გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.10.2019
საქმის ნომერი
060210118002771846
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1056-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნონა ზარქუა

მოსარჩელე- სს ,, კ-------------“;

წარმომადგენელი - ქ------------–----;

მოპასუხე - გ-------–---–--ე;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება;

მოთხოვნა - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე გ-------–---–--ეს, მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ძირი თანხის - 1618.23 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე გ-------–---–--ეს, მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 85.99 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე გ-------–---–--ეს, მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პროცენტის სახით - 747.23 ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხე გ-------–---–--ეს, მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 749.73 ლარის გადახდა, 0.41% ჯარიმა ძირზე.

 

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2017 წლის 15 დეკემბერს, სს ,,კ-------------“-სა და მოპასუხე გ-------–---–--ეს შორის გაფორმდა განვადების ხელშეკრულება N1--------------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 2000 ლარი 24 თვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 55 %, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 80.31%. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის მიხედვით სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,მსესხებელს“ დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (პირგსამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგაცილებაზე). მსესხებელს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2018 წლის ივლისის თვეში. 2017 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების და გადახდის ისტორიის, გადახდის გრაფიკის მიხედვით მსესხებელ გ-------–---–--ეს ჯამში გადახდილი აქვს 1015.25 ლარი, რაც მოიცავს ძირითად თანხას 381.77 ლარს, სიცოცხლის დაზღვევას 35.93 ლარს, პროცენტს 592.35 ლარს და ჯარიმას 5.20 ლარს. ამჟამად მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 3201.18 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1618.23 ლარი, პროცენტი - 747.23 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 85.99 ლარი, 0.41% ჯარიმა ძირზე - 749.73 ლარი. მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილები დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. 2017 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მეშვიდე პუნქტის, 7.4 ქვეპუნქტის მიხედვით ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა“. ასევე განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული (პირგასამტეხლო)) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე გ-------–---–--ემ, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 15 დეკემბერს, სს ,,კ-------------“-სა და მოპასუხე გ-------–---–--ეს შორის გაფორმდა განვადების ხელშეკრულება N1---------------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 2000 ლარი 24 თვით, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 55 %, სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 80.31%. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის მიხედვით სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,მსესხებელს“ დაერიცხება პირგასამტეხლო დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (პირგსამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში, ყოველ ვადაგაცილებაზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N1-------------- (იხ.ს.ფ. 22-27);

-გრაფიკი (იხ.ს.ფ. 28-29);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი).

 

3.1.2.მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 32)

-გაფრთხილების წერილი (იხ.ს.ფ. 31 )

-მხართა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივ გარემოებებზე მხარეები არ დაობენ.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,კ-------------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 15 დეკემბერს, განვადების N1-------------- ხელშეკრულების გაფორმებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების ვადებისა და პირობების დარღვევაში.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, კრედიტის ამღები მოპასუხის მიერ კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული თანხები გადახდილი არ იქნა დათქმულ ვადაში. მოსარჩელე ბანკის მიერ მოპასუხეებისათვის გაგზავნილ შეტყობინებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობაა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხე გ-------–---–--ემ სარჩელი ცნო მთლიანად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს დავალიანების, 3201.18 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტი - 747.23 ლარის ოდენობით.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, რომელიც წარმოადგენს - 749.73 ლარს (0.41% ჯარიმა ძირზე).

 

7.0. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება სს ,,კ-------------“ უფლებამოსილია მოითხოვოს გ-------–---–--ისაგან სესხის ძირითადი დავალიანების - 1618.23 ლარის, პროცენტის - 747.23 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის - 85.99 ლარის, 0.41% ჯარიმა ძირზე - 749.73 ლარის გადახდა.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარები 2017 წლის 15 დეკემბერს, განვადების N1-------------- ხელშეკრულების 10.3 პუნქტით შეთანხმდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს. მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე გ-------–---–--ემ სარჩელი ცნო მთლიანად, შესაბამისად, სს ,,-------------ს“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

 

ამასთან მოპასუხე გ-------–---–--ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების სააღსრულებო ბიუროში რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 249-ე, 208-ე, 49-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ”კ-------------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე გ-------–---–--ეს, სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 დეკემბრის, N1-------------- განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების 1618.23 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე გ-------–---–--ეს, სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 დეკემბრის, N1-------------- განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - პროცენტის სახით - 747.23 ლარის გადახდა.

 

1.3. მოპასუხე გ-------–---–--ეს, სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 დეკემბრის, N1-------------- განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე - სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის - 85.99 ლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხე გ-------–---–--ეს, სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 15 დეკემბრის, N1-------------- განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა (0.41% ჯარიმა ძირზე) – 749.73 ლარის გადახდა.

 

1.6. მოპასუხე გ-------–---–--ეს, სს ,,კ-------------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი, საბანკო ანგარიშებზე აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 100 ლარის გადახდა.

 

2. მოსარჩელე სს ,,-------------ს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სარჩელის სასამართლოში განხილვის მიზნით 2018 წლის 14 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომლის რეკვიზიტებია: საგადახდო დავალება №4-----, გადამხდელის დასახელება - სს ,,კ-------------“, ბანკის კოდი - J-------; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-3--------; მიმღების ბანკი/ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი-T-------;

 

3. მოსარჩელე სს ,,-------------ს“ სახელმწიფო ხაზინიდან დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 14 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომლის რეკვიზიტებია: საგადახდო დავალება №464286, გადამხდელის დასახელება - სს ,,კ-------------“, ბანკის კოდი - J-------; მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი-3--------; მიმღების ბანკი/ხაზინა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი-T-------;

 

4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა