განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2003-19
#------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი
სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვ--–-----------------------–-–---–- (დასწრების გარეშე) - საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბ--–----------------------–------------.
ადვოკატი - გ-----------–------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი;
მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ვ--–------------–-–---–ი 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში მუშაობდა შპს „---------–--- ბუღალტრად და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე გააჩნდა წვდომა დამსაქმებელი საზოგადოების ს/ს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. ვ--–------------–-–---–მა გადაწყვიტა აღნიშნული გარემოების გამოყენება შპს „---------–--- კუთვნილი თანხების მისათვისებლად. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მან 2015 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შპს „---------–--- საბანკო ანგარიშიდან G------------------------ თავის სახელზე ს/ს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშებზე G------------------------- G------------------------- G-------------------------------------------------------------------------G------------------------------------------------------ ინტერნეტბანკინგის მეშვეობით საზოგადოების ცალკეულ თანამშრომლებზე განაცემების მითითებით გადარიცხა თანხები, კერძოდ 1) გახმოვანების მსახიობის ლ-–---------ის სახელზე შეასრულა 10 გადარიცხვა ჯამში 17 704.21 ლარზე, 2) ვებ-პროგრამისტის ვ----------------ის სახელზე 11 გადარიცხვა ჯამში 35 186.06 ლარზე, 3) თარჯიმნის ირ-----–---------------ს სახელზე 7 გადარიცხვა ჯამში 22 080.4 ლარზე, 4) ხმის რეჟისორის დ---------–--ის სახელზე 10 გადარიცხვა ჯამში 32 327.5 ლარზე, 5) ინტერნეტ-პროექტების მენეჯერის შ------------ის სახელზე 3 გადარიცხვა ჯამში 2050 ლარზე, 6) პროექტის მენეჯერის ა------------ის სახელზე 3 გადარიცხვა ჯამში 5300 ლარზე, 7) კონტრაქტორ ჟ------------ას სახელზე 1 გადარიცხვა 500 ლარზე, 8) საკუთარ სახელზე 1 გადარიცხვა 1104 ლარზე. შპს „---------–---- თანხების მითვისების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედმა ვ--–------------–-–---–მა სულ ერთობლიობაში გადარიცხა, ხოლო შემდგომ მიითვისა შპს „---------–--- კუთვნილი დიდი ოდენობით 116252,17 ლარი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენელის დ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------–-- წარმოადგენს გასართობ-შემეცნებითი სახის ინტერნეტ პორტალს. კომპანია ფუნქციონირებს 2014 წლიდან, თავად მუშაობს 2018 წლის 1 ივნისიდან ი---------- პოზიციაზე. კომპანიაში განხორციელდა ცვლილებები, ახალმა გუნდმა დაიწყო გარკვეული დოკუმენტაციის გასწორება, მოიყვანეს ფინანსური აუდიტი, ფინანსურმა დეპარტამენტმა აღმოაჩინა საეჭვო ტრანზაქციები 2015-2016 წლებში, დაახლოებით 7-10 თანამშრომლის მიმართ, დოკუმენტებში მითითებული იყო ამ პირთა მონაცემები, ხოლო ანგარიშის ნომერად მითითებული იყო ვ--–------------–-–---–ის ანგარიშის ნომერი, რაც ნიშნავს, რომ თანხები ფინანსურად აღირიცხებოდა თანამშრომლების სახელზე, თუმცა რეალურად თანხები ირიცხებოდა ვ--–------------–-–---–ის ანგარიშებზე. მაგალითად, ლ-–---------ე და კიდევ რამდენიმე თანამმშრომელი ნამდვილად მუშაობენ კომპანიაში, თუმცა მათ სახელზე ეს თანხები არ დარიცხულა. ფინანსურმა დეპარტანმენტმა შემოწმების შედეგად დათვალა 116252,17 ლარი.
ლარის ზარალი, რაც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებული არ არის. ამ საეჭვო ტრანზაქციების განხორციელების დროს შპს-ს ბუღალტერი იყო ვ--–------------–-–---–ი. ამ ტრანზაქციების გამოვლენის შემდგომ პირველ ეტაპზე ვ--–------------–-–---–თან დაკავშირება როდესაც სცადეს, იგი საქართველოში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც შემდეგ შეიტყვეს, მან დატოვა საქართველო და მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–------------ ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 2015 წლის 1 ივლისამდე იყო შპს „---------–--- ბუღალტერი. 2015 წლის 1 ივლისიდან შპს „---------–--- ბუღალტერი იყო ვ--–------------–-–---–ი, რომელიც 2018 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ამ კომპანიაში. ბუღალტრის წვდომა საბანკო ანგარიშებზე გამოიხატება იმაში, რომ ასრულებს გადარიცხვებს, ან უკვე შესრულებული ოპერაციების შესახებ ისტორიას იღებს, რათა ასახოს ბუღალტრულ ბაზაში. გადარიცხვებისათვის ჰქონდა დიჯიპასი, რაც წამოსვლისას გადას–-----–---- ვ------–-–--–-- როგორც იცის, ვ--–---- მისი დატოვებული „დიჯიპასით“ ასრულებდა გადარიცხვებს, შემდეგ მას გაუვიდა ვადა, დირექტორმა მისცა მინდობილობა და აიღო ახალი „დიჯიპასი“. ვ--–------------–-–---–ის მიერ შესრულებული გადარიცხვების თაობაზე გაიგო ადვოკატისგან. როგორც ისთვის ცნობილია, გადარიცხული იყო თანხები თანამშრომლების სახელზე, თუმცა ჩარიცხვები განხორციელებული იყო ვ--–------------–-–---–ის პირად ანგარიშზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „---------––-- ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე. კომპანიაში მუშაობს 2015 წლის ზაფხულიდან. 2015 წლიდან 2017 წლის შემოდგომამდე ვ--–------------–-–---–ი მუშაობდა მათთან ბუღალტერის პოზიციაზე. როგორც იცის, ვ--–----ს ჰქონდა მინდობილობა და ყველანაირ გადარიცხვაზე გააჩნდა წვდომა. აღმოჩნდა, რომ მან კომპანიიდან მიითვისა თანხები. ვ--–---- ხელფასების გადარიცხვის დღეს უწყისში წერდა თანამშრომლების სახელებს, ხოლო ანგარიშის ნომერს უთითებდა თავისას, დაახლოებით 119 000 ლარზეა საუბარი. მითითებულ პირთაგან ზოგიერთი მათი თანამშრომელია, ზოგი არა, თუმცა ყველამ განმარტა, რომ ეს თანხები მათ ანგარიშებზე არ ჩარიცხულა. როდესაც ვ--–------------–-–---–ს უთხრეს, რომ გაიგეს აღნიშნულის თაობაზე, იგი სამსახურში აღარ გამოჩენილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- მუშაობდა 2015 წლის აპრილიდან 2019 წლის ივლისამდე. მისი ხელფასი პერიოდულად იზრდებოდა, ყველაზე მაღალი ხელფასი იყო 1600 ლარი. ხელფასს იღებდა თვეში ორჯერ - თვის შუა რიცხვებში და თვის ბოლოს. სახელფასო ანგარიშები ჰქონდა 2015 წლის აპრილიდან სექტემბრამდე „თი ბი სი ბანკში“, შემდგომი ორი წელი „საქართველოს ბანკში“, მოგვიანებით ისევ გადაიტანა „თი ბი სი ბანკში“ და შემდეგ ისევ „საქართველოს ბანკში“. ერთდროულად ორი სახელფასო ანგარიში არ ჰქონია. მას 17704 ლარი, კერძოდ, 2016 წლის 1 მარტს - 1594 ლარი, 2016 წლის 16 მარტს - 1296 ლარი, 2016 წლის 24 მაისს - 400 ლარი, 2016 წლის 3 ივნისს - 2574 ლარი, 2016 წლის 15 ივნისს - 2604 ლარი 2016 წლის 27 ივნისს - 2500 ლარი, 2016 წლის 15 ივლისს - 1289 ლარი, 2016 წლის 15 აგვისტოს - 2000 ლარი, 2016 წლის 22 სექტემბერს 2000 ლარი, 2016 წლის 2 ნოემბერს - 1445 ლარი მის საბანკო ანგარიშზე არ ჩარიცხულა. საბანკო ამონაწერში მითითებული საბანკო ანგარიშები მისი არ არის და აღნიშნული თანხები მას არ მიუღია. ხელფასი ხელზე არასდროს აუღია. ბუღალტერ ვ--–------------–-–---–ს არ იცნობს, ნანახიც არ ჰყავს, ვინაიდან მისი ოფისი იყო სპორტის სასახლესთან, ხოლო ბუღალტერი სხვა ოფისში იჯდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ვ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- მუშაობდა ვებ-დეველოპერის პოზიციაზე. ხელფასი ჰქონდა 2000 და შემდეგ 2500 ლარი. ანაზღაურებას იღებდა თვეში ორჯერ, რომელიც ერიცხებოდა „საქართველოს ბანკში“, სხვა საბანკო ანგარიშზე ან ხელზე ხელფასი არ მიუღია. 2015 წლის 29 ოქტომბერს - 1700 ლარი, 2015 წლის 04 ნოემბერს - 4198 ლარი, 2015 წლის 16 ნოემბერს -1250 ლარი, 2015 წლის 27 ნოემბერს - 2000 ლარი, 2015 წლის 02 დეკემბერს - 3203 ლარი, 2015 წლის 15 დეკემბერს - 4201,75 ლარი, 2015 წლის 25 დეკემბერს - 4201,75 ლარი, 2016 წლის 11 იანვარს - 1500 ლარი, 2016 წლის 18 იანვარს - 4243,75 ლარი, 2016 წლის 01 თებერვალს - 4325,83 ლარი, 2016 წლის 16 თებერვალს 4361,61 ლარი მას მიღებული არ აქვს. კომპანიაში დასაქმებულ ბუღალტერ ვ--------–-–---–--- შეიტყო მაშინ, როდესაც მოცემულ საქმეზე დაიწყო გამოძიება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ირ-----–---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- მუშაობდა 2018 წლის მაისამდე ჟურნალის რედაქტორად და „ნიუსების“ მთარგმნელად. მისი ხელფასი შეადგენდა 500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში. სამ თვეში ერთხელ იღებდა კვარტალურ დანამატს. ბოლოს ხელფასი ერიცხებოდა „ბაზის ბანკში“, თავდაპირველად კი ერიცხებოდა „საქართველოს ბანკში“. ერთდროულად ორ ბანკში ხელფასი არ დარიცხვია. 2018 წლის 1 მარტს - 4324 ლარი, 2016 წლის 1 მარტს - 4324, 2016 წლის 16 მარტს - 4125 ლარი, 2016 წლის 1 აპრილს - 4056 ლარი, იმავე წლის 28 აპრილს - 2574 ლარი, 2016 წლის 13 ივნისს - 2500, 2016 წლის 8 აგვისტოს - 2500, 2016 წლის 25 სექტემბერს - 2500 ლარი მას არ მიუღია. ვ--------–-–---–ის თაობაზე შეიტყო გამოძიების მიმდინარეობისას, არც მასთან და არც ზემოაღნიშნულ თანხებთან მას რაიმე შეხება არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- მუშაობდა 2015-2016 წლებში პროექტების და შემდეგ პროდუქტ მენეჯერის თანამდებობაზე. მისი ხელფასი იყო 1500 ლარი და საკვებისთვის დამატებით იღებდა 200 ლარს, რომლებიც ერიცხებოდა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე. სხვა საბანკო ანგარიში არ ჰქონია. შესაბამისად, ხელფასი სხვა ანგარიშზე არასდროს დარიცხვია. 2016 წლის 24 ივნისს - 2500 ლარი, 2016 წლის 15 აგვისტოს - 2000 ლარი, 2016 წლის 9 სექტემბერს - 800 ლარი ავანსის სახით არ დარიცხვია საბანკო ანგარიშზე. შესაბამისად, ეს თანხები არ მიუღია. როდესაც ამ თანხებთან დაკავშირებით დაიბარეს, სამსახურიდან საერთოდ წამოსული იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ---------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- მუშაობდა ხმის რეჟისორ-ოპერატორად. ხელფასი „საქართველოს ბანკში“ ან „თი ბი სი“ ბანკში ერიცხებოდა. ხელფასი თავიდან ჰქონდა 900, შემდგომ 1200 ლარი. სამ-ოთხ თვეში ერთხელ ეძლეოდა ავანსი. გამოძიებაში მითითებულ ჩვენებაში დაფიქსირებულ პერიოდში 32327 ლარი მას არ აუღია. „საქართველოს ბანკში“ სხვა საბანკო ანგარიშზე ხელფასი არ მიუღია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- მუშაობდა 2015 წლის მაისიდან 2016 წლამდე კონტენტ მენეჯერის თანამდებობაზე. მისი ხელფასი იყო თავიდან 700, შემდეგ 1000 ლარი. ერთი პერიოდი თვეში ორჯერ ერიცხებოდა ხელფასი, ჯერ ავანსი, შემდეგ ხელფასი, მოგვიანებით კი გაერთიანდა. ხელფასი ერიცხებოდა „საქართველოს ბანკში“. სხვა სახელფასო საბანკო ანგარიში არ ჰქონია. 2015 წლის 07 ოქტომბერს - 1000 ლარი, 2015 წლის 12 ოქტომბერს - 350 ლარი, 2015 წლის 24 ნოემბერს - 700 ლარის მის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. შესაბამისად, მითითებული თანხები მას არ მიუღია. ასევე, ხელფასი ხელზე არასდროს აუღია.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ჟ------------ას გამოკითხვის ოქმის თანახმად დგინდება, რომ გასულ წლებში სხვადასხვა პირთა დაკვეთით ახორციელებდა გადაზიდვებს. აღნიშნული მომსახურეობა გაუწია ასევე შპს „---------–--, რის სანაცვლოდაც ჯამში მიღებული აქვს 1250 ლარი. გამომძიებლის მიერ წარდგენილი G------------------------ საბანკო ანგარიში მას არ ეკუთვნის. შესაბამისად, მასზე დარიცხული თანხა არ მიუღია. ვ--–------------–-–---–თან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ--------------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა დეპარტამენტში მთავარ ინსპექტორად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილების საფუძველზე შეისწავლა შპს „---------–--- და მისივე ბუღალტერ ვ--–------------–-–---–ის საბანკო ტრანზაქციების ისტორიები და გასცა თემატური რევიზიის აქტი, რომლის სისწორეც დაადასტურა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–----–-----–---- განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა დეპარტამენტში მთავარი ინსპექტორის თანამდებობაზე. გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, და-------------–---–თან ერთად ჩაატარა თემატური შემოწმება შპს „---------––--, შეისწავლა მისი და მისი ბუღალტრის „საქართველოს ბანკში“ არსებული პირადი ანგარიშების ამონაწერები და გასცა თემატური შემოწმების აქტი, რომლის სისწორეც დაადასტურა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნ----------ამ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე განცხადებისა და თანდართული მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ჩაატარა სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები: მოწმეთა გამოკითხვები, ინფორმაციის გამოთხოვა, დათვალიერებები, რომელთა სისწორეც დაადასტურა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ საქმის მასალები, ასევე გამოთხოვილი დოკუმენტაცია გამოძიების მიმდინარეობისას ინახებოდა მასთან.
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ „---------–-- რეგისტრირებულია როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 2014 წლის 9 ივნისიდან. დირექტორად დაფიქსირებულია ი-------------–---–ი.
2015 წლის 10 თებერვალს გაცემული მინდობილობის თანახმად დადგენილია, რომ, შპს ,,---------–--- დირექტორი ი-------------–---–ს გ--–------------თვის, სხვა უფლებამოსილებების გარდა, მინიჭებული აქვს „დიჯიპასის“ მიღების უფლებამოსილება, ასევე შპს-ს სახელით საბანკო ანგარიშების გახნისა და ფულადი ტრანზაქციების განხორციელების უფლებამოსილება. 2015 წლის 11 აპრილით დათარიღებული მინდობილობის მიხედვით კი აღნიშნული უფლებამოსილებებით აღიჭურვა ვ--–------------–-–---–ი. 2016 წლის 25 ოქტომბერს კვლავ გაიცა მინდობილობა და ვ--–------------–-–---–ს კვლავ მიენიჭა მითითებული უფლებამოსილებები.
2018 წლის 22 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დგინდება, რომ სს „თი ბი სი ბანკიდან“ გამოთხოვილ იქნა ვ--–------------–-–---–ის (---------------- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 2015 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაცია მოთავსებული DVD-R დისკზე.
2018 წლის 22 ნოემბრის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დგინდება, რომ სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილ იქნა შპს „---------–--- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაცია, ასევე გამოთხოვილ იქნა საბანკო ანგარიშების - G------------------------- G------------------------- G------------------------, G------------------------- G------------------------- G------------------------- G------------------------ მფლობელებზე და აღნიშნულ საბანკო ანგარიშებზე მათი გახსნის დღიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის საიდან განხორციელდა ხსენებული საბანკო ანგარიშებიდან თანხების განაღდება, ასევე გამოთხოვილ იქნა ვ--–------------–-–---–ის (---------------- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 2015 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაცია, მოთავსებული DVD-R დისკზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის თემატური რევიზიის აქტით დადგენილია, რომ გამოძიების მიერ წარდგენილი მასალების შესწავლით გამოვლინდა, რომ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ შპს „---------–--- (ს/ნ 4--------- კუთვნილი NG------------------------ ანგარიშიდან, 2015 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, ორგანიზაციის ბუღალტრის ვ--–------------–-–---–ის (---------------- მიერ, ამავე ბანკში გახსნილ მის პირად ანგარიშებზე ჩარიცხულია 116 252,17 ლარი. აღნიშნული თანხა ირიცხებოდა როგორც ფიზიკური პირებისათვის სხვადასხვა დანიშნულებით გადახდილი თანხები, მათ შორის: N------------------------- ანგარიშზე ირ-----–---------------სთვის (---------------- ავანსის სახით ჩარიცხულია 22080,40 ლარი, NG------------------------ ანგარი–------- მ--------------- (---------------- ავანსის სახით ჩარიცხულია 5300 ლარი, N------------------------- ანგარიშზე შ----------------------------------------------------------–----–---------–-------------- 350 ლარი, სულ 2050 ლარი, N------------------------- ანგარიშზე დ---------–--ისთვის (---------------- ხელფასის სახით ჩარიცხულია 6578,02 ლარი, ავანსი 25749,48 ლარი და ვ--–------------–-–---–ისთვის (---------------- 1104 ლარი, სულ 33431,50 ლარი, N------------------------- ანგარიშზე ვ----------------ისთვის (---------------- ხელფასის სახით ჩარიცხულია 33686,06 ლარი, ბონუსი 1500 ლარი, სულ 35186,06 ლარი, N----------------------- ანგარიშზე ლ-–---------ისთვის (პ/ნ 0----------) ავანსის სახით ჩარიცხულია 13684,87 ლარი, ბონუსი 4019,34 ლარი სულ 17704,21 ლარი, NG------------------------ ანგარიშზე ჟ------------ასთვის (პ/ნ 3----------- ტრანსპორტირების ღირებულება 500 ლარი.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
2015 წლის 11 აპრილით დათარიღებული მინდობილობის მიხედვით შპს „---------–--- დირექტორმა ი-------------–---–მა, სხვა უფლებამოსილებების გარდა, ვ--–------------–-–---–ს მიანიჭა „დიჯიპასის“ მიღების უფლებამოსილება, ასევე შპს-ს სახელით საბანკო ანგარიშების გახნისა და ფულადი ტრანზაქციების განხორციელების უფლებამოსილება. 2016 წლის 25 ოქტომბერს კვლავ გაიცა მინდობილობა და ვ--–------------–-–---–ს მიენიჭა მითითებული უფლებამოსილებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–------------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ივლისს შპს „---------––-- ბუღალტრის პოზიციაზე დაინიშნა ვ--–------------–-–---–ი, რომელიც 2018 წლის სექტემბრამდე მუშაობდა კომპანიაში. ბუღალტერს ჰქონდა წვდომა საბანკო ანგარიშებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი ასრულებს გადარიცხვებს, ან უკვე შესრულებული ოპერაციების შესახებ ისტორიას იღებს, რათა ასახოს ბუღალტრულ ბაზაში. გადარიცხვებისათვის ბუღალტერს ჰქონდა დიჯიპასი, რაც წამოსვლისას გადას–-----–---- ვ------–-–--–-- როგორც იცის, დიჯიპასის გადაცემის შემდეგ ვ--–---- ასრულებდა გადარიცხვებს მისი დიჯიპასით, შემდეგ მას გაუვიდა ვადა, დირექტორმა მას მისცა მინდობილობა და აიღო ახალი დიჯიპასი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის წარმომადგენელის მოწმე დ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ შპს „---------––-- ფინანსური აუდიტის შემოსვლის შემდგომ ფინანსურმა დეპარტამენტმა აღმოაჩინა საეჭვო ტრანზაქციები 2015-2016 წლებში, რა დროსაც კომპანიის ბუღალტერი იყო ვ--–------------–-–---–ი.
სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის 2019 წლის 14 თებერვლის თემატური რევიზიის აქტით დადგენილია, რომ გამოძიების მიერ წარდგენილი მასალების შესწავლით გამოვლინდა, რომ სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ შპს „---------–--- (ს/ნ 4--------- კუთვნილ NG------------------------ ანგარიშიდან, 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში, ორგანიზაციის ბუღალტრის ვ--–------------–-–---–ის (---------------- მიერ, ამავე ბანკში გახსნილ მის პირად ანგარიშებზე ჩარიცხულია 116 252,17 ლარი.
აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი შპს „---------–--- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშების - G------------------------- G------------------------- G------------------------, G------------------------- G------------------------- G------------------------- G------------------------ მფლობელებზე და აღნიშნულ საბანკო ანგარიშებზე მათი გახსნის დღიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ინფორმაციით, ვ--–------------–-–---–ის (---------------- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 2015 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ინფორმაციით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „---------–--, რომლის დირექტორია ი-------------–---–ი, დაფუძნებულია 2014 წელს. დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობების თანახმად, 2015 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით ვ--–------------–-–---–ს მინიჭებული ჰქონდა უფლება შპს „---------–--- სახელით ეწარმოებინა ფინანსური ოპერაციები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--–------------ ჩვენების თანახმად, 2015 წელს ის იყო ბუღალტერი აღნიშნულ შპს-ში, ხოლო მას შემდეგ იმავე უფლებამოსილებას ახორციელებდა ვ--–------------–-–---–ი, რომელსაც დაუტოვა თავისი დიჯიპასი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სს „საქართველოს ბანკიდან“ გამოთხოვილი შპს „---------–--- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2015 წლის 01 ივლისიდან 2016 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაციით, საბანკო ანგარიშების - G------------------------- G------------------------- G------------------------, G------------------------- G------------------------- G------------------------- G------------------------ მფლობელებზე და აღნიშნულ საბანკო ანგარიშებზე მათი გახსნის დღიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაციით, ვ--–------------–-–---–ის (---------------- მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშებზე 2015 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის თანხების მოძრაობის ამსახველი სრული ელექტრონული ინფორმაციითა და ამ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ჩატარებული თემატური რევიზიის აქტის მიხედვით დადგინდა, რომ ვ--–------------–-–---–ს სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ მის პირად ანგარიშებზე გადარიცხეული აქვს თანხები შპს „---------–------- საერთო ჯამში 116 252,17 ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხებს ვ--–------------–-–---–ი რიცხავდა მის ანგარიშებზე, როგორც სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის სხვადასხვა დანიშნულებით გადახდილი თანხები. ზემოთმითითებული თემატური რევიზიის აქტის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ-----–----–-----–---- და და-------------–---–მა. ვ--–------------–-–---–ის მიერ ფულადი თანხების გადარიცხვების განხორციელებისას გადარიცხვის დანიშნულებაში მითითებულმა პირებმა: ლ-–---------ემ, ვ----------------მა, ი-------–----------------- ა--------------- დ---------–--ემ, შ------------ემ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მიუთითეს, რომ მათ ანგარიშებზე ვ--–------------–-–---–ის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხული ოდენობის თანხები არ ჩარიცხულა და მათ ეს თანხები არ მიუღიათ. ამასთან, მოწმეებმა განმარტეს, რომ ისინი სარგებლობდნენ ერთი სახელფასო საბანკო ანგარიშით. სხდომაზე გამოქვეყნდა ასევე ჟ------------ას გამოკითხვის ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ G------------------------ საბანკო ანგარიში მას არ ეკუთვნის და მასზე დარიცხული თანხა მას არ მიუღია.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ--–------------–-–---–ი, რომელიც იყო შპს „---------–--- ბუღალტერი და სარგებლობდა ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების უფლებამოსილებით, ჰქონდა გადარიცხვების განსახორციელებლად აუცილებელი დიჯიპასი, შპს-ს კუთვნილ თანხებს რიცხავდა არადანიშნულებისამებრ, კერძოდ შპს-ს თანამშრომლებს უთითებდა თანხის გადარიცხვის დანიშნულებაში, უთითებდა, რომ ამ თანამშრომლებს ეს თანხები ერიცხებოდათ თითქოსდა ხელფასის, ბონუსის ან ავანსის სახით, რეალურად კი ანგარიშის ნომრად მითითებული ჰქონდა სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილი საკუთარი ანგარიშები, სადაც ხორციელდებოდა თანხების გადარიცხვა, შესაბამისად, ამ გზით იგი მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდა შპს „---------–---- კუთვნილ ფულად თანხებს. შპს „---------–---- თანხების მითვისების ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით მოქმედმა ვ--–------------–-–---–მა სულ ერთობლიობაში გადარიცხა, ხოლო შემდგომ მიითვისა შპს „---------–--- კუთვნილი დიდი ოდენობით 116 252,17 ლარი, რითაც ორგანიზაციას მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის დ--------–--ის ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ვ--–------------–-–---–ს კომპანიისთვის არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი, ხოლო ა-----------–---–-- ჩვენების თანახმად კი დადგენილია, რომ როდესაც ვ------–-–---–- უთხრეს, რომ გაიგეს მის მიერ შპს „---------–--- კუთვნილი თანხების ვ--–------------–-–---–ის ანგარიშზე გადარიცხვის თაობაზე, იგი კომპანიაში აღარ გამოჩენილა. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგინდა ის გარემოებაც, რომ თავად ვ--–------------–-–---–მაც მოწმეებთან პირადი საუბრისას დაადასტურა მის მიერ შპს „---------–--- კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტი.
ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ--–------------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმფციიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვ--–------------–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები. განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით. მითვისებისათვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით: პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი ქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს და სურს კიდეც ზიანის მიყენება. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარების მოტივით და მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე. ამ მუხლის პირველი ნაწილის სუბიექტი ის პირია, რომელსაც კონკრეტული ნივთის მიმართ აქვთ იურიდიული წვდომა და რაც მთავარია მის მიმართ სხვაგვარი სამართლებრივი უფლებამოსილება გააჩნიათ. თუ მიმთვისებელი ამგვარი პირია მისი მოქმედება დაკვალიფიცირდება 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სადაც საუბარია მითვისებაზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. სწორედ სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით აღმოჩნდა ეს ქონება მის მართლზომიერ გამგებლობაში. ამ მაკვალიფიცირებელი გარემოების ამსრულებელი შეიძლება იყოს არა მარტო სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი (მოხელე, მასთან გათანაბრებული პირი ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი), არამედ სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციის (კერძო სექტორის) ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს დიდი ოდენობით ზიანს, კერძოდ: დაზარალებულს მიადგა 116 252,17 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ვ--–------------–-–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ--–------------–-–---–ი მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, რომელიც იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ--–------------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რ------------ ვ--–------------–-–---–ი არ არის ნასამართლევი და მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არ არის ანაზღაურებული ზიანი, რომელიც მიადგა დაზარალებულ შპს „---------–-- ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ--–------------–-–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.
ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე დართული DVD-R დისკი, მოთავსებული ქაღალდის კონვერტში, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე დართული CD-R დისკი, მოთავსებული ქაღალდის კონვერტში, გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმზე დართული CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ--–------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელი პირის პოზიციაზე საქმიანობის უფლება.
2. ვ--–------------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
3. ვ--–------------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე დართული DVD-R დისკი, მოთავსებული ქაღალდის კონვერტში, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმზე დართული CD-R დისკი, მოთავსებული ქაღალდის კონვერტში, გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმზე დართული CD დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი პროკურორის ან ადვოკატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
7. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი