძველი ძირითადად ის გარემოებაა, რომ მოწმე ბრალდებულის მეუღლეა და ცხადია აქვს მიკერძოებული დამოკიდებულება ბრალდებულისადმი და მარტივად მოექცა მისი ზემოქმედების ქვეშ. აღნიშნულ შეხედულებას ამყარებს სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ყ---–-------–---–ის დაკითხვისას ბრალდებულის რეპლიკა, როდესაც მან კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებით ჩვენების მიცემისას უთხრა მოწმეს, რომ არასწორ ჩვენებას აძლევდა სასამართლოს, რაზეც მოწმეს წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია და შეაჩერა თხრობა. ამასთან, გასათვალისწინებელია მისი დაკითხვისას დაფიქსირებული ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებები. მაგალითად, მან განმარტა, რომ მუქარას ნ---- ზ---------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ ტ------– გ---–---–ის მიმართ, თუმცა, როდის და რა ფორმით მან სრულყოფილი პასუხი ვერ გასცა დასმულ კითხვას.

3.13. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------– გ---–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ორი პირის მიმართ.

3.14. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს და ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა თუ არა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი. იგი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. აღნიშნული ბრალდების ნაწილში მხარეებმა წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ მიიჩნიეს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ასევე ბრალდებულმა ტ------– გ---–---–მა გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება და სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი აღიარება სრულად თავსებადია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ტ------– გ---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისათვის აუციელებელი ობიექტური და სუბიექტური მხარისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი/გარემოება.

3.15. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------– გ---–---–მა ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3.16. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა.

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ტ------– გ---–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გარდა დაზარალებულ რ----- ი---------–ის ჩვენებისა, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2019 წლის 14 ა--------ს დაახლოებით 16:00 საათზე, ბ--------ის რაიონის სოფელ წ----ში, ბ-----ს მ–---–----ის საცხოვრებელ სახლის ეზოში, ტ------– გ---–---–მა დანის გამოყენებით განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა ხელის არეში რ----- ი---------–ს, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. მოცემული ფაქტი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დადასტურებულ იქნა დაზარალებულ რ----- ი---------–ის ჩვენებით, რომელიც სრულად თავსებადია მოწმის სახით გამოკითხულ ბ-----ს მ–---–----ის, ნანა ლომთაძის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით N0-------- და საქმეში არსებული სხვა ინფორმაციათა ერთობლიობით.

3.17. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ტ------– გ---–---–მა ჩაიდინა: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგალითად; გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის #3-7აპ-14 განაჩენი).

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევისას არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოწმეთა მიერ მიწოდებული არ ყოფილა, სასამართლოს შეფასებით თითოეული მტკიცებულება გამყარებულ იქნა სხვა მტკიცებულებით და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებული სხვადასხვა წინააღმდეგობა არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხარისხის და მოცულობის, რომ ამის გამო არ იყოს გაზიარებული სასამართლოს მიერ.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

4.1. ტ------–ი გ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან აღიარა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

4.2. ტ------– გ---–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით- მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად:

1. დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

2. დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

4. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი.

საქართველოს სსკ-ის 3--ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.

სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი.

სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია, მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური დანაშაულების გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასამართლო სასჯელის განსაზღვრასთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს რამდენიმე გარემოებას, კერძოდ:

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ: ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეულ გარემოებებში), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდათან იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება.

ოჯახში ძალადობასთან საბრძოლველად მიღებული კანონების შესრულებას აბრკოლებს საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულება და ღრმადფესვგადგმული პატრიარქალური მიდგომები და გენდერული სტერეოტიპები, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას განაპირობებს, ხოლო ოჯახში ძალადობა ქვეყნის უმეტეს ნაწილში ძალზე პირადულ და არა საჯარო საკითხად მიიჩნევა.

პრაქტიკის ანალიზით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა უკიდურესად არ გართულდება და სამართალდამცავების ჩარევა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისაგან დაცვის ერთადერთი გზა არ აღმოჩნდება. ამ კონდიციამდე მისვლას კი ხშირად ხელს უწყობს ნათესავებისა და ოჯახის წევრების გარემო, რომლებიც ზეწოლას ახდენენ მსხვერპლის თავისუფალ ნებაზე. ხშირად მსხვერპლის თავისუფალი ნება პარალიზებულია მრავალი ფაქტორით, კერძოდ, სიყვარულით განპირობებული მიმტევებლობის, ნათესავების ზეწოლის, საზოგადოების რეაგირებისა თუ მოძალადის შიშის, შვილების ან საცხოვრებელის დაკარგვის საფრთხის გამო, ვერ ახერხებენ საკუთარი პოზიციის ბოლომდე დაფიქსირებას, რასაც მოგვიანებით ნანობენ და შედეგებსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი მიდიან ლეტალურ შედეგებამდე. მსხვერპლის და მისი შვილების უსაფრთხოებას ექმნება განმეორებითი და შესაძლოა ინტენსივობით უფრო მაღალი ხარისხის საფრთხე, როდესაც მათ რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების, შიშის თუ პრობლემის სერიოზულობის არასათანადო აღქმის გამო უხდებათ კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება და თითქოსდა საკუთარი ნებით უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს.

სწორედ ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების პასუხისმგებლობა გონივრულობის ფარგლებში ეკისრება სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13 ი--–--ის გადაწყვეტილება საქმეზე X და Y საქართველოს წინააღმდეგ (განაცხადი №24/2009), რომელიც საერთაშორისო ორგანოს მიერ საქართველოში ოჯახში ძალადობის შესახებ მიღებული პირველი გადაწყვეტილებაა და შეეხება სახელმწიფოს მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ადეკვატური რეაგირების განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობას. ხსენებული გადაწყვეტილებით კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის მე-2 მუხლის (ბ)-(ვ) პუნქტები, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან და კომიტეტის „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ №19“ რეკომენდაციასთან ერთობლიობაში და გარდა მომჩივანთა დარღვეული უფლებების აღსადგენი კონკრეტული ნაბიჯების მითითებისა, საქართველოს მთავრობას მიმართა რეკომენდაციით სხვა ქალებისა და ბავშვების დასაცავად გააძლიეროს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და ქალთა მიმართ ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით გაატაროს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა. ამასთან, სახელმწიფოს დაევალა 6 თვის ვადაში კომიტეტისათვის წერილობითი პასუხის წარდგენა და ინფორმაციის მიწოდება კომიტეტის დასკვნებისა და რეკომენდაციების ფონზე განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებებზე. ევროსასამართლოს პრაქტიკის შესაბამისადაც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, ერთ მხრივ, თავად არ ხელყოს ადამიანის უფლებები და, მეორე მხრივ, დაიცვას ადამიანი მესამე პირების მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში OPUZ V. TURKEY - ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მოძალადის მიერ მსხვერპლის მკვლელობით დასრულდა, დადგინდა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და მასში ხაზი გაესვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იმ პირობებში, როდესაც ინფორმირებულია ძალადობის არსებობის შესახებ. ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სადაც ოჯახური ძალადობისაგან პრევენციული ოპერატიული ზომების გატარების თაობაზე პოზიტიური ვალდებულების ხელისუფლებისათვის დაკისრებაზეა საუბარი, ევროსასამართლომ დაადგინა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-3 მუხლის დარღვევა ხელისუფლების ორგანოების უუნარობის გამო, დაეცვათ მომჩივანი მისი ყოფილი ქმრის მიერ ოჯახური ძალადობისაგან. დარღვევის დადგენის საფუძვლად კი მიჩნეული იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების დარღვევა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივანისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები.

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ტ------– გ---–---–ის ნაწილობრივ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არაა ნასამართლევი და ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------– გ---–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით იქნება დანაშაულის ადეკვატური, პროპორციული და ამასთან სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 3--ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას. სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელთან მიმართებაში თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასთან საქმეზე OPUZ V. TURKEY, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით.

4. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

4.2. ტ------– გ---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ი--–--ის განჩინებით ყადაღადადებულ ბ--------ი ა----–--ის (პირადი N1----------) და ბ-–--ი ა----–--ის (პირადი N1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზ-----------ს რაიონი, სოფელი ზედა საქარა, საკადასტრო კოდით N3--0--3-.0--.

4.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა და აღებული ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

4.4. საქმეზე დართული ერთი ცალი CD-R დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ------– გ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

 

2. ტ------– გ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. ტ------– გ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ტ------– გ---–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით.

 

5. მსჯავრდებულ ტ------– გ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 03 ი--–--იდან 2019 წლის 18 ი--–--ის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულ ტ------– გ---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ა--------დან.

 

7. მსჯავრდებულ ტ------– გ---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 ი--–--ის განჩინებით ყადაღადადებულ ბ--------ი ა----–--ის (პირადი N1----------) და ბ-–--ი ა----–--ის (პირადი N1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ზ-----------ს რაიონი, სოფელი ზედა საქარა, საკადასტრო კოდით N3--0--3-.0--.

 

8. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

8.1 შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა და აღებული ანაწმენდები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

8.2. საქმეზე დართული ერთი ცალი CD-R დისკი შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

9. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.

 

მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი