გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1722-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.02.2020 წ ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე სს „მ---------------------+“
წარმომადგენელი მარიამ გურჯიძე, სალომე აბაიშვილი
მოპასუხეები ნ-------- ჯ------–-–---–ი
ც-–---- მ---------ე
გ------- კ--------ე
დავის საგანი: სესხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ-------- ჯ------–-–---–ის, ც-–---- მ---------ის და გ------- კ--------ისათვის სოლიდარულად 530.2 ლარის დაკისრება;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2017 წლის 6 თებერვალს შპს „კრედიტსერვის+“-სა და მეორეს მხრივ ნ-------- ჯ------–-–---–ს, ც-–---- მ---------ეს და გ------- კ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა ნ-------- ჯ------–-–---–მა მიიღო სესხის თანხა 600 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია 34.80 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის/სარგებლის სამმაგი ოდენობის გადახდევინება.
ამავე ხელშეკრულებით ც-–---- მ---------ემ და გ------- კ--------ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გაინაწილონ პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე.
მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან დავალიანების ნაწილი - 209 ლარი გადაიხადა. იგი თანხას იხდიდა 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. სესხის დავალიანებაა 530.2 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 425.8 ლარი, ჯარიმა 104.4 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 6 თებერვალს სს „კრედიტსერვისი+“-სა და მეორეს მხრივ ნ-------- ჯ------–-–---–ს, ც-–---- მ---------ეს და გ------- კ--------ეს შორის დაიდო საკრედიტო და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა ნ-------- ჯ------–-–---–მა მიიღო სესხის თანხა 600 ლარი. სესხი გაიცა 30 დღის ვადით. სესხის სარგებელია 34.80 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის/სარგებლის სამმაგი ოდენობის გადახდევინება. ამავე ხელშეკრულებით ც-–---- მ---------ემ და გ------- კ--------ემ იკისრეს ვალდებულება მსესხებელთან ერთად სოლიდარულად გაინაწილონ პასუხისმგებლობა სესხის ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად, თავდები კისრულობს კლიენტთან ერთად სოლიდარულად გაინაწილოს პასუხისმგებლობა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდები იღებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა იმ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მისოს წინაშე, რასაც იღებს კლიენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ.17. ტომი 1)
3.1.2. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან დავალიანების ნაწილი 209 ლარი გადაიხადა. იგი თანხას იხდიდა 2017 წლის 7 თებერვლიდან 2017 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. სესხის დავალიანებაა 530.2 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 425.8 ლარი, ჯარიმა 104.4 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 18. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
თავდებობის ხელშეკრულებით შეთანხმებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა, რის გამოც თავდებობა წარმოშობილი არ არის და თავდებების მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მსესხებლის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულებად ითვლება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 361-ე, 316-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 327-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
მოპასუხეებს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადნენ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, 1. თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. 2. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხე ნ-------- ჯ------–-–---–ს (მსესხებელი) ფოსტით გაგზავნილი სარჩელი და სასამართლო უწყება ჩაბარდა პირადად 2020 წლის 8 თებერვალს.
მოპასუხე ც-–---- მ---------ეს სარჩელი და თანდართული საბუთები და სასამართლო უწყება ჩაბარდა პირადად 2020 წლის 18 თებერვალს. მოპასუხე გ------- კ--------ეს სარჩელი და თანდართული საბუთები და სასამართლო უწყება ჩაბარდა 2020 წლის 21 თებერვალს. მათ სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის. ამდენად, მათი სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოა, რის გამოც სსსკ 230-ე მუხლის საფუძველზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის და თავდებობის ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების შეთანხმების და სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, დამტკიცებულად ითვლება.
მოსარჩელე მოპასუხეებისათვის ფულადი ვალდებულების სოლიდარულად დაკისრებას მოითხოვს სესხის და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე იმ საფუძვლით, რომ თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, რის გამოც იგი აქცესორული უფლებაა, ძირითადი ვალდებულების გარეშე არ არსებობს, რის გამოც მხარეებს შორის სადაო ურთიერთობის წარმოშობის ძირითადი საფუძველია სესხის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრიდან ამოქმედებული რედაქცია), 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. 5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. 6. ამ მუხლის მიზნებისათვის „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ განიმარტება ??????????? ???????? ?????? ????????????? ????? . 7. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ფიზიკურ პირზე 100 000 (ასი ათას) ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. ამ ნაწილის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი. 8. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში გამსესხებელს ეკრძალება, მის მიერ გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში ან სესხის მომხმარებლის საკუთარი სახსრებით ან/და მესამე პირის მიერ, ამ კოდექსით დადგენილი წესით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო ან ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად არის წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, რომელიც სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2 პროცენტს აღემატება.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რის შედეგად წარმოიშობა ნასესხები თანხის ან გვაროვნული ნივთების დაბრუნების ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმის მიხედვით პირს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს იმ პირობების ზუსტი დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. სესხის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში. მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების ვადა, მან ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა 30 დღის ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საქმიდან არ გამომდინარეობს ისეთი ფაქტები, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ამდენად, მსესხებელმა დაარღვია სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება. სესხის დავალიანებაა ძირითადი თანხა 425,8 ლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს ნ-------- ჯ------–-–---–ს.
სესხის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის მოვალეებისათვის სესხის სარგებლის სამმაგი ოდენობის თანხის დაკისრება, რაც თავისი არსით არის ვადის გადაცილების გამო ზიანის ანაზღაურებაზე შეთანხმება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით. მოპასუხემ ჯეროვნად არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება. ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის
სასამართლოს მიაჩნია, რომ თავდებებისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მხარეებს შორის თავდებობის სამართლებრივი ურთიერთობა არ წარმოშობილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას ზღვრული თანხის ფარგლებში. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
464-ე მუხლის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება შესაძლებელია სამი საფუძვლით წარმოიშვას: ხელშეკრულების, კანონის და ვალდებულების საგნის განუყოფლობის საფუძველზე. თავდებობის საფუძველზე სოლიდარული ვალდებულება ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის ხელშეკრულების საფუძველზე სოლიდარული ვალდებულების წარმომშობი ფაქტობრივი შემადგენლობა, რადგან მხარეებს შორის დადებული სესხის და თავდებობის ერთიანი ხელშეკრულება არ შეიცავს თავდებობის არსებით პირობაზე შეთანხმებას.
თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. გირავნობის და იპოთეკისაგან განსხვავებით, თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავდები პირადად აგებს პასუხს მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობა წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე-თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის-კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს-მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა, იგი იდება თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა, თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა (სსკ-ის 891-ე მუხლი).
თავდებობის ხელშეკრულების დადება სავალდებულოა წერილობითი ფორმით. სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხის მითითებას.
სსკ-ის 327-ე მუხლის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ამ ნორმის მიხედვით, ვალდებულებით ურთიერთობას წარმოშობს ისეთი გარიგება, რომლითაც შეთანხმებულია ამ კონკრეტული შინაარსის ხელშეკრულებისათვის აუცილებელი ყველა არსებითი პირობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში დადებული შეთანხმება ბათილია, რაგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
თავდებობის ორმხრივი გარიგების არსებითი პირობა სსკ-ის 892-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური (ზღვრული) თანხა, რის გამოც ამ პირობაზე შეთანხმება თავდებობის ხელშეკრულებაში აუცილებელია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-1172-2018 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ «ზემოაღნიშნული ნორმის ამგვარი მოთხოვნა თავდების ფინანსური ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან, ზღვრული თანხის მითითება გამორიცხავს თავდების პასუხისმგებლობის ზრდის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც უზრუნველყოფილ მოთხოვნას ერიცხება პროცენტი ან/და პირგასამტეხლო (საურავი). ნორმა იმპერატიულია, საწინააღმდეგო შეთანხმება ბათილია, როგორც კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) გარიგება (სსკ-ის 54-ე მუხლი). მიუხედავად უზრუნველყოფილი ვალდებულების ზრდისა, თავდები ყველა შემთხვევაში, პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და თავდების განცხადებაში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (898. I მუხლი).”
ამ შემთხვევაში მოპასუხეებთან დადებულ თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხა.
ამგვარ მითითებად არ ითვლება ხელშეკრულების ის ჩანაწერი, რომლის მიხედვით ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა მსესხებელსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მთლიანი ვალდებულებით. საკასაციო სასამართლომ ზემოთაღნიშნულ გააწყვეტილებაში ასევე გააკეთა შემდეგი განმარტება: «ნორმის დანაწესი, რომლის მიხედვით ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა სწორედ კონკრეტული ოდენობის თანხის მითითების ვალდებულებას გულისხმობს და არა, ზოგადად აბსტრაქტულ ციტირებას პასუხისმგებლობის ფარგლებთან დაკავშირებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ნორმის აღნიშნული მოთხოვნა იმპერატიულია და მისი შეუსრულებლობა უკავშირდება შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის წარმოუშობლობას და მაშასადამე, თავდებობის არარასებობას“.
თავდებობის წარმოშობისათვის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხის მითითებულის აუცილებლობაზე სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალქო კოდექსის 892-ე მუხლის კომენტარს ( ).
ამდენად, ც-–---- მ---------ესა და გ------- კ--------ესა და სს კრედიტ სერვის+»-ს შორის თავდებობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ წარმოშობილა, რადგან წერილობით დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული თანხა. შესაბამისად, მხარეებს შორის თავდებობის არსებით პირობაზე შეთანხმება არ დადებულა, რის გამოც თავდებობის ხელშეკრულება ბათილია და 891-ე მუხლით გათვალისწინებული პირადი (პიროვნული) პასუხისმგებლობის ფორმა – თავდებობა არ წარმოშობილა.
განსახილველ შემთხვევაში ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება. იმის გამო, რომ თავდებობის ნაწილში ხელშეკრულება ბათილია, თანხის გადახდა უნდა დაეკისროს მსესხებელს ნ-------- ჯ------–-–---–ს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს ნ-------- ჯ------–-–---–ს, რადგან სხვა მოპასუხეების მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 237-ე, 238-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „კრედიტსერვისი+“ის სარჩელი;
1.1. ნ-------- ჯ------–-–---–ს დაეკისროს სს „კრედიტსერვის+“-სათვის 530.2 ლარის გადახდა;
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ც-–---- მ---------ის და გ------- კ--------ისათვის თანხის დაკისრების შესახებ;
2. ნ-------- ჯ------–-–---–ს დაეკისროს სს „კრედიტსერვისი+“-სათვის სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, შეიძლება გასაჩივრდეს ნ-------- ჯ------–-–---–ისათვის მისი ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩივრით რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი