განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
010100119003154383
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100119003154383

საქმეN1-751/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04.03. 2020 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორები - ალ------------------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: ირ---–-------ძე

მამის სახელი: ოს----

დაბადებული: 2--0--1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ნასამართლობა: არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

მცხოვრები: ქობულეთის რაიონი სოფელი ქვ------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტი;

 

ბრალდებულის ადვოკატი - და-------------ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე საქმე №1-----------

 

1.აღწერილობით სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ირ---–-------ძემ გამოძიებით დადგენილ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით- 1.3432 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინს“, რომლის ნაწილი - 0,008 გრამი ამოღებული იქნა, 2019 წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცი-------ში, პე------ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაწილი - 1.2714 გრამი ამოღებული იქნა 2019 წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ------------ეში მდებარე ირ---–-------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ხოლო 0,0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ ამოღებული იქნა, 2019 წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილებიდან, ირ---–-------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს - მისივე მითითებით;

 

1.2. ირ---–-------ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და დაუდგენელ პირებზე დიდი ოდენობით 0,0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი უკანონოდ გასაღების მიზნით განათავსა ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მისამართზე, რაც 2019 წლის 16 ივლისს იქნა ამოღებული მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, რის გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა

 

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების

უკანონო გასაღების მცდელობა

 

2.1. საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2019 წლის 16 ივლის დაიწყო გამოძიება ირაკლი ოს----ს ძე ბერიძის მიმართ - ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და მოხმარების ფაქტზე; (იხ. ს/ფ 1)

 

2.2. ზა----–-----–--ემ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში; 2019 წლის 16 ივლისს მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ ირ---–-------ძის პირად ჩხრეკაში. პირადი ჩხრეკის ამოღებული იქნა ერთი აბი ნარკოტიკული ნივთიერება. იმავე დღეს ირ---–-------ძე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

პირადი ჩხრეკის დროს ბრალდებულმა განაცხადა, რომ ის ინახავდა ნარკოტიკულ საშულებებს თავისი საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობებში, აღნიშნულის საფუძველზე ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე შენაფუთი მასში მოთავსებული კონვალუტის ჩამონაჭერებით; შენაფუთებში აღმოჩნდა 160 ტაბლეტი, ქარხნულად შეფუთული კონვალუტის ჩამონაჭერი;

 

აღნიშნულის შემდეგ, ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში გამოკითხა ბრალდებული ირ---–-------ძე, რომელმაც გამოთქვა სურვილი, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაედასტურებინა საგამოძიებო ექსპერიმენტით. საგამოძიებო ჯგუფი ბრალდებულთან ერთად, ბრალდებულის მითითებით გავიდა ქობულეთში აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ქვის მოსაცდელთან, რომლის უკან, ქვის ქვეშ ინახებოდა 1 აბი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესით;

 

აღნიშნულის შემდეგ, საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცი-------ის მონაკვეთზე, სადაც იყო აბრა წარწერით - „იყიდება მიწის ნაკვეთი“, იქვე იყო რკინის მოაჯირი, რომლის ჭრილიდან ირ---–-------ძის მითითებით ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები.აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 120-150 მეტრის მოშორებით გზის მონაკვეთზე ეგდო პლასტმასის დეტალის ნაწილი, საიდანაც ასევე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. შემდეგ, ექსპერიმენტი გაგრძელდა სოფელ ცი-------ში მდებარე პე------ ციხესთან, საიდანაც ბრალდებულის მითითებით ციხის კედელსა და ქვის შუაში აღმოჩნდა სიგარეტის კოლოფი წარწერით ,,სობრანიე“, რომლიდანაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალებები. რომლებიც ასევე დალუქული იქნა;

აღნიშნულ საქმეში ის ასევე მონაწილეობდა ნივთიერი მტკიცებულების გახსნასა და დათვალიერებაში. დათვალიერდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები; ,,ჰუ----ს“ ფირმის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა ოთხი ვიდეო ფაილი, აღნიშნულ ვიდეოფაილებში ფიქსირდებოდა, თუ როგორ იყო განლაგებული სხვადასხვა ადგილებში ნარკოტიკული საშუალებები. აღნიშნულ ოთხივე ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს ის ადგილები, საიდანაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს იქნა ნარკოტიკული ნივთიერებები ამოღებული.

აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია ირ---–-------ძის მითითებით და მისი თანამშრომლობის შედეგად. (იხ. სხდომის ოქმი 25.10.2019 წ 14:21:53 სთ-14:38:19 სთ)

 

2.3 მოწმის სახით დაკითხვისას გი-----------–--ემ განმარტა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივების სამმართველოში; 2019 წლის 16 ივლისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ირ---–-------ძის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ბრალდებულმა თანხმობით წარადგინა ნარკოტიკული საშუალება, აღნიშნულის გარდა მისგან ამოღებული იქნა ასევე მობილური ტელეფონები; ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით; ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ის ინახავდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს საცხოვრებელ სახლში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეში. აღნიშნულ მისამართზე, ბრალდებულის მითითების საფუძველზე, დამხმარე სათავსოს უკან მდებარე კასრიდან ამოღებული იქნა 3 შენაფუთი, სადაც აღმოჩნდა სულ 160 ტაბლეტი ნარკოტიკული საშუალება, სახლის ჩხრეკის შედეგად სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოჩენილა.

ბრალდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით მას სხვა ადგილებშიც ქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები, რის საფუძველზეც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი;

გავიდნენ ქობულეთში მე--------–--ის გამზირზე მოსაცდელის უკან ქვის ქვეშ, ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილას, აღმოჩენილი იქნა ნარკოტიკული ნივთიერება. შემდეგ წავიდნენ ცი-------ის გზაზე, რკინის ბორდიურიდან ამოღებული იქნა ტაბლეტები, აღნიშნული ადგილიდან 100 მეტრის დაშორებით პლასტმასის ნატეხებიდან ამოღებული იქნა ასევე ნარკოტიკული ნივთიერებები, შემდეგ ექსპერიმენტი გაგრძელდა ცი-------ში, პე------ ციხის კედელთან ბრალდებულისვე მითითებით ამოიღეს სიგარეტის კოლოფი, რომელშიც აღმოჩნდა ასევე ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული იქნა სულ 8 აბი, რომელიც ბრალდებულის განმარტებით იყო მის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული. (იხ. სხდომის ოქმი 25.11.2019წ; 15:37:34 სთ-14:48:25 სთ)

 

2.3. გი--–---–---–მა მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მუშაობს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, დეტექტივების სამმართველოში, დეტექტივ გამომძიებლის თანამდებობაზე; მონაწილეობდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის საგამოძიებო მოქმედებაში და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ირ---–-------ძის მითითებით სახლის უკან კონტეინერიდან აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სამი პაკეტი, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც დასურათდა შეიფუთა წესისამებრ. აღნიშნულის შემდეგ, ქობულეთის რაიონულ სამმართველოში გამოკითხული იქნა ირ---–-------ძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, რის საფუძველზეც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გავიდნენ ბათუმის მიმართულებით ავტობუსის გაჩერებასთან, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი აბი, მეორე ადგილი იყო აბრასთან სადაც აღმოჩნდა კიდევ ოთხი, აღნიშნული ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში კიდევ ორი ცალი აბი, აღნიშნულის შემდეგ, პე------ ციხესთან, სიგარეტის კოლოფ ,,სობრანიეში“ იყო ერთი ცალი აბი; ეს ადგილები და ამოღებული აბები იქნა დასურათებული და დალუქული; ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა გამომძიებლები და ექსპერტი. ბრალდებული საგამოძიებო მოქმედებების დროს თანამშრომლობდა გამოძიებასთან უშუალოდ მისი მითითების საფუძველზე იქნა ამოღებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღნიშნული 8 აბი (იხ. სხდომის ოქმი 25.11.2019წ; 15:50:56 სთ-15:56:38 სთ).

 

2.4. მოწმე ჯა-----–--------ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2019 წლის 16 ივლის მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ირ---–-------ძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და საგამოძიებო ექსპერიმენტში; საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა საღამოს საათებში, ექსპერიმენტი დაიწყო პოლიციის შენობის ეზოდან, რომელიც შემდეგ გრძელდებოდა ბრალდებულის მიერ მითითებულ ადგილებში, პირველი გაჩერება იყო მე--------–--ის გამზირზე, ავტობუსების გაჩერების შენობის უკანა მხარეს არსებული ქვის ქვეშ იყო ერთი აბი, რომელიც ადგილზევე დაილუქა, აღნიშნული ადგილიდან წავიდნენ ცი-------ში, სასტუმრო ,,მე----------ს“ გადასახვევთან რკინის მოაჯირის უკანა მხრიდან იქნა ამოღებული ოთხი ცალი პოლიეთილენის ნაჭერში შეფუთული აბი, შემდეგ ბათუმის მიმართულებით დაახლოებით 100-150 მეტრის დაშორებით გზის სავალი ნაწილიდან იყო პლასტმასის ავზის ნატეხები საიდანაც ამოღებული იქნა ორი ცალი აბი, შემდეგ წავიდნენ ცი-------ის მიმართულებით, პე------ ციხის კედელთან თაროს მაგვარ ადგილას - სიგარეტის კოლოფში იყო ერთი ცალი. აღნიშნული ნივთიერებები დაასურათა, ამოიღეს და დალუქეს; ექსპერიმენტში მასთან ერთად მონაწილეობდნენ გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელები. (იხ. სხდომის ოქმი 23.12.2019წ; 16:03:06 სთ-16:15:38 სთ);

 

2.5. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გუ-–-------------ძის, მიერ 2019 წლის 16 ივლისს 15:10 საათიდან 16:09 საათამდე დროის შუალედში, ქობულეთის რაიონ, სოფელ ცი-------ში, პე------ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ირაკლი ოს----ს ძე ბერიძის პირადი ჩხრეკა, პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში, ნებაყოფლობით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე.

პირადი ჩხრეკის შედეგად - ირ---–-------ძის ტანსაცმლის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდი, რომლის გახსნის შედეგად, მასში აღმოჩნდა თეთრი ფერის ექვსკუთხა ერთი ცალი ტაბლეტი წარწერით ,,N8“, რომელიც დალუქული იქნა სპეციალური ლუქით. აღნიშნულის შემდეგ ამოღებული იქნა ,,სა-------ს“ ფირმის ვერცხლისფერი მობილური ტელეფონი მასში არსებული ,,ბილაინის“ სიმ ბარათით და შავი ფერის ,,ჰუ----ს“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში არსებული ,,ჯეოსელის“ სიმ ბარათით. ამოღებული ნივთები დაილუქა. პირადი ჩხრეკის შედეგად, სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ აღმოჩენილა. (იხ. ს/ფ17-21)

 

2.6. საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გუ-–-------------ძის და დეტექტივ გამომძიებლის ზუ-----–---–---–ის მიერ 2019 წლის 16 ივლისს 17:09 სთ-დან 18:30 სთ-მდე პერიოდში, ჩატარდა ირ---–-------ძის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად ირ---–-------ძის თანხმობით და მითითებით, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: ეზოში, „ბოსელის“ (პირუტყვის სადგომის) გვერდით რკინის კასრიდან ოთხკუთხა პლასტმასის კონტეინერი, რომელშიც აღმოჩნდა სამი მოყვითალო ფერის შენაფუთი, ერთ-ერთში აღმოჩნდა ქარხნულად შეფუთული 42 ცალი კონვალუტის ბუდე უცხოური წარწერებით. მეორე შენაფუთის გახსნისას აღმოჩნდა 49 ცალი კონვალუტის ჩამონაჭერი ბუდე, როგორც პირველ შენაფუთში, ხოლო მესამე შენაფუთში აღმოჩნდა 69 ცალი ქარხნულად დამზადებული კონვალუტის ჩამონაჭერი. ერთ-ერთი კონვალუტის ბუდის გახსნისას მასში აღმოჩნდა თეთრი ფერის ექვსკუთხა ტაბლეტი წარწერით ,,N8“. აღნიშნული 160 ცალი კონვალუტის ჩამონაჭერი დალუქულ იქნა ექსპერტის მიერ სპეციალურ პაკეტში №FCI435518, აღნიშნულის შემდეგ ჩხრეკის შედეგად სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული და აღმოჩენილი ვერ იქნა. (იხ. ს/ფ 52-59)

 

2.7. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის ზა----–-----–--ის მიერ, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება, 2019 წლის 16 ივლისს, 22:15 საათიდან 23:50 საათამდე შუალედში, დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც ირ---–-------ძეს განემარტა მისი უფლება მოვალეობანი, გამოთქვა სურვილი, რომ მის მიერ მიცემული ჩვენება დადასტურდეს ადგილზე მისვლით, რის შემდეგაც ქობულეთის რაიონული სამმართველოს ეზოდან წავიდნენ ქალაქ ბათუმის მიმართულებით. მ. აბ-–-------------------ში მდებარე სახლის მოპირდაპირედ ქვის მოსაცდელთან ირ---–-------ძის მითითებით, მოსაცდელის უკანა მხარეს ქვის ქვედა მხრიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენისა და თეთრი ფერის ქაღალდის შენაფუთი, რომელშიც აღმოჩნდა ერთი ცალი ექვსკუთხა, თეთრი ფერის აბი წარწერით N8, რომელიც შეიფუთა სპეციალურ პაკეტში და გაუკეთდა შესაბამისი წარწერა.

აღნიშნულის შემდეგ, გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე, ცი-------ის მონაკვეთზე ბრალდებულის მითითებით სასტუმრო ,,მე----------ს“ აბრიდან დაახლოებით 8-10 მეტრის შემდეგ, რკინის მოაჯირის ჭრილიდან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ქაღალდის და პოლიეთილენის ნაჭრებში შეფუთული ოთხი ცალი ერთი ზომის და ფორმის ექვსკუთხა აბი, წარწერით ,,N8“, რომლებიც მოთავსდა კონვერტში და გაუკეთდა შესაბამისი წარწერა.

აღნიშნულის შემდეგ, საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა, ბათუმი ქობულეთის საავტომობილო გზაზე, სასტუმრო ,,მე----------ს“ გადასახვევთან დაახლოებით 100-120 მეტრის დაშორებით, ბრალდებულის მითითებით, გზის სავალი ნაწილიდან დაახლოებით 2 მეტრის დაშორებით ეგდო წყლის ე.წ ,,ბაჩონკა“ , რომელშიც აღმოჩნდა მოწითალო ფერის პოლიეთილენისა და თეთრი ფერის ქაღალდის შეფუთული 2 ცალი ექვსკუთხა აბი წარწერით ,,N8“, რომელიც შეფუთულ იქნა, საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა პე------ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ბრალდებულის მითითებით ციხის კედლის ძირში არსებული ქვიდან ამოღებული იქნა, სიგარეტ ,,სობრანიეს’’ კოლოფი, საიდანაც ამოღებული იქნა ერთი ცალი ფირფიტის ნაჭერი (ბუდე) წარწერით 808010 subling. აღნიშნულის შემდეგ, ბუდე მოთავსებულ იქნა სპეციალურ კონვერტში და დაილუქა სპეც. პაკეტში. (იხ. ს/ფ 93-97)

 

2.8. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით N9----- დადგენილია, რომ ირ---–-------ძე კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნოქიმიური იმუნოქროტესტით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: JWH-018/JWH-073/JWH-200/JWH-398 სინთეზური კანაბინოიდი, ამფეტამინი, მდმა (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი-ექსტაზი), კოკაინი, ოპიუმის ჯგუფი, ტეტრაჰიდროკანაბინოლზე, ფსიქოტროპულ ნივთიერება ბენზოლიზის ჯგუფი, მეტადონი, ტრამადოლი, მეტამფეტამინზე, ბუპრენორფინზე -მიღებულია უარყოფით შედეგი. ( იხ. ს/ფ 123-125).

 

2.9. საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით №ქ---- დადგენილია, რომ ქაღალდის პაკეტში, მოთავსებული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 1 (ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,4 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს- 0,008 გრამის ოდენობით

- ნომერ FCI435518 პაკეტში დალუქული, 160 (ასსამოც) ცალ კონვალუტის ფირფიტის ამონაჭერში, წარწერით ,,suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone“ მოთავსებული თეთრი ფერის, ექსვსკუთხა ფორმის 135 (ასოცდათხუთმეტი) ცალი ტაბლეტი, ტაბლეტის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით 63,5714 გრამი, ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინს-1.2714 გრამის ოდენობით.

ნომერ FCD1291931 პაკეტში დალუქული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 1 (ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით -0,4 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს- 0,008 გრამის ოდენობით.

ნომერ FCD1291932 პაკეტში დალუქული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 4 (ოთხი) ცალი ტაბლეტი, წონით -1,5986 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს- 0,0319 გრამის ოდენობით.

ნომერ FCD1291933 პაკეტში დალუქული, თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 2 (ორი) ცალი ტაბლეტი, წონით -0,7954 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება -ბუპრენორფინს- 0,0159 გრამის ოდენობით.

ნომერ FCD1291933 პაკეტში დალუქული, 1 (ერთი) ცალი კონვალუტის ფირფიტის ამონაჭერში, წარწერით: ,,suboxone 8mg/2mg buprenorphine/naloxone“, მოთავსებული თეთრი ფერის, ექვსკუთხა ფორმის 1 (ერთი) ცალი ტაბლეტი, წონით 0,4 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერებას - ბუპრენორფინს- 0,008 გრამის ოდენობით. ( იხ. ს/ფ 130-135).

 

2.10. 08.08.2019 ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე დათვალიერებული იქნა ირ---–-------ძის კუთვნილი მობილური ტელეფონი. დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ 2019 წლის 16 ივნისს, პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი მოთავსებული და დალუქულია თეთრი ფერის კონვერტში. კონვერტის ერთ მხარეს არის წარწერა სს N1----------- საქმეზე ირ---–-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ც. მობილური ტელეფონი, ი.ბე--------------–----------–------------------ე ხელმოწერებით. ხოლო მეორე მხარეს კუთხეებში გააჩნია მასტიკური ბეჭდის ანასახი. აღნიშნული კონვერტის გახსნის შემდეგ კონვერტში მოთავსებული იყო სა-------ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3--------------- 3-------------- მასში მოთავსებული ბილაინის სიმ ბარათით და ჰუ----ს ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 8---------------; 8-------------- ჯეოსელის სიმ ბარათით. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია, ხოლო მობილური ტელეფონები სიმ ბარათებით დაილუქა კანონით დადგენილი წესით; (იხ. ს/ფ 201-202)

 

2.11. 08.08.2019 ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, „ჰუ----ს“ ფირმის მობილური ტელეფონის ჩართვის და დათვალიერების შედეგად გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული, ხოლო სა-------ს ფირმის მობილური ტელეფონის ჩართვის შედეგად მოძიებული იქნა 1 წუთი და 02 წამის ხანგრძლიობის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის სოფელ ცი-------ის მონაკვეთი და გაურკვეველი ნომრის ვერცხლისფერი მანქანა, აღნიშნული საავტომობილო გზის სოფელ ცი-------ის მონაკვეთზე, გადის მანძილს, გადადის გზის ნაწილიდან და პე------ ციხის კლდეში არსებულ თაროზე ქვის გვერდით დებს სიგარეტის კოლოფს, რომელიც 2019 წლის 16 ივლის იქნა ამოღებული.

ამის შემდეგ, ჩაირთო 16 წამის ხანგრძლიობის ვიდეო, რომლის ჩართვის შემდეგ ჩანს ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის აბაშიძის ქუჩის N86-ის მიმდებარე ტერიტორია, სავალი ნაწილის გვერდით დგას გაურკვეველი ნომრით და მარკით ვერცხლისფერი ავტომობილი და ქვის მოსაცდელი, სადაც მიდის პიროვნება კამერა აფიქსირებს პატარა პოლიეთილენის პარკში შეფუთულ ნივთს, რომელიც ამოღებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.

ამის შემდეგ, დათვალიერდა 52 წამის ხანგრძლიობის ვიდეო, სადაც ვიდეოზე ჩანს ბათუმი-ქობულეთი საავტომობილო გზის ცი-------ის მონაკვეთი, კამერა აჩვენებს დაზიანებულ უნიტაზს, მასზე დადებულ ქვას, საიდანაც საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება.

შემდეგ დათვალიერდა 8 წამის ხანგრძლიობის ვიდეო, ვიდეოზე ჩანს ბათუმი ქობულეთის საავტომობილო გზის სოფელ ცი-------ის მონაკვეთი და გზის გასწვრივ არსებული მოაჯირი, რომლის უკან, ჭრილში მოსჩანს შენაფუთი, რომელიც ამოღებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.

ამის შემდეგ, მობილურ ტელეფონში დათვალიერებული იქნა მესენჯერი სადაც გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია ვერ იქნა მოპოვებული. (იხ.ს/ფ 203-204)

 

ზ/მითითებული ვიდეოჩანაწერები ასევე გამოკვლეული იქნა საქმის განხილვისას მხარეთა მონაწილეობით, ჩანაწერებით დადასტურებული იქნა გარემოებები, რომლებიც მითითებულია დათვალიერების ოქმით ; (იხ სხდომის ოქმი) ;

 

2.12. საქმის განხილვისას ბრალდებულმა ირ---–-------ძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, მან დაადასტურა, რომ ნამდვილად ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და მიუთითა კიდეც პოლიციის თანამშრომლებს აღნიშნულზე, ის არ უარყოფს, რომ ინახავდა, თუმცა ამის თაობაზე ოჯახში არავინ არ იცოდა; ის გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ და იქ დაეხმარა ბე----–-–--–--ე და შემდეგ მან თხოვა, რომ შეენახა მის მიერ გადმოცემული ნარკოტიკული საშუალებები; რაც შეეხება საავტომობილო გზის გასწვრივ და მოსაცდელთან განლაგებულ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ აბებს, ის ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის, რადგან არ ჰქონდა სურვილი, რომ ოჯახის წევრებს შეენიშნათ და ასევე არ სურდა საფრთხე შეექმნა მათთვის; ამდენად, ის არ აღიარებს ბრალს გასაღების მცდელობის ნაწილში, რადგან მას გასაღება არ ჰქონდა განზრახული; (იხ სხდომის ოქმი 04.03.2020წ);

 

2.13. ბრალდების მხარის დარჩენილი მტკიცებულებები: - მოწმეების ზუ-----–---–---–ის, გუ-–-------------ძის, გა------–-------–--ის, თე----------–-–---–ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და შედეგები, ბე----------------–---–ის მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზა და მისი შედეგები; სა-–------------------–---------–---–----–--------------------------–---ის ჩვენებები, - დაცვის მხარემ უდავოდ ცნო;

 

2.14. ზემოთაღნიშნული - მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული და საქმის განხილვისას გამოკვლეული სადავო მტკიცებულებები წარმოადგენს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ბაზას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ირ---–-------ძის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

2.15. მოცემული საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოეხდინათ საკუთარი პოზიციების მტკიცება და სასამართლოსთვის დაედასტურებინათ ამ პოზიციების მართებულობა;

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულის - ირ---–-------ძის ჩვენება.

 

დაცვის მხარე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან სადავოდ ხდის საგამოძიებო მოქმედების საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების კანონიერებას და ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთიერებების ბრალდებულის მიერ სარეალიზაციოდ მომზადების ფაქტს. კერძოდ, ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი ამტკიცებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბრალდებულს შენახული ქონდა ბე----–-–--–--ის თხოვნის საფუძველზე თავის საცხოვრებელ სახლში და ქობულეთში სხვადასხვა ადგილებზე არა სარეალიზაციოდ, არამედ პირადი მოხმარების მიზნით; დაცვის მხარის მტკიცებით ნარკოტიკული ნივთიერება 160 აბი შეიძინა გასართობ პარკ „ციცინათელასთან“ არსებული სამალავიდან და ბე----–-–--–--ის თხოვნით შეინახა თავის საცხოვრებელ სახლში, ხოლო 9 აბი ბე----–-–--–--ემ სანაცვლოდ გადასცა საჩუქრად; ბრალდებულის განმარტებით მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ვიდეოფაილები მას არ გადაუღია, არამედ „მესენჯერის“ საშუალებით გადმოგზავნილი იყო ბე----–-–--–--ის მიერ; ადვოკატის განმარტებით გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვისას ირ---–-------ძემ დაიბრალა, რომ ნარკოტიკის უკანონოდ გასაღების მიზნით „ბუპრენორფინის“ შემცველი 8 აბი განათავსა სხვადასხვა ადგილებში; საგამოძიებო ექსპერიმენტით სწორედ მისი მითითებით ამოიღეს ეს აბები რომლებიც წარმოადგენენ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას; მოწმეთა ჩვენებებით კი მხოლოდ ირ---–-------ძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, რომ ის იყო განთავსებული გასაღების მიზნით, ამდენად ირ---–-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალი ამ ნაწილში ეყრდნობა მხოლოდ ირ---–-------ძის გამოკითხვის ოქმს და საგამოძიებო ექსპერიმენტს, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენს გამოკითხვისას მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე გასვლით შემოწმებას; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში არ არის ჩანაწერი, რომ აღმოჩენილი აბები განკუთვნილი იყო გასაღებისთვის; ფაქტიურად ეს ოქმი ადასტურებს, მხოლოდ კონკრეტულ ადგილას შენახვის ფაქტს და არა რეალიზაციისკენ მიმართულ მცდელობას; ამდენად მოითხოვს, რომ ირ---–-------ძე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში;

 

2.16. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის, ობიექტური შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, სასამართლო კი დადასტურებულად მიიჩნევს ირაკლი ბერძის მიმართ წარდგენილ ბრალს და ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას და მტკიცებას ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ბრალდების ნაწილში სადავო მტკიცებულებების სახით სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით გამოიკვლია საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ პირთა ჩვენებები; სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში შემოწმებულია მხოლოდ ირ---–-------ძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და არ არის მითითებული, რომ ამოღებული აბები განკუთვნილი იყო გასაღებისთვის, - რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებს რა ნებაყოფლობით ბრალდებული და აღნიშნულს ადასტურებს ხელწერილით, - ოქმში მითითებულია, რომ ბრალდებულ ირ---–-------ძეს წაეკითხა მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, დაეთანხმა და განემარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდებოდა გამოკითხვის ოქმში მიწოდებული ინფორმაციის ვერსიის შესამოწმებლად; ინფორმაცია კი გარკვევით შეიცავდა ვერსიას აბების განლაგების მიზანს წარმოადგენდა სხვა პირებზე ადგილმდებარეობის გადაგზავნა მათთვის აბების მისაწოდებლად, ბრალდებული საქმის განხილვისას ასევე ადასტურებს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება გადმოუგზავნა ვინმე ბე----–-–--–--ემ, თუმცა არ ადასტურებს, რომ მან მოახდინა ამ აბების განლაგება მისივე დავალებით; უბრალოდ განაცხადა, რომ ეს იყო პირადი მოხმარებისთვის - მისი კუთვნილი; ბრალდებულის ჩვენება ნაკლებად სარწმუნო და დამაჯერებელია გამოკვლეულ სადავო მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერებით, ასევე ნაკლებად სარწმუნოა მისი განმარტება კუთვნილ ტელეფონში არსებულ ინფორმაციასთან მიმართებით, ვინაიდან ბრალდებული საქმის განხილვისას განმარტავს, რომ ეს ჩანაწერი მას გადმოუგზავნა ბე----–-–--–--ემ, თუმცა ინფორმაციის გამოთხოვით ამავე ტელეფონიდან ჩანაწერების წარმომავლობა დასტურდება თვით მესაკუთრის მხრიდან, ანუ ჩანაწერები შექმნილია თავად ირ---–-------ძის მიერ; ბუნებრივია მას ჩანაწერები არ ესაჭიროებოდა პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბებისათვის, არამედ ის განკუთვნილი იყო სხვა პირებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად; ასევე არადამაჯერებელია ბრალდებულის განმარტება, რომ ოჯახის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მან აბები განათავსა სახლიდან მოშორებით სხვადასხვა ადგილზე, რადგან მისივე მითითებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით უდიდესი ნაწილი (160 აბი) ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბებისა აღმოჩენილი იქნა საცხოვრებელ სახლთან;

 

ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ დადგენილი გარემოებები , ურთიერთშეჯერებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დადასტურებულია და ისინი საკმარისია ირ---–-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების სრულად დასადასტურებლად;

 

2.17. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no. 35394/97, 34; „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).

 

2.18. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მასზე ბრალად შერაცხული ქმედება; მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები: მოწმეების ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები - წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებათა ბაზას პირის დამნაშავედ ცნობისათვის; სასამართლო ყურადღებას მიაქცევს; სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ გამოვლენილა მოწმეთა მხრიდან რაიმე პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ, რაც აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეინიშნება რაიმე არსებითი სახის წინააღმდეგობები მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ფაქტობრივ გარემოებებში.

 

ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებები გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას და ადასტურებს ბრალდების ნაწილს. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებები ეჭვს გარეშე ადასტურებს, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება; ბრალდებული ცდილობდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ირ---–-------ძემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების მცდელობა;

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების გასაღება. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც მოწესრიგებულია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ან პრეკურსორის ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესით. აღნიშნული წესი დადგენილია როგორც კანონით - „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან პრეკურსორის და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, ისე იმ საერთაშორისო კონვენციებით, რომელსაც საქართველო შეუერთდა და რომლებიც აწესრიგებენ ამ საკითხს.

 

დანაშაულის საგანია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სხვადასხვა ნივთიერება. კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკულ საშუალებას მიეკუთვნება „ბუპრენორფინი“. საერთოდ, საკითხის გადაწყვეტა — მიეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთიერება ნარკოტიკულ საშუალებებს, ფორმალურ-იურიდიული საკითხია და არა სამედიცინო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სასამართლომ არ შეიძლება იხელმძღვანელოს ფარმაცევტული ცნობარებით, ან თუნდაც მოცემული ნივთიერების შეფასება მოახდინოს როგორც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებისა მათი ქიმიური თუ ფარმაკოლოგიური დახასიათების საფუძველზე. სასამართლომ ხელმძღვანელობს იმ სპეციალური დანართით, რომელიც თან ახლავს საქართველოს კანონს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“.

 

ნარკოტიკულ საშუალებაში იგულისხმება სინთეტიკური ან ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერება, პრეპარატი, მცენარე, რომლებიც გაეროს კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ჩამონათვალში.

 

საქართველოს კანონში „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ ჩამოთვლილია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების სია: 1 სია მოიცავს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებების კრებსით ჩამონათვალს. II სია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს. საქართველოში ეს ნივთიერებები სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის აკრძალულია. სწორედ ასეთი ნარკოტიკული საშუალებაა ,,ბუპრენორფინი“ ;

 

განსახილველი ნორმის ობიექტური მხარე გამოიხატება შემდეგ ქმედებებში: უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. ჩამოთვლილ ქმედებათა უკანონობა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ქმედებები ჩადენილია ნარკოტიკული ნივთიერების, მათი ანალოგისა და პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

 

უკანონო შეძენა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებას უკანონოდ, სხვადასხვა გზით. უკანონო შენახვაში იგულისხმება ნებისმიერი განზრახი ქმედება, რაც გამოიხატება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენაში. მაგალითად, მისი შენახვა ბინაში, მანქანის საბარგულში იმის მიუხედავად, მანქანას ატარებს ეს პირი, თუ იგი უძრავ მდგომარეობაში იმყოფება. უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. უკანონო გასაღების საშიშროება რადიკალურად განსხვავდება სხვა ქმედებების: შეძენა, შენახვა და ა.შ. საშიშროებისაგან, რადგან გასაღებისას საფრთხე ექმნება სხვა პირის (შემძენის) სამართლებრივ სიკეთეს. სამართლის მიზანია სწორედ რომ პირის დაცვა არა თვითსაფრთხისაგან, არამედ სხვა პირთა მხრიდან ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. უკანონო გასაღება დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსაღებელი სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გაასხვისებს ნარკოტიკულ საშუალებას სხვა პირზე - გადასცემს მას სხვას.

ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №2-ში, №10 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას. ირ---–-------ძეს მის შენახვის სპეციალური ნებართვა არ ჰქონია;

 

3.2. სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ირ---–-------ძეს არ ჰქონდა განზრახვა გაესაღებინა ნარკოტიკული საშუალებები და მას ის ინახავდა თავისი პირადი მოხმარებისათვის; დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ნაწილში არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები და მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც არ არის მითითებული გასაღების მიზანზე არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის მტკიცებულებად, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო უწყებაში მიცემული ინფორმაცია კი არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან ბრალდებული ამჟამად არ აღიარებს გასაღების მცდელობის ნაწილში ბრალს;

 

3.3. სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ ბრალდებული ირ---–-------ძემ ნარკოტიკული საშუალებები არ განათავსა გასაღების მიზნით;

სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთმანეთის თანხვედრი, დამაჯერებელი და მყარი მტკიცებულებების უტყუარობაში ამ ნაწილში ეჭვის შეტანის საფუძველი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სადავო მტკიცებულებების გამოკვლევისას ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ ირ---–-------ძის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედება - საგამოძიებო ექსპერიმენტში. თანმიმდევრულად აღწერენ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გარემოებებს; მათი განმარტებით თავად ირ---–-------ძის მითითებით გავიდნენ და სხვადასხვა ადგილებიდან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები; მოწმეების: ჯა-----–--------ის, გი-----------–--ის, გი--–---–---–ის, ზა----–-----–--ის ჩვენებებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების: მოწმეების გუ-–-------------ძის, გა------–-------–--ის, გი----------------ის ჩვენებებით დასტურდება, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და ინფორმაციის შინაარსის შესაბამისად ქობულეთის ქ. მე--------–--ის გამზირის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, გავიდნენ გამომძიებლები; გამომძიებელ გუ-–-------------ძის მიერ, ასევე უბნის ინსპექტორ გამომძიებელი გი-----------–--ის მონაწილეობით ჩატარდა ირ---–-------ძესთან საგამოძიებო მოქმედება - პირადი ჩხრეკა; როგორც ჩხრეკის ოქმიდან ისე გი-----------–--ის განმარტებიდან ირკვევა, რომ მიმართვის შემდეგ ირ---–-------ძემ თავად წარმოადგინა მოლურჯო სპორტული მაისურის მარჯვენა ჯიბეში არსებული შენაფუთი, რომელიც ამოიღეს და ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ,,სა-------ს“ და ,,ჰუ----ს“ ფირმის ორი მობილური ტელეფონი სიმ ბარათებით, მათივე განმარტებით ირ---–-------ძეს რაიმე სახის შენიშვნა არ გამოუთქვამს; გუ-–-------------ძის მიერ ადგილზე იქნა შედგენილი, როგორც განმარტა, ჩხრეკის ოქმი და დადასტურებულია ბრალდებულის მიერ ხელის მოწერით; როგორც ჩხრეკის ოქმიდან, ისე გი-----------–--ის, ზა----–-----–--ის და გია შამილიშვილის განმარტებებიდან ირკვევა, რომ პირადი ჩხრეკის დროს ირ---–-------ძემ განაცხადა, რომ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, ასევე ინახავდა მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე დამხმარე სათავსოში ე.წ ბოსელთან რკინის კასრში.

 

აღნიშნული სახით, როგორც მოეწოდა სასამართლოს ინფორმაცია, - გარემოებები დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედების ოქმებშიც, სადაც ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები; კერძოდ ირ---–-------ძის ჩხრეკის ოქმში აღნიშნულია, რომ ირ---–-------ძემ ტანთცმული მოკლე მოლურჯო სპორტული მაისურის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო და წარმოადგინა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი, რომელში შეხვეული შენაფუთის გახსნისას აღმოჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის, ექვსკუთხა აბი წარწერით “N8” ;

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შენაფუთში არსებული ერთი ცალი აბი შეიცავს 0,008 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - ,,ბუპრენორფინს“-.

 

ასევე იმავე სიზუსტითაა დადასტურებული გარემოებები საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმში; მოწმები განმარტავდნენ, რომ ირ---–-------ძის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ადვილი შესაძლებელი გახადა ნარკოტიკული ნივთიერებების დაძებნა და ამოღება;

 

ბრალდებულის განმარტება, რომ ის ამ ადგილებში ნარკოტიკულ საშუალებებს ინახავდა მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის, ნაკლებად დამაჯერებელი და სარწმუნოა იქედან გამომდინარეც, რომ ის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ნარკოტიკული საშუალებების უდიდეს ნაწილს და დასაბუთებული ვარაუდით საცხოვრებელი სახლიდან საკმაო მანძილით დაშორებით საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე აბების განთავსება პირადი მოხმარებისათვის არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა;

 

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ირ---–-------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ ირ---–-------ძის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობას; საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ჩვენებები - პოლიციის თანამშრომლების, გამომძიებლების და ექსპერტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერები - ირ---–-------ძის კუთვნილ მობილურ ტელეფონში შენახული ინფორმაცია, სადაც აბების ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ინფორმაციია ჩაწერილი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, - სასამართლო თვლის, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

3.4. საქმის განხილვით, მხარეთა მონაწილეობით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არაერთი პირდაპირი მტკიცებულებების გამოკვლევისას მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, არც მათი მხრიდან რაიმე სახით ბრალდებულის მიმართ კერძო ინტერესი დადგენილა, შესაბამისად სასამართლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, რაც დადასტურდა საქმის განხილვისას, დადგენილად მიიჩნევს, რომ ირ---–-------ძეს მიერ სხვადასხვა პირებზე გასაღებისთვის გამიზნული ნარკოტიკული საშუალებები განთავსდა სხვადასხვა მისამართებზე მდებარე ადგილებში, შესაბამისად, ბრალდებულმა ყველა ზომა მიიღო დანაშაულის ბოლომდე მისაყვანად, თუმცა საბოლოოდ ნარკოტიკების გასაღება (გადაცემა) ვერ მოხდა პოლიციის თანამშრომლების ჩარევის გამო, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს გადასაცემად გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - პირადი და დროებითი სცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით - დადასტურდა, რომ ირ---–-------ძემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.3432 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რომლის ნაწილს 1.2714 გრამს ინახავდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვ------------ეში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ; ნაწილს - 0,008 გრამ „ბუპრენორფინს“ ინახავდა ჯიბეში რაც ამოღებული იქნა, 2019 წლის 16 ივლისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცი-------ში, პე------ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაწილი - 0,0638 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა პირებზე გადასაცემად;

 

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია №29 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ბუპრენორფინი” 0.012 გრამზე მეტი ქმნის დიდი ოდენობას, ხოლო 0.12 გრამზე მეტი - ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდ ოდენობას

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ირ---–-------ძემ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1.3432 გრამი ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის ნაწილიც - 0,008 გრამი, განთავსებული ჰქონდა ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ადგილებზე (მისამართებზე) დაუდგენელ პირებზე შემდგომი უკანონო გასაღების მიზნით, რაც მის მიერ ვერ განხორციელდა პოლიციის მუშაკების მიერ გატარებული ღონისძიების შედეგად.

 

3.5. ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზით და შესწავლით სასამართლო მიიჩნევს, რომ დადასტურებულია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით ირ---–-------ძის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ირ---–-------ძის ბრალეულობაში, რის გამოც ის დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ ყავს მცირეწლოვანი შვილი; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სასამართლომ საქმეში Olsson v. Sweden განავითარა დაადგინა: „... აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

საქმეში Soering v. the United Kingdom სასამართლომ განაცხადა: „ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის.“

 

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება;

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ირ---–-------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;

 

ამდენად, ირ---–-------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქევეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ზ/მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით გამართლებულია და ის სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;

 

ასევე, საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ბრალდებულს უნდა ჩამოერთვას კანონით გათვალისწინებული უფლებები, ამავე კანონით დადგენილი ვადით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხი

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულებებს წარმოადგენს - ირ---–-------ძის პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის და 2019 წლის 16 ივლისს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დალუქული ინახება საგამოძიებო ორგანოში.

 

- ირ---–-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული N26/4 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში.

 

-ირ---–-------ძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ვიდეოჩანაწერები) ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც დალუქული ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და საქართველოს კანონით ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ირ---–-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 09 (ცხრა) წლის ვადით;

 

ბრალდებული ირ---–-------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ირ---–-------ძეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით;

 

ირ---–-------ძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ირ---–-------ძის მიმართ უფლებების შეზღუდვის ვადის ათვლა დაიწყოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ;

 

მსჯავრდებულ ირ---–-------ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ირ---–-------ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დროიდან - 2019 წლის 16 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–-------ძის პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის და 2019 წლის 16 ივლისს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–-------ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ორი ცალი მობილური ტელეფონი, დალუქული N26/4 ლუქით, რომელიც ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მფლობელს/მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ირ---–-------ძის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ვიდეოჩანაწერები) ერთ ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც დალუქულისახით ინახება საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, საქართველოს შსს აჭარის არ პოლიციის დეპარტამენტს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე