გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.12.2019
საქმის ნომერი
330310019003189446
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3/7117-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ელენე არდაზიშვილი

მოსარჩელე - გ--------------–---–ი

წარმომადგენლები - კ-----------–---–ი, გ-------------ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - ა------------–--ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი - თ--------------ია

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის №0----------- გადაწყვეტილება თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის შესწორებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

1.3. დაევალოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალების №--- სააქტო ჩანაწერში შესწორების შეტანის თაობაზე, კერძოდ: გარდაცვლილი თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალების ადგილის ნაცვლად - ქ. თბილისი, თ------–-----------სა მიეთითოს ქ. თბილისი, თ------–----------.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით გ--------------–---–ის გ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2016 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება №0-----------, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2016 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება №0---------- და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი: „მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ და საქალაქო სასამართლომ ისე დაადგინეს თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალება ქ. თბილისში, თ------–-----------ში, რომ არ გამოუკვლევიათ, გარდაცვალებამდე იგი ამ ფართში ცხოვრობდა თუ არა საერთოდ. საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი ტექბიუროს მასალებში აღრიცხულია 1940 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული მასზე რეგისტრირებულები არიან მ------–---–ები. ამდენად, ცალსახად არის დადგენილი, რომ თ-------------–---–ის გარდაცვალების დროს და მას შემდეგაც სადავო ფართში ცხოვრობდნენ სულ სხვა პირები - მ------–---–ები (რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია), შესაბამისად, გაუგებარია, თ-------------–---–ი როგორ იცხოვრებდა და გარდაიცვლებოდა ამ ფართში. ამასთან, საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ თ-------------–---–ის მემკვიდრეები (შთამომავლები) ვ-–---------------–---–ი, ი-----------–---–ი და მ-----–-------–---–ი ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აქედან გამომდინარე, ასევე გაუგებარია, თუ თ-------------–---–ი ცხოვრობდა და გარდაიცვალა ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ ფართში, მაშინ მისი შვილი და სხვა შთამომავლები როგორ გააგრძელებდნენ მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ ფართში და როგორ მოხდებოდა ტექბიუროში მათი აღრიცხვა ამ ფართის მოსარგებლეებად. საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თ-------------–---–ის გარდაცვალების დროისათვის ქ. თბილისში, თ------–---------- არ არის იდენტური დღევანდელი ქ. თბილისში, თ------–-----------სა. კერძოდ, სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1----- წერილზე და მის დანართზე, რომლის თანახმად, სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ნაგებობა (ნაგებობა, სადაც გარდაცვალებისას ცხოვრობდა თ------------–---–ი) ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ფიქსირდება ქ. თბილისში, თ------–-----------ის საარქივო მასალაში, როგორც ლიტერი „ვ“. ამავე წერილით დგინდება, რომ ეს ნაგებობა საჯარო რეესტრის მისამართების რეესტრში (2012 წელს მომზადებული ელექტრონული მისამართების ბაზა) რეგისტრირებული იყო მისამართით: ქ. თბილისი, თ------–------------ და დღეს, ანუ 2018 წლის 16 აპრილს, ხარვეზის გასწორების შედეგად იგი დარეგისტრირდა მისამართით: ქ. თბილისი, თ------–----------. ამდენად, ამ წერილით დგინდება, რომ ნაგებობა, რომელშიც გარდაიცვალა თ------------–---–ი, შეცდომით დამისამართებული იყო ქ. თბილისი, თ------–-----------ად და ხარვეზის გასწორების შედეგად, იგი დამისამართდა: ქ. თბილისი, თ------–-----------ად, ანუ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რაც გასწორდა. ამავე წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1940 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული მასზე რეგისტრირებულები არიან მ------–---–ები. ამავე წერილით ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული 1940 წელს და ამ ნივთის მოსარგებლეებად/მესაკუთრეებად მითითებულია ვ-–----------------–---–ი, ი-----------–---–ი და მ-----–-------–---–ი. იმავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ მონიშნული ტერიტორია (შენობა) ტექბიუროს მონაცემებით შედის ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამასთან, აპელანტის განმარტებით, არც ადმინისტრაციულ ორგანოებს და არც სასამართლოს გათვალისწინებული არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ------–---------- და ქ. თბილისი, თ------–----------- ფაქტობრივად ერთიდაიგივეა, რაც დასტურდება საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20.02.2017 წლის №----- და 28.12.2016 წლის №------ წერილებით, ამასთან, სასამართლოს გათვალისწინებული არა აქვს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. თბილისი, თ------–-------------ს აქვს 2 სააღრიცხვო მასალა, კერძოდ, №------ და №------ სააღრიცხო მასალა და მომხდარია ამ მისამართის ცვლილება, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის 16.04.2018 წლის №------ წერილით“. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კიდევ ერთხელ უნდა გამოეკვლია ზემოაღნიშნული და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც, მათ შორის ყურადღებით უნდა შეესწავლა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1----- წერილში არსებული გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოეცა დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტი სადავო საკითხის მიმართ.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 293-319);

 

3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს 2019 წლის 24 მაისს წარედგინა გ--------------–---–ის განცხადება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- განცხადება (ტ. 1, ს.ფ. 375);

 

3.3. სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 13 ივნისის №1------- წერილით თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ეცნობა, რომ შპს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საბინაო-კომუნალური მომსახურების სერვის ცენტრ „სვანეთის უბნის“ დოკუმენტებში, თ------–----------, №-----------ისამართებზე მცხოვრებ მოქალაქეთა რეგისტრაციის დამადასტურებელი ჩანაწერები დაცული არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2019 წლის 13 ივნისის №1------- წერილი (ტ. 1, ს.ფ. 362);

 

3.4. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №-----5 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, თ------–----------, თ------–----------, თ------–----------- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია სააღრიცხო მასალა მისამართით „თბილისი, თ------–----------“. ტექნიკური აღრიცხვის შესაბამის გრაფაში მითებულია მოქ. მ-----–-------–---–ი, ი-----------–---–ი, ვ-–---------------–---–ი.

 

თ------–-----------ის მითითებით აღრიცხულია ორი სააღრიცხვო მასალა მარიამ მ------–---–ზე და ივანე მ------–---–ზე; შესაბამისად, არც ერთ მასალაში ინფორმაცია თ-------------–---–ზე დაცული არ არის.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი კონკრეტული მისამართით: თ------–-----------, არ იძებნება.

 

ქ. თბილისი, თ------–------------ში წარმოდგენილია სააღრიცხვო მასალა, რომელიც აღრიცხულია თ------------–---–ზე.

 

მისამართების იდენტურობის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა, რომ მისამართების (თბილისი, თ------–---------- და თბილისი, თ------–----------) იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მისამართის: ქალაქი თბილისი, თ------–-----------ის ცვლილების/მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამისამართო სამსახურში დაცული არ არის.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №-----5 წერილი (ტ. 1, ს.ფ. 364-365);

 

3.5. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის №0----------- გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ--------------–---–ის წარმომადგენლის კ-----------–---–ის 2019 წლის 24 მაისის განცხადება, გ--------------–---–ს უარი ეთქვა თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალების აქტის ჩანაწერის შესწორებაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის №0----------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 369-371);

 

3.6. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილებით გ--------------–---–ის წარმომადგენლის კ-----------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება (ტ. 1, ს.ფ. 342-345);

 

3.7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №0-------- წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში დღეისათვის რეგისტრირებულია ი-----------–---–ი, კ-----------–---–ი, ვ-–---------------–---–ი, გ--------------–---–ი და ნ-----–--------–---–ი. მისამართები, თბილისი, თ------–---------------- სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 18 ნოემბრის №0-------- წერილი (ტ. 2, ს.ფ. 350-351);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი შემოწმების, წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 პირველი ნაწილის „დ“ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის №0----------- გადაწყვეტილება და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესაბამისობა უნდა შემოწმდეს მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

ამავე კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის (განმეორებითი, ა-–-------; გაცემის თარიღი: 28.03.2007 წელი) თანახმად, თ------------–---–ი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში 1----–-–--------. სააქტო ჩანაწერი №---.

 

2. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების განყოფილების 1943 წლის 30 იანვრის №--- ჩანაწერის მიხედვით, თ---------------------–---------–---–ის გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის გრაფაში მითითებული მისამართია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

3. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 17.11.64 წლის №------- წერილით ორჯონიკიძის (ამჟამად, ვაკის) რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა, რომ თ------–----------- მისამართზე ერთსართულიანი სახლი შემდგარი 2 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 14,70 კვ.მ. აღრიცხული იყო 26/IV 1940 წელს ჯ----–---–---------ის სახელზე, აღნიშნული სახლი დაუნგრევიათ და ობიექტზე ფიქსირებულია 1941 წლის თარიღით, სახლის მფლობელი გარდაცვლილია, „სახლი დანგრეულია“. 1963 წლამდე ამ ნაკვეთზე სახლი არ მდგარა. 23/IX-63 ჩატრდა ინვენტარიზაცია და სახლი შემდგარი ერთი ოთახისაგან ფართით 16,40 კვ.მ., როგორც თვითნებური მშენებლობა ჯ----–---– თამარის სახელზე. სახლი თვითნებურია და გადაფორმებას არ ექვემდებარება.

 

4. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 22.01.1987 წლის №38 წერილის თანახმად, ორჯონიკიძის (ამჟამად, ვაკის) რაიონის იურიდიულ კონსულტაციას ეცნობა, რომ ბიუროს ჩანაწერებით, თ------–-----------ში მდებარე სამი ერთსართულიანი სახლი შემდგარი 6 საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 103,08 კვ.მ.ირიცხება მოქ. მ-----–---------------------–---–ზე, ი-------------------------–---–ზე და ვ-–---------------–------------–---–ზე, სახლის საკუთრების და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე. თ------–--------------ში მდებარე ერთსართულიანი სახლი შემდგარი 2 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართით 41,51 კვ.მ. ირიცხება მოქ. თ---------------------–--------–---–ის სახელზე, სახლის საკუთრების და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

 

5. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების (მომზადების თარიღი: 10.04.2009წ) თანახმად: მიწის ნაკვეთი: თ------–------------ში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო მიწის ნაკვეთი საერთო ფართი 218 კვ.მ, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აღრიცხულია 1994 წლამდე. სააღრიცხვო ბარათი №------. აღრიცხულია 1985 წელს თ-------------–---–ის სახელზე. შენობა-ნაგებობა: ლიტერ „ა“ (საცხოვრებელი) 75.03 კვ.მ.; ლიტერ „ბ“ (დამხმარე) 5 კვ.მ. მოსარგებლე/მესაკუთრე თ------------–---–ი, სააღიცხვო ბარათი №------, აღრიცხულია 1985 წელს.

 

5. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებით - საინვენტარიზაციო გეგმა, 30.08.1988 წლით დათარიღებული ტექნიკური პასპორტი, მიწის ნაკვეთის გეგმა, სააღიცხვო ბარათი №------, 1977 წლის საბინაო წიგნი, დასტურდება, რომ ქ. თბილისში, თ------–------------ში მდებარე უძრავი ქონება აღრიცხული იყო გარდაცვლილი თ------------–---–ის სახელზე.

 

7. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში თ------–--------------ზე დაცული ბიუროს მასალებით - თ------–--------------ის 1958 წლის საბინაო წიგნი, 1967 წლის საბინაო წიგნი, აგრეთვე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 26/06/2013 წლის ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა, 22.12.1964 წლის საქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასკომის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა განყოფილების №---- წერილი, ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, ტექნიკური პასპორტი, სამკვიდრო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ თ------–--------------ზე მესაკუთრეს წარმოადგენს ავთანდილ მ------–---–ი (მარია მ------–---–ის მემკვიდრე).

 

8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.01.2016 წლის №----- წერილით, კ-----------–---–ს, მისივე №7215/17 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურში ქ. თბილისში, თამარაშენის ქუჩაზე, მის მიერ რუკაზე მონიშნულ უძრავ ნივთებზე მისამართების/ნუმერაციის ცვლილებების ან მინიჭების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია ან დოკუმენტი არ არის დაცული. ასევე ეცნობა, რომ ტექნიკური აღიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაციით (ნოტარიალური ხელშეკრულებები, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები, საინვენატარიზაციო გეგმები) ვერ ხერხდება მის მიერ წარმოდგენილ ორთო-ფოტოთი უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია, შესაბამისად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოამზადოს ინფორმაცია.

 

9. მ-----–-------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 20.05.1964წ., РЭ №------, სააქტო ჩანაწერი №--) მიხედვით, თ---------------------–---------–---–ი არის მ-----–-------------------------–---–ის დედა. მ-----–----------------------–---–ის გარდაცვალების მოწმობის (განმეორებითი, 1------------წ. Р-------------, სააქტო ჩანაწერი №---) და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის №--- სააქტო ჩანაწერში მითითებულია მ-----–---------------------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილი ქ. თბილისი, თ------–----------.

 

10. ვ-–----------------–---------------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 21.X--------–---------------, სააქტო ჩანაწერი №--) მიხედვით, მ-----–-----------------------–---–ი არის ვ-–---------------–--------------–---–ის მამა. ვ-–---------------–-------------–---–ის გარდაცვალების მოწმობის (21.X-------–--------------------, სააქტო ჩანაწერი №----) და გარდაცვალების აქტის ჩანაწერის №----) სააქტო ჩანაწერში მითითებულია ვ-–---------------–------------–---–ი გარდაცვალებამდე მუდმივი საცხოვრებელი და რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი, თ------–----------.

 

11. გ-----------–-----------------------–---–ის დაბადების მოწმობის (განმეორებითი, 4.X------–--–--------------, სააქტო ჩანაწერი №----) მიხედვით, ვ-–---------------–-------------–---–ი არის გ----------–--------------------–---–ის მამა.

 

12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 29.10.2015 წლის სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის №0------------- წერილის თანახმად, გ--------------–---–ი 26.08.2005 წლიდან რეგისტრირებულია მისამართზე, ქ. თბილისი, თ------–-------------, გაუქმებულია რეგისტრაცია 20.10.2015 წელს.

 

13. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 17.12. 2007 წლის ნოტარიუს თ. ჯიქურაულის დადგენილების თანახმად, გ--------------–---–ს უარი ეთქვა მამკვიდრებლის მამის ვ-–---------------–---–ის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მისი განმარტებით ეკუთვნოდა მამამისის ბებია თ------------–---–ს და რომელსაც გარდაცვალებამდე ფლობდნენ და განაგებდნენ ამ უკანასკნელის შვილი მ-----–---------–---–ი, ხოლო შემდგომში მ-----–-------–---–ის შვილი ვ-–---------------–---–ი. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე განემარტა, რომ უფლება აქვს მიმართოს სასამართთლოს იურიდიული ფაქტის დადგენის თაობაზე, მათი სამკვიდრო ქონების ფაქტიური ფლობით მიღების თაობაზე.

 

6.3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს სამოქალაქო აქტების სახეებს, მათი რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების, დამატების შეტანის, სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის, დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობის, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, აგრეთვე პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.

 

ამ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა; თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოების მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში ინფორმაციის დამუშავების შედეგად შექმნილ მონაცემთა ერთობლიობა.

 

ამ კანონის 76.1. მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერის რეგისტრაციისას დაშვებული შეცდომის აღმოჩენა; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემის უზუსტობის დადგენის შესახებ; გ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ თ-------------–---–ის გარდაცვალების აქტის №--- ჩანაწერი შეიცავს შემდეგ ჩანაწერს: გარდაცვალებულის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი: ქალაქი - თბილისი; რაიონი - მოლოტოვი; ოლქი - არ შეიცავს ჩანაწერს. გრაფა - რამდენ ხანს ცხოვრობდა გარდაცვალებული გარდაცვლების რეგისტრაციის ადგილას, - სათანადოდ შევსებული არ არის. აღნიშნული ინფორმაციის ნაცვლად მითითებულია - თ------–-------.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 აპრილის №1----- წერილზე, რომელში ასახული ინფორმაციის დამატებითი კვლევა უნდა მოეხდინა ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული წერილისა და მისი დანართის თანახმად, სიტუაციურ ნახაზზე მონიშნული ნაგებობა (ნაგებობა, სადაც გარდაცვალებისას ცხოვრობდა თ-------------–---–ი) ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ფიქსირდება ქ. თბილისში, თ------–-----------ის საარქივო მასალაში, როგორც ლიტერი „ვ“. ამავე წერილით დგინდება, რომ ეს ნაგებობა საჯარო რეესტრის მისამართების რეესტრში (2012 წელს მომზადებული ელექტრონული მისამართების ბაზა) რეგისტრირებული იყო მისამართით: ქ. თბილისი, თ------–---------- და დღეს, ანუ 2018 წლის 16 აპრილს, ხარვეზის გასწორების შედეგად იგი დარეგისტრირდა მისამართით: ქ. თბილისი, თ------–----------. ამდენად, ამ წერილით დგინდება, რომ ნაგებობა, რომელშიც გარდაიცვალა თ------------–---–ი, შეცდომით დამისამართებული იყო ქ. თბილისი, თ------–-----------ად და ხარვეზის გასწორების შედეგად, იგი დამისამართდა: ქ. თბილისი, თ------–-----------ად, ანუ ადგილი ჰქონდა შეცდომას, რაც გასწორდა. ამავე წერილით დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1940 წელს და ამ პერიოდიდან მოყოლებული მასზე რეგისტრირებულები არიან მ------–---–ები. ამავე წერილით ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე უძრავი ნივთი აღრიცხული 1940 წელს და ამ ნივთის მოსარგებლეებად/მესაკუთრეებად მითითებულია ვ-–---------------–---–ი, ი-----------–---–ი და მ-----–-------–---–ი. იმავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ მონიშნული ტერიტორია (შენობა) ტექბიუროს მონაცემებით შედის ქ. თბილისში, თ------–-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით წარმართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა კვლავ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 3 ივლისის №-----5 წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი, თ------–----------, თ------–----------, თ------–----------- საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის. ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცულია სააღრიცხვო მასალა მისამართით „თბილისი, თ------–----------“. ტექნიკური აღრიცხვის შესაბამის გრაფაში მითებულია მოქ. მ-----–-------–---–ი, ი-----------–---–ი, ვ-–---------------–---–ი. თ------–-----------ის მითითებით აღრიცხულია ორი სააღრიცხვო მასალა მარიამ მ------–---–ზე და ივანე მ------–---–ზე; შესაბამისად, არც ერთ მასალაში ინფორმაცია თ-------------–---–ზე დაცული არ არის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის განხილვისას სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული იქნა როგორც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბინაო წიგნების, ასევე ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული სააღრიცხვო მასალის დედანი დოკუმენტები. აღნიშნულის დოკუმენტებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ თ---------------------–--------–---–ი გარდაცვალების მომენტში თ------–-----------ში არ ცხოვრობდა. აღნიშნულ მისამართზე უძრავი ნივთი აღრიცხულია 1940 წლიდან და ირიცხება მ------–---–ების სახელზე; მაშინ, როცა ასევე 1940 წელს აღრიცხულია თ------–-----------ში არსებული უძრავი ნივთი და იგი ირიცხება ჯ----–---–ების სახელზე. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 1940 წლიდან, უძრავი ქონება მდებარე, თბილისი, თ------–--------ში ჯ----–---–ების საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა, იგი სხვა პირების სახელზე იყო აღრიცხული. შესაბამისად, თუ რას დაეფუძნა თ-------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად თ------–-----------ის მითითება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანომ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა; ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვერ იქნა მოძიებული გარდაცვალების აქტის ჩანაწერში მითითებული ვერცერთი დოკუმენტი, კერძოდ №--- აქტის ჩანაწერი ეფუძნება ექიმის ცნობას, მასში ასახულია ასევე პასპორტის ნომერი, რომელიც გაცემული იყო თ-------------–---–ის სახელზე, ასევე მითითებულია განმცხადებელზე - მ-----–-------–---–ზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ შეძლო მოეძიებინა რომელიმე დოკუმენტი, თუნდაც საბჭოთა კავშირის პასპორტის გაცემის ანკეტა-განცხადება, რომელშიც შესაძლოა ასახული ყოფილიყო თ-------------–---–ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში დაცულია არაერთი დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წლების მანძილზე შეიქმნა და მათთან დაცულია დედანი დოკუმენტების სახით (აღნიშნული მასალების ასლები დაცულია საქმეში). აღნიშნული დოკუმენტებით უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ თ---------------------–--------–---–ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ქ. თბილისში, თ------–-----------ში, ვინაიდან მასზე აღრიცხული თ------–------------ში მდებარე უძრავი ნივთი 1941 წელს უკვე დანგრეული იყო; ამასთან 1940 წლიდან ჯ----–---–ის სახელზე უკვე აღრიცხული იყო თ------–-----------ში არსებული უძრავი ნივთი. რაც შეეხება ამავე ქუჩაზე არსებულ №3 სახლს, აღნიშნული 1940 წლიდან აღრიცხულია მ------–---–ის სახელზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალების აქტის №--- ჩანაწერი შეიცავს გარდაცვალების ადგილის არაზუსტ მონაცემს. დაუშვებელია პირის გარდაცვალების ადგილად მითითებულ იქნეს ისეთი მისამართი, სადაც იგი მუდმივად არ ცხოვრობდა მაშინ, როცა დადგენილია გარდაცვალებამდე მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, და მით უმეტეს, რომ აქტის ჩანაწერში ასახული მისამართი ეკუთვნის სხვა პირს (მეზობელს), რომელთანაც გარდაცვლილის რაიმე კავშირი დადგენილი არ არის.

 

სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებაზე, რომ თ---------------------–--------–---–ის გარდაცვალების აქტის №--- ჩანაწერი შეუძლებელია შეიცავდეს გარდაცვალების ადგილად ისეთ მისამართს, სადაც პირს არ შეეძლო ეცხოვრა გარდაცვალებამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ უზუსტო მონაცემების შესწორებაზე უარი ლახავს მოსარჩელის მემკვიდრეობის უფლებას, ვინაიდან მას უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ბათილად იქნეს ცნობილი სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ასევე ბათილად იქნეს ცნობილი სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის №0----------- გადაწყვეტილება შესწორებაზე უარის თქმის თაობაზე; მოპასუხეს - სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი აქტი თ-------------–---–ის სახელზე 1943 წელს განხორციელებულ №--- გარდაცვლების სააქტო ჩანაწერში გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის თ------–-----------ის თ------–-----------ით შესწორების თაობაზე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მე-12, 22-ე, 23-ე 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს №0---------- გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2019 წლის 9 ივლისის №0----------- გადაწყვეტილება შესწორებაზე უარის თქმის თაობაზე;

 

4. დაევალოს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ---------------------–--------–---–ის სახელზე 1943 წელს განხორციელებულ №--- გარდაცვლების სააქტო ჩანაწერში გარდაცვალების რეგისტრაციის ადგილის თ------–-----------ის თ------–-----------ით შესწორების თაობაზე;

 

5. მოპასუხეებს - სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე