გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28696-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამთა მაისურაძე
მოსარჩელე - გ----------------ე
წარმომადგენლები - გ----------------ე, ა------–------ე
მოპასუხე - ს---------------–--
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ს---------------–--სათვის (პირადი N6----------) არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–----------ს დაბადებული ნ-----–-------------ის, 2----–-–----------ს დაბადებული გ----------------ისა და ნ-----–-----------ის მიმართ, ადმინისტრაციული ორგანოებსა და საბანკო დაწესებულებებთან წარმომადგენლობისა და უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, მშობლის სხვა უფლებების შეუზღუდავად.
გ----------------ეს და ს---------------–--ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–----------ს დაბადებული ნ-----–-------------ე, 2----–-–----------ს დაბადებული გ----------------ე და ნ-----–-----------ე. მოსარჩელე, პერიოდულად, მუშაობდა ხან დედაქალაქში, ხან რეგიონში, რის გამოც, ბავშვების სწავლა-განათლებაზე მოპასუხეს უნდა ეზრუნა. როგორც აღმოჩნდა, იგი უგულვებელყოფდა მშობლის მოვალეობებს შვილების მიმართ, რის გამოც, მათ ჰქონდათ აკადემიური ჩამორჩენა, აცდენდნენ გაკვეთილებს და არ ჰქონდათ დადებითი აკადემიური მოსწრება. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შექმნა ოჯახი, მასთან მოსარჩელისა და შვილების თანაცხოვრება შეუძლებელი გახდა. გ----------------ე, შვილებთან ერთად, ცხოვრობს ბათუმში, სადაც მუშაობს, ხოლო ბავშვები სწავლობენ ადგილობრივ სკოლაში და დადიან სპორტულ წრეებზე. ბავშვებზე დადებითად იმოქმედა საცხოვრებლად მოპასუხისგან გადასვლამ, ისინი სრულად ადაპტირდნენ ახალ გარემოში, მოუწესრიგდათ აკადემიური მოსწრება, იმყოფებიან ჰარმონიულ და მათთვის კომფორტულ გარემოში. მათზე მზრუნველობასა და მეთვალყურეობას იჩენენ მოსარჩელის მშობლები, რომლებიც ასევე მასთან ცხოვრობენ. სამივე ბავშვს აქვს დევნილის სტატუსი, რის გამოც მათ სახელმწიფო, ყოველთვიურად, ურიცხავს დევნილის შემწეობას 45-45 ლარის ოდენობით. აღნიშნულ თანხას, ბავშვების ნაცვლად, იღებს მოპასუხე და ახმარს საკუთარ ინტერესებს. ამასთან, ბავშვები მითითებული ჰყავს როგორც მასთან მაცხოვრებელი პირები და იღებს მათთვის გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას. ამდენად, მოპასუხის მოქმედება (ბავშვების კუთვნილი სახელმწიფო გასაცემლების მიღება და მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისადმი გამოყენება) ზიანს აყენებს არასრულწლოვნების ინტერესებს, მას, მშობლის უფლებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოები და საბანკო დაწესებულებები უარს ვერ ეუბნებიან ბავშვების კუთვნილი სახელმწიფო გასაცემლების მიღება-განკარგვაზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისა და საბანკო დაწესებულებების წინაშე შეეზღუდოს არასრულწლოვნების სახელით წარმომადგენლობის უფლება. ამასთან, ვინაიდან, უძრავი ქონების წილი რეგისტრირებულია ბავშვების სახელზე, არსებობს რისკი იმისა, რომ მან აღნიშნული წილი გაასხვისოს და მიღებული თანხა მოახმაროს ახალი ოჯახისთვის ახალი ფართის შეძენას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს---------------–--ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სოციალურმა მუშაკმა განახორციელა ვიზიტი მოსარჩელე მხარის - გ----------------ის საცხოვრებელ ბინაში, რომელიც ნაქირავები აქვთ 150 დოლარში ქ. ბათუმში, ფ----------------------------ში, სადაც ცხოვრობს ბავშვების მამა - გ----------------ე, ბებია - ნ-----–------–---------------, ბაბუა - გ----------------ე. ოჯახი ცხოვრობს სამოთახიან ბინაში, ორი საძინებლით, მისაღები ოთახი სამზარეულოთი, აბაზანა-ტუალეტით. სან-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ბინაში არის კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, არის თანამედროვე რემონტი, აქვთ თანამედროვე ავეჯი და ტექნიკა, ბინაში მოწესრიგებულია ელ. გაყვანილობა. ბავშვებისთვის განკუთვნილია ცალკე საძინებელი, სადაც დგას ყველა სააჭირო და აუცილებელი ავეჯი - საბავშვო საწოლები, ტანსაცმლის კარადა, სამუშაო და სათამაშო მაგიდა. ბავშვებს აქვთ ასაკის და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და სასკოლო ნივთები - ჩანთები, სახელმძღვანელოები და სხვა. ოჯახს მოწესრიგებული აქვს ბავშვების კვების რაციონი, რომელშიც შედის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ტკბილეული და ხილი. მათი მზრუნველობა-მეთვალყურეობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ბებია-ბაბუა. ნ-----–------–---------------ს და გ----------------ის (ბაბუას) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ისინი უზრუნველყოფენ ბავშვების სკოლაში თუ სხვა სპორტულ წრეებზე, დამატებით მეცადინეობებსა თუ საციგურაო მოედანზე დასწრებას და დაკავებული არიან მათი აღზრდა-განვითარებით. ოჯახის შემოსავალს შეადგენს: ბებიის ასაკობრივი პენსია - 200 ლარი, ბაბუის პენსია - 530 ლარი და მამა - გ----------------ის ხელფასი - 700 ლარი, რომელიც მუშაობს შპს „პ----–-----------–-“ დასუფთავების დეპარტამენტში. გ----------------ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სამივე ბავშვს აქვს დევნილის სტატუსი, რის გამოც მათ სახელმწიფო ყოველთვიურად ურიცხავს დევნილის შემწეობას (თითოეულ ბავშვზე) 45 ლარის ოდენობით, რასაც განკარგავს მოპასუხე. გარდა ამისა, მოპასუხე, ბავშვებთან ერთად, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში და ღებულობს მათზე გათვალისწინებულ სოციალურ დახმარებას. მოპასუხე არ ახმარს ბავშვებს სახელმწიფო გასაცემლებს, არ ხმარდება აღნიშნული თანხა ბავშვების საჭიროებებს, რაც ზიანს აყენებს არასრულწლოვნების ინტერესებს.
ოჯახში განხორციელებული ვიზიტის დროს ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მამასთან და ბებია-ბაბუასთან ცხოვრება მოსწონთ, არანაირი სურვილი არ აქვთ დედასთან და მის მეუღლესთან იცხოვრონ. ნ-----–-------------ემ, საუბარში, გულისტკივილით აღნიშნა, რომ დედამ ეს პიროვნება (დედის ამჟამინდელი მეუღლე), როგორც ახლობელი და ნათესავი ისე გააცნო და დართო ნება მათთან ცხოვრების, რაც დღემდე უქმნის მას დისკომფორტს. ნ-----–-- და გ----------------ეებმა საუბარში დაადასტურეს უფროსი ძმის ნათქვამი და აღნიშნეს, რომ ბათუმში მოსწონთ მამასთან ცხოვრება, რომ სკოლაც და სპორტული წრეებიც მათ საცხოვრებელ ბინასთან ახლოს მდებარეობს და არ უძნელდებათ გადაადგილება. ნ-----–----, გ------ი და ნ-----–-----------ეები ირიცხებიან ბათუმის მ---- საჯარო სკოლაში, ნ-----–----ი არის მე-8 კლასში, ხოლო ნ-----–-- და გ------ი - მესამე კლასში. ბათუმის მ---- საჯარო სკოლიდან მოწოდებული ცნობის მიხედვით, ნ-----–-------------ე წარმატებული მოსწავლეა, არ აქვს, ფაქტობრივად, გაცდენები პირველ სემესტრში. იგი ირიცხება ქ. ბათუმის ს-----------------–აში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის წრეში. ნ-----–-------------ემ მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის აჭარის ა/რ სასკოლო ოლიმპიადაში, წარმატებით გადალახა პირველი ტური და ემზადება მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად. გ------ი და ნ-----–-- გაერთიანებული არიან ა(ა)იპ ბათუმის ს----------–--–--------------------–--–----------ის მე-5 და მე-6 სამოყვარულო ჯგუფში 2019 წლის ოქტომბრიდან, მიიღეს მონაწილეობა ყინულის სახლში გამართულ საახალწლო შოუში, რაზეც გახარებული საუბრობდნენ. ნ-----–-----------ე ირიცხება ქ. ბათუმის ს-----------------–აში ტანვარჯიშის წრეზე, ხოლო გ------ი - ამავე სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წრეში. გ----------------ე (მამა) აღნიშნავს, რომ მას კარგად აქცს გაცნობიერებული ბავშვების აღზრდის თავისებურებები. ის, მშობლებთან ერთად, თანაბარ მონაწილეობას მიიღებს ბავშვების აღზრდაში და იზრუნებს მათზე.
აღსანიშნავია, რომ გ----------------ის (მამა) ოჯახში არის ბავშვების აღზრდისთვის კარგი გარემო, ზრუნავენ არასრულწლოვნების კეთილდღეობაზე, დაკმაყოფილებული არის ბავშვების პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებები. ვინაიდან 3 არასრულწლოვანი იმყოფება მამასთან, ხოლო დედა არ მონაწილეობს მათ აღზრდაში და არ აწოდებს მათთვის კუთვნილ სახელმწიფო გასაცემლებს, შესაბამისად, მიზანშეწონილია, მოპასუხეს შეეზღუდოს არასრულწლოვნების წარმომადგენლობა საბანკო დაწესებულებების და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასურველია, დავა გადაწყდეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, არ უნდა იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, დაცული უნდა იყოს მათი უფლებები და ურთოერთობა უნდა ჰქონდეთ როგორც დედასთან, ასევე მამასთან.
(სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2020 წლის 09 იანვრის N-- დასკვნა)
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. გ----------------ეს და ს---------------–--ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–----------ს დაბადებული ნ-----–-------------ე, 2----–-–----------ს დაბადებული გ----------------ე და ნ-----–-----------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები, აქტის ჩანაწერი N-------, N----------- და N----------- (ს.ფ. 16-18).
4.1.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, დევნილთა მონაცემთა ბაზის მიხედვით, ნ-----–-------------ე, ნ-----–-----------ე და გ----------------ე, დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული სარგებლობს დევნილის შემწეობის თანხით 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით, რომელიც ირიცხება ს---------------–--ს ანგარიშზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 06 ნოემბრის N-------- მიმართვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ს.ფ. 19).
4.1.3. 2019 წლის 11 ნოემბრის მდგომარეობით, ს---------------–--ს ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართია ქ. თბილისი, ი------------------------------------–-----------------------------–-------------–----------------------------------------------. მისი ოჯახის წევრები არიან 1----–-–---------–--ს დაბადებული გ----------------ე, 2----–-–----------ს დაბადებული ნ-----–-------------ე, 2----–-–-----------ს დაბადებული ნ-----–-----------ე და გ----------------ე. ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულაა 38620 და გასული პერიოდის მიღებული თანხებია: 01.04.2019წ. – 400 ლარი, 01.05.2019წ. - 400 ლარი, 01.06.2019წ. – 400 ლარი, 01.07.2019წ. – 400 ლარი, 01.08.2019წ. – 400 ლარი, 01.09.2019წ. – 400 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 11 ნოემბრის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 23);
4.1.4. ნ-----–-------------ე, 2018 წლის 17 ოქტომბრის N--------- ბრძანების საფუძველზე ჩაირიცხა სსიპ ქალაქ ბათუმის N-- საჯარო სკოლის მე-7 კლასში. დღეის მდგომარეობით, ირიცხება მე-8 კლასში და მიმდინარე შეფასებები, ცალკეული საგნების მიხედვით, არის შემდეგი: ქართული ენა და ლიტერატურა - 10,9,10,9,10,10,10 ქულა, მათემატიკა - 10,10,10,10,10,10,10,10 ქულა, რუსული ენა - 10,10,10,10,10,10 ქულა, ინგლისური ენა - 9,10,10,10,10,10 ქულა, ისტორია - 10,10,10,10,10,10 ქულა, გეოგრაფია - 10,9,10 ქულა, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება - 10,10 ქულა, ბიოლოგია - 10,10,10,10,10 ქულა, ფიზიკა - 9,10,10,10,10 ქულა, ქიმია - 10,10,10,10,10,10 ქულა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 10,10,10,10,10 ქულა, მუსიკა - 10,10 ქულა, სპორტი. ნ-----–-------------ეს, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, გაცდენები, ფაქტობრივად, არ აქვს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 14 ნოემბრის ცნობა სსიპ ქალაქ ბათუმის N-- საჯარო სკოლიდან (ს.ფ. 21-22).
4.1.5. გ------ი და ნ-----–-----------ეები 2019 წლის 10 მაისის N-------- და N---------ის ბრძანებების საფუძველზე ჩაირიცხნენ სსიპ ქალაქ ბათუმის N-- საჯარო სკოლის მე-2 კლასში და დღეის მდგომარეობით, ირიცხებიან მე-3 კლასში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 14 ნოემბრის ცნობა სსიპ ქალაქ ბათუმის N-- საჯარო სკოლიდან (ს.ფ. 23-24).
4.1.6. ნ-----–-------------ე და გ----------------ე ირიცხებიან ქ. ბათუმის ს-----------------–აში მწვრთნელ დ--------------–--ესთან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 04 ნოემბრის ცნობა საქართველოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ა(ა)იპ ქ. ბათუმის ს-----------------–იდან (ს.ფ. 25, 26).
4.1.7. გ----------------ე, 2019 წლის ოქტომბრიდან, ირიცხება ა(ა)იპ ბათუმის ს----------–--–--------------------–--–----------ის მე-6 სამოყვარულო ჯგუფში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 13 ნოემბრის ცნობა ბათუმის ს----------–--–------იდან (ს.ფ. 27).
4.1.7. ნ-----–-----------ე, 2019 წლის სექტემბრიდან, ირიცხება ა(ა)იპ ბათუმის ს----------–--–--------------------–--–----------ის მე-5 სამოყვარულო ჯგუფში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 13 ნოემბრის ცნობა ბათუმის ს----------–--–------იდან (ს.ფ. 28).
4.1.8. 2018-2019 სასწავლო წელს გ----------------ეს გაცდენილი აქვს 198 აკადემირუი საათი და ნ-----–-----------ეს - 197 აკადემიური საათი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2019 წლის 11 ნოემბრის ცნობა სსიპ ქალაქ თბილისის N--- საჯარო სკოლიდან (ს.ფ. 29-30).
4.1.9. ქ. თბილისში, ვ--------------------------------------–--------------- ბინის (საკადასტრო კოდი N0----------------------) მესაკუთრეები არიან: გ----------------ე (პირადი N0----------), გ----------------ე (პირადი N0----------), ნ-----–-----------ე (პირადი N0----------), ნ-----–-------------ე (პირადი N6----------) და ს---------------–-- (პირადი N6----------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37-38);
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2020 წლის 09 იანვრის N-- დასკვნის თანახმად, ნ-----–----, ნ-----–-- და გ----------------ეები ცხოვრობენ მამის - გ----------------ის ოჯახში მისამართზე - ქ. ბათუმი, ფ----------------------------. მათთან ერთად ცხოვრობს ბებია - ნ-----–------–--------------- და ბაბუა - გ----------------ე. ოჯახი ცხოვრობს სამოთახიან ბინაში, ორი საძინებლით, მისაღები ოთახი სამზარეულოთი, აბაზანა-ტუალეტით. სან-ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ბინაში არის კარგი საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობები, არის თანამედროვე რემონტი, აქვთ თანამედროვე ავეჯი და ტექნიკა, ბინაში მოწესრიგებულია ელ. გაყვანილობა. ბავშვებისთვის განკუთვნილია ცალკე საძინებელი, სადაც დგას ყველა საჭირო და აუცილებელი ავეჯი - საბავშვო საწოლები, ტანსაცმლის კარადა, სამუშაო და სათამაშო მაგიდა. ბავშვებს აქვთ ასაკის და სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, პირადი ნივთები და სასკოლო ნივთები - ჩანთები, სახელმძღვანელოები და სხვა. ოჯახს მოწესრიგებული აქვს ბავშვების კვების რაციონი, რომელშიც შედის ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი, ტკბილეული და ხილი. ბავშვების მზრუნველობა-მეთვალყურეობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ ბებია-ბაბუა. დღის განმავლობაში, ბებია-ბაბუა უზრუნველყოფენ ბავშვების სკოლაში თუ სხვა სპორტულ წრეებზე, დამატებით მეცადინეობებზე თუ საციგურაო მოედანზე დასწრებას და დაკავებული არიან მათი აღზრდა-განვითარებით. ოჯახის შემოსავალს შეადგენს: ბებიის ასაკობრივი პენსია - 200 ლარი, ბაბუის პენსია - 530 ლარი და მამა - გ----------------ის ხელფასი 700 ლარის ოდენობით, რომელიც მუშაობს შპს „პ----–-----------–-“ დასუფთავების დეპარტამენტში. ბავშვებისთვის განკუთვნილ დევნილთა დახმარებას და სოციალურ შემწეობას იღებს მათი დედა - მოპასუხე ს---------------–--, რომელიც არ ახმარს შვილებს სახელმწიფო გასაცემლებს, არ ხმარდება აღნიშნული თანხა ბავშვების საჭიროებებს, რაც ზიანს აყენებს არასრულწლოვნების ინტერესებს. ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მამასთან და ბებია-ბაბუასთან ცხოვრება მოსწონთ, არანაირი სურვილი არ აქვთ იცხოვრონ დედასთან და მის მეუღლესთან. ნ-----–----, გ------ი და ნ-----–-----------ეები ირიცხებიან ბათუმის მ---- საჯარო სკოლაში, ნ-----–----ი არის მე-8 კლასში, ხოლო ნ-----–-- და გ------ი - მესამე კლასში. ნ-----–-------------ე წარმატებული მოსწავლეა, არ აქვს, ფაქტობრივად, გაცდენები პირველ სემესტრში. იგი ირიცხება ქ. ბათუმის ს-----------------–აში ბერძნულ-რომაული ჭიდაობის წრეში. ნ-----–-------------ემ მიიღო მონაწილეობა ინგლისური ენის აჭარის ა/რ სასკოლო ოლიმპიადაში, წარმატებით გადალახა პირველი ტური და ემზადება მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად. გ------ი და ნ-----–-- გაერთიანებული არიან ა(ა)იპ ბათუმის ს----------–--–--------------------–--–----------ის მე-5 და მე-6 სამოყვარულო ჯგუფში 2019 წლის ოქტომბრიდან, მიიღეს მონაწილოება ყინულის სახლში გამართულ საახალწლო შოუში. ნ-----–-----------ე ირიცხება ქ. ბათუმის ს-----------------–აში ტანვარჯიშის წრეზე, ხოლო გ------ი - ამავე სკოლის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობის წრეში. გ----------------ის (მამა) ოჯახში არის ბავშვების აღზრდისთვის კარგი გარემო, ზრუნავენ არასრულწლოვნების კეთილდღეობაზე, დაკმაყოფილებულია ბავშვების პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2020 წლის 09 იანვრის N-- დასკვნა (ს.ფ. 50-51);
- მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია (26.02.2020წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა დადგენილი სასამართლოს მიერ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ს---------------–--სათვის არასრულწლოვანი შვილების, ნ-----–----, ნ-----–-- და გ----------------ეების მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საბანკო დაწესებულებებთან წარმომადგენლობისა და უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ნაწილში, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა, ზიანს მიაყენებს არასრულწლოვანთა ინტერესებს. უფრო მეტიც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ ერთმნიშვნელოვნად იქნა დადგენილი, რომ ბავშვებს მამასთან და ბებია-ბაბუასთან ცხოვრება მოსწონთ, არანაირი სურვილი არ აქვთ დედასთან და მის მეუღლესთან იცხოვრონ, მამის ოჯახში არის მათი აღზრდისთვის კარგი გარემო, ზრუნავენ არასრულწლოვნების კეთილდღეობაზე, დაკმაყოფილებულია არასრულწლოვანთა პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებები. დედა არ მონაწილეობს მათ აღზრდაში და არ აწოდებს მათთვის კუთვნილ სახელმწიფო გასაცემლებს, რითაც ზიანდება ბავშვების იტერესები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლი;
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე, 1205-ე, 1201-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
დადგენილია, რომ გ----------------ეს და ს---------------–--ს, თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ სამი შვილი: 2----–-–----------ს დაბადებული ნ-----–-------------ე, 2----–-–----------ს დაბადებული გ----------------ე და ნ-----–-----------ე. ამჟამად ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ხოლო დედა არ მონაწილეობს მათ რჩენა-აღზრდაში. მამის ოჯახში არის ბავშვების აღზრდისთვის კარგი გარემო, ზრუნავენ არასრულწლოვნების კეთილდღეობაზე, დაკმაყოფილებული არის ბავშვების პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებები. ბავშვებისთვის განკუთვნილ დევნილთა დახმარებას და სოციალურ შემწეობას იღებს მათი დედა - მოპასუხე ს---------------–--, რომელიც არ ახმარს შვილებს სახელმწიფო გასაცემლებს, არ ხმარდება აღნიშნული თანხა ბავშვების საჭიროებებს, რაც ზიანს აყენებს არასრულწლოვნების ინტერესებს.
კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას, შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საბანკო დაწესებულებებთან წარმომადგენლობისა და უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად. აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია მოპასუხე მხარეს და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1989 წელს მიღებულმა „ბავშვის უფლებათა კონვენციამ“ შეცვალა ბავშვების აღქმაც და მათდამი დამოკიდებულებაც - ბავშვები არიან განსაკუთრებული უფლებების მქონე ადამიანები და არა ქველმოქმედების მხოლოდ პასიური ობიექტები. კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ზრუნვა და დაცვა სჭირდებათ. კერძოდ, აღნიშნული კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს საუკეთესო - ჭეშმარიტ ინტერესებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს, მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის N-- ზოგადი კომენტარი ბავშვის უფლებების შესახებ CRC/C/GC/14 2013წ.).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდი პალატის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებაში (საქმე N41615/07 Neulinder and Shuruk v. Switzerland აბზაცი 136) განმარტა, რომ „ბავშვის ინტერესი ორი ასპექტისაგან შედგება. ერთი მხრივ, ინტერესი მოგვიწოდებს რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან შენარჩუნებული იყოს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ოჯახური კავშირები შეიძლება გაწყვეტილ იქნეს მხოლოდ გამონაკლის ვითარებაში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირველადი უთიერთობების შესანარჩუნებლად და, როცა ეს შესაძლებლია, უნდა „აღსდგეს“ ოჯახი. მეორე მხრივ, ცხადია ისიც, რომ ბავშვის ინტერესშია, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარება ჯანსაღ გარემოში და მშობელი არ შეიძლება აღიჭურვოს მე-8 მუხლით განსაზღვრული უფლებით იმ ღონისძიებათა განსახორციელებლად, რაც ზიანს მიაყენებს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას“. „არსებობს ფართო კონსენსუსი, საერთაშორისო სამართლის ჩათვლით, რომ უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა უნდა იყოს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას“ (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 44 და 45.
ამდენად, მოცემული სახის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ თანაბრად უნდა დაიცვას ორივე მშობლის უფლება, მაგრამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვების ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვების ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დავა უნდა გადაწყდეს ბავშვების ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში, არ უნდა იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, დაცული უნდა იყოს მათი უფლებები, რისთვისაც, მიზანშეწონილია, მოპასუხეს შეეზღუდოს არასრულწლოვნების წარმომადგენლობა საბანკო დაწესებულებების და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე, ასევე, უძრავ ქონებაზე გარიგების დადენის ნაწილში.
საოჯახო ურთიერთობების განსაკუთრებულობას და სპეციფიკურობას ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხეს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და მოსარჩელე მოვალეა, ასევე ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს დედას ამ უფლების განხორციელებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენცია).
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა უპირატესი ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანი შვილების - ნ-----–----, ნ-----–-- და გ----------------ეების მიმართ მოპასუხე ს---------------–--ს უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საბანკო დაწესებულებებთან წარმომადგენლობისა და უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, ასევე მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, ორივე მხარე (მოსარჩელემ მომართა სასამართლოს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მიზნით, ხოლო მოპასუხე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას), აღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები უნდა გაიღოს სახელმწიფომ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1 ს---------------–--ს (პირადი N6----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების ნ-----–----ი სიორიძის (დაბადებული 2----–-–----------ს), გ----------------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს) და ნ-----–-----------ის (დაბადებული 2----–-–-----------ს) მიმართ, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საბანკო დაწესებულებებთან წარმომადგენლობისა და უძრავ ქონებაზე გარიგების დადების ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების და მოვალეობების შეუზღუდავად.
2. მოპასუხე ს---------------–--ს (პირადი N6----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა