გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210118002445038
2-2029/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04/03/2020 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: სს ''ს----------–-------კი“
წარმომადგენელი: დ------–-----ე
მოპასუხეები: ლ--–- ს--------ე, ჰ---–--- ნ--------ე
მოპასუხეები: გ------ კ----ე და ნ--- გ------ე
წარმომადგენელი: ჯ-----------------–-–---–ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ს----------–-------კმა“ სარჩელი აღძრა გ------ კ----ის, ლ--–- ს--------ის, ჰ---–--- ნ--------ის და ნ--- გ------ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა:
ა) გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2-3 215,85 აშშ დოლარის გადახდა.
ბ) სარჩელის აღძრვრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ძირი თანხის 187 458,56 აშშ დოლარის წლიური საპროცენტო სარგებელის 8,5 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 43,65 აშშ დოლარს
გ) სარჩელის აღძვრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირი თანხის 187 458,56 აშშ დოლარის 0,5%, რაც ყოველდღიურად შეადგენს 937,29 აშშ დოლარს.
დ) დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას იპოტეკით დატვირთული შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება:
- 0-.2-.2-.0--.0-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.5--- მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.5--- მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
ე) თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულება გაგრძელდეს გ------ კ----ის და ლ--–- ს--------ის ნებისმიერი ქონების მიმართ.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:
2016 წლის 12 სექტემბერს ერთის მხრივ სს ,,ს----------–-------კსა” და მეორეს მხრივ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა. დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 12 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–-------კმა“ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს 180 თვის ვადით ასესხა 195 000 აშშ დოლარი, წლიური 8,5 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.
გარდა აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებისა, 2016 წლის 12 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 13 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–-------კმა“ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს 120 თვის ვადით ასესხა 51 020 აშშ დოლარი, წლიური 8,5 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.
2016 წლის 12 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვრთა შემდეგი ქონება:
- ნ--- გ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: - 0-.3-.1-.8--
- გ------ კ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო საკადასტრო კოდით 0-.2-.2-.0--. შემდგომში დასახელებული ქონება გაიყო ორ უძრავ ქონებად. კერძოდ: - 0-.2-.2-.0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებად და 0-.2-.2-.0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებად. აღნიშნულის შემდეგ 0-.2-.2-.0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ქონება გაიყო ოთხ უძრავ ქონებად. მათი საკადასტრო კოდებია:
- 0-.2-.2-.0--.0-.0--
- 0-.2-.2-.0--.0-.0--
- 0-.2-.2-.0--.0-.5--
- 0-.2-.2-.0--.0-.5--
გ------ კ----ემ და ლ--–- ს--------ემ დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულება, მნიშვნელოვნად გადააცილეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკს და ვადაზე ადრე შეწყვიტეს სესხის დაფარვა. მათ გადასახდელი აქვთ:
№4---------------- ხელშეკრულების ფარგლებში:
ძირი თანხა - 187 458,56 აშშ დოლარი;
სარგებელი - 7338,25 აშშ დოლარი;
პირგასამტეხლო - 3704,97 აშშ დოლარი;
საკომისიო - 240,49 აშშ დოლარი.
№4----------------ხელშეკრულების ფარგლებში:
ძირი თანხა - 180,43 აშშ დოლარი;
სარგებელი - 1845,39 აშშ დოლარი;
პირგასამტეხლო - 1221,86 აშშ დოლარი;
საკომისიო - 40 აშშ დოლარი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეები სარჩელს ცნობენ ძირი თანხისა და სარგებელის ნაწილში. პირგასამტეხლოს და საკომისიოს ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 12 სექტემბერს ერთის მხრივ სს ,,ს----------–-------კსა” და მეორეს მხრივ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 12 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა. ს.ფ. 21-22
3.1.2. 2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 12 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–-------კმა“ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს 180 თვის ვადით ასესხა 195 000 აშშ დოლარი, წლიური 8,5 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------. ს.ფ. 23-25
3.1.3. 2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 13 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–-------კმა“ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს 120 თვის ვადით ასესხა 51 020 აშშ დოლარი, წლიური 8,5 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 13 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------. ს.ფ. 31-33
3.1.4. როგორც 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებით, ისე 2016 წლის 13 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევისათვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დარიცხვა დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------. ს.ფ. 31-33
2016 წლის 13 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------. ს.ფ. 23-25
3.1.5. 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებით, ისე 2016 წლის 13 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი უნდა დაფარულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სესხის დაფარვის გრაფიკი. ს.ფ. 26-30; 34-37
3.1.6. 2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ--- გ------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია - 0-.3-.1-.8--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ.49-59
3.1.7. 2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------ კ----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია - 0-.2-.2-.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
იპოთეკის ხელშეკრულება. ს.ფ. 38-48
3.1.8. გ------ კ----ის კუთვნილი უძრავი ქონება რეგისტრირებული საკადასტრო კოდით 0-.2-.2-.0--. გაიყო ორ უძრავ ქონებად. კერძოდ 0-.2-.2-.0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებად და 0-.2-.2-.0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებად. აღნიშნულის შემდეგ 0-.2-.2-.0--. საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონება გაიყო ოთხ უძრავ ქონებად. მათი საკადასტრო კოდებია:
- 0-.2-.2-.0--.0-.0--
- 0-.2-.2-.0--.0-.0--
- 0-.2-.2-.0--.0-.5--
- 0-.2-.2-.0--.0-.5--
ამჟამად დასახელებული ქონების მესაკუთრეა ჰ---–--- ნ--------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 66-82
საჯარო რეესტრის მიმართვა. ს.ფ. 63-64.
3.1.9. გ------ კ----ემ და ლ--–- ს--------ემ სესხის დაფარვა შეწყვიტეს ვადაზე ადრე. მოსარჩელემ მათ დაუწესა დამატებითი ვადა, მაგრამ მათ დამატებით ვადაშიც ვერ შეძლეს სესხის დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
ბაკის მიმართვები. ს.ფ. 85-117
მნხარეთა განმარტბები.
3.1.10. უდაოა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელი ძირი თანხაა 187 458,56 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელია - 7338,25 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
ინფორმაცია სს ,,ს----------–-------კის წინაშე არსებული ვალდებულებების შესახებ. ს.ფ. 118.
3.1.11. ასევე უდაოა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის 2016 წლის 13 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე გადასახდელი ძირი თანხაა 180,43 აშშ დოლარი, ხოლო სარგებელია - 1845,39 აშშ დოლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა განმარტებები.
ინფორმაცია სს ,,ს----------–-------კის წინაშე არსებული ვალდებულებების შესახებ. ს.ფ. 118.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხეები სადაოდ ხდიან პირგასამტეხლოს და საკომისოს ნაწილში მოთხოვნას.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო ხელშეკრულებებით უტყუარად დგინდება, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5 %-ის ოდენობით.
იხ. 2016 წლის 12 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------. ს.ფ. 31-33
იხ. 2016 წლის 13 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------. ს.ფ. 23-25
3.2.3. მოპასუხეები სადაოდ ხდის პირგასამტეხლოს დარიცხვას და მის მოცულობას. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვაზე მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. სარჩელში მოთხოვნილი ოდენობის პირგასამტეხლო არის თუ არა გონივრული, ეს საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.
სხვა სადავო ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ძირი თანხის, საკომისიოსა და სარგებელის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლო განგარიშებულია მაღალი საპროცენტო მაჩვენებლიდან და იგი მოყვანილი უნდა იქნას გონივრულ შესაბამისობაში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია;
_ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივდასადები ინტერესები გათვალისწინებული უნდა იქნას თანაბრად. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეებს საკრედიტო ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრებათ სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა, თუმცა ისინი ნაკისრ მოვალეობას არ ასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ თუ გ------ კ----ემ და ლ--–- ს--------ემ მოსარჩელისაგან აიღეს სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარეს, მაშინ მათი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არ არსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოსარჩელის მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოსარჩელე მიუთითებს სახელშეკრულებო ურთიერთობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის მთავარი მახასიათებელია სათანადო პირობებით შეთანხმებული გარიგების არსებობა.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.
დადგენილია, რომ სს ,,ს----------–-------კი“ საკრედიტო დაწესებულებაა. მისი საქმიანობის ერთერთი საგანია სარგებელის პირობით სესხის გაცემა და გარკვეული მოგების მიღება. თავის მხრივ ლ--–- ს--------ეს და გ------ კ----ეს სჭირდებოდა თანხის სესხად მიღება. მათი ინტერესები დაემთხვა, რის შედეგადაც მხარეებს შორის 2016 წლის 12 სექტემბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო ხაზის შესახებ №4633617-ა. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 12 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–-------კმა“ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს 180 თვის ვადით ასესხა 195 000 აშშ დოლარი, წლიური 8,5%-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. ამავე გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 13 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4----------------, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–-------კმა“ გ------ კ----ესა და ლ--–- ს--------ეს 120 თვის ვადით ასესხა 51 020 აშშ დოლარი, წლიური 8,5 %-ის სარგებელის დარიცხვის პირობით. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესი. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საკრდიტო ხელშეკრულებაა, ამიტომ სესხის დაფარვასთან დაკავშირებით მათ შორის დავა უნდა დარეგულირდეს საკრედიტო ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, ლ--–- ს--------ესთან და გ------ კ----ესთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა ვადაზე ადრე და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულეის შეწყვეტა გარიგებაა. იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ნების გამოვლინებაა, მაგრამ მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია დაცული იყოს საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლის წინაპირობები.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
6.6. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.
სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც.
განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ლ--–- ს--------ემ და გ------ კ----ემ საბანკო პროდუქტებით ისარგებლეს და აითვისეს კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ისინი ვალდებულნი იყვენ სესხად მიღებული თანხა, ვალის დაფარვის მიზნით ბანკში შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მათ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულე, რითაც დაარღვიეს ხელშეკრულება. ერთი ხელშეკრულების შემთხვევაში 2017 წლის 21 ნოემბრის, ხოლო მეორე ხელშეკრულების შემთხვევაში 2017 წლის 20 დეკემბრის შემდეგ დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხეებმა არ გადაიხადეს და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენეს ზიანი. მათ თანხის შეტანა შეწყვიტეს და შენატანის შეტანის ვადას გადააცილეს ორ ვადაზე მეტი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
6.7. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხი. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. ხელშეკრულების დადებისა და თანხის სესხად გადაცემის შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება იმ ვადაში და პირობებით, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. თავის მხრივ მსესხებელი ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შესრულოს ჯეროვნად, ანუ ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი - სესხად მიღებული თანხა მოსარჩელეს დაუბრუნოს ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. ლ--–- ს--------ემ და გ------ კ----ემ დაარღვიეს ვალდებულება და სესხად მიღებული თანხები ბანკს არ დაუბრუნეს, რითაც დაარღვიეს თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. მოპასუხეების ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას, რაც მოსარჩელეს, საქ. სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, ლ--–- ს--------ე და გ------ კ----ე ვალდებულნი არიან მოსარჩელეს გადაუხდონ საკრედიტო ხელშეკრულებით გადასახდელი ძირი თანხა. მათ გადასახდელი აქვთ:
- 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 187 458,56 აშშ დოლარი;
- 2016 წლის 13 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 180,43 აშშ დოლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირი თანხის, ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.8. საქ. სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. ლ--–- ს--------ეს და გ------ კ----ეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. ორივე ხელშეკრულებით სარგებელი შეადგენდა წლიურ 8,5 %-ს. სარგებელის სახით გადასახდელი თანხა, ძირი თანხის მსგავსად უნდა გადანაწილებულიყო და კუთვნილ ძირი თანხის ერთად ბანკში უნდა შეტანილიყო გრაფიკის მიხედვით. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა შეწყვიტეს, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სარგებელის სახით გადასახდელად ერიცხებათ:
- 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 7338,25 აშშ დოლარი;
- 2016 წლის 13 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 1845,39 აშშ დოლარი;
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარგებელი სწორადაა გაანგარიშებული და ლ--–- ს--------ემ და გ------ კ----ემ ის უნდა გადაიხადოს სრულად. ასევე სწორადაა გაანგარისებული საკომისოს ოდენობაც. შესაბამისად ამ ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ლ--–- ს--------ემ და გ------ კ----ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულეს, მათ ვადაზე ადრე შეწყვიტეს კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევიდან დავალიანების დაანგარიშებამდე გასული ვადის მიხედვით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა:
- №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 3704,97 აშშ დოლარი;
- №4----------------საკრედიტო ხელშეკრულებაზე - 1221,86 აშშ დოლარი;
6.10. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოპასუხე ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად დავალიანების 0.5 %-ის დარიცხვა არაგონივრულია. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე შემთხვევაში შემცირდეს 1000-1000 ლარამდე. მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ თითოეულ სესხზე 1000-1000 ლარის განსაზღვრა გონივრულია.
6.11. მოსარჩელე მოითხოვს ლ--–- ს--------ეს და გ------ კ----ეს სარგებელის გადახდა დაეკსროთ გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ამავე კოდექსის 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, რომ ლ--–- ს--------ეს და გ------ კ----ეს ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ და მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ თანხები. მოპასუხეტა მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მოსარჩელე შემოსავალს ნამდვილად კარგავდა. მოსარჩელე საკრედიტო დაწესებულებაა და სესხების გაცემით ღებულობს შემოსავალს. თუ მოპასუხე ნაკისრ ვალდებულებას დროულად შეასრულებდა, ის ახალ სესხებს გასცემდა და მიიღებდა შემოსავალს. ამ შემთხვევაში მოსარჩელემ შემოსავალი ვერ მიიღო, რაც განხილული უნდა იქნას მიუღებელ შემოსავალად. მოსარჩელე ნამდვილად კარგავს ძირი თანხის წლიურად 8.5 %-ს. 187 458,56 აშშ დოლარის წლიური 8,5 ყოველთვიურად შეადგენს 43,65 აშშ დოლარს. შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.12. მოსარჩელე, სარგებელის მსგავსად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებასაც. სასამართლომ წინამდებარე გადაწყვეტილების 6.9 პუნქტში განმარტა პირგასამტეხლოს შინაარსი და დამატებით განმარტავს, რომ მისი მიზანია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით კრედიტორისათვის მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. ფაქტია, რომ მოპასუხეები მიღებულ სესხს კრედიტორს ვერ უბრუნებენ და ამით მოსარჩელეს აყენებენ ზიანს. ვალის გადაუხდელობით კრედიტორისათვის ზიანის მიყენება გაუმართლებელია. მართალია მოპასუხეებს ეკონომიური პრობლემები აქვთ, მაგრამ მათი ეკონომიური პრობლემები ვერ გახდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების საფუძველი. ხელშეკრულება შეწყდა, მაგრამ ლ--–- ს--------ე და გ------ კ----ე მოსარჩელეს სესხის თანხას ვერ უბრუნებენ, რაც ზრდის მიყენებულ ზიანს, რის კომპენსირების მიზნითაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს არა ძირი თანხისა და სარგებელი 0.5 პროცენტი, არამედ გონივრული ოდენობაა - 0.02 % (პირგასამტეხლოს გონივრულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს ამავე გადაწყვეტილების 6.10 პუნქტის დასაბუთებაზე).
6.13. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.
საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკითაა დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:
- 0-.2-.2-.0--.0-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.5--- მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.5--- მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--. - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
6.14. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით ,,1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
დადგენილია, რომ ლ--–- ს--------ემ და გ------ კ----ემ ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. მათ გადასახდელი აქვთ გარკვეული თანხები. გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
6.15. მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არარის საკმარისი დაკისრებული თანხის ამოღებისათვის, მაშინ გ------ კ----ის და ლ--–- ს--------ის ნებისმიერ ქონებაზე მიქცეული იქნას გადაწყვეტილების აღსრულება, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასევე მისი მოთხოვნის საფუძველია საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი, სადაც იგივე პირობაა დათქმული რაც გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკის ფარგლები განსაზღვრულია კანონით. იპოთეკის საგნით უნდა დაიფაროს უზრუნველყოფილი მთლიანი მოთხოვნა. თუ იპოთეკის საგნის ღირებულება არ იქნება საკმარისი, ასეთ შემთხვევაშიც მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება. საქ. სკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილი და საქ. სკ-ის 301-ე მუხლის 11 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს იპოთეკის საგნის ღირებულების არასაკმარისობისას, მოთხოვნა გავრცელდეს იპოთეკის გარდა სხვა ქონებაზეც, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მხარეები მასზე შეთანხმდნენ წინასწარ. წინამდებარე შემთხვევაში მხარეები წინასწარ არიან შეთანხმებულნი მასზედ, რომ თუ ქონების რეალიზაციით მოთხოვნა დაკმაყოფილებული ვერ იქნა, თანხის ამოღება გაგრძელდეს გ------ კ----ის და ლ--–- ს--------ის ნებისმიერი ქონების ხარჯზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ პირად მოვალის მიმართ მისი მოთხოვნა საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
6.16. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.’’
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული გენერალური ხელშეკრულება, დაადგინა, რომ მხარეები, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით, ასევე იპოთეკის ხელშეკრულებების 15.2 პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადაო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეების მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მოპასუხეებზე თანხების დაკისრება მოითხოვა. სარჩელის საფუძველზე მიღებულია წინამდებარე გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლისა და მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 5.2 პუნქტის, ასევე იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 მუხლის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ბაჟის ოდენობა გამოიანგარიშა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით. დასახელებული ნორმით სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა. სამოქალაქო სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტით ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. საქმეში მოსარჩელე დაობს 203 215,85 აშშ დოლარზე. ამ თანხის 3 % შეადგენს 5000 ლარზე მეტს. შესაბამისად ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.
7.2. საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განვმარტეთ მოპასუხეებმა სარჩელი ძირი თანხის ანუ 187 638,99 აშშ დოლარის და სარგებელის სახით 9 183,64 ნაწილში სცნეს. აღნიშნული წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის 96,85 %-ს. სარჩელის ცნობის გამო მოპასუხეები ამ ნაწილში კუთვნილ ბაჟის - 4842,69 ლარის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი. რა ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს, იმ ნაწილში გადახდილი ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან. დარჩენილი თანხის ნაწილში კი ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციულად. კერძოდ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს 88,4 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს 68,91 ლარის გადახდა. ასევე ლ--–- ს--------ეს და გ------ კ----ეს უნდა დაეისროთ სარჩელის უზრუნველყოფისათვის მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზრაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქ. სსკ–ის 1991–ე მუხლით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განჩინებით ყადაღა დაედო გ------ კ----ისა და ლ--–- ს--------ის საბანკო ანგარიშებს. წინამდებარე სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საშუალება უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ს----------–-------კის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად.
2. გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს, 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემდეგი თანხის გადახდა:
- ძირი თანხა - 187 458,56 აშშ დოლარი;
- სარგებელი - 7338,25 აშშ დოლარი;
- პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი;
- საკომისიო - 240,49 აშშ დოლარი.
3. გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს, 2016 წლის 13 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შემდეგი თანხის გადახდა:
- ძირი თანხა - 180,43 აშშ დოლარი;
- სარგებელი - 1845,39 აშშ დოლარი;
- პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი;
- საკომისიო - 40 აშშ დოლარი.
4. გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს, 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 მაისიდან) გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე დავალიანების ძირი თანხის 187 458,56 აშშ დოლარის წლიური საპროცენტო სარგებელის 8,5 %-ის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 43,65 აშშ დოლარს
5. გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს, 2016 წლის 12 სექტემბრის №4---------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 მაისიდან) გადაწყვეტილების სრულად აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირი თანხის 187 458,56 აშშ დოლარის 0,02 %-ის ოდენობით.
6. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით რეალიზებული იქნას იპოთეკით დატვირთული შემდეგი საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება:
- 0-.2-.2-.0--.0-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.0-- - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.5--- მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--.0-.5--- მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
- 0-.2-.2-.0--. - მესაკუთრე ჰ---–--- ნ--------ე;
7. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად, მაშინ გადაწყვეტილების აღსრულება გაგრძელდეს გ------ კ----ის და ლ--–- ს--------ის ნებისმიერი ქონების მიმართ.
8. მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად დაკმაყოფილებაზე.
9. გ------ კ----ეს და ლ--–- ს--------ეს, სს ,,ს----------–-------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილის 68,91 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
10. სს ,,ს----------–-------კს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 88,4 ლარის გადახდა. მოსარჩელეს ბაჟი გადახდილი აქვს.
11. სს ,,ს----------–-------კს“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 4842,69 ლარი (გადახდის თარიღი - 08/05/2018 წელი, გადამხდელის ბანკი - სს ს----------–-------კი, სახაზინო კოდი - 300693150).
12. საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.
13. გადაწყვეტილება მიქცეული იქნას დაუყონებლივ აღსასრულებლად. ამ ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ. №30)
14. გადაწყვეტილება (გარდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 13-ე პუნქტისა) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე