გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.03.2020
საქმის ნომერი
200210016001433197
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/480-16

№200210016001433197

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 მარტი, 2020 წელი ქ. თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი მაია ხუციშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ტ---- ბანკი“

წარმომადგენელი - ბ----ა ხ-------–---–ი

მოპასუხე - ი---- ლ---–---–ი

წარმომადგენელი - თ----- მ---------–ი

მოპასუხე - დ----- ა--–------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია

 

გაერთიანებულ საქმეში მოსარჩელე - ი---- ლ---–---–ი

წარმომადგენელი-თ----- მ---------–ი

მოპასუხე- სს ,,ტ----ბანკი“(ს.ს. კ---- ს----------- ბანკი)

წარმომადგენელი-ბ----ა ხ-------–---–ი

მოპასუხე- მ-----– ბ---–---–ი

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა, თანამსესხებლად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი---- ლ---–---–ის მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 25 698.38აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის - 22 274.65აშშ დოლარი, პროცენტი - 2 164.24 აშშ დოლარი და ჯარიმა - 1 259.49აშშ დოლარი).

1.2. მოპასუხე ი---- ლ---–---–ის მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ძირი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 ივნისიდან კრედიტის სრულად დაფარვამდე.

1.3. სს ,,ტ---- ბანკის“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკის საგნები, შემდეგი მონაცემებით: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი; თუ საკმარისი არ იქნება რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანების დასაფარად გადახდევინება მიექცეს ი---- ლ---–---–ის სხვა ქონებაზე.

 

მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

 

2013 წლის 24 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (N4------------) შემდეგი პირობებით: კრედიტის მაქსიმალური თანხა 25000აშშ დოლარი; საპროცენტო განაკვეთი - 36%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2013 წლის 24 მაისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით (N01) უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 24 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N4-------------001). კრედიტის თანხა - 25000აშშ დოლარი; საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა - 10 წელი; საპროცენტო განაკვეთი - 18%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ყოველთვიური შენატანი 450.89აშშ დოლარი.

 

მოპასუხე ი---- ლ---–---–ის პოზიცია მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სარჩელზე:

 

მოპასუხე ი---- ლ---–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ სცნობს სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, რომ ი---- ლ---–---–მა 2013 წელს ბიზნესის საწარმოებლად და სხვა საჭიროებათა გამო გადაწყვიტა აეღო კრედიტი სს ,,კ---- ს----------- ბანკიდან“, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს ,,ტ---- ბანკი“. 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკს“, როელიც წარმოდგენილი იყო თ--–--ის განყოფილების მ---------–ის მ-----– ბ---–---–ის სახით და ი---- ლ---–---–ს შორის დაიდო N4------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 25000აშშ დოლარზე, 10 წლის ვადით, 18%-ის განაკვეთით. ხელშეკრულების 3.10 მუხლით პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე განისაზღვრა 0.5%-თ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ორი უძრავი ნივთი: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი. გადახდის გრაფიკის და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის თანახმად ი---- ლ---–---–ს სს ,,კ---- ს----------- ბანკისათვის“ 2013 წლის 23 მაისიდან 2015 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით სულ გადახდილი აქვს 13 537.15 აშშ დოლარი, საიდანაც ძირთადი თანხაა 2725.35 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 10 811.8აშშ დოლარი წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს ანუ გადასახდელი სარგებელი შეუსაბამოა; ი---- ლ---–---–ს 1 109.85 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი აქვს პირგასამტეხლო. 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკის“ თ--–--ის ფილიალის მ---------–მა მ-----– ბ---–---–მა ი---- ლ---–---–ისაგან მისი მარწმუნებელი ბანკიდან მიღებული 25000აშშ დოლარიდან მიიღო 9000აშშ დოლარი, საიდანაც იგი აღიარებს მხოლოდ 7000 აშშ დოლარის მიღებას. ამ თანხის სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა მას ეკისრებოდა. ი---- ლ---–---–ი აღიარებს, რომ მ-----– ბ---–---–მა მას როგორც პროცენტის ანგარიშში 2014 წლის აპრილში გადასცა მხოლოდ 1625 აშშ დოლარი. ი---- ლ---–---–ს ბანკის მიმართ ძირითადი ვალდებულების სახით შესასრულებელი აქვს 13 274.65აშშ დოლარი, დაუშვებელია ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივი გადახდა. გარდა ამისა ი---- ლ---–---–ს ბანკის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ჯარიმა, რაც დასტურდება წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით.

 

მოპასუხე დ----- ა--–------ის პოზიცია მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სარჩელზე:

 

მოპასუხე წარმოდგენილ სარჩელს არ სცნობს და განმარტავს, რომ ი---- ლ---–---–მა 2013 წელს ბიზნესის საწარმოებლად და სხვა საჭიროებათა გამო გადაწყვიტა აეღო კრედიტი სს ,,კ---- ს----------- ბანკიდან“, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს სს ,,ტ---- ბანკი“. მოგვიანებით შეიტყო, რომ ი---- ლ---–---–ისათვის სესხად მიცემული თანხიდან 9000აშშ დოლარი მიუღია მ-----– ბ---–---–ს, რა დროსაც ბოროტად გამოუყენებია თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა. მოპასუხის განმარტებით დაუშვებელია ჯარიმის და პირგასამტეხლოს ერთობლივი გადახდა. იგი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს, რომ მის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

2. მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა

 

2.1. მ-----– ბ---–---–ი ი---- ლ---–---–თან ერთად ცნობილ იქნეს ( აღიარებულ იქნეს) 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკ“-თან დადებული №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და № 4------------ საბანკო კრედიტის ,,თანამსესხებლად“ 25 000 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარის ნაწილში;

2.2. შეწყდეს სს ,,კ---- ს----------- ბანკსა“ და ი---- ლ---–---–ს შორის 2013 წლის 23 მაისს დადებული №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და №4------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარიდან ი---- ლ---–---–ის საბანკო ვალდებულების 16 000 აშშ დოლარის ნაწილში, საიდანაც ი---- ლ---–---–ის, როგორც შესრულებული ვალდებულება ძირითადი თანხის სახით განისაზღვროს 2 725.35 აშშ დოლარით, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება 13 274.65 აშშ დოლარით;

2.3. ბათილად იქნეს ცნობილი №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 11.8 მუხლი და № 4------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 6.13 მუხლი, რომლის თანახმადაც დავის სასამართლოში წარმოებისას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

2.4. ცვლილება შევიდეს 2013 წლის 24 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკს“, მ-----ე ლ-----------ს და ი---- ლ---–---–ს შორის 2013 წლის 23 მაისს დადებული სესხის , ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებაში, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1-------- უძრავ ნივთზე, მდებარე თ--–--ის რაიონი, სოფელი წ--------–ი, ს/კ 5----------- და 2013 წლის 24 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკსა“ და დ----- ა--–------ს შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებაში, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1-------- და იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის მოცულობა განისაზღვროს ი---- ლ---–---–ის ვალდებულების მოცულობით 16 000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის მიერ წარმოდგენილი სარჩელის თანახმად:

 

ი---- ლ---–---–მა 2013 წელს ბიზნესის საწარმოებლად და სხვა საჭიროებათა გამო გადაწყვიტა აეღო კრედიტი სს „კ----ს----------- ბანკის“--ს თ--–--ის განყოფილებიდან რის გამოც მიაკითხა სს „კ----ს----------- ბანკის“ თ--–--ის განყოფილების იმჟამინდელ მ---------–ს ბატონ მ-----– ბ---–---–ს და განუმარტა რომ, სურდა 18 000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის აღება, რასაც უზრუნველყოფდა ორი უძრავი ნივთით, რომელთაგან ერთი - მდებარე თ--–--ის რ-ნი სოფელი წ--------–ი, ს/კ 5----------- საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1730.00 კვ.მ მასზე განთავსებულ 117.00 კვ.მ შენობა ნაგებობასთან ერთად ირიცხებოდა მისი დედის მ-----ე ლ-----------ის სახელზე, ხოლო მეორე უძრავი ნივთი მდებარე ქ.თ--–--ი, ქუჩა დ------ე, ბინა №-- ს/კ 5------------------ ფართით 46 კვ.მ ეკუთვნოდა მისი მეუღლის - ქ------- მ-------–---–ის დედის ძმას - დ----- ა--–------ს. 2013 წლის მარტის თუ აპრილის თვეში მ-----– ბ---–---–ი ი---- ლ---–---–ს თავად გაჰყვა იპოთეკის დასატვირთი უძრავი ქონების სანახავად და შესაფასებლად, რის შემდეგაც განუმარტა, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ნივთების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს გააგზავნიდა სათაო ოფისში და მიღებული პასუხის შედეგად გადაწყდებოდა კრედიტის გაცემის ბედი. დაახლოებით ორი თვის შემდეგ მ-----– ბ---–---–ომა ი---- ლ---–---–ი დაიბარა სს „კ----ს----------- ბანკის“-ს თ--–--ის ფილიალში და განუმარტა, რომ სათაო ოფისის უძრავი ნივთების ღირებულებიდან გამომდინარე თანახმა იყო მისთვის გამოეყო მხოლოდ 16 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, თუმც მ-----– ბ---–---–მა ასევე უთხრა, რომ შეეცდებოდა სათაო ოფისი დაერწმუნებინა 18 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტის გაცემაზე. აღნიშნულიდან რამდენიმე დღის შემდეგ მ-----– ბ---–---–ი კვლავ დაუკავშირდა ი---- ლ---–---–ს და განუმარტა, რომ სათაო ოფისი დაითანხმა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის/კრედიტის გამოყოფაზე (რისი მოთხოვნაც ი---- ლ---–---–ს თავად არ ჰქონდა) და თუ სურდა რომ კრედიტი მიეღო, 3 თვის ვადით მისთვის უნდა ესესხებინა 9000 აშშ დოლარი, რის პროპორციულ საპროცენტო სარგებელსაც თავად გადაიხდიდა. იმის გამო რომ მ-----– ბ---–---–ი ბოროტად სარგებლობდა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობით, ხოლო ი---- ლ---–---–ს გადაუდებლად ესაჭიროებოდა სესხი/კრედიტი, იძულებული გახდა შეთავაზებულ პირობას დასთანხმებოდა; 2013 წლის 23 მაისს სს „ კ----ტ ს----------- ბანკი“-ს თ--–--ის განყოფილების მ---------–ს მ-----– ბ---–---–სა და ი---- ლ---–---–ს შორის დაიდო №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე 10 წლის ვადით, 36%-იანი წლიური სარგებლით. ამავე ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე დღეს სს „ კ----ტ ს----------- ბანკი“-ს თ--–--ის განყოფილების მ---------–ს მ-----– ბ---–---–სა და ი---- ლ---–---–ს შორის დაიდო №4------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე 10 წლის ვადით, 18%-იანი განაკვეთით. ხელშეკრულების 3.10 მუხლით პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებას ერთვოდა გადახდის გრაფიკი. 2013 წლის 24 მაისს სს „ კ----ტ ს----------- ბანკი“-ს თ--–--ის განყოფილების მ---------–ს მ-----– ბ---–---–ს, მ-----ე ლ-----------ს და ი---- ლ---–---–ს შორის დაიდო ნოტარიალური წესით დადასტურებული სესხის, ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის № 1--------, რომლის თანახმადაც ი---- ლ---–---–ი გახდა მ-----ე ლ-----------ისეული, თ--–--ის რაიონის სოფელ წ--------–ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე, რაც იმავდროულად დაიტვირთა იპოთეკით. ასევე ამავე დღეს მ-----– ბ---–---–ს, კვლავ როგორც სს,,კ----ს----------- ბანკის“ წარმომადგენელსა და დ----- ა--–------ს შორის დაიდო ნოტარიული წესით დადასტურებული იპოთეკის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თ--–--ი, ქუჩა დ------ე, ბინა №--, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------. ხელშეკრულებათა გაფორმების შემდეგ, 2013 წლის 24 მაისს, ი---- ლ---–---–მა გამოიტანა რა კრედიტი, რასაც ვერ მიიღებდა მ-----– ბ---–---–ის გვერდის ავლით, მ-----– ბ---–---–ს სს „ კ----ტ ს----------- ბანკი“-ს თ--–--ის განყოფილებაშივე გადასცა 7 000 აშშ დოლარი, ხოლო 3-4 დღის შემდეგ იძულებული გახდა გადაეცა 2 000 აშშ დოლარი. ანუ 2013 წლის 24-28 მაისს მ-----– ბ---–---–ს მიღებული კრედიტიდან, რასაც გამოაკლდა 1% საკომისიო, მ-----– ბ---–---–ს გადასცა 9 000 აშშ დოლარი. ნაცვლად იმის, რომ მ-----– ბ---–---–ს პირობა შეესრულებინა და ი---- ლ---–---–ს მის დაქვემდებარებაში მყოფი საბანკო დაწესებულების განყოფილებიდან მიღებული კრედიტის გამორთმეული ნაწილი დაებრუნებინა თავის საპროცენტო სარგებელთან ერთად, მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის აპრილში, როგორც პროცენტის დავალიანების ანგარიში, გადაუხადა 1625 აშშ დოლარი. სავარაუდოდ 2014 წლის გაზაფხულზე მ-----– ბ---–---–ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც ი---- ლ---–---–თან ურთიერთობა შეწყვიტა. 4-5 თვე ი---- ლ---–---–ი უშედეგოდ ცდილობდა მ-----– ბ---–---–თან დაკავშირებას, მაგრამ ვერ შეძლო რა, 2014 წლის 03 სექტემბერს განცხადებით მიმართა თ--–--ის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა მ-----– ბ---–---–ის მიმართ თაღლითობის კვალიფიკაციით სისხლისამართლებრივი დევნის დაწყება და თაღლითური გზით მითვისებული თანხის - 9000 აშშ დოლარის დაბრუნება. მოსაჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია შსს თ--–--ის რაიონული სამ---------–ოდან 2016 წლის 08 იანვრის № მ---------------- მიმართვა, 2014 წლის 29 ოქტომბრის № მ---------------- მიმართვა და მ-----– ბ---–---–ის 2014 წლის 17 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, სადაც მხოლოდ 7 000 აშშ დოლარის მიღება აღიარა. ამასთან განმარტა, რომ თითქოს პირველი სესხის გადახდის წინა დღეს ი---- ლ---–---–ს ჩააბარა 90 აშშ დოლარი, ასევე განმარტა, რომ თითქოს 11 თვის განმავლობაში გადაიხადა ჯამში 4 510 აშშ დოლარი და გადასახდელი დარჩა 2 490აშშ დოლარი, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ შეეძლო წარმოედგინა და ვერც წარადგენდა ერთი უბრალო მიზეზის გამო, რომ გარდა 1625 აშშ დოლარის, ი---- ლ---–---–ისათვის არანაირი თანხა არ ჰქონდა გადაცემული; საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენდა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც 2013 წლის 24 მაისიდან 2015 წლის 24 ივნისის ჩათვლით ი---- ლ---–---–ს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 450.89 აშშ დოლარი, 2015 წლის 24 ივნისის შემდეგ 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით 452.98 აშშ დოლარი, ხოლო 2023 წლის 24 მაისს - 453.36 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხა თვეების მიხედვით მერყეობდა 68.70 აშშ დოლარიდან 121.64 აშშ დოლარამდე 2015 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საპროცენტო სარგებელი 382.19 აშშ დოლარიდან 331.34 აშშ დოლარის ჩათვლით; დღეის მდგომარეობით ი---- ლ---–---–ს ბანკის სასარგებლოდ სულ გადახდილი აქვს 2013 ლის 24 ივნისიდან 2015 წლის 24 ივნისის ჩათვლით 450.89 X25 =11 272.25 , ხოლო 2015 წლის 03 აგვისტოდან 2015 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით 452.98 X 5 = 2 264.9 აშშ დოლარი, სულ 13 537.15 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2 725.35 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 10 811.8 აშშ დოლარი წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს. გარდა ამისა, ი---- ლ---–---–ს ბანკის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ჯარიმა, რა დასტურდება წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით; აღნიშნული თანხიდან, მ-----– ბ---–---–ს გადახდილი აქვს 1625 აშშ დოლარი; 1. 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ----ს----------- ბანკს“, რომელიც წარმოდგენილი იყო თ--–--ის განყოფილების მ---------–ის მ-----– ბ---–---–ის სახით და ი---- ლ---–---–ს შორის დაიდო №4------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 25 000 აშშ დოლარზე 10 წლის ვადით, 18%-იანი წლიური განაკვეთით. ხელშეკრულების 3.10 მუხლით პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე განისაზღვრა 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ი---- ლ---–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე თ--–--ის რაიონი, სოფელი წ--------–ი, ს/კ №5-----------, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1730.00 კვ.მ მასზე განთავსებულ 117.00 კვ.მ და დ----- ა--–------ის კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თ--–--ი, ქუჩა დ------ე, ბინა № 11 ს/კ 5------------------ ფართით 46 კვ.მ. საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმადაც 25 000 აშშ დოლარის ოდენობის საბანკო კრედიტისათვის ი---- ლ---–---–ს მოპასუხე საბანკო დაწესებულებისათვის უნდა გადაეხადა 54 108.53 აშშ დოლარი, საიდანაც სარგებელი შეადგენს 29 108.53 აშშ დოლარს ანუ გადასახდელი სარგებელი 4108.53 აშშ დოლარით აღმატება ძირითად თანხას; გადახდის გრაფიკისა და წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის თანახმად ი---- ლ---–---–ს სს ,,კ---- ს----------- ბანკისათვის“ 2013 წლის 23 მაისიდან 2015 წლის 03 დეკემბრის ჩათვლით სულ გადახდილი აქვს 13 537.15 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2 725.35 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი 10811.8 აშშ დოლარი წარმოადგენს საპროცენტო განაკვეთს ანუ გადასახდელი სარგებელი შეუსაბამოა; ი---- ლ---–---–ს 1 109.85 აშშ დოლარის ოდენობით გადახდილი აქვს პირგასამტეხლო. 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკის“ თ--–--ის ფილიალის/ განყოფილების მ---------–მა მ-----– ბ---–---–მა მსესხებლის ი---- ლ---–---–ისაგან მისი მარწმუნებელი ბანკიდან მიიღო 25 000 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარი, საიდანაც იგი აღიარებს მხოლოდ 7 000 აშშ დოლარის მიღებას. ამ თანხის სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მას ეკისრებოდა. თუ ი---- ლ---–---–ი არ დასთანხმდებოდა მ-----– ბ---–---–ის წინადადებას, იგი საბანკო კრედიტს ვერ მიიღებდა; ი---- ლ---–---–ი აღიარებს, რომ მ-----– ბ---–---–მა მას, როგორც პროცენტის ანგარიშში, 2014 წლის აპრილში გადასცა მხოლოდ 1625 აშშ დოლარი.

 

მოპასუხე სს ,,ტ---- ბანკის“ პოზიცია ი---- ლ---–---–ის სარჩელზე:

 

მოპასუხე არ სცნობს სარჩელს და ითხოვს მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი, რადგან მიაჩნიათ, რომ მცდარია მოსარჩელის მსჯელობა და საქმის გარემოებების სამართლებრივი შეფასება. მოსარჩელეს და მოპასუხეს მ-----– ბ---–---–ს შორის შესაძლო სასესხო სამართალურთიერთობის არსებობა, არ უკავშირდება , შემხებლობაში არ არის და გავლენას ვერ მოახდენს სს ,,კ---- ს----------- ბანკსა“ და ი---- ლ---–---–ს შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობებზე. ბანკსა და ი---- ლ---–---–ს შორის მოქმედი ხელშეკრულებები დადებულია კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით, მხარეებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობების დაფუძნება, ხოლო თავის მხრივ, ბანკმა, როგორც მხარემ მისაღებად ჩათვალა მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმება. ამასთან მოპასუხისათვის სრულიად გაუგებარია, რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე მხარე დამოუკიდებელი ხელშეკრულების მხარედ მესამე პირის დამატებას, როცა აღნიშნული უპირობოდ გულისხმობს ყველა ხელშემკვრელი სუბიექტის (მით უფრო კრედიტორის მხარის) თანხმობას და ვერ იქნება დამოკიდებული თავად ამ მესამე პირის სურვილზეც. ხოლო ბანკი არ არის თანახმა მ-----– ბ---–---–ი აღიარდეს ი---- ლ---–---–ის თანამსესხებლად. შესაბამისად, ი---- ლ---–---–სა და მ-----– ბ---–---–ს შორის სამართლებრივი ურთიერთობები და მისგან გამომდინარე მოთხოვნები უნდა გადაწყდეს დამოუკიდებლად, ბანკის ინტერესების შეულახავად და ბანკსა და ი---- ლ---–---–ს შორის მოქმედი ხელშეკრულებებისაგან განცალკევებით; პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე შესაგებლის გათვალისწინებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსა და დასაბუთებას მოკლებულია მოსარჩელის მე-2 სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს მსგავს უფლებრივ შესაძლებლობას (მსგავს მოთხოვნას) მასზედ, რომ ხელშეკრულების მოვალე მხარემ, თავისი სურვილით კრედიტორს სავალდებულოდ მოთხოვოს მოვალის ჩანაცვლება, თავად კრედიტორის სურვილის საწინააღმდეგოდ; ასევე აბსოლიტურად გაუგებარია თუ რა ნორმატიული საშუალებებით უნდა დაუკავშირდეს ი---- ლ---–---–სა და მ-----– ბ---–---–ს შორის არსებული სავარაუდო სახელშკრულებო ურთიერთობა, ბანკსა და ი---- ლ---–---–ს შორის არსებულ სამართალურთიერთობას. გამომდინარე აქედან, უსაფუძვლო და დაუსაბუთრებელია საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტის მოთხოვნა, თან იმ პირობებში, როცა მსესხებელს შესასრულებლად რჩება რიგი ვალდებულებებისა და ყოველივე ამას ემატება ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ბანკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებიდან ან კანონის მოთხოვნებიდან; ასევე თავად სასარჩელო მოთხოვნის რედაქციული ჩამოყალიბებაც არის ბუნდოვანი, რადგან მოთხოვნის შინაარსი თითქოს არის მიკუთვნებითი სარჩელის სახით, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მოხსენიებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი (აღიარებითი სარჩელი);მესამე სასარჩელო მოთხოვნას ასევე არ ეთანხმება მოპასუხე, სახელშეკრულებო პირობებზე, ხელშეკრულების კონკრეტულ დებულებებზე მხარეები გადაწყვეტილებას იღებენ დამოუკიდებლად, საკუთარი ნების შესაბამისად. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ნორმებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია გარიგების ან მისი ნაწილის ბათილად ცნობა წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის განსაზღვრული და კერძო სამართალურთიერთობის პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული 268-ე მუხლის 1 პრიმი ნაწილი. შესაბამისად, გადაჭარბებულია მოსარჩელის შეფასება ამ უფლების ბოროტად გამოყენების ან მომავალში შესაძლო გამოყენების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბანკი არ აწარმოებს სასამართლო დავას ი---- ლ---–---–თან საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნებზე და ხელშეკრულების ამ ვალდებულების გამოყენების საჭიროება, ხოლო მოსარჩელისათვის, რეალური საფრთხე - არ არსებობს;მეოთხე სასარჩელო მოთხოვნა თავისი შინაარსით გამომდინარეობს პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნებიდან, მისი შედეგებიდან და ასევე უსაფუძვლოა; უდაოა , რომ სარჩელზე თანდართული იპოთეკის ხელშეკრულებები არ ადგენენ მოთხოვნის უზრუნველყოფის ოდენობრივ ფარგლებს და შესაბამისად დაუსაბუთებელია, თუ რის საფუძველზე უნდა დადგინდეს ასეთი ფარგლები, თუნდაც დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში;დავის არსის საერთო თვალსაზრისით, საქმის ძირითადი შინაარსი უკავშირდება მოსაჩელე ი---- ლ---–---–სა და მოპასუხე მ-----– ბ---–---–ს (კერძო პირებს) შორის არსებულ ურთიერთობებს და სს ,,კ---- სტანდატ ბანკს“, როგორც საკრედიტო დაწესებულებას, არანაირი შემხებლობა, არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი კუთხით ამ ურთიერთობებთან არ აქვს. შესაბამისად, ამ პირთა შორის ურთიერთობის შედეგები ვერ აისახება ბანკსა და მსესხებელ ი---- ლ---–---–ს შორის არსებულ ურთიერთობებზე. ასევე სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად წარმოდგენილი ზოგადი, განმარტებითი ხასიათის ნორმები შესაბამისობაში არ არიან განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. ამდენად, აშკარაა რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს;

მოპასუხე მ-----– ბ---–---–ს ი---- ლ---–---–ის სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 24 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (N4------------) შემდეგი პირობებით: კრედიტის მაქსიმალური თანხა 25000აშშ დოლარი; საპროცენტო განაკვეთი - 36%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, შეთანხმება (N4------------) (საქმე N2/480-16, 18-21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2013 წლის 24 მაისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით (N01) უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს ორი უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება (საქმე N2/480-16, 18-21, ს.ფ. 22-37)

 

3.2.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 24 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N4-------------001). კრედიტის თანხა - 25000აშშ დოლარი; საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა - 10 წელი; საპროცენტო განაკვეთი - 18%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ყოველთვიური შენატანი 450.89აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება (საქმე N2/480-16, 18-21, ს.ფ. 38-46)

 

3.2.3. 2015 წლის 15 დეკემბერს მსესხებელს ჩაბარდა შეტყობინება, რომლითაც განესაზღვრა 14 დღიანი ვადა დავალიანების დასაფარად. 2015 წლის 15 დეკემბერს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს ჩაბარდა გაფრთხილების წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეტყობინება (საქმე N2/480-16, ს.ფ. 52-53)

 

3.2.4. მსესხებელს ბანკის მიმართ აქვს დავალიანება 25 698.38აშშ დოლარის ოდენობით (ძირი - 22 274.65 აშშ დოლარი, სარგებელი - 2 164.24 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1 259.49აშშ დოლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დავალიანების ცნობა (საქმე N2/480-16, ს.ფ. 54)

 

3.2.5. 2016 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე კრებაზე ცვლილება შევიდა წესდების 1 მუხლის (ზოგადი დებულებები) 1.1. პუნქტში, რომელიც ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად ,,ტ---- ბანკი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- წესდება ცვლილებაში (საქმე N2/480-16, ს.ფ. 63-70)

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ი---- ლ---–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე- 873-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ---- ს----------- ბანკსა“(სს ,,ტ---- ბანკს") და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ მოსარჩელე სს ,,კ---- ს----------- ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულეს ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვათ დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკი''(სს ,,კ---- ს----------- ბანკი“), ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე ი---- ლ---–---–ი შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტ---- ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის N4-------------001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 22274,65 აშშ დოლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული N4-------------001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 2164,24 აშშ დოლარს.

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს N4-------------001 ხელშეკრულებიდან უნდა დაეკისროს 125,00 აშშ დოლარის გადახდა.

ასევევ მოპასუხე ი---- ლ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ძირ თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 ივნისიდან კრედიტის სრულად დაფარვამდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც წლიური პროცენტის სახით.

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად,თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულიდან გამოდინარე მოსარჩელე მხარე უფლებამოსილია იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვოს, რომ დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული, იპოთეკის საგნები, შემდეგი მონაცემებით: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი; თუ საკმარისი არ იქნება რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანების დასაფარად გადახდევინება მიექცეს ი---- ლ---–---–ის სხვა ქონებაზე.

 

7.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის მოსაზრებას რომ მოცემულ სესხზე მასთან ერთად პასუხისმგებელია მ-----– ბ---–---–ი, რომლიც იყო სს ,,კ---- ს----------- ბანკის“ თ--–--ის ფილიალის/ განყოფილების მ---------–ი და რომელსაც სესხის 25 000 აშშ დოლარის აღების თანავე გადასცა 9000 აშშ დოლარი და რომ მას უნდა გადაეხადა ამ თანხის სარგებელი და პირგასამტეხლო ვინაიდან დადგენილია რომ 2013 წლის 24 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკს“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (N4------------) შემდეგი პირობებით: კრედიტის მაქსიმალური თანხა 25000აშშ დოლარი; საპროცენტო განაკვეთი - 36%; პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ასევე დადგენილია რომ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია 2013 წლის 24 მაისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით (N01) უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენს ორი უძრავი ქონება შემდეგი მახასიათებლებით: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი.

 

ხოლო ამ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 24 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (N4-------------001). კრედიტის თანხა - 25000აშშ დოლარი; რომელიც მიიღო ი---- ლ---–---–მა.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

ამავე კოდექსის 624–ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი (ხელშეკრულების დადების დროს არსებული რედაქცია).

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს სესხის საგანი - ფული ან სხვა გვაროვნული ნივთი.

 

მოსარჩელე ი---- ლ---–---–ი წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს რომ მოპასუხე მ-----– ბ---–---–ი ი---- ლ---–---–თან ერთად ცნობილ იქნეს (აღიარებულ იქნეს) 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკ“-თან დადებული №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და № 4-------------001 საბანკო კრედიტის ,,თანამსესხებლად“

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში ი---- ლ---–---–ისა და მ-----– ბ---–---–ის სოლიდარული ვალდებულება არ გამომდინარეობს ი---- ლ---–---–სა და 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკ“-ს შორის დადებული №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან და № 4-------------001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადაო №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და საბანკო კრედიტის ხელშეკრულება № 4-------------001 დადებულია 2013 წლის 23 მაისს ი---- ლ---–---–სა და სს ,,კ---- ს----------- ბანკ“-ს შორის,სესხის თანხა მიღებული აქვს ი---- ლ---–---–ს.

 

მოსარჩელის განმარტებით, იგი სესხის ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმდა მ-----– ბ---–---–ს, რომელსაც თანიხს აღებისთანავე გადასცა 9000 აშშ დოლარი. სასამართლო განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულება გულისხმობს რამდენიმე პირისათვის ვალდებულების თანაბარმნიშვნელოვნად დაკისრებას, რადგან თითოეულმა მოვალემ უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში. მოსარჩელე ი---- ლ---–---–ი მ-----– ბ---–---–ის ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტს, რომ სესხის თანხის ნაწილი გადასცა მ-----– ბ---–---–ს და მან იკისრა სესხის თანხის დაბრუნების ვალდებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პოლიციისათვის მ-----– ბ---–---–ის მიერ მიცემული განმარტებები არ არის საკმარისი მ-----– ბ---–---–ის ვალდებულების დადასტურებისათვის ს.ს. კ---- ს----------- ბანკთან(ტ---- ბანკთან) მიმართებაში. მ-----– ბ---–---–ის განმარტების თანახმად მან სესხად აიღო ი---- ლ---–---–ისაგან არა 9000 აშშ დოლარი, არამედ 7000 აშშ დოლარი, საიდანაც დაბრუნებული აქვს 4510 აშშ დოლარი და დასაბრუნებელი აქვს 2490 აშშ დოლარი (იხ.საქმე N2/480-16 ს.ფ. 139-140).აღნიშნული განმარტება შეიძლება გახდეს ი---- ლ---–---–ის მიერ მ-----– ბ---–---–ის მიმართ სესხად მიცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი და არა მ-----– ბ---–---–ის ს.ს. ,,კ---- ს----------- ბანკთან"(სს ,,ტ---- ბანკთან") ვალდებულების წარმოქმნის საფუძველი, მით უმეტეს რომ მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამადასტურებლად წერილობითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხე ს.ს. ,,ტ---- ბანკის"(სს ,,კ---- ს----------- ბანკის") მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს და მოპასუხე მ-----– ბ---–---–ს შორის შესაძლო სასესხო სამართალურთიერთობის არსებობა, არ უკავშირდება, სს ,,კ---- ს----------- ბანკსა“ და ი---- ლ---–---–ს შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობებს. ბანკსა და ი---- ლ---–---–ს შორის მოქმედი ხელშეკრულებები დადებულია კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვით, მხარეებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობების დაფუძნება, ხოლო თავის მხრივ, ბანკმა, როგორც მხარემ მისაღებად ჩათვალა მოსარჩელესთან ხელშეკრულების გაფორმება.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----– ბ---–---–ი სადაო სამარალურთიერთობის სუბიექტი არ არის, მასთან საკრედიტო ხელშეკრულება დადებული არ არის და მისი განმარტება ი---- ლ---–---–სგან ვალის ნაწილის აღიარებაზე მიუთითებს იმას, რომ ორ ფიზიკურ პირს შორის შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადებას.

 

შესაბამისად მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მ-----– ბ---–---–ი ი---- ლ---–---–თან ერთად ცნობილ იქნეს (აღიარებულ იქნეს) 2013 წლის 23 მაისს სს ,,კ---- ს----------- ბანკ“-თან დადებული №4------------ გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და № 4------------ საბანკო კრედიტის ,,თანამსესხებლად“ 25 000 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარის ნაწილში არის უსაფუძვლო, რამდენადაც მან ვერ დაადასტურა წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიეხილ ბ---–---–ის ვალდეულება სს ,,კ---- ს----------- ბანკის"(სს,,ტ---- ბანკის") მიმართ, შესაბამისად ასევე არ არსებობს ი---- ლ---–---–ის მიერ წარმოდგენილი დანარჩენი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ტ---- ბანკის“ (სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) სარჩელი მოპასუხეების ი---- ლ---–---–ისა და დ----- ა--–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე ი---- ლ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ (სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) სასარგებლოდ დაეკისროს 24 563 89 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის - 22 274.65აშშ დოლარი, პროცენტი - 2 164.24 აშშ დოლარი და შემცირებული ჯარიმა - 125.00აშშ დოლარი);

1.2. მოპასუხე ი---- ლ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“(სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ძირ თანხის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 20 ივნისიდან კრედიტის სრულად დაფარვამდე.

1.3. სს ,,ტ---- ბანკის“(სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) წინაშე არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკის საგნები, შემდეგი მონაცემებით: 1) მისამართი - თ--–--ი, ქუჩა დ------ე, N-------------–-------------; ფართი - 46.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5------------------, მესაკუთრე - დ----- ა--–------ი; 2) მისამართი - თ--–--ი, სოფელი წ--------–ი, დაზუსტებული ფართობი-1730.00კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი: 5-----------, მესაკუთრე - ი---- ლ---–---–ი; თუ საკმარისი არ იქნება რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანების დასაფარად გადახდევინება მიექცეს ი---- ლ---–---–ის სხვა ქონებაზე.

2. მოპასუხე ი---- ლ---–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“(სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) სასარგებლოდ დაეკისროს 2284.00 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად.

3. მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ (სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) მიერ სარჩელზე გადახდილი დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი - 84.00 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის სარჩელი მოპასუხეების სს ,,ტ---- ბანკის" (სს ,,კ---- ს----------- ბანკის“) და მ-----– ბ---–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

4.1. მოსარჩელე ი---- ლ---–---–ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე