განაჩენი

სისხლის სამართლის 04.03.2020
საქმის ნომერი
330100119003184338
თარიღი
04.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/4222-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

4 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი და ნატო ივანიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - კ--------------–-–---

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ--------–--–-------------------- დაბადებული - 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ---–---------------------–-------–---------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ხ---–-----------–---------–---–----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: სახელმწიფოს ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ადვოკატი - რ------------------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–---------- ბოლოს, რ-------------------ემ, ხ---–---------------------–---–---–-- N8 სამცველოს სახელმწიფო ხის ფონდის მიწაზე, ხე-ტყის დამზადების ბილეთის და საფასურის გარეშე, ტყის მცველისგან ფარულად მოახდინა 7.64 კბ.მ. ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რითაც გარემოს მიაყენა 1008. 48 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

2.1. გამომძიებელ ბ------------–-–---–ის განმარტებით, ბრალდებულს იცნობს მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და წარსულში მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. 2----–-–---------–---, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმავე დღეს, გამთენიისას, ხ---–--- პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი - რ-------------------ე, კურორტ „ბ-–---იდან“ ხ---–--მდე, ა---------–------–--ის დახმარებით, უნომრო „ზილით“ ახდენდა ხის მორების ტრანსპორტირებას. ავტომანქანას აცილებდა ბრალდებული, მისი მართვის ქვეშ მყოფი „ნ---------------–ის“ მარკის ავტომანქანით. მორების ტრანსპორტირებაში რ-------------------ეს ასევე ეხმარებოდა მ------–----ე, „გ------“ მოდელის ავტომანქანით. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

2.2. გამომძიებელ გ-------–--–----–---–ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულს იცნობს მხოლოდ მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე და მის მიმართ რაიმე სახის პირადი ინტერესი არ გააჩნია. მოწმის განმარტებით, მისმა თანამშრომელმა - ბ------------–-–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია - ხ---–--- რაიონის შს სამმართველოს თანამშრომელ რ-------------------ის მიერ, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების თაობაზე. ინფორმაციაში ასევე მითითებული იყო, რომ ხე-ტყის გადატანა მოხდებოდა 2----–-–---------–---, გამთენიისას. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და გაემართნენ კურორტ „ბ-–---ის“ მიმართულებით. გამთენიისას შეაჩნიეს ბრალდებული, რომელიც ავტომანქანით (-------- გადაადგილდებოდა. მას უკან მოჰყვებოდა მ------–----ე, „გ-------- მოდელის ავტომანქანით. რ-------------------ის შემდეგ ასევე გადაადგილდებოდა დიდი ზომის სატვირთო ავტომანქანა. შეაჩერეს აღნიშნული ავტომანქანები და შეამოწმეს. ჩხრეკისას ორივე სატვირთო ავტომანქანაზე აღმოჩნდა ხის მორები. ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი, რომელსაც ჩხრეკაში მონაწილე ყველა პირმა მოაწერა ხელი. მორები დაილუქა, ხოლო ავტომანქანები გადაყვანილ იქნა ხ---–--- პოლიციის განყოფილებაში. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია დაფიქსირებული არ ყოფილა.

 

2.3. გამომძიებელ ლ-–----------ის განმარტებით, 2----–-–---------–---, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გ-------–--–----–---–თან და მ----------–---სთან ერთად გაემართა გ---------- უღელტეხილის მიმართულებით. გამთენიისას, უღელტეხილთან ახლოს, სოფელ დ-------------–თან შეამჩნიეს რ-------------------ის მართვის ქვეშ მყოფი, „ნ-----ს“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც მოჰყვებოდა ორი სატვირთო ავტომანქანა. გააჩერეს აღნიშნული ავტომანქანები და გაჩხრიკეს, რა დროსაც შედარებით პატარა სატვირთო ავტომანქანაზე აღმოჩნდა ოთხი ცალი ხის მორი, ხოლო მეორე, უფრო დიდ ავტომანქანაზე - იდო თერთმეტი ცალი ხის მორი. ადგილზე შედგა საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერეს. ავტომანქანები გადაიყვანეს ხ---–--- პოლიციის სამმართველოში. მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ხის მორები აზომეს ა---------------------------------–---- სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა -ა---------–------–--ემ განმარტა, რომ მორების პატრონი, პოლიციის თანამშრომელი აცილებდა მათ (წინ მიყვებოდა). მეორე დღეს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც რ-------------------ემ მიუთითა ადგილზე სადაც მოჭრა. ბრალდებულს არ იცნობს და მის მიმართ პირადი ინტერესი არ გააჩნია.

 

2.4. ხ---–--- რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა - ფ------------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ რ-------------------ე მისი თანამშრომელია და მასთან კარგი ურთიერთობა გააჩნია. 2----–-–---------–---- დილის 10 საათიდან დღის პირველ საათამდე მორიგეობდა (პატრულირებდა) დაბა ხ---–--- ცენტრში. დაურეკა რ-------------------ემ და სთხოვა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანის გამოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა მისთვის. რ-------------------ესთვის არ დაურეკავს, ვინაიდან მისი მორიგეობის დროს გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანა არ შეუმჩნევია. დაახლოებით პირველ საათზე დაასრულა პატრულირება, დაბრუნდა პოლიციის განყოფილებაში და გააგრძელა საღამოს 18:00 საათიდან (23:00 საათამდე). დაახლოებით 19 საათზე, კვლავ დაურეკა ბრალდებულმა და ჰკითხა გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანის თაობაზე. რ-------------------ეს უპასუხა, რომ გდი-ს თანამშრომლები არ უნახავს და ურჩია ფრთხილად ყოფილიყო (იფიქრა რ-------------------ე ცუდ საქმეს ხომ არ აპირებდა). კონკრეტულად რას აპირებდა ბრალდებული, მოჰქონდა თუ არა ხე-ტყე, მოწმისთვია უცნობია. მორიგეობის დასრულების შემდეგ დაუკავშირდნენ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები და გადაიყვანეს ბ------–- დასაკითხად.

 

2.5. დაზარალებულის წარმომადგენელ რ----------–----ის ჩვენების თანახმად, თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ კურორტ „ბ-–---ში“ ხე-ტყის უნებართვო ჭრას ჰქონდა ადგილი. ტყის მცველმა და უბნის უფროსმა გადასცეს ადგილზე, მოქალაქე შ--–--------------ის სახელზე შევსებული აქტი, რომელსაც ხელი თვითონაც მოაწერა. სპეციალისტების მიერ, კანონმდებლობის სრული დაცვით გაანგარიშებულ იქნა გარემოსთვის მიყენებული ზიანი, რომელმაც შეადგინა დაახლოებით 1008 ლარი (მნიშვნელოვანი ზიანი). ზიანის დადგენის შემდეგ, მასალები გადააგზავნა ხ---–--- რაიონული პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით, გამოკითხვაზე დაიბარეს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სადაც შეიტყო, რომ ხე-ტყე მოჭრა არა შ--–--------------ემ როგორც ეს აქტში იყო მითითებული, არამედ რ-------------------ემ. ტყის მცველისა და უბნის უფროსის მიერ შედგენილი აქტის სისწორის გადამოწმების საშუალება მას არ გააჩნია.

 

მოწმის განმარტებით, ზიანის დადგენის მიზნით, შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები გადიან მოჭრის ადგილზე, ზომავენ ხის დიამეტრს და დგინდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა. თანხის ოდენობა განსხვავებულია და დამოკიდებულია მოჭრილი ხის ჯიშზე და რაოდენობაზე. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სპეციალისტი ხელმძღვანელობს ტყის კოდექსითა და დადგენილი ნიხრებით. მოჭრილი ხის კუბამეტრაჟის დადგენის შემდეგ, რაოდენობა გადაიყვანება თანხაზე და დგინდება ზიანის კონკრეტული ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობა განსაზღვრა ხ---–--- სატყეო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მთავარმა სპეციალისტმა - დ-------------–----ემ. ხე-ტყის უნებართვო ჭრის თაობაზე აქტი მის მიერ იქნა დარეგისტრირებული. სწორედ აღნიშნულის შემდეგ დაეწერა სპეციალისტს გაანგარიშებისთვის. შექმნილია სპეციალური ბაზა შესაბამისი ცხრილით, სადაც შეჰყავთ მონაცემები და ხდება დაანგარიშება. ცდომილება კატეგორიულად გამორიცხულია.

 

მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ხის ჭრა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე უკანონოა. მომხმარებელი იღებს ხე-ტყის დამზადების დოკუმენტს, იხდის დადგენილ თანხას, რის შემდეგაც ტყის მცველი გამოუწერს ხის ტრანსპორტირების დოკუმენტს. მოცემულ შემთხვევაში, რ-------------------ის მიერ რაიმე სახის დოკუმენტი ტყის მცველისთვის წარდგენილი არ ყოფილა. ზოგადად კურორტ „ბ-–---ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სამასალე მერქნის ჭრა აკრძალულია. მოცემულ შემთხვევაში უკანონო ჭრა დაფიქსირებული იყო შ--–--------------ის სახელზე, რომელსაც ეს უკანასკნელი ხელმოწერით ადასტურებდა. მოგვიანებით, ტყის მცველმა - ზ----------–--------ემ დაუდასტურა, რომ მან აქტი არასწორად შეადგინა და სინამდვილეში ხე-ტყე რ-------------------ემ მოჭრა.

 

2.6. მოწმე ზ----------–--------ის განმარტებით, 2019 წლის მაისის თვეში, „ბ-–---ის“ ტყეში, ბრალდებულის მამამ აჩვენა სამი ძირი ხე, რომელთა მოჭრაც სურდა. შ--–--------------ეს განუმარტა, რომ შესაბამისი დოკუმენტების მოპოვების შემდეგ შეძლებდა ხე-ტყის მოჭრას და წაღებას. რამდენიმე ხნის შემდეგ შეამჩნია, რომ მოჭრილი იყო სწორედ ის სამი ძირი ხე, რომლის წაღებაც ბრალდებულის მამას სურდა. აღნიშნულის თაობაზე ესაუბრა რ-------------------ეს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ხეები მან მოჭრა. ბრალდებული დაპირდა, რომ ქვითარს აიღებდა და მორებს ტყის მცველის -ზ----------–--------ის გარეშე არ წაიღებდა. რამდენიმე დღის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომანქანები, რომლებშიც განთავსებული იყო „ბ-–---ში“ მოჭრილი ხე-ტყე. გადამოწმების შედეგად აღმოაჩინა, რომ რ-------------------ის მიერ მოჭრილი ხე-ტყე ადგილზე არ იდო და მიხვდა, რომ ბრალდებულმა წაიღო. მოწმემ დაადასტურა, რომ ხ---–--- რაიონის პოლიციის თანამშრომელმა - რ-------------------ემ წინასწარ მოჭრა რამდენიმე ხე და დაპირდა, რომ ქვითარს აუცილებლად მიუტანდა. ბრალდებულმა ისარგებლა მისი ნდობით, პირობა არ შეასრულა, არ მიუტანა საჭირო დოკუმენტი და წაიღო უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ხეების მოჭრის ადგილზე, ჯირკების გადამოწმებისა და შესაბამისი ზომების აღების შემდეგ, შეადგინა აქტი რ-------------------ის სახელზე. ბრალდებულმა აქტზე ხელი არ მოუწერა და განუცხადა, რომ ხე-ტყე მამამისმა მოჭრა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული გახდა, აქტი შ--–--------------ის სახელზე შეედგინა. ვინაიდან ბრალდებული პოლიციის თანამშრომელი იყო, ვერ გაბედა მის სახელზე ჯარიმის გამოწერა. მის მიმართ გამოძიების მიმდინარეობისას ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მან ვერ შეძლო რ-------ი დაეჯარიმებინა.

 

2.7. გამომძიებელმა - გ--------------–--ემ, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

2.8. მოწმე შ--–--------------ემ ისარგებლა სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის - შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

2.9. ა---------------------------------–------------------------–---------------–------------------ სატყეო სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------------ წერილის თანახმად, შ--–--------------ეს, 2----–-–---------–---- გამოწერილი აქვს ხე-ტყის დამზადების ბილეთი 8 კბმ. მე-2 ხარისხის ხე-ტყეზე, ხოლო ხე-ტყის სარგებლობისთვის 2----–-–------------------ არ მიუმართავს. რ-------------------ის სახელზე 2013 წლის შემდეგ, იმავე წლის 6 აგვისტომდე არ არის გაწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი;

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილების ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ დამტკიცების შესახებ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ჩატარებული გამოთვლით, გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1008.48 ლარს.

 

2.10. ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ტყის რესურსებისათვის, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისთვის უკანონო ქმედებით ზიანის მიყენებისას, გარემოსთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება (გამოანგარიშდება) ამ რეგლამენტის დანართი 10-ის მიხედვით, სადაც დეტალურად აღწერილია ზიანის გამოთვლის წესი, გაწერილია ყველა პროცედურა და მოქმედება, რომელიც უნდა განახორციელოს უფლებამოსილმა სპეციალისტმა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიანი მცენარეების (მათ შორის, მოზარდ-აღმონაცენის) ან/და ბუჩქების დაზიანების (რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვოს ან რასაც შესაძლოა მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოეწვია), უკანონოდ მოჭრის, ამოძირკვის ან განადგურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს ან მეტს.

 

2.11. ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად. საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად განაცხადის მართვის ორგანოში ორგანიზებულად წარდგენას უზრუნველყოფს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის ტერიტორიაზე სოციალური ჭრა ხორციელდება არაკომერციული მიზნით, მხოლოდ მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის. მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ სოციალური ჭრის წესით გაიცემა ხე-ტყე, მათ შორის: ნახანძრალი, ტყითმოსარგებლისათვის (მათ შორის, ლიცენზიანტისათვის) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რესურსი. მეათე მუხლის მესამე პუნქტში კი აღნიშნულია იმ დოკუმენტების სია, რომლის საფუძველზეც გაიცემა სოციალური ჭრების ფარგლებში მერქნული რესურსი, კერძოდ: ა) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ხე-ტყის დამზადების ბილეთი.

 

2.12. საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის N46 დადგენილების მე-6 მუხლის თანახმად, სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებულ ხე-ტყეზე, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ხე-ტყის დამზადების ბილეთი, რომლის გაცემის საფუძველია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი) და ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).

 

2.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ რ-------------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში, დასაკითხ პირთა სიაში მითითებული მოწმეების - მ------–----ის, მუ--------------ის, ჯ----–------ის, პ------------–-–---–ის, ჯ------------–----ის, გ------------–---–ის, ლ---------–--------ის, გ------------–--------ის, რ--------------ისა და მ----------–---ს დაკითხვაზე მხარეებმა უარი განაცხადეს, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ასევე ყველა წერილობითი მტკიცებულება, გარდა ა---------------------------------–------------------------–---------------–------------------ სატყეო სააგენტოს უფროსის 2----–-–------------------------ წერილისა, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ:

 

2.14. აჭ-------------------------------–--------------------------–--------------------------------------------–-------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, 20---–-–---------------- ტყის მცველმა - ზ----------–--------ემ მას გადასცა უკანონო ხე-ტყის მოპოვების აქტი, რომელშიც შეტანილი იყო ხის ჯირკების დიამეტრი. აქტს ხელმოწერით ადასტურებდა მოქალქე შ--–--------------ე. ზ----------–-------ის განმარტებით, მან ტყეში ნახა მამა-შვილი, რომელმაც უკანონოდ მოჭრეს ხე-ტყე. აღნიშნულ აქტს მანაც მოაწერა ხელი. ვინაიდან ზიანის ღირებულება აღემატებოდა ათას ლარს, მასალები რეაგირებისთვის გადასცეს სატყეო დეპარტამენტს, რომლის უფროსის ხელმოწერითაც გადაიგზავნა პოლიციაში.

 

2.15. მოწმე მ------–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2----–-–---------–---- დაახლოებით 19:00 საათზე, დაურეკა რ-------------------ემ და სთხოვა „ბ-–---ის“ ტყეში მოჭრილი ხე-ტყის ხ---–--მდე ტრანსპორტირებაში დახმარება. დაახლოებით 12 საათზე, კვლავ დაურეკა ბრალდებულმა და უთხრა, რომ იმყოფებოდა „ბ-–---ში,“ ახლადმოჭრილი ხის მორებით დატვირთული ჰქონდა ავტომანქანა და შეთანხმდნენ, რომ ერთად დაიძვრებოდნენ ხ---–--- მიმართულებით. რ-------------------ე გაემართებოდა წინ და თუ შეამჩნევდა გარემოს დაცვის ინსპექციის ავტომანქანას, შეატყობინებდა მ------–----ე, ხოლო ეს უკანასკნელი ორივე ავტომანქანას გადამალავდა. მალევე გამოვიდა სახლიდან, დაქოქა სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც ეწყო ასევე უკანონოდ მოპოვებული ხის მორები და გაემართა ხ---–---კენ. გზაზე რ-------------------ემ გადაუსწრო თავისი „ნ-----ს“ მარკის ავტომანქანით. გ---------- უღელტეხილზე დაეწია უნომრო „ზ--–----“ მოდელის სატვირთო ავტომანქანას, რომელიც მის სიძეს - ა---------–------–--ეს ეკუთვნოდა. აღნიშნული ავტომანქანა ბრალდებულს ჰყავდა დაქირავებული მორების გადასატანად. შეამჩნია ავტომანქანის ძარაზე დალაგებული, ახლადმოჭრილი ხის მორები. მიხვდა, რომ რ-------------------ეს აღნიშნული ხე-ტყე უნებართვოდ ჰქონდა წამოღებული, ვინაიდან სამასალე ხის მოჭრაზე ნებართვა საერთოდ არ გაიცემოდა. გზაში რამდენჯერმე დაურეკა ბრალდებულმა. მასთან საუბარში გაარკვია, რომ მასალა მიჰქონდა სოფელ დ-----------–-, სახერხ საამქროში. დაახლოებით დილის 9 საათზე, სოფელ დ-------------–თან, შეაჩერეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა და წარუდგინეს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე. ავტომანქანა მორებთან ერთად გადაიყვანეს ხ---–--- პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

2.16. მოწმე ა---------–------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2----–-–---------–---- დაახლოებით 16:00 საათზე, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა რ-------------------ე, რომელმაც სთხოვა მორების ტრანსპორტირებაში დახმარება; უპასუხა, რომ ბ-–---იდან ხ---–--- რაიონში ხე-ტყის ტრანსპორტირება შეუძლებელი იყო, რადგან ნებართვა არ გაიცემოდა. ბრალდებულმა უთხრა, რომ 29 ივლისს, გარემოს დაცვის ინსპექცია არ იქნებოდა ხ---–--ში. გზაში პრობლემის შემთხვევაში, თვითონ ჩაერეოდა და მოაგვარებდა. აღნიშნულის შემდეგ დათანხმდა მის შეთავაზებას. მოლაპარაკების თანახმად, რ-------------------ის მიერ ხის მორების სახერხ საამქროში ჩაბარების შემდეგ 300 ლარს გადაუხდიდა და საწვავით უზრუნველყოფდა. დაახლოებით 19:00 საათზე, მივიდა რ-------------------ის სახლთან, ცოლისძმა მ----------------ესთან ერთად, ავტომანქანაში საწვავი ჩაასხეს და გაემართნენ ბ-–---ის ტყისკენ. ავტომანქანის ძარაზე მოათავსეს 7 ცალი ოთხმეტრიანი და 4 ცალი სამმეტრიანი მორი, რის შემდეგაც დაიძრნენ სოფელ დ--------ეების მიმართულებით. გზაში შეამჩნია მ------–----ის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც აცილებდა მათ. რ-------------------ე მისგან დაახლოებით 1.5 კილომეტრით წინ გადაადგილდებოდა და საფრთხის შემთხვევაში უნდა ეცნობებინა მისთვის. ხ---–--- რაიონის სოფელ დ-------------–ში გააჩერეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა. წარუდგინეს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე. მისი თანხმობით გაიჩხრიკა ავტომანქანა, შეადგინეს ოქმი და გადაიყვანეს ხ---–--- პოლიციის განყოფილებაში.

 

2.17. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ----------------ემ გამოძიების მიმდინარეობისას გამოკითხვისას.

 

2.18. მოწმე გ-----------–--------ის განმარტებით, ხ---–--- რაიონის სოფელ „დ-----------–-“ გააჩნია ლიცენზირებული ხის სახერხი საამქრო. 2019 წლის ივლისის თვეში, რ-------------------ემ უთხრა, რომ გააჩნდა დოკუმენტების გარეშე ხის მასალა; სთხოვა მისი გადამუშავება სხვა, ნებართვის საფუძველზე მოჭრილ მორებთან. გ-----------–--------ემ გაითვალისწინა მისი თანამდებობა, ეკონომიური მდგომარეობა და შეთავაზებაზე დათანხმდა. მიუხედავად შეთანხმებისა, რ-------------------ეს მასთან ხის მორები არ მიუტანია.

 

2.19. მოწმე ჯ----–------ეს რ-------------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

2.20. 2----–-–---------–---- საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, ბრალდებულმა - რ-------------------ემ მიუთითა ხ---–--- რაიონის კურორტ ბ-–---ის, N8 სამცველოს მე-12 კვარტლის ტერიტორიაზე, N7 და N8 ციფრებით დანომრილ, მოჭრილი ხეებისგან დარჩენილ კუნძებზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ხეები შეარჩია 2019 წლის გაზაფხულზე შ--–--------------ემ. შემდეგ - რ-------------------ემ ბილეთის და საფასურის გადახდის გარეშე მოჭრა და წაიღო.

 

2.21. საქართველოს შს სამინისტროს ა---------------------------------–---- პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 1 ოქტომბრის N2172201 ბრძანებით, რ--------–--–------------------ე დაინიშნა შს სამინისტროს ა---------------------------------–---- პოლიციის დეპარტამენტის ხ---–--- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად.

 

დაცვის მხარის პოზიცია:

 

2.22. ბრალდებულმა რ-------------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

 

2.23. დაცვის მხარის მოწმე ნ---------–----ის განმარტებით, 2----–-–---------- თვეში, ბ---–----–------ესთან ერთად დაეხმარა მეზობელ შ--–--------------ეს სამი ძირი უვარგისი, დანომრილი ხის მოჭრაში. მოჭრილი ხეები მანქანის ზომაზე დახერხეს და დატოვეს. მისთვის ცნობილია, რომ შ--–--------------ეს ჰქონდა ხის მოჭრისთვის აუცილებელი ბილეთი, რომელიც პირადად არ უნახავს.

 

2.24. დაცვის მხარის მოწმე ბ---–----–------ის ჩვენების თანახმად, იგი დაეხმარა შ--–--------------ეს მის სახელზე დანომრილი ხეების მოჭრაში. ხეების მოჭრისას რ-------------------ე არ დაუნახავს. შ--–--------------ეს მისთვის რაიმე საბუთი არ უჩვენებია.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. სასამართლომ ასევე საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლო, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შემდეგ, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული რ-------------------ის მიერ სახელმწიფოს ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2----–-–---------- ბოლოს, რ-------------------ემ, ხ---–---------------------–---–---–-- N8 სამცველოს სახელმწიფო ხის ფონდის მიწაზე ხე-ტყის დამზადების ბილეთის და საფასურის გარეშე, ტყის მცველისგან ფარულად მოახდინა 7.64 კბ.მ. ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რითაც გარემოს მიაყენა 1008. 48 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.8. საბოლოო დასკვნის მიღებამდე სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის პოზიცია და არ გაიზიარა მისი არგუმენტაცია რ-------------------ის უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

· დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოში წარმოედგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რ-------------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულს ხე-ტყე არ მოუჭრია, მხოლოდ მის ტრანსპორტირებას ახორციელებდა, რაც დასჯად ქმედებას არ წარმოადგენს. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულები ერთობლიობაში ადასტურებენ რ-------------------ის მიერ წარდგენილ ბრალდებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის მიერ უშუალოდ ხე-ტყის მოჭრის ფაქტს არავინ შესწრებია, მოწმეთა ჩვენებების დეტალური ანალიზის შედეგად უტყუარად დგინდება, რომ სწორედ რ-------------------ემ მოჭრა სადავო ხე-ტყე და განახორციელა მისი ტრანსპორტირება „ბ-–---იდან“ ხ---–--- მიმართულებით. საქმის მასალებიდან აშკარად იკვეთება, რომ ბრალდებული გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებისგან მალულად ცდილობდა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე. სწორედ ამ მიზნით იქირავა ა---------–------–--ის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანა, ხ---–--- პოლიციის თანამშრომელ მ------–----ეს სთხოვა გაცილება მორების ტრანსპორტირებისას და გააფრთხილა პატრულირებით დაკავებული მისივე თანამშრომელი, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების გამოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ეცნობებინათ მისთვის. ბრალდებულმა ტყის მცველ ზ----------–-------ესთან და მძღოლ ა---------–------–--ესთან საუბრისას აღიარა, რომ სადავო ხეები მოჭრა სწორედ რ-------------------ემ და არა შ--–--------------ემ, როგორც ამას დაცვის მხარის მოწმები ამტკიცებენ. ტყის მცველმა კი ბრალდებულის თხოვნით, ხის უკანონო ჭრის თაობაზე აქტი შეადგინა არ ბრალდებულის, არამედ მისი მამის სახელზე; შესაბამისად, ის გარემოება, რომ შ--–--------------ემ დანაშაულის გამოვლენის შემდეგ, 2019 წლის ივლისის თვეში აიღო დოკუმენტი ხე-ტყის მოჭრის თაობაზე, არ წარმოადგენს წონად არგუმენტს ბრალდებულის უდანაშაულობის დადასტურების თვალსაზრისით. სასამართლოს ასევე არადამაჯერებლად მიაჩნია დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებები იმის თაობაზე, თითქოს ისინი ეხმარებოდნენ შ--–--------------ეს ხეების მოჭრაში და აღნიშნულის თაობაზე დოკუმენტაცია ბრალდებულის მამას გააჩნდა. მოწმეებმა ვერ დააკონკრეტეს ზუსტი პერიოდი, როდესაც ხის ჭრა განახორციელეს, დამაჯერებელი განმარტებები ვერ მისცეს სასამართლოს - აჩვენა თუა რა მათ შ--–--------------ემ რაიმე სახის დოკუმენტი. მოწმეებმა ასევე ვერ დაადასტურეს - სწორედ მათ მიერ მოჭრილი ხეები აღმოაჩინა თუ არა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ხ---–--- რაიონის სოფელ დ-------------–თან.

 

· დაცვის მხარის მტკიცებით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის თვალსაზრისით არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა და მხოლოდ ა---------------------------------–---- სატყეო დეპარტამენტის უფროსის არაავთენტიკური წერილი არ არის საკმარისი ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების - ზიანის დასადგენად; პირი, რომელმაც წერილი შექმნა სასამრთლოში არ დაკითხულა. დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა მისთვის კითხვები დაესვა და დაედგინა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე ექსპერტიზა არ ინიშნება და გარემოსთვის მიყენებული ზიანი განისაზღვრება ტექნიკური რეგლამენტის - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილების თანახმად, რომლის მე-10 დანართში დეტალურადაა აღწერილი ზიანის გამოთვლის წესი ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევებში. ამავე დადგენილებით, განისაზღვრა მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა, რომელიც უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. ა---------------------------------–------------------------–---------------–------------------ სატყეო სააგენტოს უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს N------ წერილის თანახმად, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილების შესაბამისად, დაანგარიშებულ იქნა რ-------------------ის ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც შეადგენს 1008.48 ლარს. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა რ----------–----ე, რომელმაც დაადასტურა, რომ სპეციალისტს მოჭრილი ხე-ტყის შესახებ მონაცემები შეჰყავს სპეციალურ ცხრილში, რომლითაც დგინდება ზიანის ოდენობა. აღნიშნული მეთოდი უტყუარია და ცდომილების ალბათობა არ არსებობს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ რაიმე ეჭვი ა---------------------------------–------------------------–---------------–------------------ სატყეოს თანამშრომლების მიერ შესრულებულ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის გამოთვლასთან დაკავშირებით არ არსებობს.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში დოკუმენტს მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ცნობილია მისი წარმომავლობა და ის ავთენტიკურია. დოკუმენტი ან ნივთიერი მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ მხარეს შეუძლია მოწმედ დაკითხოს პირი, რომელმაც მოიპოვა/შექმნა ან/და რომელთანაც სასამართლოსთვის წარდგენამდე ინახებოდა იგი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ წერილი, რომლითაც დასტურდება რ-------------------ის ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, შექმნა ა---------------------------------–------------------------–---------------–------------------ სატყეო სააგენტოს უფროსმა, რომელიც მოიპოვა საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა - გ--------------–--ემ და ინახებოდა მასთან სასამართლოში წარდგენამდე. გ--------------–--ე დაიკითხა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე; შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია ა---------------------------------–------------------------–---------------–------------------ სატყეო სააგენტოს უფროსის 2019 წლის 6 აგვისტოს N------ წერილის არაავთენტიკურად მიჩნევის თაობაზე, სამართლებრივ არგუმენტს მოკლებულია და სასამართლო მასზე დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.

 

3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია სახელმწიფოს ტყის ფონდის მიწებზე ხე-ბუჩქნარის უკანონო ჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის დაცვასთან. დანაშაულის საგანია ხე-ბუჩქნარი, რომელზე ზემოქმედებითაც ხდება დანაშაულის ჩადენა. სასამართლო განმარტავს, რომ ტყის სარგებლობის უფლება სანებართვო ხასიათისაა და წარმოიშობა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის, დოკუმენტის საფუძველზე. ხე-ტყის დამზადებისთვის საჭირო ლიცენზია ან ბილეთი ძალაში შედის გამოცემის დღიდან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია. აღნიშნული დოკუმენტებით განისაზღვრება ტყით სარგებლობის ადგილი, ვადები, ხე-ტყის სახეობა და ოდენობა, მისი მოპოვების მეთოდები. ობიექტური მხრივ, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა გამოიხატება აქტიურ ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში. გაჩეხვაში იგულისხმება როგორც ხის ტანის გამოცალკევება ფესვებისგან (მოჭრა, მოხერხვა) ასევე ხისა და ბუჩქნარის ფესვებიანად ამოთხრა. ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა უკანონოა, როცა იგი ხდება სპეციალური ნებართვის ან ბილეთის გარეშე. განსახილველი დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ქმედების (უკანონოდ გაჩხევის) ჩადენა, აუცილებელია ამ ქმედებამ გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე.

 

3.10. მოცემულ შემთხვევაში, 2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის N54 დადგენილებით, დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი - „გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკა“. აღნიშნული დადგენილების მე-5 მუხლითა და დანართი N10-ით, დეტალურად გაიწერა ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით კი განისაზღვრა ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა. დადგინდა, რომ ტყის რესურსებზე უკანონო ქმედებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მერქნიანი მცენარეების (მათ შორის, მოზარდ-აღმონაცენის) ან/და ბუჩქების დაზიანების (რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვოს ან რასაც შესაძლოა მათი სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტა გამოეწვია), უკანონოდ მოჭრის, ამოძირკვის ან განადგურების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს ან მეტს. აჭარის სატყეო სააგენტომ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, დაადგინა რ-------------------ის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც შეადგენს 1008.48 ლარს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა რ-------------------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელი ნიშანი - მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.12. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ბრალდებულ რ-------------------ის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, რ-------------------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

რ-------------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგი უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსასჯელის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ასევე იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ რ-------------------ეს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; ამასთან, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, იმას, რომ იგი არ არის ნასამართლობის მქონე, ამოღებულია უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე და მიიჩნევს, რომ რ-------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შემთხვევაშიც მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ალტერნატიული ფორმის - ჯარიმის კონკრეტული ოდენობით გამოყენების შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება სასჯელის მიზნების მიღწევა.

 

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ რ-------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივ ქცევაში მისი მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის გათვალისწინებით, რ-------------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს ჯარიმა - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ა---------–------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ზ--–----“-ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 11 (თერთმეტი) ცალი ხის მორი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია ხ---–--- რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე–274-ე, 277-ე-279-ე, 292–293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ-------------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. მსჯავრდებულ - რ-------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, რ-------------------ის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, რ-----------------ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მდებარე: ხ---–--, სოფელი (საკრებულო) დ-----–---–---- საკადასტრო კოდით 23.06.38.2--, 2500 კვ.მ მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 314.26. კვ.მ შენობა-ნაგებობაზე 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე დადებული ყადაღა.

 

4. მსჯავრდებულ - რ-------------------ის მიმართ დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ა---------–------–--ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა „ზ--–---“-ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 11 (თერთმეტი) ცალი ხის მორი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც განთავსებულია ხ---–--- რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით: განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე