განაჩენი

სისხლის სამართლის 29.02.2020
საქმის ნომერი
110100118002318400
დავის ტიპი
172 2 , 172 1
თარიღი
29.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100118002318400

N1/32-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 თებერვალი, 2020 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლო მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე,სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - კ---- ს------, ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ე----- ტ--–-----, გ---- კ--–-------, რ--------- ლ--–---;

 

ბრალდებული - ვ----–---- ქ--–-----, დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ტყვარჩელი, ჩეხოვის N--; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ზესტაფონი, უზნაძის ქუჩა N---;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 172-ე მუხლის 2-ლი ნაწილი;

 

ბრალდების არსი: არასრულწლოვნის გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით;

 

ბრალდებული - ი---- რ------, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, ქვრივი, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქ----------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

ბრალდების არსი: არასრულწლოვნის ყიდვა შვილად აყვანის მიზნით;

 

ბრალდებული - ნ----- ლ---–-----, დაბადებული 1----–-–---------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----, დასაოჯახებელი, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თერჯოლის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქ----------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

ბრალდების არსი: არასრულწლოვნის ყიდვა შვილად აყვანის მიზნით;

 

სხდომის სახე - ღია;

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. ი---- რ-----ის მიმართ: თერჯოლის რაიონის სოფელ ქ---------------ში მცხოვრებ ი---- რ------ს და მის, აწ გარდაცვლილ მეუღლეს - გ-------ძი ლ---–-----ს, ერთად ცხოვრების პერიოდში, საკუთარი შვილი არ შეძენიათ. ი---- რ------მ გადაწყვიტა ბავშვის შვილად აყვანა. აღნიშნულში, მას, დახმარება აღუთქვა მულმა - ნ----- ლ---–-----მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონში მცხოვრები ვ----–---- ქ--–----- იყო ფეხმძიმედ და ბავშვის დაბადების შემდეგ აპირებდა მის გაშვილებას. ნ----- ლ---–----- რამდენჯერმე შეხვდა ზესტაფონში ვ----–---- ქ--–-----ს და შეთანხმდნენ, რომ ნ----- ლ---–----- მას მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარებოდა, ასევე, გაუწევდა საავადმყოფოში მშობიარობის ხარჯებს და ბავშვის დაბადების შემდეგ, რძალი - ი---- რ------ იშვილებდა მას. აღნიშნულის სანაცვლოდ, ნ----- ლ---–-----, ვ----–---- ქ--–-----ს გადასცემდა 2000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ, ნ----- ლ---–-----, მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარა ვ----–---- ქ--–-----ს. 2----–-–-----------ს, ვ----–---- ქ--–-----ს, ზესტაფონში, შპს „კ-–--------–----ში“ შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც ნ----- ლ---–-----მ დაარქვა მისი აწ გარდაცვლილი ძმის სახელი - გ-------ძი. 2016 წლის 6 მარტს, ვ----–---- ქ--–----- გამოეწერა კლინიკიდან და ამავე დღეს, ნ----- ლ---–-----მ, თანმხლებ პირებთან ერთად წაიყვანა გ-------ძი ქ--–-----. 2016 წლის მარტში, გ-------ძი ქ--–-----ს დაბადების შემდეგ პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნ----- ლ---–-----მ, მისი ძმის - გ----–---–----ისა და ქ------- რ-----ის თანდასწრებით, ზესტაფონში, ვ----–---- ქ--–-----ს, გ-------ძი ქ--–-----ს გაშვილების სანაცვლოდ გადასცა წინასწარ შეპირებული თანხა - 1900 აშშ დოლარი, ხოლო 100 აშშ დოლარი, რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა გადაცემული ვ----–---- ქ--–-----ს დედისთვის - ნ---- კ--------სთვის.

 

2. ნ----- ლ---–----ის მიმართ: თერჯოლის რაიონის სოფელ ქ---------------ში მცხოვრებ ი---- რ------ს და მის, აწ გარდაცვლილ მეუღლეს - გ-------ძი ლ---–-----ს, ერთად ცხოვრების პერიოდში, საკუთარი შვილი არ შეძენიათ. ი---- რ------მ გადაწყვიტა ბავშვის შვილად აყვანა. აღნიშნულში, მას, დახმარება აღუთქვა მულმა - ნ----- ლ---–-----მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონში მცხოვრები ვ----–---- ქ--–----- იყო ფეხმძიმედ და ბავშვის დაბადების შემდეგ აპირებდა მის გაშვილებას. ნ----- ლ---–----- რამდენჯერმე შეხვდა ზესტაფონში ვ----–---- ქ--–-----ს და შეთანხმდნენ, რომ ნ----- ლ---–----- მას მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარებოდა, ასევე, გაუწევდა საავადმყოფოში მშობიარობის ხარჯებს და ბავშვის დაბადების შემდეგ, რძალი - ი---- რ------ იშვილებდა მას. აღნიშნულის სანაცვლოდ, ნ----- ლ---–-----, ვ----–---- ქ--–-----ს გადასცემდა 2000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ, ნ----- ლ---–-----, მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარა ვ----–---- ქ--–-----ს. 2----–-–-----------ს, ვ----–---- ქ--–-----ს, ზესტაფონში, შპს „კ-–--------–----ში“ შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც ნ----- ლ---–-----მ დაარქვა მისი აწ გარდაცვლილი ძმის სახელი - გ-------ძი. 2016 წლის 6 მარტს, ვ----–---- ქ--–----- გამოეწერა კლინიკიდან და ამავე დღეს, ნ----- ლ---–-----მ, თანმხლებ პირებთან ერთად წაიყვანა გ-------ძი ქ--–-----. 2016 წლის მარტში, გ-------ძი ქ--–-----ს დაბადების შემდეგ პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნ----- ლ---–-----მ, მისი ძმის - გ----–---–----ისა და ქ------- რ-----ის თანდასწრებით, ზესტაფონში, ვ----–---- ქ--–-----ს, გ-------ძი ქ--–-----ს გაშვილების სანაცვლოდ გადასცა წინასწარ შეპირებული თანხა - 1900 აშშ დოლარი, ხოლო 100 აშშ დოლარი, რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა გადაცემული ვ----–---- ქ--–-----ს დედისთვის - ნ---- კ--------სთვის.

 

3. ვ----–---- ქ--–-----ს მიმართ: თერჯოლის რაიონის სოფელ ქ---------------ში მცხოვრებ ი---- რ------ს და მის, აწ გარდაცვლილ მეუღლეს - გ-------ძი ლ---–-----ს, ერთად ცხოვრების პერიოდში, საკუთარი შვილი არ შეძენიათ. ი---- რ------მ გადაწყვიტა ბავშვის შვილად აყვანა. აღნიშნულში, მას, დახმარება აღუთქვა მულმა - ნ----- ლ---–-----მ, რომლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ ზესტაფონში მცხოვრები ვ----–---- ქ--–----- იყო ფეხმძიმედ და ბავშვის დაბადების შემდეგ აპირებდა მის გაშვილებას. ნ----- ლ---–----- რამდენჯერმე შეხვდა ზესტაფონში ვ----–---- ქ--–-----ს და შეთანხმდნენ, რომ ნ----- ლ---–----- მას მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარებოდა, ასევე, გაუწევდა საავადმყოფოში მშობიარობის ხარჯებს და ბავშვის დაბადების შემდეგ, რძალი - ი---- რ------ იშვილებდა მას. აღნიშნულის სანაცვლოდ, ნ----- ლ---–-----, ვ----–---- ქ--–-----ს გადასცემდა 2000 აშშ დოლარს. შეთანხმებისამებრ, ნ----- ლ---–-----, მშობიარობამდე ფინანსურად დაეხმარა ვ----–---- ქ--–-----ს. 2----–-–-----------ს, ვ----–---- ქ--–-----ს, ზესტაფონში, შპს „კ-–--------–----ში“ შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც ნ----- ლ---–-----მ დაარქვა მისი აწ გარდაცვლილი ძმის სახელი - გ-------ძი. 2016 წლის 6 მარტს, ვ----–---- ქ--–----- გამოეწერა კლინიკიდან და ამავე დღეს, ნ----- ლ---–-----მ, თანმხლებ პირებთან ერთად წაიყვანა გ-------ძი ქ--–-----. 2016 წლის მარტში, გ-------ძი ქ--–-----ს დაბადების შემდეგ პერიოდში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნ----- ლ---–-----მ, მისი ძმის - გ----–---–----ისა და ქ------- რ-----ის თანდასწრებით, ზესტაფონში, ვ----–---- ქ--–-----ს, გ-------ძი ქ--–-----ს გაშვილების სანაცვლოდ გადასცა წინასწარ შეპირებული თანხა - 1900 აშშ დოლარი, ხოლო 100 აშშ დოლარი, რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა გადაცემული ვ----–---- ქ--–-----ს დედისთვის - ნ---- კ--------სთვის.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

არასრულწლოვნის ყიდვა შვილად აყვანის მიზნით:

 

დახმარება არასრულწლოვნის ყიდვაში შვილად აყვანის მიზნით:

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი---- რ------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, მულთან ნ----- ლ---–-----სთან ერთად. 2015 წელს გარდაეცვალა მეუღლე გ-------ძი ლ---–-----. მას და მის მეუღლეს სურდათ შვილის აყვანა, თუმცა მეუღლის სიცოცხლეში ვერ შეძლო. გარდაცვალების მერეც ჰქონდა აღნიშნულის სურვილი და ამის შესახებ იცოდა როგორც ნათესაობამ, ასევე, სოფელმაც. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მათთან მივიდა მეზობელი და უთხრა, რომ ზესტაფონში იყო ლტოლვილი გოგონა, ორსული, რომელსაც სურდა ბავშვის გაშვილება. მისცა ტელეფონის ნომერი. მული, ნ----- ლ---–----- და მისი და, ქ------- რ------ წავიდნენ მ---- ქ------–---თან, სადაც შეხვდნენ ვ----–---- ქ--–-----ს, მოილაპარაკეს გაშვილების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მათ, ვ----–----სთვის უნდა გადაეხადათ 2000 აშშ დოლარი ბავშვის გაშვილებაში და უნდა გაეღოთ მშობიარობამდე და მშობიარობის ხარჯები. შეთანხმებისამებრ, ორჯერ ჰყავდათ ვ----–---- ქ--–----- საავადმყოფოში ექოსკოპიაზე, თავდაპირველად სქესის გასაგებად, ხოლო შემდეგ მშობიარობამდე. 2016 წლის მარტის თვეში, როდესაც მშობიარობის დღე იყო, მას სურდა ვ----–---- საავადმყოფოში დარეგისტრირებულიყო მისი სახელითა და გვარით, რათა ბავშვი გამოეყვანა ლ---–----ის გვარზე. ქუთაისში, „ბ--------ის“ კლინიკაში, აღნიშნულზე გაარკვია, რომ არ შეიძლებოდა. ვ----–----მ უთხრა, რომ ზესტაფონში ჰყავდა ნაცნობი ექიმი და ის დაეხმარებოდა ყველაფერში. ზესტაფონშიც უარი უთხრეს აღნიშნულზე, რის გამოც უარი განაცხადა ბავშვის აყვანაზე იქვე. ჩავიდა საავადმყოფოს ეზოში და ჩაჯდა მანქანაში. ვ----–---- მივიდა მასთან და უთხრა, თუ არ წაიყვანდა ბავშვს, მისი ცოდვა მის კისერზე იქნებოდა, გადახტებოდა მდინარეში და თავს მოიკლავდა. ი----მ უპასუხა, რომ მას არ სურდა უკანონოდ ბავშვის სახლში წაყვანა. გაეჩინა ბავშვი, წაეყვანა სახლში, მოეწესრიგებინა საბუთები, რათა შვილი სახლში ლ---–----ის გვარზე მიეყვანა. დანაპირებს შეასრულებდა და გადაუხდიდა შეთანხმებულ თანხას. ვ----–---- უარზე იყო და ითხოვდა ბავშვის წაყვანას. საუბარში ჩაერთო ნ----- ლ---–-----, რომელსაც ვ----–----მ უთხრა, რომ მშობიარობის შემდეგ ბავშვი წაეყვანათ და საბუთებს მალე მოაგვარებდა. 2016 წლის 6 მარტს, ვ----–---- ქ--–-----ს შეეძინა მამრობით სქესის ბავშვი, რომელსაც დაარქვეს აწ გარდაცვლილი ქმრის, გ-------ძის სახელი. როდესაც ვ----–---- გამოწერეს საავადმყოფოდან, მან გადასცა ბავშვი ნ-----ს და მიიყვანეს სახლში. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე ხანში, ნ----- ლ---–-----მ, ქ------- რ------მ და გ----–---–----ემ ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, ვ----–---- ქ--–-----ს გადასცეს 1900 აშშ დოლარი. 100 აშშ დოლარი, მანამდე, რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა გადაცემული ნ-----ს ვ----–----ს დედისთვის - ნ---- კ--------სთვის, რათა მას ვ----–---- გაერიდებინა ზესტაფონიდან და მოეგვარებინა საბუთების ამბავი. ი.რ-----ის განმარტებით, ბავშვის შვილების შემდეგ, ის უნდა ყოფილიყო დედა, ხოლო ნ----- ლ---–----- დაეხმარებოდა გაზრდაში. ბავშვის შვილების თანხა ოჯახის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. მოლაპარაკებას და დახმარებას ბავშვის გაშვილების შესახებ აწარმოებდა ნ----- ლ---–----- ვ----–---- ქ--–-----სთან, რასაც ესწრებოდა მისი და ქ------- რ------. ნ-----ს მიერ ვ----–----სთვის ფულის გადაცემას შეესწრო ქ------- რ------ და გ----–---–----ე, ვინაიდან ისინი იმყოფებოდნენ ნ-----სთან ერთად.

 

5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ----- ლ---–-----მ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, რძალთან ი---- რ------სთან ერთად. ი---- და მისი ძმა, გ-------ძი, იმყოფებოდნენ ქორწინებაში და შვილი არ შეძენიათ. მათ სურდათ ბავშვის აყვანა. გ-------ძის გარდაცვალების შემდეგაც სურდა ი----ს შვილის აყვანა და მის სახელზე გაზრდა. აღნიშნულის თაობაზე იცოდნენ როგორც ნათესავებმა, ასევე, მეზობლებმაც. ერთ დღესაც, მათთან მივიდა მეზობელი, მ-------ი ღ--------ე და უთხრა, რომ ზესტაფონში იყო გოგონა, რომელიც აშვილებდა ბავშვს და დაუტოვა ტელეფონის ნომერი. გადარეკა, უპასუხა მ----------ელიამ და უთხრა, მისულიყო და დაალაპარაკებდა პიროვნებას. დაურეკა ქეთინო რ------ს, რომელიც მივიდა მათთან სახლში, დაილაპარაკეს და წავიდნენ ზესტაფონში. მივიდნენ საქარის საავადმყოფოში, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ეზოში შეხვდნენ მ---- ქ------–--- და ავიდნენ მასთან სახლში. მზიამ დაურეკა ვ----–----ს და სთხოვა ჩასვლა. ვ----–---- მივიდა მზიასთან შვილებთან ერთად. დაილაპარაკეს, რა დროსაც ვ----–----მ მათ უთხრა რომ არ სურდა ბავშვი, რომ ქმარი დაჭერილი იყო და ბავშვს მეგობრისგან ელოდებოდა და არ სურდა, რომ ვინმეს გაეგო. მოლაპარაკებისას შეთანხმდნენ ბავშვის გაშვილების თანხაზე, 2000 აშშ დოლარზე, ასევე, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ ხარჯებზე, კერძოდ, მშობიარობამდე საკვებისა და ყველა ხარჯის გაღებაზე. მოლაპარაკების დასრულებისთანავე, ვ----–----ს თხოვნით, რომ არ ჰქონდა წამლის ფული, იქვე დაუტოვა 20 ლარი, რაც ედო ჯიბეში. ასევე, მეორე დღესაც აუტანა შეთანხმებისამებრ თანხა, რომელიც სჭირდებოდა საჭმლისა და წამლებისათვის. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, მას დაურეკა ვ----–----მ და უთხრა, რომ ცუდად იყო, სტკიოდა მუცელი, წაეყვანა ექიმთან, არ აინტერესებდა ბავშვი ჯანმრთელი იყო თუ არა. წაიყვანა ქუთაისში, კლინიკა „ბ--------ში“, სადაც ექიმმა ვ----–----ს უთხრა, რომ ბავშვს ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული ყელზე და აუცილებელი იყო საკეისრო კვეთის გაკეთება და რომ 3 დღეზე მეტი არ გადაეცილებინა. მეორე დღეს, მას დაურეკა ვ----–----მ და უთხრა, რომ ძალიან სტკიოდა მუცელი და წაეყვანა ექიმთან. კვლავ მივიდნენ კლინიკა „ბ--------ში“, სადაც გაარკვიეს, რომ როგორც მათ სურდათ საბუთების გაკეთება, ისე ვერ ხერხდებოდა. ვ----–----მ დაურეკა მ---- ქ------–---, რომელმაც უთხრა, რომ ჩასულიყვნენ ზესტაფონში და ის დაეხმარებოდა. ვ----–----მ უთხრა, რომ ზესტაფონში ახლობელი ჰყავდათ და დაეხმარებოდა. წავიდნენ კლინიკა „ე-–----–ი“. იქაც გაარკვიეს, რომ საბუთს ვერ აკეთებდნენ. აღნიშნულზე განერვიულდა ი---- რ------, ვინაიდან ვერ ხდებოდა ოფიციალურად საბუთების გაკეთება, უარი განაცხადა ბავშვის წაყვანაზე. დატოვა საავადმყოფოს შენობა, ჩავიდა ეზოში და ჩაჯდა მანქანაში. ვ----–----მ გადასხმები მოიხსნა ხელიდან, ჩავიდა ი----სთან და უთხრა, თუ ბავშვს არ წაიყვანდა, გადახტებოდა და თავს მოიკლავდა. ი---- მაინც უარს აცხადებდა ბავშვის წაყვანაზე. საუბარში ჩაერთვნენ ის და ქეთინო რ------. ვ----–---- დაპირდა, რომ ოღონდ ბავშვი წაეყვანათ მშობიარობის შემდეგ და საბუთებს აუცილებლად მოაგვარებდა, რაზეც დათანხმდა. ვ----–----ს შეეძინა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს გ-------ძი. მშობიარობის შემდეგ ვ----–----მ ბავშვი ინკუბატორში გააყვანინა, არ იჩერებდა თავისთან, „არ დამანახოთ ეს ბავშვიო“, იძახდა. მეორე დღესაც მივიდნენ ბავშვის და ვ----–----ს სანახავად. მესამე დღეს ვ----–----მ დაურეკა და სთხოვა მისვლა. როდესაც მივიდა, ჰკითხა მიყავდა თუ არა ბავშვი, ასევე, ჩარიცხული იყო თუ არა დაფინანსების თანხა, რაზეც უპასუხა, რომ ბავშვი მიყავდა და დაფინანსების თანხაც ჩაირიცხა. აღნიშნულ დაფინანსების თანხას დაამატა 150 ლარი და იმავე საღამოს ვ----–---- გაწერეს საავადმყოფოდან. ვ----–----მ ბავშვი გაიყვანა საავადმყოფოდან და გადასცა მას, ხოლო თვითონ და დედამისი წავიდნენ ტაქსით. ნ-----მ, ბავშვი სახლში წაიყვანა. რამდენიმე დღეში მას დაურეკა ვ----–----მ და დედამისმა და მოსთხოვეს თანხა, 100 დოლარი საბუთების მოსაგვარებლად. აღნიშნული თანხა, მეორე დღეს გადასცა ქ.ზესტაფონში, სადგურზე, ვ----–----ს დედას - ნ---- კ--------ს. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, კვლავ დაურეკა ვ----–----მ და მოსთხოვა ფული. ვინაიდან თანხა მაინც გადასახდელი იყო, მეორე დღეს, ძმასთან გ----–---–----ესთან და ქ------- რ------სთან ერთად, ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, ხიდთან შეხვდნენ ვ----–---- ქ--–-----ს და გადასცეს თანხა, 1900 აშშ დოლარი. გ----–---–----ემ შესთავაზა ვ----–----ს წაყვანა სადაც მიდიოდა, თუმცა ვ----–----მ უარი უთხრა. გ--- 10 ლარი გადასცა ვ----–----ს და უთხრა ტაქსით წასულიყო. აღნიშნული თანხაც ჩაიდო ვ----–----მ ჯიბეში და წავიდა. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში, მას დაუკავშირდა ვ----–---- და უთხრა, რომ საბუთებს ვეღარ აკეთებდა, ფული გამოელია და რომ ბავშვი იაფად მიყიდა. აღნიშნულზე ავიდა ვ----–----სთან და ჰკითხა რა უნდოდა, ხომ დაპირდა საბუთების გაკეთებას. ვ----–----მ უპასუხა, რომ ფული არ ეყო, ბანკის ვალები გაისტუმრა და აღარ დარჩა, საბუთებს ვეღარ აკეთებდა. ასევე, ნ---- კ--------მ უთხრა, რომ ვ----–----ს სხვა კლიენტი ჰყავდა, რომელიც ბავშვში 5000 აშშ დოლარს იხდიდა და რომ მათ ბავშვი იაფად გაატანა. ნ.ლ---–----ის განმარტებით ბავშვის დედა უნდა ყოფილიყო ი---- რ------ და ისინი ერთად გაზრდიდნენ მას. ბავშვში, ოჯახის საერთო ფული გადაიხადეს. გარდა 1900 აშშ დოლარისა, 100 დოლარისა, ასევე გადახდილი აქვს მშობიარობამდე კვების 1500 ლარი, ექიმის, ექთნის, მშობიარობის ხარჯები. ასევე, მშობიარობის დროს, როგორც ვ----–----ს, ასევე, ბავშვის ტანსაცმლის ფული. მოლაპარაკებებს, ბავშვის გაშვილების შესახებ მასთან აწარმოებდა ვ----–---- ქ--–----- და სწორედ მან მოსთხოვა 2000 დოლარი შეხვედრის დროს.

 

6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- რ------მ განაცხადა, რომ მისი და, ი---- რ------ და გ-------ძი ლ---–----- იმყოფებოდნენ ქორწინებაში და შვილი არ შეძენიათ. სიძის გარდაცვალების შემდეგ, ი---- რ------ დარჩა ქმრის ოჯახში და გადაწყვიტა ბავშვის აყვანა. მას ნ----- ლ---–----- დაუკავშირდა და აცნობა, რომ გამოჩნდა ბავშვი და მისულიყო მასთან. ნ-----სთან ერთად მივიდა მ---- ქ------–--- ოჯახში, სადაც მათ დახვდა ვ----–---- ქ--–-----, რომელმაც ბავშვის გადაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა თანხა, 2000 აშშ დოლარი, ასევე, მშობიარობამდე და მშობიარობის ხარჯების გაწევა, რასაც ისინი დასთანხმდნენ. ნ----- ლ---–-----მ, შეხვედრიდან მეორე დღეს, ასევე, 100 ლარი მიუტანა ვ----–----ს. ვ----–---- ჰყავდათ ექიმთან. მშობიარობის დღეს, ჯერ ქუთაისში წაიყვანეს „ბ--------ის“ კლინიკაში, ხოლო შემდეგ ზესტაფონში, „ე-–----–ი“. ექიმმა გასინჯვის შემდეგ, სასწრაფო საკეისრო კვეთა გადაწყვიტა. მშობიარობის შემდეგ, როდესაც ვ----–---- გაეწერა სამშობიაროდან ბავშვი მათ გადასცა და წაიყვანეს სოფელ ს------თში. ვ----–----ს თანხა, 1900 აშშ დოლარი გადასცეს ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით, ხოლო 100 აშშ დოლარი, მანამდე ჰქონდა მიცემული ნ-----ს ვ----–----ს დედისთვის. ვ----–---- ჰპირდებოდა, რომ ჰყავდა ახლობელი და საბუთებს გააკეთებდა. მოწმის განმარტებით, ზესტაფონში, საავადმყოფოს შენობაში, ლტოლვილების საცხოვრებელში, მივიდნენ მ---- ქ------–---თან. შეხვედრისას, ვ----–----მ მოსთხოვა მათ თანხა 2000 აშშ დოლარი, ხარჯების გარდა. ვ----–----სგან იცოდნენ, რომ ქმარი დაჭერილი ჰყავდა და ბავშვს მეგობრისგან ელოდებოდა. რომ ქმართან ხელს გააწერდა და საბუთებს მოაგვარებდა. მისივე განმარტებით, ვ----–----მ მათ წერილი მისწერა, რომ დატოვა პირში ჩალა გამოვლებულები, ფულიც და ბავშვიც მასთან იყო.

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----–---–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში. მისი ძმა და ი---- რ------ იმყოფებოდნენ ქორწინებაში 2007 წლიდან და თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ბავშვის აყვანის შესახებ, განცხადება გაკეთებული ჰქონდათ სოციალურ სამსახურშიც, თუმცა ვერ აიყვანეს. ძმის გარდაცვალების შემდეგ, რძალი, ი---- რ------ დარჩა მათთან სახლში და გადაწყვიტა ბავშვის აყვანა. გამოჩნდა ვ----–---- ქ--–-----, რომლისგანაც უნდოდა შვილის აყვანა. რძლის პოზიცია იყო, რომ აეყვანა შვილი და გაეზარდა გარდაცვლილი მეუღლის სახელზე, აღნიშნულ პოზიციას ისინიც დათანხმდნენ. ვ----–---- სამჯერ ჰყავდათ ექიმთან წაყვანილი. 3 მარტს, საკეისროთი დაიბადა ბავშვი. მოლაპარაკება იყო, რომ საბუთები უნდა გაეკეთებინათ და წაეყვანათ ბავშვი. ეს პროცესი გაგრძელდა, ვ----–---- იძახდა დღეს-ხვალ გავაკეთებ საბუთებსო, შემდგომ არ გაკეთდა საბუთები და მოითხოვა ფული. 2016 წლის 18 მარტს, ის, ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------ ჩავიდნენ ზესტაფონში, კვალითის გადასახვევთან, ხიდის მიმდებარედ, პატარა ჯიხურთან შეხვდნენ ვ----–---- ქ--–-----ს და გადასცეს ფული, დარჩენილი 1900 აშშ დოლარი, ხოლო 100 აშშ დოლარი, მანამდე ჰქონდათ მიცემული ვ----–----ს დედისთვის. მოწმის განმარტებით, შეთანხმება იყო, რომ 2000 დოლარი უნდა გადაეხადა ბავშვში ი---- რ------ს. თანხა, მან მისცა დას ნ-----ს და ნ-----მ გადასცა ვ----–----ს. მისივე განმარტებით, არც შეთანხმებაზე და არც მოლაპარაკებაზე არ ყოფილა მათთან ერთად, მხოლოდ თანხის გადაცემის ფაქტს დაესწრო. ვ----–----ს გადასცეს თანხა, 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------ელიამ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, უზნაძის ქუჩა N----ში, ვ----–---- ქ--–-----ს მეზობლად. ვ----–----ს დედამ უთხრა, რომ ვ----–---- ოყო ორსულად, ქმარი დაჭერილი ჰყავდა და სხვა კაცისგან იყო ორსულად. პრობლემა ჰქონდათ და სურდათ ბავშვის მოცილება. სთხოვა დამხარება ბავშვის გაშვილებაში. მას ტელეფონზე დაუკავშირდა ნ----- ლ---–-----, რომელიც უნდა მისულიყო მასთან სახლში და შეახვედრებდა ვ----–----ს. როდესაც ნ----- მივიდა მასთან, ასევე, ახლდა ი----ს და, სახელად ქ-------ი. მოლაპარაკების დროს, მასთან სახლში იმყოფებოდა ვ----–---- ქ--–-----, მისი ორი შვილი, დისშვილი, ნ-----, ქ-------ი და თვითონ. შეხვედრისას, თანხაზე, 2000 აშშ დოლარზე იყო საუბარი, ასევე, მშობიარობისა და წამლების ფულზე. აღნიშნული თანხა აიღო თუ არა ვ----–----მ, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ნ----- ლ---–-----მ, მასთან ყოფნის დროს, 20 ლარი გადასცა ვ----–---- ქ--–-----ს. ასევე, მას პირადად გადასცა 100 ლარი, ვ----–----ს ექიმთან წაყვანის თანხა, რაც მან გადასცა ვ----–----ს. ასევე, იცის, რომ ვ----–----ს დედამ, ნ-----სგან აიღო 100 აშშ დოლარი ვ----–----სგან დამოუკიდებლად. მისივე განმარტებით, ნ-----, ვ----–---- და ქ-------ი ერთად დადიოდნენ მანქანით. ვ----–---- ჰპირდებოდა, რომ ბავშვი მათი იქნებოდა, რომ მშობიარობის შემდეგ, ბავშვი ლ---–----ის გვარით უნდა გაეყვანათ საავადმყოფოდან.

 

9. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე ნ---- კ--------ს მიერ გამოძიებაში, 2016 წლის 23 მარტს მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 47-49), სადაც აღნიშნულია „მოგახსენებთ, რომ მე დამთავრებული მაქვს რუსული სკოლა, ამიტომ ქართული წერა-კითხვა არ ვიცი, მაგრამ ქართული საუბარი კარგად მესმის და საუბარიც შემიძლია ქართულ ენაზე. მე თანახმა ვარ ჩემი გამოკითხვის პროცესს დაესწროს თარჯიმანი ე---------- ზ--------ე. მე განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობანი, თანახმა ვარ ნებაყოფლობით მივცე გამოძიებას ინფორმაცია ჩემი შვილიშვილის გ-------ძი ქ--–-----ს შვილად აყვანის ფაქტთან დაკავშირებით. გაფრთხილებული ვარ ცრუ დასმენისთვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებ, ჩემს უფლებებს დავიცავ პირადად. არსებული საქმის ირგვლივ განვმარტავ შემდეგს: ჩემი შვილი არის ვ----–---- ქ--–-----. მისი მეუღლეა რ-----ი გ---–---–---–ი. რ-----ი ამჟამად დაკავებული არის ქურდობის ჩადენისათვის და სასჯელს იხდის ქ.რუსთავის N2 საპყრობილეში. ვ----–----ს და რ-----ის ჰყავთ ორი შვილი გ------- და ა------ია გ---–---–---–ები. გარდა ამისა, ვ----–----ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი შვილი ჯ---–----ა ესათია, რომელიც იზრდება ჩემი მეორე შვილის ლია ქ--–-----ს ოჯახში. 2015 წლის დეკემბრის თვეში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი შვილი ვ----–---- ქ--–----- იყო ფეხმძიმედ. მე ვკითხე ვ----–----ს ვისგან იყო ფეხმძიმედ, რაზედაც მან მიპასუხა, რომ ფეხმძიმედ დარჩა მისი მეგობარი ბიჭისგან და ვინაიდან აბორტის გაკეთება არ შეიძლებოდა, აპირებდა შვილის გაჩენას. ამის შემდეგ მე ვკითხე ვ----–----ს ბავშვის გაზრდას აპირებდა, თუ უნდა გაეშვილებინა. თავდაპირველად ვ----–---- ამბობდა, რომ ბავშვი თვითონ უნდა გაეზარდა, რაზედაც მე ვურჩევდი და ვეუბნებოდი, რომ მას ბავშვის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა და ბავშვი მიეყვანა საპატრიარქოს ბაღში. შემდეგ ვ----–----ს მისი მეზობლის მ---- ქ------–--- დახმარებით გაუცვნია ვინმე ბორია, რომლის სხვა რაიმე მონაცემი მე არ ვიცი. ბორიამ თავის მხრივ დააკავშირა ვ----–---- თერჯოლის რაიონის სოფელ ს------თში მცხოვრებ ნ----- ლ---–-----სთან, რომელთანაც შეთანხმებულა, რომ 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მისცემდა მას ახალდაბადებულ შვილს. აღნიშნული შეთანხმების შესახებ მე გავიგე ვ----–----ს მშობიარობამდე რამოდენიმე დღით ადრე, რაც მითხრა თვით ვ----–----მ და მ----------ელიამ. 2016 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში ვ----–---- ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან მოერიდა მეზობლებს და სურდა სამშობიაროდ ჩემიდან წასულიყო. გაგიმარტავთ, რომ დაახლოებით სამი წელია მე ნათხოვარი მაქვს ნაცნობის სახლი ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში და იქ გადმოვიდა ვ----–---- დროებით საცხოვრებლად. 2016 წლის 03 მარტს ნ----- ლ---–-----მ მანქანით მოაკითხა ვ----–----ს და წაიყვანა საავადმყოფოში. მე ვიცოდი, რომ უნდა წასულიყვნენ ქ. ქუთაისში, მაგრამ როგორც გავიგე ისინი მისულან ქ.ზესტაფონში, კლინიკა „ე-–----“-ში, სადაც ვ----–----ს გაუკეთეს საკეისრო კვეთა და დაიბადა მამრობითი სქესის ბავშვი. ვ----–---- საავადმყოფოდან გამოწერეს 2016 წლის 06 მარტს, რა დროსაც დამირეკა მან და მითხრა, რომ ტაქსით მივსულიყავი კლინიკასთან. მე გამოვიძახე ნაცნობი ტაქსი და დაახლოებით 13:00 საათზე მივედი ქ.ზესტაფონის თეატრთან მდებარე პოლიკლინიკასთან. აქ უნდა დავლოდებოდი მე ვ----–----ს. რამდენიმე წუთში მე დამირეკა ვ----–----მ და მითხრა მივსულიყავი კლინიკა „ე-–----სთან“. მე მივედი აღნიშნულ ადგილას, სადაც იმყოფებოდნენ ნ----- ლ---–----- და მისი ნათესავი ქ------- რ------. ვ----–---- ჩვენს მანქანასთან მოვიდა მხოლოდ ხელჩანთით. მე ვიცოდი, რომ ის სახლში მოდიოდა ბავშვთან ერთად და ვკითხე მას ბავშვი სად იყო, რაზედაც მან მიპასუხა, რომ ბავშვი ნ----- ლ---–-----ს მიჰყავდა. ამის შემდეგ მე მივედი ნ-----სთან და ქ-------თან, რომლებიც მანქანაში ისხდნენ ბავშვთან ერთად. მე დავლოცე ბავშვი და ვუსურვე ჯანმრთელობა. ამის შემდეგ მე და ვ----–---- ჩავჯექით ტაქსში და წამოვედით სახლში. ბავშვის წაყვანის შემდეგ ნ----- და ქ-------ი მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, მათ სურდათ ბავშვის საბუთების მოწესრიგება, უნდოდათ, რომ ბავშვის გვარი დაბადების მოწმობაში ლ---–----- ჩაწერილიყო. ვინაიდან ვ----–---- რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო რ-----ი გ---–---–---–თან, ბავშვის გვარის შეცვლა რ-----ის თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა და ბავშვის სახელი და გვარი დაბადების მოწმობაში ჩაიწერა გ-------ძი ქ--–-----. სახელი შერჩეულია ნ----- ლ---–----ის მიერ, ხოლო გვარი აქვს დედის. ვ----–----ს მშობიარობის ამბავი ჩემმა ნათესავებმა არ იციან, მე არ მინდოდა ეს ფაქტი გახმიანებულიყო და მსურდა ვ----–----ს გაგზავნა სამეგრელოში, რის გამოც ნ----- ლ---–-----მ მე გადმომცა 100 აშშ დოლარი ზესტაფონის ავტოსადგურის წინამდებარე ტერიტორიაზე, გზის გვერდით მდებარე გაზონთან. აღნიშნული თანხის მოცემამდე ნ----- ლ---–-----მ ჩემს სახლში უთხრა ვ----–----ს, რომ ბავშვის საბუთების მოწესრიგებისთანავე გადასცემდა მას ბავშვის გადაცემისათვის შეთანხმებულ თანხას 2000 აშშ დოლარს. 2016 წლის 22 მარტს ვ----–---- წავიდა სახლიდან და მითხრა, რომ ბავშვი მიჰყავდა ასაცრელად. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------, რომლებსაც ვუთხარი ვ----–---- სადაც იყო წასული. ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვის საბუთი როგორ შეიძლება გაკეთებულიყო და ვუთხარი მათ, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ოში ცხოვრობდა ჩემი ნაცნობი ი----- ჯ------–ი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა, თუ როგორ შევძლებდით ბავშვის გვარის შეცვლას. მე ი-----ს ტელეფონის ნომერი არ ვიცი და მას არ დავკავშირებივარ. ვიცი მხოლოდ სად ცხოვრობს, რადგან ადრე ვეხმარებოდი ყანაში. ვინაიდან ნ----- ლ---–----- დაინტერესებული იყო ბავშვის საბუთების მოწესრიგებით, მე ჩავუჯექი მათ მანქანაში და წავედით სოფელ ქ------------ოს მიმართულებით, რა დროსაც ნ-----ს დაურეკეს ზესტაფონის პოლიციიდან და უთხრეს, რომ ვ----–---- მისული იყო პოლიციაში და ისიც უნდა გამოცხადებულიყო. ამ ფაქტმა მე გამაკვირვა, რადგან არ ვიცოდი ვ----–---- პოლიციაში თუ მიდიოდა. ამის შემდეგ ჩვენ მოვბრუნდით უკან. მე უარი ვთქვი პოლიციაში წამოსვლაზე და ჩამოვედი მანქანიდან, ხოლო ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------ წამოვიდნენ პოლიციაში“.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- გ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში. არის ნ----- ლ---–----ის ბიძაშვილი. გ-------ძისა და ი----ს არ ჰყავდათ შვილი და როგორც იცის, უნდოდათ ბავშვის აყვანა. მას, ნ-----მ სთხოვა მანქანით წაყვანა ზესტაფონში. როდესაც მივიდნენ ზესტაფონში, ძველი საავადმყოფოს შენობასთან, ჩავიდა ახალგაზრდა გოგო, ბავშვებთან ერთად. ბავშვები დატოვეს სოფელ არგვეთაში, ხოლო თვითონ წავიდნენ ქუთაისში. იქიდან კვლავ არგვეთაში დაბრუნდნენ და მერე ზესტაფონში, სამშობიაროში, სადაც ექიმი დათანხმდა მშობიარობას. ი----მ და ნ-----მ უყიდეს ვ----–----ს ხალათი და რაღაც ნივთები. როგორც იცის, მშობიარობის შემდეგ, ბავშვი ლ---–----ის გვარზე უნდა გაეყვანათ საავადმყოფოდან. ვ----–---- ჰპირდებოდა საბუთების მოგვარებას, რომ ჰყავდა ახლობელი ს-------ში, რომელიც მოაგვარებდა. მოწმის განმარტებით, ბავშვის სანაცვლოდ ვ----–---- ითხოვდა თუ არა თანხას, მისთვის უცნობია, ასევე, უცნობია გადაუხადა თუ არა ნ-----მ თანხა ვ----–----ს, აღნიშნულს არ შესწრებია. ნ-----ს თხოვნით, ვ----–---- უნდა წაეყვანათ საბუთების გასაკეთებლად, თუმცა როდესაც სახლში მივიდნენ, დედამისმა უთხრა, რომ ვილეტას ბავშვი აცრის გასაკეთებლად ჰყავდა წაყვანილი.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-----ი გ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, ნ----- ლ---–----ის მეზობლად. ნ-----ს ძმას არ ჰყავდა შვილი და სურდათ ბავშვის აყვანა. ნ-----ს ძმა რომ გარდაიცვალა, მათ მაინც სურდათ ბავშვის აყვანა. ერთ დღესაც, მასთან მივიდა ნ----- ლ---–----- და ი---- რ------ და სთხოვეს ზესტაფონში წაყვანა. როდესაც მივიდნენ ზესტაფონის საავადმყოფოში, იქ ჩავიდა ორი ქალი, ერთი მაღალი და მეორე დაბალი. ნ-----მ მას, რაღაც ფული გადასცა. როგორც ნ-----ს ოჯახიდან იცის, ი----ს აჰყავდა ბავშვი, რომელშიც უნდა გადაეხადათ 2000 აშშ დოლარი. გადასცა თუ არა აღნიშნული თანხა ნ-----მ ვ----–----ს არ იცის, თუმცა, მოწმის განმარტებით „ნ----- ლ---–----- იძახის რომ გადავეციო“.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ღ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, ნ----- ლ---–----ის მეზობლად. ზუსტად დრო (წელი, თვე, რიცხვი) არ ახსოვს, როდესაც იმყოფებოდა სოფელში, უბანში და საუბრობდა ბიჭებთან ერთად, გაიარა ი---- რ------მ. ბიჭებმა თქვეს, რომ „რა კარგი გოგოა, ქმარი გარდაეცვალა მარა მაინც ოჯახში დარჩა და ბავშვის აყვანა უნდაო“. ის, რომ ბავშვის აყვანა სურდა, მანაც იცოდა. საუბრისას, ერთერთმა თანატოლმა ბიჭმა მისცა ტელეფონის ნომერი, რომელიც თავის მხრივ მისცა ნ----- ლ---–-----ს. ნ-----მ ბავშვი სახლში მიიყვანა, აღნიშნულთან დაკავშირებით სუფრაც ჰქონდა და ბავშვიც იქ ნახა. როგორც იცის, მშობიარობის ხარჯები ნ-----მ გადაიხადა. ასევე, იცის, რომ ბავშვის აყვანაში, ფული გადაიხადა ნ-----მ.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ------ემ განაცხადა, რომ 2015 წელს, მუშაობდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში და სამსახურებრივი შეხება ჰქონდა ვ----–---- ქ--–-----სთან, კერძოდ, მოახდინა ქ.ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მონიტორინგი. სხვა შეხება ვ----–---- ქ--–-----სთან არ ჰქონია. მისთვის უცნობია ვ----–----ს მიერ ბავშვის გაშვილების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულზე გაიგო მას შემდეგ, რაც ნ----- და ი---- დაუკავშირდნენ მას და მოახდინეს მასზე ზეწოლა, ვ----–----სთვის ეთქვა ბავშვი დაებრუნებინა მათთვის. უთხრეს, რომ ბავშვი მისი შვილი იყო. მისთვის დღემდე უცნობია, ვ----–----ს შვილი არის თუ არა ნამდვილად მისი შვილი.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ვ----–---- ქ--–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას, თანხის სანაცვლოდ, ბავშვის გაშვილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნ----- ლ---–-----სთან არ უწარმოებია და არც თანხა აუღია. მას შემდეგ რაც დედამისმა გაიგო მისი ორსულობის ამბავი, მასზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა შვილის გაშვილებას, რაც მას არ სურდა. იმდენად დიდი იყო ფსიქოლოგიური წნეხი მასზე, რომ თავიდან დათანხმდა დედამისს შვილის გაშვილებაზე. შეხვდა კიდეც ნ----- ლ---–-----ს და ესაუბრა ბავშვის გადაცემაზე, თუმცა აღნიშნულისთვის თანხა არ მოუთხოვია. მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვი მიუყვანეს, მიხვდა, რომ ვერ გააშვილებდა და უარი განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ გახდა ფსიქოლოგიური ზემოქმედების მსხვერპლი დედის მხრიდან, რომელიც აიძულებდა შვილის გაშვილებას. ზეწოლას ვეღარ გაუძლო და დათანხმდა გაშვილებას და ნ----- ლ---–-----მ წაიყვანა ბავშვი. ჩავარდა დეპრესიაში, განიცდიდა ძალიან, რის გამოც თავის მოკვლაც კი სცადა და დალია წამლები. მეგობართან საუბრისას და მისი მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვიტა პოლიციაში განცხადების შეტანა. როდესაც პოლიციაში მივიდა, იქაც მოექცა პოლიციელების მხრიდან ზემოქმედების ქვეშ, იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ, პირიქით, პოლიციელები მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ვინაიდან იმჟამინდელი სამმართველოს უფროსი იყო ნ----- ლ---–----ის ახლობელი. მას არასდროს უწარმოებია ნ----- ლ---–-----სთან მოლაპარაკება ბავშვის გაყიდვასთან დაკავშირებით. დედამისი და მისი მეგობარი ი----- ჯ------–ი, წარსულში ეწეოდნენ ბავშვების გაყიდვას. შესაბამისად, მოლაპარაკებას ნ----- ლ---–-----სთან დედამისი აწარმოებდა, თუმცა როგორც მისგან იცის, თანხა ნ-----სგან არ აუღია. საუბრისას, გარდაცვლილი შვილი დაიფიცა და უთხრა, რომ ფული არ აქვს აღებული.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- კ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, შედგენილი აქვს ვ----–---- ქ--–-----სთან და ნ----- ლ---–-----სთან გასაუბრების ოქმები, რის საფუძველზეც შეადგინა პატაკი და ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.

 

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–-ლმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სოფელ ს------თში, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდების შესახებ დადგენილებები გააცნო ნ.ლ---–-----ს, ი.რ------ს, ვ.ქ--–-----ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

17. გ-------ძი ლ---–----ის დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ ის დაბადებულია 2----–-–-----------ს, ქ.ზესტაფონში. ცნობები დედის შესახებ მითითებულია ვ----–---- ქ--–-----, ცნობები მამის შესახებ მითითებულია რ----- გ---–---–---–ი.

 

18. 2016 წლის 6 მარტის ნ----- ლ---–----ის, ქ------- რ-----ისა და ვ----–---- ქ--–-----ს ერთობლივ ხელწერილში მითითებულია, რომ „მე, ნ----- ლ---–----- ვდებ ხელწერილს ჩემ მეგობარს დავუდექი გვერდში და დავეხმარები ბავშვის გაზრდაში რადგან არიან დევნილები და არ აქვთ საშუალება. არიან ჩემთან და ვეხმარები შვილების გაზრდაში. ვცხოვრობ ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის 139 – 5 სართულიანის პირველ სართულზე...... მე ვ----–---- ქ--–----- ბავშვების დედა ვცხოვრობ მითითებულ მისამართზე რადგან არ მაქვს საშუალება და დამეხმარა ნათესავებმა ბავშვის აღზრდაში და მშობიარობაში ვენდობი ყველანაირად. ეს ხალხი რომ არ დამხმარებოდა დგეს ცოცხალი არ ვიქნებოდი მრჩებოდნენ ბავშვები ობლად“. აღნიშნული ხელწერილი ხელმოწერილია ნ----- ლ---–----ის, ი---- რ-----ის და ვ----–---- ქ--–-----ს მიერ.

 

19. 2016 წლის 22 მარტის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს თერჯოლის რაიონის სოფელ ქ---------------ში მდებარე ნ----- ლ---–----ის საცხოვრებელი სახლი........ აღნიშნული სახლის სასტუმრო ოთახში საწოლზე წევს მამრობითი სქესის ჩვილი ბავშვი. ნ----- ლ---–----ის განმარტებით, აღნიშნული ბავშვი არის გ-------ძი ქ--–-----, რომელიც თავისი რძლისთვის შვილად აყვანის მიზნით 2016 წლის 6 მარტს იშვილეს ვ----–---- ქ--–-----სგან.

 

20. 2016 წლის 24 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ მოწმე გ----–---–----ემ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გამოძიებას უჩვენა ადგილები ქ.ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩის დასასრულს, ყვირილაზე გადასასვლელ ხიდთან, სადაც მანქანაში ჩაისვა ვ----–---- ქ--–-----. მიმართულება თუ საით წავიდა ვ----–----ს მითითებით, სად გააჩერა მანქანა და რა ადგილზე გადასცა მას ნ----- ლ---–-----მ ფული.

 

21. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ნ----- ლ---–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

22. 2018 წლის 19 თებერვლის N----- იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართვით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N1/42-2017 განაჩენით დაკისრებული ჯარიმა თანხით 500 ლარი, ნ----- ლ---–-----ს გადახდილი არ აქვს და მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.

 

23. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 172-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არასრულწლოვნის ხელშეუხებლობა, მისი უფლება ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების პირობები საკუთარ ოჯახში, ღვიძლ მშობლებთან. არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. არ შეიძლება არასრულწლოვანი იქცეს ყიდვა-გაყიდვის ობიექტად, თუნდაც ეს ჩადენილი იყოს მისი შვილად აყვანის მიზნით. არასრულწლოვნის ეს უფლება გარანტირებულია როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ისე სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით (ჰააგის 1993 წლის 29 მაისის კონვენცია ბავშვთა დაცვისა და მათი საერთაშორისო გაშვილების შესახებ, 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ და სხვა). განსახილველ დანაშაულში მსხვერპლად გვევლინება არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს შვილად აყვანისათვის კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი, როგორც საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი. სსკ 172-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 1-ლი ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) არასრულწლოვნის ყიდვაში; ან ბ) მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებაში. ამდენად ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში. არასრულწლოვნის ყიდვა ნიშნავს მის შეძენას გარკვეული ფასის გადახდით, ასევე, სხვა ნივთში გაცვლით, ვალში ჩათლით. არასრულწლოვნის ყიდვა დამთავრებულია, როცა გაყიდული არასრულწლოვანი გადავა მყიდველის ხელში და მნიშვნელობა არა აქვს, მოხდება თუ არა შვილად აყვანის გაფორმება. დანაშაულის სუბიექტური მხარისათვის აუცილებლად დამახასიათებელია სპეციალური მიზანი. ესაა არასრულწლოვნის შვილად აყვანის მიზანი. ამდენად, დანაშაულის ამსრულებელს (ვინც ყიდულობს არასრულწლოვანს ან მის მიმართ ახორციელებს სხვა უკანონო გარიგებას) უნდა ამოძრავებდეს შვილად აყვანის მიზანი. შესაბამისად, მყიდველია ის, ვინც საკუთარ თანხას იხდის ბავშვში, მისი შვილად აყვანის მიზნით და არა ის, ვინც სხვისი თანხა გადასცა ბავშვის გამყიდველს. ასეთის შემთხვევაში, იგი ამ დანაშაულის დამხმარეა. საქართველოს სსკ 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, დანაშაულში თანამონაწილეობის ერთ-ერთი სახეა დამხმარე, რაც გულისხმობს დანაშაულის ჩადენაში ხელის შეწყობას. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, მას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით, ეს დანაშაული განზრახია, კერძოდ, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რადგან სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი.

 

24. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ი---- რ------ ქორწინებაში იმყოფება გ-------ძი ლ---–-----სთან 2007 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში, შვილი არ შეძენიათ და სურდათ ბავშვის აყვანა, რაზეც გაცხადებული ჰქონდათ სოციალური სამსახურში. 2015 წელს, გ-------ძი ლ---–----- გარდაიცვალა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ი---- რ------ დარჩა მის ოჯახში და ცხოვრება განაგრძო მულთან, ნ----- ლ---–-----სთან ერთად. ასევე, გადაწყვიტა ბავშვის აყვანა და გარდაცვლილი მეუღლის სახელზე გაზრდა, რაშიც დახმარება აღუთქვა მულმა - ნ----- ლ---–-----მ. მან და ნ----- ლ---–-----მ გაიგეს რა ვ----–---- ქ--–-----ს ორსულობის და მისი სურვილის - ბავშვის გაშვილების შესახებ, 2016 წელს, მ---- ქ------–--- სახლში, ნ----- ლ---–-----ს, ქ------- რ------ს, ვ----–---- ქ--–-----ს და მ---- ქ------–--- შორის შედგა შეხვედრა, რა დროსაც, ნ----- ლ---–----- შეუთანხმდა ვ----–---- ქ--–-----ს ბავშვის ყიდვაზე და აღნიშნულში მას ვ----–---- ქ--–-----სთვის უნდა გადაეხადა 2000 აშშ დოლარი, ასევე, უნდა გაეღო ორსულობისა და ორსულობამდე პერიოდის ხარჯები. შეთანხმებისამებრ, ნ----- ლ---–----ის მიერ გაწეული იქნა ყველა ხარჯი. 2----–-–-----------ს, ვ----–---- ქ--–-----ს შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, რომელსაც დაარქვეს გ-------ძი. სამშობიაროდან გაწერის შემდეგ, შეთანხმებისამებრ, ვ----–---- ქ--–-----მ ბავშვი გადასცა ნ----- ლ---–-----ს, რომელიც ამ უკანასკნელმა წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში. შეთანხმებული თანხიდან - 2000 დოლარიდან, 100 დოლარი, ნ----- ლ---–-----მ გადასცა ვ----–---- ქ--–-----ს დედას - ნ---- კ--------ს, ხოლო დარჩენილი 1900 დოლარი გადასცა ვ----–---- ქ--–-----ს ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, ქ------- რ-----ის და გ----–---–----ის თანდასწრებით.

 

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ი---- რ------მ, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა არასრულწლოვნის ყიდვა შვილად აყვანის მიზნით, ხოლო ნ----- ლ---–-----მ ჩაიდინა დახმარება არასრულწლოვნის ყიდვაში შვილად აყვანის მიზნით.

 

არასრულწლოვნის გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით:

 

26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი---- რ------მ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, მულთან ნ----- ლ---–-----სთან ერთად. 2015 წელს გარდაეცვალა მეუღლე გ-------ძი ლ---–-----. მას და მის მეუღლეს სურდათ შვილის აყვანა, თუმცა მეუღლის სიცოცხლეში ვერ შეძლო. გარდაცვალების მერეც ჰქონდა აღნიშნულის სურვილი და ამის შესახებ იცოდა როგორც ნათესაობამ, ასევე, სოფელმაც. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, მათთან მივიდა მეზობელი და უთხრა, რომ ზესტაფონში იყო ლტოლვილი გოგონა, ორსული, რომელსაც სურდა ბავშვის გაშვილება. მისცა ტელეფონის ნომერი. მული, ნ----- ლ---–----- და მისი და ქ------- რ------ წავიდნენ მ---- ქ------–---თან, სადაც შეხვდნენ ვ----–---- ქ--–-----ს, მოილაპარაკეს გაშვილების შესახებ და შეთანხმდნენ, რომ მათ, ვ----–----სთვის უნდა გადაეხადათ 2000 აშშ დოლარი ბავშვის გაშვილებაში და უნდა გაეღოთ მშობიარობამდე და მშობიარობის ხარჯები. შეთანხმებისამებრ, ორჯერ ჰყავდათ ვ----–---- ქ--–----- საავადმყოფოში ექოსკოპიაზე, თავდაპირველად სქესის გასაგებად, ხოლო შემდეგ მშობიარობამდე. 2016 წლის მარტის თვეში, როდესაც მშობიარობის დღე იყო, მას სურდა ვ----–---- საავადმყოფოში დარეგისტრირებულიყო მისი სახელითა და გვარით, რათა ბავშვი გამოეყვანა ლ---–----ის გვარზე. ქუთაისში, „ბ--------ის“ კლინიკაში, აღნიშნულზე გაარკვია, რომ არ შეიძლებოდა. ვ----–----მ უთხრა, რომ ზესტაფონში ჰყავდა ნაცნობი ექიმი და ის დაეხმარებოდა ყველაფერში. ზესტაფონშიც უარი უთხრეს აღნიშნულზე, რის გამოც უარი განაცხადა ბავშვის აყვანაზე იქვე. ჩავიდა საავადმყოფოს ეზოში და ჩაჯდა მანქანაში. ვ----–---- მივიდა მასთან და უთხრა, თუ არ წაიყვანდა ბავშვს, მისი ცოდვა მის კისერზე იქნებოდა, გადახტებოდა მდინარეში და თავს მოიკლავდა. ი----მ უპასუხა, რომ მას არ სურდა უკანონოდ ბავშვის სახლში წაყვანა. გაეჩინა ბავშვი, წაეყვანა სახლში, მოეწესრიგებინა საბუთები, რათა შვილი სახლში ლ---–----ის გვარზე მიეყვანა. დანაპირებს შეასრულებდა და გადაუხდიდა შეთანხმებულ თანხას. ვ----–---- უარზე იყო და ითხოვდა ბავშვის წაყვანას. საუბარში ჩაერთო ნ----- ლ---–-----, რომელსაც ვ----–----მ უთხრა, რომ მშობიარობის შემდეგ ბავშვი წაეყვანათ და საბუთებს მალე მოაგვარებდა. 2016 წლის 6 მარტს, ვ----–---- ქ--–-----ს შეეძინა მამრობით სქესის ბავშვი, რომელსაც დაარქვეს აწ გარდაცვლილი ქმრის, გ-------ძის სახელი. როდესაც ვ----–---- გამოწერეს საავადმყოფოდან, მან გადასცა ბავშვი ნ-----ს და მიიყვანეს სახლში. ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე ხანში, ნ----- ლ---–-----მ, ქ------- რ------მ და გ----–---–----ემ ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ვ----–---- ქ--–-----ს გადასცეს 1900 აშშ დოლარი. 100 აშშ დოლარი, მანამდე, რამდენიმე ხნით ადრე ჰქონდა გადაცემული ნ-----ს ვ----–----ს დედისთის - ნ---- კ--------სთვის, რათა მას ვ----–---- გაერიდებინა ზესტაფონიდან და მოეგვარებინა საბუთების ამბავი. ი.რ-----ის განმარტებით, ბავშვის შვილების შემდეგ, ის უნდა ყოფილიყო დედა, ხოლო ნ----- ლ---–----- დაეხმარებოდა გაზრდაში. ბავშვის შვილების თანხა ოჯახის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა. მოლაპარაკებას და დახმარებას ბავშვის გაშვილების შესახებ აწარმოებდა ნ----- ლ---–----- ვ----–---- ქ--–-----სთან, რასაც ესწრებოდა მისი და ქ------- რ------. ნ-----ს მიერ ვ----–----სთვის ფულის გადაცემას შეესწრო ქ------- რ------ და გ----–---–----ე, ვინაიდან ისინი იმყოფებოდნენ ნ-----სთან ერთად.

 

27. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ნ----- ლ---–-----მ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, რძალთან ი---- რ------სთან ერთად. ი---- და მისი ძმა, გ-------ძი, იმყოფებოდნენ ქორწინებაში და შვილი არ შეძენიათ. მათ სურდათ ბავშვის აყვანა. გ-------ძის გარდაცვალების შემდეგაც სურდა ი----ს შვილის აყვანა და მის სახელზე გაზრდა. აღნიშნულის თაობაზე იცოდნენ როგორც ნათესავებმა, ასევე, მეზობლებმაც. ერთ დღესაც, მათთან მივიდა მეზობელი, მ-------ი ღ--------ე და უთხრა, რომ ზესტაფონში იყო გოგონა, რომელიც აშვილებდა ბავშვს და დაუტოვა ტელეფონის ნომერი. გადარეკა, უპასუხა მ----------ელიამ და უთხრა, მისულიყო და დაალაპარაკებდა პიროვნებას. დაურეკა ქეთინო რ------ს, რომელიც მივიდა მათთან სახლში, დაილაპარაკეს და წავიდნენ ზესტაფონში. მივიდნენ საქარის საავადმყოფოში, სადაც ლტოლვილები ცხოვრობდნენ, ეზოში შეხვდნენ მ---- ქ------–--- და ავიდნენ მასთან სახლში. მზიამ დაურეკა ვ----–----ს და სთხოვა ჩასვლა. ვ----–---- მივიდა მზიასთან შვილებთან ერთად. დაილაპარაკეს, რა დროსაც ვ----–----მ მათ უთხრა რომ არ სურდა ბავშვი, რომ ქმარი დაჭერილი იყო და ბავშვს მეგობრისგან ელოდებოდა და არ სურდა, რომ ვინმეს გაეგო. მოლაპარაკებისას შეთანხმდნენ ბავშვის გაშვილების თანხაზე, 2000 აშშ დოლარზე, ასევე, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ ხარჯებზე, კერძოდ, მშობიარობამდე საკვებისა და ყველა ხარჯის გაღებაზე. მოლაპარაკების დასრულებისთანავე, ვ----–----ს თხოვნით, რომ არ ჰქონდა წამლის ფული, იქვე დაუტოვა 20 ლარი, რაც ედო ჯიბეში. ასევე, მეორე დღესაც აუტანა შეთანხმებისამებრ თანხა, რომელიც ჭირდებოდა საჭმლისა და წამლებისათვის. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე, მას დაურეკა ვ----–----მ და უთხრა, რომ ცუდად იყო, სტკიოდა მუცელი, წაეყვანა ექიმთან, არ აინტერესებდა ბავშვი ჯანმრთელი იყო თუ არა. წაიყვანა ქუთაისში, კლინიკა „ბ--------ში“, სადაც ექიმმა ვ----–----ს უთხრა, რომ ბავშვს ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული ყელზე და აუცილებელი იყო საკეისრო კვეთის გაკეთება და რომ 3 დღეზე მეტი არ გადაეცილებინა. მეორე დღეს, მას დაურეკა ვ----–----მ და უთხრა, რომ ძალიან ტკიოდა მუცელი და წაეყვანა ექიმთან. კვლავ მივიდნენ კლინიკა „ბ--------ში“, სადაც გაარკვიეს, რომ როგორც მათ სურდათ საბუთების გაკეთება, ისე ვერ ხერხდებოდა. ვ----–----მ დაურეკა მ---- ქ------–---, რომელმაც უთხრა, რომ ჩასულიყვნენ ზესტაფონში და ის დაეხმარებოდა. ვ----–----მ უთხრა, რომ ზესტაფონში ახლობელი ჰყავდათ და დაეხმარებოდა. წავიდნენ კლინიკა „ე-–----–ი“. იქაც გაარკვიეს, რომ საბუთს ვერ აკეთებდნენ. აღნიშნულზე განერვიულდა ი---- რ------, ვინაიდან ვერ ხდებოდა ოფიციალურად საბუთების გაკეთება, უარი განაცხადა ბავშვის წაყვანაზე. დატოვა საავადმყოფოს შენობა, ჩავიდა ეზოში და ჩაჯდა მანქანაში. ვ----–----მ გადასხმები მოიხსნა ხელიდან, ჩავიდა ი----სთან და უთხრა, თუ ბავშვს არ წაიყვანდა, გადახტებოდა და თავს მოიკლავდა. ი---- მაინც უარს აცხადებდა ბავშვის წაყვანაზე. საუბარში ჩაერთვნენ ის და ქეთინო რ------. ვ----–---- დაპირდა, რომ ოღონდ ბავშვი წაეყვანათ მშობიარობის შემდეგ და საბუთებს აუცილებლად მოაგვარებდა, რაზეც დათანხმდა. ვ----–----ს შეეძინა ბიჭი, რომელსაც დაარქვეს გ-------ძი. მშობიარობის შემდეგ ვ----–----მ ბავშვი ინკუბატორში გააყვანინა, არ იჩერებდა თავისთან, „არ დამანახოთ ეს ბავშვიო“, იძახდა. მეორე დღესაც მივიდნენ ბავშვის და ვ----–----ს სანახავად. მესამე დღეს ვ----–----მ დაურეკა და სთხოვა მისვლა. როდესაც მივიდა ჰკითხა მიყავდა თუ არა ბავშვი, ასევე, ჩარიცხული იყო თუ არა დაფინანსების თანხა, რაზეც უპასუხა რომ ბავშვი მიყავდა და დაფინანსების თანხაც ჩაირიცხა. აღნიშნულ დაფინანსების თანხას დაამატა 150 ლარი და იმავე საღამოს ვ----–---- გაწერეს საავადმყოფოდან. ვ----–----მ ბავშვი გაიყვანა საავადმყოფოდან და გადასცა მას, ხოლო თვითონ და დედამისი წავიდნენ ტაქსით. ნ-----მ, ბავშვი სახლში წაიყვანა. რამდენიმე დღეში მას დაურეკა ვ----–----მ და დედამისმა და მოსთხოვეს თანხა, 100 აშშ დოლარი საბუთების მოსაგვარებლად. აღნიშნული თანხა, მეორე დღეს გადასცა ქ.ზესტაფონში, სადგურზე, ვ----–----ს დედას - ნ---- კ--------ს. აღნიშნულიდან რამდენიმე დღეში კვლავ დაურეკა ვ----–----მ და მოსთხოვა ფული. ვინაიდან თანხა მაინც გადასახდელი იყო, მეორე დღეს, ძმასთან გ----–---–----ესთან და ქ------- რ------სთან ერთად, ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, ხიდთან შეხვდნენ ვ----–---- ქ--–-----ს და გადასცეს თანხა, 1900 აშშ დოლარი. გ----–---–----ემ შესთავაზა ვ----–----ს წაყვანა სადაც მიდიოდა, თუმცა ვ----–----მ უარი უთხრა. გ--- 10 ლარი გადასცა ვ----–----ს და უთხრა ტაქსით წასულიყო. აღნიშნული თანხაც ჩაიდო ვ----–----მ ჯიბეში და წავიდა. აღნიშნულიდან რამდენიმე ხანში, მას დაუკავშირდა ვ----–---- და უთხრა, რომ საბუთებს ვეღარ აკეთებდა, ფული გამოელია და რომ ბავშვი იაფად მიყიდა. აღნიშნულზე ავიდა ვ----–----სთან და ჰკითხა რა უნდოდა, ხომ დაპირდა საბუთების გაკეთებას. ვ----–----მ უპასუხა, რომ ფული არ ეყო, ბანკის ვალები გაისტუმრა და აღარ დარჩა, საბუთებს ვეღარ აკეთებდა. ასევე, ნ---- კ--------მ უთხრა, რომ ვ----–----ს სხვა კლიენტი ჰყავდა, რომელიც ბავშვში 5000 აშშ დოლარს იხდიდა და რომ მათ ბავშვი იაფად გაატანა. ნ.ლ---–----ის განმარტებით ბავშვის დედა უნდა ყოფილიყო ი---- რ------ და ისინი ერთად გაზრდიდნენ მას. ბავშვში, ოჯახის საერთო ფული გადაიხადეს. გარდა 1900 აშშ დოლარისა, 100 აშშ დოლარისა, ასევე გადახდილი აქვს მშობიარობამდე კვების 1500 ლარი, ექიმის, ექთნის, მშობიარობის ხარჯები. ასევე, მშობიარობის დროს, როგორც ვ----–----ს, ასევე, ბავშვის ტანსაცმლის ფული. მოლაპარაკებებს, ბავშვის გაშვილების შესახებ მასთან აწარმოებდა ვ----–---- ქ--–----- და სწორედ მან მოსთხოვა 2000 აშშ დოლარი შეხვედრის დროს.

 

28. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- რ------მ განაცხადა, რომ მისი და, ი---- რ------ და გ-------ძი ლ---–----- იმყოფებოდნენ ქორწინებაში და შვილი არ შეძენიათ. სიძის გარდაცვალების შემდეგ, ი---- რ------ დარჩა ქმრის ოჯახში და გადაწყვიტა ბავშვის აყვანა. მას ნ----- ლ---–----- დაუკავშირდა და აცნობა, რომ გამოჩნდა ბავშვი და მისულიყო მასთან. ნ-----სთან ერთად მივიდა მ---- ქ------–--- ოჯახში, სადაც მათ დახვდა ვ----–---- ქ--–-----, რომელმაც ბავშვის გადაცემის სანაცვლოდ მოსთხოვა თანხა, 2000 აშშ დოლარი, ასევე, მშობიარობამდე და მშობიარობის ხარჯების გაწევა, რასაც ისინი დასთანხმდნენ. ნ----- ლ---–-----მ, შეხვედრიდან მეორე დღეს, ასევე, 100 ლარი მიუტანა ვ----–----ს. ვ----–---- ჰყავდათ ექიმთან. მშობიარობის დღეს, ჯერ ქუთაისში წაიყვანეს ბ--------ის კლინიკაში, ხოლო შემდეგ ზესტაფონში, ე-–----–ი. ექიმმა გასინჯვის შემდეგ, სასწრაფო საკეისრო კვეთა გადაწყვიტა. მშობიარობის შემდეგ, როდესაც ვ----–---- გაეწერა სამშობიაროდან, ბავშვი მათ გადასცა და წაიყვანეს სოფელ ს------თში. ვ----–----ს თანხა, 1900 აშშ დოლარი გადაცეს ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით, ხოლო 100 აშშ დოლარი, მანამდე ჰქონდა მიცემული ნ-----ს ვ----–----ს დედისათვის. ვ----–---- ჰპირდებოდა, რომ ჰყავდა ახლობელი და საბუთებს გააკეთებდა. მოწმის განმარტებით, ზესტაფონში, საავადმყოფოს შენობაში, ლტოლვილების საცხოვრებელში მივიდნენ მ---- ქ------–---თან. შეხვედრისას, ვ----–----მ მოსთხოვა მათ თანხა 2000 აშშ დოლარი, ხარჯების გარდა. ვ----–----სგან იცოდნენ, რომ ქმარი დაჭერილი ჰყავდა და ბავშვს მეგობრისგან ელოდებოდა. რომ ქმართან ხელს გააწერდა და საბუთებს მოაგვარებდა. მისივე განმარტებით, ვ----–----მ მათ წერილი მისწერა, რომ დატოვა პირში ჩალა გამოვლებულები, ფულიც და ბავშვიც მასთან იყო.

 

29. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ----–---–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში. მისი ძმა და ი---- რ------ იმყოფებოდნენ ქორწინებაში 2007 წლიდან და თანაცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ბავშვის აყვანის შესახებ, განცხადება გაკეთებული ჰქონდათ სოციალურ სამსახურშიც, თუმცა ვერ აიყვანეს. ძმის გარდაცვალების შემდეგ, რძალი, ი---- რ------ დარჩა მათთან სახლში და გადაწყვიტა ბავშვის აყვანა. გამოჩნდა ვ----–---- ქ--–-----, რომლისგანაც უნდოდა შვილის აყვანა. რძლის პოზიცია იყო, რომ აეყვანა შვილი და გაეზარდა გარდაცვლილი ქმრის სახელზე, აღნიშნულ პოზიციას ისინიც დათანხმდნენ. ვ----–----, სამჯერ ჰყავდათ ექიმთან წაყვანილი. 3 მარტს, საკეისროთი დაიბადა ბავშვი. მოლაპარაკება იყო, რომ საბუთები უნდა გაეკეთებინათ და წაეყვანათ ბავშვი. ეს პროცესი გაგრძელდა, ვ----–---- იძახდა დღეს-ხვალ გავაკეთებ საბუთებსო, შემდგომ არ გაკეთდა საბუთები და მოითხოვა ფული. 2016 წლის 18 მარტს, ის, ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------ ჩავიდნენ, ზესტაფონში, კვალითის გადასახვევთან, ხიდის მიმდებარედ, პატარა ჯიხურთან შეხვდნენ ვ----–---- ქ--–-----ს და გადასცეს ფული, დარჩენილი 1900 აშშ დოლარი, ხოლო 100 დოლარი, მანამდე ჰქონდათ მიცემული ვ----–----ს დედისთვის. მოწმის განმარტებით, შეთანხმება იყო, რომ 2000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა ბავშვში ი---- რ------ს. თანხა, მან მისცა დას ნ-----ს და ნ-----მ გადასცა ვ----–----ს. მისივე განმარტებით, არც შეთანხმებაზე და არც მოლაპარაკებაზე არ ყოფილა მათთან ერთად, მხოლოდ თანხის გადაცემის ფაქტს დაესწრო. ვ----–----ს გადასცეს თანხა, 100 აშშ დოლარიანი კუპიურებით.

 

30. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ----------ელიამ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, უზნაძის ქუჩა N----ში, ვ----–---- ქ--–-----ს მეზობლად. ვ----–----ს დედამ უთხრა, რომ ვ----–---- ოყო ორსულად, ქმარი დაჭერილი ჰყავდა და სხვა კაცისგან იყო ორსულად. პრობლემა ჰქონდათ და სურდათ ბავშვის მოცილება. თხოვა დამხარება ბავშვის გაშვილებაში. მას ტელეფონზე დაუკავშირდა ნ----- ლ---–-----, რომელიც უნდა მისულიყო მასთან სახლში და შეახვედრებდა ვ----–----ს. როდესაც ნ----- მივიდა მასთან, ასევე, ახლდა ი----ს და, სახელად ქ-------ი. მოლაპარაკების დროს, მასთან სახლში იმყოფებოდა ვ----–---- ქ--–-----, მისი ორი შვილი, დისშვილი, ნ-----, ქ-------ი და თვითონ. შეხვედრისას, თანხაზე, 2000 აშშ დოლარზე იყო საუბარი, ასევე, მშობიარობისა და წამლების ფულზე. აღნიშნული თანხა აიღო თუ არა ვ----–----მ, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, ნ----- ლ---–-----მ, მასთან ყოფნის დროს, 20 ლარი გადასცა ვ----–---- ქ--–-----ს. ასევე, მას პირადად გადასცა 100 ლარი, ვ----–----ს ექიმთან წაყვანის თანხა, რაც მან გადასცა ვ----–----ს. ასევე, იცის, რომ ვ----–----ს დედამ, ნ-----სგან აიღო 100 აშშ დოლარი ვ----–----სგან დამოუკიდებლად. მისივე განმარტებით, ნ-----, ვ----–---- და ქ-------ი ერთად დადიოდნენ მანქანით. ვ----–---- ჰპირდებოდა, რომ ბავშვი მათი იქნებოდა, რომ მშობიარობის შემდეგ, ბავშვი ლ---–----ის გვარით უნდა გაეყვანათ საავადმყოფოდან.

 

31. საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული იქნა მოწმე ნ---- კ--------ს მიერ გამოძიებაში, 2016 წლის 23 მარტს მიცემული ჩვენება (ტომი I, ს.ფ. 47-49), სადაც აღნიშნულია „მოგახსენებთ, რომ მე დამთავრებული მაქვს რუსული სკოლა, ამიტომ ქართული წერა-კითხვა არ ვიცი, მაგრამ ქართული საუბარი კარგად მესმის და საუბარიც შემიძლია ქართულ ენაზე. მე თანახმა ვარ ჩემი გამოკითხვის პროცესს დაესწროს თარჯიმანი ე---------- ზ--------ე. მე განმემარტა ჩემი უფლება-მოვალეობანი, თანახმა ვარ ნებაყოფლობით მივცე გამოძიებას ინფორმაცია ჩემი შვილიშვილის გ-------ძი ქ--–-----ს შვილად აყვანის ფაქტთან დაკავშირებით. გაფრთხილებული ვარ ცრუ დასმენისთვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. ადვოკატის მომსახურებას არ ვსაჭიროებ, ჩემს უფლებებს დავიცავ პირადად. არსებული საქმის ირგვლივ განვმარტავ შემდეგს: ჩემი შვილი არის ვ----–---- ქ--–-----. მისი მეუღლეა რ-----ი გ---–---–---–ი. რ-----ი ამჟამად დაკავებული არის ქურდობის ჩადენისათვის და სასჯელს იხდის ქ.რუსთავის N2 საპყრობილეში. ვ----–----ს და რ-----ის ჰყავთ ორი შვილი გ------- და ა------ია გ---–---–---–ები. გარდა ამისა, ვ----–----ს პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი შვილი ჯ---–----ა ესათია, რომელიც იზრდება ჩემი მეორე შვილის ლია ქ--–-----ს ოჯახში. 2015 წლის დეკემბრის თვეში ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩემი შვილი ვ----–---- ქ--–----- იყო ფეხმძიმედ. მე ვკითხე ვ----–----ს ვისგან იყო ფეხმძიმედ, რაზედაც მან მიპასუხა, რომ ფეხმძიმედ დარჩა მისი მეგობარი ბიჭისგან და ვინაიდან აბორტის გაკეთება არ შეიძლებოდა, აპირებდა შვილის გაჩენას. ამის შემდეგ მე ვკითხე ვ----–----ს ბავშვის გაზრდას აპირებდა, თუ უნდა გაეშვილებინა. თავდაპირველად ვ----–---- ამბობდა, რომ ბავშვი თვითონ უნდა გაეზარდა, რაზედაც მე ვურჩევდი და ვეუბნებოდი, რომ მას ბავშვის გაზრდის საშუალება არ ჰქონდა და ბავშვი მიეყვანა საპატრიარქოს ბაღში. შემდეგ ვ----–----ს მისი მეზობლის მ---- ქ------–--- დახმარებით გაუცვნია ვინმე ბორია, რომლის სხვა რაიმე მონაცემი მე არ ვიცი. ბორიამ თავის მხრივ დააკავშირა ვ----–---- თერჯოლის რაიონის სოფელ ს------თში მცხოვრებ ნ----- ლ---–-----სთან, რომელთანაც შეთანხმებულა, რომ 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მისცემდა მას ახალდაბადებულ შვილს. აღნიშნული შეთანხმების შესახებ მე გავიგე ვ----–----ს მშობიარობამდე რამოდენიმე დღით ადრე, რაც მითხრა თვით ვ----–----მ და მ----------ელიამ. 2016 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში ვ----–---- ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად, რადგან მოერიდა მეზობლებს და სურდა სამშობიაროდ ჩემიდან წასულიყო. გაგიმარტავთ, რომ დაახლოებით სამი წელია მე ნათხოვარი მაქვს ნაცნობის სახლი ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში და იქ გადმოვიდა ვ----–---- დროებით საცხოვრებლად. 2016 წლის 03 მარტს ნ----- ლ---–-----მ მანქანით მოაკითხა ვ----–----ს და წაიყვანა საავადმყოფოში. მე ვიცოდი, რომ უნდა წასულიყვნენ ქ. ქუთაისში, მაგრამ როგორც გავიგე ისინი მისულან ქ.ზესტაფონში, კლინიკა „ე-–----“-ში, სადაც ვ----–----ს გაუკეთეს საკეისრო კვეთა და დაიბადა მამრობითი სქესის ბავშვი. ვ----–---- საავადმყოფოდან გამოწერეს 2016 წლის 06 მარტს, რა დროსაც დამირეკა მან და მითხრა, რომ ტაქსით მივსულიყავი კლინიკასთან. მე გამოვიძახე ნაცნობი ტაქსი და დაახლოებით 13:00 საათზე მივედი ქ.ზესტაფონის თეატრთან მდებარე პოლიკლინიკასთან. აქ უნდა დავლოდებოდი მე ვ----–----ს. რამდენიმე წუთში მე დამირეკა ვ----–----მ და მითხრა მივსულიყავი კლინიკა „ე-–----სთან“. მე მივედი აღნიშნულ ადგილას, სადაც იმყოფებოდნენ ნ----- ლ---–----- და მისი ნათესავი ქ------- რ------. ვ----–---- ჩვენს მანქანასთან მოვიდა მხოლოდ ხელჩანთით. მე ვიცოდი, რომ ის სახლში მოდიოდა ბავშვთან ერთად და ვკითხე მას ბავშვი სად იყო, რაზედაც მან მიპასუხა, რომ ბავშვი ნ----- ლ---–-----ს მიჰყავდა. ამის შემდეგ მე მივედი ნ-----სთან და ქ-------თან, რომლებიც მანქანაში ისხდნენ ბავშვთან ერთად. მე დავლოცე ბავშვი და ვუსურვე ჯანმრთელობა. ამის შემდეგ მე და ვ----–---- ჩავჯექით ტაქსში და წამოვედით სახლში. ბავშვის წაყვანის შემდეგ ნ----- და ქ-------ი მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან, მათ სურდათ ბავშვის საბუთების მოწესრიგება, უნდოდათ, რომ ბავშვის გვარი დაბადების მოწმობაში ლ---–----- ჩაწერილიყო. ვინაიდან ვ----–---- რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო რ-----ი გ---–---–---–თან, ბავშვის გვარის შეცვლა რ-----ის თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა და ბავშვის სახელი და გვარი დაბადების მოწმობაში ჩაიწერა გ-------ძი ქ--–-----. სახელი შერჩეულია ნ----- ლ---–----ის მიერ, ხოლო გვარი აქვს დედის. ვ----–----ს მშობიარობის ამბავი ჩემმა ნათესავებმა არ იციან, მე არ მინდოდა ეს ფაქტი გახმიანებულიყო და მსურდა ვ----–----ს გაგზავნა სამეგრელოში, რის გამოც ნ----- ლ---–-----მ მე გადმომცა 100 აშშ დოლარი ზესტაფონის ავტოსადგურის წინამდებარე ტერიტორიაზე, გზის გვერდით მდებარე გაზონთან. აღნიშნული თანხის მოცემამდე ნ----- ლ---–-----მ ჩემს სახლში უთხრა ვ----–----ს, რომ ბავშვის საბუთების მოწესრიგებისთანავე გადასცემდა მას ბავშვის გადაცემისათვის შეთანხმებულ თანხას 2000 აშშ დოლარს. 2016 წლის 22 მარტს ვ----–---- წავიდა სახლიდან და მითხრა, რომ ბავშვი მიჰყავდა ასაცრელად. რამოდენიმე ხნის შემდეგ ჩემთან სახლში მოვიდა ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------, რომლებსაც ვუთხარი ვ----–---- სადაც იყო წასული. ჩვენ ვისაუბრეთ ბავშვის საბუთი როგორ შეიძლება გაკეთებულიყო და ვუთხარი მათ, რომ ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ------------ოში ცხოვრობდა ჩემი ნაცნობი ი----- ჯ------–ი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა, თუ როგორ შევძლებდით ბავშვის გვარის შეცვლას. მე ი-----ს ტელეფონის ნომერი არ ვიცი და მას არ დავკავშირებივარ. ვიცი მხოლოდ სად ცხოვრობს, რადგან ადრე ვეხმარებოდი ყანაში. ვინაიდან ნ----- ლ---–----- დაინტერესებული იყო ბავშვის საბუთების მოწესრიგებით, მე ჩავუჯექი მათ მანქანაში და წავედით სოფელ ქ------------ოს მიმართულებით, რა დროსაც ნ-----ს დაურეკეს ზესტაფონის პოლიციიდან და უთხრეს, რომ ვ----–---- მისული იყო პოლიციაში და ისიც უნდა გამოცხადებულიყო. ამ ფაქტმა მე გამაკვირვა, რადგან არ ვიცოდი ვ----–---- პოლიციაში თუ მიდიოდა. ამის შემდეგ ჩვენ მოვბრუნდით უკან. მე უარი ვთქვი პოლიციაში წამოსვლაზე და ჩამოვედი მანქანიდან, ხოლო ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------ წამოვიდნენ პოლიციაში“.

 

32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------- გ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში. არის ნ----- ლ---–----ის ბიძაშვილი. გ-------ძისა და ი----ს არ ჰყავდათ შვილი და როგორც იცის უნდოდათ ბავშვის აყვანა. მას, ნ-----მ სთხოვა მანქანით წაყვანა ზესტაფონში. როდესაც მივიდნენ ზესტაფონში, ძველი საავადმყოფოს შენობასთან, ჩავიდა ახალგაზრდა გოგო, ბავშვებთან ერთად. ბავშვები დატოვეს სოფელ არგვეთაში, ხოლო თვითონ წავიდნენ ქუთაისში. იქედან კვლავ არგვეთაში დაბრუნდნენ და მერე ზესტაფონში, სამშობიაროში, სადაც ექიმი დათანხმდა მშობიარობას. ი----მ და ნ-----მ უყიდეს ვ----–----ს ხალათი და რაღაც ნივთები. როგორც იცის, მშობიარობის შემდეგ, ბავშვი ლ---–----ის გვარზე უნდა გაეყვანათ საავადმყოფოდან. ვ----–---- პირდებოდა საბუთების მოგვარებას, რომ ჰყავდა ახლობელი ს-------ში, რომელიც მოაგვარებდა. მოწმის განმარტებით, ბავშვის სანაცვლოდ ვ----–---- ითხოვდა თუ არა თანხას, მისთვის უცნობია, ასევე, უცნობია გადაუხადა თუ არა ნ-----მ თანხა ვ----–----ს, აღნიშნულს არ შესწრებია. ნ-----ს თხოვნით, ვ----–---- უნდა წაეყვანათ საბუთების გასაკეთებლად, თუმცა როდესაც სახლში მივიდნენ, დედამისმა უთხრა, რომ ვილეტას ბავშვი აცრის გასაკეთებლად ჰყავდა წაყვანილი.

 

33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს-----ი გ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, ნ----- ლ---–----ის მეზობლად. ნ-----ს ძმას არ ჰყავდა შვილი და სურდათ ბავშვის აყვანა. ნ-----ს ძმა რომ გარდაიცვალა, მათ მაინც სურდათ ბავშვის აყვანა. ერთ დღესაც, მასთან მივიდა ნ----- ლ---–----- და ი---- რ------ და სთხოვეს ზესტაფონში წაყვანა. როდესაც მივიდნენ ზესტაფონის საავადმყოფოში, იქ ჩავიდა ორი ქალი, ერთი მაღალი და მეორე დაბალი. ნ-----მ, მას, რაღაც ფული გადასცა. როგორც ნ-----ს ოჯახიდან იცის, ი----ს აჰყავდა ბავშვი, რომელშიც უნდა გადაეხადათ 2000 დოლარი. გადაცა თუ არა აღნიშნული თანხა ნ-----მ ვ----–----ს არ იცის, თუმცა, მოწმის განმარტებით „ნ----- ლ---–----- იძახის რომ გადავეციო“.

 

34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ------- ღ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში, ნ----- ლ---–----ის მეზობლად. ზუსტად დრო (წელი, თვე, რიცხვი) არ ახსოვს, როდესაც იმყოფებოდა სოფელში, უბანში და საუბრობდა ბიჭებთან ერთად, გაიარა ი---- რ------მ. ბიჭებმა თქვეს, რომ „რა კარგი გოგოა, ქმარი გარდაეცვალა მარა მაინც ოჯახში დარჩა და ბავშვის აყვანა უნდაო“. ის, რომ ბავშვის აყვანა სურდა, მანაც იცოდა. საუბრისას, ერთერთმა თან-----ლმა ბიჭმა მისცა ტელეფონის ნომერი, რომელიც თავის მხრივ მისცა ნ----- ლ---–-----ს. ნ-----მ ბავშვი სახლში მიიყვანა, აღნიშნულთან დაკავშირებით სუფრაც ჰქონდა და ბავშვიც იქ ნახა. როგორც იცის, მშობიარობის ხარჯები ნ-----მ გადაიხადა. ასევე, იცის, რომ ბავშვის აყვანაში, ფული გადაიხადა ნ-----მ.

 

35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- ქ------ემ განაცხადა, რომ 2015 წელს, მუშაობდა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში და სამსახურებრივი შეხება ჰქონდა ვ----–---- ქ--–-----სთან, კერძოდ, მოახდინა ქ.ზესტაფონში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე სახლში მონიტორინგი. სხვა შეხება ვ----–---- ქ--–-----სთან არ ჰქონია. მისთვის უცნობია ვ----–----ს მიერ ბავშვის გაშვილების შესახებ ინფორმაცია. აღნიშნულზე გაიგო მას შემდეგ რაც ნ----- და ი---- დაუკავშირდნენ მას და მოახდინეს მასზე ზეწოლა, ვ----–----სთვის ეთქვა ბავშვი დაებრუნებინა მათთვის. უთხრეს, რომ ბავშვი მისი შვილი იყო. მისთვის დღემდე უცნობია, ვ----–----ს შვილი არის თუ არა ნამდვილად მისი შვილი.

 

36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ვ----–---- ქ--–-----მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას, თანხის სანაცვლოდ, ბავშვის გაშვილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ნ----- ლ---–-----სთან არ უწარმოებია და არც თანხა აუღია. მას შემდეგ რაც დედამისმა გაიგო მისი ორსულობის ამბავი, მასზე ახდენდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აიძულებდა შვილის გაშვილებას, რაც მას არ სურდა. იმდენად დიდი იყო ფსიქოლოგიური წნეხი მასზე, რომ თავიდან დათანხმდა დედამისს შვილის გაშვილებაზე. შეხვდა კიდეც ნ----- ლ---–-----ს და ესაუბრა ბავშვის გადაცემაზე, თუმცა აღნიშნულისთვის თანხა არ მოუთხოვია. მშობიარობის შემდეგ, როდესაც ბავშვი მიუყვანეს, მიხვდა, რომ ვერ გააშვილებდა და უარი განაცხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლავ გახდა ფსიქოლოგიური ზემოქმედების მსხვერპლი დედის მხრიდან, რომელიც აიძულებდა შვილის გაშვილებას. ზეწოლას ვეღარ გაუძლო და დათანხმდა გაშვილებას და ნ----- ლ---–-----მ წაიყვანა ბავშვი. ჩავარდა დეპრესიაში, განიცდიდა ძალიან, რის გამოც თავის მოკვლაც კი სცადა და დალია წამლები. მეგობართან საუბრისას და მისი მხარდაჭერის შემდეგ, გადაწყვიტა პოლიციაში განცხადების შეტანა. როდესაც პოლიციაში მივიდა, იქაც მოექცა პოლიციელების მხრიდან ზემოქმედების ქვეშ, იმის მაგივრად რომ დახმარებოდნენ, პირიქით, პოლიციელები მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ვინაიდან იმჟამინდელი სამმართველოს უფროსი იყო ნ----- ლ---–----ის ახლობელი. მას არასდროს უწარმოებია ნ----- ლ---–-----სთან მოლაპარაკება ბავშვის გაყიდვასთან დაკავშირებით. დედამისი და მისი მეგობარი ი----- ჯ------–ი, წარსულში ეწეოდნენ ბავშვების გაყიდვას. შესაბამისად, მოლაპარაკებას ნ----- ლ---–-----სთან დედამისი აწარმოებდა, თუმცა როგორც მისგან იცი, თანხა ნ-----სგან არ აუღია. საუბრისას, გარდაცვლილი შვილი დაიფიცა და უთხრა, რომ ფული არ აქვს აღებული.

 

37. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა რ---- კ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, შედგენილი აქვს ვ----–---- ქ--–-----სთან და ნ----- ლ---–-----სთან გასაუბრების ოქმები, რის საფუძველზეც შეადგინა პატაკი და ინფორმაცია აცნობა ხელმძღვანელობას.

 

38. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–-ლმა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები: გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სოფელ ს------თში, ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ბრალდების შესახებ დადგენილებები გააცნო ნ.ლ---–-----ს, ი.რ------ს, ვ.ქ--–-----ს, გამოკითხა ბრალდებულის სახით და გაუცვალა მტკიცებულებები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

 

39. გ-------ძი ლ---–----ის დაბადების მოწმობით დასტურდება, რომ ის დაბადებულია 2----–-–-----------ს, ქ.ზესტაფონში. ცნობები დედის შესახებ მითითებულია ვ----–---- ქ--–-----, ცნობები მამის შესახებ მითითებულია რ----- გ---–---–---–ი.

40. 2016 წლის 6 მარტის ნ----- ლ---–----ის, ქ------- რ-----ისა და ვ----–---- ქ--–-----ს ერთობლივ ხელწერილში მითითებულია, რომ „მე, ნ----- ლ---–----- ვდებ ხელწერილს ჩემ მეგობარს დავუდექი გვერდში და დავეხმარები ბავშვის გაზრდაში რადგან არიან დევნილები და არ აქვთ საშუალება. არიან ჩემთან და ვეხმარები შვილების გაზრდაში. ვცხოვრობ ქ.ქუთაისში, ლადო ასათიანის 139 – 5 სართულიანის პირველ სართულზე...... მე ვ----–---- ქ--–----- ბავშვების დედა ვცხოვრობ მითითებულ მისამართზე რადგან არ მაქვს საშუალება და დამეხმარა ნათესავებმა ბავშვის აღზრდაში და მშობიარობაში ვენდობი ყველანაირად. ეს ხალხი რომ არ დამხმარებოდა დგეს ცოცხალი არ ვიქნებოდი მრჩებოდნენ ბავშვები ობლად“. აღნიშნული ხელწერილი ხელმოწერილია ნ----- ლ---–----ის, ი---- რ-----ის და ვ----–---- ქ--–-----ს მიერ.

 

41. 2016 წლის 22 მარტის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს თერჯოლის რაიონის სოფელ ქ---------------ში მდებარე ნ----- ლ---–----ის საცხოვრებელი სახლი........ აღნიშნული სახლის სასტუმრო ოთახში საწოლზე წევს მამრობითი სქესის ჩვილი ბავშვი. ნ----- ლ---–----ის განმარტებით, აღნიშნული ბავშვი არის გ-------ძი ქ--–-----, რომელიც თავისი რძლისთვის შვილად აყვანის მიზნით 2016 წლის 6 მარტს იშვილეს ვ----–---- ქ--–-----სგან.

 

42. 2016 წლის 24 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით დასტურდება, რომ მოწმე გ----–---–----ემ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გამოძიებას უჩვენა ადგილები ქ.ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩის დასასრულს, ყვირილაზე გადასასვლელ ხიდთან, სადაც მანქანაში ჩაისვა ვ----–---- ქ--–-----. მიმართულება თუ საით წავიდა ვ----–----ს მითითებით, სად გააჩერა მანქანა და რა ადგილზე გადასცა მას ნ----- ლ---–-----მ ფული.

 

43. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 172-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია არასრულწლოვნის ხელშეუხებლობა, მისი უფლება ჰქონდეს ნორმალური აღზრდისა და განვითარების პირობები საკუთარ ოჯახში, ღვიძლ მშობლებთან. არასრულწლოვნის შვილად აყვანა დაშვებულია საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. არ შეიძლება არასრულწლოვანი იქცეს ყიდვა-გაყიდვის ობიექტად, თუნდაც ეს ჩადენილი იყოს მისი შვილად აყვანის მიზნით. არასრულწლოვნის ეს უფლება გარანტირებულია როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ისე სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციით (ჰააგის 1993 წლის 29 მაისის კონვენცია ბავშვთა დაცვისა და მათი საერთაშორისო გაშვილების შესახებ, 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენცია ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ და სხვა). განსახილველ დანაშაულში მსხვერპლად გვევლინება არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. სსკ 172-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მე-2 ნაწილის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) არასრულწლოვნის გაყიდვაში; ან ბ) მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებაში. ამდენად ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში. არასრულწლოვნის გაყიდვა ნიშნავს მის გაშვილებას (გასხვისებას) გარკვეული ფასის გადახდით, ასევე, სხვა ნივთში გაცვლით, ვალში ჩათლით. არასრულწლოვნის გაყიდვა დამთავრებულია, როცა გაყიდული არასრულწლოვანი გადავა მყიდველის ხელში და მნიშვნელობა არა აქვს, მოხდება თუ არა შვილად აყვანის გაფორმება. დანაშაულის სუბიექტური მხარისათვის აუცილებლად დამახასიათებელია სპეციალური მიზანი. ესაა არასრულწლოვნის შვილად აყვანის მიზანი. შესაბამისად, ბავშვის გამყიდველი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბავშვს ყიდულობენ შვილად აყვანის მიზნით. დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. ბრალის ფორმის მიხედვით, ეს დანაშაული განზრახია, კერძოდ, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, რადგან სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი.

 

44. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ მ---- ქ------–---თან სახლში შეხვედრის დროს, ვ----–---- ქ--–-----, ნ----- ლ---–-----ს შეუთანხმდა შვილის გაშვილებასთან დაკავშირებით, რაშიც ნ-----ს მისთვის უნდა გადაეხადა 2000 აშშ დოლარი. მოლაპარაკების წარმოებას ესწრებოდა მ----------ელია, ვ----–---- ქ--–-----, ნ----- ლ---–----- და ქ------- რ------. 2----–-–-----------ს, ვ----–---- ქ--–-----ს შეეძინა მამრობითი სქესის ბავშვი, გ-------ძი ქ--–-----, რომელიც შეთანხმებისამებრ, სამშობიაროდან გაწერის შემდეგ გადასცა ნ----- ლ---–-----ს, რომელმაც ბავშვი წაიყვანა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ---------------ში. ასევე, შეთანხმებისამებრ, თანხიდან 2000 აშშ დოლარიდან, ნაწილი 100 აშშ დოლარი ნ----- ლ---–-----მ გადასცა ვ----–---- ქ--–-----ს დედას - ნ---- კ--------ს, ხოლო დარჩენილი 1900 დოლარი გადასცა ვ----–---- ქ--–-----ს, ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ქ------- რ-----ის და გ----–---–----ის თანდასწრებით.

 

45. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ვ----–---- ქ--–-----მ, განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა არასრულწლოვნის გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

46. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

47. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).

 

48. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).

 

49. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

50. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულებათა ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ განხორციელებული ქმედებებით: ი---- რ------მ ჩაიდინა - არასრულწლოვნის ყიდვა შვილად აყვანის მიზნით; ნ----- ლ---–-----მ ჩაიდინა - დახმარება არასრულწლოვნის ყიდვაში შვილად აყვანის მიზნით; ვ----–---- ქ--–-----მ ჩაიდინა - არასრულწლოვნის გაყიდვა შვილად აყვანის მიზნით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა ი---- რ-----ის, ნ----- ლ---–----ის და ვ----–---- ქ--–-----ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებებში. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ ი---- რ-----ის, ნ----- ლ---–----ის და ვ----–---- ქ--–-----ს მიერ დანაშაულების ჩადენაზე, რის გამოც მათ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ისინი მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

 

51. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას და დაცვის მხარის პოზიციას ვ----–---- ქ--–-----ს უდანაშაულობის შესახებ, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია გადამოწმების საშუალებას უნდა იძლეოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაზიარება უტყუარობის კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებს და ამგვარი განცხადება საფუძვლად ვერ დაედება რაიმე ფაქტის არსებობა/არარსებობის მტკიცებას. სასამართლო განმარტავს, რომ იურისდიქციული საქმიანობის ფარგლებში, ქცევის ნეგატიური შეფასება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის გამოც იმ პირის განმარტება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე, არ არის სარწმუნო. მისი, როგორც საქმის შედეგში უშუალოდ დაინტერესებული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, შესაძლოა ნაკარნახევი იყოს დანაშაულის დაფარვის, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების და სხვა ქვენაგრძნობით.

 

52. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - არასრულწლოვნის ყიდვა-გაყიდვა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, როგორც წესი, არ არის საჯარო და არ გამოირჩევა თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთი კატეგორიის საქმეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მტკიცებულებათა თანმიმდევრულობა, შესაბამისობა ერთმანეთთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია, აფიქრებინოს მოწმეების მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებებს წარმოადგენს მოწმეების მ---- ქ------–---, ნ---- კ--------ს, ქ------- რ-----ის, გ----–---–----ის, ი---- რ-----ის და ნ----- ლ---–----ის ჩვენებები. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენებები უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მათ მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს მოწმეების ქ------- რ-----ის, გ----–---–----ის, მ---- ქ------–---, ი---- რ-----ის და ნ----- ლ---–----ის ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი თანმიმდევრულად და ერთნაირად აღწერენ ნ----- ლ---–-----ს, ვ----–---- ქ--–-----ს და ი---- რ------ს შორის შეხვედრების დროს განვითარებულ მოვლენებს. მოწმეებმა ნ----- ლ---–-----მ, ი---- რ------მ, ქ------- რ------მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს ფაქტი იმის შესახებ, რომ მათ უშუალო კონტაქტი და შეხება ბავშვის გაშვილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ ვ----–---- ქ--–-----სთან და სწორედ შეხვედრის დროს, ვ----–----მ მოსთხოვა მათ თანხა 2000 აშშ დოლარი ბავშვის გაშვილებისათვის. თანხის ნაწილი, 100 აშშ დოლარი, ნ-----მ გადასცა ვ----–----ს დედას ნ---- კ--------ს, ხოლო დარჩენილი ნაწილი 1900 აშშ დოლარი, თავად ვ----–---- ქ--–-----ს. მოწმე მ---- ქ------–--- ჩვენებით კი დადასტურებულია ფაქტი იმის შესახებ, რომ სწორედ მის სახლში შედგა შეხვედრა ვ----–---- ქ--–-----ს, ქ------- რ------სა და ნ----- ლ---–-----ს შორის, მისი თანდასწრებით და ამ შეხვედრაზე იყო საუბარი ბავშვის გაშვილებაზე 2000 დოლარის სანაცვლოდ და რომ აღნიშნული თანხა ვ----–----მ მოსთხოვა ნ-----ს და ქ-------ს. მოწმე გ----–---–----ის ჩვენებით კი დადასტურებულია, რომ ნ----- ლ---–-----მ ვ----–---- ქ--–-----ს გადასცა თანხა, 1900 აშშ დოლარი ქ.ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში, მისი და ქ------- რ-----ის თანდასწრებით. აღნიშნული, ასევე დადასტურებულია თავად ქ------- რ-----ის ჩვენებითაც. ის გარემოება, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ი---- რ------ს სურდა შვილის აყვანა და გაზრდა გარდაცვლილი მეუღლის სახელზე, ასევე, დადასტურებულია მოწმეების ს-----ი გ--------ის, ა------- გ--------ის და მ------- ღ--------ის ჩვენებებით. ასევე, მოწმე მ------- ღ--------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ სწორედ მან მისცა ნ----- ლ---–-----ს მ---- ქ------–--- ტელეფონის ნომერი, ვინაიდან გაიგო, რომ იყო გოგონა, რომელიც აშვილებდა ბავშვს. აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

53. ი---- რ-----ის და ნ----- ლ---–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

54. ვ----–---- ქ--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

55. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

56. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი---- რ------ს, ნ----- ლ---–-----ს და ვ----–---- ქ--–-----ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მათთვის, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

57. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმეზე, საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2017 წლის 11 ივლისი, საქმე N1/7/851), სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასჯელთან დაკავშირებული კონსტიტუციური შეზღუდვის არსი, არის პროპორციული სასჯელის დაკისრება მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის), დამნაშავის პერსონალური მახასიათებლები და საქმის კონკრეტული გარემოებები იმისთვის, რათა განისაზღვროს, როგორი სასჯელი იქნება შესაბამისი პირის რეაბილიტაციისა და საზოგადოების დაცვისთვის ამ კონკრეტული დამნაშავის შეკავების გზით. მხოლოდ ამგვარ პირობებში შეასრულებს სასჯელი თავის მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-97). აღნიშნული პრინციპის საფუძველზე, მოსამართლე ვალდებულია, პირს დააკისროს სასჯელის სწორედ ის სახე და სწორედ იმ ვადით, რაც, მისი აზრით, საქმის გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას დანაშაულის ბუნების, მისი ჩადენის გარემოებებისა და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე (II-6).

 

მართლმსაჯულების განხორციელება და სასჯელის სამართლიანობა, პირველ რიგში, მსჯავრდებულისთვის ჩადენილი ქმედების და მისი პიროვნების ადეკვატური სასჯელის დანიშვნას გულისხმობს. სასჯელი არ უნდა იყოს არც ზედმეტად მკაცრი და არც ზედმეტად ლმობიერი იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები. აღნიშნული პრაქტიკულად შეუძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში მხოლოდ აბსოლუტურად ან შედარებით განსაზღვრული სანქციების არსებობის პირობებში, როდესაც მოსამართლეს შესაძლებლობა აქვს კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული სასჯელის რამდენიმე სახიდან აირჩიოს ერთი, ან შემოთავაზებული ერთი სახის სანქციის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს სასჯელის მხოლოდ ზომა, მაგრამ არა სახე (II-7).

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყენებს სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებს კუმულაციურად (II-8). სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, საქმის სირთულეს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, დამნაშავის პიროვნების თავისებურებებს, სასჯელის ზემოქმედებას დამნაშავის მომავალ ცხოვრებაზე (II-10). სასჯელის დანიშვნა სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მოსამართლემ უნდა შეარჩიოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც ადეკვატური იქნება დამნაშავის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა. კანონმდებლის მოთხოვნა სასჯელის დანიშვნის დროს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, აგრეთვე, დამნაშავის პიროვნების გათვალისწინების თაობაზე, წარმოადგენს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის რეალურად განხორციელებას (II-12).

 

58. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ი---- რ------ არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ნ----- ლ---–----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის და მათი პიროვნებების გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით (თითოეულის მიმართ). სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი---- რ-----ის და ნ----- ლ---–----ის მიმართ დანიშნული სასჯელით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

59. ამასთან, ნ----- ლ---–----ის მიმართ საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადაც მითითებულია, რომ ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით, ნ----- ლ---–----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

60. დადგენილია, რომ ნ----- ლ---–----- გასამართლებულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, 2017 წლის 16 ნოემბერს, 2017 წლის 10 იანვარს ჩადენილი დანაშაულისათვის, საქართველოს სსკ 172-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი ნ.ლ---–-----მ ჩაიდინა 2016 წელს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილებით ნ----- ლ---–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნის საფუძვლები, კერძოდ: საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ნ----- ლ---–-----ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

61. ვ----–---- ქ--–-----ს მიმართ სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის პიროვნებას - წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან. ამასთან, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების ხარისხის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება მომეტებულად საზოგადოებრივად საშიში ხასიათისაა და ამ ტიპის დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომებს, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ვ----–---- ქ--–-----ს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საშუალო ვადის სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელით, უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სსკ 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1) ვ----–---- ქ--–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით;

 

2) მსჯავრდებულ ვ----–---- ქ--–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში;

 

3) ი---- რ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

4) ნ----- ლ---–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 25-172-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი ოდენობით;

 

5) საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ნ----- ლ---–-----ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 2000 (ორიათასი) ლარის ოდენობით;

 

6) განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

7) განაჩენი მსჯავრდებულების ნ----- ლ---–----ის და ი---- რ-----ის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

8) განაჩენი მსჯავრდებულ ვ----–---- ქ--–-----ს მიერ შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

9) განაჩენი პროკურორის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე