გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2-160--19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 თებერვალი 20-0 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------''
მოსარჩელის წარმომადგენელი - თ----------------, ს-------------------
მოპასუხე - თ-----ი ბ---–---–ი, ა-–---------ე ბ---–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი - რ----ი მ----–---–ი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების: თ-----ი ბ---–---–ის (პ/ნ 3----------) და ა-–---------ე ბ---–---–ის (პ/ნ 3----------) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს“ (ს/კ 2--------) კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე: ქ--–----------------------------------------------------------------------------------------------------------------- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. სარჩელში მითითებულია, რომ 2--- წლის 0- ივლის- შ------------–- ქ--------–- აუქციონის" №------ განკარგულების საფუძველზე ს- ,,მ---- ქ--------–მა კ--------მა'' შეიძინა ა-–---------ე ბ---–---–ის (პ/ნ3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რ-----------------------------------------------------------.1--------------------------------------------------. მოპასუხეები თ-----ი ბ---–---–ი და ა-–---------ე ბ---–---–ი უკანონოდ ფლობენ და სარგებლობენ ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს“ კუთვნილი უძრავი ქონებით. აღნიშნულით, მოსარჩელეს ხელი ეშლება კანონით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით სარგებლობაში. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხეები უარს აცხადებენ ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს“ საკუთრებში არსებული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გათავისუფლებაზე. შესაბამისად, ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------“ იძულებულია სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით მისთვის, როგორც მესაკუთრისთვის მინიჭებული უფლებები და ინტერესები. ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------“ წარმოადგენს უძრავი ქონების კანონიერ მესაკუთრეს, რაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის ინფორმაციით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და საჯარო რეესტრის შესახებ კანონის მე-5 მუხლების თანახმად რეესტრის ამონაწერისა და შესაბამისად რეგისტრირებული მესაკუთრის მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი, შესაბამისად მოპასუხეების თ-----ი ბ---–---–ის და ა-–---------ე ბ---–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს. სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხეებმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგაბლით სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე მათმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიუხედავად მათი მცდელობისა, ვერ მიაღწიეს მოსარჩელესთან მორიგებას, ამის გათავლისწინებით ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------“-ს მიერ განხორციელდა უძრავი ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით, ამასთან ა-–---------ე ბ---–---–ს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ესაჭიროება არაერთი ოპერაცია, უჭირს გადაადგილება ამასთან აქვს რთული მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რ-------------------------------------------------------------------------------------------------- საკუთრების უფლებით აღრიცხულია ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს'' სახელზე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19) 3.1.2. მოპასუხეები თ-----ი ბ---–---–ი და ა-–---------ე ბ---–---–ი უძრავ ქონებას, მდებარე: ქალაქი რ--------------------------------------------------------------------- №--.0-.04.0--.01.9-- ფლობენ უკანონოდ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი: 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს'' სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რ--------------------------------------------------------------------- №--.0-.04.0--.01.9-- საკუთრების უფლებით ეკუთვნის ს- ,,მ---- ქ--------– კ--------ს'. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არის უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. გამომდინარე აღნიშნულიდან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეების თ-----ი ბ---–---–ისა და ა-–---------ე ბ---–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი რ--------------------------------------------------------------------- №--.0-.04.0--.01.9-- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის 1- ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სარჩელის ფასი ამ საქმეზე შეადგენს 4000 ლარს, რომლის 3% არის 120 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და ამასთან მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადაუვადდა სახელმწფიო ბაჟის გადახდა, შესაბამისად თ----- და ა-–---------ე ბ---–---–ებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს'' სარჩელი ;
2. გამოთხოვილი იქნას მოპასუხეების: თ-----ი ბ---–---–ის და ა-–---------ე ბ---–---–ის უკანონო მფლობელობიდან ს- ,,მ---- ქ--------–- კ---------ს” საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ---------------------------------------------------------------------------------- და აღნიშნული უძრავი ქონება ს- ,,მ---- ქ--------– კ--------ს“ გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
3. მოპასუხეებს თ-----ი ბ---–---–ს და ა-–---------ე ბ---–---–ს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული
გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე