გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3/1344-20
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი
მოსარჩელეები - ვა---–----–----ე, გი-----------------–ი, გი----------–---–ი, ბი------–----------–---–ი, შო----–------–---–ი, გე-–------------ა
წარმომადგენელი - ხა------------–---–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 07 თებერვლის N1---------- გადაწყვეტილება;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N9--------- გადაწყვეტილება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------ გადაწყვეტილება;
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------ გადაწყვეტილება;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 10 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილება;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 23 იანვრის N4--------- გადაწყვეტილება;
1.7. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელეების - გი-----------------–ს, გი----------–---–ს, ბი------–----------–---–ს, გე-–------------ას 2020 წლის 01 თებერვლიდან, ხოლო ვა---–----–----ესა და შო----–------–---–ს 2020 წლის 01 მარტიდან ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაგებელი არ წარმოუდგენია. ამასთან, არც წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, მოპასუხისათვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელე ვა---–----–----ე დაიბადა 1949 წლის 13 დეკემბერს.
მოსარჩელე ვა---–----–----ე მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ში II საწარმოს ელექტრიკოსის პოზიციაზე.
2020 წლის 06 თებერვალს მოსარჩელე ვა---–----–----ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა ვა---–----–----ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 07 თებერვალს გამოსცა N1---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ ვა---–----–----ე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 15)
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ს 2020 წლის 30 იანვრის N1-- ცნობა (ს/ფ 18)
- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 07 თებერვლის N1---------- გადაწყვეტილება (ს/ფ 16-17);
3.2. მოსარჩელე გი-----------------–ი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს.
მოსარჩელე გი-----------------–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ში II საწარმოში ზეინკლის პოზიციაზე.
2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გი-----------------–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა გი-----------------–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 30 იანვარს გამოსცა N9--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ გი-----------------–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 21)
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ს 2020 წლის 20 იანვრის N6- ცნობა (ს/ფ 15)
- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N9--------- გადაწყვეტილება (ს/ფ 22-2-);
3.3. მოსარჩელე გი----------–---–ი დაიბადა 1955 წლის 22 იანვარს.
მოსარჩელე გი----------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ში V საწარმოში ზეინკლის პოზიციაზე.
2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გი----------–---–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა გი----------–---–ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 30 იანვარს გამოსცა N8-------01 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ გი----------–---–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 28)
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ს 2020 წლის 09 იანვრის N2- ცნობა (ს/ფ 32)
- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8-------01 გადაწყვეტილება (ს/ფ 29-31);
3.4. მოსარჩელე ბი------–----------–---–ი დაიბადა 1951 წლის 26 მარტს.
მოსარჩელე ბი------–----------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ში დაცვის მთავარი სამმართველოს, დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.
2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელე ბი------–----------–---–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა ბი------–----------–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 30 იანვარს გამოსცა N8------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ ბი------–----------–---–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 36)
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ს 2020 წლის 20 იანვრის N6- ცნობა (ს/ფ 40)
- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------ გადაწყვეტილება (ს/ფ 37-39);
3.5. მოსარჩელე შო----–------–---–ი დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს.
მოსარჩელე შო----–------–---–ი მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ში V საწარმოში ზეინკლის პოზიციაზე.
2020 წლის 06 თებერვალს მოსარჩელე შო----–------–---–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა შო----–------–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 10 თებერვალს გამოსცა N1--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ შო----–------–---–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 43)
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ს 2020 წლის 03 თებერვლის იანვრის N1-- ცნობა (ს/ფ 46)
- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 10 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილება (ს/ფ 44-45);
3.6. მოსარჩელე გე-–------------ა დაიბადა 1953 წლის 14 იანვარს.
მოსარჩელე გე-–------------ა მუშაობს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ში II საწარმოში ტექნიკოსის პოზიციაზე.
2020 წლის 16 იანვარს მოსარჩელე გე-–------------ას წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა გე-–------------ასათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 23 იანვარს გამოსცა N4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ გე-–------------ას სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი (ს/ფ 49)
- სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ,,დ--–---’’-ს 2020 წლის 28 იანვრის იანვრის N1-- ცნობა (ს/ფ53)
- „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 23 იანვრის N4-------- გადაწყვეტილება (ს/ფ 50-51);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვა---–----–----ის, გი-----------------–ის, გი----------–---–ის, ბი------–----------–---–ის, შო----–------–---–ის, გე-–------------ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის I დამატებითი ოქმი, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 07 თებერვლის N1----------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N9---------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 10 თებერვლის N1---------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 23 იანვრის N4--------- გადაწყვეტილებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები, რომლის საფუძველზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელეთა მოთხოვნა სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა გარანტირებული (იხ.თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება N1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადაოებები -„საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი N7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულისა და პირველი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ხანდაზმულ მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაცია და სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის (შემდგომ – პენსია) დაწესება არსებული რესურსების ფარგლებში. ეს კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 6- წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან. პენსიონერს უფლება აქვს მიიღოს პენსია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონში გამოყენებული ტერმინი „კომპეტენტური ორგანო“ არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, წარმოადგენს სახელმწიფო პენსიის დანიშვნასთან დაკავშირებულ კომპეტენტურ ორგანოს.
მითითებული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადება ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად წარედგინება კომპეტენტურ ორგანოს. იმავე კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადებას კომპეტენტური ორგანო განიხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ 2020 წლის 06 თებერვალს მოსარჩელე ვა---–----–----ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა ვა---–----–----ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 07 თებერვალს გამოსცა N1---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ ვა---–----–----ე სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გი-----------------–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა გი-----------------–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 30 იანვარს გამოსცა N9--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ გი-----------------–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელე გი----------–---–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა გი----------–---–ისთვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 30 იანვარს გამოსცა N8-------01 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ გი----------–---–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 იანვარს მოსარჩელე ბი------–----------–---–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა ბი------–----------–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 30 იანვარს გამოსცა N8------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ ბი------–----------–---–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 06 თებერვალს მოსარჩელე შო----–------–---–ის წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა შო----–------–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 10 თებერვალს გამოსცა N1--------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ შო----–------–---–ი სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 16 იანვარს მოსარჩელე გე-–------------ას წარმომადგენელმა ხა------------–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიული ერთეულს და მოითხოვა გე-–------------ასათვის სახელმწიფო გასაცემლის (ასაკობრივი პენსიის) დანიშვნა, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულმა, 2020 წლის 23 იანვარს გამოსცა N4-------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. უარის საფუძვლად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მიუთითა ის გარემოება, რომ გე-–------------ას სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ში მუშაობის გამო, ეწევა საჯარო საქმიანობას.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, პენსიაზე უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება შეწყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო საქმიანობა არის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა) განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო საქმიანობას, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქმეში წარმოდგენილი მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია რომ მოსარჩელეები: ვა---–----–----ე, გი-----------------–ი, გი----------–---–ი, ბი------–----------–---–ი, შო----–------–---–ი და გე-–------------ა მუშაობენ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–----ში“, ასევე ის ფაქტი, რომ ვა---–----–----ე დაიბადა 1949 წლის 13 დეკემბერს, გი-----------------–ი დაიბადა 1951 წლის 18 ივნისს, გი----------–---–ი დაიბადა 1955 წლის 22 იანვარს, ბი------–----------–---–ი დაიბადა 1951 წლის 26 მარტს, შო----–------–---–ი დაიბადა 1955 წლის 15 თებერვალს და გე-–------------ა დაიბადა 1953 წლის 14 იანვარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, მისი დებულებით განსაზღვრული საქმიანობის სფეროდან, ამოცანებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას, რამდენადაც მისი ფუნქციები და ამოცანები დაკავშირებულია კვლევასთან და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვასთან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმის ნომერი: ბს-77-75(კ-15)), სადაც საკასაციო სასამართლომ, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად მიიჩნია, კერძოდ, საკასაციო სასმართლომ განმარტა, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დ--–---“-ს საქმიანობის მიმართულებით, მისი მიზნებით, ამოცანებით, ფუნქციებითა და თავად ცენტრის შექმნის საფუძვლებით უდავოდ დგინდება ცენტრის საქმიანობის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათი, ხოლო დაწესებულების სახელწოდება - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი საქმიანობის მთავარ მიმართულებას.
ამრიგად, უდავოა ის გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“, სადაც მოსარჩელეები მუშაობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი და ლოგიკური მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელმა საჯარო საქმიანობად არ მიიჩნია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში ნებისმიერი სახის შრომითი საქმიანობა, განურჩევლად საქმიანობის შინაარსისა, რათა სტიმული მიეცა და წაეხალისებინა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რომლის ორგანიზებასაც შესაბამისი დაწესებულება უზრუნველყოფს და რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში დასაქმებულთათვის შესაბამისი საკანონმდებლო გამონაკლისების გათვალისწინება იმისათვის, რომ ისინი არ დაბრკოლდნენ და მოტივირებულნი იყვნენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ გზით ხელი შეუწყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების ჯეროვნად განხორციელებას. შესაბამისად, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში, დასაქმებულთათვის სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო გამონაკლისის დადგენა ემსახურება სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ინტერესებსა და მიზნების ხელშეწყობას. აშკარაა, რომ კანონმდებელმა, ზემოთ აღნიშნული გამონაკლისი სამეცნიერო-კვლევით დაწესებულების სამეცნიერო საქმიანობას და არა იქ დასაქმებულ პირთა შრომითი საქმიანობის (სამეცნიერო) ხასიათს დაუკავშირა. კანონმდებლის შესაბამისი განზრახვის შემთხვევაში, არ არსებობს რაიმე დაბრკოლება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის შესაბამის წინადადებაში დასაქმებულ პირთა სამეცნიერო საქმიანობა იყოს მითითებული.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელეები - ვა---–----–----ე, გი-----------------–ი, გი----------–---–ი, ბი------–----------–---–ი, შო----–------–---–ი და გე-–------------ა საქმიანობენ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში - სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დ--–---“-ში, მათი საქმიანობა არ ჩაითვლება საჯარო საქმიანობად, მას კანონის შესაბამისად არ ეზღუდებათ უფლება, მიიღოს სახელმწიფო პენსია კანონით დადგენილი წესით და ოდენობით. შესაბამისად, მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარი ეწინააღმდეგება კანონს.
6.5. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. იმავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 07 თებერვლის N1----------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N9---------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 10 თებერვლის N1---------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 23 იანვრის N4--------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს მიერ პენსიის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პენსია (მხოლოდ ფულადი სარგებელი) ინიშნება განცხადების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება წარდგენილია პენსიაზე უფლების წარმოშობის თვეში ან შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს და იგი აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ პენსიის მიღების პირობებს. პენსიის ჯანმრთელობის დაზღვევის სარგებლის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ცალკე კანონმდებლობით.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 16, და 28 იანვარსა და 06 თებერვალს მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს და მოითხოვეს მათთვის სახელმწიფო პენსიის დანიშვნა შესაბამისი ასაკის გამო, რაზეც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულმა ერთეულმა, 2020 წლის 23 და 30 იანვარს, 2020 წლის 07 და 10 თებერვალს გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (გადაწყვეტილება) სახელმწიფო პენსიის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ კანონშეუსაბამოდ მიიჩნია „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 07 თებერვლის N1----------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N9---------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 10 თებერვლის N1---------, „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 23 იანვრის N4--------- გადაწყვეტილებები, მოთხოვნა - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, რომლითაც მოსარჩელეებს - გი-----------------–ს, გი----------–---–ს, ბი------–----------–---–ს და გე-–------------ას 2020 წლის 01 თებერვლიდან, ხოლო ვა---–----–----ესა და შო----–------–---–ს 2020 წლის 01 მარტიდან ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
7.2. მოსარჩელეთა მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მათ სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის მიერ გადასახდელი ჰონორარის თანხის ანაზღაურება 1--0 (თითოეულის მიერ გადახდილი200+200+200+200+200+200) ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქმეზე დართული რწმუნებულებებითა და ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტებით დგინდება, რომ 2020 წლის 11 იანვარს გი----------–---–მა, 22 იანვარს გი-----------------–მა და ბი------–----------–---–მა, 03 თებერვალს შო----–------–---–მა, 04 თებერვალს ვა---–----–----ემ, 06 თებერვალს თე-----------–---–მა გადაურიცხეს საადვოკატო მომსახურების თანხა ხა------------–---–ს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია მოსარჩელეთა მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, მაგრამ ვინაიდან მოსარჩელეებს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი, რომლის მომსახურებაც როგორც წესი სასყიდლიანია ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურების ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას წარმოეშვა, უნდა აუნაზღაურდეს გონივრული ოდენობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს“ (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). მსგავსი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 09.02.2012 წლის (№ბს-1330-1315-კ11 საქმეზე) გადაწყვეტილებით, (იხ. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 09.06.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ განაცხადის №55723/00). ამგვარად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, გონივრული ოდენობის სახით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის ვა---–----–----ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოსარჩელის გი-----------------–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოსარჩელის გი----------–---–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოსარჩელის ბი------–----------–---–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოსარჩელის შო----–------–---–ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება, მოსარჩელის გე-–------------ას (გადამხდელი თე-----------–---–ი) მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 100 (ასი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 2-4-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ვა---–----–----ის, გი-----------------–ის, გი----------–---–ის, ბი------–----------–---–ის, შო----–------–---–ის და გე-–------------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 07 თებერვლის N1---------- გადაწყვეტილება;
3. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N9--------- გადაწყვეტილება;
4. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------ გადაწყვეტილება;
5. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 30 იანვრის N8------ გადაწყვეტილება;
6. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 10 თებერვლის N1--------- გადაწყვეტილება;
7. ბათილად იქნეს ცნობილი „სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა-ცვლილების ან მასზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის ტერიტორიული ერთეულის 2020 წლის 23 იანვრის N4--------- გადაწყვეტილება;
8. დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელეების - გი-----------------–ისთვის, გი----------–---–ისთვის, ბი------–----------–---–ისთვის და გე-–------------ასთვის 2020 წლის 01 თებერვლიდან, ხოლო ვა---–----–----ისთვის და შო----–------–---–ისთვის 2020 წლის 01 მარტიდან ასაკის გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;
9. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
10. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელეების: ვა---–----–----ის, გი-----------------–ის, გი----------–---–ის, ბი------–----------–---–ის, შო----–------–---–ის და გე-–------------ას მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის სულ ანაზღაურება 600 (ექვსასი) (100+100+100+100+100+100) ლარის ოდენობით;
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ბადრი შონია