გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1788-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2- თებერვალი 2020 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე - მამუკა ნოზაძე სხდომის მდივანი - გვანცა ბერუაშვილი მოსარჩელე - ს- „ლ-------- ბ---ი“ წარმომადგენელი - ლ--–- გ------ა მოპასუხე - გ------- ა-–------–---–ი წარმომადგენელი - მ--–---- ა-–------–---–ი დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის დაბრუნება აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- ა-–------–---–ს ს- ,,ლ-------- ბ---ის" სასარგებლოდ დაეკისროს 8070.39 ლარის გადახდა.
გ------- ა-–------–---–ი წარმოადგენს ს- „ლ-------- ბ---ის“ მომხმარებელს, რომელსაც ბ---ში გახსნილი აქვს ანგარიში N----------------------. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე 2-------) გ------- ა-–------–---–ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებდა სააღსრულებო წარმოებას სხვა კრედიტორის (არა ლ-------- ბ---ის) სასარგებლოდ. 2--- წელს აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან გამოგზავნილი იქნა მომართვა N A----------------, რომლითაც მოსარჩელეს დაევალა გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე საინკასო დავალების გავრცელება. 2--- წლის 2- ივნისის წერილის შესაბამისად აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეცნობა, რომ მათი მომართვა გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე საინკასო დავალების კონტროლზე აყვანის მოთხოვნა შესრულებული იქნა.
2--- წლის 0- დეკემბერს ბ---ში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო არასწორად მოხდა ინკასოს განაღდება და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს გ------- ა-–------–---–ის ანგარიშიდან გადაერიცხა თანხა 8070.39 ლარი, აღნიშნული გამოწვეული იყო მხოლოდ ტექნიკური ხარვეზით, რაც დასტურდება, როგორც ბ---ის მხრიდან სააღსრულებო ბიუროსათვის მიმართული წერილით, ასევე მოპასუხის საბ---ო ანგარიშით. ამასთან ინკასო ემსახურება მოვალის ანგარიშზე არსებული თანხის განაღდებას, აღნიშნულ შემთხვევაში საბ---ო ამონაწრით დასტურდება, რომ ინკასოს განაღდების მომენტისათვის, კერძოდ, 2--- წლის 0- დეკემბერს გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე არანაირი თანხა არ არსებობდა და ნაშთი შეადგენდა 0 ლარს. შესაბამისად თანხა, რომელიც გადაირიცხა ბიუროს ანგარიშზე წარმოადგენს ბ---ის საკუთრებას. ბ---ის მიერ დაშვებული ხარვეზის თაობაზე 2--- წლის 05 დეკემბერს, საინკასო დავალების შესრულებიდან მეორე დღესვე ბ---მა მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და განუმარტა, რომ 3-4 დეკემბერს განხორციელებული ტრანზაქციები ტექნიკური ხარვეზის გამო გადარიცხული იქნა შეცდომით და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება. ბიურომ ბ---ის წერილის საფუძველზე დააბრუნა ყველა გადარიცხული თანხა, გარდა გ------- ა-–------–---–ის თანხისა.
ქვემო ქართლის საარსრულებო ბიუროს მიერ გ------- ა-–------–---–ის თანხის დაბრუნება ვერ მოხდა, რადგან 2--- წლის 0- დეკემბერს ამ უკანასკნელის მიერ დაწერილი განცხადების თანახმად, მოითხოვა საინკასო დავალებით განაღდებული თანხის დაბრუნება იმ მოტივით, რომ სააღსრულებო წარმოება მაგ დროისათვის დასრულებული იყო და ინკასოს თანხა წარმოადგენდა მის ანგარიშზე არსებულ თანხას, რაც რათქმაუნდა არ შეესაბამება სინამდვილეს და გ------- ა-–------–---–მა მიითვისა ბ---ის თანხა უსაფუძვლოდ, რადგან აღნიშნული თანხა არ წარმოადგენდა მის საკუთრებას.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ არანაირი სააღსრულებო ფურცელი არ ყოფილა გაცემული, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად. არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელე კონკრეტულად არ მიუთითებს თუ რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი, რომლის საფუძველზეც მოხდა გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვა, ამასთან სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. გ------- ა-–------–---–ი წარმოადგენს ს- „ლ-------- ბ---ის“ მომხმარებელს, რომელსაც ბ---ში გახსნილი აქვს ანგარიში N----------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი.
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (საქმე 2-------) გ------- ა-–------–---–ის მიმართ აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებდა სააღსრულებო წარმოებას სხვა კრედიტორის (არა ლ-------- ბ---ის) სასარგებლოდ.
2--- წლის N A---------------- წერილით აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა ს- ლ-------- ბ---ს, რომლითაც ბ---ს დაევალა გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე საინკასო დავალების გავრცელება. აღნიშნული წერილის საპასუხოდ 2--- წლის 2- ივნის- ს- „ლ-------- ბ---მა“ მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და განუმარტა, რომ მათი მომართვა გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე საინკასო დავალების კონტროლზე აყვანის შესახებ შესრულებული იყო მათ მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 0- ოქტომბრის შეტყობინება.
- ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის N A---------------- წერილი.
- ს- ლ-------- ბ---ის 2--- წლის 2- ივნისის მიმართვა.
3.1.3. 2--- წლის 0- დეკემბერს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს გ------- ა-–------–---–ის ანგარიშიდან გადაერიცხა - 8070.39 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადახდო დავალება N2802.
3.1.4. 2--- წლის 0- დეკემბერს გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე N---------------------- ნაშთი შეადგენდა 0 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი გ------- ა-–------–---–ის N---------------------- ანგარიშიდან.
3.1.5. 2--- წლის 05 დეკემბერს ს- ,,ლ-------- ბ---მა" მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და განუმარტა, რომ 3-4 დეკემბერს განხორციელებული ტრანზაქციები ტექნიკური ხარვეზის გამო გადარიცხული იქნა შეცდომით და მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2--- წლის 05 დეკემბრის ს- ლ-------- ბ---ის წერილი და დანართი N1.
- ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 0- ოქტომბრის წერილი.
3.1.6. 2--- წლის 0- დეკემბერს გ------- ა-–------–---–მა განცხადებით მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა მის ანგარიშზე არსებული თანხის მისთვის დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------- ა-–------–---–ის 2--- წლის 0- დეკემბრის განცხადება.
3.1.7. 2--- წლის 0- დეკემბერს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ გ------- ა-–------–---–ს ჩაურიცხა თანხა 8070.39 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2--- წლის 0- დეკემბრის N----- წერილი.
- ქვემო ქართლის 2--- წლის 2- დეკემბრის N90979 წერილი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. გ------- ა-–------–---–მა ს- ,,ლ-------- ბ---ისაგან" უსაფუძვლოდ მიიღო 8070.39 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა წარმოადგენდა მის საკუთრებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მართალია მოსარჩელემ ტექნიკური ხარვეზის გამო 8070.39 ლარი გადარიცხა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე, თუმცა სწორედ ამ უკანასკნელის მიერ განხორციელდა ბ---ის კუთვნილი თანხის მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხვა, ამდენად სასამართლომ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა პირი, რომელმაც უშუალოდ მიიღო მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე იყო ის პირი, ვისაც უნდა ემტკიცებინა თანხის მიღების სამართლებრივი საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა განხორციელებული მოპასუხის მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8070.39 ლარის გადახდა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე, 316-ე, 317-ე, 976-ე, 979-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს მხოლოდ ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.
სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმებოდა, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც, აღნიშნული შენაძენი ექვემდებარებოდა ექვემდებარებოდა უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილი იყო დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყო არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან შესაბამისი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო 8070.39 ლარი.
კონდიქციური ვალდებულების წარმოშიბისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორეს ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი -თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად, ან განხორციელდა იგი, მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას.
სასამართლო მოიხმობს საკასაციო პალატა განმარტებას იმის თაობაზე, რომ უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის მიღებამდე. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემსრულებელი ასრულებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის ადგენას (იხ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკის ანალიზი , თბ., 2---წ, გვ.39).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილია: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არსებობს მოპასუხისთვის 8070.39 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
6.3. მოპასუხე თანხის დაბრუნების საწინააღმდეგო გარემოებად მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ს- ,,ლ-------- ბ---ის" მიერ გაშვებულია ხანდაზმულობის ვადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
მართალია მოსარჩელე მოითხოვს ფულადი ვალდებულების აღიარებას, მაგრამ სადაო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა, სარჩელის ძირითადი საფუძველია უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული თანხის უკან დაბრუნება, შესაბამისად, აღნიშნულ ინსტიტუტთან დაკავშირებულ ურთიერთობაზე გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო ვადა, რომელიც შეადგენს 10 წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წეს- და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოშობილი და გაუქარწყლებელი (შეუწყვეტელი) მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა, ამიტომ სასამართლომ ჯერ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი წანამძღვრები და ამის შემდეგ იმსჯელოს ხანდაზმულობაზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თითოეული მოთხოვნა, სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადას ექვემდებარება (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-8 წლის 8 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-20--20--20-8)
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ მოთხოვნაზე ვრცელდება სასარჩელო მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობის ვადა და მასზე არ ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.
განსახილველ შემთხვევაში ს- ლ-------- ბ---ისათვის მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება 2--- წლის 05 დეკემბერი, როდესაც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ გ------- ა-–------–---–ის ანგარიშზე გადარიცხა მოსარჩელის კუთვნილი თანხა, შესაბამისად ს- ლ-------- ბ---მა სარჩელი აღძრა 2--- წლის 08 ოქტომბერს ანუ ხანდაზმულობის 10 წლიან ვადაში.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2-2.10 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 2-3-2-4-ე, 2-8-2-9-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ს- „ლ-------- ბ---ი“-ს სარჩელი მოპასუხე გ------- ა-–------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე გ------- ა-–------–---–ს (პ/ნ 3----------) ს- „ლ-------- ბ---ი"-ს (ს/ნ 2-------4) სასარგებლოდ დაეკისროს 8070.39 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ------- ა-–------–---–ს (პ/ნ 3----------) ს- „ლ-------- ბ---ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2-2.10 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე