გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210019002943231
საქმე N 2/491-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2020 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - მ---ი ჭ----–-ძე
წარმომადგენელი - მ---აბ დ-----–-–---–ი
მოპასუხე - ა--------ლ ღ------–---–ი
წარმომადგენელი - ნ--ო ლ--------------ე
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ანა კ----------–ი
დავის საგანი : ალიმენტის დაკისრება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა;
1.1. არასრულწლოვანი ბ-------ე ღ------–---–ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილზე.
1.2. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - ბ-------ე ღ------–---–ის რჩენისათვის ალიმენტის სახით დაეკისროს თვეში 150 ლარის გადახდა.
მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ა--------ლ ღ------–---–თან 20-- წლის მაისის თვიდან 2018 წლის მაისამდე. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ბ-------ე ღ------–---–ი, დაბ. 20-- წლის 16 ი--–-სს. ბავშვი ცხოვრობდა მოსარჩელესთან გორის მუნიც. სოფ. ბერბუკში და მასზე ზრუნვას ახორციელებდა მოსარჩელე. ამჟამად, ბავშვი იმყოფება მოპასუხესთან და მიუხედავად არაეთი თხოვნისა იგი შვილს აღარ აბრუნებს დედასთან. ბავშვი მთელი დღის განმავლობაში სახლში არის მარტო და ერთობა კომპიუტერით. ბ-------ე ღ------–---–ის მცირეწლოვნებიდან და მოსარჩელის ოჯახის წევრებთან შეჩვევის მომენტიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია იგი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედასთან. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნებაყოფლობით არ აბრუნებს ბავშვს დედასთან, მან მომართა სასამართლოს შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით და იგი ასევე ითხოვს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას თვეში 150 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი მუშაობდა დუშეთში და მისი სახელფასო ბარათი ჰქონდა მოსარჩელეს, რომელიც ცხოვრობდა ქ. გორში და სრულად სარგებლობდა მისი ხელფასით. მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან მოსარჩელის თანხმობით წაიყვანა ბავშვი თავისთან და იგი ზრუნავს შვილზე, ბ-------ე მიჩვეულია იმ გარემოს, სადაც ამჟამად იმყოფება, ასევე დარეგისტრირებულია და განათლებას იღებს დუშეთის სკოლაში. მოპასუხის განმარტებით, ბავშვს არ აქვს დედასთან ცხოვრების სურვილი. ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით მოპასუხე აღნიშნავს, რომ ბავშვი აღსაზრდელად უნდა დარჩეს მასთან და შესაბამისად მას არ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდის ვალდებულება.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ ბავშვის ასაკიდან, სქესიდან გამომდინარე, რასაც აგრეთვე მიზანშეწონილად მიიჩნევს ფსიქოლოგიც, ბ-------ე ღ------–---–ის სცხოვრებელი ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი. სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ბავშვს დადებითი ურთიერთობა აქვს დედის ამჟამინდელ მეუღლესთან ზ----აბ გ------–---სთან, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბავშვის დედასთან ცხოვრების პირობებში მის ნორმალურ განვითარებას.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. ა--------ლ ღ------–---–სა და მ---ი ჭ----–-ძეს, თანაცხოვრების პერიოდში - 20-- წლის 16 ი--–-სს შეეძინათ შვილი, ბ-------ე ღ------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0------44-4;
4.1.2. მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2018 წლის 22 მაისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N 67184000128;
4.1.3. ა--------ლ ღ------–---–ი დასაქმებულია ააიპ „დუშეთის სასპორტო გაერთიანებაში“ და აქვს სტაბილური შემოსავალი. ასევე იღებს გზავნილებს საზღვარგარეთიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ასხნა - განმარტება;
- მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დუშეთის რაიონული განყოფილების 2019 წლის 29 აგვისტოს N2--0 დასკვნა;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები;
4.2.1. ბავშვი - ბ-------ე ღ------–---–ი იმყოფება მოპასუხესთან და მიუხედავად არაეთი თხოვნისა, იგი შვილს აღარ აბრუნებს დედასთან. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების, ასევე მესამე პირისა და ფსიქოლოგის დასკვნების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის, რომ ბავშვი - ბ-------ე ღ------–---–ი უნდა ცხოვრობდეს და იზრდებოდეს დედასთან.
4.2.2. მცხეთა - მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის დასკვნის მიხედვით, მამის მხრიდან შვილის მიმართ გამოხატული მზრუნველობისა და მხარდაჭერის ფონზე, ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე გამოვლინდა მამის დეპრესიული მდგომარეობა და ღრმა განცხდები მისი ოჯახური ცხოვრების არასათანდოდ წარმართვის გამო (ასევე, საცხოვრებელი გარემოს სათანადოდ მოწესრიგების უუნარობა). კონსულტაციაზე გამჟღავნდა მამის ხასიათის გამოვლენის, სოციალური ქცევის არართული, დადებითი დონე. ამავე ცენტრის დუშეთის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით, ა--------ლ ღ------–---–ის საცხოვრებელი სახლის ზოგადი მდგომარეობა მეტ - ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, მას უჭირს დამოუკიდებლად დაიცვას სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები. სახლში არის აუცილებელი ავეჯი და ტექნიკა. ბავშვს აქვს პირადი ნივთები, სათამაშოები. ბავშვს სძინავს საკუთარ საწოლში, იმავე ოთახში იძინებს მამა. იგი პეროდულად მოიხმარს ალკოჰოლს, მაგრამ მამის მხრიდან შვილის მიმართ გამოხატულია მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს ა--------ლ ღ------–---–ის ხელფასი, ასევე გზავნილები, სადაც იმყოფება ბავშვის ბებია. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი, მამის ბიძის, ბიცოლას და ბიძაშვილის სახით. მამა და ბავშვი, ასევე ნათესავები ცხოვრობენ ერთ ეზოში და ისინი ეხმარებიან მამას ბავშვის მოვლაში, ზრუნავენ ბავშვის გარეგნობაზე, მეცადინეობაზე და სხვა საჭიროებებზე. ბავშვი აღნიშნავს, რომ საჭმელს მამა უმზადებს, აბანავებს, ასეირნებს, ყველა სურვილს უსრულებს. მიუხედავად ამისა ბავშვი გამოხატავს დედის მონატრებას და მისი ნახვის ძლიერ სურვილს .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის 2019 წლის 29 აგვისტოს N2536 დასკვნა;
- მცხეთა-მთიანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის დუშეთის რაიონული განყოფილების 2019 წლის 29 აგვისტოს N2--0 დასკვნა;
4.2.3. საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის - ირინე მოსახლიშვილის N4-46 დასკვნის მიხედვით, მ---ი ჭ----–-ძე აღნიშნავს, რომ ბ-------ეს მიჯაჭვულობა ჰქონდა მასთან, რადგან ბავშვი 20-- წლის ი--–-სიდან 2018 წლის ოქტომბრამდე მის გვერდით იყო. როდესაც მამამ მინდობილობის გამოყენებით წაიყვანა ბ-------ე საზღვარგარეთ, მას შემდეგ მას ბავშვი დედასთან აღარ დაუბრუნებია. მ---იმ რამდენჯერმე სცადა ბ-------ესთან შეხვედრა და მისი ნახვა, მაგრამ მამამ ამის საშუალება არ მისცა. დედას ორი წლის მანძილე არ უნახავს ბავშვი და მათ შორის შეწყვეტილია ურთიერთობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2019 წლის 12 სექტემბრის N4-46 დასკვნა;
4.2.4. სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მ---ი ჭ----–-ძე ცხოვრობს მეუღლესთან ზ----ა გ------–---სთან და 3 თვის შვილთან ერთად. ბინა სადაც ცხოვრობენ ოჯახი არის ნაქირავები, აქვს ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და პატარა შესასვლელი. ბინა არის სუფთა და მოწესრიგებული, შექმნილია მყუდრო გარემო. ოთახში დგას დიდი და ბავშვის საწოლები, ბავშვის ნივთებისათვის ცალკე პატარა კომოდი, პატარა მაგიდა, სავარძელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზის გამათბობელი, სამზარეულოში დგას მაგიდა, სკამები და საჭირო ტექნიკა, სამზარეულოს ავეჯი და ჭურჭელი არ არის დაზიანებული. სახლში შეყვანილია გაზი, დენი და წყალი. ვიზიტის დროს გამათბობელი იყო ჩართული, რადგან სახლში ცხოვრობს ჩვილი და მას სითბო სჭირდება. მ---ის კარგად აქვს შვილის მოვლის ყველა უნარი, მოულოდნელი ვიზიტისას ბავშვი მოვლილი და მოწესრიგებულია. მ---ი თავის შვილს დროულად უტარებს სამედიცინო დახმარებას, აქვს ვიზიტები პედიატრთან, იცავს ჰიგიენას, ზრუნავს ბავშვის კვებაზე, ჩასაცმელზე. მ---ის და მის მეუღლეს აქვთ კარგი ურთიერთობა, მათ დიალოგში შეიმჩნევა სიმშვიდე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზ----ა გ------–--- არის გაწონასწორებული, მშვიდი და ჩამოყალიბებული პიროვნება. მან აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ბ-------ე ღ------–---–ის მდგომარეობა, ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვი მის ოჯახში ცხოვრობდა და კარგად იცნობს მას. ფიქრობს, რომ შვილი უნდა იზრდებოდეს დედასთან და მზადაა ხელი შეუწყოს დედა-შვილის ერთად ყოფნას. გააზრებული აქვს, რომ ბ-------ეს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი და პირადი ნივთები, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე და განათლებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 2019 წლის 31 ოქტომბრის N5193 მოხსენებითი ბარათი;
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1212-1214-ე, მუხლები;
„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. მოსარჩელე მ---ი ჭ----–-ძე ითხოვს ბ-------ე ღ------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი. იგი ასევე, ითხოვს მოპასუხე ა--------ლ ღ------–---–ს, ალიმეტის სახით დაეკისროს ყოვეთვიურად 150 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 მუნქტის შესაბამისად მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1999-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლიდან გამომდინარე, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.
შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბ-------ე ღ------–---–ი (დაბადებული 20-- წლის 16 ი--–-სს) არის მოსარჩელე მ---ი ჭ----–-ძის და მოპასუხე ა--------ლ ღ------–---–ის შვილი. მხარეები, დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი ბ-------ე ღ------–---–ი ცხოვრობს მამასთან ერთად. დედა ვერ ახერხებს მოინახულოს შვილი მამის საცხოვრებელ ადგილას.
დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბ-------ე ღ------–---–ი ცხოვრობს მამასთან მისამართზე დუშეთი, კ--------ს ქ. N4--ში. დუშეთის რაიონული განყოფილების დასკვნის მიხედვით, ა--------ლ ღ------–---–ის საცხოვრებელი სახილი ზოგადი მდგომრეობა მეტ - ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, მას უჭირს დამოუკიდებლად დაიცვას სანიტარულ - ჰიგიენური ნორმები. სახლში არის აუცილებელი ავეჯი და ტექნიკა. ბავშვს აქვს პირადი ნივთები, სათამაშოები. ბავშვს სძინავს საკუთარ საწოლში, იმავე ოთახში იძინებს მამა. იგი პეროდულად მოიხმარს ალკოჰოლს, მაგრამ მამის მხრიდან შვილის მიმართ გამოხატულია მზრუნველი, თბილი და ყურადღებიანი დამოკიდებულება. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს ა--------ლ ღ------–---–ის ხელფასი, ასევე გზავნილები, სადაც იმყოფება ბავშვის ბებია. ოჯახს ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი, მამის ბიძის, ბიცოლას და ბიძაშვილის სახით. მამა და ბავშვი, ასევე ნათესავები ცხოვრობენ ერთ ეზოში და ისინი ეხმარებიან მამას ბავშვის მოვლაში, ზრუნავენ ბავშვის გარეგნობაზე, მეცადინეობაზე და სხვა საჭიროებებზე. ბავშვი აღნიშნავს, რომ საჭმელს მამა უმზადებს, აბანავებს, ასეირნებს, ყველა სურვილს უსრულებს. მიუხედავად ამისა, ბავშვი გამოხატავს დედის მონატრებას და ძლიერ სურვილს დედის ნახვის.
სოციალური სამსახურის მიერ შეფასდა ასევე არასრულწლოვნის დედის, მ---ი ჭ----–-ძის საცხოვრებელი პირობები. სოციალური მუშაკის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მ---ი ჭ----–-ძე ცხოვრობს მეუღლესთან, ზ----ა გ------–---სთან და 3 თვის შვილთან ერთად. ბინა, სადაც ოჯახი ცხოვრობს არის ნაქირავები, აქვს ოთახი, სამზარეულო, აბაზანა და პატარა შესასვლელი. ბინა არის სუფთა და მოწესრიგებული, შექმნილია მყუდრო გარემო. ოთახში დგას დიდი და ბავშვის საწოლი, ბავშვის ნივთებისათვის ცალკე პატარა კომოდი, პატარა მაგიდა, სავარძელი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზის გამათბობელი, სამზარეულოში დგას მაგიდა სკამები და საჭირო ტექნიკა, სამზარეულოს ავეჯი და ჭურჭელი არ არის დაზიანებული. სახლში შეყვანილია გაზი, დენი და წყალი. ვიზიტის დროს გამათბობელი იყო ჩართული, რადგან სახლში ცხოვრობს თვეების ბავშვი, რომელსაც სითბო სჭირდება. მ---ის გააჩნია შვილის მოვლის ყველა უნარი, მოულოდნელი ვიზიტისას ბავშვი მოვლილი და მოწესრიგებული იყო. მ---ი თავის შვილს დროულად უტარებს სამედიცინო დახმარებას, აქვს ვიზიტები პედიატრთან, იცავს ჰიგიენას, ზრუნავს ბავშვის კვებაზე, ჩასაცმელზე. მ---ის და მის მეუღლეს აქვთ კარგი ურთიერთობა, მათ დიალოგში შეიმჩნევა სიმშვიდე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ზ----ა გ------–--- არის გაწონასწორებული, მშვიდი და ჩამოყალიბებული პიროვნება. მან აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია ბ-------ე ღ------–---–ის მდგომარეობა, ასევე აღნიშნა, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვი მის ოჯახში ცხოვრობდა და კარგად იცნობს მას. ფიქრობს შვილი უნდა იზრდებოდეს დედასთან და მზადაა ხელი შეუწყოს დედა-შვილის ერთად ყოფნას. გააზრებული აქვს, რომ ბ-------ეს უნდა ჰქონდეს საკუთარი ოთახი და პირადი ნივთები, იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე და განათლებაზე.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას, სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. ასევე უზრუნვეყოფილი უნდა იქნეს ბაშვის აზრის დაფიქსირება და მისი წარმომადგენლობა საქმის განხილვაში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო იზიარებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას მასზედ, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ბავშვის ასაკიდან, სქესიდან გამომდინარე და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მამის საცხოვრებელი ადგილი მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ხოლო დედის საცხოვრებელი ადგილი მიიჩნევა საიმედო გარემოდ, რაც ბავშვის ნორმალურად აღზრდას, განვითარებას და სოციალიზაციას ხელს შეუწყობს, ბ--------- ღ------–---–ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულ მოსაზრებას სასამართლო იზიარებს დაბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას უპირატესობას ანიჭებს დედის საცხოვრებელ ადგილს.საგულისხმოა რომ წარმოდგენილი დასკვნის თანახმად მამა ზოგჯერ მოიხმარს ალკოჰოლს, სახლში ამ მიზნით იკრიბებიან მეგობრები, რისი შემსწრეც არის ბავშვი. ასევე, მამის არყოფნის დროს ბავშვს ყურადღებას აქცევენ ა--------ლ ღ------–---–ის ნათესავები, სასამართლო კი მიიჩნევს, რომ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით უკეთესია მასზე ზრუნავდეს დედა და არა მამის ნათესავები. ამ მოსაზრებას ამყარებს ბავშვის დამოკიდებულება დედის მიმართ, რაც ნათლად გამოჩნდა ბავშთან გასაუბრებისა და დედასთან მისი შეხვედრის დროს. გარდა ამისა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგმა, რომელიც ასევე ესწრებოდა ბავშთან გასაუბრებას 2019 წლის 26 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხომაზე აღნიშნა, რომ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობის ჯაჭვი არ არის გაწყვეტილი, მან ასევე უპირატესობა მიანიჭა ბავშვის დედასთან ცხოვრებას მისი სქესიდან გამომდინარე. ფსიქოლოგმა ასევე ნეგატიურად შეაფასა მამის მიერ ბავშვისათვის ყველა სურვილის ასრულების მომენტი, ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ბავშვმა დედასთან უფრო მეტი დრო უნდა გაატაროს, რაც სასამართლოს აზრით უზრუნველყოფილი იქნება ბავშვის დედასთან ცხოვრებით, თუმცა ბავშვის დედასთან ცხოვრებამ ხელი არ უნდა შეუშალოს მამას, ჰქონდეს ბავშვთან სრულფასოვანი ურთიერთობა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მ---ი ჭ----–-ძის სარჩელი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. რაც შეეხება საალიმენტო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები.
ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის დანიშვნის დროს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იქნეს, როგორც არასრულწლოვანი ბავშვის, ასევე იმ მშობლის მდგომარეობა, რომელსაც უნდა დაეკისროს ალიმენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმებით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
„ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს (მშობლებს) აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი ბ-------ე ღ------–---–ის საცხოვრებელი ადგილად კი სასამართლომ განსაზღვრა დედის საცხოვრებელ ადგილი. მოსარჩელე - არასრულწლოვანი ბავშვის დედა არ მუშაობს. ამასთან მას სხვა ქორწინებდან ჰყავს კიდევ ერთი შვილი - 3 თვის ა--------ა გ------–---, რომლის რჩენა - აღზრდაც ასევე ევალება მას. ამდენად, გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის საჭიროა ორივე მშობელმა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტერესების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამდენად, მოპასუხის მიერ გაცნობიერებული უნდა იქნეს მისი ვალდებულებები შვილის მიმართ, იგი ვალდებულია არასრულწლოვან შვილს შეუქმნას მინიმალური პირობები ღირსეული ცხოვრებისათვის.
მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობაზე მსჯელობისას, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იგი არის დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რათა რეალურად იყოს შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი არ აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, არასრულწლოვანი შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნება ყოველთვიურად 100 ლარი სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, საპროცესო კოდექსის 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე პირველი ინსტანციით განიხილავენ მაგისტრატი მოსამართლეები, რა დროსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბაჟი ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დეკისროს 36 ლარის გადახდა. რაც შეეხება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დეკისროს 100 ლარის გადახდა, ასევე ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 50 ლარის, ჯამში 150 ლარის გადახდა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8,14-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1 არასრულწლოვან ბ-------ე ღ------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - მ---ი ჭ----–-ძის საცხოვრებელი ადგილი.
2. მოპასუხე ა--------ლ ღ------–---–ს ბ-------ე ღ------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმეტის სახით თვეში 100 (ასი) ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2019 წლის 12 აპრილიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე;
3. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი;
4. მოპასუხე ა--------ლ ღ------–---–ს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 36 (ოცდათქევსმეტი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა;
5. მოპასუხე ა--------ლ ღ------–---–ს მოსარჩელე მ---ი ჭ----–-ძის სასარგებლო დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა, ასევე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი - 50 (ორმოცდაათი) ლარი, ჯამში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე