განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
330100119003277253
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/5356-19

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- ვ--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა-------- ი----- ძე ნ------–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ დაბადებული 1--- წლის 2------------- ნასამართლევი, მცხოვრები: გ---------------------------–--------------

 

ადვოკატი - მ----------------–---–-

 

კვალიფიკაცია:

1.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. ა------- ნ------–-–---–ი და მ--------–---–ი ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე პერიოდში ა------- ნ------–-–---–ი სისტემატურად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მ--------–---–ს და ამცირებდა მას. ა------- ნ------–-–---–ის ქმედებების გამო მ--------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

1.2. 2019 წლის მაისის თვეში, ქ------–--–---------------------------------–ი, მ--------–---–ს ა------- ნ------–-–---–მა, იმის გამო, რომ მ--------–---–ს მასთან ცხოვრება არ სურდა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში და მკლავში ძლიერად მოუჭირა ორივე ხელი. ძალადობის გამო მ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია

 

2.1. დაზარალებულ მ--------–---–ის ჩვენებით, 2009 წლის გაზაფხულზე, ა------- ნ------–-–---–მა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა. დაახლოებით 1 თვე ცხოვრობდნენ ერთად, როგორც ცოლ-ქმარი და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ყოფითი პრობლემების გამო, მ--------–---–ის გადაწყვეტილებით დაშორდნენ ერთმანეთს. დაშორების შემდეგ ა------- ნ------–-–---–ი წლების განმავლობაში იხდიდა სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მ--------–---–მა სხვა პირთან შექმნა ოჯახი. დაშორების და სხვა პირთან შეუღლების მიუხედავად ა------- ნ------–-–---–ი მაინც ცდილობდა მასთან სოციალური ქსელით და ტელეფონით კონტაქტს, წერდა, რომ ძალიან უყვარდა და მის გარეშე არ შეეძლო, მ--------–---–ი უპასუხოდ ტოვებდა ბრალდებულის შეტყობინებებს, პერიოდულად იცვლიდა ტელეფონის ნომრებს. დაზარალებულის ჩვენებით, 2018 წელს განქორწინდა მეუღლესთან, რაც ცნობილი გახდა ა------- ნ------–-–---–ისთვის, სწორედ ამ პერიოდიდან, ბრალდებული დაჟინებით მოითხოვდა შერიგებას და თანაცხოვრების გაგრძელებას, მ--------–---–ი შერიგებაზე კატეგორიულ უარს ეუბნებოდა, თითქმის ყველა ასეთი უარი სრულდებოდა მისი სიტყვიერი შეურაცხყოფით და გინებით, აღნიშნულს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აგინებდა, როგორც პირისპირ შეხვედრის, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის დროს. აიძულებდა შეხვედრას, დაზარალებული თანხმდებოდა, რადგან უარის შემთხვევაში იცოდა, რომ დახვდებოდა სადარბაზოში ან აივნიდან შევიდოდა მასთან სახლში. დაზარალებულის ჩვენებით იყო შემთხვევა, როდესაც ა------- ნ------–-–---–ი დაზარალებულის აივანზე გადავიდა მის დაუკითხავად. მ--------–---–ის ჩვენებით, ა------- ნ------–-–---–ი შერიგებას აიძულებდა გინების და მუქარის ფონზე, ეუბნებოდა, რომ შვილებს ,,ღორებივით დაუკლავდა“ ან ყოფილ მეუღლეს სცემდა ბავშვების თანდასწრებით. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა ეჭვიანობის ნიადაგზეც, ეუბნებოდა, რომ სახეზე დაღს დაასმევდა და მერე აღარავინ შეხედავდა. უყვებოდა, თითქოს სიზმარში ხედავდა სიტუაციას, თუ როგორ აყავდა დაზარალებული ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში და იქედან აგდებდა, იქვე ეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა სიზმარში განხორციელებული ქმედებები ცხადშიც აღესრულებინა. 2019 წლის აგვისტოს თვეში მ--------–---–მა მიმართა პოლიციას შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზნით, პოლიციამ გამოსცა ორდერი 1 თვის ვადით. ვადის გასვლის შემდეგ, 2019 წლის 30 სექტემბერს, ა------- ნ------–-–---–ი ქუჩაში დაედევნა, მ--------–---–მა თავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლით უშველა, ბრალდებული ტრანსპორტშიც აჰყვა, სთხოვდა პასუხს, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. შეშინებულმა მ--------–---–მა დაურეკა მეგობარს და სთხოვა დახვედროდა გაჩერებაზე. ტრანსპორტიდან ჩასვლის შემდეგ, ა------- ნ------–-–---–მა ქუჩაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავი დაანება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა უთხრა, რომ დარეკავდა პოლიციაში. მ--------–---–ის ჩვენებით, ა------- ნ------–-–---–ი ამცირებდა საზოგადოებაშიც, მუდმივი სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების გამო ნერვიულობდა და ტიროდა.

 

2.2. გამომძიებელ ი-----–- ჯ------ის ზეპირი ჩვენებით, შეტყობინების საფუძველზე, 2019 წლის 30 სექტემბერს დაიწყო გამოძიება, გაესაუბრა შეტყობინების ინიციატორს მ--------–---–ს, ხოლო შემდეგ გამოკითხა. გამოკითხვის პროცესში მ--------–---–ი იყო ძალიან აღელვებული და განერვიულებული.

 

2.3. მოწვეულ პირთან გასაუბრების ოქმის მიხედვით, 2019 წლის 30 სექტემბერს, გამოკითხვამდე, ი-----–- ჯ------ი ი--------------- პოლიციის მე-8 განყოფილებაში, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და ,,112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე გაესაუბრა მ--------–---–ს. ამ უკანასკნელმა გამომძიებელს განუცხადა, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ა------- ნ------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, წარსულშიც, თვეში რამდენჯერმე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. ოქმის შინაარსის სისწორე ხელმოწერით დადასტურებული იქნა გამომძიებლის და მ--------–---–ის მიერ.

 

2.4. მოწმე შ------- დ------ის ზეპირი ჩვენებით, მეგობრობს მ--------–---–თან, იცნობს ა------- ნ------–-–---–საც. ორივე ამ პირის მხრიდან იცოდა, რომ წარსულში ა------- ნ------–-–---–მა მოიტაცა მ--------–---–ი და დაახლოებით 1 თვე ცხოვრობდნენ ერთად. დაშორების შემდეგ მ--------–---–ი სხვა პირზე დაქორწინდა, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ კვლავ გამოჩნდა ა------- ნ------–-–---–ი, რომელიც დაზარალებულს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თანაცხოვრებას. მ--------–---–ი იყო თანაცხოვრების წინააღმდეგი, რაზედაც ბრალდებული ბრაზდებოდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა. მოწმის ჩვენებით, 2019 წლის შემოდგომაზე, დაურეკა მ--------–---–მა აკანკალებული ხმით და უთხრა, რომ ტრანსპორტში მასთან ერთად იმყოფებოდა ა------- ნ------–-–---–იც. მოწმე დახვდა მეგობარს გაჩერებაზე, ტრანსპორტიდან ჩამოვიდა მ--------–---–ი აღელვებული, უკან ჩამოჰყვა ა------- ნ------–-–---–იც და ქუჩაში მოწმის თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2.5. 2019 წლის 30 სექტემბერს, გამომძიებელმა ი-----–- ჯ------მა, სიტუაციიდან გამომდინარე გამოსცა შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც აღიწერა მსხვერპლის მიერ პოლიციელისთვის მიწოდებული ინფორმაცია. ოქმში ასახული ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია მსხვერპლის მ--------–---–ის ხელმოწერით. სასამართლოს შეფასების საგანი გახდა ოქმში მონიშნული ის ინფორმაცია, რაც ადასტურებს მოძალადის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის ჩადენის ფაქტს. ინციდენტის ფაბულის მიხედვით ა------- ნ------–-–---–მა მ--------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალადობის ფორმა იყო ფსიქოლოგიური. ძალადობა განხორციელდა მოწმის შ------- დ------ის თანდასწრებით. 2018 წლის დეკემბრის თვიდან, თვეში რამდენჯერმე, მოძალადე მსხვერპლს დამუქრებია ჯანმრთელობის დაზიანებით. ეკონტაქტება სოციალური ქსელისა და მობილური ტელეფონის საშუალებით, რა დროსაც აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

2.6. შემაკავებელი ორდერის ქულათა რაოდენობა გახდა საფუძველი 2019 წლის 30 სექტემბერს, #------ შემაკავებელი ორდერის გამოცემის. შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მ--------–---–ს მიენიჭა მსხვერპლის სტატუსი, ხოლო ა------- ნ------–-–---–ს მოძალადის. ორდერი გამოიცა ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე. მსხვერპლისა და მოძალადის კავშირად დაფიქსირდა ყოფილი მეუღლეები. ორდერს ხელს აწერენ მსხვერპლიც და მოძალადეც, ყოველგვარი შენიშვნის გარეშე, რითაც სხვა გარემოებებთან ერთად ადასტურებენ ყოფილი ცოლ-ქმრის სტატუსს. ა------- ნ------–-–---–ს არ გაუსაჩივრებია შემაკავებელი ორდერი.

 

2.7. გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ წარსულშიც, კერძოდ, 2019 წლის 28 აგვისტოს, ა------- ნ------–-–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. იმ შემთხვევაშიც, მსხვერპლი იყო მ--------–---–ი. ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა ფსიქოლოგიური (სიტყვიერი შეურაცხყოფა) ძალადობა.

 

2.8. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგინდა:

 

ა) მ--------–---–მა ა------- ნ------–-–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ბ) ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევით ნაწილის მიხედვით: შესამოწმებელი პირი - მ--------–---–ი, მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ქმედებებიდან განსაკუთრებით მძიმე და უარყოფითი ეპიზოდების გახსენებისას იძაბება. აღნიშნავს, რომ სისტემატიური სტრესული მდგომარეობის გამო მისთვის შეუძლებელი გახდა ყველაფრის მოთმენა. მის საუბარში არ იკვეთება მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტების გამძაფრებული განმარტების გადატვირთვის მცდელობა. შიხანის განგაშის თვითშეფასების შკალის მიხედვით, შფოთვის დონე აღემატება ნორმას. ბეკის დეპრესიის შკალის მონაცემებით დეპრესიის ხარისხი ნორმაზე მაღალია. ლუშერის ფერითი ტესტის შედეგებით ვლინდება: შფოთვის მაღალი, არასტაბილური დონე. (იხ. ექსპერტიზის დასკვნა - გვ.2/5-3/5).

 

გ) კლინიკური საუბრისას შესამოწმებელმა პირმა მ--------–---–მა ექსპერტს მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: ,,... ა------- ნ------–-–---–ისგან უკიდურესად შეწუხებული ვარ. ის არ მაძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას, დამდევს, სიცოცხლის მოსპობით მემუქრება, მლანძღავს, მაგინებს და ფიზიკურადაც მეხება. ის ციხეში ყაჩაღობის მუხლით არის ნაჯდომი, რეალურად მეშინია, რომ თავის მუქარას შეასრულებს და იძულებული გავხდი პოლიციისთვის მიმემართა“.

 

2.9. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორის - ექსპერტ მ------ ბ------ის ჩვენებით, შესამოწმებელი პირი მ--------–---–ი, ა------- ნ------–-–---–ის მიერ მასზე განხორციელებული სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის გამო განიცდიდა ტანჯვას. შესამოწმებელი პირი იყო ძალიან შეშინებული, კლინიკური საუბრისას შიშისგან კანკალებდა. ექსპერტმა ზეპირ ჩვენებაში დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. დამატებით განმარტა, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე დადასტურდა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტის ჩვენებით, დასკვნის შედეგი კუმულაციურად დადგა სამი კომპონენტის ურთიერთთანხვედრით, ეს კომპონენტები იყოს სისხლის სამართლის საქმის მასალები, კლინიკური საუბარი შესამოწმებელ პირთან და ფსიქოლოგიურ - ექსპერიმენტული კვლევა.

 

2.10. ზემოთ განხილულ მტკიცებულებათა ლოგიკური ჯაჭვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ ა------- ნ------–-–---–ი, სისტემატურად შეურაცხყოფას აყენებდა და ამცირებდა მ--------–---–ს, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია

 

2.11. დაზარალებულის ზეპირი ჩვენებით, ა------- ნ------–-–---–ი მუქარით, დამცირებით, სიტყვიერი შეურაცხყოფით აიძულებდა ქორწინებას, ეკლესიაში წასვლას და ჯვრის დაწერას, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო მსხვერპლი. კონტაქტის იძულების ფონზე წარმოშობილი ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს, 2019 წლის მაისის თვეში, ა------- ნ------–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ყელში და მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი, რაც ეტკინა, რამდენიმე დღე ჰქონდა სილურჯეები. შიშის გამო არ მიუმართავს პოლიციისთვის. შიშის საფუძველს უქმნიდა მუდმივი მუქარა, რომ დაუხოცავდა შვილებს, მ. კ---–---–ის ყოფილ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდებოდა ბავშვების თანდასწრებით, პირადად მას დაამჩნევდა დაღს სახეზე, ასევე ემუქრებოდა თვითმკვლელობით, რაც დაზარალებულს უნდა დაბრალებოდა, იყო შემთხვევა, როდესაც გადაიჭრა ვენები, შემდეგ ფოტო გაუგზავნა მ--------–---–ს და ეუბნებოდა, თუკი არ შეურიგდებოდა პირს ამოიკერავდა, თავს მოიკლავდა, დაწერდა წერილს და ყველაფერს მას დააბრალებდა.

 

2.12. მოწმე შ------- დ------ის ზეპირი ჩვენებით, 2019 წლის გაზაფხულზე მ--------–---–ის მკლავზე შენიშნა სილურჯე. როდესაც მეგობარს ჰკითხა მკლავზე არსებული დაზიანების წარმოშობა, ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ დაზიანება მიაყენა ა------- ნ------–-–---–მა.

 

2.13. ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში ინფორმატიულია შემაკავებელი ორდერის ოქმის ის მონაკეთი, სადაც მსხვერპლი აცხადებს, რომ ა------- ნ------–-–---–ი ფიზიკურადაც ძალადობდა მასზე, 2019 წლის გაზაფხულზე, ყელში და მკლავში წაუჭირა ხელები.

 

2.14. დაზარალებულის და მოწმე შ------- დ------ის ზეპირი ჩვენებებით, ასევე შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომელიც შედგენილ იქნა დაზარალებულთან უშუალო კომუნიკაციით, უტყუარად დასტურდება, რომ ა------- ნ------–-–---–მა 2019 წლის მაისის თვეში, მ--------–---–ს, რომელმაც თანაცხოვრებაზე უარი განუცხადა, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ძალადობის შედეგად მსხვერპლმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.15. დაცვის მხარის პოზიციათა ანალიზი:

 

2.15.1. ა------- ნ------–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მ--------–---–თან წარსულში არასდროს ჰქონია თანაცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობა. მ--------–---–ი იყო მხოლოდ ნაცნობი, რომელიც მუდმივად ეჭვიანობდა ბრალდებულზე, რადგანაც ამ უკანასკნელს ჰყავდა ოჯახი, მეუღლე და შვილი, ხშირად უწყობდა ეჭვიანობის სცენებს და აიძულებდა მისულიყო მასთან სახლში. ბრალდებულის ჩვენებით ფიზიკურად არასდროს უძალადია მ--------–---–ზე, მხოლოდ ერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2.15.2. მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობის შესახებ. სასამართლო მიმოიხილავს ყველა იმ არსებით საკითხს, რაზედაც დაცვის მხარე აპელირებდა.

 

2.15.3. დაცვის მხარემ დასკვნის სიტყვაში დააყენა დაზარალებულის იმპიჩმენტის საკითხი, ადვოკატის მოსაზრებით, მ--------–---–ის ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი მოგონილია ბრალდებულის ცრუდ მხილების განზრახვით. დაცვის მხარის ამ შეფასებას სასამართლო არ ეთანხმება, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოვლენილა მ--------–---–ის სუბიექტური მიკერძოების განზრახვა, ობიექტური მტკიცებულებით: ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მ--------–---–ი არ არის მოტივირებული ფაქტების გაზვიადებით, მის საუბარში არ იკვეთება დანაშაულის შემცველი ფაქტების გამძაფრებული განმარტების გადატვირთვის მცდელობა. ის, რომ მსხვერპლმა, ძალადობის პირველი შემთხვევისთანავე არ მიმართა პოლიციას, ვერ გახდება მისი იმპიჩმენტის საფუძველი. მსხვერპლთა ამგვარი ქცევა ზოგადად დამახასიათებელია ლატენტური - ოჯახური კატეგორიის დანაშაულებისთვის, ხშირად დაზარალებულები მოძალადის შიშით ვერ ააშკარავებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს და სახელმწიფოს დახმარებას არ სთხოვენ სანამ მდგომარეობა არ გაუარესდება და სამართალდამცავების ჩართულობა მათთვის სიცოცხლის გადარჩენისა და ჯანმრთელობის დაზიანებისგან დაცვის ერთადერთი გზა აღმოჩნდება. სწორედ იდენტურია განსახილველი შემთხვევაც. მ--------–---–მა დეტალურად და დამაჯერებლად ახსნა, რომ მოძალადის შიშით, რომელიც სხვადასხვა ფორმის მუქარაში გამოიხატებოდა, ვერ ააშკარავებდა დანაშაულს, ა------- ნ------–-–---–ი ემუქრებოდა სახეზე დაღის დასმით, შვილების სიცოცხლის მოსპობით, ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ანგარიშსწორებით და თვითმკვლელობით, რომელიც მსხვერპლს უნდა დაბრალებოდა. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სანდოობის ტესტი იზომება არა მხოლოდ ჩვენების შინაარსით, თანმიმდევრულობით და კატეგორიულობით, არამედ დაკვირვებით თუ როგორ, რა ემოციით, საუბრის მანერით, ინტონაციით გადმოსცემს პირი ჩვენებას. სასამართლო აკვირდებოდა მ--------–---–ის მიერ ფაქტების გადმოცემის მანერას, ჟესტიკულაციას, თვალშისაცემი იყო მსხვერპლის ემოციური მდგომარეობა, განცდები, რაც გამოწვეული იყო ა------- ნ------–-–---–ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური შეურაცხყოფის თუ დამცირების გამო, მსხვერპლი იყო უკიდურესად დათრგუნული, გამოხატავდა შეურაცხყოფის განცდას, საფრთხიდან თავის დაღწევის მოტივაციას, გამოხატული იყო უკმაყოფილება, უიმედობა, შელახული თავმოყვარეობა.

 

2.15.4. სასამართლომ არ გაზიარა დაცვის მხარის მოსაზრება მტკიცებულებათა არასაკმარისობის თაობაზე. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა. სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება. აღნიშნული ქმედება რომ დასჯადად იქნეს მიჩნეული, სავალდებულოა ორი კომპონენტი. ერთი - ის ჩადენილი უნდა იქნეს ოჯახში და მეორე - უნდა გააჩნდეს სისტემატური ხასიათი. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ შეურაცხყოფის ფაქტს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ადგილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამჯერ დროის მცირე ინტერვალის დაშორებით და ყოველი მომდევნო შეურაცხყოფის დროს მსხვერპლს არ უნდა ჰქონდეს განელებული წინა შეურაცხყოფის ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. დაზარალებულ მ--------–---–ის ზეპირი ჩვენებით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ა------- ნ------–-–---–ი სისტემატურად, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე, დაზარალებულის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ, კატეგორიულად მოითხოვდა თანაცხოვრებას, უარის მიღების შემდეგ უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აგინებდა, ამცირებდა საზოგადოებაშიც, სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ჰქონდა როგორც პირისპირ შეხვედრის - კონტაქტის, ასევე სატელეფონო საუბრის დროს. დაზარალებულის და ექსპერტის ჩვენებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით შეიკრა ობიექტური ჯაჭვი, რამაც სასამართლო დაარწმუნა ა------- ნ------–-–---–ის ბრალეულობაში. ოჯახში ძალადობა ასევე გულისხმობს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ ფიზიკური ძალადობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რა ხერხით განხორციელდა ძალადობა, განზრახ ხელით ხელზე ჯაჯგური, ხელის გადაგრეხვა, მაგრად მოჭერა და ა.შ. წარმოადგენს ფიზიკური ძალადობის ფორმას, თუ მან ტკივილი გამოიწვია. დაზარალებულის ჩვენებით, რომლის სარწმუნოობაშიც ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, დადასტურდა, რომ 2019 წლის მაისის თვეში ა------- ნ------–-–---–მა ფიზიკურად იძალადა მასზე. მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ძალადობასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ დაზიანებას შორის დგინდება დაზარალებულის და მოწმე შ------- დ------ის ზეპირი ჩვენებებით. თითოეული ეს პირი დამაჯერებლად აღნიშნავს, რომ ძალადობის შედეგად მსხვერპლს იმ ლოკაციაზე, სადაც მოხდა ხელების ძლიერად მოჭერა, აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის (სილურჯის) სახით. დანაშაულის შემადგენლობას - ფიზიკურ ტკივილს ადასტურებს უშუალოდ მსხვერპლი.

 

2.15.5. დაცვის მხარის პოზიცია, რომ ა------- ნ------–-–---–ი და მ--------–---–ი არ შეიძლება განხილულ იქნენ, როგორც ოჯახური ძალადობის სუბიექტები, სასამართლოს მიერ გაზიარებული არ იქნა შემდეგ გარემოებათა გამო: 1. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა.“ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად: „ ამ კანონის მიზნებისთვის ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნაში განმარტებულია იმ პირთა წრე, რომელიც მოიაზრება ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ამსრულებლად და დაცვის ობიექტად ,,ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაზარალებულის ჩვენებით დადასტურდა, რომ წარსულში, 2009 წლის გაზაფხულზე, ა------- ნ------–-–---–თან ერთად, ამ უკანასკნელის სახლში, დაახლოებით 1 თვე ცხოვრობდა ერთ ოჯახად, როგორც ცოლ-ქმარი, ამ პერიოდში ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, ყოფითი პრობლემების გამო დაშორდნენ ერთმანეთს. მოწმე შ------- დ------ის ჩვენებით, მ--------–---–ის და ა------- ნ------–-–---–ისგან იცის, რომ წარსულში ეს ორი პირი ცხოვრობდა ერთად, როგორც ოჯახი და ცოლ-ქმარი. გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის 30 სექტემბერს შემაკავებელი ორდერი გამოიცა ა------- ნ------–-–---–ის მიმართ ყოფილ მეუღლეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, ორდერი ხელმოწერით დაადასტურა ა------- ნ------–-–---–მაც. მისი მხრიდან ორდერი არ გასაჩივრებულია და დავის საგანი არ გამხდარა ორდერში მითითებული მისი და მსხვერპლის ოჯახური კავშირი ,,ყოფილი მეუღლე“. შემაკავებელი ორდერის ოქმში მსხვერპლის პირად ინფორმაციაში, მ--------–---–ის მიერ გაცხადებული ინფორმაციის საფუძველზე მოინიშნა სტატუსი ყოფილი მეუღლე.

 

3.სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ გამოკვლეული მტკიცებულებებით დაამტკიცა ა------- ნ------–-–---–ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენა.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.3. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუვალობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. პატივი და ღირსებაც წარმოადგენს ადამიანის ხელშეუვალ უფლებას და მას იცავს საქართველოს კონსტიტუცია, ამ უფლებათა ხელყოფა, თუნდაც ოჯახის წევრის მიერ, აუცილებლად პასუხგაცემული უნდა იქნეს. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’ კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქალთა მიმართ ძალადობა აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა.

 

3.4. სასამართლომ შეაფასა არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ამ მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების თანახმად შეიქმნა ერთიანი ლოგიკური მტკიცებულებითი ჯაჭვი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ ა------- ნ------–-–---–ის მიერ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2019 წლის მაისის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ბრალეული ქმედება, რის გამოც იგი წარდგენილი კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ა------- ნ------–-–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

4.2. ა------- ნ------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ინტენსივობა, ქმედებათა რაოდენობა, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი - წარსულში კანონთან კონფლიქტი.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს:

 

5.3.1. ქმედებათა მასშტაბი და სიმრავლე: ჩადენილია დანაშაულის 2 ეპიზოდი.

 

5.3.2. ბრალდებულის პიროვნული მახასიათებელი დატვირთულია წარსულში კანონთან კონფლიქტით. 2005 წლის 8 დეკემბრის განაჩენით ნასამართლევია 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა 2008 წლის 19 დეკემბერს. აღნიშნულის შემდეგ, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განაჩენით ა------- ნ------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე” და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2009 წლის 16 მაისიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად მსჯავრდებულ ა------- ნ------–-–---–ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით, 4 (ოთხი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. საქმის მასალების მიხედვით, ა------- ნ------–-–---–ი სასჯელის მოხდით ციხიდან გათავისუფლდა 2015 წლის 30 სექტემბერს. ნასამართლობა უქარწყლდებოდა 2021 წლის 30 სექტემბერს, თუმცა გაქარწყლებამდე ჩაიდინა განსახილველი საქმის განზრახი დანაშაულები. სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

5.4. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს და პრინციპებს, სწორედ ამ პრინციპების საფუძველზე სასამართლო განსაზღვრავს სამართლიან და კანონიერ სასჯელს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. განსახილველი საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც პირის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

5.5. ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე მოძალადე უნდა ისჯებოდეს ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი ზეგავლენის მქონე სანქციების საშუალებით, ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სერიოზულობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში ა------- ნ------–-–---–ის სათანადო ქცევას, რათა მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქცევების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა------- ნ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. ა------- ნ------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობა) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (სისტემატური შეურაცხყოფა) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და ა------- ნ------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ა------- ნ------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 2 ოქტომბრიდან.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა