გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/28492-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე სო----------–---
წარმომადგენელი ლუ-----------
მოპასუხე შპს „ც--------------------“
წარმომადგენელი მა------–--–-------
დავის საგანი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სო----------–--- ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, კ----------------------------- (ყოფილი ხ--–-------–---------) კორპუსი 2, სადარბაზო 3, სართული 4, ბ--------- საერთო ფართი -77,79 კვ.მ. საკადასტრო კოდი: N01.1--0--0--.--- მესაკუთრედ.
2006 წლის 7 სექტემბერს შპს „ც--------------------სა“ და ც-–-------------–--ლს შორის დაიდო „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ N2/3/2/161 ხე ლშეკრულება,რომლის თანახმად, მოპასუხემ ც-–-------------–--ლს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ხ--–-------–-------------ში, კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბინა N2, 77.9 კვ.მ. ც-–-------------–--ლმა 2009 წლის მარტის თვის მდგომარეობით სრულად შეასრულა გამყიდველის წინაშე ნასყიდობის საფასურის 16 337 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდის ვალდებულება.
2009 წლის 26 მარტს შპს „ც--------------------ს“, ც-–-------------–--ლსა და ს--------------–---ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ც-–-------------–--ლი დაეთანხმა ეს უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცეს ახალ მყიდველს, რომლისგანაც მან მიიღო გამყიდველისთვის უკვე გადახდილი ნასყიდობის თანხა სრულად (16 337 აშშ დოლარი).
შპს „ც---------------------“ და ც-–-------------–--ლმა თანხმობა განაცხადეს, რომ 2006 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცეს ახალ მყიდველს ს--------------–---ს, რაზეც მათ შორის გაფორმდება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება.
ამავე შეთანხმების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ხ--–-------–------------, კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბინა N2, 77.79 საცხოვრებელი 66.96 კვ.მ. და აივანი 10.83 კვ.მ.).
შეთანხმების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 16 337 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ამავე მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასი წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სრულად არის გადახდილი.
2009 წლის 16 აპრილს შპს „ც--------------------სა“ და ს--------------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“, რომლის მიხედვით, გამყიდველმა შპს „ც---------------------“ იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს მყიდველი საცხოვრებელი ფართით (კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბინა N2, 77.79 საცხოვრებელი 66.96 კვ.მ. და აივანი 10.83 კვ.მ.).) მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობებით ქ. თბილისში, ხ--–-------–-------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველს 4.1. პუნქტით განსაზღვრული თანხა გადახდილი აქვს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის მიხედვით, ბინის მშენებლობის დასრულების ვადად იწოდება სახლის მშენებლობის ვადა, რომელიც დამტკიცებული პროექტის მიხედვით უნდა დასრულდეს 2009 წლის თებერვალს. ამავე მუხლის 11.3. პუნქტის თანახმად, დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2009 წლის მარტისა.
მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ღირებულების გადახდის მიუხედავად, ბინის საკუთრებაში გადაცემა ვერ მოხერხდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დამთავრდა 2014-2015 წლებში. მშენებლობის დასრულებისა და განშლილი პროექტის არსებობის მიუხედავად, მოპასუხის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო, ვერ ხდება მყიდველებისათვის მათ მიერ შეძენილი უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელემ ბინა გაარემონტა და სარგებლობს ამ ბინით.
ობიექტის განშლის შედეგად, ბინების ნუმერაცია განისაზღვრა სხვაგვარად, მარცხნიდან-მარჯვნივ, მანამდე იყო პირიქით მარჯვნიდან-მარცხნივ და შესაბამისად მოსარჩელისათვის გადასაცემ ქონებას შეეცვალა ნომერი და ბინა N2 გახდა ბინა N111.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ც---------------------“ შესაგებლით სარჩელი ცნო. მას სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2006 წლის 7 სექტემბერს შპს „ც--------------------სა“ და ც-–-------------–--ლს შორის დაიდო „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ N2/3/2/161 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ ც-–-------------–--ლს მიჰყიდა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ხ--–-------–-------------ში, კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბინა N2, 77.9 კვ.მ.
ც-–-------------–--ლმა 2009 წლის მარტის თვის მდგომარეობით სრულად შეასრულა გამყიდველის წინაშე ნასყიდობის საფასურის 16 337 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.(ს.ფ. 5).
ხელშეკრულება (ს.ფ.80-86).
სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ.48-57).
2009 წლის 26 მარტის შეთანხმება (ს.ფ. 87-91).
3.1.2. 2009 წლის 26 მარტს შპს „ც--------------------ს“, ც-–-------------–--ლსა და ს--------------–---ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, ც-–-------------–--ლი დაეთანხმა ეს უძრავი ქონება საკუთრებაში გადასცეს ახალ მყიდველს, რომლისგანაც მან მიიღო გამყიდველისთვის უკვე გადახდილი ნასყიდობის თანხა სრულად (16 337 აშშ დოლარი).
შპს „ც---------------------“ და ც-–-------------–--ლმა თანხმობა განაცხადეს, რომ 2006 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცეს ახალ მყიდველს ს--------------–---ს, რაზეც მათ შორის გაფორმდება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“ ხელშეკრულება.
ამავე შეთანხმების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის მიხედვით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენს გამყიდველის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ხ--–-------–------------, კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბინა N2, 77.79 საცხოვრებელი 66.96 კვ.მ. და აივანი 10.83 კვ.მ.).
შეთანხმების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს 16 337 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ამავე მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასი წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სრულად არის გადახდილი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება.(ს.ფ. 5).
2009 წლის 26 მარტის შეთანხმება (ს.ფ. 87-91).
3.1.3. 2009 წლის 16 აპრილს შპს „ც--------------------სა“ და ს--------------–---ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება „მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში საცხოვრებელი ფართის შეძენის შესახებ“, რომლის მიხედვით, გამყიდველმა შპს „ც---------------------“ იკისრა ვალდებულება უზრუნველყოს მყიდველი საცხოვრებელი ფართით (კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბინა N2, 77.79 საცხოვრებელი 66.96 კვ.მ. და აივანი 10.83 კვ.მ.) მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირობებით ქ. თბილისში, ხ--–-------–-------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავალფუნქციური დანიშნულების სახლში.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, მყიდველს 4.1. პუნქტით განსაზღვრული თანხა გადახდილი აქვს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე.
ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.2. პუნქტის მიხედვით, ბინის მშენებლობის დასრულების ვადად იწოდება სახლის მშენებლობის ვადა, რომელიც დამტკიცებული პროექტის მიხედვით უნდა დასრულდეს 2009 წლის თებერვალს. ამავე მუხლის 11.3. პუნქტის თანახმად, დასრულებული შენობის ექსპლუატაციაში შეყვანა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2009 წლის მარტისა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 5).
ხელშეკრულება N2/3/2-294 (ს.ფ. 17-23).
3.1.4. ობიექტის განშლის შედეგად, ბინების ნუმერაცია განისაზღვრა სხვაგვარად, მარცხნიდან-მარჯვნივ და შესაბამისად მოსარჩელისათვის გადასაცემ ქონებას შეეცვალა ნომერი და ბინა N2 გახდა ბინა N111.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 6).
ცნობა (ს.ფ. 74).
3.1.5. მოპასუხე შპს „ც--------------------“ ვერ უზრუნველყო მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. თბილისში, ხ--–-------–------------, კორპუსი 2, სადარბაზო N3, სართული 4, ბ--------- ფართის 77.79 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი: N01.1--0--0--.--- საკუთრების უფლების გადაცემა.
- სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 6).
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;(ს.ფ. 24-47).
3.1.6. მოსარჩელე სო----------–--- ფაქტობრივად ფლობს ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას.
- სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება. (ს.ფ. 6).
3.1.7. შპს „ც--------------------ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სამართლებრივი შეზღუდვები, მესამე პირების მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. მოპასუხე ასევე რეგისტრირებულია მოვალეთა რეეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 323-ე, 361-ე, 199-ე, 183-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენადრე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა), მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2009 წლის 26 მარტის შეთანხმებისა და 2009 წლის 16 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, 2006 წლის 07 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ც-–-------------–--ლისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადაეცა ახალ მყიდველს ს--------------–---ს. დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინის საფასური 16 337 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდილია.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია წერილობითი ფორმით დადებული ხელშეკრულება. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფართის საკუთრებაში გადაცემა და მისი მესაკუთრედ რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე იზღუდება მოპასუხის უფლება, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპის ნაწილს წარმოადგენს - ცნოს სარჩელი, ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა. კანონმდებლობის ეს დათქმა იმ მიზანს ემსახურება, რომ არ შეილახოს იმ დაინტერესებული პირების უფლებები, რომელთა სასარგებლოდაც გამოყენებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება. შესაბამისად, მართალია, მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად, თუმცა რადგან დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, დავა არსებითად განიხილა და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხის აღიარებით, არამედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ გარიგების რეგისტრაცია არ არის გარიგების ფორმა, არამედ იგი ადასტურებს უძრავ ნივთზე გარიგებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობას/გადაცემას. გარიგებას, რომელიც რეგისტრირებული არ არის საჯარო რეესტრში, შესაძლებელია ძალა არ ჰქონდეს მესამე პირებისათვის, მაგრამ ჩვეულებრივ, დაურეგისტრირებლობა არ აუქმებს უშუალოდ ხელშეკრულების მხარეების უფლება-მოვალეობებს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რასაც არც მოპასუხე უარყოფს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მართალია, სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1451.61 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სო----------–---ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. სო----------–--- ცნობილ იქნეს უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, კოსმონავტების სანაპირო N47, კორპუსი N2, სადარბაზო N3, სართული N4, ბ--------- ფართი - 77.79 კვ.მ, ს/კ 01.1--0--0--.--- მესაკუთრედ.
2. სო----------–---ს დაუბრუნდეს მის სარჩელზე, მარიამ მაღრაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1451.61 ლარი, რომელიც გადახდილია 01.08.2019 წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22; სახაზინო კოდი 300 773 150.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია