განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 160100119003335845
განაჩენი
საქართველოსსახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე№1/5-20 13 მარტი 2020 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031071219001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომისმდივანი: ვერიკო ნინიაშვილი, ზვიად გეთია
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი, სალომე ქემაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნიკა გუჯაბიძე
ბრალდებული: ა---–------ ა-–-----------ი
მამის სახელი: ჯ-----
დაბადებული: 1----–-–-------------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, სოფელი ქ-–--–ო 30-ე ქუჩა N24
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა,სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის დეკემბერში, მარნეულის რაიონის სოფელ ქ-–--–ოში მდებარე ა---–------ ა-–-----------ის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა---–------ ა-–-----------მა, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, ნ------ ა-–-----------ის თანდასწრებით, მარჯვენა ხელის მუშტის სახის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არაეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა------- ა-–-----------ას. ა---–------ ა-–-----------ის ძაალდობრივი ქმედების შედეგად ა------- ა-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2019 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ ქ-–--–ოში მდებარე ა---–------ ა-–-----------ის მფლობელობაში არსებულ სახლში, ა---–------ ა-–-----------მა, ალკოჰოლური სასმელის დალევაზე მიცემული შენიშვნით გაღიზიანებულმა, მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის, ნ------ ა-–-----------ის თანდასწრებით, დიდი ზომის წყლის ამოსაღები ჭურჭლის თავის არეში დარტყმის გზით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არაეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა------- ალახვედიევას. ა---–------ ა-–-----------ის ძალდობრივი ქმედების შედეგად ა------- ა-–-----------ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (ორი ეპიზოდი)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის თანამხად, არასრულწლოვანი არის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა---–------ ა-–-----------ი და ა------- ა-–-----------ა იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო ნ------ ა-–-----------ი (დაბ:18.10.2002წ) არის მათი საერთო შვილი და ისინი არიან ერთი ოაჯხის წევრები.
უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N000002620 დასკვნის თანახმად, ა------- ა-–-----------ას 07.12.19წ. ობიექტური შემოწმოებით სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნება.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული ა------- ა-–-----------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმე ნ------ ა-–-----------ის გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 7 დეკემბრის ოქმი ა------- ა-–-----------ას გარეგნული დათვალიერების შესახებ, 2019 წლის 7 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმით დადგენილია, რომ ა---–------ ა-–-----------მა, მეუღლის-ა------- ა-–-----------ას მიმართ განახორციელა ძალადობა, არასრულწლოვანი შვილის -ნ------ ა-–-----------ის თანდასწრებით (2018 წლის დეკემბრის თვის და 2019 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი).
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა---–------ ა-–-----------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ (ორი ეპიზოდი).
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა---–------ ა-–-----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა---–------ ა-–-----------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ა------- ა-–-----------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნ------ ა-–-----------ის გამოკითხვის ოქმი, 2019 წლის 7 დეკემბრის ოქმი ა------- ა-–-----------ას გარეგნული დათვალიერების შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის N000002620 დასკვნა, 2019 წლის 7 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმი.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა---–------ ა-–-----------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა---–------ ა-–-----------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა---–------ ა-–-----------იმა ა------- ა-–-----------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელიგანაჩენინიშნავსსასამართლოსმიერდანაშაულისადადამნაშავისშეფასებას.სასჯელიკი არის კანონისრეაქციაჩადენილდანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრადპერსონალურიხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ა---–------ ა-–-----------ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. დაზარალებული შერიგებულია ა---–------ ა-–-----------თან და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
5.3. საქართველოს სიხლის სამართლის კდოექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევეზოგადიდაკერძოპრევენციისმიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ა---–------ ა-–-----------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ეპუნქტით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულიადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. ხოლო სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით ა---–------ ლახვერდიევს, საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო იმის მხედველობაში მიღებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ა---–------ ა-–-----------ს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად, საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალიდ ანაშაულის თავიდანაცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხი:
6.1 საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სხვა ნივთს, რომელსაც ღირებულება არ აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი და ორგანო არ აღმოჩნდა - ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ცნობილი - პლასტმასის ჭურჭელი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სარეზოლუციონაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დაადგინა:
ა---–------ ა-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
ა---–------ ა-–-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 7 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი ა---–------ ა-–-----------ს დაენიშნოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ა---–------ ა-–-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ა---–------ ა-–-----------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2019 წლის 7 დეკემბრიდან 2020 წლის 13 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ა---–------ ა-–-----------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
პოლიეთელინის ჭურჭელი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე