გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2020
საქმის ნომერი
170310118002571710
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა დავები
თარიღი
19.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #3/41-18 19 თებერვალი, 2020 წელი

შესავალი ნაწილი

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა

სხდომის მდივანი ქეთევან მჭედლიშვილი-გოგიაშვილი

მოსარჩელე - შ---------------------–ს” (ს/კ 4--------)

წარმომადგენელი - ლ---------------–-ა

მოპასუხე - ს--------–---–------------------------------ო

წარმომადგენლები - თ--------–------ი, გ--–-----------ი.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------------------ს შ---------------------–სის" წალკის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–--------------------------------ს 2018 წლის 07 მაისის N0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის 2018 წლის 09 ივლისის თემატური შემოწმების აქტი N2------------- იმ ნაწილში, რომელიც არ იქნა ბათილად ცნობილი საჩივრის განმხილველი კომისიის 2018 წლის 10 დეკემბრის #0------- გადაწყვეტილებით.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ს--–---–--------------------------------ს დირექტორის 2----–-–------------------------ ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ---------------------–სის’’ ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სარჩელის საფუძველი:

 

2018 წლის 09 ივლისს სსიპ ს--–---–--------------------------------ს მიერ შედგენილი იქნა, შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–----------------------------------ს 2018 წლის 07 მაისის №0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის, №2------------ თემატური შემოწმების აქტი. აქტს თან ერთვის დანართები ელექტრონულ ფორმატში.

 

აქტის თანახმად შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 56 019 ლარს და 14 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 28 650 ლარი და 25 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 27 368 ლარს და 89 თეთრს.

 

შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებლის მიერ დადგენილ იქნა შემდეგი დარღვევები: 1. 7207 შემთხვევაში თანხმობის ფორმები ვერ იქნა წარმოდგენილი; 2. 184 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები არასწორად არის შევსებული; 3. 80 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები გადასწორებულია; 4. 178 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე არარის მოსარგებლის რეკვიზიტები და შეცდომითაა მითებული თარიღი; 5. 38 შემთხვევაში თანხმობის ფორმას არ ერთვის პირადობის მოწმობა; 6. 386 შემთხვევაში ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მისამართს; 7. 25 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში მითითებული რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებს მოდულში მითითებულ თარიღს.

 

თემატური შემოწმების აქტის დანართებში მითითებული შემთხვევები, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია ხანდაზმულად. 2018 წლის 09 ივლისის №2------------ თემატური შემოწმების აქტი, 2018 წლის 30 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა სსიპ ს--–---–--------------------------------ში.

სსიპ ს--–---–-------------------ის დირექტორის 2----–-–------------------------ ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელე მხარემ, სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე მოითხოვა სსიპ ს--–---–-------------------ის დირექტორის 2----–-–------------------------ ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ---------------------–სის“ ადმინისტრაციული საჩივარი, ვინაიდან აღნიშნული აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ ს--–---–--------------------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებებს, მაგრამ სარჩელი არ ცნო, ვინაიდან შემოწმების აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2018 წლის 09 ივლისს სსიპ ს--–---–--------------------------------ს მიერ შედგენილი იქნა შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–----------------------------------ს 2018 წლის 07 მაისის №0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი. აქტს თან ერთვის დანართები ელექტრონულ ფორმატში. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 07 მაისს და დამთავრდა 2018 წლის 09 ივლისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 09 ივლისის თემატური შემოწმების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-28).

 

3.2. თემატური შემოწმებისას შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–------------–-----–------ში გამოვლენილი იქნა შემდეგ დარღვევები: 1. 7207 შემთხვევაში თანხმობის ფორმები ვერ იქნა წარმოდგენილი (იხილეთ აქტის მუხლი 7.1). 2. 184 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები არასწორად არის შევსებული (იხილეთ აქტის მუხლი 7.2). 3. 80 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები გადასწორებულია (იხილეთ აქტის მუხლი 7.3). 4. 178 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე არარის მოსარგებლის რეკვიზიტები და შეცდომითაა მითებული თარიღი (იხილეთ აქტის მუხლი 7.4). 5. 38 შემთხვევაში თანხმობის ფორმას არ ერთვის პირადობის მოწმობა (იხილეთ აქტის მუხლი 7.5). 6. 386 შემთხვევაში ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მისამართს (იხილეთ აქტის მუხლი 7.6). 7. 25 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში მითითებული რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებს მოდულში მითითებულ თარიღს (იხილეთ აქტის მუხლი 7.7).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 09 ივლისის თემატური შემოწმების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-28).

 

3.3. თემატური შემოწმების აქტის თანახმად შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 56 019 ლარს და 140 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 28 650 ლარი და 25 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 27 368 ლარს და 89 თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 09 ივლისის თემატური შემოწმების აქტი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-28).

3.4. შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრებული იქნა სსიპ ს--–---–----------------------------------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

-ადმინისტრაციული საჩივარი (იხ. ტომი 1, ს. ფ. 255-257).

 

3.5. სსიპ ს--–---–-------------------ის დირექტორის 2----–-–------------------------ ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- საოქმო გადაწყვეტილებით შ---------------------–სის’’ 2018 წლის 30 ივლისის საჩივარი (სააგენტოში რეგისტრირებული N7----) ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასინჯვას დაექვემდებარა სადავო აქტის 7.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები, ხელახალი შესწავლის შემდგომ აღმოჩენილი იქნა და გაუქმდა 5 შემთხვევა (2014 წლის 30 ოქტომბრამდე არსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმა, რომელსაც თან არ ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

- სსიპ ს--–---–-------------------ის დირექტორის 2015 წლის 04 ივნისის #0-------- ბრძანებით შექმნილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- საოქმო გადაწყვეტილება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 258-262).

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.6. სსიპ ს--–---–--------------------------------ს მიერ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის #6- დადგენილების შესაბამისად, სადავო აქტზე შ---------------------–სი’’ გათავისუფლდა საჯარიმო სანქციიდან. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:

- სსიპ ს--–---–--------------------------------ს 2019 წლის 22 მარტის # 0-------- წერილი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ--------------------–-ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილება; “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N0-----------------

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან;

ბ)ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;

დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა.

 

სარჩელის აღძვრა არის დარღვეული ან სადავო უფლების სასამართლო გზით დაცვის საპროცესო საშუალება. ყოველ პირს აქვს უფლება საჯარო ხელისუფლებისაგან უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს უფლების დაცვისათვის სასამართლოში მიმართვის ფორმას – სასარჩელო განცხადების სახით.

 

ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა პროცესუალურად სარჩელის დასაშვებობისა და სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მეშვეობით ხორციელდება. სარჩელის დასაშვებობის კრიტერიუმები იცავს სადავო აქტის ადრესატს არასათანადო მოსარჩელეთა ან ხანდაზმული მოთხოვნის პრეტენზიებისგან. ამავდროულად, სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების სტადიაზეც სასამართლო კვლავ მსჯელობს სადავო აქტის სამართლებრივი შედეგების გავლენაზე მოსარჩელის უფლებისთვის პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენების ან კანონიერი ინტერესის ხელყოფის ფაქტზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნას გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.

 

6.1. ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში - პროგრამა) პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის #218 ან/და 2012 წლის 7 მაისის #165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე.

 

აღნისნული პროგრამის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ს--–---–--------------------------------.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 07 ივლისს სსიპ ს--–---–--------------------------------ს მიერ შედგენილი იქნა შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში „გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბლანკი) შევსების მდგომარეობისა და სსიპ ს--–---–----------------------------------ს 2018 წლის 07 მაისის №0------- წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის თემატური შემოწმების აქტი, რომლის თანახმად შემოწმებულია გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 23 აგვისტოდან 2015 წლის 23 აპრილამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლებზე შევსებული თანხმობის ფორმები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 07 მაისს და დამთავრდა 2018 წლის 06 ივლისს.

 

თემატური შემოწმების აქტის მიხედვით შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ში გამოვლენილი იქნა შემდეგი სახის დარღვევები:

1. 7207 შემთხვევაში თანხმობის ფორმები ვერ იქნა წარმოდგენილი (აქტის მუხლი 7.1); 2. 184 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები არასწორად არის შევსებული (აქტის მუხლი 7.2); 3. 80 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე მითითებული რეკვიზიტები გადასწორებულია (აქტის მუხლი 7.3); 4. 178 შემთხვევაში თანხმობის ფორმაზე არარის მოსარგებლის რეკვიზიტები და შეცდომითაა მითებული თარიღი (აქტის მუხლი 7.4); 5. 38 შემთხვევაში თანხმობის ფორმას არ ერთვის პირადობის მოწმობა (აქტის მუხლი 7.5); 6. 386 შემთხვევაში ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი არ ედრება ელექტრონულ მოდულში მითითებულ მისამართს (აქტის მუხლი 7.6); 7. 25 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში მითითებული რეგისტრაციის თარიღი წინ უსწრებს მოდულში მითითებულ თარიღს (აქტის მუხლი 7.7). შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობა შეადგენდა 56 019 ლარს და 140 თეთრს, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 28 650 ლარი და 25 თეთრი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 27 368 ლარს და 89 თეთრს. ასევე დადგენილია და მხარეები არ დავობენ, რომ შ---------------------–სი’’ გათავისუფლდა საჯარიმო სანქციიდან.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ივლისს შ--------------------–--ს“ წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის წარმომადგენლის მიერ თემატური შემოწმების აქტი გასაჩივრებულ იქნა სსიპ ს--–---–----------------------------------ში. განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის N0------- საოქმო გადაწყვეტილებით, შ---------------------–სის’’ 2018 წლის 30 ივლისის ადმინისტრაციული საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასინჯვას დაექვემდებარა სადავო აქტის 7.5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები. ხელახალი შესწავლის შემდგომ აღმოჩენილ იქნა და გაუქმდა 5 შემთხვევა (2014 წლის 30 ოქტომბრამდე არსებული მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმები, რომლებსაც თან არ ერთვოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები).

 

საჩივრის განმხილველმა სათათბირო ორგანომ - კომისიამ იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა’’ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოწმების აქტში გამოყენებული სანქციების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია პროგრამის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი. ხოლო საჩივრის განხილვისას კომისიის მიერ მიეთითა - პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა’’ ქვეპუნქტი.

 

პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია თუ სრულად არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება. ასევე, პროგრამის დადგენილების დანართი #1-ის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია თუ პაციენტი არ არის ამ პროგრამის მონაწილე. ხოლო მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძველია, თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ.ა’’ ქვეპუნქტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგინდება, რომ პაციენტი არ არის პროგრამის მონაწილე. შესაბამისად, აღნიშნული დასკვნა შესაბამისი დასაბუთებით უნდა იყოს მითითებული შემოწმების აქტში. რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ხოლო რაც შეეხება პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტს, სასამართლო პრაქტიკულად იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ თანხის უკან დაბრუნების საფუძველი შეიძლება იყოს კონკრეტული სამედიცინო შემთხვევის შესახებ მონაცემების ან/და დოკუმენტაციის უზუსტობა.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანება განსაზღვრავს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. აღნიშნული ბრძანების მე-5 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმა ივსება სრულყოფილად და დაუშვებელია მასში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და/ან მოშორება კორექტორის მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მსგავსი დარღვევით შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმა, როგორც გამოსაყენებლად უვარგისი ექვემდებარება ჩამოწერას.

 

ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის (დადგენილი წესით) საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობელი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეურვე ან მზრუნველი და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა კანონიერი წარმომადგენელი) ხელმოწერით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ წარმოდგენილ სადაო თანხმობის ფორმებში, პრაქტიკულად ვლინდებოდა მოსარგებლეების თანხმობა (ნება), უმეტეს შემთხვევებში დადასტურებული ხელმოწერით. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აღნიშნულ პირებს შ--------------------–--სგან“ სრული სამედიცინო მომსახურება არ მიუღიათ, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ თანხმობის ფორმებში ძირითადად დადასტურდა შემოწმების აქტში მითითებული ფორმალური დარღვევები თანხმობის ფორმების სრულყოფილად შევსებასთან დაკავშირებით. დოკუმენტაციის სწორად წარმოება (შევსება) წარმოადგენს პროგრამის მოსარგებლე პირის იდენტიფიკაციის აუცილებელ პირობასა და დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველს. მოცემულ შემთხვევებში, მართალია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები შევსებულია არასრულყოფილად ან შეცდომით, თუმცა მონაცემები ელექტრონულად წარმოებულ პროგრამაში შეყვანილია სწორად და ამასთანავე, არ ყოფილა წარმოდგენლი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა აღნიშნული შეცდომით სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების ფაქტი ან/და პირისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება არ გაწევა.

 

6.2. დადგენილია, რომ სსიპ ს--–---–--------------------------------ს 2018 წლის 3 მაისის ბრძანებით ჩატარებული შერჩევითი შემოწმების საფუძველზე, 2018 წლის 07 ივლისს სსიპ ს--–---–--------------------------------ს მიერ შედგენილი თემატური შემოწმების აქტი შეეხება გეგმიური ამბულატორიული მომსახურეობის მისაღებად 2013 წლის 23 აგვისტოდან 2015 წლის 23 აპრილამდე პერიოდში რეგისტრირებულ მოსარგებლებზე შევსებული თანხმობის ფორმების შემოწმებას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად. შემოწმება დაიწყო 2018 წლის 07 მაისს.

 

აღნიშნული შერჩევითი შემოწმების სამართლებრივ საფუძველს ძირითადად წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მე-151 მუხლი (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #79 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილების მე-15 მუხლს დაემატა მე-151 მუხლი, რომელიც განსაზღრავდა კონტროლის მოცულობას, კონტროლის განხორციელების ვადას, შემოწმების გზებს და ა.შ. კერძოდ, მე-151 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონტროლი მოიცავს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართ №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 3 (სამი) კალენდარულ წელს. ასევე, მე-151 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა, ხოლო მე-6 მუხლის თანახმად, შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი. აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

 

ამდენად, სასამართლო ასკვნის, რომ პროგრამის მე-151 მუხლის (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი) საფუძველზე, შემოწმების ჩატარების უფლება კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ წარმომადგენელს წარმოეშვა მხოლოდ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #79 დადგენილების ამოქმედების შემდგომ ე.ი. 2015 წლის 24 თებერვლიდან. სასამართლოს აღნიშნულის დასადასტურებლად ასევე მიაჩნია ის გარემოება, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #79 დადგენილებით გათვალისწინებული დამატებების და ცვლილებების განხორციელებამდე, შემთხვევის სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმების ძირითადი სახე იყო რევიზია, რომელიც შეიძლებოდა ჩატარებულიყო ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, აქტის გამომცემი ორგანოს ნება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #79 დადგენილებით დამატებული პროგრამის მე-151 მუხლის (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი) მიმართებით, გახლდათ ის, რომ მისი მოქმედება გავრცელებულიყო 2015 წლის 24 თებერვლიდან განხორციელებულ შემთხვევებზე.

 

შემდგომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის #552 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, მე-151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.“. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, დადგენილება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით, ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხიმგებლობას, უკუძალა არა აქვს. სასამართლოს განმარტებით, ნამდვილი (რეტროაქტიული) უკუძალა სახეზეა, როდესაც კანონი მოგვიანებით ანუ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახორციელებს წარსულში მოწესრიგებული, ამოწურული და რეალიზებული ფაქტობრივი ელემენტების ცვლილებას და ამით იჭრება მათ სფეროში. ამასთანავე ნამდვილი უკუძალა პირდაპირ კავშირშია პირის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხთან, რაც თავის მხრივ უკავშირდება არა მხოლოდ პასუხისმგებლობის მოცულობის განსაზღვრას, არამედ პასუხისმგებლობის დადგენის პროცედურების და ვადების ცვლილებას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებაზე (#ბს-698-691 (კ-16)), რომლის თანახმად „კანონის უკუძალის მინიჭება ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რომლითაც დაუშვებელია აქტს უკუქცევითი ძალა მიენიჭოს, თუკი იგი აუარესებს პირის მდგომარეობას, ამასთანავე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (#ბს-57-52 (კ-13)), ,,საქართველოს კონსტიტუციის 42.5 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს არ აქვთ უკუქცევითი ძალა, გარდა იმ შეთხვევებისა, როდესაც ეს პირდაპირ არის კანონით გათვალისწინებული, კანონს არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა, თუ იგი ზიანის მომტანია, ან აუარესებს პირის მდგომარეობას. ნორმა, რომლისთვისაც კანონმდებელს არ მიუნიჭებია უკუძალა, ვრცელდება იმ სამართალებრივ ურთიერთობებზე, რომელებიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 თებერვლის #79 დადგენილებით დამატებული პროგრამის მე-151 მუხლი (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი) დადასტურებულად აუარესებს მოსარჩელის მდგომარეობას, მასში გათვალისწინებული პირობებით და სანქციებით. ასევე დადასტურებულია, რომ აღნიშნული აქტისთვის არ მიუნიჭებიათ უკუქცევითი ძალა. სასამართლო სადავო ნორმასთან მიმართებით მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტების შესაბამისი მუხლების ახალი რედაქცია ძველ ურთიერთობებზე ვერ გავრცელდება. ამდენად, დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა იქნეს ის სამართლებრივი ნორმები (იმ რედაქციის სამართლებრივი ნორმები), რომელთა მოქმედების დროსაც არსებობდა კონტროლის განხორციელების ვადა.

 

ამასვე ადასტურებს შემდეგი: საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში შესული მრავალი ცვლილებიდან, მხოლოდ რამოდენიმე შემთხვევაშია გავრცელებული უკუძალა და ამასთან დაკავშირებით პირდაპირ მითითებულია შესაბამის აქტში. მაგალითისთვის, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის #19 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, განხორციელებული ცვლილებების გარკვეული ნაწილის ამოქმედება და გავრცელება მოიცავს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებსაც. აღნიშნული ფორმულირებით მოცემული ჩანაწერი ცხადყოფს აქტის გამომცემი ორგანოს მიერ გამოვლენილ ნებას უკუძალის მინიჭების ნაწილში. შესაბამისად, ანალოგიურად, ხანდაზმულობის 5 წლიანი ვადა გავრცელდება მხოლოდ იმ სამართლებრივ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა 2015 წლის 27 ოქტომბრის შემდგომ (ანუ აქტის ძალაში შესვლის შემდგომ). მანამდე არსებულ სამართალურთიერთობებზე კი უნდა გავრცელებულიყო ძველი რედაქციით მოცემული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო ასევე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე #3ბ/2609-18).

 

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ---------------------–სის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. თ------–------------------–-------------–---------–-–---------------ს განჩინებით, შ-----------------------–-ის" წ--–-----------–---------–-------------–-----–------ის მიერ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ,,გეგმიური ამბულატორიული მომსახურების’’ კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის 2018 წლის 09 ივლისის #2------------ თემატური შემოწმების აქტის მოქმედება შეჩერდა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჯის (100 ლარის) ანაზღაურება. ხოლო მოსარჩელე შ---------------------–სს” დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შ---------------------–ის” სარჩელი ს--------–---–------------------------------ოს მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნას ცნობილი ს--------–---–------------------------------ოს 2018 წლის 09 ივლისის #2------------ თემატური შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომელიც ბათილად არ იქნა ცნობილი საჩივრის განმხილველი კომისიის 2018 წლის 10 დეკემბრის #0------- გადაწყვეტილებით.

 

3. ბათილად იქნას ცნობილი ს--------–---–------------------------------ოს ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 10 დეკემბრის #0------- გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ჯეო ჰოსპიტალის” ადმინისტრაციული საჩივარი.

 

4. მოპასუხე ს--------–---–------------------------------ოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა.

 

5. მოსარჩელე შ---------------------–ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა