გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4416-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 თებერვალი 2020 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსა--რთლე თინათინ ეცადაშვილი
სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ჰი---------’’
წარმომადგენელი - სა-----ო სუ---–---ი
მოპასუხე - შპს ,,სა---------–-------–------–ია“
წარმომადგენელი - თა--ზ ხვ-----–-ძე, სო----ო პე------–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-ს შპს ,,ჰი---------’’-ის სასარგებლოდ 37926,35 ლარის გადახდა.
სარჩელის მიხედვით, შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-ს და შპს ,,ჰი---------’’-ს შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმდა N4------ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა ზემო სამგორის სარწყავი სისტემების ზემო მაგისტრალური არხის მე-2 რიგის გა--ნაწილებელი გ-6-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ,,S-------------სატენდერო დოკუმენტაცია კორექტირებული’’ დანართი N2-ის თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 240 სამუშაო დღის განმავლობაში. ამ ვადებში გათვალისწინებული იყო იმ დღეების რაოდენობა (არაუმეტეს 120 კალენდარული დღე) რომელიც საჭიროა საირიგაციო სამუშაოებისათვის, კერძოდ, მოსახლეობას 120 დღე უნდა ესარგებლა სარწყავი სისტემებით და ,,ჰი---------’’ საირიგაციო პერიოდის დასრულების შემდეგ უნდა განეხორციელებინა ძირითადი სამუშაოები. საირიგაციო პერიოდად სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად განისაზღვრა პერიოდი 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მიმართვისა, სარწყავი წყლის დაკეტვა ხელშეკრულებით და სატენდერო პირობებით გათვალისწინებულ ვადაში (1 სექტემბერი) ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ,,ჰი---------’’-მა მუშაობა დაიწყო იმაზე გვიან, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო სამუშაო გრაფიკით და ამ მიზეზითვე დაგეგმილზე გვიან დასრულდა სამუშაოები. მოპასუხე მხარის მიერ წყლის გადაკეტვა მოხდა 1 სექტემბრის ნაცვლად 1 ნოემბერს, რა--ც მოსარჩელეს დააკარგვინა დრო და შეუძლებელი გახადა ვალდებულების დროულად შესრულება. მიუხედავად ამისა, შპს ,,ჰი---------’’-ის მოთხოვნაზე დაკორექტირებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღი, მოპასუხემ თავიდანვე უარი უთხრა, ხოლო მოგვიანებით 2016 წლის 22 ნოემბრის N3 შეთანხმების თანახმად 45 დღით გადაწია სამუშაოთა დასრულების ვადა და 15 დეკემბრის ნაცვლად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 30 იანვარს, თუმცა მოსარჩელეს სამუშაოების ჩატარება მოუწია საკმაოდ ცივ ზამთარში, რა--ც ბუნებრივია ხელი შეუშალა სამუშაოების დროულად დასრულებას.
მხარეთა შორის გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით უნდა მომხდარიყო ადგილზე არსებული 288 ცალი პარაბელური კვეთის რკინა-ბეტონის ტარების დემონტაჟი და მათ შორის ვარგისი 215 ცალის თავიდან მონტაჟი. რადგან ადგილზე არსებული ღარები იყო ამორტიზირებული და ჩანდა რომ გადაადგილებას და ხელახალ დემონტაჟს ვერ გაუძლებდა, გადაწყდა მათი ახლით შეცვლა, მაგრამ ა--ვდროულად კომპანია უნდა ჩატეულიყო საპროექტო ღირებულებაში. გარკვეული სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, საშუალება გაჩნდა მხოლოდ 32 რკინა-ბეტონის ძველი ღარი შეცვლილიყო ახლით და შესაბამისად 183 ცალი ძველი ღარის მონტაჟი კომპანიას მაინც მოუწევდა. ხელშეკრულებაში ცვლილება და--ტებით 32 ცალი ღარის ახლით შეცვლაზე შევიდა 2017 წლის 27 იანვარს, სამუშაოთა დასრულების ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე, ხოლო ვადის გადაწევაზე უარი ეთქვათ იმ მიზეზით, რომ ვადის გაგრძელება ერთი და იგივე პროექტზე ორჯერ არ შეიძლება. ასე, რომ 32 რკინა-ბეტონის ღარის დამზადების, ტრანსპორტირების და მონტაჟისთვის მოსარჩელეს მიეცა მხოლოდ 3 დღე, მაშინ, როცა აღნიშნული ღარები მზა მდგომარეობაში არ იყიდება და თითოეულის ქარხნულად დამზადება-გამოშრობას ჭირდება 3-4 დღე ანუ 32-ჯერ 3-4 დღე. მოსარჩელემ გააგრძელა სამუშაოების წარმოება, დაამონტაჟა როგორც ახალი ღარები, ასევე შეარჩია და დაამონტაჟა არსებული მეტნაკლებად ვარგისი 183 ძველი ღარი და სამუშაოები საბოლოოდ დაასრულა 13 აპრილს. შესაბამისად, ვადაგადაცილებამ შეადგინა 72 კალენდარული დღე და კომპანია დაჯარიმდა 25421 ლარით.
და--ტებით მოპასუხემ 2018 წლის 27 მარტს გამოითხოვა შპს „ჰი---------ის“ სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტია იმ მოტივით, რომ პრინციპალმა არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და გამოითხოვა 12 505.35 ლარი. აღნიშნულით კომპანიას და--ტებით მიადგა ზიანი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიუხედავად. საერთო ჯამში ზიანმა შეადგინა 37 926.35 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს სამუშაოების შესრულების ვადის ათვლა დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან, რომელიც სარწყავი სეზონის დაწყებამდე ითვალისწინებდა სამუშაოების დაწყებას. მიუხედავად აღნიშნულის, მოსარჩლემ არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება და ელოდებოდა სარწყავი სეზონის დასრულებას, რა დროსაც თავისივე ბრალით დაკარგა ვადები. მოსარჩელისთვის სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისთანავე ცნობილი იყო თუ როდის მოუწევდა სამუშაოების შესრულება, ასევე მისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ მას სამუშაოების შესრულება მოუწევდა სარწყავი სეზონის დასრულების შემდეგ. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ კომპანიას არ მოუწევდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობა. არ ყოფილა არც თოვლი, არც უხვი ნალექი, რომ სამუშაოების შესრულებაში ხელი შეეშალა, შესაბამისად, მოსარჩელის მოსაზრება, რომ ცივ ზამთარში უწევდა სამუშაოების შესრულება საფუძველს არის მოკლებული. ა--სთან, ხელშეკრულებით და სატენდერო დოკუმენტაციით მხარეებს შორის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლოს ოდენობა და დარიცხვის წესი. ასევე ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო ღარების მონტაჟი, რასაც შემდგომ გაფორმებული შეთანხმებით დაემატა მხოლოდ ღარების ღირებულება, რომელიც იყო გამორჩენილი და რომლის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო მიწოდების და დამონტაჟების შედეგ. მოსარჩელემ თავად მოაწერა ხელი თავდაპირველ ხელშეკრულებაზე და შემდგომ გაფორმებულ შეთანხმებაზე და დაადასტურა თავისი თანხმობა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შინაარსზე. ასევე აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით და ტენდერში მონაწილეობით მოსარჩელემ გამოხატა თანხმობა მათში მოცემულ პირობებზე. შესაბამისად, ვინაიდან მოხდა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, მოპასუხემ მას დაარიცხა პირგასამტეხლო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სა--რთლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 19 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4------, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ განახორციელა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის მე-2 რიგის გა--ნაწილებელი გ-6-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ა--ვე ხელშეკრულებით, სამუშაოების შესყიდვის მთლიან თავდაპირველ ღირებულებად განისაზღვრა 512 512 ლარი.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დაასრულოს 240 კალენდარული დღის განმავლობაში. ხოლო 4.2. პუნქტის თანახმად 4.1 პუნქტში მოცემულ სამუშაოების შესრულების ვადაში გათვალისწინებულია იმ დღეების რაოდენობა (არაუმეტეს 120 კალენდარული დღე), რომელიც საჭიროა ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის გა--ნაწილებელ გ-6-ის საირიგაციო სეზონისთვის, რომლის დროსაც შესაძლოა შეფერხდეს ან/და მთლიანად შეჩერდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოს მიღება-ჩაბარება ხორციელდება შესრულებული სამუშაოების აქტის (ფორმა 2) საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ან მისი ნაწილის მოცულობის შესაბამისად.
ა--ვე ხელშეკრულების 6.1 პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად შესრულებული და გადმოცემული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი, დანართი N1-ით გათვალისწინებულ ყველა სამუშაოზე შეადგენს 12 თვეს. საგარატიო ვადის ათვლა დაიწყება სამუშაოების დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება -ჩაბარების აქტზე ორივე მხარის მიერ ხელმოწერის დღიდან. ხოლო 6.2 პუნქტის მიხედვით მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ სამუშაოები განხორციელდება მაღალხარისხოვნად, სამშენებლო ნორმების და სტანდარტების სრული დაცვით და მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა იქნება ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალი ხარისხის, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება ან/და შეცვლა ახლით), ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში არახარისხოვნად შესრულებული სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ დეფექტურ აქტში მითითებული გონივრული ვადების შესაბამისად (საგარანტიო პერიოდში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს. აღნიშნულ აქტში გამოვლენილ ხარვეზებთან (დაზიანებებთან) ერთად მითითებულ უნდა იქნეს შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე დადგენილი ზიანის აღმოფხვრისთვის საჭირო გონივრული ვადები). ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით კი საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებლის მხრიდან მე-6 მუხლით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს სასა--რთლოს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07 %-ის ოდენობით (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაში არ ჩაითვლება იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დაჭირდება სსიპ ,,ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს’’ მიერ ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის (ცნობის) გასაცემად; ხოლო 11.2.1 პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების საერთო ღირებულების 0,07 %-ის ოდენობით.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N4------ (იხ. ს.ფ 19-25)
3.1.2. დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სადატენდერო დოკუმენტაციის თანახმად საირიგაციო პერიოდი განისაზღვრა 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე.
ვინაიდან წყლის გადაკეტვა არ მოხდა მითითებული პერიოდის გასვლის შემდგომ, 2016 წლის 06 სექტემბერს შპს ,,ჰი---------’’-მა მიმართა შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-ს და რადგან წყლის გადაკეტვის გარეშე შეუძლებელი იყო სამუშაოების წარმოება, მოითხოვა წყლის დაკეტვა ან საბოლო მიღება-ჩაბარების თარიღის დაკორექტირება.
2016 წლის 20 სექტემბერს შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-მ შპს ,,ჰი---------’’-ს შეატყობინა, რომ მიმდინარე საირიგაციო სამუშაოებთან დაკავშირებით წყლის დაკეტვის ვადამ გადაიწია 30 ოქტომბრამდე, სსიპ ,,ეროვნული საშენი მეურნეობის’’ მოთხოვნიდან გამომდინარე ე.წ. ჩითილების გასარწყვავებისათვის, რაც მათივე განცხადებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მიღება-ჩაბარების თარიღის განსაზღვრა მოხდებოდა მოგვიანებით.
ამის შემდგომ, ვადამ კვლავ გადაიწია და ზემო სამგორის ზემო მაგისტრალურ არხში წყლის მიწოდების შეწყვეტის თარიღად განისაზღრა 2016 წლის 01 ნოემბერი, რაც განხორციელდა კიდეც.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.09.2016 წლის წერილი (ს.ფ. 27)
- 20.09.2016 წლის წერილი (ს.ფ. 28)
- 18.10.2016 წლის წერილი (ს.ფ. 29)
- 30.05.2018 წლის წერილი (ს.ფ. 26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. 2016 წლის 22 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმების ოქმი N3, რომლის მიხედვით სამუშაოების და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დაზუსტება-დაკორექტირების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) შეიცვალა და განისაზღვრა შეთანხმების ოქმის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართ N1 თან ერთვის შეთანხმების ოქმი N3-ს და ითვლება მის განუყოფელ ნაწილად). შეთანხმების მიხედვით შეიცვალა ხელშეკრულების 2.2. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 507508 ლარს; ასევე შეიცვალა 4.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,მიმწოდებელი ვალდებულია წარმოდგენილი სატენდერო წინადადებით განსაზღვრული სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან და დაასრულოს 286 კალენდარული დღის გა--ვლობაში 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით. ხოლო 15.2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ,,ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და ძალაშია 2017 წლის 01 მარტის ჩათვლით გარდა მე-6 პუნქტისა.
შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმებული #4------ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შეთანხმების ოქმი თან ერთვის ხელშეკრულებას და მოქმედებს მასთან ერთად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
დადგენილია, რომ აღნიშნული შეთანხმებით 45 დღით გადაიწია სამუშაოთა დასრულების ვადამ და სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 15 დეკემბრისა, უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 იანვარს.
3.1.4. 2017 წლის 27 იანვარს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმების ოქმი N4, რომლის თანახმად სამუშაოების და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დაზუსტება-დაკორექტირების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) შეიცვალა და განისაზღვრა შეთანხმების ოქმის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართ N1 თან ერთვის შეთანხმების ოქმი N4-ს და ითვლება მის განუყოფელ ნაწილად). შეთანხმების მიხედვით შეიცვალა ხელშეკრულების 2.2. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 504544 ლარს;
შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმებული #4------ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შეთანხმების ოქმი თან ერთვის ხელშეკრულებას და მოქმედებს მასთან ერთად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
3.1.5. 2017 წლის 28 მარტს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმების ოქმი N6, რომლის თანახმად 1-ლი პუნქტის მიხედვით სამუშაოების და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების დაზუსტება-დაკორექტირების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) შეიცვალა და განისაზღვრა შეთანხმების ოქმის დანართი N1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად (დანართ N1 თან ერთვის შეთანხმების ოქმი N6-ს და ითვლება მის განუყოფელ ნაწილად). შეთანხმების მიხედვით შეიცვალა ხელშეკრულების 2.2. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 504456 ლარს;
შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმებული #4------ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. შეთანხმების ოქმი თან ერთვის ხელშეკრულებას და მოქმედებს მასთან ერთად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეთანხმების ოქმი N3 (იხ. ს.ფ 30)
- შეთანხმების ოქმი N4 (იხ. ს.ფ. 88)
- შეთანხმების ოქმი N6 (იხ. ს.ფ 40-41)
3.1.6. 2017 წლის 11 ივლისს SPA160005948 ელექტრონული ტენდერის საფუძველზე 2016 წლის 19 აპრილს შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-ს და შპს ,,ჰი---------’’-ს შორის ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის II რიგის გა--ნაწილებელ გ-6-ის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული N4------ ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა შპს ,,ჰი---------’’-ზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის საბანკო გარანტია #B-------------- თანხით 12505.35 ლარი, რომლის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
ვინაიდან პრინციპალმა არ შეასრულა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ხარისხის მოთხოვნები, შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-მ გამოითხოვა აღნიშნული საბანკო გარანტია.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 მარტის წერილი (იხ. ს.ფ 42)
3.1.7. 2017 წლის 11 მაისს მხარეთა შორის შედგა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 13 აპრილი. შპს ,,სა---------–-------–------–იის’’ 2----------–-–------ ბრძანების საფუძველზე შექმნილი მიმღები მუდმივმოქმედი კომისია შპს ,,რეა-–---------ი’’-ს 2017 წლის 10 მაისის#R------------------- ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე იბარებს დამთავრებულ სამუშოებს და თვლის, რომ დასრულებული სამუშაოები პასუხობს სამშენებლო ნორმებს. გადახრები ნორმის ფარგლებშია. შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულება შპს ,,რეა-–---------ი’’-ს ინსპექტირების ანგარიშით შეადგენს 500213,88 ლარს.
3.1.8. მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ვადაგადაცილებამ შეადგინა 72 კალენდარული დღე, რის გამოც შპს ,,სა---------–-------–------–იის’’ მიერ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 25421 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხემ შპს ,,ჰი---------’’-ს დაუკავა შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან. აღნიშნული პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი მოიცავდა 2017 წლის 31 იანვრიდან 2017 წლის 13 აპრილამდე პერიოდს.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 27 მარტის წერილი (იხ. ს.ფ 42)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორებული ხელშეკრულების თანახმად უნდა მომხდარიყო ადგილზე არსებული 288 ცალი პარაბელური კვეთის რკინა-ბეტონის ტარების დემონტაჟი და მათ შორის ვარგისი 215 ცალის თავიდან მონტაჟი.
როგორც შპს ,,ჰი---------’’-ის 2017 წლის 23 იანვრის წერილიდან ირკვევა ადგილზე მოხდა შესასრულებელი სამუშაოების დათვალიერება შპს ,,სა---------–-------–------–იის’’ სპეციალისტის, ირ---–ი კე---–--ის თანდასწრებით. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ: 1 არხი პკ0+94-პკ24+21 პროექტით, 288 ცალი დემონტირებული პარაბოლური კვეთის LP-10 ღარებიდან ვარგისი 215 ცალი ახლიდან უნდა დამონტაჟებულიყო. დემონტაჟის, გადატანის და ხელახალი მონტაჟის დროს აღმოჩნდა, რომ ამ ღარებიდან მეტნაკლებად ვარგისია 191 ცალი. შესაცვლელია 24 ცალი, რაც 192 გრძ. მეტრია (24 ცX8გრძ.მ) სანაცვლოდ უნდა დამონტაჟდეს ახალი 6 მეტრიანი 32 ცალი LP-8 ღარი (32 ცX8გრძ.მ). მოსარჩელემ და--ტებით მოითხოვა 30 დღე, რაც საჭირო იქნებოდა ქარხანაში 32 ღარის დასამზადებლად.
როგორც საქმის მასალით ირკვევა ხელშეკრულებაში ცვლილება და--ტებით 32 ცალი ღარის ახლით შეცვლაზე შევიდა 2017 წლის 27 იანვარს, სამუშაოთა დასრულების ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე, ხოლო ვადის გადაწევაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ ერთხელ უკვე გადაიწია სამუშაოთა დასრულების ვადა. დაკორექტირდა მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულება.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უწყისი N3 (ს.ფ. 89-102)
- შპს ,,ჰი---------’’-ის 23.01.2017 წლის წერილი (იხ. ს.ფ 31-33)
- შპს ,,ჰი---------’’-ის 02.11.2017 წლის წერილი (იხ. ს.ფ 34-35)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.2. შპს ,,ჰი---------’’-მა მოთხოვნით მიმართა შპს ,,სა----–------ს’’-ს, რომ ესაჭიროებოდა 32 ცალი პარაბელური კვეთის რკინა-ბეტონის ღარი - LP 8, მოითხოვა ინვოისი და ვადის განსაზღვრა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ზამთრის პირობებში აღნიშნული შეკვეთის შესრულებას მათი რესურსების გათვალისწინებით.
3.2.3. შპს ,,სა----–------ს’’-ის მიერ გაცემული ინვოისის მიხედვით ირკვევა, რომ 32 ბეტონის ღარის მთლიანი ღირებულება შეადგენს 16640 ლარს; აღნიშნული ფასი მოცემულია ტრანსპორტირების გარეშე. აქვე მითითებულია, რომ ზამთრის პირობებში 1 ცალი ბეტონის ღარი საჭიროებს 5 დღის ვადას სრული დამზადება/გაშრობისთვის.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოთხოვნა (ს.ფ. 117)
- ინვოისი (ს.ფ. 118)
3.2.4. 2017 წლის 18 სექტემბერს შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-მ წერილით მიმართა შპს ,,ჰი---------’’-ს და შეატყობინა, რომ არხის ფუნქციონირების პროცესში გამოვლენილი იქნა შემდეგი სახის ხარვეზები: 1. დაზიანებულია LP 10 ღარების რკ/ბეტონის საყრდენები - 160 ცალი; 2) აღსადგენია არსებული LP10 ღარების დაზიანებები (ბზარები, ჩამოტეხილი ადგილები) - 80 ცალი; 3) ღარების გადაბმის ადგილებიდან (შემამჭიდროვებელი რეზინები) ხდება წყლის გაჟონვა - 180 ადგილი; 4) ორკამერიანი მონოლითური რკ/ბეტონის წყალმიმღები ჭებიდან ხდება წყლის გადმოდინება და ტერიტორიის შეტბორვა. აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად მოპასუხემ მოსარჩელეს განუსაზღვრა ვადა დეფექტებზე პასუხისმგებლობის პირველი პერიოდის დასრულებამდე 2017 წლის 11 ნოემბრამდე-საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 თვე.
ვინაიდან მოსარჩელის მიერ აღნიშნული დეფექტების გამოსწორება არ მომხდარა შპს ,,სა---------–-------–------–იამ’’ 2018 წლის 31 იანვარს კვლავ მიმართა წერილით და განუსაზღვრა ერთი თვის ვადა აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად.
შპს ,,ჰი---------’’-მა კვლავ არ მოახდინა ხარვეზების გამოსწორება, რის გამოც შპს ,,სა---------–-------–------–ია’’-მ 2018 წლის 15 თებერვლის წერილით დეფექტების აღმოსაფხვრელად მათ განუსაზღვრა არაუგვიანეს 2018 წლის 01 მარტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სრულად მოხდებოდა სს ,,ვი---------------------ა’’-ს მიერ 11.07.2017 წელს გაცემული #B-------------- საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 18.09.2017 წლის წერილი (ს.ფ. 103)
- 31.01.2018 წლის წერილი (ს.ფ. 105)
- 15.02.2018 წლის წერილი (ს.ფ. 104)
3.2.5. იმის დასადასტურებლად, რომ შპს ,,სა---------–-------–------–იის’’ მიერ მითითებული ხარვეზები არ იყო გამოწვეული არასწორი დემონტაჟ-მონტაჟის გამო, შპს ,,ჰი---------’’-მა მიმართა სსიპ ,,ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს’’.
N0-------- ექპერტიზის დასკვნის თანახმად ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის II რიგის გა--ნაწილებელი გ-6-ზე დამონტაჟებული რკინა-ბეტონის ნაკეთობების, კერძოდ, პარაბელური კვეთის LP-10 ღარების ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ღარები არის მეორადი მოხმარების, ერთხელ დემონტირებული და შემდეგ ისევ ჩაწყობილი. დემონტაჟის და მონტაჟის დროს ეტყობა, რომ ღარები დაზიანდა, რაც იწვევს სარწყავი წყლის დანაკარგებს. ქვემოთ მოყვანილია დაზიანებული ღარების რიგით ნომრები, ათვლა დაწყებულია გ-6 გა--ნაწილებლის სათავიდან.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 08.12.2017 წლის წერილი (ს.ფ. 36)
- N0-------- ექპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 37-39)
3.2.6. ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის მეორე რიგის გა--ნაწილებელ გ-6-ის მონაკვეთის ვარგისიანობის შეფასების თაობაზე 2019 წლის 28 მაისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოკვლევის ძირითადი მიზანია რკინაბეტონის სანიაღვრე ღარების ვარგისიანობის შეფასება. გამოსაკვლევ უბანზე მოწყობილია პარაბოლური ფორმის LP10 ტიპის რკინაბეტონის ღარები, საერთო სიგრძით 5980 მმ. ვიზუალური კვლევის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მოწყობილ თითქმის ყველა ღარზე ფიქსირდება გამჭოლი ბზარები, ბეტონის ეროზია წვრილი შემავსებლის ამოცვენით, დაზიანებული ბეტონის დამცავი ფენები და გაშიშვლებული მუშა არმატურის ღეროები.
ზემო მაგისტრალური არხის მეორე რიგის გა--ნაწილებელ გ-6-ის მონაკვეთზე მოწყობილი რკინაბეტონის სანიაღვრე ღარები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს და სარწყავი სისტემების გა--რთული ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
გამოკვლევის პროცესში გამოვლენილი დაზიანებების და დეფექტების წარმოშობის მიზეზების ცალსახად დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ექსპერტების მოსაზრებით ღარების ზედაპირზე დაფიქსირებული ბეტონის ეროზია, წვრილი შემავსებლის ამოცვენით, ბეტონში განვითარებული კარბონიზაციის მოვლენები, არმატურის დამცავი ფენის დაზიანებული უბნები და არმატურაში კოროზიული პროცესების განვითარება დიდი ალბათობით შეიძლება აიხსნას ღარების ხანდაზმულობით. ა--ვე დროს ღარებზე დაფიქსირებული მექანიკური დაზიანებები, ჩამოტეხვები და ჩამტვრეული უბნები ზედაპირული და გამჭოლი ბზარები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც დემონტაჟის პროცესში, ისე ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდში მათზე სხვადასხვა სახის მექანიკური ზემოქმედებით.
სასა--რთლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 135-145)
3.2.7. სასა--რთლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჰი---------’’-მა 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა ჯეროვნად და სათანადოდ.
3.2.8. სასა--რთლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ჰი---------’’-ის ბრალეულობით მოხდა მის მერ 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევა.
სასა--რთლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ა--ვე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ა--ვე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასა--რთლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასა--რთლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სა--რთალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სა--რთალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასა--რთლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასა--რთლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასა--რთლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასა--რთლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
ა) განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მართალია სარწყავ არხში წყლის გადაკეტვა მოხდა დათქმულ ვადაზე გვიან, 1 სექტემბრის ნაცვლად 1 ნოემბერს, მაგრამ სამუშაოთა შესრულების ვადის ათვლა დაიწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან, რომელიც სარწყავი სეზონის დაწყებამდე ითვალისწინებდა სამუშაოების დაწყებას. სატენდერო პირობებში თავიდანვე იყო მითითებული სავარაუდო პერიოდი, როცა არხი წყლით იქნებოდა დაკავებული. აღნიშნული პერიოდი სავარაუდოდ მოიცავდა მაისიდან სექტემბრამდე ვადას. ტენდერში მონაწილეობის დროს მოსარჩელისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოების პერიოდი შეიძლება დამთხვეოდა სარწყავ სეზონს. თუმცა მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და დაელოდა როდის დასრულდებოდა სარწყავი წყლის სეზონი, შესაბამისად მან თავისი ბრალეულობით დაკარგა დრო და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადები. თუმცა იმის გამო, რომ მოპასუხის მიერ სარწყავ არხში წყლის გადაკეტვა მოხდა მითითებულ ვადაზე გვიან, 45 დღით გადაიწია სამუშაოთა დასრულების პერიოდმა და სამუშაოები ნაცვლად 2016 წლის 15 დეკემბრისა, უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 იანვარს. მოსარჩელეს შეეძლო რიგი სამუშაოების წარმოება დაეწყო სარწყავი სისტემის დაკეტვამდე.
ბ) საქმის მასალით დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად უნდა მომხდარიყო ადგილზე არსებული 288 ცალი პარაბელური კვეთის რკინა-ბეტონის ტარების დემონტაჟი და მათ შორის ვარგისი 215 ცალის თავიდან მონტაჟი. ასევე დადგენილია, რომ 32 ცალი ძველი ღარი უნდა შეცვლილიყო ახლით. საქმის მასალით ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ჰი---------’’-მა კითხვით მიმართა შპს ,,სა----–------ს’’-ს, თუ რა ვადა ესაჭიროებოდა 32 ცალი პარაბელური კვეთის რკინა-ბეტონის ღარი - LP 8-ის დამზადებას ზამთრის პირობებში მათი რესურსების გათვალისწინებით. აღნიშნულზე შპს ,,სა----–------ს’’-ის მიერ გაცემული ინვოისის მიხედვით ირკვევა, რომ ზამთრის პირობებში 1 ცალი ბეტონის ღარი საჭიროებს 5 დღის ვადას სრული დამზადება/გაშრობისთვის.
სასა--რთლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ერთი ღარის დასამზადებლად საჭიროა 5 დღის ვადა, შესაბამისად, 32 ღარის დასამზადებლად საკმარისი არ იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასასრულებლად დარჩენილი 3 დღის ვადა, რადგან გამოდის, რომ 32 ღარის დასამზადებლად მოსარჩელეს ესაჭიროებოდა 32X5-ზე დღე, თუმცა სასა--რთლოს მოსაზრებით აღნიშნულს ადგილი ექნებოდა მაშინ, თუ ქარხანას ექნებოდა მხოლოდ ერთი ყალიბი და ამ ერთი ყალიბით განხორციელდებოდა ღარების დამზადება, მაგრამ საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის და--დასტურებელი მტკიცებულება. საქმის მასალით არ ირკვევა რამდენი ყალიბი ჰქონდა ქარხანას აღნიშნული ღარის დასამზადებლად, რა ოდენობის ღარების დამზადება იქნებოდა შესაძლებელი დღეში და შესაბამისად რა დრო დასჭირდებოდა 32 ღარის დამზადებას. ასევე არსებობდა თუ არა ღარების და--მზადებელი სხვა ალტერნატიული საწარმო.
აქვე სასა--რთლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს შეეძლო აღნიშნული ღარების დასამზადებლად გამოეყენებინა ის საირიგაციო პერიოდი, როდესაც მოპასუხის მიერ ხდებოდა სარწყავ არხში წყლის მიწოდება და წყალი არ იყო დაკეტილი, რაც ხელს შეუწყობდა მოსარჩელის მიერ სამუშაოების დათქმულ ვადაში დასრულებას.
გ) სასა--რთლო ასევე ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს არხის ფუნქციონირების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რაც მითითებული იქნა შპს ,,სა---------–-------–------–იის’’ მიერ, არ იყო გამოწვეული არასწორი დემონტაჟ-მონტაჟის გამო.
სსიპ ,,ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს’’ N0-------- ექპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ღარები არის მეორადი მოხმარების, ერთხელ დემონტირებული და შემდეგ ისევ ჩაწყობილი. დემონტაჟის და მონტაჟის დროს ეტყობა, რომ ღარები დაზიანდა, რაც იწვევს სარწყავი წყლის დანაკარგებს.
საქმეში ასევე წარმოდგენილია ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის მეორე რიგის გა--ნაწილებელ გ-6-ის მონაკვეთის ვარგისიანობის შეფასების თაობაზე 2019 წლის 28 მაისის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად თითქმის ყველა ღარზე ფიქსირდება გამჭოლი ბზარები, ბეტონის ეროზია წვრილი შემავსებლის ამოცვენით, დაზიანებული ბეტონის დამცავი ფენები და გაშიშვლებული მუშა არმატურის ღეროები. ზემო მაგისტრალური არხის მეორე რიგის გა--ნაწილებელ გ-6-ის მონაკვეთზე მოწყობილი რკინაბეტონის სანიაღვრე ღარები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოში მოქმედი ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს და სარწყავი სისტემების გა--რთული ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
ა--ვე დასკვნის თანახმად, გამოკვლევის პროცესში გამოვლენილი დაზიანებების და დეფექტების წარმოშობის მიზეზების ცალსახად დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნული დიდი ალბათობით შეიძლება აიხსნას ღარების ხანდაზმულობით. ა--ვე დროს ღარებზე დაფიქსირებული მექანიკური დაზიანებები, ჩამოტეხვები და ჩამტვრეული უბნები ზედაპირული და გამჭოლი ბზარები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც დემონტაჟის პროცესში, ისე ხანგრძლივი ექსპლუატაციის პერიოდში მათზე სხვადასხვა სახის მექანიკური ზემოქმედებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასა--რთლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი დასკვნები არ გამოდგება იმის ცალსახა მტკიცებულებად, რომ მოსარჩელის დაუდევარი ქმედების შედეგად არ მომხდარა ღარების დაზიანება.
3.2.9. სასა--რთლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ მუშაობა უწევდა ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რადგან იყო ცივი, უხვნალექიანი და სუსხიანი ზამთარი, რა--ც ხელი შეუშალა სამუშაოების ვადაში დასრულებას.
მოსარჩელის აზრით, ყველაფერი ეს იყო დაუძლეველი და შემაფერხებელი გარემოებები, რაც გამორიცხავს შპს „ ჰი---------’’-ის პასუხისმგებლობას.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,ჰი---------’’-ისთვის მიწერილი წერილიდან ირკვევა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს, ამიტომ მისგან უახლოესი-ქ. საგარეჯოს მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით დანართის სახით აწვდის მხარეს ინფორმაციას 2016 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობის და ა--ვე პერიოდში დაფიქსირებული ატმოსფერული ჰაერის მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურის შესახებ.
აღნიშნული ინფორმაციის თანახმად მითითებული პერიოდიდან 2016 წლის 1-3 დეკემბერი, 6 დეკემბერი, 14-15 დეკემბერი და 26 დეკემბერი იყო ნალექიანი, ხოლო დანარჩენი დღეები იყო უნალექო.
წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ იმ პერიოდში, როდესაც მოსარჩელე ანხორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, არც უხვი ნალექი და არც თოვლი არ მოსულა, შესაბამისად ადგილი არ ჰქონია ისეთ მოვლენას, რაც ხელს შეუშლიდა სამუშაოების შესრულებაში.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფორსმაჟორული მდგომარეობის არსებობა. თუ ასეთს ადგილი აქვს და ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებს მხარე, მან კომპეტენტური ორგანოდან უნდა წარმოადგინოს ცნობა ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომ ასეთი გარემოება დადგა. განსახილველ შემთხვევაში კი დაუძლეველი ძალის არსებობის შესახებ რაიმე ცნობა საქმეში არ იძებნება.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ისედაც მოიცავდა ზამთრის პერიოდს, რადგან სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 15 დეკემბერს. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ისედაც ცნობილი იყო, რომ მუშაობა მოუწევდა ზამთრის ცივ პერიოდში. ვინაიდან მან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, გამოხატა ნება და დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს და პრეტენზია არ გამოუთქვავს.
3.2.10. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
2016 წლის 19 აპრილის ხელშეკრულების 11.2. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,07 %-ის ოდენობით (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაში არ ჩაითვლება იმ დღეების რაოდენობა, რომელიც დაჭირდება სსიპ ,,ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს’’ მიერ ან სხვა შესაბამის სფეროში აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის (ცნობის) გასაცემად); ხოლო 11.2.1 პუნქტის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების საერთო ღირებულების 0,07 %-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძოდ სა--რთლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და პირობები, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო ტენდერში რის გამოც სავარაუდოა, რომ იგი დეტალულად გაეცნო ტენდერის ყველა პირობას და იცოდა გა--რჯვების შემთხვევაში რა ვალდებულებები დაეკისრებოდა მას ხელშეკრულების შესრულების დროს. ტენდერის პროცესში იგი უნდა გაცნობოდა ყველა პირობას და შეემოწმებინა ყველა ნახაზი, ტექნიკური პირობა და გაანგარიშებები. მენარდე, როგორც მეწარმე სუბიექტი ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ავლენს ნებას, რომ პასუხისგებელია იმ ვალდებულებებზე, რაც ხელშეკრულებაშია ჩამოყალიბებული. მოსარჩელემ ხელი მოაწერა ხელშეკრულებაზე და მის პირობებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
საქმის მასალით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოები ნაცვლად 2017 წლის 30 იანვრისა, დასრულდა 2017 წლის 13 აპრილს.
სასა--რთლო თვლის, რომ ამ პროექტის განხორციელებისას სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილებაზე ბრალი მთლიანად მიუძღვის და პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ მოსარჩელე მხარეს, მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები არ არსებობს და მოპასუხე უფლებამოსილი იყო ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო გამოეყენებინა და დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
3.2.11 რაც შეეხება საბანკო გარანტიას, აღნიშნული იყო შესრულებული სამუშაოების ხარისხის საბანკო გარანტია. ეს გულისხმობს იმას, რომ ის გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო იმ შემთხვევაში, როცა ადგილი ექნებოდა დეფექტებს. ვინაიდან საქმის მასალით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოები შესრულდა ხარვეზით და მის მიერ აღნიშნული დეფექტების და ხარისხის გამოსწორება არ მომხდარა, ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხემ გამოითხოვა გარანტიის თანხა. ამდენად, გარანტიის თანხის 12 505.35 ლარის მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასა--რთლო დასკვნა
4.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასა--რთლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასა--რთლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 412-ე, 417-ე-420-ე მუხლები.
6. სა--რთლებრივი შეფასება
6.1. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის და--ტებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირსაგამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
პირგასამტეხლოს განსაზღვრისას მხარეთა თავისუფლება გარანტირებულია სსკ-ის 319-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სა--რთლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით დადგენილი წესით, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ დათქმულ ვადაში სამუშაოს შეუსრულებლობისათვის, დამრღვევს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო – განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, კერძოდ, შპს “ ჰი--------- “-ს მის მიერ საპროექტო სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისათვის, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.07%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასა--რთლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობისა, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია.
სასა--რთლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სა--რთლებრივი საფუძველი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ა--ვე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ა--სთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულდა ვალდებულება, მოპასუხის მიერ მოხდა მასზე პირგასამტეხლოს თანხის დაკისრება და გარანტიის თანხის გამოთხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ა--ვე კოდექსის 395-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალეს პასუხისგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ა--სთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასა--რთლო განმარტავს შემდეგს: იმისათვის რომ სასა--რთლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ფაქტი უნდა არსებობდეს სახეზე 4 წინაპირობა. კერძოდ, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, ზიანის მიმყენებლის ბრალი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სასა--რთლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მოცემულ პირობებში, არ დგინდება მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და აღნიშნული ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს ზიანის ანაზღაურების სა--რთლებრივი საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად, წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან თანხის უკანონოდ დაკავებისა და ამ თანხის დაკავების გამო მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და მატერიალური საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასა--რთლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასა--რთლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე 2019 წლის 04 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1138 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასა--რთლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჰი---------’’-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასა--რთლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასა--რთლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსა--რთლე თინათინ ეცადაშვილი